კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ
კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ
ყველა სიცოცხლე, ადამიანის სიცოცხლის ჩათვლით, ჩასახვისთანავე იწყება
კვლავად აბორტის შესახებ გვიწევს საუბარი, რადგან თანამედროვე საზოგადოება ამ პრობლემის წინაშე დგას, თანაც აღელვებს აგდებული, ინდეფერენტული დამოკიდებულება, ფანატიზმი და უკიდურესობები. ჩვენ გვაინტერესებს მათ შორის მოქცეული სიმართლე, რომელიც არ ჩანს, უფრო სწორად, არ უნდათ, რომ გაიგონ, იმიტომ, რომ არ აწყობთ; იმიტომ, რომ დისკომფორტის შემომტანია მათ ცხოვრებაში. არადა, მათ ერთი მთავარი მომენტი ავიწყდებათ, პავლე მოციქული ყველა ჩვენგანს გვაფრთხილებს: "თავს ნუ მოიტყუებთ, ვერცა მპარავნი, ვერცა მკვლელნი, ვერცა მრუშნი... ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს". დიახ, ვერცა მკვლელნი! არანაირი აბორტი: რწმენას, რომ ჩანასახი სრული ადამიანია, ბიბლია სრული არგუმენტაციით პასუხობს:

1. მუცელში მყოფები მოიხსენებიან "ყრმებად", იგივე სიტყვა გამოყენებულია ყრმებისა და პატარა ბავშვებისთვის (ლუკ. 1:41; 44; 2:12; 16; გამოსვ. 21:22), და ხანდახან მოზარდებისთვისაც (1 მეფეთა 3:17).

2. მუცელში მყოფი ყრმა შექმნილია ღვთისაგან (ფს. 138:13) ისევე, როგორც ღმერთმა შექმნა ადამი და ევა თავის ხატად და მსგავსად (დაბ. 1:27).

3. მუცელში მყოფი ყრმის სიცოცხლეც დაცულია და მისი ხელყოფა ისეთნაირადვე ექვემდებარება დასჯას (გამოსვ. 21:22), როგორც მოზრდილის ხელყოფა (დაბ. 9:6)

4. ქრისტე მარიამის წიაღში ჩასახვისთანავე ადამიანი იყო (ღმერთკაცი) (მათ. 1:20-21; ლიკ. 1:26-27).

5. ღვთის ხატება შეიცავს "მამაკაცსაც და დედაკაცსაც" (დაბ. 1:27), და მეცნიერული ფაქტია ის, რომ მამაკაცურობაც და დედაკაცურობაც (სქესი) განსაზღვრულია ჩასახვისთანავე.

6. მუცელში მყოფი ბავშვი ფლობს პერსონალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ცოდვა (ფს. 50:5) და სიხარული, ის, რაც ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

7. პერსონალური სახელებია გამოყენებული მუცელში მყოფი ბავშვების აღსაწერად (იერემ. 1:5, მათ. 1:20-21) ისევე, როგორც სხვა ადამიანებისთვის.

8. მუცელში მყოფ ყრმას ეთქვა, რომ ის გაგებულია (ცნობილია) ახლოს და პერსონალურად ღვთისგან, როგორც ის იცნობს ყველა სხვა ადამიანს (ფს. 138:15-16; იერემ. 1:5).

9. მუცელში მყოფი ყრმა მოწოდებულიც კია ღვთისაგან დაბადებამდე (დაბ. 25:22-23; მსაჯ. 13:2-7; ეს. 49:1,5; გალ. 1:15).

ერთად აღებული წერილის ეს მუხლები ეჭვსაც არ გვიტოვებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მუცელში მყოფი ბავშვი ისევეა ღვთის ხატი ანუ ადამიანი, როგორც პატარა ბავშვი და როგორც მოზრდილი. ისინი შექმნილნი არიან ღვთის ხატად ჩასახვისთანავე, და მათი დაბადებამდელი სიცოცხლე ძვირფასია ღვთის თვალში და დაცულია მისი კანონით.

არაბიბლიური არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანასახი განვიხილოთ, როგორც სრული ადამიანი
არაბიბლიური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ დაბადებამდელი სიცოცხლე არის სრულად ადამიანური, იყოფა ორ კატეგორიად: მეცნიერულად და სოციალურად.

მეცნიერული მონაცემები ნაყოფის ადამიანურობის დასამტკიცებლად - თანამედროვე მეცნიერებამ შეძლო ჩაეხედა ქალის წიაღში და შედეგად, დღეს გაცილებით გამოკვეთილი მონაცემები გვაქვს, ვიდრე ოდესმე იმასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდუალური ადამიანური სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე ანუ განაყოფიერებისას.

გენეტიკური ფაქტია, რომ ადამიანის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი 100 პროცენტით ადამიანია. განაყოფიერებისთანავე მთელი გენეტიკური ინფორმაცია სახეზეა. ინდივიდუუმის სრულ ფიზიკურ მახასიათებლებს შეიცავს გენეტიკური კოდი, რომელიც ჩასახვისთანავე სახეზეა. ბავშვის სქესიც ამ მომენტიდან უკვე განსაზღვრულია. ქალის კვერცხუჯრედს აქვს მხოლოდ 23 ქრომოსომა. კაცის სპერმას - ასევე 23 ქრომოსომა, თუმცა ნორმალურ მოზრდილს აქვს 46 ქრომოსომა. ჩასახვისთანავე, როდესაც მამაკაცის სპერმა და ქალის კვერცხუჯრედი ერთდება, ახალი 46-ქრომოსომიანი ადამიანი ისახება. ამ ახალ ადამიანს ჩასახვიდან სიკვდილამდე არანაირი სხვა ახალი გენეტიკური ინფორმაცია აღარ ემატება - მხოლოდ საჭმელი, წყალი და ჟანგბადი.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიონალურ მოსმენაზე 1981 წელს მეცნიერმა ექსპერტებმა მსოფლიოს ქვეყნებიდან განაცხადეს ინდივიდუალური სიცოცხლის დასაწყისის შესახებ:

ბიოლოგიაში და მედიცინაში მიღებული ფაქტია, რომ სიცოცხლე ყოველი ინდივიდუალური ორგანიზმისა, რომელიც მრავლდება სქესობრივი რეპროდუქციის გზით, იწყება ჩასახვისთანავე ანუ განაყოფიერებისთანავე (დოქ. მიხელინი, მ. მათეუს-რუთი).

ის ფაქტი, რომ განაყოფიერების შემდეგ სახეზეა ახალი ადამიანი ანუ ცოცხალი არსება, უკვე აღარ არის დავის საგანი. ადამიანური არსების ადამიანური ბუნება ჩასახვიდან მოხუცებულობამდე არის არა მეტაფიზიკური განცხადება, არამედ ცხადი ექსპერიმენტული მონაცემი (ჯერომ ლეჯუინი).

ახლა ჩვენ გარკვეულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი, თუ როდის იწყება სიცოცხლე, უკვე აღარ არის თეოლოგიური და ფსიქოლოგიური კამათის საგანი. ეს არის დადგენილი მეცნიერული ფაქტი. თეოლოგებსა და ფილოსოფოსებს შეუძლიათ კვლავ გააგრძელონ დავა სიცოცხლის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე, მაგრამ დადგენილი ფაქტია, რომ ყველა სიცოცხლე, ადამიანის სიცოცხლის ჩათვლით, იწყება ჩასახვისთანავე (დოქ. ჰიმიე გორდონი).

თანამედროვე ფიტოლოგიამ შუქი მოჰფინა ზოგიერთ გასაოცარ რამეს ნამცეცა ადამიანის ზრდის შესახებ დედის მუცელში. შემდგომი შეჯამება წარმოადგენს ცოცხალ და შთამბეჭდავ სურათს დაბადებამდელი ბავშვის სრულ ადამიანურობაზე (ამ შემთხვევაში გოგონაზე).

პირველი თვე - აქტუალიზაცია

ჩასახვა - ყველა მისი ადამიანური მახასიათებელი სახეზეა. ის ინერგება ანუ "ბუდეს იკეთებს" დედის საშილოსნოში (ერთი კვირა), მისი გულის კუნთები იწყებს პულსაციას (სამი კვირა), თავი, მკლავები და მუხლები ფორმას იღებს.

მეორე თვე - განვითარება

უკვე შესაძლოა მისი ტვინის ნაოჭების შემჩნევა (ორმოცი-ორმოცდაორი დღე).

ცხვირი, თვალები, ყურები და ფეხის თითები იკვეთება.

მისი გული ფეთქავს, სისხლი კი (საკუთარი ტიპი) მოძრაობას იწყებს. ჩონჩხი ვითარდება.

მას აქვს საკუთარი უნიკალური თითის ანაბეჭდები. ის მგრძნობიარეა ტუჩებთან შეხებაზე და უჩნდება რეფლექსები. მისი სხეულებრივი სისტემები სახეზეა და ფუნქციონირებს.

მესამე თვე - მოძრაობა

ის ყლაპას, თვალებს აფახულებს და ცურავს.

ეჭიდება თავის ხელებს, ამოძრავებს ენას.

მას თავისი ცერა თითის (ხელის) წოვა შეუძლია.

შეუძლია შეიგრძნოს ორგანული ტკივილი (VIII-XIII კვირა).

მეოთხე თვე - ზრდა

მისი წონა იზრდება ექვსჯერ (ერთნახევარი დაბადების წონისა).

სიგრძე ხდება 18-დან 23 სანტიმეტრამდე.

მას შეუძლია გაიგოს თავისი დედის ხმა.

მეხუთე თვე - სიცოცხლისუნარიანობა

ვითარდება მისი კანი, თმა და ფრჩხილები.

ის ხედავს სიზმრებს.

შეუძლია ყვირილი (თუ ჰაერია).

შეუძლია სიცოცხლე საშვილოსნოს გარეთაც.

ის თავისი დაბადების თარიღის მხოლოდ ნახევარ გზაზეა.

KARIBCHEეს მახასიათებლები ადამიანური ემბრიონის ვინაობას შეუცდომლად აქცევს. ადამიანის ემბრიონი არ არის არც მინერალი, არც ბოსტნეული და არც ცხოველი. ის სრული ადამიანია.

სოციალური მონაცემები ნაყოფის ადამიანურობის შესახებ - დამატებით ბიბლიური და მეცნიერული მონაცემებისა, არსებობს მრავალი სოციალური არგუმენტი მუცელში მყოფი ბავშვის ადამიანური უფლებების დასაცავად. მოვიყვანოთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი.

არავინ კამათობს იმაზე, რომ ადამიანის ემბრიონს ჰყავს ადამიანი მშობლები. მაშინ რატომ უნდა ამტკიცოს ვინმემ, რომ ადამიანის ემბრიონი არ არის ადამიანი? არც ერთ ბიოლოგს არ უძნელდება განსაზღვროს მუცელში მყოფი ღორი, როგორც ღორი, და მუცელში მყოფი ცხენი, როგორც ცხენი. მაშინ რატომ უნდა განისაზღვროს მუცელში მყოფი ადამიანი რაიმედ და არა ადამიანად?

ადამიანური სიცოცხლე არასოდეს წყდება და არც ახლიდან იწყება. არსებობს ადამიანური სიცოცხლის განგრძობადობა თაობიდან თაობაში, მშობლიდან შვილში. ადამიანური სიცოცხლის ეს მდინარება შეუწყვეტელია. ახალი ინდივიდუალური ადამიანური სიცოცხლის გზა ჩნდება ჩასახვის მეშვეობით. შესაბამისად, ახალი სიცოცხლე, რომელიც ჩნდება ამ წერტილში, ისეთივე ადამიანურია, როგორც მისი მშობლებისა. სხვანაირად, ადამიანური სიცოცხლე იქნებოდა წყვეტილი ჩასახვასა და დაბადებას შორის (ანდა მანამდე, სანამ ის კვლავ დაიწყებოდა).

თანამედროვე ფიტოლოგიის მამა, დოქ. ა. ლილეი, აღნიშნავდა, რომ "ერთი და იგივე ბავშვია ის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ დაბადებამდეც და მას შემდეგაც, რომელიც დაბადებამდე შესაძლოა იყოს ავად და საჭიროებდეს დიაგნოზს და მკურნალობას, ყველა სხვა პაციენტის მსგავსად". ე.ი. თუ ის ერთი და იგივე ბავშვია და იგივე პაციენტია დაბადებამდე და დაბადების შემდეგაც, მაშინ ის ისეთივე ადამიანია დაბადებამდე, როგორიც მას შემდეგ.

თანამედროვე მედიცინამ შესაძლებელი გახადა სიცოცხლე ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის დედის წიაღის გარეთ. ზოგიერთი ოცი კვირის ჩანასახი გადარჩა, მაგრამ თუ ისინი ადამიანები არიან, როდესაც საშოდან გარეთ გამოდიან ხუთი თვისები, მაშინ ისინი ადამიანები უნდა იყვნენ მაშინაც, როცა არ გამოდიან და დედის წიაღში რჩებიან, და აღარ არსებობს საფუძველი მათი კვლისათვის ცხრა თვემდე, რასაც აშშ-ის კანონი უშვებს. ეს წინააღმდეგობა განსაკუთრებით დრამატულ სახეს იღებს თანამედროვე ჰოსპიტლებში, სადაც ექიმთა პერსონალი ერთ ოთახში ყველა ღონეს ხმარობს, რათა გადაარჩინოს ხუთთვიანი ნაადრევად დაბადებული, მაშინ, როდესაც მეორე ოთახში სხვებს შეუძლიათ (აბორტით) მოკლან ბავშვი.

KARIBCHEყველა არგუმენტი აბორტის სასარგებლოდ თანაბარმნიშვნელოვნად ეხება ასევე ყრმათაკვლასა და ევთანაზიას. თუკი მუცელში მყოფი ბავშვის მოკვლა შეიძლება სიმახინჯის, სიღატაკის ანდა არასასურველობის მიზეზით, მაშინ ყრმებსაც და ასაკიანებსაც იმავენაირად შეგვიძლია მოვექცეთ. არ არსებობს რეალური განსხვავება აბორტს, ყრმათაკვლასა და ევთანაზიას შორის - ყველა მათგანს ჰყავს იგივე პაციენტი, აქვს იგივე პროცედურა და იგივე მიზანი; შედეგი კი ერთია.

ცივილიზაციის დასაწყისშივე აბორტი მრავალი საზოგადოებისა და მორალისტის მიერ მცდარად იყო გამოცხადებული, ქრისტიანული იქნებოდა ის თუ წარმართული. ჰამურაბის კანონებში (ძვ. წ.აღ. მეთვრამეტე საუკუნე) შედიოდა სასჯელი თუნდაც არაგანზრახულ მუცლის მოწყვეტაზე. მოსეს კანონი (ძვ. წ.აღ. მეთექვსმეტე საუკუნე) ერთნაირად სჯიდა ბავშვის და დედის დამზიანებელს. თიგლათ ფალასარი, სპარსელი (ძვ.წ.აღ. მეთორმეტე საუკუნე) სჯიდა ქალს, რომელიც ძალით იწვევდა აბორტს. ბერძენი მკურნალი ჰიპოკრატე ეწინააღმდეგებოდა აბორტს და ფიცს დებდა: "მე არასოდეს მივცემ სასიკვდილო წამალს ვინმეს, რომც მთხოვდეს, და არც რჩევას ამის მისაღწევად. ასევე მე არ მივცემ ქალს მუცლის მოსაწყვეტ წამალს". სენეკაც კი, რომლის სტოიკოსი თანამემამულეებიც იძლეოდნენ აბორტის ნებას, აქებდა თავის დედას, რომელმაც აბორტი არ გაიკეთა მასზე ფეხმძიმობის დროს. წმინდა ავგუსტინე (მეოთხე საუკუნე), თომა აქვინელი (მეცამეტე საუკუნე) და ჟან კალვინი (მეთექვსმეტე საუკუნე) - ყველა მათგანი აბორტს ამორალურ საქციელად თვლიდა. ინგლისური ზოგადი კანონი მოითხოვდა სასჯელს აბორტის შედეგად სიცოცხლის შეწყვეტისათვის, ისევე როგორც ამას აკეთებდა ადრეული ამერიკული კანონი. ფაქტია, რომ 1973 წლამდე კანონები თითქმის ყველა შტატში ეწინააღმდეგებოდა აბორტს.

ვინმეს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია, რაც დაფუძნებულია გარემოებრივ საკითხებზე, როგორებიცაა: ზომა, ასაკი, ადგილმდებარეობა, ანდა ფუნქციონალური უნარი - მორალურად მცდარია. ეს სწორედ ის საფუძვლებია, რომელზე დაყრდნობითაც აბორტის მომხრეები მუცელში მყოფ ბავშვს ადამიანურობას მოკლებულად თვლიან. იმავე საფუძვლით ჩვენ შეგვიძლია დისკრიმინაცია გავუწიოთ პიგმეებს, ვინაიდან ისინი ძალზე მომცრონი არიან ანდა უმცირესობებს საცხოვრებელი ადგილის გამო. მაშინ რაღატომ უნდა გავუწიოთ დისკრიმინაცია ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ დედის მუცელში ცხოვრობენ? ასევე შეგვიძლიადისკრიმინაცია გავუწიოთ ფიზიკური ნაკლის მქონეებს ანდა მოხუცებულებს, რადგანაც მათ აკლიათ გარკვეული ფუნქციონალური უნარ-ჩვევები. და კიდევ, თუ ჩვენ შეგვიძლია, მოვწყვიტოთბავშვები ადამიანების საზოგადოებას, ვინაიდან ისინი არასასურველები არიან, მაშინ რატომ აღარ უნდა მოვიშოროთ საზოგადოების სხვა არასასურველი სეგმენტები, როგორებიც არიან შიდსის მსხვერპლნი, ნარკომანები ანდა უპატრონოები?

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat