სხვიტორი
სხვიტორი
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე. სულ 80 მოსახლე ანუ კომლია. მათ რიცხვში რამდენიმე ოჯახი თავადი წერეთლებია. ეს წერეთლები განათქმული ვაჟკაცის დავით წერეთლის შთამომავალნი არიან. ქველ წერეთელს, საზოგადოდ ყველა წერეთლის წინაპარს, ორი შვილი ჰყავდა: დავითი და პაპუნა. პაპუნა ბერად იყო შესული მღვიმევის მონასტერში - ვკითხულობთ აკაკი წერეთლის წიგნში "კრიტიკა და პუბლიცისტიკა" (VI ტ.). დავითი უშვილოდ ბერდებოდა და იმისთვის, რომ საწერეთლო უპატრონოდ არ დარჩენილიყო, გამოიყვანა მონასტრიდან ძმა და ცოლი შერთო. მისი შთამომავალები დრეს თხუთმეტ ოჯახად არიან. დავით წერეთელი შესანიშნავი რაინდი იყო და მისი ხმალი მთელ საქართველოში იყო განთქმული. გადმონაცემია: ღვინო თავის დღეში არ დაულევია, მაგრამ სისხლი კი ათრობდა და ომში მიუკარებელი რამ იყოო. მხოლოდ ერთხელ კი გაქცევია ომს. ეს მაშინ იყო, როცა ქართლისა და იმერეთის მეფეები შეეტაკნენ. მეფემ თურმე ჰკითხა გაქცევის მიზეზი და მანაც საჯაროდ უპასუხა: "შიშმა გამაქცია, საოცარი რამ ჩვენება ვნახეო: დედაჩემს ჩემი ძმა მარჯვენა ძუძუსა ჭრიდა და მეც მიწვევდა, რომ მარცხენა მომეჭრაო!" ამ სიტყვამ ისე გამოაფხიზლა იმერეთის მეფე, რომ ქართლის მეფეს მოციქულები მიუგზავნა - გავრიგდეთო! სიბერის დროს დაქვრივდა, შეირთო მეორე ცოლი და მიეცა ვაჟი - გიორგი. ეს გიორგი მისთანა ვაჟკაცი ვერ ყოფილა, მაგრამ ღონე კი საოცარი ჰქონია. ერთხელ თურმე მთაში მიდიოდა , დიდი თოვლი იყო და ვიწრო ნაკვალევში ჩამდგარიყო, გადახვევა არც იქით შეიძლებოდა და არც აქეთ. წინ დაჭრილი ტახი შემოეფეთა და რომ სხვა ვეღარა მოასწრო-რა, ნაბადი ამოსდვა და თავზე გადაივლო. პირდაპირ, გაუდრეკელი კაცი ყოფილა და ამიტომაც დაურქმევიათ ხარ-გიორგი. ორჯერ დაქვრივდა, და უშვილოდ რომ არ გადასულიყო, მამა-მისისა არ იყოს, იმანაც სიბერეში შეირთო ერისთავის ქალი და მიეცა ორი ვაჟი: სვიმონი და როსტომ. ეს სვიმონი მეფის სახლთუხუცესი იყო და სიბერის დროს მოესწრო უკანასკნელ მეფეს და დიდი სამსახურიც გაუწია: გადაჰყვა სპარსეთში და სანამ არ დაასაფლავა ტრაპიზონში აღარ დაბრუნებულა. მისი თანამედროვე იყო მეორე სვიმონ წერეთელიც, სახლთხუციშვილი. ერთი მათგანი საოცარი თვალადი ყოფილა და მეორე კი ტანადი და ამიტომაც დიდი მეფე, სოლომონი ხშირად თურმე იტყოდა ხოლმე: "ერთის თავი რომ მეორის ტანს დაადგა, მაშინ ჩემი სამეფო საკვირველების მხარე იქნებოდაო!"(აკაკი წერეთელი "კრიტიკა და პუბლიცისტიკა" VI ტ).

KARIBCHE

KARIBCHE

სვიმონ მეღვინეთ ხუციშვილი უკეთეს ცხენოსნად ითვლებოდა იმ დროში და ყოველთვის, როცა ჯირითი თავდადება და საერთო ცხენის ჭენებაზე გადიოდნენ, ეს თურმე ისეთ თხრილზე გადაახტუნებდა ხოლმე ცხენს, რომ ყველას უკვირდა. ერხელ ალექსანდრე ბატონიშვილმა, დიდი სოლომონის შვილმა, უხუმრა: გააძრახა მხლებლები და საიდუმლოდ ცხენს თვალები გაუფუჭა. ჩვეულლებრივად რომ გააჭენა ცხენი სვიმონმა და უნდოდა თხრილზე გეეხტუნებინა, ცხენი თხრილში ჩაუვარდა და თვითონ კი გაღმა ნაპირზე გახტა. ალბათო, ამბობდნენ ზოგიერთები, მეჯინიბემ უთხრა და ისიც მომზადებული იყო, რომ თან არ ჩაჰყვა ცხენსაო!.. მეფე სოლომონს ეწყინა ეს ხუმრობა, გაუჯავრდა მემკვიდრეს და სვიმონს წირქვალში დიდძალი ყმა და მამული აჩუქა!
KARIBCHEსვიმონმა მადლი მოახსენა, მაგრამ სიხარული კი მაინც არ დაუმჩნევია!... აქ დიდი არა არის-რაო, მაგრამ ის ჩემი ბედაური ერთადერთი იყოო - იტყოდა ხოლმე ხშრად მეგობრებში. ამ სვიმონის და როსტომის შვილიშვილები არიან დღევანდელი სხვიტორში მოსახლე წერეთლები. იქვე სახლობენ აზნაურებიც - გვარათ ცქიტიშვილები და მაჭავარიანები, მაგრამ ესენი ბოლო დროს არიან გადმოსახლებულნი, აქაური მკვიდრნი არ არიან. მკვიდრი გლეხები, დიდი ხნის გადმოსახლებული კირვალიძეები, რაჭიდან გადმოსულან და ისევ ისე იციან "ბოსლობა", როგორც რაჭაში; გოშაძეები, რომელთაც ბატონყმობის დროს მარტო ხაბაზობა ემართათ, მოსიაშვილები, არჩუაძეები, მაჭარაშვილები, მწვანელებად წოდებულნი, ომანიძეები, ლურსმანიშვილეი და ზაბახიძეები. ერთი ამ გვარიშვილთაგანი ნანიკა ზაბახიძე მოდინახეში მეციხოვნედ იყო, როდესაც აბაშიძის ქალმა, ქაიხოსრო წერეთლის ცოლმა, რუსების საწინააღმდეგოდ ციხე გაამაგრა. სხვიტოშივეა ჩამოსახლებული სარალიძე და ბერძენი კაპანაძე. სხვიტორს ორი მთა აკრავს, გოჯიხევ-კვერთი და საფალავნიშვილო, რომელიც რაჭამდე უწევს. შუაში ჩამოუდის მდინარე ჩიხურა და შიგ ერთვიან პატარ-პატარა მთის მდინარეები: გონჯურა, კვერთულა, სკინავა, დიდი ღელე, საბუე და სხვ. ესენი ყველა, გარდა გონჯურისა, საკალმახეა.

KARIBCHE

KARIBCHE
აკაკის ვენახები

შესანიშნავი ნანგრევები ციხე-მონასტრების არსად ჩანს. სხვიტორელებს ჭირისა და ლხინის ჩვეულება საერთო აქვთ საზოგადოდ ყველა ჩვენებურ სოფლებთან. განსხვავებული იყო მხოლოდ "მოტყიერობა". სულიწმიდის მოფენის დროს დიდძალი ხალხი მოაწყდებოდა მაცხოვრის ეკლესიას: გალავანში რომ ვეღარ ეტეოდნენ, გარშემო მიდამოს იჭერდნენ. იმათ წერეთლები უნდა გამასპინძლებოდნენ იმ დღეს. თითეული ოჯახი ვალდებული იყო მიეტანა საყდარზე ძროხა მოხარშული, პურები გოდრებით, ღვინო რუმბებით. დიდი, საგანგებო გობები იყო გაკეთებული, რომლებშიაც რამდენიმე კოკა ჩადიოდა. იმაში ასხავდნენ ღვინოს და არავის ნება არა ჰქონდა, რომ იმ დღეს ღვინო ჭურჭლით დაელია, უნდა შემოხვეოდნენ რიგისად გარს იმ გობებს, დაეჩოქნათ, დაყრდნობოდნენ და ისე წრუპით ესვათ ღვინო. ეს ჩვეულება დიდი ხანი არ არის, რაც გადავარდა. ამ ორმოცი წლის წინათ ერთი კაპიტანი - ტამილოვი მისი როტით დაესწრო ამ დღეობას, ხალხმა ისინიც მიიწვია. სალდათებმა მიუჩოქეს გობებს, მაგარმ ზეზე აღარ წამომდგარან. ეს ერთი ხანია "მოტყიერობა" გადააგდეს და სოფელი იხდის დღეობას მხოლოდ გიორგობას - ოცდასამ აპრილს, მაგრამ ამ თემობას და დღეობას ადრინდელი ხასიათი აღარ აქვს, გაფუჭებულია ისე, როგორც ყველგან, საზოგადოდ ჩვენში, სხვიტორელები გამრჯელი და მუშა ხალხია და რომ დღევანდელი წესწყობილება ხელს არ უშლიდეს, მდიდრად იქნებოდენ საზოგადოდ, რადგანაც მოსავალიც კარგი იცის. მოჰყავთ პური, ქერი, დიკა, ღვინო, სიმინდი, ლობიო და ყოველგვარი ბოსტნეულობა. ბატონყმობის დროს აქაც იყვენ მესტვირეები, კარგი მოშაირეები და მეზღაპრები. დღეს აღარავინ მისდევს ამას და თუ გაიგონებთ იშვიათად სადმე, იმასაც ახალი დროის შესაფერად გადმოსხვაფერებულს და გაფუჭებულს!...

KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat