გოდოგანი
გოდოგანი
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ. მამა ათანასეს რძალმა, ქალბატონმა მაყვალამ, გულთბილად გაიხსენა მამა ათანასეს ცხოვრება და მოღვაწეობა. ხოლო, როცა წავიკითხე წიგნი "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა" (ავტორები: გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე), რომელიც ქუთაისის არქივში (დირექტორი მერაბ კეზევაძე) დაცული მასალების მიხედვითაა შედგენილი, უფრო მეტი მასალა მივიღე მამა ათანასეს და დოღონაძეების გვარის სასულიერო პირების შესახებ, რომელთა ძირი სოფელ გოდოგნიდან არის და მათი მოღვაწეობის ადგილი თავიანთი სოფელი გახლდათ.

არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარაშვილი)
არქიმანდრიტი ათანასე, ერისკაცობაში ვასილი, 1869 წლის 12 მაისს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ ნაგარევში, გლეხ იორდანე ზაქარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 1881 წელს 12 წლის ვასილი თბილისში ჩამოდის და მოჯამაგირედ იწყებს მუშაობას. 1890-1895 წლებში ვლადიკავკაზში გადადის სამუშაოდ.

XX საუკუნის 10-იან წლებში ბერად შედგომის სურვილით გელათის მონასტერს მიაშურა. მომდევნო წლებში საბერო მორჩილება ჯერ შიომღვიმის ლავრაში, შემდეგ კი მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გაიარა. 1917 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მენჯის შუშანიების სავანეში მღვდელ-მონაზონმა ალექსიმ (შუშანია) მორჩილი ვასილი ბერად აღკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. ამავე წელს მეუფე ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ერთი თვის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განამწესა. მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, იგი დროგამოშვებით ასრულებდა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მოადგილის მოვალეობას.

1921 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადავიდა და გელათის მონასტრის საძმოში განაგრძო მოღვაწეობა. 1923 წლის 5-6 ივნისს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი დაიხურა და ბერმონაზვნებს აეკრძალათ იქ ცხოვრება. მამა ათანასე იძულებული გახდა, მშობლიურ სოფელში ძმის ოჯახს შეკედლებოდა. ეზოში აიშენა პატარა ფიცრული, სადაც განმარტოებით ცხოვრობდა. სოფელ ნაგარევში იმჟამად ჯერ კიდევ მოქმედებდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სადაც მამა ათანასეს საშუალება მიეცა, წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა.

1930 წელს ეს ტაძარიც დაიხურა და სასუქის საწყობად გადაიქცა. შემდგომში კინოკლუბად გადაკეთდა. მამა ათანასე კვლავ უტაძროდ დარჩა, თუმცა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია მღვდელმოქმედება - თავის ქოხში იღებდა მრევლს და განამტკიცებდა სარწმუნოებაში, ნათლავდა ხალხს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს. 1934 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მამა ათანასეს იღუმენის წოდება მიანიჭა.

მამა ათანასეს სოფელში ყველა დიდ პატივს სცემდა. გაჭირვებაში მყოფი მოძღვარი თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა, ამუშავებდა პატარა ბოსტანს და ჰყავდა 70 ოჯახი ფუტკარი. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობიდან ფარულად ბევრიც ეხმარებოდა.

1943 წელს, ხელისუფლების ნებართვის შემდეგ, შესაძლებელი გახდა, კვლავ ამოქმედებულიყო ეკლესიები და სამღვდელოებას საშუალება მიეცა, აღესრულებინა წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები. 1945 წლიდან იღუმენი ათანასე ოფიციალურად მიწერილი იყო ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, სადაც პერიოდულად ჩადიოდა წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და მირონის წამოსაღებად. 1949 წლის 7 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ეპარქიის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დანიშნა.

ნაგარევის მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი

მამა ათანასემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფელში გაატარა. 1967 წელს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას დაესწრო მრავალი მღვდელმსახური და დიდი პატივით მიაბარეს მიწას სოფელ ნაგარევის სასაფლაოს შესასვლელში, მარჯვენა მხარეს, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძრის ახლოს.

შემორჩენილია 1941 წლის იანვარში დაწერილი მამა ათანასეს ანდერძი. სავარაუდოდ, იმ პერიოდში იგი ავადმყოფობდა და ემზადებოდა ამქვეყნიდან გასასვლელად, რამაც გადააწყვეტინა ანდერძის დაწერა. უცვლელად გთავაზობთ ამ ანდერძს:

"1941 წელსა იანვრის თხუთმეტსა (15)დღესა, დავწერე ეს ჩემი ანდერძი, მე იგუმენმა ათანასემ, იორდანეს ძე ზაქარაშვილმა. ვთხოვ ყველა ნათესავებს და მეგობრებს შენდობას, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ ანუ შეგაწუხეთ ჩემს აქ ყოფნაშიდ. საყვარელნო ძმებო და დებო, სულიერნო და ხორციელნო, მუხლმოდრეკით გთხოვთ, მაპატივოთ და მომიტევოთ ყოველივე ჩემი დანაშაულებანი და თქვენცა ჩემ მიერ იყვენით დალოცვილ და შენდობილი. დაგლოცოთ მამამ, ძემ და სულმა წმინდამ, ამინ!

რადგან აქ მოაწია ჩემზედ ღვთის განჩინებამ, მე ვტოვებ ღვთის ბრძანებით ყოველივე ჩემ საცხოვრებელ ბინას და მივდივარ მსაჯულის წინაშე და ჩემს საკუთარ სახლს და ყოველივე ქონებას უტოვებ ჩემს ძმისწულს ზურაბს, რომელიც მე მყავს აყვანილი და დაწერილი კანონიერ შვილად. საყვარელო ძმებო, ჩემს დამარხვაზედაც რაც შრომა გაწიოთ, მისი სასყიდელი მიიღეთ, ვანიას საჩუქრად მიეცით ხუთი ძირი ფუტკარი.

საეკლესიო ნივთები, რაც არის, თუ მიტროპოლიტლმა არ მიიღო, მუზეუმში გადაეცით ყველაფერი.

ნაგარევის ეკლესიის არის ორი სახარება და ბარძიმი და წიგნები, ზედვე აწერია დიდი ღვთისმშობლის ხატიც.

დიდი კასროლი, ხერხი და პატარა ალმარი თუ გაიხსნას, გელათში გადაეცით, თვარა მუზეუმში.

ქართული ნაწერი წიგნები ბავშვებს მიეცით, იკითხონ. ჩემი ძველი სახარება ჰქონდეს, ქართული ნაწერია და იკითხოს ზურაბმა ჩემდა მოსახსენებლად. ამასთან, უბარებ მას, თუ გაიხსნას ჩვენში ეკლესია, საეკლესიო ნივბი რაც არის, წიგნები და ხატები იქ მიეცით, ხოლო მაცხოვრის ხატი თვითონ ჰქონდეს სახლში.

ამასთან, ჩემი შესამოსით მე უნდა შემმოსონ მთლათ. ჩემი ტანის სამოსი, რაც მე არ დამჭირდება, რავარცა უფლოდეთ, ისრე გააწესრიგეთ. ჩემი გულის ჯვარი მაცხოვრის ხატთან ჩამოკიდეთ და ჰქონდეს ზურაბს ჩემდა მოსახსენებლად, ქარვაც ჰქონდეს, ღვთისმშობლის სანაწილეც ჰქონდეს მას. თუ იქნება ქუთაისში მიტროპოლიტი, უეჭველად მოიწვიეთ წესის აგებაზედ, მასთან რამდენიც იყოს მღვდელიც, ყველას ღირსეული გასამრჯელო მიეცით. ორმოცის საწირავი მიეცით მიტროპოლიტს.

გაკურთხოთ უფალმა.

ძმებო და დებო, გადასახურავი არავის გამოართვათ, მე ჩემი ცხოვრება გამასვენებს.

ჩემ საკუთარ ხელს ვაწერ, იგუმენი ათანასე, ყოფილი ვასილ ზაქარაშვილი, იორდანეს ძე, დაბალი არხიმანდრიტი".

დოღონაძეების სასულიერო პირები
გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავითი დაიბადა 1794 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1812 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. პარალელურად მსახურობდა გელათის მონასტერშიც და ირიცხებოდა მონასტრის საძმოში. 1841 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულაძე) მღვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1867 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი დავითი 1872 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მამა დავითს ჰყავდა სამი ვაჟი: მღვდელი იოანე, მღვდელი მეთოდე, ექვთიმე (1820 წ.) - გარდაიცვალა ერისკაცი, სერაპიონი (1826 წ.) - გარდაიცვალა ერისკაცი.

მღვდელ დავით დოღონაძის შთამომავლები:

გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე დაიბადა 1813 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. ჰყავდა მეუღლე - გულქან კანდელაკი. 1846 წლის 26 თებერვალს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1854 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1860 წელს მამა იოანე ნახშირღელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინაძღვრად გადაიყვანეს. 1868 წლიდან მშობლიურ სოფელში გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1881 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1915 წლის 25 იანვარს, 102 წლისა გარდაიცვალა.

***
ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური ტარასი, დაიბადა 1866 წელს. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა სოხუმის საქალაქო სასწავლებელში განაგრძო, სადაც 3 კლასი დაამთავრა. სოფელში დაბრუნებული დაქორწინდა ოლღა გოგოლაშვილზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა: მაგნოსი, მარიამი, დავითი და ქეთევანი.

1893 წლის 27 სექტემბერს ტარასი იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დანიშნა. 1895 წლის 28 მარტს კი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანა. 1897 წლის 31 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ტარასი დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. დიაკვანი ტარასი, როგორც ქუთაისის ოლქის დელეგატი, ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და მთავარანგელოზთა ეკლესიის კრებულში განამწესა.

შემორჩენილია ტარასის ვაჟის, დავითის მოგონებები თავის გვარსა და ოჯახზე:

"მე დავიბადე სოფელ გოდოგანში. ეს სოფელი დაშორებულია ქ. ქუთაისზედ 7 ვერსით, რომლის საზღვარია დასავლეთით მდინარე წყალწითელა. ჩვენ აქ გადმოვსახლებულვართ სოფელ გელათიდან. გადმოსახლების მიზეზი ყოფილა ბაბუაჩემი, რომელიც მღვდლად დაუნიშნიათ ამ სოფელში. ჩვენი სახლი არის ზემო გოდოგანში, მაღლობზე, ეკლესიის მახლობლად. სახლი გადმოჰყურებს სოფელს და აქედან ქალაქიც მოსჩანს. მღვდლის ოჯახია და შეძლებულად ვცხოვრობთ. მე დავბადებულვარ ძლიერ სუსტი და ავადმყოფი, იანვარში, და მოვუნათლივარ ამავე თვეში. ჩემი ნათლიებია ბიქტორ კანდელაკი და ტასო ჭიჭინაძე. მონათვლის დროს ცოცხალ-მკვდარი ვყოფილვარ, ყველანი უიმედოდ შემომყურებდნენ თურმე. ბაბუა-ბებიას, მამას, დედას და ნათლიებს დაუჩოქიათ და შევედრებიან ღმერთს შემდეგი სიტყვებით:

"ძლიერო ღმერთო! დაგვიტოვე და შენვე გამსახურებთ, ბერად ავკვეცავთ, 8 წლამდის თმას არ შევპარსავთ და ამავე წლამდის ღვინოს არ დავალევინებთო" და ამ პირობით შევუწირივარ ბერად. სახელი დამარქვეს დავითი. ეს სახელი რქმევია ბაბუას მამას, რომელიც მღვდელი ყოფილა გელათში. კარგი შეძლებული, ქონებით და ფიზიკურად. მის პატივსაცემად და მოსაგონრად დამარქვეს მისი სახელი. ბაბუას მამის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილ-მამული გაუყვიათ ბაბუას და მის ძმა მეთოდეს (ესეც მღვდელია).

ექვს წლამდის ავადმყოფი და სუსტი ვარ. მივლიან და მზრდიან ფუფუნებაში. ყველაზე უფრო მე მიყვარს ბებია გულქან კანდელაკი და ბაბუა იოანე, მიყვარს აგრეთვე ჩვენი მსახური - სევერიანე, რომელიც პირველად ჩემი უფროსი ძმა მეგონა. სევერიანე ჩემი გამრთობი არის, დავყავარ: ტყეში, ველში, ვენახში. წყალზე, სად და სად...

ოქროს ჯვრის ეკლესია

კვირა უქმე დღეს ეკლესიაზედ დავყავარ, რომელსაც დიდი და კარგად შემოკავებული ლამაზი ცაცხვიანი ეზო აქვს. ჩემს სოფელში იციან დღეობა ღვთისმშობლობა. ამ დღეს დიდი მომზადებაა. დაიკვლება მრავალი შინაური ოთხფეხი და ფრინველი. იციან ე.წ. თემი. ეკლესიის გალავანში იყრის თავს მთელი სოფელი. შორეული ნათესავებიც მოდიან, მოპატიჟებულია სტუმრებიც ქალაქიდან და დაიწყება ქეიფი, ჭიდაობა, დოღი და სხვა.

დედაჩემი, ოლღა გოგოლაშვილი, სუსტი და ავადმყოფი ქალია. ოჯახში ვერ ვხედავ მამაჩემს, რომელიც ქ. ქუთაისშია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზედ, დიაკვნად. თვეში ერთხელ თუ ამოვა მამა სოფელში, ორი ან სამი დღე დარჩება და უკან, ქალაქში მიდის. დედა ხშირად საყვედურობს მამაზედ, ბაბუა კი იცავს მოძღვარს. საქმეების გამო არ სცალია და შინ ამიტომ ვერ ამოდისო. ერთ დღეს მამაჩემი ამოვიდა, მას ახალი ანაფორა აცვია, ყველანი გაავებულნი არიან და მეც შევიტყვე, რომ მამა უკვე მთავარანგელოზთა სობორის მთავარდიაკონია. ამ დღიდან იწყება ლაპარაკი ჩვენი ქუთაისში გადასახლების შესახებ და, მართლაც, ორი თვის შემდეგ მზად ვართ ქუთაისში წასასვლელად.

ქუთაისში დედაჩემი ხშირად ავადმყოფობს და ბოლოს, ლოგინში ჩაწვა. აი, დღეს ახალი წლის წინა ღამე, მე და ქეთოს სიხარულს საზღვარი არა აქვს, ხვალ შობის ხეს დავდგამთ, დედა გვკოცნის! თითონ სტირის... ვხედავ ცრემლებს... ჩვენ კი, მოქანცულებს ტკბილი ოცნებით დაგვეძინა. ამ დროს სახლში ჩვენ სამი ვიყავით, გათენდა... ახალი წელია... თოვლი... გამომეღვიძა... მე და პატარა ქეთო მეორე ოთახში ვართ... ტირიან... გამოვდივართ დედას ოთახში და დედა სდუმს... დასტირიან... დედა აღარ გვყავს, ცრემლებით მომეხვია ძიძა რიფსიმე. მივხვდი, წუხელ, 31/XII-ს დედა გარდაიცვალა... ასე პატარამ დავკარგე დედის ალერსი, უდროოდ. გავიდა 16 დღე და ჩემი საყვარელი ბებია გარდაიცვალა, რომელიც სოფლად დაასაფლავეს. მალე სოფლიდან ჩემი ბაბუა გადმოსახლდა...

რვა წლისას გამპარსეს თავი და ღვინოც დამალევინეს. კიდევ ერთი კვირა და მამაჩემმა მიმაბარა სასულიერო სასწავლებელში. მე მალე შევეჩვიე მოწაფეებს და დავიწყე ცელქობა. სასწავლებლიდან რომ მოვალ სახლში, ქეთოსთან ვერთობი, რომელსაც უკვე დააწყებინეს წერა-კითხვა: "ისწავლეთ, ისწავლეთ, ჩვენი მოდგმა ნიჭიერები იყვნენ და არიანო", - ამბობს ბაბუა და დაიწყება ძველებზე მოგონება: "მე მყავდა ბაბუა იოანე, ნასწავლი და ღონიერი კაცი, შემდეგ მამაჩემი დავითი, ორივენი მღვდლები იყვნენ, მერმეთ მე, თქვენი ბაბუა, მე მყავდა ოთხი ბიჭი და ერთი ქალი - თეკლე, ეხლა გათხოვილია გურიაში, დეკანოზ იოსებ კანდელაკზე.

რევოლუციის შემდეგ ჩვენი ოჯახი გაღატაკდა, თუმცა მამას რელიგიური რწმენა ოდნავადაც არ შერყეულა. ის მღვდელია დღესაც და წმინდად ასრულებს თავის მოვალეობას - დადის მრევლში, ძალიან მცირე ფულს შოულობს და თავს წვალებით ინახავს, რომელიც ეხლა მარტოდ ცხოვრობს. 1930 წელს დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, ქეთო, ჩემსავით ღარიბი, ობოლი და გაჭირვებაშია გაზრდილი. ამ ხანებში მამას ცოტა ავადმყოფობა დასჩემდა, თანდათან ურთულდება და ლოგინში ვარდება. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მე და ქეთო ვეხმარებით. მამას ავადმყოფობა მძიმეა - გულის მანკი. ვერავითარმა და ვერავინ მასზე გავლენა ვერ მოახდინა. დღე-სამშაბათი. მამამ სწრაფად დაკარგა გრძნობა და გარდაიცვალა კიდეც საღამოს".
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat