არავითარ კერპს თუ თილისმას არ შეუძლია ადამიანს თავიდან ააცილოს მოსალოდნელი უბედურება
არავითარ კერპს თუ თილისმას არ შეუძლია ადამიანს თავიდან ააცილოს მოსალოდნელი უბედურება
კერპი არის გამოსახულება რომელიმე ქმნილებისა, ცის მნათობისა, ცხოველისა, ფრინველისა, კაცისა, რომელსაც თაყვანს სცემენ და ემსახურებიან ჭეშმარიტი ღმერთის მაგიერ. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე, ზოგი პატივმოყვარეობის სენით არის შეპყრობილი, ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია, სხვები ლოთობენ, აზარტულ თამაშებს მისდევენ... ღმერთი კი აღარ ახსოვთ. ათი მცნების მეორე მცნება სწორედ კერპთა თაყვანისცემასა და მსახურებას გვიკრძალავს: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა - ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ".

შორეულ წარსულში ადამიანები უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ ათასგვარი კერპის, ავგაროზისა და თილისმის პოვნაზე, დიდ იმედს ამყარებდნენ მათზე, მაგრამ სინამდვილეში არავითარ ფეტიშს, ავგაროზს ან თილისმას არ შეეძლო ადამიანებისთვის თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი უბედურება.

ფეტიშიზმი ანუ საგანთა თაყვანისცემა არის წარმართული რელიგიური რწმენა, რომელიც უსულო მატერიალურ საგნებს ზებუნებრივ თვისებებს მიაწერს. თვით ტერმინი - ფეტიშიზმი წარმოდგება პორტუგალიური სიტყვისაგან "ფეტიში", რაც "გაკეთებულს" ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პორტუგალიელი მოგზაურები საგნებს, რომლებსაც აფრიკის მცხოვრებნი ეთაყვანებოდნენ და მაგიურ-რელიგიური მიზნებისთვის იყენებდნენ.

მატერიალური საგნების თაყვანისცემის კვალი კარგად ჩანს თანამედროვე ჩამორჩენილი ხალხების ცხოვრებაში. ავსტრალიელ აბორიგენებში ჯადოქრის ძლიერება განისაზღვრება მისი ბრჭყვიალა ფეტიშების რაოდენობით. ბევრ აფრიკელს სწამს მატერიალური საგნების ზებუნებრივი ძალა. ზოგიერთი ნადირობასაც არ დაიწყებს ისე, თუ რაიმე ფეტიში არ შეარჩია. ერთ აფრიკელ "ჯადოქარს" ოცამდე ფეტიში უპოვეს - მამლის ფრთები, ადამიანის თმა, ხის ნაჭრები, ქვები, თიხის ქოთნები... როდესაც ჰკითხეს, რას მფარველობენ ეს ფეტიშებიო, უპასუხა, - თითოეულმა მათგანმა წარმატება მომიტანა მე, ტომის რომელიმე წევრსა თუ წინაპარსო...

შეხედულება ფეტიშების ზებუნებრივი თვისებების შესახებ თანდათან თილისმებისა და ავგაროზების თაყვანისცემაში გადაიზარდა. ავგაროზი და თილისმა სინონიმები არ არის. ავგაროზი (ამულეტი) წარმოდგება ლათინური სიტყვიდან "ამოლირი", რაც ნიშნავს "შემსუბუქებას", "აშორებას". ადამიანი ფიქრობს, რომ ავგაროზი თუ სულ ვერ ააცილებს უბედურებას თავიდან, შეუმსუბუქებს მაინც განსაცდელს. თილისმას კი საფუძვლად უდევს ბერძნული სიტყვა "ტელესმა", რაც "განდობის, ხელდასხმის საიდუმლო ცერემონიას" ნიშნავს. თილისმა არა მარტო აშორებდა მის პატრონს ხიფათს, არამედ აჯილდოებდა კიდეც სხვადასხვა სიკეთით. თილისმისა თუ ავგაროზის არჩევას და ზოგჯერ პოპულარობასაც კი საგნის გარეგნული ფორმა განსაზღვრავდა. ამ მხრივ აღსანიშნავია შხამიანი ბალახოვანი მცენარის, მანდრაგორისაგან დამზადებული თილისმის გავრცელება. ამ მცენარის ფესვი ადამიანის ფიგურას წააგავს. ასეთმა საოცარმა დამთხვევამ მისტიკურად განწყობილ ადამიანებს აფიქრებინა, რომ მანდრაგორას რაღაც სასწაულებრივი, მაგიური ძალა აქვს. სწორედ ამიტომ მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, რომელთაც თილისმებად იყენებდნენ. განსაკუთრებით ფასობდა თურმე სახრჩობელას ქვეშ ნაპოვნი მანდრაგორის ფესვები. ეს რწმენა დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთან. არცთუ შორეულ წარსულში დიდი მოთხოვნილება იყო იმ თოკზეც, რომლითაც ადამიანს ახრჩობდნენ, რადგან ხალხის ცრუ რწმენით, ჩამოხრჩობილის სული თილისმის პატრონს უთუოდ დაეხმარებოდა. ძველად ავგაროზს ჰკიდებდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, რათა ისინი ხიფათისაგან დაეცვათ.

თილისმები ჰქონდათ არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ქალაქებსაც. ეს ჩვეულება ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. ზოგი ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა თილისმების სიმრავლით. მაგალითად, კონსტანტინოპოლს 306 თილისმა ჰქონდა, რომელთა შორის უმთავრესი იყო წითელი ქვის ობელისკი და სამთავიანი დრაკონი. ეს თილისმები სხვადასხვა დანიშნულებისა გახლდათ - ზოგს ქალაქი უნდა დაეცვა მტრისაგან, ზოგს მეთევზეებისთვის ხელი უნდა მოემართა და ა.შ. თუ ვინმე თილისმებს უდიერად მოექცეოდა, დაწვავდა ან დაამტვრევდა, ხალხის რწმენით, ქალაქს უბედურება დაატყდებოდა თავს. კონსტანტინოპოლს ვერ უშველა მისმა 306 თილისმამ - იგი მაინც დაეცა მტრის მიერ და საბოლოოდ თურქულ ქალაქ სტამბოლად იქცა.

თილისმებისა და ავგაროზების ტარება ჯერ კიდევ IV საუკუნეში ოფიციალურად აიკრძალა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.

ათი მცნების ზემოთ მოყვანილ მეორე მცნებას არ ეწინააღმდეგება თაყვანისცემა ღვთისა და წმინდა კაცთა ხატებისა, წმინდა ნაწილებისა და ჯვრისა იმიტომ, რომ ეკლესიის სწავლებით, ქრისტიანი ეთაყვანება არა იმ მასალას, რომლისგანაც არის შექმნილი ხატი, არამედ იმას, ვინც მათზეა გამოხატული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat