"გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ"
 "გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო დროს ვცხოვრობთ, საშინელი განსაცდელის წინაშეა თითოეული სახელმწიფო, მთელი მსოფლიო. თუ მოვლენები კვლავ ასე განვითარდა, ექნება კი საერთოდ აზრი რაიმეს ან მომავალი?

გულგატეხილობამ და ურწმუნოებამ მოიცვა ჩვენი გული, თუმცა მათ ბოლომდე მაინც ვერ დაგვიმორჩილეს, რადგან ყოველ ჩვენგანში წარუხოცელი ბეჭედია ღვთის მსგავსებისა, რადგან, ტერტულიანეს თქმისა არ იყოს, სული ყოველი კაცისა ბუნებით ქრისტიანია. ოღონდ საჭიროა უფრო ღრმა აზროვნება, ახლებურად აღქმა და გააზრება ყოველივე იმისა, რაც ხდება. სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია".

* "მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის", - წარმოთქვა წმინდა იოანე ოქროპირმა. ჩვენც, მის მსგავსად, მადლიერნი ვართ უფლისა ყოველივესთვის: ჩვენი ჯვრისათვის, განსაცდელისა და მწუხარებისათვის, ღვთის ჩვენდამი უნაპირო სიყვარულისა და ჩვენთვის თავგანწირვისთვის. გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ მას".

* "თავად სიყვარულო და სიყვარულის მომნიჭებელო უფალო, ადამიანის დაგმანული გული შენი უზენაესი სიყვარულით აღავსე, რათა შევიგრძნოთ გულისტკივილნი მოყვასთა ჩვენთა და ვიყოთ მსხვერპლად შეწირულნი ადამიანთა საკეთილდღეოდ".

* "კრავი უფლისა ჯვარს აცვეს, ის კი მაინც ცოცხალია, მას უარყოფენ, იგი კი კვლავაც ჩვენთანაა, ჭიშკარს უკეტავენ, ის დგას და რეკავს კარზე შენი გულისა, იცდის, როდის შეუშვებ; ერთნი მაცხოვრის მოწოდებისთანავე აღებენ კარებს, მეორენი, მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიწიერი ფუფუნება აზრს დაკარგავს მათთვის, როცა ბრძენთაბრძენი სოლომონივით დარწმუნდებიან, რომ ყოველივე ამსოფლიური "ამაოა და სულსა შეაჭირვებს". სხვანი ოდენ სასიკვდილო სარეცელზე, მარადიულობის კარიბჭესთან მდგარნი უხსნიან გულს უფალს, მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ელოდებოდა მაცხოვარი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს აღებენ კარებს, კაკუნის გაგონებაზე კიდევ უფრო იკეტებიან და ცდილობენ დაირწმუნონ თავი, რომ მათ არ უხმობენ. ისინი ისე განლევენ საწუთროს, მარადიულ ნათელს ვერც დაინახავენ, ვერ განიცდიან სიხარულს ჭეშმარიტს; მიემგზავრებიან საუფლოსა ბნელეთისასა... სადა არა არს ნათელი, არცა ხედვად ცხოვრებისა კაცთასა (იობი 10,22)".

* "უკეთუ ადამიანის გულში რელიგიური მარცვალი ძევს, იგი ცხოვრების ხედ აღმოცენდება და კეთილ ნაყოფს მოგვცემს. ეს სულიერი ძალა, რომელიც იბადება პიროვნებაში, გარდაქმნის არა მარტო თვით პიროვნებას, არამედ გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე, ცვლის ქვეყნის ისტორიულ სახეს. ეს ღვთაებრივი ცეცხლია, არა შემმუსვრელი, არამედ განმწმენდელი და ახალი იმპულსის მიმცემი ქვეყნისა. ამის შესახებ მაცხოვარი ბრძანებს: "ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს" (ლუკა 12,49)".

* "ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, თუ მისი ცხოვრება ღვთისათვის სათნოა, სულიწმინდის მადლით იმოსება. ეკლესიაში სულიწმინდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგად ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმინდა".

* "ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელმძღვანელობს ერთი და იგივე სულიწმინდა, ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას - ქრისტეს სხეულს. მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმინდისა".

* "ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია".

* "რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე, გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7,15). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: "მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა".

* "ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: განიშორეთ თქუენ პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა, და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაითა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმინდითა ჭეშმარიტებისაითა" (ეფეს. 4,22-24)... ძნელია განდგომა საკუთარი თავისგან, ძნელია უარყოფა ვიწრო ეგოიზმისა, არაწმინდა აზრებისა და გრძნობებისა. ზოგჯერ გვგონია, ვერ შევძლებთ, წინ აღვუდგეთ მიწიერ სურვილთ და ბოროტებას. როგორ დავძლიოთ იგი, როგორ განვიძარცვოთ ტანსაცმელი ძველი კაცისა და შევიმოსოთ სამოსელი სიმართლისა, სიყვარულისა, სამოსელი თანაგრძნობისა, მორჩილებისა, სიწმინდისა?

ჩვენი სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია".

* "უფალმა, თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინვა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა. მას რომ მივეახლოთ, სიტყვითა და საქმით ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, უნდა დავძლიოთ ვნებები და ცოდვისმიერი მისწრაფებები, მაშინ სული ჩვენი იქცევა სპეტაკ ტაძრად და უფალი ღირს გვყოფს, მასში დაივანოს".

* "ახლა ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს გული მთლიანად მიუძღვნას უფალს...

"უმეტეს ყოველთა შეიყვარეთ ღმერთი, - გვარიგებს ეფრემ ასური, - ვისაც წრფელი გულით უყვარს იგი, მისი გონება მუდამ ზეცისკენ ისწრაფვის, იქიდან იღებს სულიერ საზრდოს, იქიდან ნათლდება, იქიდან ივსება იგი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოებით".

* "მთავარია, ვიცოდეთ, ვართ თუ არა მზად ღმერთთან შესახვედრად, ღია არის თუ არა ჩვენი გული იესო ქრისტესთვის, შეგვიძლია თუ არა წარმოვთქვათ მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "უფალმან მწყსოს მე და მე არაი მაკლდეს ადგილსა მწუანვილსა, მუნ დამამკიდრა მე; წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე, მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ, კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან" (ფს. 22, 1-5)".

* "უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმინდა გული. "მშვიდობა თქვენდა", - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს...

დაე, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სიყვარული, იმედი და, აქედან გამომდინარე, სიხარული და მშვიდობა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat