"უფალი საშუალებას გვაძლევს, ჩვენ თვითონ ავირჩიოთ, სად დავდგეთ - მადლისა თუ ცოდვის მხარეს"
"უფალი საშუალებას გვაძლევს, ჩვენ თვითონ ავირჩიოთ, სად დავდგეთ - მადლისა თუ ცოდვის მხარეს"
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"წმინდა მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა: განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი" (რომ. 13,12). ეს არის გზა, რომლითაც საქართველომ და ყოველმა ქართველმა უნდა იაროს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაარჩიოს: 1. სად არის დღე და სად არის ღამე, 2. რომელია საქმენი ღამისანი და რა არის იარაღი ნათლისა და 3. რომელ მხარეს დგას თვითონ და რას ემსახურება - ბნელსა თუ ნათელს... რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა! სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა - აი ის გზა, რომელიც გაგვამთლიანებს. ის, ვინც ღვთისა და ადამიანის სიყვარულით ცხოვრობს, ვერც მკვლელი გახდება, ვერც მძარცველი და სკამის და თანამდებობის გამო ვერც სამშობლოს უღალატებს. მორწმუნე ადამიანს არ სჭირდება კერპები. იგი მხოლოდ სიმართლეს ემსახურება. მაშ, ღვთის მადლით განვთავისუფლდეთ ბოროტისაგან, ჩვენს პირად ინტერესებზე ავმაღლდეთ და ერი და ბერი სამშობლოს სამსახურში ჩავდგეთ".

* "ზოგიერთები თვლიან, რომ ეკლესია თავისი გავლენით პიროვნების თავისუფლებას ზღუდავს და ჩარჩოებში აქცევს მას, რაც არასწორია. ნამდვილი თავისუფლება ცოდვისაგან განთავისუფლებას გულისხმობს. ის კი, რასაც დღეს აქვს ადგილი, თავისუფლების დამახინჯებული სახეა. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს უფალი. წმინდა პავლე მოციქული გვაფრთხილებს: "თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13)".

* "ადამიანს ღმერთმა მიანიჭა თავისუფალი ნება... ეს ნება კი შეიძლება სიკეთისკენაც წარიმართოს და სიბოროტისკენაც... ეს უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ასეთი თავისუფლება ღმერთს არ მიუცია არც ერთი სხვა არსებისათვის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლებით ადამიანი ხშირად ისევ ვერ სარგებლობს, როგორც საჭიროა. ხშირად ამას ბოროტად იყენებს და ნაკლებად ფიქრობს საკუთარი სულისა და სხვა ადამიანთა სასიკეთოდ".

* "ყოველი კაცი სანთელს უნდა ჰგავდეს, ირგვლივ მყოფთ ერთდროულად უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეც. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: ანათებს თუ არა იგი და ათბობს თუ არა ადამიანებს. თუ იგი პირიქით იქცევა და გარშემო მყოფთ ზღუდავს და აბრკოლებს, მაშინ მარცხენა ადგილს, ანუ საუკუნო წარსაწყმედელს დაისაკუთრებს.

ადამიანის ბუნება რთულია. არა მარტო კაცობრიობა, არამედ ყოველი ადამიანიც გაყოფილია, რადგან ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის ყველგან იგრძნობა. თვით მოციქული პავლეც კი ამბობს, რომ ხშირად იმას აკეთებდა, რაც არ უნდოდა. შესანიშნავი სიტყვები ეკუთვნის ჰაინრიხ ჰაინეს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა მის გულზე გაიარა. მართლაც ეს გაყოფა განსაკუთრებით ადამიანის გულზე იგრძნობა. თუ შენ ამ ბზარს არ გრძნობ და ჭრილობის განკურნებას არ ცდილობ, არ იღვწი იმისათვის, რომ ბოროტს კეთილმა სძლიოს, მაშასადამე, უფლის მარჯვნივ ვერ დადგები".

* "ყველაზე დიდებული და ძვირფასი, რაც უფალმა შექმნა, ადამიანია. მასთან შედარებით თვით მთელი ქვეყნის ერთად შეგროვილი სიმდიდრეც კი უფასურდება. ამიტომაცაა ადამიანის გული და გონება და, საერთოდ, იგი ბრძოლის ასპარეზი კეთილსა და ბოროტს შორის. ღმერთმა, რომელიც სიყვარულია, კაცი სიყვარულისა და ნეტარებისთვის შექმნა, იმ ნეტარებისთვის, რომელიც მხოლოდ სულიერი ამაღლებით მიიღწევა... საღმრთო წერილში ძალიან ხშირად იხსენიება ადამიანის გული. 50-ე ფსალმუნში დავით მეფე უფალს ევედრება: "გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა". სხვაგან ნათქვამია: "აზრი კეთილი და აზრი ბოროტი ადამიანის გულიდან გამოდის". ცნობილმა ფიზიოლოგმა პავლოვმა გულს დიდი გონება უწოდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს. უფალი ადამიანისგან არა ცოდნას ან მდიდრულ შესაწირავს, არამედ გულს მოითხოვს. იგი ყველა ადამიანს ეუბნება: შვილო, მომეცი შენი გული. თუ გული ამისთვის მზად გვაქვს, მივართმევთ, მაგრამ თუ გული მზად არ გვაქვს, ვერ მივცემთ.

ხშირად ადამიანები ცდილობენ, ორ ბატონს - ბოროტებას და სიკეთეს ერთდროულად ემსახურონ, რაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი ჩვენგან არა ნახევარ გულს, არამედ მთელსა და თანაც განწმენდილს მოითხოვს. გულის განწმენდაში შემწეობა უფალს უნდა ვთხოვოთ, ისევე როგორც დავით წინასწარმეტყველმა სთხოვა: "გული წმიდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო..."

* "ყოველ ადამიანს, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა იგი, თავისი ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აძლევს. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ უფალი ჩვენი: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მარკოზი 8,34). როგორც ვხედავთ, უფალი კი არ გვაიძულებს, აუცილებლად შევუდგეთ მას, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევს, როცა ამბობს: "რომელსა ნებავს". ე.ი. სასუფეველი ან ჯოჯოხეთი ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ და ჩვენს ცხონებაში მონაწილეობა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ. შემდეგ: მოწოდება უფლისა "უარყავ თავი შენი" იმ ცოდვების უარყოფას ნიშნავს, რომელიც ადამიანის სულს ზღუდავს და მასში ღვთის ხატს ამცირებს. ვინც ცოდვებს არ შეებრძოლება და არ უარყოფს, ის ვერც იმ ჯვარს აიღებს, რომელიც ქრისტეს ჯვართან იქნება დაკავშირებული.

მაშასადამე, ადამიანის სული რომ გადარჩეს, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, მას თვითონ ჰქონდეს სურვილი ამისა ანუ ღვთის შედგომისა; მეორე პირობას საკუთარი თავის უარყოფა ანუ ცოდვების დაძლევა წარმოადგენს, რაც საკუთარ თავში ეგოისტური მისწრაფებების ჩახშობასა და მადლის მოპოვებას გულისხმობს".

* "ყველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო, ხშირად ფიქრობს იმაზე, რისთვის არის მოწოდებული და რა უნდა აკეთოს ამქვეყნად. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ იგი მეცნიერებაში მოღვაწეობისათვის დაიბადა, ზოგსაც თავის მოწოდებად მწერლობა მიაჩნია, სხვა კიდევ ფიქრობს, რომ მისი მოწოდება ძალაუფლების ან სიმდიდრის მოხვეჭაში მდგომარეობს. სინამდვილეში კი ჭეშმარიტ მოწოდებას, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა, ღვთისაგან ბოძებული უკვდავი სულის გადარჩენისა და ცხონებისათვის ზრუნვა წარმოადგენს. ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ღმერთთან".

* "შეუძლებელია, ადამიანმა ჭეშმარიტი გზა ეძებოს და ვერ იპოვოს, ანუ ღმერთთან სიახლოვის სურვილი ჰქონდეს და ღმერთი არ მივიდეს მასთან... ცხადია, ადამიანს უჩნდება კითხვა, მაინც სად არის ჭეშმარიტება და როგორ უნდა მიაგნოს მას.

ჭეშმარიტება თავად ღმერთია. იესო ქრისტე კარგად იცნობდა ადამიანის მაძიებელ ბუნებას, ჭეშმარიტების პოვნის წყურვილს და ამიტომაც პირდაპირ განგვიცხადა: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვინც ქრისტეს გზას დაადგება, არა მხოლოდ აუცილებლად გაიგებს, სად არის ჭეშმარიტება, არამედ მიუახლოვდება კიდევაც მას, ხოლო ჭეშმარიტებასთან სიახლოვე საუკუნო ცხოვრებას მიანიჭებს".

* "ყოველმა ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას აკეთებს დღეს და რა ელის მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისათვის, მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. ზოგს ნეტარებად მიწიერი დოვლათის დაგროვება მიაჩნია, ზოგს ცოდნისა და განათლების შეძენა, ზოგსაც მაღალი თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, ყოველივე ეს მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი. მაშ, რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება? თვითონ უფალი გვეუბნება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი", ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული, ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს".

* "ადამიანის მიწიერი ცხოვრება გამოცდაა, ბედნიერია ის, ვინც ამ გამოცდას გაუძლებს, ვინც არ ჩაიკეტება ეგოიზმის ნაჭუჭში, ვისაც ესმის მარადიული და საუკუნო პრობლემები და ხედავს არა მარტო თავის თავს, არამედ სხვასაც, განსაკუთრებით კი - სხვათა გაჭირვებას. აი, ეს არის ქრისტიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანული სარწმუნოება... ქრისტიანობა ქადაგებს, რომ თუ ორი სამოსელი გაქვს, ერთი სხვას უნდა მისცე. ქრისტიანობა ქადაგებს, რომ თუ სხვას უჭირს, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, უკანასკნელი ლუკმა უწილადო. ქრისტიანობა არის ის, რომ თუ ვინმემ გაწყენინა ან შეურაცხგყო, ბოროტებით კი არა, სიკეთით გადაუხადო და ის სიკეთე შენვე დაგიბრუნდება. სახარება გვასწავლის, რომ უფლისა ჩვენის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას, საშინელი სამსჯავროს ჟამს, ღმერთი ადამიანებს ორ ნაწილად გაყოფს და მარჯვენით მდგომთ ეტყვის: მშიერი ვიყავი და თქვენ დამაპურეთ, მწყუროდა და თქვენ მასვით, სნეული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემთან. მართალნი ჰკითხავენ: უფალო, როდის გიხილეთ, როდის გნახეთ შენ მშიერი ან პყრობილი? და მიუგებს მათ უფალი: რაც გააკეთეთ მოყვასისათვის, ის მე გამიკეთეთ!

მხოლოდ ის დაიმკვიდრებს სასუფეველს, ნეტარებას და სიხარულს წარუვალს, რომელიც აკეთებს კეთილ საქმეს, ხოლო ის, ვინც შეპყრობილია შურით და ღვარძლით და ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, დაიღუპება. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ, რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან... მაღალი თანამდებობა, სიმდიდრე ერთგულებას ვერ გაგვიწევს. ის მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს ადამიანს და როგორც ორგული, იქვე ტოვებს. შემდეგ კი ადამიანი რჩება სულ მარტო და თან მიაქვს საქმენი კეთილნი ან ბოროტნი, რომელიც ამქვეყნად უკეთებია".

* "უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სული არ შეიძლება ცარიელი დარჩეს, მასში ან სულიწმიდის მადლმა უნდა დაისადგუროს, ან კიდევ ბოროტმა ძალამ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევანს თავად ადამიანი აკეთებს იმ თავისუფალი ნების წყალობით, რომელიც მას უფლისაგან ებოძა... მაგონდება ერთი იაპონური ლექსი, რომელშიც ნათქვამია: მოვიდა გაზაფხული, აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლიც და უკვე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად თოვლი. სწორედ ასეთი დრო დაგვიდგა, ჩვენც ვეღარ ვარჩევთ, სად არის თოვლი და სად - ყვავილი, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება, ამიტომ იმის გასარკვევად, თუ სად არის ჭეშმარიტება, უფლის გზაზე უნდა დავდგეთ".

* "ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის გაგრძელდება მანამდე, სანამ კაცობრიობა იარსებებს, მაგრამ მთავარი ისაა, თავად ადამიანი რომელს აირჩევს, რომელ გზას დაადგება. თქვენ გახსოვთ, რომ როცა დავითის ძე სოლომონი ღვთის განგებით ტახტზე ავიდა, უფალს, რომელიც მას სურვილის შესრულებას შეჰპირდა, გული გონიერი ე.ი. სიბრძნე სთხოვა, რათა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისაგან გაერჩია. სწორედ გული გონიერი გვჭირდება ჩვენ დღეს განსაკუთრებით, როცა ბოროტება ასე მძვინვარებს და სიკეთის სახელით სიკეთის დათრგუნვას ცდილობს".

* "ჩვენ ძალიან რთულსა და მძიმე დროში მოგვიხდა ცხოვრება, მაშინ, როცა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის განსაკუთრებით იგრძნობა, როცა ადამიანს გონება დაებინდა და ერთმანეთისაგან ვეღარ არჩევს სიკეთესა და ბოროტებას. რა არის წამალი, როგორ შეიძლება შველა ამგვარი ადამიანებისა? მხოლოდ უფალსა და მის მადლს შეუძლია ამ ბურუსიდან მათი გამოფხიზლება... მართალია, ჩვენ ძალიან ხშირად უარვყოფთ ნებას ღვთისას, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არ მიგვატოვებს. რადგანაც ჩვენ უფალმა არჩევანის უფლება გვიბოძა, სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთის ცოდვათა მიტევების, შერიგებისა და თავმდაბლობის გზა უნდა ვარჩიოთ იმას, რაც დღეს გვახასიათებს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat