ეჭვი
ეჭვი
როცა ეჭვზე ვიმარჯვებთ, სულიერების ახალ საფეხურზე ავდივართ
ღვთის არსებობა ბევრს აეჭვებს. ერთი შეხედვით, ეს ეჭვი ბუნებრივია: როგორ შეიძლება, არსებობდეს უკვდავება, როცა ამქვეყნად ყველაფერი, რაც იწყება, მთავრდება კიდეც? მაგრამ ის, რაც ადამიანურ ლოგიკას, მიწიერ კანონებს არ ექვემდებარება, სავსებით შესაძლებელია, არსებობდეს სხვაგვარ გარემოში, სადაც სხვა ლოგიკა, სხვა კანონები მოქმედებს. განა საუკუნეების წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ შეიძლება, ნივთს ხელი გაუშვა, ის კი დაბლა არ დაეცეს? მაგრამ გასცდა თუ არა ადამიანი დედამიწას, ეს სასწაული საკუთარი თვალით იხილა. და თუ ეს ხდება დედამიწიდან ოდნავ მოშორებით, რაღაა დაუჯერებელი იმაში, რომ კიდევ უფრო შორს შეიძლება არსებობდეს ჩვენთვის უცნობი სინამდვილე, სადაც ყველაფერი მარადიული და უკვდავია?! რაღა გასაკვირია, არსებობდეს ისიც, ვინც ამ ყოველივეს სული შთაბერა?!

ეჭვის შესახებ გვესაუბრება ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მთავარი ეჭვი, რომელიც რელიგიური ცხოვრების გზაზე იჩენს თავს, ღვთის არარსებობის ეჭვია. მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ არსებობს ვიღაც, უხილავი, მარადიული და ყოვლისშემძლე, რომელმაც არარასგან შექმნა სამყარო.

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. მართალი ბრძანდებით, ბევრი მიიჩნევს, რომ ობიექტური გარემო აიძულებს, იყოს ათეისტი. მაგრამ ის, რაც ათეისტებისთვის "მეცნიერული დასაბუთებაა", სრულებითაც არ არის არგუმენტი, არამედ ისევ და ისევ რწმენის საგანია.

საქმე შემდეგშია: ზოგი ფიქრობს, რომ მხოლოდ სარწმუნოებრივი განცდა იწოდება რწმენად. მაგრამ სინამდვილეში ურწმუნოებაც რწმენაა. ჩვენ ვიცით, რომ რწმენა არის ის, რაც მეცნიერულად არ საბუთდება, ანუ ის, რასაც ადამიანი დაუსაბუთებლად იღებს. რწმენის ადგილი იქ არის, სადაც მეცნიერული დადასტურება არ არსებობს. ამ ნიშნით ათეიზმი რწმენაა, ვინაიდან ღვთის არარსებობის მეცნიერული მეთოდებით დასაბუთება შეუძლებელია. მეტიც: თუ რწმენას ვუწოდებთ რაიმე მოვლენის დაუსაბუთებელ მიღებას და თუ სწორედ ის რწმენაა ყველაზე ძლიერი, რომლის დასაბუთებაც ყველაზე ძნელია, მაშინ ათეიზმი ყველაზე დიდი რწმენა ყოფილა, რადგან ყველაზე ნაკლები არგუმენტი (თუ, საერთოდ, შეიძლება, რწმენასთან მიმართებით არგუმენტებზე ვილაპარაკოთ) სწორედ ათეიზმს აქვს.

ათეისტების მთავარი "არგუმენტი" ის არის, რომ ღმერთი უხილავია - რაკი ვერ ვხედავთ, ესე იგი არც არსებობსო. მაგრამ ღრმად თუ ჩავუკვირდებით, ეს საბუთი მეტისმეტად უსუსურია. ჩვენი გრძნობის ორგანოები ერთობ არასანდონი არიან. მაგალითად, ადამიანი მხოლოდ გარკვეული სიხშირის ტალღებს აღიქვამს, მაგრამ, დამეთანხმებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებაში ამაზე მაღალი ან დაბალი სიხშირის ტალღები არ არსებობს. უფრო მარტივ მაგალითებს მოგიყვანთ: დედამიწიდან მთვარეც და მზეც ერთი ზომისა ჩანს, თუმცა რეალურად მათ ზომებს შორის უდიდესი სხვაობაა; წყალში ჩადებული ჯოხი გადატეხილი გვეჩვენება; შორეული საგანი პატარა გვგონია, ახლოს მდებარე - დიდი; წყალში გახსნილ შაქარს ვერ ვხედავთ, თუმცა ის არსებობს... ასე რომ, ჩვენი გრძნობათა ორგანოების ნდობა არ შეიძლება. სხვათა შორის, ამის გამო მრავალი ფილოსოფიური მიმდინარეობა და ზოგიერთი რელიგიაც კი მიიჩნევს, რომ სამყარო რეალურად არც არსებობს, რომ ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებაა.

ასე რომ, მხოლოდ იმით, რომ არ ჩანს, არ შეიგრძნობა, - ღვთის არარსებობის დასაბუთება შეუძლებელია.

მეორე მხრივ, სამყაროში ჩვენ ვხედავთ საოცარ კანონზომიერებას, რომლის იოტისოდენა ცვლილებაც კი კატასტროფას გამოიწვევდა; ვხედავთ მოვლენათა საოცარ თანხვედრას, რომელსაც შემთხვევითობით ვერაფრით ახსნი; ვხედავთ, როგორ ჰგავს ერთმანეთს მიკრო და მაკროსამყაროები - შეიძლება ითქვას, მაკროსამყარო მიკროსამყაროშია არეკლილი და პირიქით. და ეს თანმხვედრი მოვლენები არსებობს არა მარტო ფიზიკურ სამყაროში, კოსმოსში ან მიკროკოსმოსში, არამედ ისტორიაშიც, რომლის მანძილზეც ცხადად ჩანს უფლის ხელი, ღვთაებრივი კანონზომიერება.

ამრიგად, ადამიანს, რომელიც დგას არჩევანის წინაშე, ირწმუნოს თუ არა ღვთის არსებობა, არავითარი ობიექტური სინამდვილე ურწმუნოებისკენ არ უბიძგებს. მივიღოთ თუ უარვყოთ ღმერთი, ეს ყოველი ჩვენგანის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული.

- მას შემდეგ, რაც ღვთის არსებობას ირწმუნებს, ადამიანი სხვა არჩევანის წინაშე დგება: მან უნდა აირჩიოს ჭეშმარიტი რელიგია. არის ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ, არსებითად, ყველა რელიგია ერთია, ვინაიდან ყველა ერთსა და იმავე ღმერთს განადიდებს, ოღონდ სხვადასხვა ფორმით...

- იმასაც ამბობენ, მთავარია, სიკეთე აკეთო, რელიგიას რა მნიშვნელობა აქვსო. ამის მთქმელნი ერთმანეთში ურევენ რელიგიასა და ზნეობას. ადამიანის ზნეობა - ეს მისი ბუნების თანდაყოლილი ნაწილია. ის ურწმუნოსაც შეიძლება ჰქონდეს. რელიგია სხვა რამეს გვაძლევს - ის (თუ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია) იხსნის ადამიანს ცოდვის ტყვეობიდან და სამოთხეში აბრუნებს, საშუალებას აძლევს, განიღმრთოს სული და შეუერთდეს უფალს.

შეხედულება, თითქოს ყველა რელიგიას ერთ ღმერთამდე მივყავდეთ, მეტად გავრცელებულია. ასე მხოლოდ ის ფიქრობს, რომელთაც ზედაპირული შეხედულება აქვთ რწმენაზე და არც ერთ რელიგიას ღრმად არ იცნობენ. სინამდვილეში სხვადასხვა რელიგია არსით ერთმანეთისგან განსხვავებული და ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, როგორ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ ბუდიზმი და ქრისტიანობა, როცა ბუდიზმი რეალურად ათეიზმია. ეს მოძღვრება სრულიად უარყოფს ღმერთს და მასთან ერთად მთელ სამყაროს. ან როგორ შეიძლება, გაერთიანდეს ქრისტიანობა და ისლამი, როცა პირველი გვასწავლის, რომ ღმერთი სამებაა, ხოლო ქრისტე - მისი ერთ-ერთი იპოსტასი, ყურანი კი ხაზს უსვამს, რომ ღმერთი არ არის ყოვლადწმინდა სამება და, ამის კვალობაზე, ქრისტე არ არის ღმერთი, მხოლოდ წინასწარმეტყველია. ვგონებ, აშკარაა, რომ ამ რელიგიათა გაერთიანება შეუძლებელია. ისინი მიდიან სხვადასხვა გზით და მიდიან სხვადასხვა მიზანთან.

- რა დატვირთვა აქვს ამ დოგმატებს, რატომ არის მათი დაცვა აუცილებელი?

- ქრისტიანობის მთავარი დოგმატი ქადაგებს, რომ ღმერთი სამებაა, აქედან გამომდინარე, ღმერთი სიყვარულია, ვინაიდან ის ერთია, მაგრამ არა მარტომყოფი. მის საღმრთო პირებს შორის სუფევს ის უსასრულო სიყვარული, რომელიც არის შედეგიც და საფუძველიც სამპიროვანი ღმერთის ერთარსობისა. და რაკი ღმერთი სიყვარულია, მის ყველა ქმნილებაში სწორედ ეს სიყვარული ჩანს. ამიტომაც სამყაროს სათავე, მისი შექმნის მიზეზი სწორედ სიყვარულია, სამყარო დაფუძნებულია სიყვარულზე.

- ბევრს აეჭვებს ისიც, რომ უფალი ქალწულმა შვა...

- ამ ეჭვს საფუძველი მაშინ ექნებოდა, თანამედროვე მეცნიერებამ რომ იცოდეს, საერთოდ როგორ ჩნდება სიცოცხლე. მეცნიერებამ ყველაფერი შექმნა, ცილაც კი, მაგრამ როგორ ჩნდება სიცოცხლე ადამიანის სხეულში, მცენარესა თუ უბრალო მიკრობში, ჩვენთვის დღემდე საიდუმლოა. სიცოცხლე ღვთის განგებით იბადება და თუ უფალი მოისურვებს, ცხადია, შეუძლია, ის სხვა გზითაც წარმოშვას. მაცხოვრის განკაცება ცალკე საუბრის თემაა და ახლა ამას არ შევეხებით, უბრალოდ, გვახსოვდეს, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია.

- რამდენად სანდოა სახარება?

- სახარების ჭეშმარიტება მხოლოდ მათ აეჭვებთ, ვისაც ელემენტარული განათლება არა აქვს, წმინდა წერილის ისტორიული ჭეშმარიტება დღეს უკვე ფაქტებითა და მეცნიერული კვლევებით დასტურდება. მაგალითად, პლატონის თხზულებათა ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, პლატონის გარდაცვალებიდან დაახლოებით^ 1300 წლით გვიანდელია. და მაინც, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს თხზულებანი მართლაც პლატონისაა. 500, 600, 800 წლით გვიანდელი ხელნაწერი ჩვეულებრივი მოვლენაა ძველი მწერლობისათვის და მას მეცნიერები იღებენ როგორც ორიგინალის ასლს. რაც შეეხება სახარებას, ახლახან ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს იოანეს სახარების ფრაგმენტი, რომელიც მეორე საუკუნის ოცდაათიანი წლებით ანუ დაახლოებით 130 წლით თარიღდება. მოგეხსენებათ, იოანე მახარებელი II საუკუნის დასაწყისში აღესრულა. ამრიგად, ორიგინალსა და გადანაწერ სახარებას შორის სხვაობა რამდენიმე წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოჩენილი სახარება თითქმის იოანეს თანადროულია. ასეთი რამ მეტად იშვიათია ხელნაწერთა ისტორიაში. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახარება უცვლელად არის შემონახული. მეტიც, ახლახან იპოვეს მათეს სახარების ფრაგმენტი, რომელსაც 60 წლით ათარიღებენ. მეცნიერები მუშაობენ ამ ფრაგმენტზე და მათი უმეტესობა იზიარებს იმ აზრს, რომ ეს ხელნაწერი იერუსალიმის დანგრევამდე ანუ I საუკუნის 70 წლამდეა დაწერილი. და ასეთი ხელნაწერი არის არა ერთი და ორი, არამედ უამრავი. ისინი მთელ რომის იმპერიაშია გაბნეული. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პირველ სამ საუკუნეზე, როდესაც ეკლესიას დევნიდნენ, მას არ ჰქონდა ორგანიზაციული ერთობა და კომუნიკაციის საშუალებებსაც მოკლებული იყო. მიუხედავად ამისა, სახარება ჰქონდათ ყველა სამრევლოში, ყველა ეპარქიაში და ყველგან, ყველა კუთხეში ნაპოვნი ყველა სახარება იდენტურია. ეს უამრავი ხელნაწერი ერთმანეთისგან ფაქტობრივად არ განსხვავდება.

იმასაც გაიგონებთ, ეკლესია სახარებას თავისი სურვილისა და შეხედულებისამებრ ცვლიდაო. ეს აბსურდია. ეკლესიას ახალი აღთქმიდან რამის ამოღება რომ გაებედა, სახარებაში არ დატოვებდა ისეთ ადგილებს, რომლებიც ჩასაფრებულმა თვალმა შეიძლება მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მაგალითად, იმ ეპიზოდს, სადაც მაცხოვარი პეტრე მოციქულს ეუბნება: განვედ ჩემგან, სატანაო, ანდა იმ ადგილს, სადაც უფალი ამბობს: "ნუ იწოდებით რაბი (მოძღვარ), ნუ იწოდებით მამად და ნუ იწოდებით წინამძღვრად, რადგან ერთია თქვენი მამა და წინამძღვარი - ქრისტე". უამრავია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ძნელად ასახსნელი ეპიზოდიც. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა ქადაგებს, რომ ქრისტე არის ღმერთი, თანასწორი მამისა და სულისა წმინდისა, სახარებაში კი უფალი ერთგან ამბობს, მამა უფროს ჩემსა არსო. აქ მაცხოვარი თავის ადამიანურ ბუნებას გულისხმობს, მაგრამ ქრისტიანობის მოწინააღმდეგეს შეუძლია, ეს ციტატა ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მაშ, რატომ დატოვეს ის? ანდა ჯვარზე გაკრული ქრისტეს სიტყვები გავიხსენოთ: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?" - როგორ უნდა დატოვოს ღმერთი ღმერთმა?! - და კიდევ მრავალი სხვა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სახარების ყველა ამ ადგილს თავისი ახსნა აქვს; არავის ეგონოს, რომ ეკლესიას რომელიმე კითხვაზე პასუხი არ გააჩნია. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ციტატები ცხადად მეტყველებს - სახარება უცვლელად არის შემონახული. სხვათა შორის, რუსი ფილოსოფოსი ბერდიაევი სახარების ხსენებულ (უკანასკნელ) ეპიზოდთთან დაკავშირებით ამბობს: სახარებაში ეს ადგილი რომ არ ყოფილიყო, მე მას არ მივიღებდი. ვიფიქრებდი, რომ ეს არის გალამაზებული წიგნი, რომელსაც ეკლესიაში ჩაუტარეს კორექტურა და ასე მოგვაწოდეს უბრალო ხალხს, მაგრამ ამ ეპიზოდის არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესიას არასდროს ჩაუტარებია სახარების რევიზია და ერთი სიტყვაც კი არ მოუკლია ან დაუმატებია მისთვისო. ასე რომ, მეცნიერული თვალთახედვითაც კი ეს წიგნი არის ყველაზე სანდო, ყველაზე საიმედო. იმდენი საბუთები, რამდენიც სახარებას აქვს, ჯერჯერობით ძველი დროის არც ერთ სხვა წიგნს არ გააჩნია.

- როგორ იქცევა პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად? რატომ დაფარა ღმერთმა ეს საიდუმლო ადამიანის თვალთაგან?

- უფალმა ეს განგებ დაუშვა, რათა არ ვთქვათ - საბუთი ისეთი ძლიერია, მინდა თუ არა, უნდა დავიჯეროო, რათა ვირწმუნოთ ნებით, ძალდაუტანებლად და არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. უფალი მოქმედებს უხილავად, ფარავს ჩვენთა თვალთაგან თავის მოქმედებას, რათა ჩვენი არჩევანი სრულიად თავისუფალი იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულად ზიარების საიდუმლოს, ქრისტიანობის ისტორიამ იცის არაერთი შემთხვევა, როდესაც ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდასახული პური და ღვინო თავის ნამდვილ სახეს იღებდა. დაბოლოს, არსებობს ზიარების ჭეშმარიტების დამამტკიცებელი ერთი უტყუარი ნიშანი: ზიარებას საოცარი სიხარულის, ბედნიერების განცდა მოაქვს. ის მაკურნებელია სულისა და ხორცისა და ეს ჩვენს ცხოვრებაშიც არაერთხელ დადასტურებულა.

- ეკლესიურ ცხოვრებას მრავალი საცდური სდევს თან. როგორ განვასხვაოთ ჭეშმარიტი მადლი ღვთისა და ხიბლი, რომელიც ეშმაკისგანაა?

- ის, რაც მადლი გვგონია, შეიძლება იყოს შედეგი ეშმაკის ბრძოლისა ანდა ჩვენივე განწყობისა. ცდუნების საფრთხე მართლაც არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია ეჭვი განვიქარვოთ.

როცა ადამიანი ხიბლში ვარდება, ნელ-ნელა უჭირს მოძღვრის მორჩილება, უჩლუნგდება განცდა თვისთა ცოდვათა, ლოცვას მისთვის აღარ მოაქვს უწინდებური სიხარული, აღარ არის ძველებურად ლმობიერი და მოსიყვარულე...

ერთი საინტერესო რამ გამახსენდა: მოგეხსენებათ, არსებობს აპოკრიფული სახარებები ანუ წიგნები, სადაც მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრება, მაგრამ მათში არის ცდომილება, რის გამოც ეკლესიამ ისინი არ მიიღო. ეს ცდომილებანი იმდენად აშკარაა, რომ ელემენტარული ეკლესიური განათლების მქონე ადამიანიც კი მიხვდება. მაგრამ არსებობს ერთი აპოკრიფული სახარება, რომელშიც არაფერია არაქრისტიანული. ყველა სწავლება ზუსტად ემთხვევა ქრისტიანულ დოგმატებს. ეკლესიამ ის მაინც არ მიიღო. რატომ? იმიტომ, რომ მასში საუბარია მხოლოდ ღვთისადმი დამოკიდებულებაზე, ადამიანის სიყვარულზე კი სწავლებას ვერსად ნახავთ. შეუძლებელია, ასეთი სახარება ჭეშმარიტი იყოს, რადგან ღვთისა და ადამიანების სიყვარული ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, უერთმანეთოდ ისინი არ არსებობს. ასე რომ, თუ ადამიანს "რელიგიური ცხოვრების" შედეგად ადამიანებთან ურთიერთობა უფუჭდება, ის ქრისტიანული პრინციპებით არ ცხოვრობს.

- ეჭვიან ადამიანს ურწმუნო თომას უწოდებენ...

- სინამდვილეში თომა არ ყოფილა ურწმუნო, ამ სიტყვის ცუდი გაგებით. არ დაგვავიწყდეს, რომ არც სხვა მოციქულებმა დაიჯერეს ქრისტეს აღდგომა, ვიდრე უფალი საკუთარი თვალით არ ნახეს. თომა მოციქულის პიროვნებაში განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ის თვისება, რომელიც ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს – კეთილი მაძიებლობა. მართალია, მას არ სჯეროდა აღდგომის, მაგრამ მოციქულებთან ერთად იჯდა და ელოდა ქრისტეს. სურდა, ერწმუნა, უყვარდა მაცხოვარი და ენატრებოდა. თომას მსგავსად, ჩვენც უნდა გვენატრებოდეს უფალი, უნდა ვეძიებდეთ მას. გვახსოვს, რომ თომამ პირველმა აღიარა ქრისტეს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. ეს რწმენა მას უფალმა მომადლა გულმხურვალე და "დაჟინებული, კადნიერი" სარწმუნოების გამო.

ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, ჩემი აზრით, ღმერთს არ ეძებენ, რადგან ღვთის ჭეშმარიტი მაძიებელი ვერ იქნება ასოკირკიტა.

ადამიანის ორგანიზმს აქვს ერთი თვისება: როცა ის მნიშვნელოვანი რამით არის დაკავებული, ნაკლები მნიშვნელობის მოვლენას ვერ აღიქვამს, არ პასუხობს. ამას დომინანტის ფენომენი ეწოდება. იგივე ითქმის გონებაზეც: როდესაც ის დიადზე ფიქრით არის მოცული, წვრილმანებს ყურადღებას აღარ აქცევს. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უცქერი, ძნელია იმაზე იფიქრო, მოხერხებულია თუ არა სკამი. მსგავსად ამისა, ადამიანი, რომელიც ღმერთს ეძიებს, ბოროტად ცნობისმოყვარე ვერ იქნება.

სარწმუნოებრივი ცხოვრება რთულია. მას თან ახლავს ბრძოლა, ეჭვი, განსაცდელი, ტკივილი... ის რთულია, მაგრამ სიცოცხლისკენ მივყავართ. მაგრამ უღმერთოდ ცხოვრება - ეს კატასტროფაა.

- ხშირად ეკლესიურ ადამიანსაც უჩნდება კითხვა, რამდენად მართებულია მისი არჩევანი - ეგებ ეს ყველაფერი მოჩვენებითია, ეგებ ტყუილად ირჯება... როგორ მოიქცეს მორწმუნე ასეთ დროს?

- ეჭვი ადამიანისთვის ბუნებრივია, ამან არ უნდა შეგვაშინოს. მეტიც - ეჭვი ზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. მოგეხსენებათ, სულიერი ბრძოლის სხვადასხვა სახე არსებობს. ერთ-ერთია ბრძოლა ეჭვებით. როცა ეჭვზე ვიმარჯვებთ, სულიერების ახალ საფეხურზე ავდივართ.

ზოგჯერ შეიძლება მართლაც გაგვიელვოს ფიქრმა, ეგებ ღმერთი არ არსებობს და ეს ყველაფერი მოჩვენებითიაო, მაგრამ ვისაც ასეთი რამ უგრძნია, დამეთანხმება, რომ ამაზე ფიქრისას უმალვე ამოტივტივდება უამრავი შემთხვევა, როცა აშკარად გვიგრძნია ღვთის ჩარევა ჩვენს ცხოვრებაში, ღვთის განგება. როგორც კი ეჭვი დაგვეუფლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ შეუძლებელია, უფალი არ არსებობდეს, რადგან მან არაერთხელ დაგვანახა საკუთარი თავი.

- რითი უნდა მოხდეს სარწმუნოების მიღება - გულით თუ გონებით?

- წმინდა ილია მართალი ამბობს, რომ არსებობს საგნები, რომელთაც, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და საგნები, რომლებსაც, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. რელიგიაში ორივე პრინციპი მოქმედებს, მაგრამ მთავარი მაინც გულია. ადამიანი მხოლოდ გონებას რომ ენდობოდეს, ამქვეყნად მორწმუნე ძალიან ცოტა იქნებოდა, რადგან გონებას არ ძალუძს, დაიტიოს ღმერთი. იმას, რასაც გონება ვერ სწვდება, სწვდება გული. როცა გონება უძლურია, გული იწყებს მოქმედებას, გული ხედავს ღმერთს და მისკენ მიილტვის. ამიტომ ამბობს უფალი: "ნეტარია, რომელსა არა უხილავ და ვრწმენე".

ის, ვინც თავგანწირვით ისწრაფვის ღვთისკენ, მისი ხილვის ღირსიც გახდება. მისთვის ღმერთი მისტიკური და ირეალური კი აღარ იქნება, არამედ ცხადი, ახლობელი, გულის მეგობარი. ასეთმა ადამიანებმა საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ ღმერთი არის და ის მათ გულებში სუფევს.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat