ოჯახი, სადაც მშობლები შვილთა კვლის ცოდვით ცხოვრობენ, ღვთის მადლსა და წყალობას ვერ დაიმსახურებს
ოჯახი, სადაც მშობლები შვილთა კვლის ცოდვით ცხოვრობენ, ღვთის მადლსა და წყალობას ვერ დაიმსახურებს
რა ხდება აბორტის დროს?
აბორტი ანუ ფეხმძიმობის ხელოვნური გზით შეწყვეტა რომ უმძიმესი ცოდვაა, ამის ახსნა არც ერთ ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს არ სჭირდება. მართალია, ბოლო დროს ხშირად საუბრობენ და წერენ ამ ქმედების სიმძიმესა და სისასტიკეზე, მაგრამ აბორტის მძიმე ცოდვას ყოველდღიურად მაინც ასობით ქალი სჩადის. ამიტომაც გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გვესაუბრა ამ მძიმე თემაზე, თუნდაც რამდენიმე სიცოცხლის გადასარჩენად. იქნებ სწორედ ამ ინტერვიუს წაკითხვამ დააფიქროს რამდენიმე იმათგანი, ვისაც მუცლადმყოფი შვილის თავიდან მოშორება აქვს განზრახული და ხელი ააღებინოს ამ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე - აბორტი ხომ მუცლადმყოფი ნაყოფის მოკვდინებას გულისხმობს, ყოველი ჩანასახი კი ჩასახვის დღიდანვე ადამიანია, რომელსაც აქვს უკვდავი სული. არქიმანდრიტი რაფაელი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება და იგი გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელი ხდება. ექსპერიმენტით უკვე დამტკიცებულია, რომ ნაყოფს რთული და მიზანმიმართული რეაქციები აქვს გარემო პირობებზე. ესე იგი ამ არსებას სიცოცხლე სურს, იგი განიცდის ტკივილს და რაც ქრისტიანობისთვის ყველაზე მთავარია, მასში სუფევს ადამიანის უკვდავი სული". და მაინც, შეიძლება თუ არა მოეძებნოს რაიმე გამართლება ნაყოფის მოშორებას რომელიმე შემთხვევაში? მაგალითად, როდესაც მშობელმა დანამდვილებით იცის, რომ ბავშვი ფიზიკური ნაკლით დაიბადება, ან დარწმუნებულია, რომ უკიდურესი სიღატაკის გამო შვილის რჩენას ვერ მოახერხებს? რას ურჩევს ეკლესია ქალს, რომელსაც ოჯახის წევრები და ზოგჯერ ქმარიც კი კატეგორიულად სთხოვენ აბორტის გაკეთებას? იმავე ცოდვაში ვარდება თუ არა ადამიანი, რომელიც ახლობელს აბორტის გასაკეთებლად მიჰყვება? როგორია ამ ცოდვაში მყოფთა იმქვეყნიური მისაგებელი? რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ? - ამ და სხვა საკითხების შესახებ გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა კონსტანტინე გიორგაძე.

KARIBCHE- აბორტი ერთი შეხედვით გაცვეთილი თემაა, თუმცა ის დღესაც აქტუალურია - ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ნაყოფი, რომელიც ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში იმყოფება, მისივე სხეულის ნაწილია და მისი მოშორებით არაფერი შავდება. ცხადია, ეს ასე არ არის. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუცლადმყოფი ჩანასახი არის სული, სრულიად სხვა, დამოუკიდებელი პიროვნება, ამიტომ სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ აბორტს, თუ არა მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა? მუცლადმყოფი ნაყოფის მოშორება გაცილებით მძიმე ცოდვაა, ვიდრე ხილული სახით კაცის კვლა - ზრდასრულ ადამიანს თავის დაცვა მაინც შეუძლია. აბორტის დროს კი კლავენ სრულიად უცოდველ და უმწეო არსებას, ამასთანავე, არ ვიცით, ვის - შესაძლოა, იგი მომავალი ეპისკოპოსი, ერის გადამრჩენელი ან ქვეყნისთვის გამოსადეგი პიროვნება ყოფილიყო.

- შეიძლება თუ არა, აბორტს რომელიმე შემთხვევაში მცირე გამართლება მაინც მოეძებნოს? მაგალითად, როდესაც სამედიცინო ჩვენებით დასტურდება, რომ ბავშვი ფიზიკური ნაკლით დაიბადება.

- ეს იგივეა, რომ დედამ ინვალიდი შვილი მოკლას. არც ერთი მშობელი არ კლავს დაბადებულ შვილს თანდაყოლილი ან შემდეგ შეძენილი ფიზიკური ნაკლის გამო. ასევე არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ მუცლადმყოფი ჩვილი იმის გამო, რომ მას რაიმე დეფექტი დაჰყვება თან, ასე რომ, არც ასეთი მიზეზი ამართლებს აბორტს, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ ყოველივეს უფალი განაგებს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით ექიმები ფეხმძიმეს არწმუნებდნენ, რომ ბავშვი სნეული დაიბადებოდა და აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, მიუხედავად ამისა, უფლის რწმენისა და შემწეობის იმედით ქალს მაინც გაუჩენია შვილი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი დაბადებულა. თუნდაც ასე არ იყოს, კიდევ ვიმეორებ, არც ეს მიზეზი ამართლებს მუცლადმყოფი ნაყოფის მოშორებას. ესეც ღვთის მიერაა დაშვებული და იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ქალი რომელიც ჯანმრთელობას უჩიოდა, სწორედ ბავშვის გაჩენის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

- იმ შემთხვევაზე რას გვეტყვით, როდესაც მშობლები აბორტის მიზეზად მატერიალურ სიდუხჭირეს ასახელებენ, თვლიან, რომ უკიდურესი გაჭირვების გამო ბავშვის რჩენას ვერ შეძლებენ?

- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც აბორტის ცოდვას გაამართლებს. თუკი ადამიანი ოჯახს შექმნის, მან ყველა შვილი უნდა გააჩინოს, რამდენსაც უფალი მისცემს - ფეხმძიმობა ხომ ღვთის კურთხევაა, ამასთანავე, იქნებ სწორედ ის ბავშვია ჩვენი სიდუხჭირისგან გამომხსნელი, რომლისთვისაც მშობლებს ამ მიზეზის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ? წინასწარ ხომ არავინ უწყის, რა მოხდება მომავალში, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ოჯახი, სადაც მშობლები შვილთა კვლის ცოდვით ცხოვრობენ, ღვთის მადლსა და წყალობას ვერ დაიმსახურებს, მატერიალურ სიდუხჭირესთან ერთად კი ამ ცოდვაში მყოფ მშობლებს შესაძლოა სხვა განსაცდელიც მოუვლინოს უფალმა ავადმყოფობის, ურთიერთშორის უთანხმოებისა თუ სხვა ცხოვრებისეული პრობლემების სახით.

- ასეც ხდება: ქალს სურს შვილის გაჩენა, მაგრამ ოჯახის წევრები, ზოგჯერ ქმარიც, კატეგორიულად სთხოვენ მუცლადმყოფი ჩვილის მოცილებას. რას ურჩევს ეკლესია ასეთ ვითარებაში მყოფ ქალს?

- ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბავშვი უნდა გააჩინოს, სანაცვლოდ უფლისაგან უდიდეს ჯილდოს მიიღებს. არქიმანდრიტი რაფაელი ერთ-ერთ ქადაგებაში პირდაპირ სცემს პასუხს ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ ქალებს: "ქრისტიან ქალს ღვთის განგება იფარავს, მას აქვს ძალა, წინ აღუდგეს დემონებს და ადამიანებს - ეს მადლის ძალაა. აქვს ნუგეში - ეკლესია, აქვს წყარო ძლიერებისა - ეს არის ლოცვა და სასოება. ასეთი ქალისთვის შვილის გაჩენა დიდი ღვაწლია, რომელიც ქრისტეს აღმსარებლობის ტოლფასი ხდება... ჯილდო ამგვარი ღვაწლისთვის ამქვეყნად სულიერი სიხარულია, დაწყნარებული სინდისია, ხოლო იმქვეყნად ღვთის უდიდესი წყალობაა".

- ცხადია, ის ექიმებიც მძიმედ სცოდავენ, რომლებიც აკეთებენ აბორტს.

- ბუნებრივია, დედასთან ერთად ასეთი ექიმიც სცოდავს. დედა არის მიმსჯელი - მოსამართლე, რომელსაც გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი, ექიმი კი ჯალათი, რომელიც დედის უკეთურ ნებას ასრულებს. ექიმ-გინეკოლოგთან ერთად მძიმედ სცოდავენ მისი თანაშემწე ექთნები და სანიტრებიც, ამიტომ უფლისაგან ყველანი მკაცრად განისჯებიან და დაისჯებიან კიდეც. სასჯელი კი რასაც გულისხმობს, ყველამ კარგად ვიცით - ეს არის გეენია და ჯოჯოხეთი, სულის მარადიული ტანჯვა-წამება. განკითხვის დღეს ყველა ბავშვი, რომელიც მუცლადყოფნის ჟამს იქნა მოკლული, გამოცხადდება და პასუხს მოსთხოვს მშობელს.

- სჩადის თუ არა ცოდვას ადამიანი, რომელიც ახლობელს აბორტის გასაკეთებლად მიჰყვება ან მუცლადმყოფი ნაყოფის მოშორებას ურჩევს?

- ცხადია, ასეთ შემთხვევაში ადამიანი გადადის ღვთის ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სცოდავს - ის ხომ მკვლელობას იწონებს და გარკვეულწილად კიდეც მონაწილეობს ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ მის მიერ ჩადენილი ცოდვა არ არის ისეთი სიმძიმისა და სისასტიკის, როგორიც მათ მიერ ჩადენილი, ვინც უშუალოდ იკეთებს ან აკეთებს აბორტს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, ვინც ახლობელს მუცლადმყოფი ჩვილის მოშორებას ურჩევს ან აბორტის გასაკეთებლად მიმავალს თან გაჰყვება, ღვთის წინაშე პასუხს არ აგებს ამ საქციელის გამო. მოუნანიებლობის შემთხვევაში მათაც მკაცრი სასჯელი ელოდებათ.

- "...ბავშვთა მკვლელობაზე საშინელი რამ არ არსებობს. დროა შეწყდეს საკუთარი შვილების ხოცვა! ადამიანები ასე სჯიან: ერთს გავაჩენ, შვიდს მოვაკვდინებ და უკეთ ვიცხოვრებ, იმიტომ, რომ რვა შვილი რომ გამეჩინა, რვაჯერ ნაკლები საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი მექნებოდა". სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად გამოდის. მოკლულ ყრმათა სისხლი მკვლელის მთელ ჯიშსა და ჯილაგს აწევს. იბადება ბავშვი და მას უკვე ამძიმებს მშობლების დანაშაული. ამ ცოდვისაგან ბავშვები უმართავნი ხდებიან. ამიტომაც იმ ერთით, რომელიც ცოცხლად დატოვეს, ოჯახში უფრო მეტ წვალებას გამოსცდიან, ვიდრე რვა შვილი რომ ჰყოლოდათ..." - წერს ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა.

- ცხადია, გულწრფელი მოუნანიებლობის შემთხვევაში მშობლების მიერ ჩადენილი ესოდენ მძიმე ცოდვა გაჩენილ შვილებზეც უარყოფით ზეგავლენას ახდენს, შესაძლოა, ამ ცოდვის სანაცვლოდ მათზე განსაცდელიც მოიწიოს. მათ ხშირად უზიანდებათ ფსიქიკაც. არის შემთხვევები მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოებისა.

- ალბათ, აბორტს ფიზიკური სნეულებაც ხშირად მოსდევს.

- მე, როგორც ექიმმა, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ აბორტი დამანგრეველ გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე. ამას ხშირად მოჰყვება სამედიცინო დარღვევები, ენდომეტრიოზი, მორფოლოგიური გადაგვარებები, ხშირად სიმსივნეც კი. ამასთანავე, აბორტის შემდეგ ქალი ხშირად ხდება ნერვული, დეპრესიული და აღგზნებული. არ არის გამორიცხული, ხშირმა აბორტმა ქალი ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიიყვანოს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უმძიმესი შედეგით - თვითმკვლელობით სრულდება. ამას გარდა, პირველი აბორტის შემდეგ ხშირად ქალს საერთოდ აღარ ეძლევა შვილი - შვილიერების მადლს კარგავს, რაც ღვთის უდიდესი სასჯელია. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ფეხმძიმობის ხელოვნური გზით შეწყვეტა ზოგჯერ სასიკვდილო შედეგითაც სრულდება, უშუალოდ აბორტის დროს ან აბორტისშემდგომი გართულებების მიზეზით.

- როგორც წმინდა ეკლესია გვმოძღვრავს, არ არსებობს ცოდვა, რომელიც გადააჭარბებს ღმერთის გულმოწყალებას. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ სინანულის შემთხვევაში გულმოწყალე უფალი ადამიანს შვილთა კვლის უმძიმეს ცოდვასაც შეუნდობს და აპატიებს. მთავარია, სინანული იყოს გულწრფელი და თან ახლდეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღარასოდეს შესცოდავს აბორტის ცოდვით. საინტერესოა რამდენად მძიმე ეპიტიმია (საეკლესიო სასჯელი) ედება ადამიანს, რომელიც აბორტის ცოდვის მონანიებას გადაწყვეტს?

- უძველეს ქრისტიანულ ხანაში, როდესაც სულიერება მართლაც სათანადო დონეზე იდგა, მუცლადმყოფი ნაყოფის მოშორებას ძალზე იშვიათად თუ მიმართავდნენ. ის, ვინც გაბედავდა და მოიშორებდა ბავშვს, ეს სასტიკი სულიერი დანაშაული მკაცრი და ხანგრძლივი ეპიტიმიებით (საეკლესიო სასჯელით) უნდა გამოესყიდა. სიცოცხლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო სინანულში მარხვით, გაძლიერებული ლოცვით, მეტანიების აღსრულებით და ა.Aშ. ასეთი ცოდვის ჩამდენს მხოლოდ სიკვდილის წინ აზიარებდნენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამ ცოდვის მონანიების შემდეგ ყველა შვილს გააჩენდა, რომელსაც უფალი მიმადლებდა. დღეს ჩვენში სულიერება ისეთ სიმაღლეზე არ დგას, რომ ადამიანებმა მსგავსი სიმკაცრის ეპიტიმიები იტვირთონ, ამიტომ წმინდა ეკლესია იკონომიური (შერბილებული) წესის გამოყენებით მოქმედებს, თუმცა ყველაზე დიდი საეკლესიო სასჯელი მაინც აბორტის შემთხვევაში ედება ადამიანს. მაგრამ ყველაზე ერთი წესი არ ვრცელდება; სულიერი მოძღვარი წყვეტს, რა სახისა და როგორი ხანგრძლივობის ეპიტიმია დაადოს ადამიანს, რომელიც აბორტის ცოდვის მონანიებას გადაწყვეტს - ცოდვის განცდისა და შეგრძნების, სინანულისა და ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით.

- მართალია, მუცლის მოწყვეტის შემთხვევაში დედა შეგნებულად არ იშლის მუცელს, მაგრამ ასეთ დროსაც ხომ მუცლადმყოფი ნაყოფის სიკვდილთან გვაქვს საქმე. როგორ უნდა მოიქცეს ქალი მსგავს ვითარებაში?

- ასეთ დროს ქალი უპირველესად იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ დაუშვა უფალმა მასზე ესოდენ მძიმე განსაცდელი, ამის მიზეზი საკუთარ სულიერ ცხოვრებაში მოიძიოს და თავისივე ცოდვებს დააბრალოს, შემდეგ კი აუცილებლად მიმართოს ღვთისმსახურს, რომელიც წაუკითხავს განწმენდის ლოცვას და ყველა საჭირო რჩევა-მითითებას მისცემს.

- რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას კონტრაცეპტივების - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ?

- ბუნებრივია, მათი გამოყენებაც უმძიმესი ცოდვაა, რადგან თუკი ადამიანი ხელს უშლის სიცოცხლის ჩასახვას, გამოდის, რომ ეწინააღმდეგება უფლის კურთხევას, - აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანაო, - რომელიც ჯერ კიდევ მიწიერ სამოთხეში ყოფნისას მისცა ღმერთმა პირველ ადამიანებს.

- შეიძლება თუ არა აბორტის მიზეზით გარდაცვლილი ქალის ქრისტიანული წესით დაკრძალვა და მოხსენიება?

- თუ ქალი უშუალოდ აბორტის დროს გარდაიცვალა, წესით, მასზე ქრისტიანული წესები არ აღესრულება, თუმცა ეს მაინც ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა უნდა გადაწყვიტოს; თუ აბორტს მოჰყვა სასიკვდილო გართულება და ქალმა მოასწრო აბორტის აღსარებით მონანიება, მასზე საეკლესიო წესების აღსრულება აღარ იკრძალება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეპისკოპოსის კურთხევაა საჭირო.

- მინდა, ბოლო დროს ხშირი დისკუსიების თემად ქცეულ აქტუალურ საკითხს შევეხო - როდესაც მშობიარობისას იქმნება რეალური საფრთხე, რომ დედა ან შვილი დაიღუპება, რომლის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს ექიმმა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში მეც ხშირად მიმიღია მონაწილეობა და მიმაჩნია, რომ ექიმმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და ყოველნაირად ეცადოს ორივეს გადარჩენას. თუკი რომელიმე დაიღუპება, ეს უფლის ნებაა, რომლის წინააღმდეგაც უძლურნი ვართ.

KARIBCHE

P.S. სიცოცხლე რომ ჩასახვის დღიდანვე იწყება, ამას მეცნიერებაც ადასტურებს. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მამისა და დედის სასქესო უჯრედების შერწყმის გზით წარმოქმნილი პირველი უჯრედი, ზიგოტა, უკვე განუმეორებელი პიროვნებაა და შეიცავს მთელ ინფორმაციას ადამიანის შესახებ: მის სქესს, სიმაღლეს, თმის ფერს, სახის ნაკვთების თავისებურებებს, სისხლის ჯგუფს, ცილების აგებულების მიდრეკილებებს, ხასიათს, ნიჭს და ა.შ.

ჩასახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ყალიბდება შინაგანი ორგანოები: სასუნთქი, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემები. 18 დღეში გული ძგერას იწყებს, 21-ე დღეს კი საკუთარი სისხლის მიმოქცევა იწყება.

42 დღეში ყალიბდება ფეხები, ხელები, თვალები, ცხვირი და ყურები. ამ დროისთვის ბავშვი მუცელში პირველად ამოძრავდება. 8 კვირის მუცლადმყოფი ნაყოფი ჩხვლეტაზე უკვე რეაგირებს და ხელები უკან მიაქვს.

10-11 კვირის მუცლადმყოფ არსებას უკვე თითის ანაბეჭდიც შეიძლება ავუღოთ. ის თვალებსაც ამოძრავებს და ენასაც, სინათლეზე, სითბოსა და ხმაურზეც რეაგირებს. ამავე პერიოდში ბავშვის ორგანოთა ყველა სისტემა ჩამოყალიბებულია.

14 კვირის ჩანასახის გული დღეში 24 ლიტრ სისხლს გადატუმბავს. ის დედასთან ერთად იძინებს და იღვიძებს. ძლიერი შუქის მინათებისას სახეს ხელებით იფარავს. ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია ამერიკელი ექიმის ბერნარდ ნათანსონის ფილმი - "უხმო ყვირილი", სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის დროს, როდესაც მუცლადმყოფი ნაყოფი თორმეტი კვირისაა. ეკრანზე კარგად ჩანს, როგორ ცდილობს მუცლადმყოფი არსება ვაკუუმგამწოვისთვის თავის არიდებას. მისი მოძრაობები სწრაფი და მღელვარეა. გული აჩქარებულად უცემს. გვერდზე იწევს და საშვილოსნოს მარცხენა კედელს ეკვრის. ხოლო როდესაც აპარატში მომწყვდეული ბავშვის დანაწევრება იწყება, ის ფართოდ აღებს პირს, თითქოს ყვირისო. სწორედ აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - "უხმო ყვირილი". ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრმა განაცხადა უარი აბორტის გაკეთებაზე.

აქვე მინდა მოგითხროთ ერთი რეალური შემთხვევის შესახებ. საკუთარი თვალით მინახავს არამყარ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელიც თურმე წლების მანძილზე გინეკოლოგად მუშაობდა და ცხადია არაერთი აბორტი ექნებოდა გაკეთებული. როგორც მითხრეს, მისი სულიერი სნეულების მიზეზი იყო სიზმარი, რომელსაც ყოველ ღამით ნახულობდა - ბავშვებით სავსე ურიკას დაატარებდა. სწორედ ამ სიზმრისეული ჩვენებების გამო შერყევია ფსიქიკა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბავშვები, რომლებსაც ეს ქალი დაატარებდა, მის მიერ აბორტის დროს მოკლული მუცლადმყოფი ჩვილები იყვნენ. ამ შემთხვევიდან ნათლად ჩანს, რომ აბორტის უმძიმესი ცოდვის სანაცვლოდ მოწეული სასჯელი ამქვეყნადვე იწყება და ზოგჯერ ძალზე მძიმე და მტანჯველია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat