სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა ნათლისმცემლის შობისათვის.
სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა ნათლისმცემლის შობისათვის.
ძველი საქმე ყოველივე სახე იყო ახლისა ამის ყოფადისა, ვითარცა აჩრდილი რისამე არსებისა მყო/ფისა. ამისათვის, ძმანო, პირველად ჯერ-არს ჩვენდა, რათა ძველისა მამათ-მთავართა გითხრნე და შემდგომად ახლისა სჯულისა, რამეთუ წინასწარ, ყოველივე მოესწავა საქმითნი და სიტყვითნი წმიდათა მამათ-მთავართა და წინასწარმეტყველთანი ახლისა სჯულისათვის, რამეთუ: მსგავსება აქვნდა ისაკსა სახითა რაითამე მცირედითა იოანე ნათლისმცემლისა. ვინაითგან აბრაჰამ ასის წლისას და სარრა ოთხმეოცდაათის წლისასა აუწყა ანგელოზმან შობა ისაკისი, ხოლო ზაქარია და ელისაბედცა გარდასრულ იყვნენ დღეთა სიბერისათა, ოდეს ეხარა გაბრიელ მთავარანგელოზისა მიერ. სარრა ეცინოდა ანგელოზსა, რამეთუ არა ჰგონებდა მიდგომილებასა თვისსა, ხოლო ზაქარია ურწმუნოებით დაუდუმნა. სარრამანცა/ დღეთა გარდასრულმან შვა და ელისაბედცა ეგრეთვე. ისაკისა უბრძანა ღმერთმან აბრაჰამს ნათესავთა განმრავლება, ხოლო იოანესცა განუმრავლა უფალმან ნათესავი ქალწულებით შობილთა მონაზონთა გუნდისა, რამეთუ ყოველნივე იოანეს ძმანი ვართ, რომლისათვის იტყვის წიგნი მეფეთა პირველისაბ თავსა შინა: "რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შვიდ შვილ, ხოლო შვილმრავალი. იგი მოუძლურდა"(1 მეფეთა 2, 5). ისაკი ოცდა ხუთის წლისა წარიყვანა აბრაჰამ მსხვერპლისა შეწირვად, ხოლო იოანე ოცდაათისა წლისა მოვიდა ნათლისცემად. ისაკისა თანა ვიდოდეს ორნი მონანი, იოანეს თანა იყვნეს ორნი მოწაფენი: ანდრია და იოანე — ძენი ზებედესნი. ისაკ აღვიდა მთასა მაღალსა შესაწირავად ღმრთისა, იოანე მოვიდა უდაბნოდ ქადაგებად სიტყვისა ღმრთისა. ისაკისა დაკლვასა ემონაცვლა და იხილა ცხოვარი რქითა დამოკიდებული დაკლვად, იოანემან იხილა ცხოვარი ჭეშმარიტი მოსრული ნათლისღებად, რომლისათვის თქვა: "აჰა, კრავი ღმრთისა, რომელმან აიხვნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1, 29). ისაკსა ესხნეს ორ ძე მარჩვიბნი და უხუცესი დაამონა უმრწემესსა და უკანასკნელი აუფლა პირველსა, ხოლო იოანეს მოეცნეს ორნი სჯულნი, პირველი და მეორე, და პირველი დაამონა მეორესა და უკანასკნელი აუფლა პირველსა, რამეთუ ძველისა და ახლისა სჯულისა შუა-მდგომელ იქმნა და ძველი დაამონა ახალსა./

ესე იოანე რომელმან ნათელ-სცა უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, რომელმან ქადაგა გზა სინანულისა და რომელი არს მამა მონაზონთა, ამისი შობის დღე არს დღეს, ძმანო საყვარელნო!

ვინაითგან ვიტყვით მამად და მოძღვრად და გზად მონაზონებისა, ვითარ ვალთ გზათა მისთა? იგი თავადი ოცდაათ წელსა უდაბნოს მკვიდრ იყო და ჩვენ ოცდაათს დღეს უკეთუ დავჰყავით, განგვეგრძობის და საძნელოდ აღგვიჩნდების. იგი დიდისა შიმშილისათვის ჭამდა მცირესა თაფლსა ველურსა და მკალსა, ხოლო ჩვენ მრავალფერთა სანოვაგეთა არა ვიკმაებთ. იგი ვიდოდა შიშველ, მცირედითა სტევითა მოსილი, თავ/შიშველი, უჴამური და ჩვენ შევამკობთ სამოსელთა ჩვენთა მატყლისათვის, ესრეთ წვლილადითა თხზულებითა ქსოვილთა, უმჯობესთა ჭიჭნაურთა და ოქრო-ქსოვილთათა, სიშავის ფერთა, მოელვარეთა, უკეთესთა მეწამულთასათა, პალეკარტათა ნაოჭიანთა, უმჯობესთა ალმაგთასა, ჩაფულათა და ცანდალთა გაწყობილთა, უფროის მჴედართასა, კუკულთა და ქუდთა მოზავებულთა, უსაწადელესთა რიდეთა და სკუპათათა. იგი თავადი უსართულო იყოფებოდა, არსადა თავისა მიდრეკისა ქონებისა მპოვნელი, ხოლო ჩვენ ვაშენებთ სენაკებთა სხვათა და სხვათა და ვამკობთ განგოზითა და ფერებითა წამალთაითა, არდაბაგებითა და ლანძვებითა და დავიფენთ ნოხებთა და შატროვნებთა და გულისხმა-ვერგვიყოფიეს, თუ ვისთვის ვაშენებთ. ესე ჩვენ მიერ აღშენებული სხვათა მიეცემის, რამეთუ ჩვენ მსხემ ვართ და ადრე წარმავალ, ხოლო რომელი ღმერთმან აღაშენა, მასცა მიგვიხმენ.

აღიხილენით თვალნი თქვენნი ცად მიმართ, ვითარ შეუმკვიეს უფალსა ვარსკვლავითა და ღრუბლითა შვენიერითა და, ვინმცა უწყის, უზენაესნი მისნი შემკობილნი უპატიოსნესად ჩვენთვის აღუგიეს ღმერთსა, და მას არა მოვიცდით და მისთვის არა გვითქვამს გულნი და/ აქა ვაშენებთ კლდეთა და მყიათა შინა სხვათათვის. რად საჴმარ არს სიმდიდრე ამის სოფლისა? ვერა ჰხედავთა სიგლახაკესა ამას ჩვენსა, ვითარ შეამკო და განამდიდრა ქრისტემან დაგლახაკებითა თვისითა?

მდიდარნი და ძლიერნი, რომელნი არა ასენებენ სხვათა მდიდართა, არცაღა ზე აღუდგებიან თავადთა, და მოვლენ ჩვენ გლახაკთა თანა და დავარდებიან წინარე ჩვენსა და გვეაჯებიან ვედრებით. მოვლენ მეფენი დიდებულნი, მომკლველნი მძლავრთანი და დამპყრობელნი ქვეყანათანი, და ამბორს-გვიყოფენ ჴელთა. მოვლენ თავადნი და წარჩინებულნი, მქონებელნი სოფელთა და აგარაკთანი და საუნჯეთა ურიცხვთანი, და/ გვევედრებიან და ითხოვენ ჩვენგან ლოცვასა.

რამცა-ღა გინდა სიმდიდრე უფროსი ამათსა?

რამეთუ შენი სიგლახაკე მათისა სიმდიდრისაგან უმდიდრე არს, თქვენი მდაბალი მოთმინება მათთა მაღალთა ამპარტავანებათა უმაღლე არს, თქვენი სიშიშვლე და ძონძთა მოსა მათისა სტავრათა და ნაქსოვთა სამოსელთა უბრწყინვალე არს, თქვენნი საბელთა რტყმანი მათისა მანიაკისა და ზოსტერისა უპატიოსნე არს, თქვენნი საფლავთა მსგავსნი სენაკნი მათთა პალატთა უწარჩინებულეს არს, თქვენი უნდო საზრდელი მათთა სანოვაგეთა უტკბილეს არს. შეისწავე, რამეთუ თქვენ მსახურნი ხართ ღმრთისანი და იგი მდიდარნი — მონანი თქვენნი.

ნუ ზრუნავთ სოფლისათვის, ვინაიჲთგან - სოფელი ზრუნავს თქვენთვის და, უკეთუმცა სოფელმან არა იზრუნა თქვენთვის, იგი უმჯობეს არს, რამეთუ ქრისტე გვიბრძანებს: "უკეთუმცა სოფელი გძულობდესთ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა"(იოანე 15, 18). სოფლისაგან ჩვენი სიძულილი ამით უფროსად ჯერ არს გვიხაროდენ, ვინაჲთგან პირველად მოძღვარი მონაზონთა იოანე და უფალი ყოველთა ქრისტე მოიძულა.

უკეთუ ორნი ესე მოიძულნა სოფელმან, რადმცა გვინდეს, თუცა ვუყვარდეთ ჩვენ სოფელსა, მონანი ქრისტესნი და შვილნი იოანესნი? ვერარა შეგვძინეს სოფელმან შვილთა იოანესთა, გარნა მრავალი ცოდვა, და შეგვძინოს იოანეს შედგომამან მოტევება ცოდვათა.

დღეს იოანე იშვების ბერწისაგან, რათა ბერწი სული ჩვენი შვილიერ ყოს სინანულითა. დღეს იოანე განჴსნის კრულებასა მამისა ენითაჲსა, რათა კრულება უქმისა სულისა ჩვენისა აღსარებად მოგვიზიდნეს. დღეს იოანე წინასწარმეტყველი მაღლისა იქადაგა, რათა დაგვამონოს ჩვენ მტერნი ჩვენნი. დღეს გვიძლევიეს მტერთათვის, ვინაჲთგან დაითრგუნა მძლავრი მტერი ჩვენი ეშმაკი იოანეს ქადაგებულისაგან, რამეთუ კრავმან იოანეს მიერ ჩვენებულმან შეკრა მგელი მტაცებელი.

აწ, ძმანო, ნურღარა განვჴსნით კრავისა მიერ შეკრულსა მგელსა, ნურღარა მივუშვებთ თავთა ჩვენთა ზედა უკეთუ ჩვენ არა/ მოვხადოთ, იგი ვერ შემძლებელ არს მოსლვად ჩვენ თანა. უკეთუ ჩვენ არა ვაწვივნეთ, არა ძალ-უც მას ვნებად ჩვენდა. მაშინ გვევნების მისგან, ოდეს მოვაკლოთ კეთილისა საქმე. მაშინ გვევნების მისგან, რაჟამს მოუძლურდეთ მადლისაგან და მოვინებოთ ცოდვა, რამეთუ ცოდვასა ჩვენსა იხმარებს ჩვენ ზედა საჭურველად და მახვილად და მით გვწყლავს და მოგვაკვდინებს ჩვენ.

ამისთვის მიუწერს წმიდა პავლე ჰრომაელთა: "ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ ჩვენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვათა".

ჰხედავა, რამეთუ ასოთა ჩვენთა და ცოდვათა ჩვენთა უჴმევს საჭურველად მისა? სახედ თქმულთა, ხეთა ჰრქვეს ცულსა: "თუმცა ტარი შენი რტოთაგან ჩვენთა არა გესხნეს, არა ძალ-გიც მოკვეთა ჩვენიო". ეგრეთვე, საყვარელნო, უკეთუ გულისთქმათა ჩვენთა რტონი ცოდვათანი არა პოვა ეშმაკმან მახვილად და საჭურველად, არა ძალ-უც ვნებანი ჩვენნი. იოვანემან, დღეს შობილმან, ოდეს ქრისტეს ნათელ-სცა, ღელვათა დაანთქა ეშმაკი; იოანეს თქმულისა კრავისა მიერ ქვესკნელად შთაჴდა მაცთური, ისაკის ნაცვლად დაკლულისა ცხოვარისა მიერ ჯოჯოხეთსა შთაყრილ-იქმნენ ვეშაპნი და გველი ადამის გამომჴდელი. და შენ გიწესს ქრისტეს სასძლოსა ზეცისასა, მიგიძღვის იოანე გზასა წრფელსა და კეთილსა, რათა აღგვიყვანოს სასუფეველად.

რად უკუმოექცევი იოანეს? რად არა ეწვევი/ ქრისტესა? რად შეიყვარებ სოფელთა გემოვნებათა? რად აჴსნი ჯვარისა მიერ დაბმულსა ეშმაკსა? რად მოისტუმრებ ნებითა შენითა მტერსა შენსა? რად შეიკრავ თავით თვისით ჴელთა შენთა და მიეცემი ჴელთა მტერისათა? რომელსა ხელსა უქმნიეს ესე, გინა განცოფებულსა ანუ უღონოსა და უდებსა ნებსით თვისით?

ნუ, ძმანო საყვარელნო, მოვეგნეთ გონებასა, ვევედრნეთ დღეს შობილსა იოანეს და ესრეთ ვეტყოდეთ: "ჰოი, დიდო წინასწარმეტყველო, რომელმან მუცლით გამო ჰქადაგე დამბადებელი და განჴსენ საკრველნი დედისა ბერწობისანი და აღახვენ უტყვებანი მამისა შენისანი და ჰქადაგენ სინანულნი ცოდვილთანი! შენ გევედრებით, შეგვიწყალენ მონანულნი ესე და მონდობილნი/ მეოხებათა შენთა წრფელითა გონებითა, მჴურვალითა გულითა, ცრემლიანითა თვალითა, მკვნესარითა სულთქმითა".

და ჭეშმარიტად მეოხ გვეყვნეს და მოგვეტევნეს ცოდვანი ჩვენნი იესუ ქრისტეს მიერ ძისა ღმრთისა უეჭველად.

უკეთუ არა, ორგულებითა მთქმელთა და კაცთა მაჩვენებლობისა მოქმედთა შეურაცხად მოგვიგებს: "ნუ მევედრები, ნუ შვრები. მრავალნი მინახვან მსგავსნი შენდა, ვითარცა ფარისეველი, იგი, რომელი აყვედრებდა მეზვერესა და აქადებდა ღმერთსა ქველის საქმესა თვისთათვის; კვალად იუდა, რომელმან შეინანა და თქვა: საქმე ბოროტი ვყავ, და დააბნია ვეცხლი იგი და შიშთვილ იბა; გინა ჰეროდე, რომელსა არა უნდა მოკლვა ჩემი და მსგავსი ამისი"...

ნუ, ძმანო საყვარელნო, ნუ ორგულებით შეუვრდე/ბით, ანუ ამპარტავნებით ვევედრებით სინანულისა ქადაგსა, რამეთუ ამან გვასწავა ჩვენ ცოდვილთა გზა სინანულისა, რომლისათვის იტყვი, მგალობელი: "არს სინანული, ნურვინ წარიკვეთთ სასოებასა".

ვინაითგან სინანული არს და გზა მონანულთა იოანე, მონანულთა შემწყნარებელი ქრისტე, რომელი იტყვის: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად"(მათე 9,13), ჩვენცა მივივ[ლ]ტოდეთ მისა, რომელი მოვიდა ცოდვილთა სინანულად, დავრბიოდეთ გზასა იოანე სინანულითა ქადაგისასა, რათა მოგვეტევნეს ცოდვანი ჩვენნი და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა სადიდებლად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებებ

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat