მრისხანება
მრისხანება
დღე ისე არ დაასრულოთ, რომ სხვაზე განრისხებული იყოთ
"უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღე ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმინდასა ნებასა შენსა, ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თითოეულსა ჟამსა დღისასა, რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისა სულითა სიმშვიდისათა და რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმინდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცების საქმისა მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემთანა ყოვლისა სახლობისათა, არა წყენებად, არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისა და ყოვლისა შემთხვევისა განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვა, სასოება, რწმენა, მოთმინება და მიტევება. ამინ".

ასე ლოცულობდნენ წმინდა მამები ყოველ დილით და ღმერთს სიმშვიდის მოპოვებას სთხოვდნენ. სიმშვიდე სწორედ ის სათნოებაა, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად აკლია თანამედროვე საზოგადოებას. მრისხანების სული მძლავრად შემოიჭრა ჩვენში და ვერც კი ვამჩნევთ, ისე იმონებს მთელ კაცობრიობას. ამ თითქოსდა "უწყინარ" ცოდვას ისეთი მძიმე შედეგები მოსდევს, რომელთა აღმოფხვრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე? როგორ მოვიქცეთ მრისხანების შემოტევისას? რა ვქნათ, როცა ჩვენ გვირისხდებიან? გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მრისხანებისას ადამიანი არანორმალურ, უჩვეულო მდგომარეობაში ვარდება, სუსტდება, ეკარგება სულიერი ძალები. ამ დროს იღებს არასწორ, ცოდვილ და მრუდე გადაწყვეტილებებს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. მაგრამ თუ ამ ვნებას არ აჰყვება, შეძლებს გადალახოს იმ ენერგიით, რომელიც ღვთის მადლის სახით უხვად გადმოედინება მორწმუნეზე.

- მაშ, მრისხანება ადამიანის სულიერი დაცემის შედეგია და სამყაროში პირველი ცოდვის შემოსვლას მოჰყვა?

- რასაკვირველია, ადამისა და ევას შეცოდებაში მარტო ნაყოფის ჭამა არ იგულისხმება. იქ იყო მთელი კასკადი ცოდვებისა, რომელთა შორის შეიძლება მრისხანებაც დავინახოთ. ადამიანში დაცემამდე ბოროტება არ იყო, მაგრამ დაცემის შემდეგ მასში გამოჩნდა ბოროტი ძალები. ადამიანს, ბუნებრივია, ჰქონდა საშუალება, თავისი თავისუფალი ნება წაღმა გამოეყენებინა, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ დაეცა მთელი მისი არსება. მასში ცოდვა შევიდა სმენით, გემოვნებით, ხედვით. მთელი მისი ბუნება მოიცვა ცოდვამ. მას აუმხედრდა სამოთხის ბაღი, რომელიც მიბარებული ჰქონდა, ცხოველები და მცენარეები, რომელთაც სახელს არქმევდა, სტიქიები, რომლებიც ემორჩილებოდა, გარემო, სადაც მბრძანებელი იყო. ბუნება გახდა აგრესიული. ეს აგრესია შემოვიდა ადამიანშიც. დაიწყო ცხოველების ხოცვა და ჭამა.Aის გახდა მისაწვდომი უარყოფითი ძალებისთვის. მასში იმძლავრა საკუთარი თავის და სხვათა განადურების ინსტინქტებმა. ამ აგრესიამ წარმოშვა ათასგვარი უარყოფითი გრძნობა, მათ შორის მრისხანება. სწორედ მრისხანების სულის შემოსვლის მიზეზი იყო ის, რომ კაენმა მოკლა აბელი. ადამიანში დაისადგურა უკეთურებამ, მრისხანების ცოდვამ. იგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაძლევი ვნებაა.

- რომელი ცოდვიდან წარმოიშობა მრისხანება?

- მრისხანება, ისევე როგორც ყველა სხვა ცოდვა, პირველ რიგში ამპარტავნებიდან, ეგოცენტრიზმიდან მოდის. როცა ადამიანი მიხვდება, რომ ქვეყნიერება ისე არ არის მოწყობილი, როგორც ეგონა, სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს, ყველაფერი მის კეთილდღეობას არ ემსახურება, მისი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ჭეშმარიტებისაგან, ამ დროს ხდება კონფლიქტი, ჩნდება უფსკრული რეალობასა და ილუზიას, სასურველსა და სინამდვილეს შორის. და ადამიანი უპირისპირდება სამყაროს, ცდილობს მის შეცვლა-გარდაქმნას, მაგრამ ვერ ერევა, რაც იწვევს მასში მრისხანებას. ის უბრაზდება არა საკუთარ თავსა და წარმოდგენებს (რაც რეალურად ყოველივეს მიზეზია), არამედ სამყაროს, გარშემომყოფთ.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მრისხანების წარმოშობისა არის განკითხვაც. მაგრამ განკითხვა არაა მარტო მიზეზი ამ ვნებისა, არამედ შედეგიცაა - ერთდროულად არის სათავეც და ნაყოფიც. განკითხვა არის სარეველა, ავთვისებიანი უჯრედი ადამიანის სულისა, რომელიც მრავლდება და მოიცავს სხეულსა და სულს. ამას თან ერთვის ათასგვარი ფსიქოლოგიური ზრახვა ცრუ გამარჯვებისა ადამიანზე, არაჯანსაღი ჯიბრი. აქედან იბადება შური. განკითხვის მიზეზი შეიძლება ადამიანის არასწორი საქციელი იყოს, მაგრამ ეს ცოდვა (თან დართული შურით და სხვა ვნებებით) ისე აზიანებს ადამიანს, რომ აძულებს მოყვასს, აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. კაცს, რომელსაც ადამიანი სძულს, ის უკვე განწირული ჰყავს მოსაკლავად. განმკითხველი, მრისხანე სწორედ სულიერი მკვლელია. ასე რომ, განკითხვა, მრისხანების გარდა, ბადებს უამრავ ვნებას, აგრესიას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ადამიანი ვერ ხვდება და თავს იღუპავს.

არასდროს ისე შეშლილი და გამრუდებული არ ყოფილა საზოგადოება, როგორც დღეს. ამის მიზეზი სწორედ საყოველთაო განკითხვა და აგრესიაა. ტელევიზორიდან დაწყებული, ოჯახური შეკრებებით დამთავრებული, ადამიანთა ყველანაირი ურთიერთობა განკითხვით მთავრდება. ეს, ბუნებრივად, ბადებს მრისხანებას.

- ალბათ ბილწსიტყვაობაც, რომელმაც ასე იმძლავრა, სწორედ მრისხანების შედეგია.

- ბილწსიტყვაობაც, განკითხვის მსგავსად, არის როგორც მიზეზი, ისე შედეგი მრისხანებისა. უკულტურობის, გაუნათლებლობისას, რომელსაც ვაწყდებით საზოგადოებაში, ძნელია, ილაპარაკო ჯანსაღ სიტყვისგებაზე. უინტელექტო გარემოში ადამიანები მხოლოდ ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობენ. ერთადერთი ადგილი, სადაც კულტურული სიტყვისგება და ქცევა არსებობს, მართლმადიდებლური რელიგიაა. ეკლესია თავისას აკეთებს და ამის გამო ეს უარყოფითი ემოცია ბოლომდე არ შთაგვნთქავს. სამწუხაროდ, დღეს სულიერი აღზრდა, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში, ჭირს. საზოგადოება თავად არის არაჯანსაღი და ბუნებრივია, ის ვერ შეძლებს ჯანსაღი მშობლობა, მასწავლებლობა გაუწიოს მომავალ თაობებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს თვითაღზრდაც. ბილწსიტყვაობა ნათლად ასახავს საზოგადოების გადაგვარებას. მინდა აღვნიშნო, რომ სხეულია სულიერი გამრუდების გამოვლინება. როცა ადამიანის სხეული სულიერი გაგებით დაზიანებულია, ე.ი. უპირველესად მისი სული დაზიანდა და მერეღა პოვა ასახვა მის სხეულში. როცა სულში განკითხვის ვნება მძვინვარებს, როცა სხვას მცირე სამსჯავროს ვუწყობთ, სული იბზარება, ნაპრალებში შედის სხვადასხვა სახის ცოდვა, ადამიანი გარეგნულადაც ხდება აგრესიული, მძვინვარეა შინ და გარეთ, საკუთარი თავის მიმართ. დღეს აგრესიის, ბილწსიტყვაობის და სხვა ათასგვარი ძალადობის მომძლავრება უწინარესად სწორედ სულიერი დაცემისა და გადაგვარების ბრალია. და რადგანაც მიზეზი სულშია, გამოსწორებაც სულიდან უნდა დავიწყოთ. სულის უპირველესი წამალი კი უფლის მადლია.

- განრისხება ხშირად უწევთ მშობლებს. რაზე უნდა გავუბრაზდეთ და რაზე არა შვილებს?

- ამის რეცეპტი არ არსებობს. მცნება გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მშობლებს, რათა დღეგრძელნი ვიყოთ. შვილი ვალდებულია, უყვარდეს და ემორჩილებოდეს დედ-მამას. მაგრამ მშობელმაც არ უნდა გააბრაზოს შვილი. არ შეიძლება შვილს ურისხდებოდე, ასწავლიდე, თავად კი პირველი დამრღვევი იყო. ბავშვი ამას ხედავს და უჩნდება წინააღმდეგობის გრძნობა. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს. მშობელი უნდა ეცადოს, მაგალითი გახდეს შვილისთვის და მოიქცეს ისე, რომ ბავშვს თავად მოუნდეს მისი პატივისცემა. იდეალური ოჯახი კარგია, მაგრამ რეალურად იშვიათად თუ შეხვდებით. როცა ხედავ, შვილი გეღუპება, უნდა განურისხდე, რათა გონს მოეგოს. როცა ხედავ, შენი შვილი ცრუ ფასეულობებით ცხოვრობს და ბნელ ოთახში შავ საგანს ეძებს, უნდა უთხრა, რომ ვერ იპოვის. და თუ თბილი საუბრით ეს არ გამოდის, ცხადია, უნდა განურისხდე. მაგრამ გულში სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. მრისხანება შვილის გადასარჩენად უნდა გამოვიყენოთ (დავით გურამიშვილი: "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი"...). სულიერი პედაგოგიკაა საჭირო. დღეს კი, როცა მშობლები არაეკლესიურად, არაქრისტიანული ფასეულობებით ცხოვრობენ, ვერც შთამომავლობას ზრდიან სათანადოდ. ამიტომაც უპირველესად თავი უნდა გამოისწორონ.

- მაგრამ რელიგიურ ოჯახებშიც მრავალი პრობლემა იჩენს თავს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ზოგჯერ სიმკაცრეს, აკრძალვას უარყოფითი შედეგი მოაქვს და ბავშვს უფრო უღვივებს ინტერესს "აკრძალული ხილისადმი", ზოგ შემთხვევაში კი სითბო უფრო ათამამებს. როგორ მივხვდეთ, როგორი მოქცევა სჯობს?

- თუ მშობლები სულიერად ცხოვრობენ, ეს ბავშვებზეც აისახება და უმეტესად სასურველ ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ცხადია, პრობლემები აქაც არსებობს. ბავშვი რაიმეს თუ დააშავებს, ჯობს, თავიდან სიყვარულით, თბილად მივცეთ შენიშვნა. სადაც ეკლესია უყვართ, სადაც იციან სულიერი ცხოვრება, კაცთმოყვარება, ლმობიერება უფრო მეტია და აგრესია იშვიათად ვლინდება. ეკლესიურმა მშობლებმა კარგად იციან, როგორ მოიქცნენ. სულიერი ინტუიცია, განათლება, მოვლენათა სწორად აღქმის უნარი, სწორი ანალიზი, ჯანსაღი დამოკიდებულება საგნებისადმი ადვილად აგვარებს ამ პრობლემებს.

- ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენს მოძღვარიც. რამდენად აქვს მას უფლება, განურისხდეს სულიერ შვილს და როგორ უნდა აღიქვას ეს მრევლმა?

- მოძღვარი ვალდებულია, ადამიანს ხან მოეფეროს, ხან განურისხდეს კიდეც. მას აქვს ზეციდან მინიჭებული ამის უფლება. მოძღვარი სულ უნდა ფხიზლობდეს იმ სამწყსოზე, რომელიც მას ჩააბარა ღვთის განგებამ, რადგან კაცთა მოდგმის მტერი მუდამ ცდილობს, როგორმე გამოსტაცოს მწყემსს ცხოვარი და სამუდამოდ დაღუპოს იგი. მღვდლის მიზანი მრევლის გადარჩენაა, ამის გამო ის ზოგჯერ უნდა განურისხდეს კიდეც მრევლს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოძღვრის განრისხება არ უნდა სცილდებოდეს საეკლესიო ეტიკეტს. მოძღვარმა სულიერი შვილი მონად არ უნდა მიიჩნიოს. მორწმუნემაც უნდა გამოიჩინოს გონიერება და მორჩილება. თუ ჩააბარა სული საცხოვნებლად, უნდა დაემორჩილოს კიდეც მას. მათ შორის უნდა არსებობდეს ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება. სულიერ შვილს უნდა ახსოვდეს, რომ მღვდელი მის საცხოვნებლად არის დადგენილი. მღვდელმაც მაქსიმალურად უნდა გაიაზროს ამ ადამიანის თავისებურება, მოუსმინოს და ამ სულიერი დიალოგის საშუალებით უწინამძღვროს. დიალოგი მოძღვარსა და მრევლს შორის უნდა იყოს ცოცხალი. მღვდელს უნდა შეეძლოს ადამიანის მოსმენა. ფარისევლებს ქრისტე საყვედურობდა, სხვას დაადებთ უმძიმეს ტვირთს, თავად კი იოტისოდენის ტვირთვაც კი არ შეგიძლიათო. ამიტომ მღვდელი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს მაგალითი, საკუთარი თავის ყველაზე დიდი განმსჯელი და მერე უნდა სჯიდეს და ურისხდებოდეს მრევლს. მოძღვარმა აუცილებლად უნდა გაუგოს ადამიანებს. ზოგიერთი მეტად რთული ბუნების, მძიმე ხასიათისაა, ზოგიც ენერგოვამპირია, მაგრამ ის უნდა შევისწავლოთ, მოვუსმინოთ. მოვუსმინოთ მის ლოცვას, რა სურს, რას ფიქრობს, რატომ წვალობს, რა ადარდებს, რა ახარებს და ა.შ. ეს მეტად რთულია, მაგრამ უამისოდ შეუძლებელია მღვდლობა. ეს არის მოძღვრის ჯვარი, მისი უპირველესი მოვალეობა. მოძღვარს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი მრევლი, რათა გადაარჩინოს და ამით გადაირჩინოს საკუთარი თავიც. სიყვარული კი შეუძლებელია მაშინ, თუ არ ეცოდინება, ვინ არის ის.

- კიდევ როდის არის დასაშვები მრისხანება?

- როცა ადამიანი განსაკუთრებით აღგვაშფოთებს უზრდელობით, გაუგონარი ამპარტავნებით, სხვათა უფლებების შელახვითა და უგულებელყოფით, ძალადობით, მრისხანებით, სხვათა დამონებით, სხვაზე ბატონობის სურვილით. ეს დამოკიდებულებაAმხილებითა და ზოგჯერ მრისხანებით უნდა გამოვასწოროთ. ასეთ დროს რისხვის გამოხატვა შესაძლებელია გარკვეული თვითკონტროლით. ჩვენს საქციელს ცოდვილის სწორ გზაზე დაყენების სურვილი უნდა ამოძრავებდეს - ამიტომაა წმინდა მრისხანება, საღვთო რისხვა მისაღები და ზოგჯერ საჭიროც. სიყვარულით უნდა ვამხილოთ ადამიანი, საჭირო დროს უნდა განვურისხდეთ კიდეც, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ცოდვას. ჩვენში სიძულვილმა არ უნდა დაისადგუროს.

- სახარებაში არის აღწერილი შემთხვევა, როცა უფალი მეტად განრისხდა და ტაძრიდან ვაჭრები გამოყარა. რა უნდა ვისწავლოთ უფლის ამ საქციელით?

- ეს არის სწორედ ის საღვთო რისხვა, რომელზეც ვსაუბრობდით. პირადი მტრები უნდა გვიყვარდეს, ერის მტრებს ვებრძოდეთ, ხოლო ეკლესიის მტრები უნდა გვძულდეს. ოღონდ უნდა გვძულდეს არა გაბოროტებით, არა მათი განადგურების სურვილით. უნდა ვებრძოდეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი გვეშინია ან გვძულს, არამედ ისევ და ისევ მათთვის. როცა შენს რწმენას შეურაცხყოფენ, გილახავენ ყველაზე მნიშვნელოვანს, არ შეიძლება გაჩუმდე და არ დაიცვა ის. ამის მაგალითი მოგვცა ქრისტემ. ნახეთ, როცა უფალს დევნიდნენ, აფურთხებდნენ, ტანჯავდნენ, ცილს სწამებდნენ, ის არაფერს ამბობდა, მაგრამ როცა ეკლესია შეურაცხყვეს, ისე განრისხდა, რომ ხალხი ტაძრიდან გამოყარა. გახსოვთ ალბათ, წმინდა ნიკოლოზმა არიოზს უფლის შეურაცხყოფისთვის სილა რომ გააწნა. წმინდანთა ცხოვრებაში ბევრი მაგალითია სარწმუნოების ამგვარად დაცვისა. არ შეიძლება ქრისტიანობა ძალით იქნეს გავრცელებული. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ რელიგია ვინმეს ძალით მიეტანოს ადამიანებამდე და მას კეთილი ნაყოფი გამოეღოს. თავდასხმა დაუშვებელია, მაგრამ როცა თავად გესხმიან თავს, თავდაცვა არათუ დაშვებული, არამედ აუცილებელია. სხვამ ვინ უნდა დაიცვას ჩვენი რელიგია, ჩვენი სჯული, თუ არა ჩვენ? წმინდა ნიკოლოზის შემთხვევა ამის ნათელი დასტურია.

ასევე იყო წმინდა გიორგიც, რომელიც დაუპირისპირდა მთელ წარმართულ სამყაროს. დაუკვირდით, დაუპირისპირდა, მაგრამ სიძულვილით კი არ მოეპყრო მათ, არამედ თავი დადო და ეწამა. როცა მას პირადად შეურაცხყოფდნენ, გაწირა საკუთარი სხეული, მაგრამ სადაც საქმე ქრისტეს ეხებოდა, ის იყო ხმალამოღებული დამცველი.

გვახსოვდეს ისიც, რომ წმინდა ნიკოლოზმა პირადი ინტერესების დასაცავად ან ბოღმის ამოსაღებად კი არ გაარტყა არიოზს, არამედ იმისთვის, რომ დაეცვა თავისი სჯული, თავისი რელიგია და თავად ეს ადამიანი. რადგან უყვარდა არიოზი, ამიტომაც მოექცა მრისხანედ - ამით მისი გონს მოგება სურდა. ანუ საფუძველი აქაც სიყვარული იყო, რადგან ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია. ყველაფერი ქრისტიანმა სიყვარულის პრინციპიდან გამომდინარე უნდა აკეთოს. ისევ სიყვარულია ძალა, რომელიც გვაძლევს თუნდაც წინააღმდეგობის გაწევის უნარს. უფალი ამბობს, დაიმდაბლე თავიო, მაგრამ თავმდაბლობა სულმდაბლობას არ ნიშნავს, სიგლახაკე სულითა სხვა არის და უთავმოყვარეობა - სხვა. ქრისტიანობის საფუძვლები, მოძღვრის რჩევით, ჯანმრთელად უნდა იქნეს გაგებული.

სხვათა შორის, ამ წინააღმდეგობამ, თავდაცვამ, წმინდანთა, მოწამეთა მიერ დაღვრილმა სისხლმა, მათმა ბრძოლამ მოგვიტანა ქრისტიანობა აქამდე და ვალდებული ვართ, ასევე დავუტოვოთ ის ჩვენ შვილებს.

- როგორ ვძლიოთ მრისხანების ვნებას?

- დილის ლოცვები, თუ მათ გულდასმით ვიტყვით, თავიდანვე გვიცავს უარყოფითი ემოციისაგან. შინიდან გამოსვლისას ერთი დიდი შენდობის გრძნობით უნდა შევიარაღდეთ. როგორც მოციქული წერს, დავიფაროთ ჩაფხუტი სასოებისა, ავიღოთ ხმალი ლოცვისა, ფარი სარწმუნოებისა, ჩავიცვათ ქალამნები მშვიდობისა და ასე გამოვიდეთ სახლიდან. გავემზადოთ, რათა არა შევძრწუნდეთ. როცა ადამიანი ასეთი განწყობით გამოდის, ალბათობა იმისა, რომ რაღაც მიზეზით განრისხდება და შემდეგ მთელი დღე ამაზე ფიქრით ჩაუშხამდება, ნაკლებია.Mმრისხანება შემოვა და ადვილადვე გავა. ადამიანი უფრო დაცული იქნება. ღვთისადმი ვედრება, თხოვნაა საჭირო, რომ გაგვათავისუფლოს ამ ცოდვისგან. სიკვდილის ხსოვნა არის სათნოება, რომელიც საუკეთესოდ დაგვიცავს, გვაიძულებს ცოდვაზე უარის თქმას.

- თუ მაინც განვრისხდით მოყვასზე, ჯობს ვუთხრათ თუ გავჩუმდეთ? ზოგჯერ ადამიანი ჩუმდება და ბოღმას გულში იდებს, ამას კი საბოლოოდ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.

- თუკი ვფიქრობთ, რომ გაგვიგებს და მხილება უფრო დიდ აგრესიას არ გამოიწვევს, ჯობს ვუთხრათ. გარკვეული დოზით, ჭურჭლისაებრ მისისა მივცეთ გაფრთხილება, რჩევა, ოღონდ სიყვარულით, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ადამიანი არ უნდა საუბრობდეს "მაღალი გადმოსახედიდან", რომ თავად ყველაფრის დამცველია, სხვები კი ამას არ აკეთებენ. მრისხანება ქვენა გრძნობებით არ უნდა იმართებოდეს და არ უნდა იყოს მიმართული სხვათა ცუდის ხარჯზე საკუთარი კარგის წარმოჩენისაკენ. სხვისი წაგების ხარჯზე მოგების, ქულების დაწერისკენ. შენ ადამიანს კი არ უნდა ეომო, არამედ მასში ჩაბუდებულ ცოდვას, თუმცაღა ზოგჯერ ცოდვა ისე დაიპყრობს ადამიანის არსებას, რომ მისი და ცოდვის გამიჯვნა ერთმანეთისგან ჭირს ხოლმე. ამიტომ უნდა მოვიქცეთ დიდი სიფრთხილით. ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგოს ჩვენი შენიშვნა, ჩვენი მოწოდება და ისევ და ისევ ჩვენს საპირისპიროდ შემობრუნდეს ყველაფერი. როცა ვამხელთ ადამიანს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ბუნება, შესაძლებლობა მიიღოს შენიშვნა და ისე ვიმოქმედოთ. ყველას ერთნაირად ვერ მივუდგებით, ერთი საზომით ვერ გავზომავთ. ისე მოვიქცეთ, რომ არც ჩვენ დავზიანდეთ და არც ის დავაზიანოთ. უფალი ამბობს, ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტსო. ჩვენ კი ვაძლევთ ადამიანს წამალს, მაგრამ შეიძლება ვერ გაიგოს, ვერ მიხვდეს, ჩვენც დაგვაზიანოს და თავიც დაიზიანოს. ამიტომაც დიდი სიბრძნეა საჭირო. უჭკუოდ გაკეთებული სიკეთე შეიძლება ბოროტებად გარდაიქმნას და ეშმაკმა ჩვენსავე საპირისპიროდ გამოიყენოს.

დღე ისე არ დაასრულოთ, რომ სხვაზე განრისხებული იყოთო, გვასწავლიან მამები. მრისხანება მეორე დღემდე არ უნდა გაჰყვეს ადამიანს. ეს ვნება მალევე უნდა მოვიშოროთ. გვახსოვდეს, რომ არ ვიცით, როდის აღმოვჩნდებით უფლის წინაშე. და რა პასუხს გავცემთ მას, თუ მოყვასზე განრისხებული წარვუდგებით? აკი გვითხრა, - სწორედ ერთმანეთის სიყვარულმა უნდა გამოგარჩიოთ სხვებისგანო. თუ ადამიანს მუდამ თან აქვს სიკვდილის ხსოვნა, ის ადვილად შეძლებს მრისხანების დაძლევას.

- როგორ მოვიქცეთ, როცა გვირისხდებიან?

- ამას ქრისტიანულად უნდა მივუდგეთ. ჯერ გავიგოთ, თუ რას გვეუბნება ეს ადამიანი, რატომ მრისხანებს, ეგებ ამის მიზეზი აქვს. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ. შეიძლება კულტურულად ვუპასუხოთ კიდეც, ავუხსნათ მდგომარეობა. მის მიმართ გულში ბოღმა არ უნდა ჩავიდოთ - ეს არ იქნება სწორი.

- ზოგჯერ ასეც ხდება: მორწმუნე მარხვაში ზედმეტად მოინდომებს მოღვაწეობას, მარტო პურსა და წყალს იხმევს. ამისთვის კი სულიერი ძალები არ ჰყოფნის და მერე ისე განრისხდება, რომ "ადამიანების ჭამას" იწყებს...

- მართალი ბრძანდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ არასწორად მართული ასკეზა ადამიანს არასწორ მდგომარეობაში აგდებს, უმრუდებს რეალობისადმი სწორ დამოკიდებულებას და მისი სურვილები, წარმოდგენები, ძალები რეალობას უპირისპირდებიან. ადამიანი ფიქრობს, ჯვარი ავიღეო. სინამდვილეში ეს ჯვარი კი არ არა, მისი გადაგვარებაა, რომელიც არათუ აცხოვნებს, დაღუპავს, გაანადგურებს. ის თავმდაბლობით ქრისტეს კი არ შედგომია, არამედ ზურგზე მძიმე ლოდი მოიკიდა და სურს, თავის თავზე დაყრდნობით, თავისი ძალებით მოიპოვოს გამარჯვება, ზიდოს ეს სიმძიმე. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ენდობა და თავის თავს სასოებს, ცდილობს, ამგვარად გაიტანოს მარხვა, ცრუ მოღვაწეობით განვლოს ის, აკეთოს იმაზე გაცილებით მეტი, რაც მის სულიერ ძალებს შეესაბამება, ჭამოს მარტო პური ან მდუმარებაში იყოს, თვითგვემას ეწიოს, მხოლოდ 1 საათი იძინოს, უზომო ლოცვითი კანონი დაიდოს და ა.შ., ამის შედეგად ადრე თუ გვიან ხიბლში ჩავარდება. ამიტომაც ყველანაირი სულიერი საქმე მოძღვართან უნდა შევათანხმოთ. მან უკეთ იცის, რა შეესაბამება ჩვენს სულიერებას.

- ცოდვილ ადამიანებზე ღვთის რისხვა მოიწევა ხოლმე. რას გვასწავლის უფალი თავისი რისხვით?

- ლოცვებში ნათქვამია, ღვთის რისხვას წინ წყალობა უძღვისო. ანუ ღმერთი მანამ, სანამ განრისხდება, წყალობს ადამიანს და სურს, ასე მოიყვანოს გონს. რადგან "არა ნებავს ცოდვილისა წარწყმედა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი". ცდილობს, დაუყვავოს, ღვთაებრივ სწავლებას დაუმორჩილოს. მაგრამ როცა ადამიანი წყალობას არ იღებს ყურად, ღმერთი მასზე რისხვას უშვებს. ოღონდ ეს რისხვაც წყალობის გამოვლინებაა. ისიც იმიტომ არის დაშვებული, რომ ადამიანი გამოფხიზლდეს და სამუდამოდ არ დაიღუპოს. ის მწარე წამალივითაა, რომელიც ავადმყოფის გამოჯანმრთელებას ემსახურება, ის იარაღია, რომლითაც ადამიანის არსება სწორი კალაპოტისკენ მიემართება. ასეთი სახით გამოვლენილი ღვთაებრივი სწავლება და სიყვარული აღიქმება როგორც მტკივნეული, აუტანელი და მძიმე. ეს შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უფალს ამგვარად სურს სამუდამო სატანჯველს აგვარიდოს. დროზე მოვეგოთ გონს და სანამ დრო გვაქვს, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება.

მინდა დაგლოცოთ. ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე, ეს უდიდესი სათნოება, რამეთუ "მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა". ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat