ფშავის თამარ-ღელე
ფშავის თამარ-ღელე
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ. "ღელე" ნიშნავს გადასავალს.
ღელე ტყიანია, მას აღმოსავლეთით წაწადის ხევი ჩამოუდის. ამ ხევით ბილიკი ტყეში მიდის. თამარის ხატამდის დაახლოებით 7 კილომეტრია. ამ ბილიკს ტყის თავში კვირიას ხატია მოთავსებული თავის საზარე, საბერო–სალუდეთი და სხვა ნაგებობებით.  თამარის ხატი მოთავსებულია ღელეს ქედზე. ადგილი გაშლილია და დავაკებული. ხატს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ხატის ნიში ყორის გალავნით არის შემოზღუდული. ხატის გალავანზე აწყვია ირმის რქები, ზანზალაკები და სხვა. გალავანშია თუნუქის გუმბათიანი ხატის საზარე, სასანთლე, საბერო, სალუდე, ხატის ბეღელი და 1910 წელს აშენებული თამარის სახელობის პატარა ეკლესია.
ხალხური თქმულებით, თამარის ეს ხატი პირველად გაბიდაურის თემის დედაკაცს სანათას აღმოუჩენია.

სანამ თამარ მეფის ეს სალოცავი "თავს იჩენდა" ღელის გორში გაბიდაურების თემს უცხოვრია და სანათას თამარის ხატი პირველად აქ ჩვენებია, სასანთლეც აუშენებია და თამარ მეფე ხევისბერულად უდიდებიაო. სანათას ღელეში მცხოვრები თემისთვის აქედან გადასახლება ურჩევია, მაგრამ ხალხს მშვილდისრებით თავიანთი თავი ამოუხოციაო.  ზოგი მათგანი გადარჩენილა, მაგრამ მაინც არ გადასახლებულა, სანამ ხატი რაიმე სასწაულს არ გვაჩვენებსო. სასწაულიც მომხდარა. უეცრად კალოს პურს თავისთავად ცეცხლი გასჩენია, ფიწლის ტოტებსა და ხარის რქებზე ცეცხლი ხალხს კელაპტარივით სჩვენებია. ამის შემდეგ მოსახლეობა აყრილა და ხოშარაში გადასულაო.  თამარის ხატი ფშავში ძლიერ სალოცავად ითვლება. მას განსაკუთრებით ქალები ლოცულობენ და იქ იმ დედოფალს უწოდენებენ, რომელსაც წამლის სახსრად ერთ ცხვარზე ზედმეტს სწირავენ.

ზოგჯერ ხატს ციკანსაც უკლავენ, თამარს თავის მწევრებისათვის მოუნდებაო. თამარის ხატი წინათ მდიდარ სალოცავად ითვლებოდა. მას თავისი მამულები და ზვრები ჰქონია, რომლის ცხვარ–საქონელს ხატის კაცები და ქალები უვლიდნენ.  ხატის ქალები მხოლოდ თამარსა ჰყავდა, რომლებიც მის საქონელს უვლიდნენ და ქალწულად რჩებოდნენ. ხატში მათ თავისი ცალკე საჯარე ჰქონიათ და თამარის ხატობას ერთად დგებოდნენ. ხატის ქალებს ეხურათ თეთრი ხილაბანდები, წინ იკეთებდნენ თეთრ ფასტამალს, გულ–მკერდს იმკობნენ ვერცხლის ღილ–შინებით.  თამარის ხატს დიდძალი შემოწირულობაც შემოუდიოდა: ფული, საქონელი, სამკაულები და სხვა.

ღელეობის პატარძლები თამარს ჯვარნაწერ ტანისამოსს წირავდნენ, ახალი ნეფეები კი ვერცხლის ქამარს მიართმევდნენ, რომ თამარს მიეცა წყალობა და დღეგრძელობა. კახეთიდან მხვეწარს მოჰქონდა აბრეშუმის ხიფები და ქსოვილები.  გაბიდოურის თემის ახალჯვარდაწერილ ქალს ღელეობას ს ა წ ა ღ მ ა რ თ ო საწირი უნდა მიეტანა და თამარისთვის მფარველობა ეთხოვა: " თამარ მეფეო, გვიშველე, შენი კაბის კალთა დამაფარე"–ო. ზოგ მხვეწარს სამი თუ ოთხი საკლავიც მიჰყავდა და ღელეობას ზოგჯერ 300 ცხვარზე მეტი დაიკვლებოდა თურმე.  ღელეში თამარის ხატობა იწყება პეტრე–პავლობის მარხვის დასრულებიდან პირველივე სამშაბათ დღეს. ლაშარიდან ჩამოსულ მლოცავს აქ ხდება ფშავის–ხევიდან მოსული მხვეწარი და შუადღსას ხევისბერები იწყებენ საკლავ–საწირავის დამწყალობნებას. ხარის ნიშთან მისვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, ქალები კი მოშორებით დგებიან. 

წინათ მეხატენი თავიანთ საჯარეში თურმე დგებოდნენ, რომლის მიჯნის გადალახვა არ შეიძლობა, ვინც ამას დაარღვევდა მას ხატისთვის საკლავი უნდა დაეკლა, რომლის სისხლით ხევის ბერს მისი კარმიდამო უნდა გაენათლა. დედაკაცებს ერთი საჯარე ჰქონიათ, რადგანაც ქალები თემებად დაყოფილი არ ყოფილან მათ ეკრძალებოდათ მამაკაცის საჯარეში დადგომა.

ხევისბერი მხვეწარს ჩვეულებისამებრ ამწყალობებდა. ავადმყოფს "წამლის სახსრად" ქადა–კვერები მოჰქონდა და ცხვარი მოჰყავდა, ზოგს კი "ხატის საკადრისი" თეთრი მოსახვევი, რომლის ყურზე "წამლის სახსრად" თეთრი ფული იყო გამოკრული. ვისაც შეთქმული ჰქონია: "რომ შენ კარზე მოვხვდები ყელწნელიანი, ფეხშიშველი, პირქვიანიო", ისიც ასე ასრულებდა. ხევისბერი მხვეწარს ართმევდა საწირს და დაილოცებდა:

" გაუმარჯოს თამარ მეფეს, იყოს მფარველი თავის საყმოსი, თავის ქალ–ქალიშვილისა, დღეს თავის კარზე მდგომელი და მლოცავი კეთილად შამზღვნელი, შამწირველთ, მოსულთ დაახვედროს ტკბილი წყალობა, წასულებს გააყოლოს ბედი და კარგა მყოფობა"–ო. შემდეგ საკლავს შუბლი შეუტრუსეს და იქვე დაკლეს.  ბოლოს სუფრები იშლებოდა, ხევისბერები სუფრებზე სახელს შედებდა და ყველას შესანდობარს დალევდა.


ღვთისმშობელთა ჰყვავის წმინაი, თამარ დედოფალია;
უფლისგან ჰქონდა ბრძანება, შეარტყა მამის ხმალია;
მამის სანეფო აიღო, თითონ ბრძანდება ქალია,
ხმელეთ თავისად მაიგდო, იმდენიცა აქვ ძალია;
შუა ზღვას ჩადგა სამანი, სამანი რკინის სარია,
სატახტოდ, საბრძანებლადა თათონ ხმელს გორძე ბრძანია,
პირდაპირ უდგა გორზედა ლაღი ლაშრის– ჯვარია,
გვერდს უდგა ნისლისგერაი, ტრეფივითა ჰქონ ხმალია,
ოქროს უნაგირ ზედ აგდა, ოქროსწყლის ლაგმის ტარია;
დალოცვილ შემზადებულა, არ იყოს მისვლის ხანია.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat