აღდგება საქართველო!
აღდგება საქართველო!
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"ეს წელიწადი - 2013, არის საიუბილეო. მეცნიერების აზრით, წელს, 31 იანვარს, შესრულდა 800 წელი ჩვენი სახელოვანი წმინდა მეფე თამარის გარდაცვალებიდან. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, ზოგიერთი მეცნიერი სხვა თარიღებსაც ასახელებს, მაგრამ უმრავლესობა სწორად მაინც ამ წელიწადს მიიჩნევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2013 წელს თამარ მეფის წელი ვუწოდოთ.

წმინდა მეფე თამარი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!"

***
"თამარ მეფე ბრძანდება რჩეული რჩეულთა შორის! ფსალმუნებში ვკითხულობთ, უფალი ბრძანებს: "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". სწორედ ასეთი ამაღლებული ერისაგან ჩვენისა ბრძანდებოდა და ბრძანდება წმინდა თამარ მეფე.

უნდა ითქვას, რომ ბედი ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნისა ბევრად დამოკიდებულია პიროვნებაზე, ისეთ ადამიანზე, რომელიც დგას ქვეყნის სათავეში. ყოველი სიკეთით შემკობილი ბრძანდებოდა თამარ მეფე. ივანე ჯავახიშვილი ამბობს: "სამი რამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე: მაღალი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე". ეს სამივე გააჩნდა თამარ მეფეს და ის მაინც წმინდანი დარჩა".

***
"როცა თამარი 12 წლისა გახდა, მისმა მამამ, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა იგი მეფედ ეკურთხებინა. 12 წლის ქალწულს თავზე სამეფო გვირგვინი დაადგეს და ერთგულების ფიცი მას პირველმა მისმა მამამ, მეფე გიორგიმ შეჰფიცა და მერე უკვე დიდებულებმაც. 5 წლის მანძილზე მეფე გიორგი და თამარი ერთობლივად მართავდნენ საქართველოს.

საოცარია მისი ცხოვრება, მისი შინაგანი განცდები, მისი სარწმუნოება. თქვენ გახსოვთ მისი ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა, როცა თამარ მეფე ემზადებოდა მონასტერში სალოცავად წასასვლელად. მას სამეფო სამოსით მოსავდნენ და ძვირფასი ლალის თვლებით ამკობდნენ. ამ დროს შემოვიდა მსახური და უთხრა, ერთი გაჭირვებული ადამიანი მეფისგან დახმარებას ითხოვსო. თამარმა უბრძანა, - მოიცადოს, შევიმოსები და მერე გავუგზავნიო. მაგრამ როცა შეწირულობა გაუგზავნა, გლახაკი უკვე იქ აღარ იყო. ძლიერ შეწუხდა თამარი და როცა მონასტერში მივიდა, მოიხსნა უძვირფასესი ლალები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს დაჰკიდა: "მე ღირსი არა ვარ ეს ვატარო, რადგან ამის გამო უარით გავისტუმრე გაჭირვებული ადამიანი".

***
"ერთხელ თამარ მეფემ ნახა ჩვენება: იყო ორი ტახტი - ერთი ბრწყინვალე, და მეორე მომცრო, უფრო უბრალო. თამარ მეფე გაემართა ბრწყინვალე ტახტისაკენ, მაგრამ ხმამ შეაჩერა - ეს ტახტი შენ არ გეკუთვნისო. და ვის ეკუთვნის? - გაიკვირვა მეფემ. ხმამ მიუგო: ეს ტახტი შენს მსახურს ეკუთვნისო. რით დაიმსახურაო? დაიმსახურა იმით, რომ თავისი ხელით შეკერა 12 სამღვდელო შესამოსელი, სამღვდელოებას დაურიგა და 132 ეკლესიაში აღესრულება წირვა მისი შესამოსლით. მეორე დღეს თამარ მეფემ დაუძახა თავის მსახურს, მოატანინა ქსოვილი და თავისი ხელით შეკერა 12 შესამოსელი სამღვდელოებისთვის. აი, ასეთი იყო მისი რწმენა, საოცარი სასოება ჰქონდა ღვთისა. ეს იმედი მუდამ ამართლებდა, მუდამ გამარჯვებული იყო თამარი. რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობაც ჰქონდა, მაგრამ ისევ ღვთის ძალით და ღვთის დახმარებით სძლევდა ხოლმე მას".

***
"მინდა შეგახსენოთ ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც ეწოდება "ჩვენება"... ის ამბობს "კვალად ვიხილე". კვალად, ე.ი. მას ეს ჩვენება არაერთხელ ჰქონდა. იხილა წმიდათა დასი და შუაში, როგორც დილის ცისკარი, როგორც დილის ნათება - ბრძანდებოდა მეფე თამარი. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ წმინდანთა შორის მრავალი ვიცანიო და ისინი ყველანი ერთხმად ამბობდნენ: აღდგება საქართველოო! და ხელში ეჭირათ ოქროს ფიცრები და იმ ფიცარზეც ეწერა: აღდგება საქართველო!

ღმერთმა ინებოს, რომ აღდგეს საქართველო, გაძლიერდეს და გამთლიანდეს! წმინდა მეფე თამარის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat