ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის
ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ყოველი ჩვენგანის, ისე როგორც მთელი კაცობრიობის წინაშე, ერთი მარადიული კითხვა დგას: ვიცით თუ არა ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით თუ არა, ვინ ვართ, საითკენ მივდივართ და რა მოგველის. ჯერ კიდევ ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა: იმისთვის კი არ ვარსებობ, რომ ვჭამო, არამედ იმისთვის ვჭამ, რომ ვიარსებო. მართლაც, რისთვის ვარსებობთ: იმისთვის, რომ კარგად ვჭამოთ და ვსვათ, კარგად ჩავიცვათ და დავისვენოთ თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება? მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ორი მიზანი უნდა ჰქონდეს: როგორ მიაღწიოს სულიერ სიმაღლეს და როგორ გამოადგეს სხვას, რადგან თუ კაცი თავისთვის არ ვარგა, ის სხვისთვის მით უმეტეს უვარგისია".

* "უნდა გვახსოვდეს, რომ წლები, რომელიც ღმერთმა მიწიერი ცხოვრებისთვის მოგვცა, ძალიან სწრაფად გარბის, ამიტომ დრო უქმად არ უნდა დავკარგოთ და ვიჩქაროთ, რათა ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეებით ის განუხრწნელი საუნჯე დავაგროვოთ, რომელიც სამართლიანი მსაჯულის წინაშე წარდგომისას გაგვამართლებს. ყოველი ქრისტიანი, მოწყალე სამარიტელის მსგავსად, არა მხოლოდ თავისიანებისა და ახლობლების, არამედ, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური რწმენისა, ყველა ადამიანის მიმართ მოწყალე უნდა იყოს, რადგან ქრისტიანულმა სიყვარულმა საზღვრები არ იცის. მე ვიცი და მიხარია, რომ ჩვენს მრევლში ბევრი ეწევა ქველმოქმედებას და ვმადლობ უფალს, რომელიც ამის ძალას გვაძლევს".

* "ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გაქვს მომადლებული. ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ. ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის".

* "როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება, ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს, გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს... თუ იცი, რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს, უწამლოს იმ სენს, შენს სატკივარზე უფრო საშიში რომაა, სურს, მიეახლოს შენს სულს, რათა განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი გავლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ".

* "ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: რამდენი წლისა ხარ? ეს ულმობელი კითხვა თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას. სულ ცოტა ხნის წინ ბავშვი იყავი და თანატოლებთან თამაშობდი, ახლა კი ოცი წლისას ცხოვრების გზა გაქვს ასარჩევი. ყრმობის ასაკმა ადრეული გაზაფხულივით სწრაფად გაიფრინა. თუ უკვე ორმოცისა ხარ, მაშ, შენი მზე დასავლეთისკენ მიდრეკილა; ამის დამადასტურებელია ჭაღარა, თოვლივით ნელ-ნელა რომ გიფარავს თავს. რამდენი წლისა ხარ? თუ სამოცს გადასცდი და მალე სამოცდაათისაც გახდები, გახსოვდეს, მარადიულობის კარიბჭესთან დგახარ. "დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა - ოთხმეოც წელ..." (ფს. 89,10), - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. გზა შენი მომქანცველი, ურვითა და ჭმუნვით სავსე იყო. ამქვეყნიური ქოხი გენგრევა და იცი, ვერაფრით უშველი. დათვლილია შენი წლები, იქნებ თვეებიც... ამ დროს მაინც უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: ვარ კი მზად, წარვდგე წინაშე უფლისა, აღვასრულე ჩემი ვალი?

ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოება მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე".

* "დრო ჩვენთვის ღვთისაგან მომადლებულ ძვირფას საგანძურს წარმოადგენს, რომელიც იმისათვის კი არ მოგვმადლა, რომ ამაოდ განვლიოთ, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვით, სხვისა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ძალების მაქსიმუმის დახარჯვისას ჩვენ კი არ ვუძლურდებით, არამედ მის წყალობას ვამრავლებთ.

მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა. ყოველი განვლილი დღე და საათი მარადისობის გამოძახილია. შენიშნავად ამბობს ამის თაობაზე ნეტარი ავგუსტინე: "სად არიან დღეს იმ მძლე ტომთა შთამომავალნი, რომელნიც აღავსებდნენ სამყაროს გასულ საუკუნეთა მანძილზე? სად გადაიკარგნენ ისინი, ვინც არსებობდა წარსულში? ისინი მოედინებოდნენ მდინარის მსგავსად და გაუჩინარდნენ მარადისობის შესართავში. ყოველი მზის ჩასვლისას იღუპება ნაწილი კაცობრიობისა; ყოველი ღამე თავისი წყვდიადის საბურველში დედამიწის მრავალ მკვიდრს წარიტაცებს, მაგრამ ადამიანი მთელი თავისი არსებით ისე უზრუნველად შეზრდია დედამიწას, თითქოს ერთმანეთს არასოდეს გაეყრებიან".

* "ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21). ნუ გამოტოვებთ დილისა და საღამოს ლოცვებს, ზიარების წინა და შემდეგ ლოცვებს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, საქმის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ ლოცვებს. შეძლებისდაგვარად იკითხეთ ფსალმუნი.

ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები. გახსოვდეთ: ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.

თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ".

* "დროს ჩვენ ხშირად არ ვუფრთხილდებით, ანდა ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. სად არის საზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის? ფსიქოლოგებმა იციან, რომ აწმყო დრო შეიძლება გასცილდეს დღის, თვისა და თვით ათეული წლების ფარგლებს...

"ჩვენი მხოლოდ აწმყოა", - ასეთი პრინციპი წამოაყენა სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ, არისტიპემ.

დიახ, აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. მუდამ უნდა გვახსოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3,27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელავრების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისაგან, წმინდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შემცოდეთ, შეარიგებ დამდურებულთ, ჭეშმარიტების გზაზე დააყენებ შეცდომილთ - ყველა ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია და დიდი ხნის მანძილზე ასაზრდოებს სულს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat