ადამიანური ყოფის მთელი აზრიც ზნეობრივ ამაღლებასა და სრულყოფაშია
ადამიანური ყოფის მთელი აზრიც ზნეობრივ ამაღლებასა და სრულყოფაშია
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან გლეხები მივიდნენ და ჩივილი დაიწყეს: ძნელია სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო, - იმართლებდნენ თავს. წმინდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა".

***
"ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას. უპრეცედენტო მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს. დღეს, როდესაც ასეთი თავგამოდებით ვზრუნავთ სხეულზე და ვივიწყებთ სულს, შეძენისა და მოხვეჭის ორომტრიალში გართულთ გვავიწყდება, რომ ამ დროს ერთდროულად ვკარგავთ სულსაც და ხორცსაც..."

***
"აჰა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლუკა 17,21), - ბრძანებს ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისგან სულიერი სიწმინდის მოთხოვნის აუცილებლობა. ხშირად კი ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებს მისი ეპოქის საზოგადოებრივი ყოფით ხსნიან და ივიწყებენ ინდივიდუალურ თავისებურებებსა და წინაპართაგან მიღებულ გენეტიკურ მემკვიდრეობას. თუ კაცი ცუდია, ბრალს სდებენ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას და არა თვით მას. საზოგადოების დაშლითა და გარდაქმნით ადამიანი არ შეიცვლება, მგლები კრავებად ვერ იქცევიან. ეჭვგარეშეა, გარემოს გავლენა დიდია, მაგრამ მთავარი მაინც პიროვნებაა, მისი სურვილი და შესაძლებლობანი".

***
"ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი). დღეს ჩვენი ქვეყანა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლის ასპარეზია. დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, უფლისა და მრავალრიცხოვან წმიდანთა შეწევნით ბოროტების არტახებისგან თანდათან ვთავისუფლდებით. ეს ყოველივე უნდა გაგვევლო, რადგან ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ.

დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ".

***
"ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან. ვისაც სურს ეკლესიისგან საზოგადოების მოწყვეტა, იგი ვერ ხედავს იმ დამღუპველ შედეგს, რაც ამას მოსდევს. რწმენის დაკარგვასთან ერთად იკარგება სიყვარული, თანაგრძნობა, სიმშვიდე, მორჩილება; თავს იჩენს უხეში ეგოიზმი, მომხმარებლის აზროვნება... ყველაზე მძიმე სურათი კი ოჯახში იქმნება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ დაირღვა დღეს ოჯახის წონასწორობა და მყუდროება, ხშირია განქორწინება, განსაზღვრულია შობადობა. თუ ყველაფერი კვლავ ასე გაგრძელდა, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ".

***
"ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა, გადალახოს ცხოვრების ზღვის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს.

თანამედროვე ადამიანი ნაწილია სეკულარული ეპოქისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი, დაკარგა სიყვარული და რწმენა კაცისა; პიროვნება დარჩა ჩაკეტილ მიწიერ წრეში, მატერიალურ ღირებულებათა სამყაროში. იგი დაბნეული უყურებს ეკლესიას. აქ ხედავს ის თავის უკანასკნელ იმედსა და ნუგეშს. ამიტომაც ჩვენ, ჩვენს მოძღვრებს, ჩვენს მრევლს დღეს უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება. არის კი ჩვენში ქრისტიანული დიდი ჰუმანიზმი, შევძლებთ, გავცეთ პასუხი მათ საჭირბოროტო კითხვებს, შევძლებთ, ვიყოთ მარილი მადლისაი და ჭეშმარიტი ნათელი მათთვის, ვიყოთ სიტყვით და საქმით მოწმენი და მქადაგებელნი ჭეშმარიტებისა? ღვთის მოწყალებითა და კურთხევით უნდა შევძლოთ, "წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესიაი" (ეფესელთა 5,27)".

***
"სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფილებას მიაღწევდა.

ადამიანური ყოფის მთელი აზრიც ზნეობრივ ამაღლებასა და სრულყოფაშია, რაც ღმერთსა და მოყვასთან კავშირით უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ ერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: "იარებოდეთ ისე, როგორც შეშვენის ხმობას, რომლითაც ხართ ხმობილნი, მთელი ქედმოდრეკილობით, თვინიერებით და დიდსულოვნებით; სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით" (ეფესელთა 4,1-3). თუ გვსურს, დღევანდელ რთულ და მძიმე დროს გავუძლოთ, არ დავკარგოთ მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ, და გვინდა დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა და გავუმკლავდეთ მოსალოდნელ განსაცდელს, - ამ კანონით უნდა ვიცხოვროთ".

***
"ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისკენ მიჰყავს.

საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმინდა მოვლენებს გვახსენებენ, შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს".

***
"ეკლესია ერთადერთი ადგილია ჩვენი გადარჩენისა; იგი კარიბჭეა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. არ შეიძლება დაგვიანება, დაუშვებელია სულიერი განწმენდის კიბეზე ზეაღსვლის სამომავლოდ გადადება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. მაშ, ნუ დავაყოვნებთ გავხდეთ წევრნი ქრისტეს ეკლესიისა და ვეზიაროთ იმ სიწმინდეთ, რასაც იგი ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოთა მადლით გვთავაზობს.

ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat