დიღომი
დიღომი
დიღომი მნიშვნელოვანი წარსულის მქონე სოფელია. ამაში დამარწმუნა მისი წარსულის გაცნობამ. ჩანს, დიღომში ისტორიულად მართლმორწმუნე მოსახლეობა ცხოვრობდა. ამაზე კი მეტყველებს მრავალი ეკლესიის თუ ნაეკლესიარის არსებობა. დღეს სოფელში რამდენიმე ეკლესია მოქმედებს, მათ შორის არის წმინდა მარინესი. სოფელ დიღომს ამავე ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით ისაკაძის ლოცვა-კურთხევით ვესტუმრე, ვესაუბრე სოფლის მკვიდრთ, რასაც შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ, ამჯერად მოძღვარს, მამა დავითს მოვუსმინოთ, თუმცა მანამდე სოფლის წარსულს გავეცნოთ.

სოფელი დიღმის წყლის ხეობაშია გაშლილი. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დიღუამისა და დიღვამის სახელწოდებით. სავარაუდოდ, სოფელში ეკლესიების მშენებლობა და სასულიერო მოღვაწეობაც ადრეულ წლებში უნდა დაწყებულიყო, თუმცა საისტორიო წყაროებში ეს მხოლოდ XVIII საუკუნიდან ჩანს. თანამედროვე დიღმის მოსახლეობისთვის ცნობილია მათ სოფელში არსებული ეკლესიები: წმინდა გიორგის, წმინდა მარინეს, წმინდა თევდორეს, ღვთისშობლის, კვირაცხოვლისა და სამებისა. წმინდა გიორგისა და წმინდა მარინეს ეკლესიების თაობაზე შევძელით ისტორიული დოკუმენტების მოპოვება.

1778 წლის 11 ივლისით დათარიღებული ბრძანება ეხება დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის მამულების საქმეს, საიდანაც ირკვევა ამ ეკლესიის მღვდლის ვინაობაც - იგი ყოფილა მღვდელი პავლე.

წმინდა მარინეს ეკლესიის შესახებ 1829 წლიდან არსებობს დოკუმენტები. ამ პერიოდიდან 1850 წლამდე არის შემონახული წმინდა ქალწულმოწმე მარინეს ეკლესიის აღსარებათა სია. ამ დროის მონაკვეთში ამავე სიის მიხედვით აქ მოღვაწეობდა მღვდელი დავით გიორგის ძე გიორგიევი. აღსანიშნავია, რომ 1837 წლის ჩანაწერში იგი მოიხსენიება როგორც დავით გიორგის ძე ლასაური; 1829-1845 წლებში აქვე ყოფილა მღვდელი ილარიონ ივანეს ძე ივანოვი; 1845 წელს ფიგურირებს მღვდელი სოლომონ იოსების ძე გრიგოლიევი, ხოლო 1847 წელს მღვდელი ანტონ თომას ძე ფომინოვი. აღსანიშნავია, რომ 1839-1840 წლების აღსარების სიას ბოლოში ხელს აწერს ამაღლების ეკლესიის მღვდელი გრიგორი (სამწუხაროდ, გვარი არ იკითხება). ამას გარდა წმინდა მარინეს ეკლესიის დოკუმენტებში მოხსენიებული არიან დეკანოზი პეტრე არდაზიანოვი (1833-1834 წწ.) და დიაკვნები: ისაკ აბრამის ძე ზანდაროვი (1843-1850 წწ.), ილარიონ გიორგის ძე აცმუტაშვილი (1846 წ.) და ივანე გიორგის ძე კოტატოვი (1847-1850 წწ.). 1850 წლის ჩანაწერის მიხედვით ამ ეკლესიაზე ირიცხებოდა 168 კომლი.

1861-1889 წლებში აქ მოღვაწეობდნენ: მღვდლები: გრიგოლ გიორგიევი, ნიკოლოზ და ისააკ ზანდაროვები (ყოფილი დიაკვანი), ნიკოლოზ ზაქრაძე, მიხეილ გამრეკელი; პრიჩეტნიკები მიხეილ და სამსონ ჭეიშვილები, მიხეილ კაბეტივაძე, ალექსანდრე უნაფქიოვი; დიაკვნები: შიო ბურჯანაძე, გიორგი მარინოვი და გიორგი ცხვედაძე. ჩვენ აგრეთვე მივაკვლიეთ 1861 წლის დოკუმენტებს, რომლებშიც საუბარია თბილისის საპატიო მოქალაქის, ზაქარია სარაჯიევის მიერ სოფელ დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის აღდგენის თაობაზე და 1914 წელს ამავე სოფლის წმინდა მარინეს ეკლესიისათვის მიწის შესყიდვასზე, რომელსაც ერთვის ამ მონაკვეთის გეგმა-ნახაზი.

მწყემსი კეთილი
სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე:

- სოფელი დიღომი ერთ-ერთი ძირძველი ქართული სოფელია, სადაც, ზუსტად ცნობილიც კი არ არის, რომელი საუკუნიდან შეიწირება მსხვერპლი ღმერთისადმი. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც დიღვამი. შემდეგ მოხდა სოფლის სახელის ტრანსფორმირება და დიღომი ეწოდა. არაერთი ტაძარი და ტაძრის ნაფუძარი მიანიშნებს, რომ აქ სულიერი ცხოვრება ჩქეფდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სოფელში კვლავ აღორძინდა სულიერი ცხოვრება. 1991 წლიდან წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში აღესრულება ღვთისმსახურება. ამას მოჰყვა კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ამოქმედება. XI საუკუნის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებს დეკანოზი დავით ლასურაშვილი. ღვთისმსახურება აღესრულება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის აღდგენილ ტაძარში. ისტორიულად უცნობია, როდის აშენდა წმინდა მარინეს ტაძარი. ვიცით, რომ ის აღადგინეს XIV საუკუნეში, გიორგი ბრწყინვალეს დროს. ათეისტურმა რეჟიმმა შეურაცხყო ტაძარი და შენობა ნახევრად მიწაში აღმოჩნდა. საკურთხეველში, იქ, სადაც თავის დროზე ღვთისადმი მსხვერპლი შეიწირებოდა, ერთხანს პურსაც კი აცხობდნენ. საფლავებიც კი თავის ადგილას აღარ გააჩერეს. სოფელმა ძალიან იაქტიურა და დღეს ტაძრის და მისი დამხმარე ნაგებობების სრული კომპლექსი უკვე დამთავრებულია. მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა.

წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში თავიდანვე ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა. მახსოვს ის ბავშვები, სულ რამდენიმე დღისანი მოინათლნენ. დღეს 19-20 წლისანი არიან და ეკლესიაში ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს. სასიხარულოა, რომ ბევრი დადის ეკლესიაში და საეკლესიო თვალსაზრისით საფუძვლიანი განათლება აქვთ მიღებული.

***
თავიდან აქ უამრავი პროტესტანტული სარწმუნოების მიმდევარი დაგვხვდა. ღვთის შეწევნით და წმინდანთა მეოხებით, რომლებიც სოფელ დიღომს მფარველობენ, ხალხი ნელ-ნელა დაუბრუნდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სოფელში აღესრულება ღვთისმსახურება და ღვთის სიტყვა იქადაგება, რასაც მონატრებული იყო აქაური მოსახლეობა. სოფლებში მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს სასულიერო პირებს, რათა სოფლის მკვიდრთ საშუალება ჰქონდეთ ტაძარში ღვთისმსახურებაზე დასწრებისა, წმინდა ზიარების მიღებისა. თბილისი და სხვა დიდი ქალაქები უნდა შეეწიონ და დაეხმარონ სოფელში მოღვაწე სამღვდელოებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სოფელი დიღომი აღარ აღიქმება სოფლად, რადგანაც ფაქტობრივად მიბმულია თბილისს და აქ მოღვაწე მამებს, ანუ ჩვენ, არ გაგვაჩნია ამგვარი პრობლემები. თავიდან დიღმის საშუალო სკოლაში ვატარებდით რელიგიის, საღვთო სჯულის გაკვეთილებს, რამაც ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე და არაერთი ბავშვი მოვიდა ეკლესიაში. სამწუხაროდ, დღეს აღარ გვეძლევა ამის საშუალება.

ღვთის შეწევნით, მრევლის დახმარებით, ეკლესიასთან გავხსენით საკვირაო სკოლა, სადაც ყოველი კვირის ბოლოს ტარდება საღვთო სჯულის გაკვეთილები. უამრავი ბავშვი და მოზრდილი იღებს სასულიერო განათლებას. ამ ოცი წლის განმავლობაში არაერთი განსაცდელი და სიხარული ჰქონდა ჩვენს ეკლესიას, მის მრევლს, მაგრამ ღვთის შეწევნით, წმინდა დიდმოწამე მარინეს თანადგომით ყოველივე დაგვიძლევია. მოძღვარიც და მრევლიც ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. ხშირად წირვის შემდეგ მრევლი და მოძღვარი ერთად ვიკრიბებით და ვმსჯელობეთ ამა თუ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი ეკლესიის, ერის წინაშე დგას. როდესაც განსაცდელი აქვს მრევლის წევრს, მრევლიდან ყველა ცდილობს, ვისაც რა შეუძლია, სულიერი თუ მატერიალური თვალსაზრისით, შეეწიოს და დაეხმაროს. თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. შაბათ-კვირას ტაძარში მოსვლა ყველასთვის ძალიან დიდი სულიერი ზეიმია.

მოძღვრის მისია
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოფნას სოფელში. პირველად რამდენიმე ასაკოვანი ქალბატონი დადიოდა ჩვენს ტაძარში. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს მოსვლა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა არა მარტო სოფელ დიღმიდან, არამედ დიღმის მასივიდან და შემდეგ უკვე თბილისის სხვადასხვა უბნიდანაც. სულიერ საზრდოს მოწყურებულნიAასე ნელ-ნელა მოვიდნენ ეკლესიაში. ჩვენ ერთად შევძელით გადაგვეტანა 1991-1992 წლების ძალიან დიდი გაჭირვება და დღემდე მოგვეტანა სულიერი ცხოვრება. იყო პერიოდი, როცა მრევლი ტაძარში ფეხით ამოდიოდა. ხშირად ტრაპეზს არაერთი გაჭირვებული ადამიანი ჩვენთან, ეკლესიაში იყოფდა. ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. განსაცდელში უფრო მეტად ღრმავდება სულიერი ურთიერთობა. ამბიონიდან შეიძლება ძალიან ლამაზადაც კი ჟღერდეს მოძღვრის სიტყვები, მაგრამ როდესაც უშუალოდ ეცნობი მას განსაცდელებში, მაშინ მჟღავნდება მისი სიტყვა და საქმე. მოძღვარზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ პერიოდმა მასწავლა ის, რომ რაც წერია სახარებაში, უნდა აღასრულოს მღვდელმა. იაკობ მოციქული ამბობს: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს". ხალხს აინტერესებს შენი საქმეები და არა შენი ლამაზი სიტყვები. დღესაც გამადიდებელი შუშით გვიყურებს ხალხი, როგორ ემთხვევა ჩვენს სიტყვებს საქმეები და ამის შემდეგ დგამს ნაბიჯს ეკლესიისკენ.

მამა დავითი მრევლთან ერთად

როცა სოფელში არცერთი ეკლესია არ მოქმედებდა, ყოველ კვირას, წირვის შემდეგ სოფლის წმინდა ადგილებში დავდიოდით და პარაკლისებს ვიხდიდით. ქადაგებით ვაწოდებდით ადამიანებს ღვთის სიტყვას. როდესაც პირველად მოვედი, მაშინ ჩემს უახლოეს მრევლთან ერთად კარდაკარ შემოვიარეთ მთელი სოფელი, ყველა ოჯახში მივდიოდით. წმინდა წერილში როგორც წერია - თუ მიიღებდნენ ჩვენს სიტყვას, გავჩერდებოდით იქ და ვასწავლიდით. თუ არადა, გამოვდიოდით და ვერავინ იტყოდა შემდეგში, ჩვენთან არ იყოო. თითქმის ყველა ოჯახში მივედით და ვიქადაგეთ ღვთის სიტყვა. ასე ნელ-ნელა დავუახლოვდით სოფელს და სოფელი დაგვიახლოვდა ჩვენ.

- მამაო, თქვენ როგორ მოხვედით წმინდა მარინეს ტაძარში?

- წმინდა მარინეს ტაძარი პირველად აკურთხა იმდროინდელმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აქ პარაკლისებს იხდიდა დეკანოზი ზურაბ ანთაძე (ახლა უკვე მამა ბასილი). ის მსახურობდა წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში. მეც იქ ვიყავი როგორც მრევლი და წიგნის მკითხველი. შემდეგ ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. როდესაც მოიწია ჟამი ჩემი მღვდლად ხელდასხმისა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სოფელ დიღომში მოვედი. 1991 წლის 10 ნოემბერს მღვდლად დამასხა ხელი. მას შემდეგ ვარ წმინდა მარინეს ტაძარში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დიღმის მასივში მდებარე სამი მღვდელმთავრის მშენებარე ტაძარში პარაკლისებს ვიხდიდი. დღეს ეს ტაძარი ფაქტობრივად დამთავრებულია და კვირაში რამდენჯერმე ახლა სხვა სასულიერო პირი ატარებს პარაკლისებს. ვინაიდან სოფელ დიღომში ძალიან დიდი მრევლი მყავს, ვეღარ ვახერხებ იქ პარაკლისების გადახდას. ჩვენთან, ტაძარში, ჩვენი მრევლიდან იქნა გამორჩეული და მღვდლად ხელდასხმული ნიკოლოზ ჩხიკვაძე. მამა ნიკოლოზი დღეს წმინდა მარინეს ეკლესიაში ჩემთან ერთად აღასრულებს ღვთისმსახურებას. წირვა-ლოცვებს ვატარებთ ასევე წმინდა თეოდორე ტირონის სახლობის ტაძარში. სულ მალე განსაზღვრულია იქ ღვთისმსახურება აღასრულოს დიაკონმა ათანასემ, რომელიც ასევე ჩვენი სამრევლოდანაა.

თანამედროვეობის პრობლემა
ბოლო ჟამის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ადამიანის გამიწიერებაა. მეტი ყურადღება მატერიალურ საზრუნავებზეა გადატანილი. ეს პრობლემა ყველა მრევლში შეინიშნება. ძირითადი მიზეზი ტაძარში მოუსვლელობისა მიწიერი საზრუნავებია. თუმცა აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ფაქტორს. როცა მოძღვარი ამჩნევს, რომ ზოგიერთს უჭირს, უნდა ეხმიანებოდეს. ჩვენ გვაქვს ეს ტრადიცია. ვეხმიანებით, ვკითხულობთ, როგორ არის ესა თუ ის მრევლის წევრი, რატომ არ გამოჩნდა ტაძარში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთხელ რომ არ მოვა და მეორედ, მერე უჭირს ტაძარში მოსვლა. ამ პიროვნებას რომ უკავშირდები, უფრო უიოლდება შემდეგ ტაძარში მოსვლა. ხორციელ შვილს ხომ მოიკითხავ, შინ რომ არ მოვა, ასევე უნდა კითხულობდე შენს მრევლსაც, სად არის, რატომ არ ჩანს. ეს მათთვისაც სტიმული და სიხარულის მომგვრელია. გახარებული ცდილობს, შემდეგში ეკლესიას აღარ დაშორდეს. ფიქრობს, რომ ეკლესიაში თუ არ მოვა, კითხულობენ მის ამბავს, აკლიათ. სამწუხაროდ, შეიძლება ზოგიერთს ხორციელი მშობლისგანაც კი არ ჰქონდეს ამდენი ყურადღება. მოძღვარმა უნდა დაიმსახუროს, ერქვას მოძღვარი. ჩვენ კი ვართ მოძღვრები, მაგრამ მამები რომ გავხდეთ, სასულიერო პირებს ძალიან დიდი შრომა და პასუხისმგებლობა გვმართებს.

- განსაკუთრებით რომელი სულიერი მამის სწავლების მიხედვით ზრდით სულიერ შვილებს?

- როდესაც ეკლესიაში ახალი მოსული ვიყავი, განსაკუთრებით მიტაცებდა იოანე ოქროპირის ნაშრომები, მისი ქადაგებების კითხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, მაქსიმე აღმსარებელი. მონდომებით ვკითხულობდი და ახლაც, რა თქმა უნდა, ვკითხულობ პატერიკებს, მამათა ცხოვრებას. შემდეგში ჩემზე უკვე დიდი გავლენა იქონია ისეთი დიდი მამების ცხოვრებამ და მათი ნაწარმოებების კითხვამ, როგორებიც არიან მარკოზ ეფესელი, გრიგოლ პალამა, ასევე ეგნატე ბრიანჩანინოვი და თეოფანე დაყუდებული. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ბერი პაისის გაცნობა. საბედნიეროდ, მას ორჯერ შევხვდი ათონის წმინდა მთაზე, გვისაუბრია კიდეც. თანამედროვე ამერიკელი მამის სერაფიმე როუზის ნაშრომებს დღესაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ძალზე საინტერესო იყო ჩემთვის ნიკოლოზ სერბის სწავლებანი, მისი ქადაგებანი, იოანე კრონშტადტელი. შეგახსენებთ იოანე კრონშტადტელის სიტყვებს: მღვდლი ხარ? ესე იგი, უნდა იცოდე, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. ყოველთვის უნდა ახსოვდეს სასულიერო პირს, რომ ჩვენ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნით. ჩვენს საკუთარ ოჯახებშიც კი სტუმრებივით ვართ.

უწმინდესთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მას აქვს საოცარი თვისება - პასუხისმგებლობისა და საოცარი თვისება ყველას მოსმენისა. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, ჩემთვის ისეთი შეკითხვა დაუსვამს, თითქოს რაღაცას მეკითხებოდა. ასეთი თავმდაბლობა შეუძლია უწმინდესს. განსაკუთრებით აინტერესებს ყველა ადამიანის აზრი და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ასეთ ადამიანებთან შეხება, ბუნებრივია, ძალიან ბევრს გასწავლის. საქართველოშიც შეიძლება ვნახოთ მამები, რომელთა ცხოვრების წესის მიხედვით ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ და სხვასაც გადავცეთ.

ვუსურვებ თქვენს ჟურნალს, რომ ისეთი კარგი რუბრიკა, როგორიც არის "ჩემი სოფელი", კიდევ ბევრი სხვა რუბრიკით დამშვენებულიყოს. ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს "კარიბჭეს" საპატიმროებშიც. იმ პერიოდში, როცა არცერთი საეკლესიო ჟურნალი არ შედიოდა საპყრობილეში, "კარიბჭე" თითქმის ყველას ჰქონდა საკანში და კითხულობდნენ, გადასცემდნენ ერთმანეთს. კარგი იქნება, თუ დაწერთ პატიმრებსა და საპატიმროზე, მათ მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებაზე.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat