პური აიღეს, გატეხეს, დანაყრდნენ და მორჩათ კიდეც
პური აიღეს, გატეხეს, დანაყრდნენ და მორჩათ კიდეც
ნაყროვანება ყველა ასაკის ადამიანისთვის ნაცნობი ვნებაა. არ შეიძლება, ერთხელ მაინც არ გამოგეცადოთ მისი სიმძიმე. ბავშვიც კი გრძნობს, როცა საკვები ზედმეტი მოუვა და წუხს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანი სიყრმიდანვე მივაჩვიოთ იმდენი საზრდოს მიღებას, რამდენიც ზომიერად დაანაყრებს. ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება უნარი, გამოიცნოს, რამდენი საკვები სჭირდება დასანაყრებლად. საჭიროა მხოლოდ, ყური მიუგდოს საკუთარ თავს. წმინდა მამები გვირჩევენ, ავდგეთ სუფრიდან მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეგვიძლია რაიმეს ჭამა.

საკვების მიღებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს შინაგან მდგომარეობას - იმას, თუ როგორ ვიხმევთ საზრდელს: როგორც არსობის პურს თუ როგორც სიამოვნების წყაროს. პირველ შემთხვევაში გვახსოვს, რომ ყველაფერი, რაც გვეძლევა, ღვთისგან არის. მონასტრებში ტრაპეზის დროს ხმამაღლა იკითხება რაიმე ღვთივსულიერი საკითხავი, რათა ადამიანმა ყურადღება მოსმენილზე გადაიტანოს, არც თვითონ ჩავარდეს ნაყროვანებაში და არც სხვა განიკითხოს მიღებული საკვების რაოდენობის გამო.

შეძლებისამებრ, ზოგიერთმა ქრისტიანულმა ოჯახმაც დაამკვიდრა შინ ეს წესი, ჩვენი ეკლესიის მრევლის ერთმა წევრმა კი ასეთი რამ მოიფიქრა (მან ეს პირადი საუბრისას გამანდო): შეიძინა აუდიოკასეტაზე ჩაწერილი თანამედროვე მოძღვართა ქადაგებები და საკვების მიღების დროს უსმენს ხოლმე. ასე რომ, თუკი კარგად ჩავუკვირდებით მონასტრულ გამოცდილებას, ბევრ რამეს ვისწავლით ისეთს, სანუგეშოდ და ცოდვათაგან თავის დასაცავად რომ გამოგვადგება.

ერთმა ჩემმა მოსწავლემ საღვთო სჯულის გაკვეთილზე საოცარი რამ თქვა: ბევრს რომ შევჭამთ, ჩვენი მუცლიდან ტვინში ოხშივარი ადის და ლოცვაში ხელს გვიშლისო... ზოგჯერ ბავშვები დიდებზე უკეთ გრძნობენ, სად თეთრია და სად - შავი. უფალიც ხომ მიგვითითებს, თუ ბავშვებივით არ იქნებით, სასუფეველში ვერ შეხვალთო.

ონოფრე დიდის (IV ს.) ცხოვრებიდან ცნობილია ერთი ამბავი. ის უშუალოდ ნაყროვანების ვნებას არ ეხება, მაგრამ მორწმუნეს კარგად დაანახვებს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საკვების მიმართ.

ღირსი პაფნუტი ესტუმრა ღირს ონოფრე დიდს და ჰკითხა: "წმინდა მამაო, ბევრი იშრომე, როდესაც პირველად მოხვედი ამ უდაბნოში?"

ნეტარმა ბერმა უპასუხა: "მერწმუნე, საყვარელო ძმაო, იმგვარი შრომა დამჭირდა, რომ ბევრჯერ სასო წარმკვეთია და მგონებია, აღსასრულის ჟამი დამიდგა-მეთქი. ვფიქრობდი, ვეღარასოდეს ვიპოვიდი უდაბნოს მცენარეს - ერთადერთი საკვები ის იყო ჩემთვის, წყურვილს კი ნამის სიგრილე მიკლავდა. დღისით მზის მცხუნვარება მწვავდა, ღამით კი ცვარი მასველებდა და ვიყინებოდი. ენა ვერ აღწერს ჩემს გასაჭირსა და მოთმინებას და არც ღირს, ილაპარაკო მასზე, რაც ღვთის სიყვარულისთვის უნდა აღასრულოს მარტო მყოფმა ადამიანმა.

როდესაც სახიერმა უფალმა ნახა, რომ ერთიანად მარხვას მივცემოდი და ჩემი სული შიმშილისა და წყურვილისთვის გამეწირა, ანგელოზს უბრძანა, ეზრუნა ჩემზე და ცოტაოდენი პური და წყალი მოეტანა. ღვთის წყალობით, ოცდაათი წელიწადი ანგელოზი მკვებავდა.

შემდეგ, სანუგეშოდ, უფალმა მეტი საზრდელი გამიჩინა - ჩემი გამოქვაბულის ახლოს ამოვიდა ფინიკი, რომელსაც თორმეტი ტოტი ჰქონდა და თითოეული სხვადასხვა თვეს ისხამდა ნაყოფს, იქვე კი პატარა წყაროც აღმოცენდა.

აი, ასე გავიდა შემდეგი ოცდაათი წელი. ხან ანგელოზის მოტანილ პურს ვჭამ, ხან ფინიკის ხის ნაყოფს ვიხმევ, რომელიც, უფლის ნებით, ჩემთვის თაფლივით ტკბილია და, მადლიერი ღვთისა, ვსვამ წყაროს წყალს. თუმცა განსაკუთრებულ სიტკბოებას უფლის სიტყვის მიღებისას ვგრძნობ, ვინაიდან "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე 4:4) და თუ შენ, ძმაო პაფნუტი, შეეცდები უფლის ნების აღსრულებას, ყოველივე საჭირო მოგეცემა, რამეთუ წმინდა სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: "ნუ ჰზრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსუათ, ანუ რაი შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი" (მათე 6:31-32).

წმინდა მამებმა ილოცეს, ფინიკის ხესთან დასხდნენ და საღვთო საქმეებზე დაიწყეს საუბარი. როცა მზე გადაიხარა და დღე მიილია, მათ იქვე პური და წყალი იხილეს. პური აიღეს, გატეხეს, დანაყრდნენ და მორჩათ კიდევაც. უფლის წყალობით, წყალიც დალიეს და ის ღამე ლოცვაში გაატარეს.

აი, ასეთი ტკბილია "პური არსობისა".

საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო კანდელაკი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat