ყოველი ნარკომანი და ნარკოტიკების გამსაღებელი ბოროტის მსახურებაშია
ყოველი ნარკომანი და ნარკოტიკების გამსაღებელი ბოროტის მსახურებაშია
სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის, ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება, გათავისუფლება

თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. მართლმადიდებლობაში ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვისგან გათავისუფლებაა, მაგრამ ამ თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო და უპირველესად საკუთარ თავთან, მასში ფესვგამდგარ მანკიერებებთან. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს. ეს ილუზიაა. ნარკოტიკი ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი რჩება და, რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული. ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ სურვილის მიუხედავადაც, ვეღარ ანებებს მას თავს და იტანჯება.

ნარკომანია ძალიან ახლოსაა საზარელ ცოდვასთან - თვითმკვლელობასთან, ჯადოქრობასთან, შავ მაგიასთან, სპირიტიზმთან, ანუ ყველაფერთან, რასაც ,,მიღმურ სამყაროსთან" - ბნელეთის სულებთან აქვს კავშირი. ჯადოქრები ამ ბანგს თავიანთ ,,ღმერთებთან" ანუ ეშმაკთან დაუბრკოლებელი ურთიერთობისთვის ხმარობდნენ. ადამიანის სურვილი, მიიღოს ისეთი ნივთიერება, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განაცდევინებს და უცნობ იდუმალ ქვეყანას დაანახვებს, არის დაცემულ სულთა გამოხმობა. კაცი მზადაა, თავისი გრძნობები, სული მათ დაუმონოს, ოღონდ კი რაღაც ,,საინტერესო", უჩვეულო, სასიამოვნო გამოსცადოს. საერთოდ, ადამიანი თავისი ცხოვრების წესით ან ღმერთს ემსახურება, ან ბოროტს... უდავოა, ყოველი ნარკომანი და ნარკოტიკების გამსაღებელი ბოროტის მსახურებაშია. იმ დღიდან, რაც ადამიანი იგემებს ნუგბარის სახით ეშმაკისგან შეთავაზებულ შხამიან ნაყოფს, მის ცხოვრებას ერთი მიზანი აქვს - როგორმე კვლავ აღმოჩნდეს იმ ,,სამეფოში", რომლის კარსაც ნარკოტიკი აღებს და ,,ვარდისფერი ნისლით" მოცულ სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ მალე დემონები ამ ნუგეშსაც სტაცებენ - ნარკოტიკების მიღების სურვილი მატულობს, დოზა იზრდება, მის გარეშე არსებობა ძნელდება, საამო შეგრძნება კი პირვანდელ ხიბლს კარგავს, ქრება და ამ ,,ვარდისფერი ნისლის" მიღმა თანდათანობით ჩნდება ეშმაკის მახინჯი, საშინელი სახე. მაშინ კი ის აღარ ეფერება და ეპირფერება მსხვერპლს, პირიქით, აშკარად დასცინის, უმოწყალოდ თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც ჩააგონებს - ეშმაკის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ისაა, სამუდამოდ დაიმონოს სული.

და მაინც, საიდან იწყება ნარკომანია?

დღეს ყოველი ახალგაზრდა ბავშვობიდანვე ეზიარება მრავალ მძიმე ცოდვას, ყველგან ქრისტეს უარყოფას აწყდება, შორსაა ეკლესიისგან და უდგება მძიმე შინაგანი კრიზისი: სულს თითქოს ლოდივით აწევს მოუნანიებელი ცოდვები, მაგრამ სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის, ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება, გათავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა აიძულებს, ეძებოს საშუალება ამ სიმძიმისგან თავის დასახსნელად, მოიშოროს თავიდან მოუნანიებელი ცოდვები, გაექცეს მომქანცავ სინდისის ქენჯნას, იპოვოს რაღაც ილუზორული, ფანტასტიკური სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს და არც საწუხარი.

მორწმუნე ადამიანი წარმავალ წუთისოფელში ყოველ ჭირსა და მწუხარებას იმისთვის ითმენს, რომ საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდროს. მან იცის, რომ იქ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ამ ბიწიერ წუთისოფელში შეურყვნელად გამოატარა სული. ნარკომანი ყიდის სულს, მარადისობას - ,,ვარდისფერ ნისლზე." მას უკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი ,,სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; განზე დგომა ურჩევნია ომის დროს ბუჩქებში დამალვას. დაძინებას ლამობს, რათა ვერაფერი დაინახოს და ვერაფერი გაიგონოს, მაგრამ სულის ცხონებისთვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით და რაც უფრო ადრე გამოერკვევა კაცი დაბანგული მდგომარეობიდან, რაც უფრო ადრე ჩამოიბერტყავს ჰიპნოზის ჯადოსნურ ხიბლს, მით უფრო მალე შეძლებს ჭეშმარიტებისკენ - უფლისკენ მოქცევას. ნარკომანს უპირველესად თვითონ უნდა გაუჩნდეს სურვილი გადარჩენისა, თორემ სხვათა მცდელობას აზრი არა აქვს. ეს სურვილი რომ მყარი იყოს, ღვთის შემწეობა აუცილებელია, რაც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ლოცვის, აღსარებისა და ზიარების გარეშე ზეაღმყვანელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია. ჩვენი დედაეკლესია მოძღვრული თანადგომით ეკიდება ნარკომანიის მსხვერპლთ და მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. საბედნიეროდ, დღეს არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მოინდომეს და უფლის დახმარებით შეძლეს კიდეც წლობით გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, გათავისუფლდნენ ნარკოტიკებისგან და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat