ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის ბაგეთაგან მხოლოდ ღვთისთვის სათნო სიტყვები უნდა მომდინარეობდეს
ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის ბაგეთაგან მხოლოდ ღვთისთვის სათნო სიტყვები უნდა მომდინარეობდეს
ადამიანს ცუდადმეტყველებად, ამაოდმეტყველებად ეთვლება ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვის წარმოთქმა, განკითხვა, ბილწსიტყვაობა, ჭორაობა, ცილისწამება. ეს არის ცოდვა - დაუცხრომლობა ენისა, რომელიც იმისთვის მოგვეცა, რომ მისი მეშვეობით წარმოთქმული სიტყვით განვადიდოთ უფალი. თანაც ამაოდმეტყველებაში გასული დრო უქმად, ფუჭადაა გაფანტული, რომელიც შეგვეძლო ღვთისთვის სათნო საქმეთა საკეთებლად გამოგვეყენებინა.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა იოანე ყურაშვილი.

- რას გვასწავლის ეკლესია ცუდადმეტყველების, ამაოდმეტყველების შესახებ?


- "ყოველი სული აქებდით უფალსო", - ბრძანებს დავით ფსალმუნთმგალობელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის ბაგეთაგან მხოლოდ ღვთისთვის სათნო სიტყვები უნდა მომდინარეობდეს. ენის კეთილად დაცვას გვავალებს დავით მეფის მიერ სულიწმინდის შთაგონებით დაწერილი სიტყვებიც: "დააცხრე ენა შენი ბოროტისგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა". ჩვენს მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა და საუბარი არ ქრება უკვალოდ. ყველაფერს სათანადო შედეგი მოჰყვება. ენის კეთილადმეტყველება კეთილ ნაყოფს გამოიღებს და შედეგიც კეთილი მოჰყვება. კეთილის მთქმელი, ღვთის განმადიდებელი ენა, როგორც ანტონ ჭყონდიდელი ბრძანებს: "ანგელოზთა თანა დაიმკვიდრებს და მათსაებრ ღმერთს უგალობს". ცუდადმეტყველი ენის მქონე კი თვითონვე განეშორება უფალს, მის მადლსა და შეწევნას. ავსიტყვაობას და ამაოდმეტყველებას შედეგიც უარყოფითი მოჰყვება, ისევე როგორც ფარისევლის ცუდადმეტყველებას არ გამოუჩნდა კეთილი ბოლო. ფარისეველი ხომ სწორედ ენის დაუცხრომლობის, მოყვასის განკითხვის გამო ვერ გამართლდა უფლის წინაშე და დაისაჯა.

- ზოგჯერ არაკეთილზნეობრივ სიტყვას დაუფიქრებლად, ანგარიშმიუცემლად წარმოვთქვამთ ხოლმე.

- შესაძლოა ასეც მოხდეს, თუმცა არც ეს ჩაივლის უკვალოდ. ადამიანი უფლისაგან იმავე დოზით და საზომით განიკითხება და განისჯება, როგორი სიღრმისეული განცდითაც სჩადის ამა თუ იმ ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეს. ცხადია, ეს ავსიტყვაობას - უხამსი, უშვერი თუ სხვა სახის უკეთური სიტყვების წარმოთქმასაც გულისხმობს, ამიტომ ხმის ამოღებამდე ადამიანს დაფიქრება მართებს.

- ამაოდმეტყველების, ცუდადმეტყველების ერთ-ერთი სახეა ბილწსიტყვაობა. რა იგულისხმება ბილწსიტყვაობაში?

- ბილწსიტყვაობაა გინება, უხამსი, უშვერი სიტყვების წარმოთქმა, უწმაწური საუბრითა და შაირობით თავის შექცევა. ბილწსიტყვაობას ძირითადად არაეკლესიური ადამიანები მიმართავენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთი ამგვარი სიტყვების წარმოთქმას წმინდა ხატებისა და შინ დაბრძანებული სხვა სიწმინდეების წინაშეც არ ერიდება. ეს ღმერთთან დაცილების ბრალია, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, არაეკლესიური ადამიანები საერთოდ არ მიმართავენ ბილწსიტყვაობას-მეთქი, მაგრამ მათი მხრიდან ასეთი რამ გაცილებით იშვიათია. თანაც ეკლესიურ ადამიანში ეს სინდისის ქენჯნას იწვევს, რადგან გრძნობს თავის ცოდვიანობას.

ბილწსიტყვაობის ყველაზე გავრცელებული სახე ჩვენში მაინც დედის გინებაა, არადა საქართველოში დედისადმი დამოკიდებულება ოდითგანვე ყველაზე ფაქიზი იყო. საქართველოში უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ დედას, ღვთისმშობლისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამო იმისათვის, რაც დედა ღვთისამ კაცობრიობას გაუკეთა. დაუდევრობით კი ყოვლადწმინდა დედის სახელს შეურაცხვყოფთ.

სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობა ბავშვებშიცაა გავრცელებული. ბევრ მშობელს და უფროსს ჰგონია, რომ ამით არაფერი შავდება. უხარიათ კიდეც, როდესაც ბავშვი ბილწსიტყვაობს - პატარაა და უხდებაო, არადა უფროსები, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან უწმაწურ სიტყვებს, დიდ ცოდვაში იგდებენ თავს - აბრკოლებენ უმანკო სულებს, ხელს უშლიან ღვთისკენ სწორი გზით სვლაში. უფალი ბრძანებს: თუ ვინმემ დააბრკოლოს ჩემსკენ მომავალი, უმჯობესია, კისერზე ლოდი დაიკიდოს და ისე იაროსო.

თუკი მამაკაცებში ბილწსიტყვაობა გინებითა და უწმაწური სიტყვების წარმოთქმითაა გამოხატული, დედაკაცების ბილწსიტყვაობის ყველაზე გავრცელებული სახეა წყევლა. უფალი კი გვაფრთხილებს და მოგვიწოდებს, ვიყოთ მაკურთხეველნი და მლოცველნი, გვიყვარდეს მოყვასი და შეგვეძლოს მაწყინართა მიტევება და პატიება. შესაძლოა ადამიანს სრულყოფილი სიყვარული არ ჰქონდეს, უჭირდეს მაწყინართა გულით მიტევება და პატიება, მაგრამ წყევლა-კრულვისგან მაინც უნდა შეიკავოს თავი. უფალი არა თუ მაწყევრობას, იმის თქმასაც კი გვიკრძალავს მაწყინართა მიმართ - "ღმერთმა მიუზღოსო", რადგან ესეც ადამიანის უკეთურ სურვილზე მიანიშნებს - მაწყინარს რაიმე ავი, ცუდი საქმე დაემართოს.

- წყევლას ადამიანზე უარყოფითი გავლენის მოხდენა თუ შეუძლია?

- თუკი ადამიანი ეკლესიურია და სათანადო სულიერ სიმაღლეზე დგას, მასზე წყევლა ვერ იმოქმედებს, რადგან იცის და იყენებს ყველა საშუალებას, რომელთა მეშვეობითაც ყოველგვარი ბოროტება დაიძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყევლას მართლაც შეუძლია ადამიანზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, რადგან ბოროტი სული მომარჯვებული და მოწოდებულია, წყევლის სიტყვები იმისკენ მიმართოს, ვისთვისაც წარმოითქმის. წყევლა თვითონ მაწყევარზეც მოქმედებს - მოყვასზე ავის მთქმელი და ავის მსურველი ღვთის წინაშე სცოდავს და უფლისგან სათანადო სასჯელსაც მიიღებს.

წყევლის ყველაზე სასტიკი გამოხატულებაა ხატის წინაშე ადამიანის დაწყევლა, ხატზე გადაცემა. უფალი ხატის წინაშე არათუ მაწყევრობას, ფიცსაც კი გვიკრძალავს, თუკი ამას აუცილებლობა არ მოითხოვს. ვიდრე ადამიანი ესოდენ მძიმე ცოდვას ჩაიდენს, იმაზე მაინც დაფიქრდეს, რომ თუკი მისი წყევლა მოყვასზე იმოქმედებს და ზიანს მიაყენებს, ვერც თვითონ გადაურჩება სასჯელს, ხატის წინაშე მაწყევარი საკუთარ თავზე ღვთის მსჯავრს მოიწევს.

- ამაოდმეტყველების, უქმადმეტყველების ყველაზე გავრცელებული სახეა განკითხვა და ჭორაობა, რაც თითქმის ყველას ჩვევაა. ამ დროს ხომ ამაოდ, ფუჭად, უქმად ვკარგავთ დროს, რომელიც შეგვეძლო ღვთისსათნო საქმეთა საკეთებლად გამოგვეყენებინა. რატომ ისწრაფვიან ადამიანები ასერიგად ამ ცოდვილი ჩვევებისკენ?

- განკითხვას პირდაპირ გვიკრძალავს მაცხოვარი, როდესაც ბრძანებს: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთო". ადამიანის განკითხვის, განსჯის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, იგია ერთადერთი მსაჯული ცოცხლებისა და გარდაცვლილებისა. უფალი ხომ ბრძანებს, ჩემი არს შურისგება და მე მივაგო მათო. როდესაც ვინმეს განვიკითხავთ, გამოდის, რომ ვცდილობთ, მივითვისოთ ღვთის უფლებები და ამავდროულად, ვერც სამართლიანი ვიქნებით, რადგან ხშირად თვითონვე ვაკეთებთ იმას, რის გამოც სხვებს განვიკითხავთ. ამიტომაც შეგვაგონებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "შენ ვინ ხარ, რომელიც განიკითხავ სხვისა მონასა".

განკითხვის მთავარი მიზეზი ამპარტავნებაა. ეს ცოდვა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია. თითქმის ყველა ადამიანს თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია, ძნელად ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს და შეცდომებს, ამიტომაც არ ვინდობთ მოყვასს და ხშირად უმიზეზოდაც კი განვიკითხავთ. ადამიანი რომ საკუთარ მავნე ჩვევებსა და ნაკლოვანებებს ამჩნევდეს, სხვებს არ განიკითხავდა.

ამპარტავნებასთან ერთად განკითხვისა და ჭორაობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ გზით ადამიანები თითქოს ერთგვარ შვებას და ნუგეშს პოულობენ, რადგან საკუთარი პრობლემებისა და შეცდომებისგან თავისუფლდებიან. ცხადია, ამას არც გამართლება აქვს და ვერც ჭეშმარიტ შვებას და ნუგეშს მოგვანიჭებს, რადგან ჭეშმარიტ შვებას ადამიანს ღვთაებრივი ნუგეში ანიჭებს, განკითხვით მიღებული ნუგეში კი წამიერი და მოჩვენებითია, რასაც მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, განკითხვის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის განკითხვა, განჩხრეკა, საკუთარი ნაკლოვანებებისა და შეცოდებების დანახვა. ამ გზით თანდათანობით მაინც გადავეჩვევით ამ მავნე ჩვევას. თუ ამ ცოდვას არ მოვიძულებთ, თვითონვე განვიკითხებით უფლისაგან ამასოფლიდან გასვლის შემდეგ. "მოყვასის განკითხვით შენ მას კი არ განიკითხავ, არამედ საკუთარ თავს, რომელსაც გადასცემ საშინელ სამსჯავროსა და მსჯავრს. როგორც თავიდანვე ჩვენზეა დამოკიდებული ცოდვების პატიება, ასევე ამ სამსჯავროზეც ჩვენ თვითონვე ვადგენთ საზომს ჩვენი განსჯისა", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

- ზოგჯერ ადამიანი ლოცვით კანონს აღასრულებს, თუმცა ლოცვის სიტყვებს უგულისყუროდ წარმოთქვამს. ესეც ამაოდმეტყველებად ხომ არ ჩაეთვლება?

- როდესაც ადამიანი ლოცვით კანონს აღასრულებს, ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, გონება გაუფანტოს, რათა განარიდოს იმ მადლს და შეწევნას, რომელიც ლოცვის სანაცვლოდ გვენიჭება. მაგრამ თუნდაც ის, რომ ადამიანი ლოცვად დადგა და ლოცვის სიტყვებს წარმოთქვამს, უშედეგო მაინც არ არის, რადგან ეს იმას მიანიშნებს, რომ ადამიანი ცდილობს ეშმაკს ებრძოლოს და თავი გამოსტაცოს. თუკი ენიდან და ბაგიდან თუნდაც დაუფიქრებლად და უგულისყუროდ წარმოთქმული არაკეთილზნეობრივი სიტყვები არ ქრება უკვალოდ და ჩაგვეთვლება ამაოდმეტყველებად, ღვთის წინაშე ლოცვის დროს დგომაც კი შეიწირება. მრავალმოწყალე უფალი ხომ ადამიანის ნებისმიერ კეთილ სურვილს შეიწირავს, თუმცა ლოცვის სანაცვლოდ უფლისაგან იმ დოზით მივიღებთ მადლს და შეწევნას, როგორი სიღრმისეული განცდითაც ვესაუბრებით უფალს.

გულმოდგინე და გულისყურით აღსავსე ლოცვის მისაღწევად საჭიროა ლოცვის დაწყებამდე სათანადო მომზადება, რათა ლოცვითი განწყობა შევიქმნათ.

- ზოგიერთი ცუდადმეტყველების, ავსიტყვაობის ყველაზე სასტიკ გამოვლინებას - ღვთის გმობას, უფლის სახელის ამაოდ და აუგად მოხსენიებასაც კი მიმართავს. რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ეს არის ყველაზე სასტიკი და უპატიებელი ცოდვა, რომელიც ადამიანს მხოლოდ უდიდესი სინანულის შემდეგ თუ მიეტევება. ის, რაც უზენაესის სახელს უკავშირდება, ყველაზე მეტი დაფიქრებით, სიფრთხილითა და მოკრძალებით უნდა წარმოვთქვათ. უფალი ხომ სასტიკად გვიკრძალავს მისი სახელის ამაოდ და უმიზეზოდ წარმოთქმას მესამე მცნების თანახმად: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა". ადამიანს არა თუ უფლის სახელის ამაოდ მოხსენიება, მასზე საყვედურით ან ქილიკით საუბარი კი არა, ისეთი სახის გამოთქმებიც კი სასტიკად ეკრძალება, როგორიცაა "ღმერთო ჩემო", "ღმერთმანი" და ა.შ.

- რომელია ამაოდმეტყველების საპირისპირო სათნოება?

- მდუმარება, მაგრამ დაუშვებელია, რომ ამ ღვაწლს ადამიანი მოძღვრის კურთხევის გარეშე მიეცეს. ზოგიერთი ცდილობს, დამოუკიდებლად იტვირთოს მდუმარების ღვაწლი. ეს დიდი შეცდომაა და სასურველი შედეგი არ მოჰყვება. მოძღვარმა იცის, თუ რა სულიერ საფეხურზე იმყოფება მისი სულიერი შვილი და რამხელა სულიერი ღვაწლის დამტევია. თუკი ადამიანი კურთხევის გარეშე შეუდგება მდუმარებას, ეს მიანიშნებს, რომ ამპარტავნებამ სძლია. ამპარტავნება კი ყველაზე საშიში ცოდვაა, მან ანგელოზი დასცა და ეშმაკად აქცია. ადამიანმა არათუ მდუმარების ღვაწლის ტვირთვა, არც ერთი მნიშვნელოვანი სულიერი საკითხი არ უნდა წამოიწყოს და გადაჭრას მოძღვრის კურთხევისა და მორჩილების გარეშე, მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ სულიერ წარმატებას. მოძღვრის კურთხევის შემთხვევაში თავად უფლისგან გვეძლევა კურთხევა და მადლი, ღვთისმსახური მხოლოდ გამტარია ამ მადლისა.

- შესაძლოა ადამიანმა მდუმარებით დაითმინოს წყენა, მაგრამ გული ბრაზითა და ბოროტებით ჰქონდეს აღსავსე.

- ცხადია, სასურველია შეურაცხყოფა, ცილისწამება და წყენა უშფოთველად დავითმინოთ და გულით მივუტევოთ მაწყინართ, მაგრამ თუკი კაცი გულში ბრაზობს და მძვინვარებს და მაინც არ სცემს პასუხს მაწყინართ, ესეც დიდი მიღწევაა. ავსიტყვაობას და ცოდვათა გამრავლებას მაინც ასე სჯობს. ვეცადოთ, ასეთ დროს ვაიძულოთ თავი და გულში ვიმეოროთ იესოს ლოცვა, ვიდრე გულისწყრომა გაგვივლიდეს. ასევე გავიხსენოთ განკითხვის დღე, საკუთარი ცოდვები და მანკიერებები.

- რა იგულისხმება ჭეშმარიტ მდუმარებაში?

- როდესაც ადამიანი ბრაზისა და შფოთის, ყოველგვარი წყენის გარეშე მდუმარებს, მისი გონება მთლიანად უფლისკენაა მიმართული და შინაგან ლოცვაზეა გადასული, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მეტყველებს ან ღვთისმსახურებას აღასრულებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat