გოდოგანი
გოდოგანი
მთავარანგელოზების ეკლესია მთელს გოდოგანს თავს დაჰყურებს. თითქოს თავის კალთის ქვეშ იფარავს იქაურობას. საკმაოდ შემაღლებულ ადგილას აუგია ჩვენს წინაპარას ეს დიდებული, მადლით სავსე ტაძარი. განახლებულ ძველ ტაძართან მამათა მონასტერი დააფუძნეს. გზა არცთუ სახარბიელოა. მე და მამა იოსებ ხუჯაძემ მონასტრამდე ფეხით ვიარეთ. სქემმღვდელმონაზონი ელიზბარი და ბერი შიო დაგვხვდნენ.

მამა ელიზბარს
"კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:

- დავიწყებ იმით, რომ არასულიერად განათლებულ ოჯახში დავიბადე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ღვთის წყალობით ახლობლის შეწევნით, რომელიც მედავითნე იყო, ტაძარში აღმოვჩნდი. მირჩია, თუ საშუალება გექნება, ერთხელ მაინც მიდი ტაძარშიო. ღვთის წყალობით, სურვილი გამიჩნდა ტაძარში მივსულიყავი. აქ პირველად შევხვდი მეუფე ილარიონს, მაშინ მამა დავითი ბრძანდებოდა. მისი ლოცვა-კურთხევით შევუდექი ეკლესიურ ცხოვრებას და გავხდი სტიქაროსანი. ვცდილობდი, სულიერად გავრკვეულიყავი ეკლესიურ ცხოვრებაში. ბერობის სურვილიც გამიჩნდა და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღვიკვეცე. ორი წლის შემდეგ სქემაში აღვიკვეცე. ვმოღვაწეობდი სურამის დედათა მონასტერში და რეზიდენციაში, ასევე ურბნისის საკათედრო ტაძარში. მეუფე იობისა და მეუფე გიორგის (შალამბერიძე) ლოცვა-კურთხევით და შეთანხმებით გადმოვედი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში და მთავარანგელოზების სახელობის მამათა მონასტერში გავაგრძელე მონასტრული ცხოვრება.

მონასტრული ცხოვრება შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს. ორი ბერი ვართ, მე და მამა შიო. გვყავს ერთი სამორჩილე - ჩემი სულიერი შვილი რატი, რომელსაც, ღვთის წყალობით, მალე შევმოსავთ სამორჩილე კაბით. შეძლებისდაგვარად ვცხოვრობთ მონასტრული ტიპიკონით. მხოლოდ ღვთის წყალობით და შემოწირულობებით ვარსებობთ. რაც ყველაზე ცუდია, მონასტერს სასმელი წყალი არა აქვს. მადლობა ღმერთს, რომ ავტომობილი გამოგვიჩნდა - დასალევი წყალი მანქანით ამოგვაქვს. გზა ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებით ზამთრობით ზიანდება, რის გამოც მომლოცველი ნაკლებად ამოდის. მხოლოდ მთავარანგელოზების დღესასწაულზე იგრძნობა მომლოცველთა სიმრავლე. ამ ტაძარში ოდითგანვე მოდიოდა მრევლი და მთავარანგელოზებს შეწევნას სთხოვდა. ვინც წრფელი გულით შესთხოვდა ღმერთს და სათნო ეყოფოდა, მათ ლოცვას შეისმენდა უფალი და გულდაწყვეტილს უკან არავის უშვებდა.

***
როგორც ისტორიიდან ვიცი, აქ იყო მონასტერი, საგუშაგო კოშკი და ერთმანეთს ცეცხლის მეშვეობით მტრების შემოსევას ატყობინებდნენ. ძალიან ძველი ტაძარია. ღვთის წყალობით, მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, ერთ-ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით და შეწევნით, ძველ საძირკველზე აღდგა ტაძარი და დღეს აქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ჩამოყალიბდა მონასტრული ცხოვრება.

კელია მთავარანგელოზის მამათა მონატერში

უფალი ყოველი ნაბიჯის შემდგომ საჩუქარს გიმზადებს. განსაცდელებიც ღვთის წყალობაა. ზოგი ამ განსაცდელების გამო შეიძლება დაბრკოლდეს და რწმენა დაკარგოს. არადა, რაც მეტ ხანს ცხოვრობს ადამიანი და უკვირდება თავის გადადგმულ ნაბიჯებს, გამოცდილებაც ემატება. თითოეული ნაბიჯი გამოცდილებისკენ წინსვლაა. ღვთისმსახურებაში გამოცდილებას დრო იძლევა. იგივე ითქმის ერის ადამიანებზეც. ყოველი ადამიანი შინაგანად უნდა უკვირდებოდეს საკუთარ თავს და ცდილობდეს, ღვთის ნებით იაროს.

ღვთის ნება სხვა არის და ღვთის დაშვება - სხვა. ღვთის ნებაა, როდესაც ადამიანს აქვს სურვილი, ემსახუროს ღმერთს და ამის საშუალებას უფალი აძლევს. ალბათ ჩემს ოჯახში მე რომ გამომარჩია ღმერთმა, ესეც ღვთის ნება იყო. როგორც საქართველოა გამორჩეული, ოჯახებიც არის გამორჩეული, ოჯახებიდან კიდევ ადამიანები, რომლებიც აიღებენ ოჯახის ტვირთსაც, რომ მიიტანონ უფლამდე მათი თხოვნა. ღვთის ნების გაგება არც ისე ადვილია. ყველა ადამიანში არის ორი მე. ერთი ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილს, მეორე კი პირიქით. ანუ ერთი არის მე, რომელიც მართლა ღვთისგან არის შექმნილი, როგორც ადამ და ევა, მაგრამ მეორეა ჩვენი სურვილები და ადამიანური გრძნობები. განსაცდელიც იმიტომ მოგვივლინა უფალმა, რომ მან გაგვზარდოს. ღმერთი არ დაუშვებს იმდენ განსაცდელს, რის ზიდვასაც ვერ შევძლებთ. ღვთის ნებაა, როდესაც განსაცდელსაც უდრტვინველად მიიღებ. ღმერთს დედამიწაზე არავინ სძულს, მტრებიც კი. ჯვარცმის დროს მაცხოვარი ამბობდა, შეუნდე, უფალო, რადგან არ იციან, რას იქმანო. განსაცდელები ღვთის სიყვარულით უნდა დავინახოთ.

ლოცვა არის უფალთან საუბარი, ითხოვეთ და მოგეცემათო. უპირველესად უნდა ვითხოვოთ, ჩვენი გონება და სული ღვთისკენ მიიმართოს. მაშინ არ გაგვიჭირდება, ვეძებოთ ღვთის ნება და ღვთის დაშვება. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ყველამ უნდა ილოცოს. ადამიანები ერთმანეთს სიტყვით ვაგებინებთ, ჩვენი ტკივილი კი უფალთან ლოცვით უნდა მივიდეს. მოუკლებლად ილოცევდითო, უფალი გვასწავლის. თუ ვილოცებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა.

***
როდესაც ადამიანი აღიკვეცება, პირველად უქორწინებლობის, უპოვარების აღთქმას დებს. უნდა ემსახუროს უფალს და ადიდოს უფალი. ერთ-ერთმა სქემოსანმა შეიძლება თქვას, მოუკლებლად ვილოცებ სკვნილზეო. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება. სამუდამოდ, სიკვდილამდე ექნება მოუკლებელი ლოცვა. შეიძლება მეორემ აღთქმა დადოს მარხვაზე, უფრო მკაცრად რომ იმარხულებს. ზოგმა შეიძლება უფრო მეტი მღვიძარება მოინდომოს. მაგალითად, თუ სძინავს სამი საათი, დაიძინოს ორი და ასე შემდეგ. ამით საკუთარ თავს აიძულებს და ეუბნება, - უფალო, შენთან ვარ, მოვედი და კიდევ ერთხელ მკაცრად მინდა გემსახურო. როცა სქემაში აღიკვეცები, უკვე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, უფრო მკაცრად მოსთხოვ საკუთარ თავს, ვიდრე მანამდე სთხოვდი. ჩემი სახლი ეკლესიაა, სადაც უფალმა მიმაგზავნა. ღმერთს ვთხოვ, ღირსეულად შემაძლებინოს ჩემი ჯვრის ტვირთვა.

მთავარანგელოზის ეკლესია

ყველაზე მეტად გულს მტკენს ერთმანეთის უსიყვარულობა, გაუტანლობა. ეს ჩემთვის მიუღებელი და შემაწუხებელია. თითქოს ერთმანეთს ყველა გვერდით ვუდგავართ, მაგრამ სინამდვილეში უფლის შეგონება - გიყვარდეთ მტერი თქვენი და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა, მხოლოდ სახარების ფურცლებზე დაგვრჩა. ეს სწავლება უფალმა იმიტომ დაგვიწერა, რომ არა მარტო ვიცოდეთ, არამედ გამოვიყენოთ ცხოვრებაში, უფრო გვიყვარდეს ერთმანეთი და ვაფასებდეთ. დღეს საქმით უფრო განშორებულები ვართ ქცევას. არ ვაფასებთ ერთმანეთს, არ გვიყვარს ერთმანეთი, სიტყვები კი არ არის მთავარი. მიჩვენე საქმე შენი და გეტყვი ვინ ხარ შენ. როცა ადამიანს სჭირდები და გვერდით უნდა შენი დგომა, მაშინ უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, თორემ, როდესაც ფეხზე დგას, მას წამოყენება არ სჭირდება. წაქცეულს უნდა მივეხმაროთ.. სიყვარული უმთავრესი მცნებაა. ერთი პატერიკი მახსენდება: ორი სასულიერო პირი კამათობდა გამოცდილ მამასთან. ერთი ამბობდა, მარხვა უფრო აღმატებულია ღვთის წინაშე, ვიდრე სიყვარულიო. გამოცდილმა მამამ უთხრა, მოდი, ვილოცოთ ამ ხის წინ და ვის მხარეზეც გადაიხრება ხე, ის იქნება დასტური იმისა, რომელი უფრო აღმატებულია ღვთის წინაშეო. მართლაც, მმარხველმა ილოცა, მაგრამ ხე უძრავად იდგა. როდესაც სიყვარულით მლოცველმა ილოცა, მისკენ გადაიხარა. მაშასადამე, სიყვარული აღმატებულია. ეს იმას არ ნიშნავს, მარხვა მივატოვოთ, პირიქით, მარხვა სიყვარულით უნდა შევინახოთ და არ გვექცეს დიეტად. მარხვას სიმბოლური სახე არ უნდა მივცეთ, სიყვარულით გაკეთებულს უფალი ყველაფერს შეიწირავს. შეიძლება ადამაიანმა მცირედი მარხვა შეინახოს, მაგრამ სიყვარულით შეინახოს. ღმერთმა იმიტომ მოგვცა მარხვის ძალა, რომ ამით უფალი ადიდო. თუ ჩვენ მარხვას შევინახავთ, ეს იმას არ ნიშნავს, ვიღაცაზე უკეთესები ვართ. სიყვარული უნდა გაგვაჩნდეს, თავმდაბლობა, რომ მოყვასი სიყვარულით მიიღო და არა სიამაყით.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მამა, ვიტალი სიდორენკო, რომელიც გლინის უდაბნოში მოღვაწეობდა, ამბობს, შეიყვარეთ სიყვარული და უფალი შეგიყვარებთ თქვენ. სიყვარულზე არის დამყარებული ყველაფერი. უსიყვარულოდ წარმოუდგენელია ცხოვრება, უფრო ძნელია და გაძნელდება. სიყვარული არის უმთავრესი მცნება, უფალი განკაცდა იმის გულისთვის, რომ ადამიანები უყვარდა. ყოველი ცოდვის ჩამდენი ტკივილს აყენებს უფალს. ერთ-ერთი მამის ასეთი გადმოცემაა, ყოველი ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, იმავე ჯვარცმას განიცდის იმ ადამიანის ცოდვის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალს უყვარს ის და ცდილობს, მის გვერდით იყოს, მოყვასის სიყვარული დაანახოს. დილა გაგვითენდა? მადლობა შევწიროთ ღმერთს - მან ჩვენდამი სიყვარული გამოხატა, რომ გვაჩუქა კიდევ ერთი დღე. გაგვაცნო კეთილი ადამიანი? ამიტომაც მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს, ესეც ხომ სიყვარულით არის. სიკეთით და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ ყოველივე. სიყვარული შეიქმს შიშს, რა თქმა უნდა, შიში არის იგივე სიყვარული, რომელიც ღმერთში ერთიანდება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 22 დეკემბერს (ახ. სტ. 4 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს დიდმოწამე ანასტასია მკურნალს და ბორკილთდამხსნელს და მოწამეების ქრისოგონეს, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat