ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და ახლობლებიც მიიყვანოს
ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და ახლობლებიც მიიყვანოს
* "ყველაზე ბრძენი და გონიერი ისაა, ვინც უკანასკნელი დღისთვის ემზადება. ნუ გვგონია, რომ სიკვდილთან შესახვედრად მომზადება მხოლოდ მოხუცებულთ სჭირდებათ. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველი აღსარებისას, რომელსაც მოძღვარს ვეუბნებით, უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი აღსარებაა, რომლის შემდეგაც შეიძლება დასრულდეს ჩვენი ცხოვრება და უფლის წინაშე წარვდგეთ.

ყოველი ჩვენგანის წინაშე ერთი მარადიული კითხვა დგას: ვიცით თუ არა ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით თუ არა ვინ ვართ, საით მივდივართ და რა მოგველის? სული, სხეულისგან განსხვავებით, უკვდავია, ამიტომ პირველ რიგში მასზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს. ჩვენი არსი ხომ ჩვენი ხორციელი სიკვდილის შემდეგაც რჩება: მე ვინცა ვარ, იქაც ის ვიქნები, ასევე თქვენც, მაგრამ გააჩნია მარადიულობის წინაშე როგორ წარვდგებით. მრვალტანჯული წმიდა იობი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება გამოცდაა, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ავიტანთ ამ გამოცდას: მიწიერი და წარმავალი საზრუნავებით ვიქნებით გართულნი თუ სულის სიწმინდისათვის ვიღვაწებთ".

* "შევთხოვ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას, მამას, ძესა და სულიწმიდას, რომელიც თვით არის ჭეშმარიტება და წყარო ჭეშმარიტებისა, რომ აგვიხილოს თვალნი გულისა და გონებისანი, რათა ვსცნათ ჭეშმარიტება და თავისუფლების გზას დავადგეთ, ამინ".

* "ადამიანის მაცხოვნებელი სარწმუნოებასთან ერთად სიყვარული და კეთილი საქმეა. ყოველ ჩვენგანს აუცილებლად უნდა გვქონდეს სულიერი თვალი, რათა სხვისი გასაჭირი და ტკივილი დავინახოთ და საკუთარივით განვიცადოთ. შევთხოვ უფალს, რომ მოგანიჭოთ ის სულიერი თვალი, რომელიც სხვის გასაჭირს დაგანახებთ".

* "ყოველმა ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას აკეთებს დღეს და რა ელის მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისთვის, მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი... რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება? თვითონ უფალი გვეუბნება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა", ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული, ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს. ჩვენთვის რომ თვალები აეხილა, უფალმა ბევრს მისცა მატერიალური დოვლათი, მაგრამ აქვე დაგვარწმუნა, რომ ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე სულიერ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტომ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ადამიანისათვის სწორი სარწმუნოების სწავლებაა".

* "უდიდესი სიკეთე, რომელიც შეგიძლიათ თქვენი ახლობლისთვის გააკეთოთ, მისი ჭეშმარიტი რწმენის გზაზე დაყენებაა. ბევრი შემხვედრია ისეთი, ვინც უფალმა დიდი რწმენით დააჯილდოვა, მაგრამ როცა ახლობლების შესახებ ვეკითხები, საპირისპირო პასუხს ვისმენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მათი სულების გადარჩენისათვის ნაკლებად ზრუნავენ... ყოველი მორწმუნე ვალდებულია დღე და ღამე გაასწოროს ლოცვაში, რათა უფალმა მათ გული და გონება გაუხსნას ჭეშმარიტების შესაცნობად. მორწმუნეს, რომელსაც შეუძლია მშვიდად შეურიგდეს ამგვარ ვითარებას, გამოდის, რომ მხოლოდ რწმენა ჰქონია, სიყვარულის გარეშე. ღმერთმა მოგცეთ რწმენაც და სიყვარულიც".

* "ყოველი ადამიანის წინაშე მრავალი საკითხი დგას, რომელიც თვითონ უნდა გადაწყვიტოს. არის საკითხები წარმავალი, მიწიერი და არის საკითხები მარადიული. რადგან ეს მარადიული საკითხები ძნელი გადასაწყვეტია, ჩვენ ძალიან ხშირად გვერდს ვუვლით მათ და ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმ საკითხების მოგვარებით ვართ გართულნი, რომელთა გადაწყვეტაც გაცილებით უფრო ადვილია. ხშირად ადამიანს საშუალება აქვს, ამგვარი ყოფითი პრობლემები კვირის ჩვეულებრივ დღეებში მოაგვაროს, მაგრამ მათზე ზრუნვას, თითქოსდა ბოროტი სულის კარნახით, მაინცდამაინც შაბათ-კვირისათვის გადადებს და საქმეს მაინცდამაინც შაბათ-კვირას გაიჩენს: რეცხავს, კერავს, აშენებს, ალაგებს. ესე იგი ყველაფერს აკეთებს გარდა ლოცვისა. რამდენადაც უფალთან ხანგრძლივი კავშირი ისევე ძნელია, როგორც მზის დიდხანს ყურება, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობას უფრო იოლი საქმეების კეთება ეხალისება".

* "სიტყვა "გარდაცვალება" ჩინებულად გამოხატავს იმ დიდ აზრს, რომ სულის ხორცისაგან გაყრის შემდეგ სიცოცხლე კი არ ისპობა, არამედ იცვლება, რადგან ადამიანის სული უკვდავია. ამიტომ, ვიდრე ამქვეყნად ვცხოვრობთ, უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ ჩვენი სულისა თუ ხორცისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ უმთავრესად ხორციელ ყოფაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ, გვავიწყდება ღმერთი, გვავიწყდება ჩვენი უკვდავი სული. და აი, მაშინ გაჭირვებითა და განსაცდელით უფალი გვაფხიზლებს და მოგვაგონებს, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სამზადისია იმ დიდი და უსასრულო ცხოვრებისა, რომელიც ელოდება ყოველ ადამიანს და მის სულს... ეს უდიდესი საიდუმლოა; ამაზე განსაკუთრებით უნდა იფიქროს ყოველმა ადამიანმა; არავინ იცის, როდის დაუდგება სულთან ხორცის გაყრის ჟამი... სახარება გვასწავლის, რომ უფლისა ჩვენის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას, საშინელი სამსჯავროს ჟამს, ღმერთი ადამიანებს ორ ნაწილად გაყოფს და მარჯვენით მდგომთ ეტყვის: მშიერი ვიყავი და თქვენ დამაპურეთ, მწყუროდა და თქვენ მასვით, სნეული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემთან. მართალნი ჰკითხავენ: უფალო, როდის გიხილეთ, როდის გნახეთ შენ მშიერი ან პყრობილი? და მიუგებს მათ უფალი: რაც გააკეთეთ მოყვასისთვის, ის მე გამიკეთეთ! ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ, რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან".

* "ადამიანი არა მხოლოდ ღვთის ქმნილებაა, არამედ ღვთის ქმნილებათა გვირგვინია. იგი არის ხატი ღვთისა, ხოლო მსგავსებას ღვთისას დიდი სულიერებით, დიდი მოღვაწეობით, რწმენითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს".

* "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით" (ლუკა 2,29) - ამ სიტყვებით წლებით დამძიმებული სვიმეონი განკაცებულ მესიას, ყრმა მაცხოვარს, შეევედრა, რომ მშვიდობით განეტევებინა. ეს საოცარი ლოცვა აუცილებელი სავედრებელი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანისთვის, ყოველი ჩვენგანი უნდა ლოცულობდეს იმისათვის, რომ უფალმა ამ ქვეყნიდან მშვიდობით განუტევოს. კვერექსშიც ხომ ვითხოვთ, რომ აღსასრული ჩვენი მშვიდობიანი იყოს. ამ ლოცვამ კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა არის ჩვენი ცხოვრება და როგორ უნდა განვლოს იგი ადამიანმა. ეს ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ბედნიერია ამ ბრძოლაში გამარჯვებული, რადგან ის, ვინც საკუთარ თავს დაძლევს, დაძლევს ყოველგვარ წინააღმდეგობასაც, რომელიც კი მის წინაშე წარმოიშობა..."

* "ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: შეიცან თავი შენი! ანუ გაიგე ვინ ხარ, რისთვის მოხვედი, სად მიდიხარ და რა არის შენი მიზანი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებით ჩვენ, მორწმუნე ქრისტიანებს გვმართებს... ჩვენ მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და კარიბჭე იმ დიდი ცხოვრებისა, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო".

* "ეს ცხოვრება დროის მარადისობაში ერთი წარმავალი წუთია და მხოლოდ მზადება იმ დიდი ცხოვრებისთვის, რომელიც ყოველ ჩვენგანს ელოდება. წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ამქვეყნიური ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემზადებოდეს კაცი და რას უნდა აკეთებდეს, რომ ღირსი გახდეს იმ დიდი ცხოვრებისა".

* "როგორც სახარებაში ვკითხულობთ, სასუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასუფეველი თავისით არ მოდის. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს, რომ ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთოს, ილოცოს, იმარხულოს და შეიყვაროს არა მხოლოდ ის, ვისაც იგი უყვარს, არამედ ისიც, ვისაც სძულს. ამგვარი იძულებისთვის კი ადამიანს ძალას მხოლოდ მტკიცე ქრისტიანული რწმენა აძლევს, რომელიც დაეჭვებასა და ყოყმანს სრულიად გამორიცხავს... ჩვენ უმეტესწილად ჩვენი სხეულისთვის უფრო ვზრუნავთ, ვიდრე სულისათვის და ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული მიწად უნდა მიიქცეს, ანუ იმად იქცეს, რისგანაც თვითონაა შექმნილი, ხოლო სული კი, რომელიც უკვდავია, მარადიულად უნდა დაემკვიდროს იქ, სადაც დაიმსახურებს".

* "მარხვა იმიტომ დაწესდა, რომ ადამიანმა თავისი სული გაიხსენოს და მისთვის იზრუნოს. წმიდა ანდრია კრიტელის დიდ კანონში არის ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია: "სულო ჩემო, სულო ჩემო, რასა გძინავს". მართლაც რომ სძინავს ადამიანს, მართლაც რომ მისი ინტერესები მიწიერ საგნებზე ზრუნვითაა შემოფარგლული. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი წარმოვიდგენთ, რამდენ დროს ვხარჯავთ სულისათვის და რამდენს - სხეულისთვის. ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და დავინახავთ, რამდენად უფრო დიდი აღმოჩნდება ხორცზე ზრუნვისათვის დახარჯული დრო. მაგრამ, საბედნიეროდ, უფალი ხშირად ტკივილით, ტანჯვითა და განსაცდელით გვახსენებს მივიწყებულ სულსა და თავის თავს, გვახსენებს, რომ ყოველი ჩვენგანის საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, სული უნდა იყოს".

* "სიხარული და მწუხარება სწრაფად ცვლის ერთმანეთს ჩვენი ერის ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე, - როგორც სიხარული, ასევე მწუხარება, - ღვთისგანაა დაშვებული და ისევ და ისევ ჩვენი ხალხის სულიერ გამოღვიძებას, სულიერ აღდგომასა და ამაღლებას ემსახურება. განსაცდელი ყოველ ადამიანს და მით უმეტეს ერს აფხიზლებს, ბოროტისაგან ათავისუფლებს და სულიერად წმენდს".

* "ხშირად, სანამ კაცი ახალგაზრდაა, ფიქრობს, რომ დროს თავისუფლად გაატარებს და სულზე მერე იფიქრებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა უგუნურება და შეცდომა. არავინ იცის, როდის დაუდგება ის წამი, როცა ზღურბლზე გადაბიჯება მოუხდება და უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგება. ამიტომ ის, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი, დღესვე უნდა გაკეთდეს... პლატონი ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ისაა, რომელიც სიკვდილისათვის ემზადება. ვისაც შეგნებული აქვს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა მომავალი და მარადიული ცხოვრებისთვის, აი, ის არის ნამდვილი და ჭეშმარიტი ფილოსოფოსი".

* "სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მიიტაცოს... ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა".

* "უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალი და დროებითია და რომ ამქვეყნად არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და განგებით მოვედით. ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს; ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და ახლობლებიც მიიყვანოს".

* "გისურვებთ გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედასამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat