ნაყროვანება - ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო
ნაყროვანება - ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო
წმინდა მამები ნაყროვანებას სიბილწეთა დედას უწოდებენ. მისგან წარმოდგება არაერთი ცოდვა, რომლებიც, თუ არ შეინანა, ჯოჯოხეთის ნაკვერჩხლებად ექცევა ცოდვილს. ქრისტიანთა ცხოვრებიდან ცნობილია მრავალი მაგალითი, თუ როგორ უნდა ვძლიოთ ნაყროვანებას, რომელიც ხშირად გემოთმოყვარეობით იწყება.

***
მამა ტიხონ ათონელს ერთხელ ერთი ერისკაცი ესტუმრა, ნაყროვანებისა და გემოთმოყვარეობისგან მეტისმეტად გასუქებული, და შესჩივლა, ხორციელი აღძვრანი და არაწმინდა ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენო. შვილო, თუ დამემორჩილები, ქრისტეს მადლით ანგელოზად გაქცევო, მიუგო მამა ტიხონმა. ერისკაცი დათანხმდა. ღირსმა მამამ ურჩია, განუწყვეტლივ წარმოეთქვა საუფლო ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - და მთელი დღეები პურსა და წყალზე გაეტარებინა, ზეთიანი საზრდელი მხოლოდ შაბათ-კვირას მიეღო. გარდა ამისა, ყოველ საღამოს 150 მეტანია აღესრულებინა, ეკითხა ღვთისმშობლის კანონი, თითო თავი სახარებიდან და იმ დღის წმინდანთა ცხოვრება.

ექვსი თვის შემდეგ ერისკაცი კვლავ ესტუმრა მამა ტიხონს. მოძღვარმა ვეღარ იცნო - ისე გამხდარიყო, ტაძრის ვიწრო კარში თავისუფლად ეტეოდა. "ახლა როგორ გრძნობ თავს, შვილო?" - ჰკითხა ღირსმა მამამ. "ანგელოზივით, მამაო, არც ხორცი მაწუხებს და არც არაწმინდა ფიქრები", - უპასუხა მან.

***
დიდი მოღვაწე იყო მამა არსენ გარეჯელი - ხან ორ დღეში ერთხელ იხმევდა პურს, ხან - ხუთი დღის გამოშვებით. ამიტომაც სამი ეშმაკი დაუცხრომლად ებრძოდა, მაგრამ ღირს მამას ჰქონდა სასოება ღვთისმშობლისა და ითმენდა შიმშილს. ერთ დღეს, ტრაპეზის ჟამს, ერთმა ძმათაგანმა პური სთხოვა. არსენმა მოუტეხა. "გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც უჭმელობა მიძევს წინ. რას მიზამს პურის ეს მცირე ნატეხი?" - გაიფიქრა უნებლიეთ და უმალვე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ეს ამაო ფიქრი ეშმაკისგან იყო. აიღო პური, გარეთ გავიდა და ძაღლს მიუგდო, თვითონ კი კლდის ნაპრალში შევიდა, მჯიღს იცემდა მკერდში და იტყოდა: "ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო! როგორ არ გრცხვენია, ძაღლიც კი გჯობს, რამეთუ მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი სიმცირისათვის წუხხარ! ამისთვისცა, ბოროტო მუცელო, არც დღეს მოგცემ საჭმელს, არც ხვალ, რომ ქრისტეს მადლით წესიერება გასწავლოო".

ღირსმა მამამ ის დღეც და მომდევნოც მშიერმა გაატარა. მერე კი, როცა კვლავ იხილა ის სამი ეშმაკი, ერთს, მათგან უპირატესს, კვერთხი დაჰკრა და ქრისტეს სახელით განაგდო. ამის შემდეგ ის დემონი აღარ სჩვენებია, დანარჩენი ორი კი მაინც ებრძოდა, მაგრამ დაუძლურებულიყვნენ და ქრისტეს ახოვან მხედარს ვეღარას ვნებდნენ.

***
სამი ჭიქა რომ დავლიოთ, ბევრი ხომ არ იქნებაო? - ჰკითხეს მამა სისოს. "თუ იცი, რომ ეშმაკი ცოცხალი აღარ არის, სამი ჭიქა არც ისე ბევრია, ხოლო თუ ჯერ კიდევ არსებობს, მეტისმეტიაო", - მიუგო ბერმა.

***
ღირსი მამა ქრისტეფორე გარეჯელი თავს ასე იგლოვდა: "ნაყროვანი ხარ, ბერო, უძღები და ცოდვილი! დაღაცათუ ხორცს არა სჭამ, პურსა მაძღრივ სჭამ და ოდესცა ჰპოვებ, ღვინოსაცა სვამ. უბადრუკო ბერო, არ გეშინია?! დაგავიწყდა სიკვდილი და სულისა და ხორცის განშორება? დღეს თუ ხვალ მოვა წამყვანებელი შენი. განიმზადე თავი!" - და, ვითარცა შვილმკვდარი დედა, მწარედ ტირილს იწყებდა.

***
თქვა ბერმა: ოდეს გულისსიტყვა გებრძოდეს და ათასნაირ საჭმელს გთხოვდეს, აჭირვე მას, პურსაც ნუ მისცემ, დაამშიე და იქამდე მიიყვანე, რომ გევედროს და პურიღა გთხოვოსო.

***
ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ჯერ კიდევ მორჩილი იყო და სატრაპეზოში მსახურობდა. ერთხელ კარაქის ჭამის რაღაც უცნაური და ძლიერი სურვილი იგრძნო. რაკი მოძღვრისთვის ნებართვის თხოვნა ერიდებოდა, კურთხევის გარეშე იღებდა ხოლმე კარაქის ნაჭერს და ჭამდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სულიერი მამისთვის ეთქვა. მოძღვარი არ გაჯავრებულა, პირიქით, ნება დართო, რამდენიც სურდა, იმდენი კარაქი ეჭამა. გახარებული გაბრიელი სატრაპეზოსკენ გაიქცა. "აი, ახლა კი მოვიჯერებ გულსო", - ფიქრობდა, მაგრამ რომელი ჭურჭლიდანაც არ გასინჯა კარაქი, ყველა ეუგემურა. მორჩილი მოძღვართან გაბრუნდა და სთხოვა, ამის მიზეზი აეხსნა. "ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო, - უთხრა სულიერმა მამამ. მცირედის პარვით შეიძლებოდა ბოლოს რაიმე უბედურება მოგწეოდა. რაკი კურთხევა აიღე, ეშმაკი განგეშორა და მასთან ერთად მოგშორდა კარაქის ჭამის ვნებაც. ამიერიდან მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუღარაფერს გააკეთებო".

***
ერთი ღმერთშემოსილი და დაფარულთმცოდნეობის მადლს მიწევნილი ღირსი მამა ძმებთან ერთად ტაბლას უჯდა და ტრაპეზობდა, თან მდუმარედ ლოცულობდა. უეცრად ღვთის ხედვით ამაღლდა და იხილა, რომ ზოგი ძმათაგანი თაფლს იღებდა ტაბლიდან, ზოგი - პურს, ზოგი კი - უშვერს რასმე. განცვიფრდა ბერი. თავს ეკითხებოდა, ნეტავ რას ნიშნავს ეს ხილვა, წინ ხომ ყველას ერთი და იგივე უწყვიაო. უეცრად თვალწინ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და აუწყა: "ღირსო მამაო, აი, რას ნიშნავს შენი ხილვა: ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით იხმევს პურს და გონებით ილოცავს, მათი ლოცვა, ვითარცა საკმეველი, აღვალს უფლის წინაშე; ეს ის ძმები არიან, თაფლს რომ ჭამენ. პურის მჭამელნი ისინი არიან, ვინც მადლობას სწირავს ღმერთს იმ წყალობისთვის, საზრდელის სახით რომ მიენიჭათ, ხოლო ვინც დრტვინავს საზრდელის გამო, თვალბოროტია და ნაყროვანი, უშვერს რასმე ჭამსო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat