მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს აღსარება და გამოსწორება, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა.
პატრიარქის თქმით, მრავალი შემთხვევა არსებობს, რომ ადამიანი, რომელიც მრუშობდა, წმინდანად ქცეულა. "ერთ-ერთი მცნება ამბობს - "არა იმრუშო". მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს აღსარება და გამოსწორება. ღვთის მადლით, მრავალი შემთხვევა ყოფილა, რომ მრუშობაში ჩავარდნილი ადამიანი გამოსწორებულა და წმინდანად ქცეულა. ასეთი მრავალი შემთხვევაა ჩვენს ისტორიაში", - აღნიშნა უწმინდესმა.
მანვე სრულიად საქართველოს მარიამ მეგვიპტელის დღესასწაული მიულოცა. "დღეს ვდღესასწაულობთ მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს. შევთხოვოთ ღირს დედას, მარიამ მეგვიპტელს, რომ ძალა მოგვცეს, რათა ღირსეულად დავამთავროთ ეს დიდი მარხვა და ასევე ღირსეულად განვაგრძოთ მომავალში ცხოვრება. პირველ საუკუნეებში იყო ასეთი წესი, დიდი მარხვა რომ მოდიოდა, ბერები ერთად იკრიბებოდნენ, ერთად გალობდნენ აღდგომის საგალობლებს და შემდეგ მიდიოდნენ უდაბნოში. ერთ-ერთ ბერს, ზოსიმეს შემოხვდა ადამიანის ლანდი, მან ვერ გაარჩია ქალი იყო თუ კაცი. ლანდი გაურბოდა და ეპარებოდა. ლანდმა უთხრა: ზოსიმე, მე ქალი ვარ და არ შემიძლია შენს წინაშე წარვდგე. მომეცი შენი შესამოსელი. ამის მერე მარიამ მეგვიპტელმა უამბო თავისი ცოდვები, რის შემდეგაც ზოსიმემ შეუნდო, აზიარა და დაასაფლავა უდაბნოში. მარიამ მეგვიპტელი იმდენად ამაღლებული იყო, რომ მას შეეძლო მდინარეზე ფეხით გავლა", - ბრძანა პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი