გოდოგანი
გოდოგანი
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები საშუალებას იძლევა, წარმოვიდგინოთ სოფლის განვითარების მრავალფეროვანი პროცესის ცალკეული ეტაპი უძველესი დროიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით. სოფლის მკვიდრმა, ისტორიკოსმა მერაბ ჭუმბურიძემ და გოდოგნის სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ნინო ამბროლაძემ გოდოგნის შესახებ საგულისხმო გამოკვლევა შემოგვთავაზეს.

სოფლის ტერიტორიაზე გეოლოგიურად ძველთაგანვე წარმოიშვა ხელსაყრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ადამიანთა დასახლებისა და ცხოვრების განვითარებისათვის. გოდოგანი და მისი შემოგარენი ძველი კოლხეთის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულის, "ქუთაისის ქვეყნის" შემადგენლობაშია და პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი ძვ.წ. X-XII სს. მდიდრული განძი, აგრეთვე შემთხვევით ნაპოვნი ბრინჯაოს იარაღი.

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით, 1980 წელს აწარმოეს არქეოლოგიური გათხრები სოფელ გოდოგნის მიდამოებში. ჭახათაში აღმოჩნდა ტიპური გორა-ნამოსახლარი, ეს არის მდინარე წყალწითელაში მოჭრილი ნახევარკუნძული, ბუნებრივი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ირგვლივ ციცაბო კლდეები და მდინარე აკრავს. აქ მოპოვებული მასალები დაცულია ქუთაისის მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდში. დგინდება ისიც, რომ გოდოგანი საქართველოში ბრინჯაოსა და რკინის დამუშავების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო.

გოდოგანი საქართველოს ერთ-ერთი უძველესია სოფელია, თუმცა ქართულ წყაროებში პირველად ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს აღწერაში" მოიხსენება. ასევე ის გოდოგნის შესახებ წერს თავის "იმერეთის ისტორიაში". XVII საუკუნის ბოლოს, 1690 წელს, გოდოგანთან მოხდა დიდი ბრძოლა. იმერეთის სამეფო ტახტის გამო ერთმანეთს ექიშპებოდნენ ალექსანდრე IV და არჩილ II. "შეიკრიბნენ და ეწვივნენ გოდოგანს ურთიერთს, იქნა ბრძოლა ძლიერი, იძლია ალექსანდრე და ივლტოდა ქართლს".

ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესია

გოდოგანი მოიხსენიება აგრეთვე 1747 წელს, იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის მიერ გაცემულ წყალობის სიგელში, რომელიც ინახება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში. გოდოგანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი რომ არის იმერეთში და მთელ საქართველოში, ისიც ადასტურებს, რომ სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეებში შექმნილი ისტორიისა და კულტურის ძეგლები. მათ შორის, შეიძლება დასახელებულ იქნას VI-VII ს.ს. ბაზილიკური ტიპის ეკლესია. XI-XII სს-ში მთავარანგელოზების სახელზე აშენებული ეკლესიის ნანგრევები, სასახლის ნანგრევები, XVIII ს. ისტორიული კოშკი, ციხეები, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელ ქიქოძის შეკვეთით, ისიდორე და იოსებ ბერეკაშვილების მიერ 1873 წელს აგებული ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია და ა.შ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მდინარე ჭიშურაზე გადებული ორმალიანი ქვის ხიდი, რომელიც ქუთაისს სტრატეგიულ გეოგრაფიულ პუნქტებს ჩხარი-სკანდეს გავლით ქართლთან აკავშირებდა. ეს ხიდი გამოირჩევა სიმტკიცით, სწორედ ამან განაპირობა, რომ მან გაუძლო ჟამთა სვლას და დღემდე შემოგვრჩა, თუმცა სახეცვლილებით, ხიდზე შემორჩენილი წარწერა ასახელებს როგორც მისი აშენების თარიღს, ასევე აღმშენებლის ვინაობასაც: გოდოგნის ხიდი 1667 წელს აიგო გაენათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მოშურნეობით, რაც განამტკიცებს იმ აზრს, რომ იგი თავისი დროის მეტად გამოჩენილი პიროვნება ყოფილა.

გოდოგანზე გამავალ გზას რომ ყველა ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამას ადასტურებს კიდევ ერთი ნაგებობა, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილა - სწორედ ამ გზის გვერდით აგებული კოშკი. გადმოცემის მიხედვით, კოშკი საყარაულო იყო და საქარავნო გზას იცავდა, საჭიროების შემთხვევაში კი შეეძლო ახლო მოსახლეობის შეფარებაც. კოშკი XVIII საუკუნის შუა ხანებში იამანიძეებს აუგიათ.

1921 წლის თებერვალში გოდოგანში მალევე შეიქმნა რევკომი, ხოლო სოფელი ადმინისტრაციულად ქუთაისს დაუქვემდებარეს. 1939 წლიდან სოფელი შედიოდა ქუთაისის რაიონის შემადგენლობაში, ხოლო 1954 წლიდან - თერჯოლის რაიონს ეკუთვნოდა. 1935 წელს გოდოგანში გაიხსნა შვიდწლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. 1982 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა, სადაც 133 ბავშვი სწავლობდა.

***
XX ს. 30-ანი წლებში, დახურული ოქროს ჯვრის სახელობის ეკლესია, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით და მოძღვრის, მამა მიქაელ კირკიტაძის ძალისხმევით და მოშურნეობით აღდგა 80-იანი წლების ბოლოს. 1989 წლის 11 მარტს ჩატარდა პირველი საღმრთო ლიტურგია. 2006 წლიდან აქ მსახურებდა მამა მოსე კვინიკაძე, ხოლო 2010 წლიდან ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი იოსებ ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის გოდოგნის თემის სოფლების ეკლესიების წინამძღვარიც.

1989 წლის აპრილში ნაპოვნია ვერცხლის ჯვრის ფრაგმენტი. სპეციალისტების განმარტებით, ჯვრის ზედაპირზე გადარჩენილი დეტალები და მედალიონებში წარმოდგენილი ღვთისმშობლის, მთავარანგელოზისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებანი, მათი სამოსლის მორთულობა, თმის ვარცხნილობა და სახის მოდელირება დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული. წინა პლანზეა წამოწეული ჭედური შემოქმედების დეკორაციულ-ორნამენტული მხარე. ასეთი მანერა დამახასიათებელი იყო XI-XII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობისათვის. ჯვარზე დაცულია ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც ქარაგმების გახსნით ასე იკითხება: "წმინდაო ჯვარო ქრისტესო, მშვიდობით დაიცავ სოფელი შენი გოდოგანი ყოვლისაგან ვნებისა, ამინ".

არქიმანდრიტ ათანასე ზაქარაშვილის საფლავი

საინტერესოა, რომ ჯვარი წარწერაში მოიხსენიება, როგორც სოფლის მფარველად შექმნილი. აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ უძველეს ქართულ წყაროებში სოფელი ქვეყანას წარმოადგენს, ხოლო IX საუკუნიდან კი იგი დაბის მნიშვნელობით იხმარებოდაო. ამრიგად, ირკვევა, რომ გოდოგანი XI-XII საუკუნეებში დაბას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდი და ეკონომიკურად ძლიერი ყოფილა. ეს იქიდან ჩანს, რომ მისმა მცხოვრებლებმა იმ დროისთვისაც ძალიან ძვირადღირებული ჯვარი შეუკვეთეს. წარწერაში არ არის მოყვანილი ჯვრის შემქმნელი ოსტატის ვინაობა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გოდოგანი ესაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსს, სადაც იმ პერიოდში ოქრომჭედლობის შესანიშნავი სკოლა იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ჯვარი სწორედ გელათშია შექმნილი.

სტუმრად არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან
ზაქარაშვილების ოჯახს მამა იოსებ ხუჯაძესთან ერთად ვესტუმრე. ქალბატონ მაყვალა ლანჩავა-ზაქარაშვილს მამამთილის, მამა ათანასეს შესახებ ვთხოვე ეამბნა.

- მე გახლავართ მამა ათანასეს რძალი, ძმისშვილის ცოლი. ამ ოჯახში 1962 წელს მომიყვანეს. მოძღვარი გარდაიცვალა 1968 წელს, 107 წლისა. ექვსი წელი ვიცხოვრე მის გვერდით. ვიდრე კარგად იყო, თავისთვის ფუსფუსებდა, პატარა ეზო ჰქონდა, ქოხი ედგა. ვენახს უვლიდა, მოჰყავდა შავი ყურძენი "ჯვარისელა" და თავისი ხელით დაწურულ ღვინოს იყენებდა ზიარებისთვის. მასთან დადიოდნენ მორწმუნენი. სოფელ ცუცხვათიდანაც მოდიოდა ხალხი და საკურთხი მოჰქონდათ. ბავშვებსაც ნათლავდა.

მამა ათანასეს ერობაში ვასილი ერქვა. დაიბადა სოფელ გოდოგნის თემის სოფელ ნაგარევში. 12 წლისა თავისი სურვილით დაადგა სასულიერო გზას. ორი ძმა ჰყავდა, კონსტანტინე და მელიტონი. მის მამას იორდანე ერქვა. დედა ცირეკიძის ქალი იყო. მამა ათანასემ სასულიერო განათლება თბილისში მიიღო. შემდეგ დაამთავრა კიევის სასულიერო სემინარია და აკადემია. დიდი სასულიერო განათლება მიიღო. შესაბამისად, სასულიერო ცხოვრებითაც ცხოვრობდა. ბუნებით ძალიან მშვიდი ყოფილა. დიდი სიდინჯე და სულიერება ჰქონდა. შვიდი ენა სცოდნია მამა ათანასეს. გელათის და მოწამეთას მონასტრებს წინამძღვრობდა დახურვამდე.

მამა ათანასეს ოჯახის წევრები სულიერებითაც გამოირჩეოდნენ. მისი ძმა მელიტონი დიაკვანი იყო. მამა ათანასე რომ ჩამოსულა კიევიდან, მელიტონისთვის მესანთლეობა უსწავლებია. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, 1921 წელს, როცა მოწამეთა და გელათი დაკეტეს, მამა ათანასე თავის სოფელში წამოვიდა. ნაგარევის მთავარანგელოზების ეკლესიაში 1927 წლამდე მსახურობდა. მერე ეს ტაძარიც დაკეტეს და მასში საცხობი განათავსეს. მოძღვარი თავის ქოხში წირავდა, ნათლობებს ატარებდა. დაიფანტნენ, ზოგი დახვრიტეს, გადაასახლეს. მამა ათანასე გადაურჩა საბჭოთა რეჟიმს.

ნათლობისთვის სპილენძის თუნგი ჰქონდა. ვიღაცას ოქროსად მოსჩვენებია და ამის გამო თავს დასხმიან. სპილენძის ქვაბი რომ ვერ წაიღეს, წიგნები და ხატები წაუღიათ. დარჩა მხოლოდ ერთი, ღვთისმშობლის ხატი.

***
მაშინ სარწმუნოებისა ბევრი არაფერი გამეგებოდა. მამა ათანასე მეუბნებოდა ხოლმე, ოთხშაბათს და პარასკევს სახსნილო არ მაჭამოო. ვერ ვხვდებოდი, ეს რას ნიშნავდა...

მე რომ მომიყვანეს, ჯვარდაუწერლად არ შემიშვეს ოჯახში. მოწამეთაში დავიწერეთ ჯვარი. მაშინ მამა ათანასე 100 წლისა იქნებოდა.

ხასიათით ძვირფასი კაცი იყო. გარეგნულად მაღალი, ტანადი. ჩემი ხელით შევუკერე ანაფორა და იმას იცვამდა ხოლმე. ახლა ჩემი შვილი კერავს ანაფორებს. მისი მეუღლე სასულიერო პირია.

ბოლო პერიოდში უძლური შეიქნა და ლოგინად ჩავარდა. წელიწადზე ცოტა მეტ ხანს იყო ასე. ოღონდ გონება არ დაუკარგავს. მამა ათანასე გვეუბნებოდა, მე რომ გარდავიცვლები, მღვდელი და მგალობლები მომიყვანეთ და წესი ამიგეთო. მის მოვლაში ჩემს დედამთილს ვეხმარებოდი. როცა ჩემი დედამთილი არ იყო, მე ვუვლიდი. ცუდად რომ იყო, მთხოვა, შვილები დასალოცად მომიყვანეო. დალოცა ბავშვები და ჯვარი გადასახა. ჩემი შვილი ამბობს ხოლმე, მამა ათანასემ ჯვარი რომ გადამსახა, ამიტომ გახდა ჩემი მეუღლე სასულიერო პირიო. მამა ათანასეს არაფერი აწუხებდა. ასაკით გარდაიცვალა. ანდერძი წინასწარ შეადგინა. დაახლოებით ასეთია ანდერძის შინაარსი: ჩემს დაკრძალვაზე შესაწირი არ აიღოთ და ქრისტიანულად დამასაფლავეთო. წესის აგების აუცილებლობაზეც საუბრობდა. წვერი არ გამპარსოთ, როგორც ვარ, ისე დამკრძალეთო. მამა ათანასე ტაძრის ეზოში, შესასვლელშია დაკრძალული.

მოწამეთასა და გელათის ტაძრებში რომ აიკრძალა მსახურება, მერე გადმოვიდა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში.

- როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მამა ათანასეს შთამომავლები?

- ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. მსახურებას ვესწრები, ვეზიარები. დიდება უფალს. ჩემი მეუღლეც დადიოდა ტაძარში, აღმსარებელი და მაზიარებელი გახლდათ. ყოველ დილა-საღამოს სალოცავ კუთხესთან მიდიოდა და ლოცულობდა ხოლმე. ყველას დალოცავდა. ძილის წინ პირჯვარს გადაიწერდა და ისე დაიძინებდა. სამი შვილი მყავს. ჩემი შვილი მედავითნეა, მისი მეუღლე, მამა სტეფანე დოღონაძე სოფელ ჯვარისაში, ორპირში, სოჩხეთსა და გულნარში მსახურობს. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat