თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი იყო, უპასუხე სიმშვიდით, პატივისცემით და ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება
თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი იყო, უპასუხე სიმშვიდით, პატივისცემით და ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
* "ჩვენ ყველა ვგრძნობთ იმ საშიშროებას, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს და ცივილიზაციას. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ იმ ფაქტს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაზე არსებობს შიმშილი და სხვადასხვა ავადმყოფობა, მილიარდები იხარჯება შეიარაღებაზე. კაცობრიობა უნდა გადარჩეს! ამისათვის ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, უნდა გამოვნახოთ ახალი გზები, რომლითაც მიღწეული იქნება მშვიდობა და სამართლიანი ურთიერთობა".

* "როგორც ამბობს ნეტარი ავგუსტინე - "მშვიდობა ყველას სურს, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის". ჩვენი ვალია, მოვნახოთ გზები და საშუალებები იმ პოზიტიური ძალების დახმარებისთვის, რომლებიც აქტიურად იღვწიან საყოველთაო მშვიდობისათვის... ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა და მათთვის, ვინც იღვწის მშვიდობის დამკვიდრებისთვის".

* "დადგა დრო, როცა ომებს აღარ შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელნიც ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებობს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით მსოფლიოში წარმოქმნილ კონფლიქტებს და მათ შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირებს, შეიძლება დავინახოთ, თუ რა ნათლად გამოხატავენ ისინი იმ ადამიანთა ხასიათის თვისებებს, რომელთა წიაღშიც ან რომელთა ნებითაც აღმოცენდება ეს ომები; ეს ვლინდება ნებისმიერი მასშტაბის მოვლენებში - პირადი იქნება ეს თუ ოჯახური, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო. ადამიანი თავისი თავისუფალი ნებისყოფით ირჩევს ორიდან ერთს - სიკეთეს ან ბოროტებას... ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე".

* "მშვიდობა თქვენდა!" - ეს იყო აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები... უფლის მიერ ბოძებული მშვიდობა კი არ უნდა განვაგდოთ, უნდა მივიღოთ და გავხდეთ მონაწილე ამ ღვთაებრივი ნიჭის ჩვენში განხორციელებისა. რა გასაკვირია, რომ თაობათა მანძილზე მოწინავე ადამიანები უსაზღვრო ენერგიას ხარჯავდნენ, რათა მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეში ჩაერთოთ ზნეობრივი ძალა მთელი კაცობრიობისა. მშვიდობა ყველასთვის უძვირფასესი განძია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბოროტი ნებაც. როდესაც იგი ზეიმობს, ხალხს თავს ომის საშინელება ატყდება დაAადამიანები სისხლისა და ცრემლის მორევში ინთქმებიან. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ მომავალში ასე აღარ იქნება; თანამედროვე იარაღის პირობებში გაცილებით უფრო საშინელი და გამოუსწორებელი მდგომარეობა შეიქმნება. ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ უკვე განვლილია ის პერიოდი, როცა ესა თუ ის საკითხი ძალის პოზიციიდან წყდებოდა, რომ დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშე დგას, ტყვეა ატომური ენერგიისა, რისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს... გვწამს, უფალი დაგვეხმარება".

* "დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე, ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისთვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება".

* "ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განუყოფელია სამშვიდობო მოღვაწეობისგან. დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშეა. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ ხალხთა ტანჯვას, იმას, თუ როგორ იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როგორ განლაღებულია ბოროტება... სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია".

* "წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "მშვიდობა თუ არის, იქნება სიყვარულიც და პირიქით, სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობა ისადგურებს". მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმიდა მოვალეობაა".

* "მშვიდობა - რა ძვირფასი სიტყვაა ყოველი ადამიანისთვის. განსაკუთრებით ძვირფასია იგი ქართველი ხალხისთვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სისხლისა და თავის გაწირვის საფასურად უხდებოდა ბრძოლა სიცოცხლისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. პირველი სიტყვა, პირველი სასიხარულო უწყება, რითაც მიმართა ქრისტე მაცხოვარმა კაცობრიობას, იყო - "მშვიდობა თქვენდა". მშვიდობისა და სიყვარულისკენ მოუწოდა უფალმა მისკენ მიმავალ ჩვენს ხალხსაც. ამიტომ იყო, რომ მორწმუნე ქართველისათვის ოდითგან წმიდათაწმიდა მოვალეობას შეადგენდა სამშობლო მიწისა და დედაეკლესიის დაცვა... თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორია იყო დაუსრულებელი ომების სარბიელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ადვილი წარმოსადგენია, რატომ სძულს ქართველ კაცს ომი, რბევა და განადგურება. ამაზე მიუთითებს სისხლითა და ცრემლით ნაწერი საქართველოს ისტორია და ქართული მისალმებაც: "გამარჯვება" დ "მშვიდობა".

* "ოჯახში აუცილებლად უნდა სუფევდეს თანხმობა, რადგან მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახიდან იწყება. მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდობას მოვუწოდო ოჯახში მშვიდობისაკენ და შევახსენო მცნება ღვთისა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. დედისა და მამის პატივისცემით თქვენ მხოლოდ მადლს მოიპოვებთ და დღეგრძელნი იქნებით".

* "წმინდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშვიდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22). ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის. მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა".

* "ჩვენი დაბალი სულიერების მანიშნებელი ბევრი მაგალითია, ბევრი ფაქტია. რით შეიძლება ავხსნათ, თუ არა ამით, ქართველის მიმართ ქართველი ადამიანისვე დაუნდობელი სისასტიკე? ჩვენი შვილები ჩვენ თვალწინ ერთმანეთს ხოცავენ ისეთი ღვარძლით, ისეთი გამეტებით, რომლითაც ქრისტიანი კაცი სამშობლოს მტერსაც კი არ გაწირავდა... ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, არავისთან შეგექმნას კონფლიქტი, არავის აწყენინო ან არავინ გაწყენინოს. ჩვენს შვილებს უნდა შეეძლოთ მოთმინებაც, შენდობაც, გატანაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მათ არ უნდა ვასწავლოთ ღირსების დაცვა, მაგრამ მათ ღირსება ღირსეულად უნდა დაიცვან, არა ლაჩრული გზით: კაცის კვლით, ბოროტებით, დაუნდობლობით, - არამედ სიმართლით, მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით".

* "ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც "მტრების" გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები. აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბიციებზე მოქმედებს და თავმოყვარეობას გილახავს. ვიდრე მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, სთხოვე უფალს, იყოს შუამავალი შენსა და შენს მოპასუხეს შორის, იყოს კეთილად წარმმართველი თქვენი გონებისა. წრფელი გულით ნათქვამს უფალი აუცილებლად ისმენს, მუდამ შენთან იქნება და არ მიგატოვებს. თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი იყო, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat