ღმერთმა ორივე გვირგვინი მიანიჭა - მეფისა და წმიდანისა
ღმერთმა ორივე გვირგვინი მიანიჭა - მეფისა და წმიდანისა
საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს წმინდა მეფის, თამარის ხსოვნას - 1 (14) მაისს და აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს. ამ ორ დღეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეკლესია უმშვენიერეს ბაღს რომ შევადაროთ, თამარ მეფე სადედოფლო ვარდივით დაამშვენებდა მას. ვინც მის სახელს წარმოთქვამს, თამარის მიერ აშენებულ მონასტერთა, კლდეთა მწვერვალებზე აღმართულ სამლოცველოთა, ქალაქებსა და სოფლებში აგებულ ტაძართა, ვით ზეციურ ყვავილთა კეთილსურნელებას შეიგრძნობს და ქრისტეს მტრებზე გამარჯვების მაუწყებელი ზარების რეკვა ესმის. მსოფლიოს ბევრმა ხალხმა თავის სიმღერებსა და თქმულებებში მაისს წელიწადის უმშვენიერესი თვე უწოდა.Mმის პირველ დღეს საქართველოს ეკლესია უძღვნის დიდ თამარს. იქნებ იმიტომ, რომ მისი მეფობა საუკეთესო დროება იყო საქართველოს ცხოვრებაში. ეკლესია თამარს ახსენებს აგრეთვე მენელსაცხებლე დედებთან, იმ ადამიანებთან ერთად, მოციქულებივით რომ მიატოვეს ყოველივე ამქვეყნიური და ქრისტეს შეუდგნენ.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მენელსაცხებლე დედათა ხსნების დღეს იქადაგა:

"დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია - ხსენება იმ მენელსაცხებლე დედათა, რომელნიც უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს დღედაღამ ემსახურებოდნენ, მის ქადაგებებს ისმენდნენ და ყოველივეს ღრმად ინახავდნენ. დღეს არის დღესასწაული წმინდისა მარიამ მაგდალინელისა, რომელიც სოფელ მაგდალადან იყო და ზედწოდებაც აქედან მიიღო. ეს ის მარიამია, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა. სწორედ მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მოციქულებთან დააბარა, რომ მათ გალილეაში შეხვდებოდა. მარიამ მაგდალინელთან ერთად ვახსენებთ სხვა დედებსაც, სახელდობრ მარიამ კლეოპას, ანუ კლეოპას მეუღლეს. ეს ის კლეოპაა, რომელსაც იესო ქრისტე გამოეცხადა, მენელსაცხებლე დედათა შორის იყვნენ იოანა, სალომეა, მართა, მარიამი, სუსანა და მრავალი სხვა. საოცარი იყო მათი რწმენა და თავდადებული სიყვარული იესოსადმი. მაშინ, როცა მაცხოვრის ჯვარცმისას მოციქულები შეშინდნენ, მენელსაცხებლე დედებმა შიშს სძლიეს და არ განშორდნენ იესო ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ისინი ჯვარცმისას დედა ღვთისასთან ერთად იდგნენ გოლგოთის მთაზე და ელოდებოდნენ. ამ მენელსაცხებლე დედებმა იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავიანთი ოჯახები დატოვეს და სახარების საქადაგებლად წავიდნენ. თითქმის ყველა მოწამებრივად აღესრულა, მათთან ერთად დღეს ეკლესია იხსენებს იოსებ არიმათიელსა და მართალ ნიკოდიმოსს; მენელსაცხებლე დედებისაგან განსხვავებით მათ ეშინოდათ და იესო ქრისტეს საიდუმლოდ დაემოწაფნენ. ისინი სინედრიონის ანუ იმ საბჭოს წევრები იყვნენ, რომელნიც ერისა და სახელმწიფოს საქმეებს წყვეტდა. მიუხედავად მაღალი მდგომარეობისა, მათ იესო ქრისტეს თავისუფლად აღიარებისა ეშინოდათ და როგორც სახარებიდან და საღმრთო გადმოცემებიდან ვიცით, ქადაგების მოსასმენად ქრისტესთან ღამღამობით მიდიოდნენ. მათ ირწმუნეს, რომ იესო ნაზარეველი იყო ქრისტე - ძე ღვთისა, მესია. იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა საოცარი ფერიცვალება განიცადეს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მაშინ, როცა შეშინებულმა მოციქულებმა იესო დატოვეს, ისინი პილატესთან მივიდნენ და აღიარეს რა ქრისტე როგორც მოძღვარი და მასწავლებელი, თამამად სთხოვეს ნებართვა მისი გვამის ჯვრიდან ჩამოხსნისა. პილატემ მართლაც დართო ნება და როგორც სახარება გვამცნობს, იოსებ არიმათიელმა იესო ქრისტე დაასაფლავა აკლდამაში, რომელიც კლდეში თავისთვის ჰქონდა გამოკვეთილი.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგრეთვე წმინდა კეთილმორწმუნე დედოფალ თამარს. მისი ხსენება მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულს უკავშირდება, რადგან მთელი თავისი სიცოცხლე და ღვთისგან მიმადლებული ნიჭი მან უფლისა და მშობელი ერის სამსახურს შესწირა. თამარ მეფემ ბევრი რამ გააკეთა ჩვენს ერში რწმენისა და სიყვარულის განსამტკიცებლად. როგორც ვიცით, თამარს იმდენად არარაობად მიუჩნევია მეფის გვირგვინი ზეციურ, უკვდავ გვირგვინთან შედარებით, რომ მონაზვნობა მოუწადინებია, მაგრამ სწორედ მისი რწმენის, სიყვარულისა და თავმდაბლობის გამო ღმერთმა ორივე გვირგვინი მიანიჭა - მეფისა და წმიდანისა.

თავისი მოღვაწეობის მანძილზე კეთილმორწმუნე მეფემ მრავალი ტაძარი ააშენა და მრავალიც განაახლა. მტერთან შებრძოლების წინ იგი ჯარს უპირველესად მონასტერში მიიყვანდა, მოძღვრებს აზიარებინებდა და ჯვრით ხელში ფეხშიშველი გააცილებდა, დალოცავდა, შემდეგ მონასტერში ბრუნდებოდა და მანამ ლოცულობდა, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა.

დღეს ყოველმა ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას აკეთებს დღეს და რა ელის მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისათვის, მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. ზოგს ნეტარებად მიწიერი დოვლათის დაგროვება მიაჩნია, ზოგს ცოდნისა და განათლების შეძენა, ზოგსაც მაღალი თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, ყოველივე ეს მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი. მაშ რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება? თვითონ უფალი გვეუბნება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი", ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული, ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა, და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს.

ჩვენთვის რომ თვალები აეხილა, უფალმა ბევრს მისცა მატერიალური დოვლათი; მადლობა ღმერთს, დღეს ლუკმაპური არავის უჭირს, მაგრამ დაგვარწმუნა, რომ ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე სულიერ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტომ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ადამიანისათვის სწორი სარწმუნოების სწავლებაა.

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მართალი სარწმუნოების სწავლებისა. ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat