წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა მირქმის ანუ მიგებების დღესასწაულსა ზედა
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა მირქმის ანუ მიგებების დღესასწაულსა ზედა
აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, დადგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულისა უფლისასა (ლუკა 2, 22-23).


თუმცა მთელი ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ყოველი მისი სიტყვა, თითოეული ნაბიჯი, იყო დიდი, ამაღლებული, ღვთაებრივი, სახე და მაგალითი წმინდა ცხოვრებისა, გარნა წმინდამან ეკლესიამან ქრისტეს ცხოვრებისაგან გამოარჩია მხოლოდ რაოდენიმე, უმეტესად შესანიშნავნი და აღმაშენებელნი, და სავსენი სწავლითა და ღვთაებრივითა მაგალითითა გარემოებანი ანუ შემთხვევანი, მაგალითად: - მისი შობა, ნათლის-ღება, ფერისცვალება, ამაღლება და სხვა, და დააწესა, ანუ განაჩინა მათთვის საკუთარნი დღენი დღესასწაულად ერთი ამის მსგავსთაგანი შემთხვევა იესო ქრისტეს ცხოვრებისაგან იყო მირქმა, ანუ მიგებება ჩჩვილისა იესოსი ტაძარსა შინა სვიმეონ მართლისა: - აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა... და მან, სვიმეონმან მიირქვა მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა.

რით არის შესანიშნავი ესე გარემოება, რას გვასწავლის, რა მაგალითს და დარიგებას გვაძლევს ეს შემთხვევა? იგი გვასწავლის ჩვენ ქრისტიანეთა, რა მტკიცედ და ერთგულად, და რა სასოებით უნდა ვასრულებდეთ საღმრთოისა სჯულსა.
ამ დიდსა და ფრიად საჭიროსა ჭეშმარიტებასა გვასწავლის დღეს, პირველად თვით უფალი იესო ქრისტე, თუმც იგი მაშინ იყო ჩჩვილი; მერმე - ყოვლადწმინდა დედა მისი, მამად წოდებული იოსებ, მართალი სვიმეონ და, ბოლოს, მოხუცებული ქვრივი ანნა, და გვასწავლიან არა სიტყვიერად, არამედ თვით საქმითა და მოქმედებითა თვისითა, რომელიც არის უმტკიცესი სიტყვისა.

აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს ჰსჯულსა უფლისასა. ებრაელთა ჰქონდათ ღვთისგან მიცემული წესი, რათა ყოველი პირმშო ვაჟი წარედგინათ მშობელთა მათთა ტაძარსა შინა, შეწირვად ღვთისადმი მსხვერპლის შეძლებისდაგვარად, ზედ - მიღებად ღვთისაგან მადლისა და კურთხევისა.

ამა საღმრთოსა ჩვეულებას აღსრულებენ დღეს უთუოდ წმინდა მარიამი და იოსები. რადგანაც იყვნენ ღარიბნი, მათ მეტის შეწირვა არ შეეძლოთ, და შესწირეს მხოლოდ ორი ტრედის მართვენი.

ამ ჟამად წმინდა სვიმეონ, მოხუცებული უმეტეს ასის წლისა, მიეგება ყრმასა იესოს, აღიყვანა იგი მკლავთა ზედა თვისთა და აკურთხა იგი. ახლა იფიქრე, ძმაო, და წარმოიდგინე, რა საკვირველი და ამაღლებული მაგალითია ეს ყოველსა კაცისათვის. უფალი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა, რა საჭირო იყო მისთვის წარდგინება ტაძრად და მსხვერპლად შეწირვა, მსგავსად ერთისა ცოდვილის კაცის შვილისა.

გარნა იმან დაიმდაბლა თავი თვისი და დაემორჩილა სჯულსა იმას, ცოდვილთა კაცთათვის დაწესებულსა, რათა გვასწავლოს ჩვენ მორჩილება და აღსრულება სჯულისა. ამაზედ კიდევ ის აზრიც დაუმატე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მისთვის მოვიდა ქვეყანაზე, რათა გააუქმოს ძველი სჯული და ყოველნი მისნი წესნი, რომელნი მხოლოდ დროებით იყვნენ მიცემულნი კაცთათვის; და ნაცვლად მისა მოგვცეს ჩვენ ახალი, უმაღლესი და უწმინდესი სჯული.

მაშასადამე, რაღა საჭირო იყო აღსრულება ძველისა ამის ჩვეულებისა, რომელიც მალე უნდა გაუქმებულიყო? გარნა, ვინაიდგან ძველი იგი სჯული არ იყო ჯერედ გაუქმებული, მაცხოვარი დაემორჩილა სჯულსა მას და აღასრულა იგი. აჰა, დიდი მაგალითი ყოვლისა კაცისათვის! ამით იგი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენცა პატივს-ვსცემდეთ ყოველსა სჯულსა.

დიდი არს ფრიად ეს მაგალითი ჩვენთვის! სჯულის დამორჩილება, ერთგულად და სასოებით აღსრულება ყოვლის საღმრთო ჩვეულებისა და წესისა, არის დედა-ბოძი, როგორათაც სულიერის, ზნეობითის წარმატებისა, ეგრე მსგავსადვე ამ სოფელში მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრებისა. სჯულის დამორჩილება და პატივის ცემა მისთვის არის საძირკველი და ბოძი სულიერი წარმატებისა, რომელ იგი აღვირს უსხამს ვნებათა და ცოდვათა ჩვენთა. მით კაცი მიეჩვევა წესიერებას, რიგიანობას, სიტყვაში და საქმეში.

თუ შენ, ძმაო, ერთგულებით აღასრულებ ყოველთა ქრისტიანულ წესთა, დღესასწაულებს არ შეურაცხყოფ, არამედ საყდარში მოხვალ და წირვა-ლოცვას მოისმენ, მარხვებს არ დაივიწყებ, თავის დროზედ ეზიარები, თავის დროზედ სხვათა მოთხოვნილებათა სულიერთა და წესთა აღასრულებ, მით შენ გამაგრდები და განმტკიცდები ქრისტიანულსა ცხოვრებასა შინა. ყოველი ქრისტიანული წესი, მარხვა, წირვა-ლოცვის მოსმენა, აღსარება, ზიარება, მონათვლა, ზეთის კურთხევა, სასოებით აღსრულებულნი, განაახლებენ და განამტკიცებენ შენს გულში ღვთის მადლსა, სასოებასა, და თუ ესენი არ მიგაჩნია, ან უსასოდ აღასრულებ, ანუ გვიან, გვიან გაგახსენდება, შენ, სასოება მოგაკლდება, გული გაგიცივდება, მაშასადამე, ცოდვა განძლიერდება შენს გულში, უმჯობესი კერძო შენი ბუნებისა დასუსტდება, ხოლო უარესი განძლიერდება.

მსგავსივე ამისა ითქმის თვით სოფლიურის, ხორციელის ცხოვრებისათვის, რომელიც კაცი პატივის-მცემელია სამოქალაქო სჯულისა, ეშინია და არ უყვარს მათი დარღვევა, რაც ჰმართებს მას სჯულით, კანონით, იმას ყოველთვის აღსრულებს ერთგულად, იმ კაცის ცხოვრება რიგიანია და წესიერი და სასარგებლო ქვეყნისათვის.
ის ქვეყანა, რომელშიაც ჰსუფევს საზოგადოებაში პატივის-ცემა და მორჩილება სჯულისა, უფრო მშვიდობიანი და წარმართებულია. იქ მძლავრი კაცი ვერ დასჩაგრავს სუსტს; სიმართლე არაოდეს არავის დაეკარგება. მაგალითებრ, სამოქალაქო სჯულით, წესით, ყოველი საქმე და სიმართლე უნდა დამტკიცდეს ფიცით.

ახლა თუ რომელიმე ქვეყანაში ყოველთა მცხოვრებთა აქვსთ პატივი ამ კანონისა, ფიცს არაოდეს არ დაარღვევენ, იქ ყოველი კაცი მოსვენებულია, იცის, რომ მისი სიმართლე არ დაიკარგება, იმას ვერავინ ვერ დასჩაგრავს.

გარნა წარმოიდგინე მეორე სახე, წარმოიდგინე, რომ რომელიმე ქვეყანაში ისე გაფუჭდა ზნეობა, რომ ფიცი აღარაფრად მიაჩნიათ, ერთს და იმავე საგანზედ და კითხვაზედ ხუთი ანუ ექვსი დაფიცებული პირი ანბობს - "ჰო"! და სხვები დაფიცებული პირნი ანბობებ - "არა"!

რაღა მშვიდობა უნდა იყოს იმ ქვეყანაში და წარმატება? თუ ამისთანა ჩვეულება თანდათან განმტკიცდა, იმ ქვეყანაში პატიოსანს და მართალს კაცს ცხოვრებაც აღარ შეუძლია. უმჯობესია, ტყეში იცხოვროს კაცმა პირუტყვებთან, ვიდრე - ამისთანა საზოგადოებაში.

ამისთვის გახსოვდეს, ძმაო, ჩემო მსმენელო, რა დიდი მაგალითი გვაჩვენა დღეს მაცხოვარმან: - ერთგულებით უნდა ვასრულებდეთ სჯულსა, პატივი და მორჩილება გვქონდეს ყოველი კანონისა. თვით ჩვენი სულიერი და ქვეყნიერი, ხორციელი წარმატება და ბედნიერება მოითხოვს ამას. ამინ!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat