"ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი"
"ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
* "მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მამამთავარი და მოძღვარი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ ადამიანებისა, რომელნიც ყველდღიურად მოდიან ეკლესიაში, არამედ ყოველი ქართველისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მკვიდრისა. კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ვისაც არ შეუძლია ან სულიერი ძალა არ ჰყოფნის ეკლესიაში მოსასვლელად. ასეთ კაცთან იგი თვითონ უნდა მივიდეს, მხრებით იტვირთოს და ისე მიიყვანოს უფალთან. მღვდელმთავრის შესამოსლის ერთი ნაწილი - ომოფორი ხომ სიმბოლურად განასახიერებს მრევლს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი მხრებით უნდა ზიდოს უფალთან მისაყვანად".

* "ბედნიერია, ვისაც შეუძლია, გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30). ასეთი პიროვნება მზად არის, თავი დასდოს მოყვასისთვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით; განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან...

განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგად ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებს, ე.ი. ყველა ყველასთვის პასუხს აგებს და ყველა ყველასთვის იტანჯება".

* "მუდამ უნდა გვახსოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3,27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელვარების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისაგან, წმინდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შემცოდეთ, შეარიგებ დამდურებულთ, ჭეშმარიტების გზაზე დააყენებ შეცდომილთ - ყველა ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია და დიდი ხნის მანძილზე ასაზრდოებს სულს".

* "ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია, მოყვასის ბედნიერებისთვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (1 კორ. 2,4). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი. მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ. რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ: "უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე".

...თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: "ქრისტეს თანა ჯუარ-ცმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატელთა 2,19-20).

თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულის განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელი ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებს, მოვალენი არიან, იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისთვის შეწირული უფლისა; უკუეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8,34). თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისგან, მსახურებას მოყვასისათვის".

* "იესო ქრისტე და მისი მოძღვრება არ საჭიროებს ვინმეს დაცვას; მსოფლიოს თითქმის 1000 ენასა და დიალექტზე თარგმნილი სახარება თვითაა საუკეთესო მოწმობა და ღაღადება ნათელზე, მსხვერპლზე გოლგოთისა - იესო ქრისტეზე, თავისი ნებით სოფლის ცოდვათა მტვირთველზე.

ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათვის და აღდგა განმართლებისა ჩუენისათვის (რომ. 4,25); "ვემსახუროთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა; თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინეთ; სოფელს წარუდგა ღატაკი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ; იქმნა შეურაცხყოფილი, რათა ჩვენ განვედიდებინეთ; იყო სატანჯველით გვემული, რათა ჩვენ ძლევაი მოგვეპოვებინა; მოკვდა, რომ გამოვეხსენით; აღდგა, რომ ქვესკნელს შთაცვივნულნი ზეცის სიმაღლეს ვზიარებოდით" (გრიგოლ ღვთისმეტყველი).

ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს!.. და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა".

* "იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი ტარებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: "რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?" (მარკ. 8,36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი".

* "დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისთვის ღვთის ნება და იმავ ხალხის ხსნისთვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.

ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმინდის სავანედ...

ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი. მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ხსნისათვის თაყვანისმცემელთა მისთა. იგი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდა მივენდოთ, ვუსმინოთ და მივდიოთ მას. მორწმუნედ გახდომა არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი გვერქვას, რომ ეკლესიის ნაწილი ვიყოთ; აუცილებელია ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება".

* "ცხოვრება განსაცდელია, მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ. ცხოვრების გზაზე ჩვენს გვერდით მრავალი სხვაც მოაბიჯებს. ჩვენ ერთმანეთისგან ჯვრის სიმძიმე განგვასხვავებს: ზოგის ჯვარი ძნელად სატარებელია, ზოგისა - მსუბუქი.

"ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2), - გვარიგებს მოციქული პავლე.

ვაკეთებთ კი ამას? - სამწუხაროდ, ხშირად არა".

* "სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი: უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.

სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად იმყოფებიან ისინი გვერდიგვერდ. ხშირია მათი თანაარსებობა ერთ ოთახშიც კი, მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის (ძნელია, მაგრამ ერთად ცხოვრება რომ შეძლონ, მათ ერთმანეთის სიმძიმე უნდა იტვირთონ, უნდა დაუთმონ ერთმანეთს)...

ზოგიერთნი ვეღარ უძლებენ დაძაბულობას, ცხოვრების მძიმე ტვირთს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ის კი არ იციან, რომ დაუსრულებელი ტანჯვისთვის წირავენ სულს.

თავის მოკვლა არის საშინელი დანაშაული, რომელიც სულიწმიდის გმობად ითვლება და იგი არავის ეპატიება. ამ ცოდვის ჩამდენი ჯოჯოხეთის მსხვერპლი ხდება. სახარებაში ვკითხულობთ: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება მათ" (მათე 12,31).

ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ უმძიმესი დანაშაულისაგან! იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ".

* "ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, არავისთან შეგექმნას კონფლიქტი, არავის აწყენინო ან არავინ გაწყენინოს. ჩვენს შვილებს უნდა შეეძლოთ მოთმინებაც, შენდობაც, გატანაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მათ არ უნდა ვასწავლოთ ღირსების დაცვა; მაგრამ მათ ღირსება ღირსეულად უნდა დაიცვან, არა ლაჩრული გზით: კაცის კვლით, ბოროტებით, დაუნდობლობით, არამედ სიმართლით, მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით".

* "ადამიანთა ერთობა ქმნის ოჯახს, გვარს, ერს, სახელმწიფოს, სულიერად განწმენდილ პიროვნებათა კავშირი - ასეთივე სახელმწიფოს, ხოლო ცოდვისგან დათრგუნულთა ერთობა - შესაბამის ოჯახსა და საზოგადოებას. ამიტომაც, ვინც ფიქრობს ერის მომავალზე, უპირველესად უნდა იფიქროს თავის სულიერ ამაღლებაზე და დაიწყოს ერის გამოსწორება თავისი თავის განწმენდით - საკუთარი ჯვრის მტვირთველობით, ღვთის ჭეშმარიტ გზაზე დადგომით. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ადამიანი, სინამდვილეში სხვას რა უჭირს და იმასაც მიხვდება, როგორ უშველოს მას.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის განმგებელთ - როგორც საერო, ისე სასულიერო პირთ. ხშირია შემთხვევა, როცა თანამდებობის მქონე თავისი არასწორი საქციელის გამო იქცევა კერპად. წმინდა მამები გვარიგებენ, ხალხზე მოქმედება და მისი მოქცევა უნდა მოხდეს ისე, რომ ჩრდილში დავრჩეთ, ხოლო ერმა უპირველესად ადიდოს ღმერთი და არა კაცი.

ნებისმიერი ხალხის ისტორიაში დაუვიწყარია მათი სახელები, რომელნიც თავიანთი სიწმინდით ამგვარად ემსახურნენ ერს. ასეთი იყო, მაგალითად, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. "გალობანი სინანულისანი" არის პირუთვნელი და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის განმგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე წმინდანი...

"გალობანი სინანულისანი" საკუთარი თავის გაკერპების წინააღმდეგ ბრძოლის დასტურიცაა, ისევე როგორც დავითის სურვილი, დაკრძალულიყო გელათის ტაძრის ჭიშკარში, რათა კაცთა და პირუტყვთ მის საფლავზე დაედგათ ფეხი. ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი დავით აღმაშენებლის ზნეობის, მისი სულიერი სიწმინდის მაჩვენებელია".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat