"ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო"
"ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". მიუწვდომელია ღვთის განგება ადამიანის გონებისა და სულისათვის. ჩვენ ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ ასეთი საშინელი ომი მოხდებოდა საქართველოში... მინდა ყველას გითხრათ: დღეს, როგორც არასდროს, ერი უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული. გვჭირდება ერთი ძალა, ერთი ნება, რომ ვძლიოთ მტერს.

ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს! ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება რუსეთის ჯარისა და რუსი ერის გაიგივება. რუსი ხალხი მაინც პატივისცემითაა განწყობილი ქართველების მიმართ და რუსეთის და საქართველოს ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ნდობა და პატივისცემა, რომელიც იყო ჩვენ შორის...

ნუ შეშინდებით, არ შეძრწუნდეს გული თქვენი! ყველაფერი წარმავალია. ეს მწუხარებაც წარმავალია და ჩვენი განსაცდელი, ღვთის მადლითა და ღვთის შეწევნით, აუცილებლად მშვიდობითა და სიხარულით შეიცვლება!"

* "ქართველი ადამიანი არის დაჯილდოებული ისეთი თვისებით, რომ ივიწყებს წყენას, ივიწყებს ბოროტებას, რასაც მას სხვა უკეთებს, და დიდება და მადლობა უფალს, რომ ეს მადლი გვაქვს ქართველებს! რამდენჯერ ყოფილა ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვიკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს! დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს, ქართველი მაინც დარჩება პატივისმცემელი რუსი ხალხისა. ინგლისელები ამბობენ: თუ შენ იძიებ შურს, ორი სამარე უნდა გათხარო - ერთი მტრისთვის და მეორე შენთვისო. ამიტომ არის, რომ ადამიანი, რომელიც შურს იძიებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვნებს... დღეს მე ქართველებზე მეტად რუსი ხალხი მებრალება, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ სულ სხვა საშუალება ჩვენთან ურთიერთობაში - კულტურული, მეცნიერული, სულიერი - და არა ბომბები და არა სიკვდილი. მადლობა ღმერთს, დრო ყველაფერს კურნავს და, ღვთის მადლით, განიკურნება ქართველი ადამიანიც და რუსიც, კვლავ აღდგება ის პატივისცემა, რომელიც არსებობდა ჩვენ შორის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ლოცვა, რწმენა და თავმდაბლობა".

* "კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, არ ჩაიდოთ ბოროტება გულში, ნუ გაიკარებთ ცუდ აზრებს, ეცადეთ, განდევნოთ გულიდან, გონებიდან ეს ცუდი აზრები სხვა ადამიანების მიმართ. ღვთის მადლით, ყველაფერი აღდგება და საქართველო გამთლიანდება. ბევრი მოგვითმენია, კიდევ ცოტაც მოვითმინოთ და საქართველო იქნება მთლიანი".

* "ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო! ამისთვის შეიძლება ამ მოკლე ლოცვის თქმა: "უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო!" ჩვენმა მორჩილებმა დაწერეს შედარებით უფრო ვრცელი ლოცვა: "ცას სწვდება გოდება შვილთა დედისა შენისა წილხვდომილისა ქვეყნისა, უფალო, შეგვიწყალენ და დაგვიბრუნე, ღმერთო ძლიერო, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ოდითგანვე სამფლობელო ქართველთა მეფეთა, მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა, ამინ!"

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვერავითარი მტერი ვერ გატეხს საქართველოს; საქართველო ძლიერია, საქართველო იყო და იქნება მთლიანი და ერთიანი!"

* "დღეს განსაცდელშია საქართველო. ამბობენ, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასე არც უნდა ვიფიქროთ და არც ვილაპარაკოთ, საქართველოს ამ ძირძველ მიწა-წყალს, უბრალოდ, დროებით ვერ ვაკონტროლებთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო მუდამ იყო და კვლავაც დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. ასეა ნება ღვთისა და მადლობას ვწირავთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ოღონდ ჩვენ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ამისთვის ლოცვა".

* "მინდა მივმართო აფხაზ და ოს ხალხებს: თუ გსურთ კეთილი მომავალი, უნდა დარჩეთ საქართველოში. მე 11 წელიწადი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი. აფხაზებს ახსოვთ, როგორი სიყვარული და თანადგომა იყო ჩვენ შორის! მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ავტონომიებს - აფხაზეთს, აჭარას და ცხინვალის რეგიონს საბჭოთა კავშირში არსებულ ავტონომიებს შორის ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა და დღეს, თუკი აფხაზსა და ოს ერებს სურთ გადარჩნენ, - უნდა დარჩნენ საქართველოს შემადგენლობაში! ჩვენ შორის უნდა აღდგეს ურთიერთგაგება და პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად აუცილებლად მივალთ ამ დასკვნამდე, რადგან ის, რასაც უცხო ძალა აფხაზებსა და ოსებს ჰპირდება, - დაპირებადვე დარჩება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat