მეჯვრისხევი
მეჯვრისხევი
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი. მთელი გულით მოვამზადეთ ერთად სოფელზე მასალა. ფოტოებიც საგანგებოდ შევარჩიეთ, მაგრამ... სამწუხაროდ, ბატონი ტიტიკო მოულოდნელად წავიდა ამქვეყნიდან... "კარიბჭეში" მეჯვრისხევის შესახებ წერილს დიდი სიხარულით ელოდა...

შარშან, ნომერში, სოფლის წარსული და თანამედროვეობა გაგაცანით. ახლა კი ყური ვუგდოთ მეჯვრისხევის ღვთისმშობლის მიძინებისა და უსანეთას წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარს, მამა ვახტანგ ნიკოლაიშვილს. მანამდე სამთავისისა და გორის ეპარქიის შესახებ მცირე ცნობებს გაგიზიარებთ.

ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რომელიც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდან მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის მთავარეპისკოპოსის წოდების მქონე მცხეთის სამთავროს საყდარზე მჯდომი მღვდელმთავარი განაგებდა.

***
ქართლის სამეფოში, გორის სტრატეგიულ-პოლიტიკური და სავაჭრო მნიშვნელობის ქალაქად გადაქცევასთან ერთად, დაისვა საკითხი გორისთვის სამიტროპოლიტო წოდების მინიჭების შესახებ. მართალია, გორის მღვდელმთავარი - გორის სამიტროპოლიტოს მმართველი, 1748 წელს არის მოხსენებული, მაგრამ ამ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე ვრცელდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელით ცნობილი მღვდელმთავრის იურისდიქცია.

1917 წელს გორის ეპარქიის ბაზაზე ურბნისის ეპარქია შეიქმნა, რომელშიც მთელი შიდა ქართლი გაერთიანდა, ხოლო 1995 წლიდან კვლავ აღდგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სახით.

ეს უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, "სიონის პირისპირ მდებარე მონასტერი - ნათლისმცემელისა"; მარიამისხევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი XII ს. ვერეს სამონასტრო კომპლექსი XI ს; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: "დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისის მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი". ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება "ესტატეწმინდა", დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაკრძალული გიორგი სააკაძის ვაჟის - პაატას თავი; გამორჩეული იყო რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს, თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას, სოფლისა და მისი შემოგარენის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამებრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი.

უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას წლების განმავლობაში განაგებს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). ახლახან, წმინდა სინოდის განჩინებით, ეს ეპარქია გაიყო. დაფუძნდა სამთავისისა და კასპის ეპარქია, რომელსაც ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) უწინამძღვრებს.

მამა ვახტანგი:

- მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2008 წლიდან ვმსახურობ მეჯვრისხევის საკრებულოში. ამ საკრებულოში ოთხი სოფელი შედის: მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი და ფაბრიკის დასახლება (ეს სახელი კომუნისტების დროიდან შემორჩა ამ ადგილს). მეჯვრისხევის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, 1500 კომლამდეა. ზერტში - 800 კომლამდე. დანარჩენი - პატარა სოფლებია. ზერტში თავიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვწირავდი. ახლა ნელ-ნელა იქ აღდგა კიდევ რამდენიმე ეკლესია. ამჟამად სამ ეკლესიაში ვწირავ. ღვთის მადლით, მეჯვრისხევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე უსანეთას წმინდა გიორგის ტაძარს. ამ ტაძრის დღესასწაული სულიწმიდის გარდამოსვლას ემთხვევა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტაძარი XIX საუკუნეში, 1841 წელს არის აგებული. სოფლის ცენტრში ეს ტაძარი მღვდელმა ბახუტაშვილმა ააშენა. უსანეთობას მთელს საქართველოში აღნიშნავდნენ. უკვე ერთი წელია, რაც აღდგა უსანეთას წმინდა გიორგის ტაძარი. ამას გარდა, მეჯვრისხევში უამრავი ტაძრებია, ერთი ახალიც აშენდა, ე.წ. საზღვარზე. ეს არის წმინდა გიორგის ახალი ტაძარი სასაფლაოზე. აღდგენის პროცესშია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. არის კიდევ ორი ტაძარი ღვთისმშობლისა - ერთი სოფლის განაპირას დგას, მეორე - სოფლის ბოლოში. ზერტში ღვთისმშობლის შობის ბაზილიკა, სადაც ვწირავ, სამნავიანი და საკმაოდ დიდია. ამ ტაძრის ეზოში დგას წმინდა გიორგის ტაძარი, რომლის აღდგენა მიმდინარეობს. შენდება საკვირაო სკოლაც. აშენდა სამრეკლო. ტაძარს გარშემო გალავანი დაამშვენებს და დიდი კომპლექსი გაკეთდება. მომავალში სურვილი აქვთ, დაიწყოს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობა. რაც მეუფე ანდრია მობრძანდა ჩვენს ეპარქიაში, მას შემდეგ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. როგორც საეკლესიო, ისე საერო კუთხითაც.

რაც ხდება მთელს საქართველოში, ის ხდება ჩვენთანაც. დიდია მიგრაცია, ბევრი მიდის საზღვარგარეთ, დედაქალაქში. თუმცა, ნელ-ნელა გვემატება მრევლი. მამაკაცების რაოდენობა მცირეა, უფრო ქალები და ბავშვები მოდიან. სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულება დადებითია. შეიძლება სულ არ იყოს ეკლესიური, მაგრამ პატივისცემა, ყურადღება და სიყვარული აქვთ სასულიერო პირებისა. ჩვენი მღვდელმთავარი, მეუფე ანდრია ყველას უყვარს. ის პატრონობს ეპარქიას, სამღვდელოებას. გვეხმარება სულიერად, მატერიალურად, ლოცვით. ყველანაირად გვერდით გვიდგას. ნამდვილი მღვდელმთავარია. ზოგჯერ არაეკლესიური ადამიანი მოდის ჩვენთან და გვესაუბრება თუნდაც ცხოვრებისეულ პრობლემებზე.

- თქვენ როგორ მოხვდით მეჯვრისხევში?

- მეუფე თადეოზმა 2007 წელს თიანეთში მღვდლად მაკურთხა. ფშავ-ხევსურეთი ცოტა რთული ეპარქიაა, ძალიან ცოტა ეკლესიაა მოქმედი, ახლა ნელ-ნელა იზრდება მათი რიცხვი, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ტაძარი იყო მოქმედი. მათ შორის ღვთისმშობლის მიძინების, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მაღაროსკარშია ასევე მოქმედი ეკლესია, წყალსაცავშიც. მაღაროსკარში სამი თვე ვიმსახურე. მთა დაცლილია მოსახლეობისგან, 100-კომლიანი სოფელია მაღაროსკარი. მეუფე თადეოზმა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. რამდენიმე ხნის შემდეგ სამთავისისა და გორის ეპარქიაში გადმოვედი.


მეჯვრისხევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარ

მეჯვრისხევი არის მეჯუდის ხეობა, ცხინვალის მხარე, კარალეთისა და არბოს მახლობლად მდებარე სოფელი. მეჯუდის ხეობის მხარეს ოსური სოფლებია. ჩვენს სოფელში რუსების ბაზაა. ორი პოსტია და სამხედრო ნაწილიც დგას.

***
მე გვიან მივედი ღმერთთან. პირველი მარხვა 32 წლის ასაკში დავიცავი. მარტო მარხვას ვიცავდი, ეკლესიაში არ დავდიოდი. 1987 წელს დავიწყე ქაშუეთში სიარული. ჩემი პირველი მოძღვარი მამა ღვთისო გახლდათ. პირველად 1990 წელს ვეზიარე. 1992 წლებში, თბილისის ომის დროს, ქაშუეთის ტაძარი რამდენიმე თვე დაკეტილი იყო, მრევლი დაიფანტა და ერთი წელი სხვადასხვა ეკლესიაში დავდიოდი. მერე ავიღე კურთხევა მამა არჩილ მინდიაშვილისა და მამა ღვთისოსგან და მამა არჩილ მინდიაშვილთან გადავედი. მღვდლობა ადრეც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ არ მქონდა ამის სურვილი, შინაგანი განწყობა. არც ვიცოდი, მღვდელი რა იყო. კაცი თვითონ თუ არ გახდა მღვდელი, ბოლომდე მაინც ვერ გაიგებს. სურვილი რომ გამიჩნდა, არც ვიცოდი, სურვილი იყო, თუ გარედან მოწოდებული აზრი. უნდა ილოცო მაგ დროს, რომ გამოიძიო ღვთის ნება არის, თუ არა. ჩვენი მრევლის წევრმა და მეგობარმა ზაზა სოსიაშვილმა (მაშინ მედავითნე იყო, ახლა მღვდელია) მასწავლა ტიპიკონი. ძველი ქართული წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე. ჯერ პეტრე-პავლეს ტაძარში ვიყავი მედავითნე და მერე სამებაშიც... სამშაბათ დღეს ვმედავითნეობდი, შაბათ-კვირას სტიქაროსანი ვიყავი, პატრიარქი რომ წირავდა. ჯერ იპოდიაკვნად მაკურთხეს, მერე დიაკვნად და ცოტა ხანში - მღვდლად.

როცა სასულიერო პირი ხდები, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი. მეტი თავშეკავებაა საჭირო, როგორც შინ, ასევე გარეთ. ტაძარში თავისთავად. მარტო მღვდელს და სასულიერო პირს კი არა, ყველა ქრისტიანს ეხება. ქრისტიანსა და მონაზონს შორის რა განსხვავებაა? არაფერი. ეგაა, მონაზონი დებს უპოვარების და უქორწინებლობის აღთქმას. უპოვარი ჩვენ ვერ ვიქნებით, თეთრი სამღვდელოება და ერის ადამიანები, იმიტომ, რომ იძულებული ხარ, ქონება გქონდეს. მაგრამ უნდა გქონდეს იმდენი, რაც გჭირდება და არა მეტი. უქორწინებელიც ვერ იქნება ერისკაცი. ეს არის განსხვავება, დანარჩენი უბიწოება ორივეგან უნდა დაიმარხო. მერე უკვე ოჯახშიც იცვლება დამოკიდებულება შენ მიმართ. ოჯახიც მეტს გთხოვს, მოძღვრის ჯვარი მძიმდება. ჯვარს გადებს უფალი ისეთს, რისი ტარებაც შეგიძლია და თუ დაგიმძიმებს, ესე იგი, უფალი დაგიმძიმებს, თუ შეგიმსუბუქებს, უფალი შეგიმსუბუქებს. ხელოვნურად თავად არც უნდა დაიმძიმო და არც შეიმსუბუქო. ღვთის წყალობით და შეწევნით მოხდა ჩემი კურთხევა.

***
2007 წლიდან ვარ მოძღვარი. საპატრიარქოში ნებაყოფლობით ვმუშაობ. უწმინდესის მიერ არის შექმნილი სულიერი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი "თანადგომა". პატრიარქმა ჩვენზე ბევრად უკეთ იცის და წინასწარ ხედავს, რომ ადამიანი მიჯაჭვულია ტელევიზორზე, ინტერნეტზე, ტელეფონზე და შინიდან გამოსვლაც კი ეზარება, არა თუ ეკლესიაში მისვლა. მიჩვეულია და ტელეფონით უადვილდება ჩვენთან საუბარი. შეიძლება წლები არ მივიდეს ტაძარში მოძღვართან, ტელეფონზე კი დარეკავს და რჩევას გვეკითხება. სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები გვიკავშირდებიან, მორწმუნეებთან ერთად ურწმუნოებიც, სექტანტებიც, სასოწარკვეთილებიც, ზოგი მარტოხელაა და მომვლელი არ ჰყავს, წამალი არა აქვს და წამლის მიმწოდებელიც არ ჰყავს. ასეთი კატეგორიის ადამიანებიც რეკავენ. ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად ყველას დავეხმაროთ. საზოგადოებას მატერიალურზე მეტად სულიერი პრობლემა აქვს. ცხოვრებისეული რიტმი ძალიან თრგუნავს ადამიანს. ეს ელექტრონული საშუალებები ადამიანის ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს. სადღაც ილუზიურ, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და სულიერად არიან დაავადებულები.

მინდა მივმართო მათ, ვისაც მღვდლობა სურს - წამოვიდნენ სოფლებში. სოფლებში სასულიერო პირების ნაკლებობაა. სადაც ღვთის სიტყვა არ იქადაგება, ის ადამიანი უპატრონოა. სადაც ჩვენ შევედით და ღვთის სიტყვა იქადაგება, იქ უკვე უკეთესი მდგომარეობაა. სოფელზე დგას ქვეყანა. მინდა გავახსენო ყველას - საერო და სასულიერო პირთ, რომ კაენმა დაიწყო პირველად ქალაქების მშენებლობა, ხოლო სეითმა ერთი ქალაქი ააშენა და სოფლებს ანადგურებდა, იმიტომ, რომ მიწას გაურბოდა. მიწაც აუჯანყდა. მტერი იმიტომ ებრძვის მიწას, რომ კაცი, რომელიც მიწაზე დაფუძნებულია და მიწა აქვს საკუთრებაში, ის ძნელად სამართავია. ის შეიძლება ურწმუნოც იყოს, მაგრამ კაცი ჯიუტი თუ არის, სხვას ძნელად დაუჯერებს. ამიტომ ებრძვიან მიწას. სოფელს ადვილად დაამარცხებენ, თუ იქ არ იქნება ღვთის სიტყვა, სარწმუნოება. უწმინდესი მუდამ მოგვიწოდებს მიწაზე მუშაობას. მეუფესაც აქვს მეურნეობა და ამუშავებს მიწას, ჩვენც ამას გვეუბნება. კურთხევაც მოგვცა ღვინის ქვევრში დაყენებისა.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მკითხველი, ჟურნალი "კარიბჭე".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat