"ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი"
"ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებს ურთიერთს. როგორც ამბობს ეკლესიის ცნობილი მასწავლებელი და ფილოსოფოსი კლიმენტი ალექსანდრიელი, "არ არსებობს ცოდნა, რომელიც დაკავშირებული არ იყოს რწმენასთან , ისევე როგორც არ არსებობს რწმენა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება ცოდნაზე". ყოველი მეცნიერება, - ამბობს ის, - დაფუძნებულია პირველსაწყისებზე, რომელნიც წარმოადგენენ თვალნათლივ ცხად ჭეშმარიტებებს - აქსიომებს. მათი დამტკიცება შეუძლებელია და ისინი მიიღებიან მხოლოდ რწმენით. უკეთუ ხილულ საგნებზე მეცნიერებას და ცოდნას საფუძვლად უდევს რწმენაზე დამყარებული დებულებები, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენას იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უშუალო კავშირი აქვს უხილავსა და ღვთაებრივთან. რადგან მხოლოდ წმინდათა გულით შეუძლიათ იხილონ ღმერთი (მათე 5,8), ზნეობრივი სრულყოფა კი თვისუფალი ნებისყოფის შედეგია, ამდენად, რელიგიური რწმენაც თავისუფლების შედეგად ჩაითვლება. მეორე მხრივ, თუ ცოდნა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაც, თავის მხრივ, მტკიცდება ცოდნით, რომლის გარეშე ის შეიძლება მყარი არ აღმოჩნდეს. კლიმენტი ალექსანდრიელი დაასკვნის: "უბრალო რწმენა ადამიანს ჰყოფს მონად, ხოლო რწმენა გააზრებული - მეგობრად ღვთისა".

მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა".

***
"რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ... მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა, რომელიც წყაროა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა, რათა ყოველთვის მზად იყოს მასთან შესახვედრად. ყოველი მორწმუნე თუ ურწმუნო ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკეთუ მორწმუნე სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, ურწმუნოს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის თვალით უყურებს. III საუკუნის ფილოსოფოსი პლოტინე ამბობს: "სული ვერასდროს დაინახავს მშვენიერებას, თუ თვითონ არ გახდება მშვენიერი; და ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს მშვენიერისა და ღვთაებრივის ხილვა, უნდა დაიწყოს იმით, რომ თვითონ გახდეს მშვენიერი და ღვთაებრივი".

***
"მეტად რთულია ის პრობლემები და სიტუაციები, რომლებიც წარმოიშობიან ცხოვრებაში, მაგრამ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვიჩვენა გამოსავალი - მისი მოძღვრების განხორციელება ადამიანთა ცხოვრებაში...

დღევანდელ პირობებში მორწმუნენი მიილტვიან პირველი ქრისტიანების ამაღლებული სულიერებისკენ, როცა უფალი ძალიან ახლოს იდგა ადამიანთან და ამ სიახლოვით მისი შინაგანი სამყარო აღვსილი იყო სიყვარულით და სიხარულით. ამგვარი სიახლოვე გვწყურია ჩვენ ყველას, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვპოულობთ გზებს ღმერთთან კავშირისათვის. ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და მეცნიერი ტერტულიანე ერთ-ერთ ასეთ გზაზე მიგვანიშნებდა: სჯობია, ადამიანმა ყური მიუგდოს თავისი სულის ხმას და მაშინ ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნება მისთვის უცნობი. სული რაც უფრო ახლოა ბუნებასთან, მით უფრო განწყობილია ქრისტიანული საწმუნოების მისაღებად, რამეთუ ბუნება მასწავლებელია, ადამიანის სული - მოსწავლე, ღმერთი - მასწავლებლის მასწავლებელი".

***
"სიყვარულითა საუკუნოითა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა. ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს. მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა: ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი კი უარყოფენ. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა.

ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შერეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა. წმიდა მამათა აზრით, ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?"

***
"ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ როგორც ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვანაირად, თავისებურად ხედავს. ხშირად ჩვენი შინაგანი სამყაროს ცენტრში წარმავალ ღირებულებებს, ეგოისტურ მისწრაფებებს ვაყენებთ და სრულიად არ ვუთმობთ ადგილს სულს. ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გვაქვს მომადლებული, ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ; ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის. ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი - უაზრობად წარმოუდგება.

სად არის გამოსავალი ამ ჩიხიდან, რაშია აზრი ცხოვრებისა? ცისა და დედამიწის, ღვთისა და ადამიანის კავშირში, ჩვენს მხურვალე და წრფელ რწმენაში".

***
"სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ, რა არის სიმართლე. მრავალნი არიან გულდახურულნი, რომელთაც არ შეუძლიათ მიიღონ იესო ქრისტე - ჭეშმარიტება; იგი მიუწვდომელი და დაფარულია მათთვის. ზოგნი "ჭეშმარიტებას" სიცრუეში ხედავენ და ვერ ახერხებენ მისგან გათავისუფლებას. "ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით" (I კორ. 15,32), - ბევრნიც ასე ფიქრობენ. ასეთი ადამიანები უაზრო ყოფაში ატარებენ ცხოვრებას. მათი სულის უმაღლესი მოთხოვნილება სათნოება რომ იყოს, სულ სხვანაირად აღიქვამდნენ სამყაროს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფალი მოწყალეა და სასოებას არ გვიკარგავს. ადამიანი ხომ ცოდვილია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ცოდვის მორევში დანთქმულიც კი არ კარგავს იმედს გამოსწორებისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენში არასოდეს ქრება ღვთის ხატება. ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი".

***
"ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32)".

***
"ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა, კერპთა უარყოფისთვის სამაგალითოდ დაესაჯა ახალგაზრდა წინასწარმეტყველნი: ანანია, აზარია და მისაელი. ბრძანა, ხელ-ფეხი შეეკრათ მათთვის და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. ცეცხლის ალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძანების აღმსრულებელნი იმსხვერპლა. ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი უშიშარი ყრმანი უვნებლად მიმოდიოდნენ შუაგულ ცეცხლში, დაუღალავად უგალობდნენ ღმერთს და აკურთხებდნენ უფალს. მათთან ერთად იყო ანგელოზი უფლისა.

"მაშინ გაოცდა მეფე ნუბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავყარეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო! მიუგო მან და თქვა: ოთხ ხელფეხგახსნილ კაცს ვხედავ, შუა ცეცხლში მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს" (დანიელ. 3,91-92). მომხდარმა ისე შეძრა ეს გოროზი მეფე, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლა დასჯილნი, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გახდა მისი თაყვანისმცემელი".

***
"არ შეიძლება, ყოველივეს მატერიალური მოგების თვალით შევხედოთ; ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღუპველობის ღრმად გააზრებამ ადამიანი ღმერთთან უნდა მიიყვანოს".
ბეჭდვაელფოსტა
04.01. 2016
ნინო შერმაზანაშვილი
დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ბერმუხა პატრიარქს. დღეგრძელი და ჯანმრთელი იყოს მრავალჟამიერ..... ღმერთმა მისცეს მას ძალა, რათა გაიყვანოს ქართველი ერი სამშვიდობოს და გაიხაროს მისმა წმინდა გულმა, თავისი საყვარელი სამშობლოს გაერთიანებითა და გაბრწყინვებით.. ამინ.
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat