უფალმა ადამიანს განღმრთობის კურთხევა მისცა
უფალმა ადამიანს განღმრთობის კურთხევა მისცა
თითქმის არ მოიძებნება თემა, რომელზეც უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, მისი პატრიარქობის მანძილზე, თავისი აზრი არ გამოეთქვას ჩვენი ერისათვის არაერთ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე, თუმცა მისი ამბიონიდან ნათქვამი ბრძნული შეგონება ხშირად სულიერ სამწყსოს ყურადღების მიღმა რჩება, რომლის უმძიმესი შედეგიც არაერთხელ ვიწვნიეთ.

დღეიდან ვიწყებთ ახალ რუბრიკას - "ამბიონი".

ამბიონი საკურთხევლის წინ შემაღლებულ ადგილს ნიშნავს, საიდანაც სასულიერო პირები ღვთისმსახურებასთან ერთად ქადაგებენ.

რუბრიკაში გავიხსენებთ, სხვადასხვა დროს, ერის სულიერ მოძღვართა მიერ ამბიონიდან წარმოთქმულ მოსაზრებებს. დისკუსიაში სადღეისოდ აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ თეოლოგები, ექსპერტები, ცნობილი სასულიერო და საერო მოღვაწეები.

უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 2008 წლის ქადაგებიდან:

წმინდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშვება კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებებით გამოირჩევა, - აქვს თავისი ხასიათი, ტრადიციები და კულტურა.

უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან.

მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ჩვენი ერიც უძველესია და ეს ჭეშმარიტად ღვთის წყალობაა.

საერთოდ, ერის სახეს, მის მეობას, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. წარმომავლობის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც.

ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა, ისევე როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით.

ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც, ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.

ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებულად გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისათვის მიუღებლად ცხადდებოდნენ.

სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ერის განვითარებაზე.

მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა, ცოტნე დადიანი თანამებრძოლთ ვერ გამოიხსნიდა წამებით სიკვდილისაგან.

ერის ღირსებასა და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.

საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XIII საუკუნეში, როცა ჯალალედინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა, ქრისტიანული სიწმინდეები შეელახა. 100 000-მა ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად!

დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად - ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისათვის ძალადობრივ ფორმებს არავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციების და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.

მასმედიის სახელს მრავალი კარგი მხარეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსებების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო, ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავიანთი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.

ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირველი ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება.

რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულითა და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან განთავისუფლებაში.

ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენგანი დგას არჩევანის წინაშე - დატოვოს "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაი", თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?!

საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი.

მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავიანთ მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში.

ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.

თემა: ღირსება
კომენტარი ვთხოვეთ თბილისის ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს.

- მივესალმები ჟურნალ "კარიბჭეში" ახალი რუბრიკის დაარსებას.

ამ წლების განმავლობაში თქვენი ჟურნალი მეტად სასარგებლო საქმიანობას ეწევა. ღმერთმა აკურთხოს თქვენი საქმე და ჟურნალის ყველა თანამშრომელი.

- მადლობას მოგახსენებთ. თავდაპირველად თემის კომენტარს გთხოვთ ბიბლიასთან დაკავშირებით.

- ვისაც ბიბლია ერთხელ მაინც წაუკითხავს, იცის, რომ ღმერთმა სამყარო სიტყვით შექმნა. მეექვსე დღეს კი, ადამიანის შექმნას წინ უძღვოდა ერთარსება და სამპიროვანი ღმერთის ბჭობა, რადგან კაცი შეიქმნა ხატებისა და მსგავსებისაებრ ღვთისა. სწორედ აქედან მომდინარეობს ადამიანის ღირსებაზე საუბარი, იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არსებაა იგი. "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენდა", დააკვირდით, მრავლობითი ფორმაა გამოყენებული. ნათქვამია, ვქმნეთ და არა ვქმნათ. ხატება - ეს არის პიროვნება ადამიანში, თავისუფალი ნება, ბუნებითობა, მსგავსება კი ის არის, რომ ღმერთმა ადამიანს დაუტოვა გარკვეული მოქმედების არეალი. ხატებით ადამიანს მიეცა კურთხევა განღმრთობისა, საშუალება, მიემსგავსოს მას, ასე რომ არა, ყველაფერი მზამზარეული მიეცემოდა ადამიანს ღვთისაგან, და მაშინ ადამიანი თავისუფალი არსება კი არა, ბიორობოტი იქნებოდა. ადამიანს მიეცა ხატება, რომელიც მსგავსებით უნდა განმღრთობილიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, მან უგნურად გამოიყენა ის პატივი და ღირსება, რაც მიმადლებული ჰქონდა. დაეცა, მართალია, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ, თუ რა ღირსებით ვიყავით შექმნილი ღვთისაგან. ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, არის პიროვნება. სხვა არც ერთი რელიგია ისე სიღრმისეულად არ საუბრობს ადამიანის პიროვნულ ღირსებაზე, როგორც ქრისტიანობა. როგორც ღმერთია შეუცნობელი, არის ღრმა ერთი, ასევე მიუწვდომელია ყველა ადამიანის პიროვნება, და ბოლომდე შეუცნობელი. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ადამიანის პიროვნული ღირსება.

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ, რომ თუ ადამიანი შეიცნობდა თავის თავს, იმ შემთხვევაში შეიცნობდა ღმერთს, ანუ თუ ადამიანი თავის თავში ღირსებას დაინახავდა, ის აუცილებლად მიხვდებოდა, რომ თვითონ არ იყო ამ ღირსების შემოქმედი. ვერც ანტიკურ ფილოსოფიაში და ვერც ძველ აღთქმაში ვერ განეღმრთო ადამიანი, რადგან დასცილდა შემოქმედს. ეს მხოლოდ ახალი აღთქმის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მეტად საგულისხმო ტერმინია ნოსტალგია, რომელიც დავიწყებულის ხსოვნას ნიშნავს. რაოდენ დაცემული და გადაგვარებულიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ ის აცნობიერებს, რომ ის გამოძევებულ იქნა სამოთხიდან და ეძებს დაკარგულ სამოთხეს, დაკარგულ ღირსებას, ის იპოვის ღმერთს თავის თავში და ამით აღიდგენს პატივს და ღირსებას. ყოველი მართლმადიდებელი სწორედ ამ უმთავრესისკენ უნდა ისწრაფვოდეს. დააკვირდით, როგორ იწყება იოანეს სახარება; ღმერთმა ადამიანს მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. მართალია, დავკარგეთ ღვთისგან ბოძებული ყველა პატივი და ღირსება, მაგრამ ეს ძეობილობა ღმერთმა ჩვენ აღგვიდგინა თავისი ძის იესო ქრისტეს განკაცებით და მისი ამქვეყნად მოვლინებით. რა უნდა მომხდარიყო ამაზე აღმატებული, ჭეშმარიტი განკაცებული ღმერთის საშუალებით აღგვიდგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან და აქედან დაედო სათავე ღირსების აღდგენასაც.

ფსალმუნში ვკითხულობთ: "კაცი პატივსა შინა იყო, არაგულისხმაჰყო და ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ". ასევე, მე-11 ფსალმუნში წერია: "თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი". იყო პერიოდები როცა ღირსებააყრილნი, პატივშელახულნი პირდაპირ აცხადებდნენ, ღმერთი არ არსებობსო. ჩვენ ზოგჯერ გვეშლება ათეისტობა ანტითეისტობაში. ათეისტი იმდენად საშიში არ არის, რადგან ფიქრობს, რომ ღმერთი არ არსებობს, ეს კი არ არის მავნე. ათეისტი არავის ებრძვის, ანტითეისტები კი პირიქით, ღმერთთან მებრძოლები არიან. ანტითეისტები იყვნენ მარქსი, ენგელსი, ლენინი, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ როგორც ყოველგვარ პატივ და ღირსებადაკარგულ ადამიანებს სჩვევიათ, გაბრაზებული არიან ღმერთზე და ომს უცხადებენ მას, ამიტომაც არიან საშიშნი საზოგადოებისათვის. არსებობს გადმოცემა, როდესაც პეტროგრადს თეთრები (მენშევიკები) მოადგნენ და ლენინს უთხრეს, ალყაში ვართო, ლენინს აღმოხდა სიტყვები: "ნე დაი ბოგ", ანუ ღმერთმა არ ქნასო, ე.ი. ლენინი ღმერთს აღიარებდა, მაგრამ იმდენად უღირსი იყო, რომ ებრძოდა მას. ათეისტი ადამიანი არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანშია შემორჩენილი გარკვეული ღირსება. პიროვნება, რაოდენ უღირსიც არ უნდა გახდეს, მაინც აქვს შემორჩენილი ღვთის ხატება, როგორც ნაგავში გადაგდებულ, გაჭუჭყიანებულ თვალმარგალიტს. ლენინი, ხრუშჩოვი და სხვა საბჭოთა ლიდერებიც გარკვეულ ღირსებაში იყვნენ, მაგრამ უღირსად იყენებდნენ ამ ღირსებას და პიროვნულად ებრძოდნენ ღმერთს, რომელმაც მათ თავისუფალი ნება უბოძა. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ. მარქსი ამბობდა: "მე ვებრძვი იმ სულს, რომელიც სამყაროს მართავს". იგი ღმერთზე გაბრაზებული უღირსი ადამიანი იყო, ისე, როგორც ეშმაკი, რომელსაც უნახავს ღმერთი, ადიდებდა მას, მაგრამ შემდეგ, როდესაც მოინდომა სამოთხის დიდებასა და პატივში ყოფნა, ის პატივიც დაკარგა, რომელიც გააჩნდა. იგივე ემართება ძალიან ბევრს, ჩაიხედავენ სარკეში - სიმპათიურად გამოიყურებიან, აქვთ მშობლების დანატოვარი ქონება, თუმცა არასდროს იტყვიან, რომ ეს ღვთის წყალობის შედეგია. ყველაფერს საკუთარ დამსახურებას მიაწერენ და ასე ვარდებიან პატივმოყვარეობაში. საზოგადოებისგანაც შესაბამის პატივს და თაყვანისცემას მოითხოვენ.

როგორც უწმინდესი ილია მეორე ეპისტოლეში აღნიშნავს, ერს, ისევე, როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა...

უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტება უფრო მეტია, ვიდრე ეროვნული გრძნობა ჩვენში. არც ერთი ეროვნული მოღვაწისათვის არ უნდა იყოს ეს შეურაცხმყოფელი. სამწუხაროდ, ჩვენ დავამახინჯეთ ეროვნული შეგნება და დავაყენეთ ჭეშმარიტებაზე მაღლა. ეს დაემართა ებრაელ ერს, როცა იუდაიზმი იაჰვეზე მაღლა დააყენა. ამიტომაც როცა მამა ღმერთმა მესიად თავისი ძე გამოგზავნა, ებრაელებმა ვერ იცნეს ის. მათ წარმოდგენაში საჭირო იყო ისეთი მესია, ვინც დაჩაგრულ ერს მთელ მსოფლიოში გააბატონებდა. მონობაში მყოფი ერის სურვილი იყო სხვაზე უპირატესი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ქართველებსაც იგივე გვემართება. ჩვენ გვინდა გვქონდეს ისეთი სარწმუნოება, გვყავდეს ისეთი მოძღვარი და პატრიარქი, რომელიც ეროვნულობას მეტ უპირატესობას მიანიჭებს. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა თავისთავად ეროვნულობასაც გულისხმობს, მაგრამ აქ დიდი ზომიერების დაცვა გვჭირდება, რომ ეროვნულობას არ გადავაყოლოთ ეკლესიის ინტერესები. ზოგჯერ ვცდილობთ, ჩვენი ეკლესიურობა, სიწმინდეები, ყველაფერი მოხმარდეს ერის პატივმოყვარეობას და ღირსებას, პირიქით უნდა იყოს. ჩვენი ქართველობაც და ღირსებაც დედა ეკლესიის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთისგან ვართ დავალებული ჩვენი ეროვნულობით, ეროვნულობა ჩვენ, ქართველებს, არ შეგვიქმნია. როცა ღმერთმა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა შეაჩერა, მოხდა ენებისა და ერების აღრევა. მას შემდეგ გახდა სამყარო მრავალეროვანი. ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი ერის ღირსება, თუ გვინდა მაღლა იდგეს, უპირველესად, ჩვენი ერი აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი. ხშირად შევხვედრივართ ისეთ პიროვნებებს, რომელთა შეხედულებებიც მკვეთრად განსხვავდება ეკლესიური გაგებისაგან. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლები გავხდით, არასდროს გადაგვიხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, ყოველთვის სამეუფო გზაზე ვიდოდით. ჩვენ პირველივე საუკუნიდან დავიწინდეთ ქრისტეზე და ჩვენს ქვეყანას ერესი არასოდეს შეხებია. აი, ეს არის ჩვენი ღირსება. ქრისტეს მოციქულების, წმინდა ნინოსა და ასურელ მამათა მადლითა და ქადაგებებით, ჩვენს ერს არასდროს უღალატია ქრისტიანობისათვის. წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ქრისტესთვის". ერის ღირსებაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი რჯულისა, რომლის შესანარჩუნებლად ბევრი ვეწამეთ. ყოველი ხე ნაყოფით შეიცნობა, თუ ერი მხოლოდ სახელით არის მართლმადიდებელი, მაგრამ სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობს, ეს უღირსების გამომხატველია.

- ჩემი აზრით, ივერიის გაბრწყინება პირველი საუკუნიდან დაიწყო, როცა საქართველოში მოციქულები შემოვიდნენ და ქრისტეს რჯული განავრცეს. ერის თავისუფლება მართლმადიდებლობაშია და ერი თავისუფალია მაშინ, როცა ეკლესია ავტოკეფალურია, ჰყავს დამოუკიდებელი პატრიარქი და თუ ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, მაშინ ვიქნებით თავისუფალი ერი, მაშინ ვიქნებით პატივსა და ღირსებაში, ხოლო თუ ჩვენი ერი უღალატებს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირსებას, შეგნებას, ტრადიციებს და საუკუნეებით გადმოცემულ ქართულ ეროვნულ კულტურას, რომელ გაბრწყინებასა და თავისუფლებაზე შეგვეძლება ლაპარაკი? მე გამათავისუფლა ქრისტემ ცრუ იდეოლოგიებიდან და დამადგინა ჩემი ერის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრად, და თუ მე ჩემს ხალხს სიმართლეს არ ვეტყვი და სიცრუის გზით წავიყვან, ადრე თუ გვიან მრევლი გამოიღვიძებს, ყველაფერს მიხვდება და ამას არასდროს მაპატიებს. დიდი ილია ბრძანებდა: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზირგს უკანაო", - ასეთი მიდგომა სწორია და ვიდრე გაბრწყინებაზე ვიოცნებებდეთ, უმჯობესი იქნებოდა, ნაკლზე მივუთითოთ ერთმანეთს. ცრუ პატივსა და დიდებაზე თუ ვილაპარაკებთ, ჩვენ დავემსგავსებით მავან ერს, რომელიც სხვა ერისგან მოპარულ ფასეულობებს ითვისებს. სხვისგან მოსაპარი და მისათვისებელი ჩვენ არაფერი გვჭირს, ღმერთმა უხვი კალთა დაგვაბერტყა, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მართლმადიდებლობით და ქართველობით კი არ უნდა ვიამაყოთ, მადლობელი უნდა ვიყოთ უფლისა, რომ ასეთი სასტუმრო მოგვცა. ჩვენ მას ვერ ვუფრთხილდებით ისე, როგორც საჭიროა.

ადამიანმა რასაც არ უნდა მიაღწიოს ამ წუთისოფელში, თუ ვერ ცხონდება, ვერასდროს აღდგება თავის პატივსა და ღირსებაში. ამიტომ ძნელია იმ ადამიანის ხვედრი, ვინც განღმრთობას არ ეშურება, გაბრწყინებაზე კი შეუძლია საათობით გველაპარაკოს. თუ მაინცადამაინც გვინდა ჩვენი ერის გამორჩეულობას გავუსვათ ხაზი, გამორჩეულნი იმითა ვართ, რომ საქართველოშია მაცხოვრის კვართი, ღვთისმშობლის სარტყელი, ილიას ხალენი, ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, თუმცა როგორც გრიგოლ ხანძთელი ამბობდა, - ეს პატივი კი კარგია, მაგრამ სასჯელისა მეშინიაო. ქვეყანა რაც უფრო მეტ სიწმიდეშია, მით უფრო მეტი მოგეთხოვება. თუ ჩვენს დღევანდელ პატივსა და ღირსებას სწორად შევხედავთ, უღირსებაში დავრჩებით. მოდით, გამოვფხიზლდეთ და ნუ დავიიმედებთ თავს იმით, რომ ყველაფერი კარგად არის.

ღმერთმა მადლი მოგვცეს, სიყვარულით და თანაგრძნობით გაათბოს ჩვენი გულები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat