ჩვენ არ ვართ მეზვერეები, ჩვენ ყველანი ფარისევლები ვართ
ჩვენ არ ვართ მეზვერეები, ჩვენ ყველანი ფარისევლები ვართ
მეზვერისა და ფარისევლის კვირა
სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა, ამინ!
მეზვერისა და ფარისევლის კვირა დიდმარხვისთვის მზადების პირველი კვირაა. თვით წმიდა სახარების ეს იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლუკა 18,10-14) ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ წმიდა წერილი არ არის ადამიანის გონების ნაყოფი, ის სულიწმიდის ნაყოფია. ადამიანი ამას ვერ დაწერდა, რადგან იგავი მეზვერესა და ფარისეველზე ეწინააღმდეგება ჩვენს ცნობიერებას. ამსოფლიური გაგებით, იგი ერთგვარი აბსურდიც კია. ეს იგავი ყველამ კარგად იცის.

ტაძარში ორი ადამიანია – ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. სიტყვა ფარისეველი წმიდა სახარებაში არ არის სალანძღავი სიტყვა, როგორც ეს დღევანდელ ქართულშია. ფარისეველი იყო ადამიანი, რომელიც სჯულის მიერ ცხოვრობდა, ზედმიწევნით აღასრულებდა სჯულს. ფარისეველი იყო სახე ერისა, წინამძღოლი ერისა. სწორედ ფარისევლები მართავდნენ ისრაელ ერს. ისინი ზრუნავდნენ ერის როგორც პოლიტიკური თავისუფლების, ისე რელიგიური და ზნეობრივი სიწმინდისათვის.

და აი, შედის ფარისეველი ტაძარში, წარდგება ღმრთის წინაშე და ლოცულობს. ეს ლოცვა თქვენ კარგად იცით. მოდით, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ: "ღმერთო, გმადლობ შენ". მე ვფიქრობ, რომ კარგად იწყებს ფარისეველი თავის ლოცვას. ნეტავი ჩვენც შეგვეძლოს, ასე მადლიერნი ვიყოთ ღმრთისა, როგორც ფარისეველია. "ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე", - განაგრძობს ლოცვას ფარისეველი.

ამ ჩამონათვალში ცოდვის მრავალი სახეა წარმოჩენილი. ფარისეველი მადლობას ეუბნება ღმერთს იმის გამო, რომ იგი არ არის ცოდვილი, მტაცებელი, ცრუ და მემრუშე - "ვითარცა ესე მეზვერე", - ამასაც დასძენს ფარისეველი. იგი იქვე მდგომ მეზვერეზე მიანიშნებს.

ფარისეველმა სიმართლე თქვა, რადგან მართლაც არ იყო მტაცებელი, ცრუ და მემრუშე. მეზვერისაგან განსხვავებით, ფარისეველი არ მსახურობდა, არ მუშაობდა რომის იმპერიის სასარგებლოდ თავის სამშობლოში. მეზვერეები კი რომის იმპერიის სასარგებლოდ გადასახადებს კრეფდნენ ისრაელისაგან, თანაც იმაზე მეტს ართმევდნენ თანამემამულეებს, ვიდრე კანონით იყო გათვალისწინებული.

მეზვერეების მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ისინი ზედმეტს, დადგენილზე მეტ გადასახადებს სტაცებდნენ ხალხს, ამიტომაც იქცა ცოდვილის ყველაზე საზარელ სახედ მეზვერე. ალბათ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ცხოვრების წესი ექნებოდათ უზნეო გზით გამდიდრებულ მეზვერეებს. ფარისეველი ამ მიზეზით ეუბნება მადლობას ღმერთს, რომ არ არის, აი, ისეთი, როგორიც თუნდაც ეს მეზვერეა.

ადამიანს სჩვევია სტერეოტიპებით აზროვნება. ჩვენ ხშირად ვყოფთ ადამიანებს ორ კატეგორიად - ცუდი ადამიანი და კარგი ადამიანი. ფარისეველი, რომელიც სამშობლოს არ ღალატობს, არც მტაცებელია, არც ცრუ, არც მემრუშე და სხვა რამე ცოდვასაც არ სჩადის - ჩვენ მასზე ვიტყვით, კარგი ადამიანიაო. ასეთი მეზობელი რომ გვყოლოდა, ან მეგობარი, ან თანამშრომელი, დიახაც, ღირსეულ ადამიანად მივიჩნევდით და სიამოვნებით ვიმეგობრებდით მასთან. მეზვერის მსგავსს როგორღა მოვექცეოდით? მასთან არ ვიმეგობრებდით, იმიტომ რომ იგი ცუდი ადამიანია, სამშობლოს მოღალატეა, დამპყრობელი რომაელების ლაქიაა, მათი მსახურია, ხალხს ძარცვავს და ამიტომ პურს არ გავტეხდით მასთან. სწორედ ასე ექცეოდნენ ებრაელები მეზვერეებს. რომელი ჩვენგანი მოექცეოდა სხვანაირად? - არც ერთი! და ასე ვიქცევით დღემუდამ. ჩვენ შეფასების საკუთარი კრიტერიუმები გამოვიმუშავეთ და ვაცხადებთ - ეს ცუდი ადამიანია, ეს კი კარგი ადამიანია. საკუთარ თავს, რაღა თქმა უნდა, კარგი ადამიანების რიგში დავაყენებთ. ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენ არ ვართ მეზვერეები, ჩვენ ყველანი ფარისევლები ვართ, ანუ სჯულის აღმსრულებლები, გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მადლობა ღმერთს ამისათვის.

მაგრამ ფარისევლის ლოცვიდან ვიგებთ, რომ იგი უფლის წინაშეც პირნათელი ყოფილა. ნახეთ, რას ამბობს მლოცველი ფარისეველი: "ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა", ანუ კვირაში ორჯერ ვმარხულობო. ეს ჩვენ, ქრისტიანები, ვმარხულობთ რის ვაი-ვაგლახით კვირაში ორჯერ, თორემ ებრაელებს, მაშინდელ იუდეველებს, არ ეკუთვნოდათ კვირაში ორჯერ მარხვა. მაშასადამე, ფარისეველი გაცილებით მეტს აკეთებდა, ვიდრე სჯულით მოეთხოვებოდა. იგი სჯულის არათუ ზედმიწევნით, გადაჭარბებულად აღმსრულებელი იყო.

"და ათეულსა შევწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა", - განაგრძობს ფარისეველი. არც ყოველი მონაგებიდან ათეულის შეწირვა ევალებოდათ ებრაელებს სჯულით, არამედ მხოლოდ ცალკეული მონაგებიდან. ფარისეველი კი ყველაფრისაგან, რაც კი ჰქონდა - მიწა იქნებოდა, საქონელი, პირუტყვი, ცხვრის ფარა და ა.შ. - აი, ამ ყველაფრისაგან, რაც კი რამ მონაგები ჰქონდა, ათეულს სწირავდა ღმერთს. მაშასადამე, ამ შემთხვევაშიც იგი გაცილებით მეტს გაიღებდა, ვიდრე სჯულით ევალებოდა. ფარისეველი ამითაც გვჯობია ჩვენ, რადგან ჩვენ ნაკლებად ვახერხებთ, რომ შემოსავლის მეათედი შევწიროთ, ვთქვათ, ტაძარს. მრევლი რომ თავის შემოსავლისა თუ მონაგების მეათედს სწირავდეს ტაძარს, ეკლესიას, არა მარტო ეს ტაძარი, საქართველოს ყველა ტაძარი იქნებოდა გაბრწყინებული და გამშვენებული. ჩვენ გვექნებოდა ჩვენი სასწავლებლები, სკოლები, საავადმყოფოები, ყველანაირი სიკეთე გვექნებოდა. მაგრამ ასე არ ხდება. დიახ, ფარისეველი ჩვენ ამითაც გვჯობია. რაც მთავარია, იგი ამის გამო ღმერთს მადლობს, იმას კი არ ამბობს, ეს ჩემი დამსახურებააო, არამედ ამბობს: ღმერთო, ეს შენი დამსახურებაა და გმადლობ შენ ამის გამო. ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით, რომ მადლიერნი უნდა ვიყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვართ მადლიერნი იმ სიკეთის გამო, რომელიც ღმრთისაგან გვაქვს.

აი, ფარისეველს ეს მადლიერება აქვს. ის სანიმუშო მოქალაქეა, რელიგიური ცხოვრების წესიც სანიმუშო აქვს და, ასე ვთქვათ, კარგი მრევლია თავისი ძველი აღთქმის ეკლესიისა. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენს ცნობიერებაში გამჯდარია შეხედულება, რომ ფარისეველი ცუდია. ვისმენთ სახარების ამ იგავს და ვიძახით: ეს ცუდი ფარისეველია, ეს კარგი მეზვერეაო.

რატომ არის ფარისეველი ცუდი და რატომ არის მეზვერე კარგი? მაგრამ გავდივართ თუ არა ეკლესიიდან გარეთ, პირიქითაა - ფარისეველია კარგი, მეზვერე კი ცუდი. რა არის ეს? აქ ვთვალთმაქცობთ თუ იქ, ეკლესიის გარეთ ვიტყუებთ თავს?

KARIBCHEჩვენ წმიდა სახარებიდან ვიცით, რომ ქრისტე მეზვერეს უფრო ამართლებს, ვიდრე ფარისეველს, თუმცა არც ფარისეველს განიკითხავს. არავის ეგონოს, რომ ქრისტემ ფარისეველი განიკითხა. მე წაგიკითხავთ უფლის სიტყვებს: "გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი", - ესე იგი, უფალმა ფარისეველზე წინ დააყენა მეზვერე, მაგრამ ფარისეველი არ განუკიცხავს.

მაგრამ რატომ გამოვიდა მეზვერე ფარისეველზე უფრო გამართლებული? განა ახლახან არ დავრწმუნდით, რამდენი სათნოება აქვს ფარისეველს, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია? აი, ჩვენ აქ ვდგავართ, ეკლესიური ცხოვრების წესით ვცხოვრობთ და ამდენი სათნოება ვერა და ვერ შევიძინეთ; მაგრამ უფალმა მაინც გაგვხადა ეკლესიაში დგომის ღირსად. ფარისეველს ამდენი სათნოება აქვს და ღმერთს მაინც არ მოსწონს, იმ ცოდვილ მეზვერეს ამჯობინებს. მაშ, რას ითხოვს უფალი, რა არის ის განსაკუთრებული, რასაც ჩვენგან ელის?

მოდით, ახლა ისიც ვიკითხოთ: სათნოებანი და ღვთის სიტყვის ძიება ვის სჭირდება – ღმერთს თუ მორწმუნეს? განა მარტო ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარნი მარხულობენ ან წმიდა წერილს მარტო ისინი კითხულობენ? ფარისევლებმა მთელი წმიდა წერილი ზეპირად იცოდნენ. განა მწვალებლები კი არ კითხულობენ? იეღოვას მოწმეები არ კითხულობენ? პროტესტანტები? ან კიდევ მუსულმანები - თავიანთ ყურანს ისინი გულმოდგინედ კითხულობენ. ყურანი მათი წმიდა წიგნია. ყურანის საფუძველი არის ბიბლია, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა. კრიშნაიდები, მაგალითად, არათუ ცხოველურს, თევზსაც კი არ ჭამენ! მაგრამ სხვა საკითხია, სჭირდება თუ არა ყოველივე ეს ღმერთს? განამართლებს თუ არა ამათ ეს ყოველივე? მაშასადამე, ის, რასაც, ჩვენი გაგებით, გასამართლებლად ვაკეთებთ ღვთის წინაშე, თურმე, არ გამოდგება ამისათვის - ღვთის წინაშე გამართლებისათვის. ამიტომაც ვთქვი, რომ ამ იგავში ნაჩვენები მთლიანად ეწინააღმდეგება (კაცობრიულ) აზროვნებას და ცნობიერებას, ზოგჯერ - ჩვენს "ეკლესიურ" ცნობიერებასაც, ეკლესიის გარეთ არსებულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასეთი აზროვნების მიზეზი ადამიანის ბუნებაში ძევს, ჩვენთვის სწორედ ეს არის ბუნებრივი. ამ იგავში ღმერთი არაბუნებრივს ითხოვს ჩვენგან. ამიტომაც არის მრავალთათვის ეს მოთხოვნა აბსოლუტურად გაუგებარი.

ჩვენ ქრისტიანები ვართ და გვევალება, ვიცოდეთ, რომ ღმრთის წინაშე მართლაც არაფერს ნიშნავს ის, რაც გვაქვს. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ გვეგონება, რომ ჩვენ რაიმე დამსახურება გვაქვს ღმრთის წინაშე - ჩვენ ხომ ამ ფარისევლის სათნოებანიც კი ვერ შეგვიძენია, იმასაც კი ვერ ვაკეთებთ, რასაც ფარისეველი აკეთებდა. და, მიუხედავად ამისა, მაინც გვიჩნდება შეკითხვა - რატომ არის, რომ კარგი ადამიანი ნაკლებად გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან, ვიდრე ცუდი ადამიანი? ეგების დადგა ჟამი, სულიერი ფასეულობების ჩვენეულ კრიტერიუმებს გადავხედოთ და გადავაფასოთ? ნუღარ დავყოფთ და დავახარისხებთ ადამიანებს ცუდებად და კარგებად - ისე, როგორც ეს ჩვენ გვესმის; არამედ ისე შევაფასოთ, როგორც უფალს ესათნოება, მას მოეწონება.

ახლა კი დადგა დრო, ვნახოთ, როგორ განგვიმარტავს ამას უფალი. თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ, მეზვერე რას აკეთებდა ტაძარში. მეზვერე შორს იდგა, ახლოს არ მივიდა საკურთხეველთან. იყო კი ღირსი ახლოს მისვლისა? როცა ადამიანი ეკლესიის წიაღში აშავებს რაიმეს, ვეუბნებით ხოლმე: შენ სტოვაში იდგები გარკვეული ხანი. სტოვა შევიწროებული ადგილია ტაძრის კარიბჭესთან, ოდნავ სიღრმეში. ამ სასჯელის დროს უფლება არ გაქვს, შეეხო სიწმინდეებს, ხატებს, მიიღო სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი და ა.შ. ზიარების უფლება ხომ არ გაქვს და არ გაქვს.

აი, ამგვარ სულიერ სასჯელს ვადებთ ხოლმე იმას, ვინც მძიმე ცოდვას ჩაიდენს. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, წუწუნებენ ამის გამო, ხმამაღლაც კი გამოთქვამენ უკმაყოფილებას, იმიტომ რომ რცხვენიათ ხალხისა: როგორც ჩანს, მეზვერეც არ იყო ღირსი, რომ, ფარისევლის მსგავსად, ტაძრის საკურთხევლის წინ დამდგარიყო. ფარისეველი ფიქრობდა, რომ თვითონ უნდა შესულიყო და წინ მდგარიყო – მას ხომ არაფერი დაუშავებია! მეზვერე კი "შორს იდგა", - ასეა იგავში. მისთვის არავის დაუდვია სასჯელი, მაგრამ იგი მოშორებით დგას და: "არა იკადრებდა თუალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18,13). თავის აწევასაც ვერ ბედავდა მეზვერე და, ფარისევლისაგან განსხვავებით, არც თავის ცოდვებს ჩამოთვლიდა და არც თავისი სათნოებებით იწონებდა თავს; ესე იგი, არაფრის ღირსად, არარაობად მიიჩნევდა თავს. იგავში ფარისეველი მარტო თავის სათნოებებს იხსენებს, მაგრამ არც ერთ თავის ცოდვას არ ინანიებს. ნუთუ მას არანაირი ცოდვა არ ჰქონდა ჩადენილი? დიახ, გარეგნული ცოდვები, როგორც თავად ფარისეველი ფიქრობს, არ ჰქონდა. ახლა საკუთარ თავსაც შევხედოთ. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ არც ისე ცუდები ვართ. ჩვეულებრივ, ეკლესიაში ახალმოსულებს სჭირთ ხოლმე ეს. ვერა და ვერ ათქმევინებ, რა ცოდვა აქვთ ჩადენილი. უფრო ხშირად ასაკოვანი ადამიანები ვერ ხედავენ ცოდვას საკუთარ თავში და ამბობენ: ისეთი არაფერი დამიშავებია; აი, ყოველდღიური რაღაც-რაღაცები კი... როგორც ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს, ფარისეველიც ისე ვერ ხედავს და არ ნანობს. იგი მხოლოდ გარეგნულად, საკუთარი თავის დასარწმუნებლად და ყველას დასანახავად იცავს ყოველივეს უფლის წინაშე, თან მადლობას ეუბნება ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მას აქვს. როგორ ფიქრობთ, ამგვარი მლოცველი რას შეიძლება ელოდეს ღმრთისაგან? რა თქმა უნდა – ჯილდოს! დიახ, ფარისეველი ადამიანი ღმრთისაგან მხოლოდ ჯილდოს ელოდება.

ისევ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ. რამდენჯერ დავლოდებივართ უფლისგან ჯილდოს, რამდენჯერ გვიფიქრია ჩვენთვის: მორწმუნე ვარ, პატიოსანი... რატომაც არა! რაღაც პრობლემის წინაშე რომ აღმოვჩნდებით, იმწამსვე გვიჩნდება ხოლმე შეკითხვა: არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, ჩემს ოჯახსა და მე სიკეთის მეტი არაფერი გვიკეთებია და რა გვჭირს, ასეთი უბედურება რატომ დაგვემართა?! ის გჭირს, რომ ჯილდოს ელოდები, თან მუდმივად, მოითხოვ კიდეც: უფალო, აბა, როგორ დამაჯილდოებ? და განა ამ დროს ფარისეველნი არა ვართ? ვართ, იმიტომ ვართ, რომ ჩვენც ჯილდოს ველოდებით. გვეკუთვნის კი ჯილდო მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნულად გვაქვს სათნო ცხოვრება? სათნოდ ცხოვრება ხომ ჩვენი მოვალეობაა. როგორ შეიძლება, ადამიანმა სათნო ცხოვრებით არ იცხოვროს? რატომ უნდა იყო მტაცებელი, რატომ უნდა იყო მემრუშე, რატომ უნდა იყო ყაჩაღი, რატომ უნდა იყო ცრუპენტელა, მით უმეტეს, თუ ქრისტიანი ხარ? რატომ არ უნდა მარხულობდე, რატომ არ უნდა ლოცულობდე, რატომ არ უნდა დადიოდე წირვაზე კვირაში ერთხელ, რატომ არ უნდა ზრუნავდე შენი ახლობლებისათვის, ოჯახის წევრებისათვის? ვინ გითხრა, რომ ეს არ უნდა გააკეთო? ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, ეს შენი მოვალეობაა. და თუ ასრულებ შენს მოვალეობას, რატომ ელი ამის გამო ჯილდოს, რატომ ფიქრობ, რომ ეს ჯილდო გეკუთვნის? - არ გეკუთვნის და შენ რატომღა ითხოვ? როცა ჩვენ ამგვარი განცდა და განწყობა გვაქვს, როცა ისევ და ისევ ვითხოვთ ჯილდოს უფლისაგან და ამის ნაცვლად განსაცდელი შეგვემთხვევა, ვიბნევით და ვერ ვხვდებით, რატომ დაგვატყდა ეს განსაცდელი. მიზეზი კი ის არის, რომ, ჩვენი გარეგნული ქცევებიდან გამომდინარე, საკუთარი თავი ისევე მართალი გვგონია, როგორც იმ ფარისეველს, უფლის ამ იგავში რომ არის, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც არაფერს სცოდავს. სინამდვილეში კი ვართ ცოდვილი მეზვერე, მასზე უარესიც, რადგან მეზვერე განიცდის თავის ცოდვებს და ჩვენ ამას ვერ განვიცდით. ამიტომაც ამბობენ წმიდა მამები, რომ ამ ფარისევლისაგან ჩვენ მხოლოდ სჯულის ზედმიწევნითი შესრულება უნდა ვისწავლოთ, ოღონდ სიყვარულით უნდა შევასრულოთ ქრისტეს რჯული; ხოლო შინაგანი სულიერი წყობით, სულიერი ხედვით მეზვერეს უნდა დავემსგავსოთ და მეზვერისეული "განცდა თვისთა ცოდვათა" უნდა აღმოვაცენოთ გულში. ამას სულიერი თვალის ახელა ჰქვია. სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით აღეძვრება ძლიერი სინანული.

ჩვენ ახლა მივადგებით იმ უდიდეს ცოდვას, რომელსაც სიამაყე ჰქვია. წმიდა იოანე ოქროპირიც ასე ბრძანებს, რომ ნებისმიერ სათნოებას ამცირებს, აკნინებს, აუფერულებს და, ბოლოს, განაქარვებს კიდეც სიამაყე. უფრო ხშირად სიამაყე დაფარულია, ვინაიდან ადამიანი უსიყვარულოდ ცხოვრობს სათნო ცხოვრებით და მისი სიამაყე ამ გარეგნული სათნოებით "იფარება", შეუმჩნეველი რჩება უცხო თვალისათვის. თუ ადამიანს არ აქვს სულიერი ცხოვრების გამოცდილება, ვერც კი შეამჩნევს, რომ ამ ადამიანში არის სიამაყე; მერე კი უკვირს, რატომ არის ეს ადამიანი ურწმუნო, რატომ არ დადის ეკლესიაშიო. იმიტომ, რომ ამაყია, სიამაყე არ უშვებს მას ეკლესიაში და სიამაყითვე არის გაუფასურებული ყველა მისი სათნოება ღმრთის წინაშე. ხოლო სიმდაბლე, თავმდაბლობა ნებისმიერ ცოდვას აღემატება, ნებისმიერი ცოდვის სიმძიმეს ამსუბუქებს, დაბოლოს - განაქარვებს კიდეც ცოდვებს.

წმიდა მამები ასე შეგვაგონებენ: შეიძლება არც ერთი სათნოება არ გქონდეს, არც ერთი; მაგრამ მარტო სიმდაბლე რომ გქონდეს, აუცილებლად ცხონდებიო! ასევე, შეიძლება ყველანაირი სათნოება გქონდეს, მაგრამ სიმდაბლე თუ არ გექნება, აუცილებლად დაიღუპებიო.

ადამიანს არ ძალუძს, ნამდვილ, ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიაღწიოს. ჩვენ მხოლოდ გარეგნული ცხოვრების წესით შეგვიძლია ვიყოთ მდაბალნი. აი, ადამიანი ცხოვრობს, იზრდება და ბავშვობიდანვეა მიდრეკილი ეგოიზმისაკენ, ბავშვობიდანვე მტაცებლურია მისი ცნობიერება. მაგრამ ადამიანს აქვს ერთი გასაოცარი ინსტრუმენტი, რომელსაც სინდისი ჰქვია. გინდ ქრისტიანი იყავი და გინდ წარმართი - სინდისი ყველა შემთხვევაში გაქვს. ეს სინდისი შენ გკარნახობს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. იგივე სინდისი გიბიძგებს სიკეთისაკენ, კეთილისაკენ. სინდისი ღმერთის ხმაა. როცა შენ მაინც შენი გაგაქვს და კეთილს არ ირჩევ, მაშინ არ გესმის სინდისის ხმა და, ესე იგი, ღვთის მოწოდება არ გესმის. შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს, შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, სათნო ქცევების გარეშე არავინ არ მოგენდობა და შენც იწყებ საკუთარი სინდისის მოტყუებას, სათნოებათა ნიღბების შერჩევას. ზოგნი გულდაგულ ფუთავენ ხოლმე საკუთარ სინდისს, რომ მისი ხმა ყრუდ ან სულაც აღარ ისმოდეს, მტკივნეულად აღარ ხვდებოდეს ყურსა და გულს. დიახ, ვართ ასე - კოხტად გვაქვს შეფუთული საკუთარი სინდისი ლამაზ ყუთში, ბაფთაც კი აქვს გაკეთებული და გარედან შელამაზებული ვცხოვრობთ, ვიცვლით და ვიცვლით სათნოებათა ნიღბებს; ხალხის თვალშიც პატიოსნები ვართ, სინდისიც მეტ-ნაკლებად გაჩუმებულია და, რომც შფოთავდეს, ეს უკვე აღარ გვაწუხებს, ვინაიდან თვითონ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, შეგვაწუხოს. აი, ასე მოხერხებულად მოვიწყვეთ ცხოვრება. ამიტომაც არის ასე ძლიერ დამახინჯებული საღმრთო მცნებები. მაგალითად, მცნება სიყვარულისა. ქრისტიანობა გვასწავლის, თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული. ყურები კი გვაქვს, მაგრამ არ გვესმის სიყვარულის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. აგერ, ადამიანს ქეიფი უყვარს, კარგი ღვინის სმა, და ამბობს, სუფრასთან ჯდომა მიყვარს, მეგობრებთან ერთად ქეიფი, კარგი ღვინის დალევაო. ის ამბობს "მიყვარსო", სიყვარულს იმოწმებს! დიახ, უყვარს, ისე უყვარს, რომ, ოღონდაც ეს გააკეთებინე და ყოველთვის მზადაა ამისთვის, მთელი ცხოვრება არ მოსწყინდება, ყველას და ყველაფერს შესწირავს ამას.

ზოგს რა უყვარს და ზოგს - რა. ზოგს ნარკოტიკი უყვარს, ზოგსაც ათასი სხვა სიბინძურე უყვარს. მაგრამ რა არის სინამდვილეში სიყვარული, მან არ იცის, და წარმოდგენაც არა აქვს, რომ სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი საქმე თავგანწირვას ითხოვს. მაგრამ ეს ადამიანის ფარისევლურ ბუნებას არ მოსწონს.

უფალი მეზვერისა და ფარისევლის იგავს თითოეული ჩვენგანისათვის ჰყვება. ჩვენ ძალიან ხშირად ვვარდებით იმგვარ მდგომარეობაში, როგორშიც ფარისეველი და მეზვერე აღმოჩნდნენ. ეს იგავი თითოეული ჩვენგანისათვის უნდა იყოს ერთგვარი სამოქმედო პროგრამა, მაგალითი, რათა საკუთარი თავი ვაკონტროლოთ, ვიფხიზლოთ სულიერი სიფხიზლით და გვახსოვდეს უფლის სიტყვები: "გეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი". უფალი დასძენს, თუ რატომ გამოვიდა მეზვერე გამართლებული, და ამბობს: "რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლუკა 18,14). მეზვერისა და ფარისევლის იგავიდან ჩანს, რომ მეზვერე არც ფარისეველს უყურებს და არც სხვა მეზვერეს, რადგან თავისი თავი გასჭირვებია, საკუთარ ცოდვებს განიცდის. და თუ ჩვენც არ შევხედავთ სხვას, საკუთარ ცოდვებს განვიცდით, სიმდაბლისაკენ წარვმართავთ სულიერ მზერას, ვიქნებით მორჩილნი და მშვიდნი, მაშინ აუცილებლად დავაღწევთ თავს ისეთ ცოდვასა და მანკიერებას, როგორიცაა განკითხვა, ანუ უსიყვარულობა, ამასთან, უსიყვარულობა არა მარტო ზოგადად ადამიანისადმი, არამედ უსიყვარულობა მრევლშიც კი. ჩვენ ხომ სულიერი დები და ძმები ვართ - ერთი მოძღვრის სულიერი შვილები, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ, რომ თავგანწირულად გვიყვარდეს ერთმანეთი. როგორც კი უკიდურესად დაძაბული ვითარება იქმნება, მაშინვე მჟღავნდება ეს უსიყვარულობა, რადგან ყოველთვის საკუთარი თავი გვგონია მართალი. აი, რატომ ვართ იმ ფარისევლის მსგავსნი, ამ იგავში რომ არის; უფრო სწორად, ჯერ იმ ფარისეველსაც კი არ ვგავართ.

წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთის სული ორლესული მახვილია, რომელიც განკვეთს ადამიანს, ანუ ადამიანის სულის სიღრმეებს გაივლის. ეს იმისათვის გვჭირდება, რომ დავინახოთ და განვიცადოთ, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, იმის გარჩევის უნარი გვქონდეს, რომ ტვინს თავისი დანიშნულება აქვს, ხელ-ფეხს კი თავისი და რომ სამშვინველი არ არის სული. მაშინ იმის გარჩევის უნარიც შეგვეძინება, თუ რა არის სიმართლე და რა არის სიცრუე, რა არის აუცილებელი და რა არის მეასეხარისხოვანი. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს ჩვენში არსებული წარმოდგენები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ თვითონვე ვაშენეთ, ვაშენებდით და ახლაც ვაშენებთ. ამიტომაც არის ეს იგავი მანიშნებელი იმისა, რომ წმიდა წერილი არ არის ადამიანური გონების ნაყოფი. ამიტომაც არის ასე რთული, გახდე ჭეშმარიტი ქრისტიანი, ამიტომაც გიჭირს, მოსწყდე, უარი თქვა იმაზე, რასაც მთელი ცხოვრება ეტრფოდი. ის, რაც საკუთარ სათნოებებად მიგაჩნდა, თურმე ფეხქვეშ გასაქელია, არაფრად ღირს უფლის წინაშე და, რაც მთავარია, არაფრის მომცემია შენი ცხონებისათვის. შენ კი გექნება ყველა ეს სათნოება და იფიქრებ, სათნო ვარო ღმრთის წინაშე, მაგრამ – წარწყმდები.

გაიხსენეთ, სამოთხეში პირველი შევიდა ავაზაკი, რომელიც მეზვერეზე უარესი იყო: მკვლელიც იყო და სხვა ათასი საშინელი ცოდვის ჩამდენიც, მაგრამ სამოთხეში ის შევიდა პირველი. იმიტომ შეიყვანა უფალმა სამოთხეში, რომ მან თავისი ცოდვიანობა დაინახა, განიცადა და აღიარა კიდეც. უფალს სურს, ჩვენც დავფიქრდეთ, არ დავკმაყოფილდეთ საკუთარი სათნოებებით, არ დავრჩეთ ფარისეველნი, ოღონდ ამ სიტყვის არა თავდაპირველი მნიშვნელობით, არამედ უკვე დღევანდელი გაგებით. ფარისეველი ხომ დღეს სალანძღავი სიტყვაა. აი, გადის წლები. ჩვენ თითქოს სულიერად ვცხოვრობთ, მაგრამ რატომღაც არ გვიხარია, რომ ქრისტიანები ვართ, რატომღაც არა და არ გვყოფნის ძალა იმისათვის, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესით შევუდგეთ ცხოვრებას და თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობთ. არადა, გული ისე სავსე უნდა გვქონდეს სიხარულით, რომ აღარ ეტეოდეს ჩვენს არსებაში. ჩვენ მართლაც უნდა ვეძებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის, როგორც წმიდა მეფე ვახტანგი ამბობს. როდის შეიძლება ეს მოხდეს? მაშინ, თუკი ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, ისე ილოცებს, როგორც ეს მეზვერე ლოცულობს იგავში, და როცა ისეთივე განცდა ექნება საკუთარი ცოდვებისა, მაშინ დაივანებს ღმრთის მადლი სრულად მასში, და ეს მადლი ისეთ უკიდეგანო სიხარულს მიანიჭებს, იმგვარი მონატრება გაუჩნდება უფლისა, რომ მზად იქნება, ყოველ წამს წარდგეს ღმრთის წინაშე და საკუთარი სისხლით დაამოწმოს უფლისადმი სიყვარული.

აი, ეს არის არსი და მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ მთელი დიდმარხვის განმავლობაში. ჩვენ თვითონ უნდა დავანგრიოთ ჩვენშივე არსებული ცრუ ცნობიერება, უმართებულო დამოკიდებულება და ყალბი განცდა; უარვყოთ ის ფარისეველი (ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით), რომელიც ჩვენს გულსა და გონებაში ჩასახლებულა. ჩვენ უნდა გავხდეთ, ვითარცა მეზვერე, ოღონდ არა მისი ცხოვრების წესით, არამედ სინანულის იმგვარი განცდით და საკუთარი თავის იმგვარი მოხილვით, როგორიც მეზვერეს აქვს უფლის იგავში მეზვერესა და ფარისეველზე.

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ.
1 თებერვალი, 2004 წელი
ბეჭდვაელფოსტა
22.02. 2016
nino
madloba mozgvaro tvalebis axelisatvis da sulshi chamcvdomi sitkvebisatvis.
06.10. 2015
jaba
ძალიან კარგი სტატიაა. მადლობთ
06.10. 2015
irakli
თერთმეტი წლის წინანდელი სტატიაა თუმცა იგავი 21 საუკუნის წინ თქმული და დაწერილი, როგორც იგავი ისე მამაოს სტატია ერთმნიშვნელოვნად აქტუალურია, როგორც დიდი სიბრძნის განზოგადება. ყველაზე მეტად იმან გამაოცა რომ მოძღვარი დღევანდელ დღეზე საუბრობდა მეგონა, მაგარმ თურმე დღევანდელზე თერთმეტი წლის წინ უსაუბრია...
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat