ხაშური
ხაშური
უცხო თვალი შუაგულ ხაშურში მდებარე უძველეს კოშკს უმალ შეამჩნევს. ოთხსართულიანი ცილინდრული ტიპის კოშკი ნაგებია რიყის ქვით XVIII ს-ში. ალაყაფის კარი თაღოვანია. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდება. პირველ სართულს ნიშები და 6 სათოფური აქვს. მეორე სართულზე 6 ნიშია, თითოეულში - ორ-ორი სათოფური; აქვე არის ბუხარი. კოშკის ფასადზე, კარის თავზე ცისფერი მოჭიქული ქვებით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვარი. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი კი გზის პირას, ჭალის უბანში მდებარეობს. ტაძარში წინათ პურის საცხობი იყო. 1957 წელს ეკლესიაზე მიშენებული სამრეკლო დაანგრიეს და ეკლესიას ყოველი მხრიდან საცხობისათვის საჭირო სათავსები მიაშენეს. მიუხედავად ამისა, თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ამ ეკლესიაში ინახებოდა ვახუშტი ბატონიშვილის ცოლის, ანუკა ბატონიშვილის საეკლესიო ნივთები (მზითევი), რომელიც ამჟამად დაკარგულია. საკათედრო ტაძარი კი იოანე ნათლისმცემლის სახელობის გახლავთ. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ალექსი ახალკაცი. ამავე ტაძარში მსახურობს დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე. მამა ნიკოლოზს "კარიბჭისთვის" ინტერვიუ ვთხოვე.

- შვიდი კლასი ხაშურში დავამთავრე, მერე კომაროვის სახელობის თბილისის მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მაშინ ეკლესიაში ინტენსიურად არ დავდიოდი. ეკლესიაში სიარულის სურვილი უფრო მეტად გამიძლიერდა, როცა საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო. დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ხაშურში წამოვედი და მე და ჩემი მეუღლე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი გავხდით. ჩვენს ეპარქიაში მეუფე იობის ჩამობრძანების შემდეგ იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი გავხდით. მეუფე იობის დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია ჩემი ტაძარში სიარული. მეგონა, არ მიცნობდა, ტაძარში რამდენი ესწრება მსახურებას და თითქოს შეუძლებელია ყველას დამახსოვრება, მაგრამ ერთ დღეს, მსახურების დროს, საკურთხევლიდან სტიქაროსნები გამოვიდნენ და მითხრეს, მეუფე გთხოვს საკურთხეველში შემოსვლასო. ეს მოულოდნელი იყო. ჩემთან ერთად საკურთხეველში შესვლა სთხოვა ახლა უკვე მამა იოსებ ბუხრიკიძეს (დღეს ერთად ვმსახურობთ. მე და მამა იოსები ერისკაცობაში სკოლაში მასწავლებლად ერთად ვმუშაობდით) და კიდევ ზვიად ნოზაძეს, ის უფრო დაახლოებული იყო საეკლესიო ცხოვრებასთან, სტიქაროსნობდა და საკურთხეველშიც მსახურობდა. მე ვუთხარი, - მეუფეო, ჩემი სპეციალობა მაქვს, ვმუშაობ-მეთქი. ფაქტობრივად თავიდან უარი ვუთხარი. დროთა განმავლობაში ეკლესიაში წიგნის კითხვა - მედავითნეობა დავიწყე, ღვთისმსახურებაში ჩავერთე და ნელ-ნელა მივედი ამ მდგომარეობამდე.

მეუფეს სცოდნია, ხუცური კითხვა რომ ვიცოდი. ერთხელ ტაძარში ჯვართამაღლების წინა დღეს ვმსახურობდი, მეუფემ სტიქაროსნის პირით შემომითვალა, - უნდა შეგმოსოთო. უარი აღარ მითქვამს. ღმერთი მიგანიშნებს ხოლმე, რა გზა აირჩიო. როცა სხვა მხარეს დგამ ნაბიჯს, ისეთი წინააღმდეგობები გხვდება, რომ შენი გზა ღვთისკენ უნდა წარმართო. უცხოეთში რამდენჯერმე დავაპირე წასვლა და უბრალო მიზეზების გამო ვერ მივდიოდი ხოლმე. მეგობართან ერთად სარუსეთოდ ვემზადებოდი და მის მოსვლას შინ ველოდი. ქარიანი დღე იყო, ეზოს კარებს აღებდა და ურდული გავუყარე. მეზობლებმა ურდულის დანახვაზე მოსულ მეგობარს უთხრეს, - ეტყობა, სადმე წავიდაო. უჩემოდ წავიდა. როგორც მინდოდა, ისე არ მიდიოდა ჩემი ცხოვრება. ეს ერთ-ერთი მინიშნება იყო, რომ ღვთის გზას უნდა დავდგმოდი.

* * *
ძალიან დიდია მღვდლის პასუხისმგებლობა, ადამიანის სულთან გაქვს ურთიერთობა. ექიმის დაშვებული შეცდომა ძალიან მძიმეა და თვალსაჩინო, მასწავლებლის დაშვებული შეცდომაც ძნელად გამოსასწორებელია, მღვდლის დაშვებული შეცდომა უფრო მძიმეა. მღვდელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მრევლი სულიერებაში არასწორი გზით არ წაიყვანოს. მოძღვარს ეს თავადაც მოეკითხება. ამიტომ პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია. როგორც ექიმს სჭირდება სიფხიზლე, ასევე აუცილებელია მოძღვრისთვის ფხიზლად ყოფნა. ერთი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ტაძარში მოდიან ადამიანები, რომლებიც ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებიან. ასეთი ადამიანი მოდის ეკლესიაში, უნდა დეპრესიიდან გამოსვლა. თუ მოძღვარმა შეცდომა დაუშვა, ადამიანს დეპრესია გაუძლიერდება და შეიძლება რაღაც არასწორი ნაბიჯიც გადადგას, ან პირიქით, შეიძლება მოძღვარმა გამოიყვანოს მდგომარეობიდან და შემოატრიალოს ამ ქვეყნისკენ. როცა ოჯახის შენარჩუნებაზეა საუბარი, მოძღვარმა ამ დროს სულიერად უნდა განუმარტოს ორივე მხარეს, რა მოჰყვება ოჯახის დანგრევას. საკმარისია არასწორი განმარტება და არასწორი კურთხევის მიცემა, რომ ოჯახი დაინგრეს. როცა მღვდელი ხდები და ამ ნიუანსებს შეიგრძნობ, ამ მხრივ ხედვა უფრო ფაქიზდება და გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრება. მანამდე მღვდლობის პასუხისმგებლობაზე უფრო ზედაპირული წარმოდგენა მქონდა. სასულიერო ცხოვრებაში რომ შედიხარ, უკვე ჩანს მოძღვრის სიმძიმე. მღვდლად კურთხევის შემდეგ, 1997 წელს, დავიწყე მსახურება ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში. მას შემდეგ აქ ვარ. მყავს მეუღლე და სამი ვაჟი. უმცროსი პირველი კურსის სტუდენტია. უფროსებს უმაღლესი აქვთ დამთავრებული და მუშაობენ. მეუღლე ჩემი სპეციალობისაა, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, თბილისშიც ერთად ვმუშაობდით.

KARIBCHE- მამაო, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაგიგროვდათ ხომ?

- რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსახურების ხანგრძლივობას. როგორც ყველა რეგიონში, ხაშურშიც მოიმატა მრევლმა. მეუფე იობის მოსვლამდე ხაშურში ორი ტაძარი მოქმედებდა - წმინდა ნიკოლოზის და იოანე ნათლისმცემლის, სოფლებში - არც ერთი. ხაშურში დღეს მარტო 6 ტაძარია მოქმედი, მეშვიდე - იხსნება. თითქმის ყველა სოფელში არის მოქმედი ტაძარი. ყველგან ჩამოყალიბებული მრევლია.

ჩვენი, იოანე ნათლისმცემლის ტაძარი შაბათ-კვირას მრევლით ივსება. ტაძრის მშენებლობა შარშან დასრულდა. ყოველდღიური მსახურება აღევლინება ხოლმე, მაგრამ მრევლი უფრო მეტად შაბათ-კვირას მოდის. ტაძრის წინამძღვარია მამა ალექსი ახალკაცი. თავიდან დეკანოზი ვახტანგი იყო, რომელიც გარდაიცვალა.

- როგორც მოძღვარი, რა სულიერ მარცვალს დებთ სულიერ შვილებში?

- ამას ცალსახად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. აქ არავითარი სტანდარტი არ არსებობს, აქ უნდა შეიგრძნო. ბავშვობიდან მიყვარდა ტექნიკური საგნები, მერე სამყაროს ბუნების კანონის კუთხით ვუყურებ - რას ემორჩილება მატერია, რის მიხედვით ხდება ესა თუ ის მოვლენა და ვფიქრობ ამაზე. თვითონ ფიზიკა, როგორც მეცნიერება, თუ ღრმად ჩასწვდები, ღვთის აღიარებამდე მიდის. ალბერტ აინშტაინზე მაქვს გაგებული, როცა ღმერთზე საუბრობდა, ფეხზე დგებოდაო. ხვდებოდა, რომ სამყაროს განაგებდა და მართავდა დიდი, ძლიერი, კეთილი, გონიერი ძალა. ნიუტონმაც ზედმიწევნით იცოდა ბიბლია. დიდი მეცნიერები მიდიოდნენ ღვთის აღიარებამდე. ხვდებოდნენ, რომ ბუნების კანონები რაღაც უფრო დიდს ემორჩილებოდა. სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო უფრო ღირებულია, უფრო ძვირფასია. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ერთი უბრალო ადამიანის სული უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი მატერიალური სამყაროო. რამხელა შედარება და რამხელა შეფასებაა სულისა! ერთი ადამიანის სული იმდენად ძვირფასია, რომ სამყაროს გალაქტიკებითურთ ღირებულებით აღემატება. ბოროტი ძალაც იმიტომ იბრძვის მის დასაპატრონებლად. როცა ამას აღმოაჩენ და მიხვდები, რომ სული ძალიან ძვირფასია, უფრო მეტად გიჩნდება სურვილი, შეისწავლო სულიერი სამყარო და გვერდზე გადადო დროებითი, მატერიალური. როცა შეეხები საეკლესიო მოვლენებს, გრძნობ, რომ შენში სიმშვიდე შემოდის. უკვე გიზიდავს ეს ცხოვრება, გინდა იქით წახვიდე. ყველას თავისი მოტივაცია აქვს ეკლესიაში მისასვლელად. მე როცა ამაზე ფიქრი დავიწყე, გადამწყვეტი იყო ის, რომ სულიერი სამყარო იყო დიდი, უფრო ღირებული, ვიდრე მეცნიერება. მეცნიერება ძალიან საინტერესოა და დღესაც მაინტერესებს, მაგრამ სულიერი სამყაროს სიდიადეს ვერაფერი შეედრება. ადამიანის სული უფრო საინტერესოა. მის გულში პირდაპირ ჩანს ღმერთი. როცა ადამიანს ესაუბრები, მის სულიერ სამყაროს ხედავ, ხვდები, რა დიდი შემოქმედია ის, ვინც ეს ადამიანი შექმნა.

ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანი დაინტერესდეს სულიერი სამყაროთი. შენს სხეულს ხომ უფრთხილდები, რომ მოწესრიგებულად გამოიყურებოდე, ასევე უნდა სულს გაფრთხილება. ვიღაც რომ პირს არ იბანს, არც ივარცხნის, ხომ განიკითხავ - ეს რა კაციაო. ასე გიყურებ მეც შენ, როცა სულიერ სამყაროს ამახინჯებ. ცოდვილს მინდა რაღაცნაირად დავანახო, რომ არ აქვს სახე და უნდა მოწესრიგდეს, ზეციდან ჩანს ძალიან ცუდად. ამიტომ თითოეულს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ზოგიერთი ძალიან გულისხმიერია, დამყოლია, ერთს ეტყვი და მაშინვე გულთან მიაქვს, ზოგს ბევრი უნდა ელაპარაკო. პედაგოგიკაშიც ასე იყო, ზოგი ისეთი მოსწავლე იყო, რომ ერთ ნათქვამზე გემორჩილებოდა. ზოგიერთი ძნელად დამყოლია, მაგრამ არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი. როცა ავადმყოფის საზიარებლად მივდივართ, მასთან ურთიერთობა სულ სხვანაირია. სულ სხვა პიროვნებას ხედავ. იმ ადამიანს ყველა ნიღაბი აქვს ჩამოხსნილი. იცის, რამდენიმე დღეში უნდა გარდაიცვალოს და ღვთის წინაშე წარდგეს. ამას წინათ ძალიან დაღლილი ვიყავი და მთხოვეს ერთ ავადმყოფ მეზობელთან მისვლა. სიმსივნე ჰქონდა. მეგონა, კიდევ რამდენიმე თვე იცოცხლებდა. ვკითხე, რისთვის დამიბარე-მეთქი. მეგონა, ზიარება ან აღსარება სურდა. მინდა დაგემშვიდობოო. ჩემთან საუბარში გარდაიცვალა. იმ ადამიანს სულ სხვანაირი სახე ჰქონდა. მაშინვე ვერ აღვიქვი. მისგან რომ წამოვედი, მერე გავაანალიზე, რა სიტყვებით, რა მნიშვნელობით მითხრა, უნდა დაგემშვიდობოო. ღვთის განგებით, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზიარების შემდეგ გარდაცვლილა ადამიანი და უფლის სისხლის და ხორცის ზიარების ღირსი გამხდარა.

- თანამედროვეობის პრობლემა რა არის?

- სულიერების მხრივ პრობლემა არის სარწმუნოება. ათეიზმი ბატონობს მსოფლიოში და იგივე პრობლემა არის ჩვენს საზოგადოებაში. ღვთის შიში არ არის ადამიანებში. ასე ამბობს წინასწარმეტყველი: "შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისაო". ადამიანი რაც არ უნდა მეცნიერი იყოს, თუ მასში ღვთის შიში არ დევს, მის სიბრძნეს ეკლესია არაფრად თვლის. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ყველა პრობლემასთან ერთად საქართველოში ალბათ განათლების საკითხი ცოტა მაღალ დონეზე უნდა ავიდეს. ამას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება.

- მამაო, თქვენ მოძღვარი ბრძანდებით, პროფესიით კი პედაგოგი. დღესაც ასწავლით ახალგაზრდებს, რა არის საჭირო მომავალი თაობის აღსაზრდელად?

- ალბათ სწორი მიდგომაა საჭირო. სულიერი და სასწავლო კონცეფციაც უნდა გვქონდეს, როგორ აღვზარდოთ ბავშვი, როგორ იყოს ჩამოყალიბებული სისტემები, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ბავშვის აღზრდაში მსოფლიო გამოცდილებაც, მაგრამ ყველაფერი უნდა მოვარგოთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს, ეროვნულ სახეს. პირადად მე ბევრი რეფორმა მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ხდება მისი ბრმა კოპირება. ასე არ შეიძლება. იქ ეროვნული ხასიათი უნდა გაითვალისწინო, ტრადიცია. სხვისი კარგი გამოცდილება ყოველთვის უნდა გადაიღო, მაგრამ საჩვენოდ უნდა შევასწოროთ ხოლმე. ძალიან ბრმა რეფორმამ შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს. აღზრდაშიც და განათლებაშიც მსგავსი რამ ხდება. ზოგი ადრე მწიფდება გონებრივად, ზოგი გვიან. სქესთა შორისაც არის განსხვავება. მაგალითად, გოგონები გონებრივად უფრო ადრე მწიფდებიან, ამიტომ სწავლაში ყოველთვის ჯობნიან ბიჭებს. ეს არ არის სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებული.

- ადამიანის ცხოვრებაში რა როლი აკისრია დედაეკლესიას?

- ძალიან დიდი როლი აქვს, მიწიერიც და ზეციერიც. დედაეკლესიამ უნდა განამზადოს ადამიანი სამუდამო ცხოვრებისთვის. პარალელი მინდა გავავლო სკოლის როლზეც. სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, ადამიანი მერე რა ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში, უნდა ასწავლოს, გაწვრთნას, დაანახოს ყველა გზა და მერე ბავშვმა თავად აირჩიოს. ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს, გადამწყვეტი როლი. მარტო იმიტომ კი არა, რომ ეკლესიაში სულიერი სწავლებაა, იქ გარდამოდის მადლი, რომელიც უხილავად მოქმედებს და ადამიანს აძლევს იმას, რასაც ვერსად მიიღებს დედამიწაზე, გარდა ეკლესიისა. ეკლესიას აქვს მისია, რომელიც ქრისტეს მიერ არის დაფუძნებული, რომ ადამიანები განამზადოს სასუფევლის კარის გაღებისთვის. სასუფეველი კი ღვთის ახლო მყოფობაა. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი, მიწიერი ეკლესია, რომელიც იღვწის ადამიანის უმეცრებიდან გამოსაყვანად, რათა დაანახოს ღმერთი და მასთან მისასვლელი გზა. ამისთვის იბადება ადამიანი, მეტი მისია არ გვაქვს. ჩვენი დანიშნულებაა - ღმერთს შევუერთდეთ. ეს არის ჩვენი დაბადების იდეა. თუ ადამიანს არ აქვს ეს მიზანი და ამას ვერ მოახერხებს, ფუჭია მისი ცხოვრება. ადამიანი, რომელიც თავის თავში ღვთის ტაძარს არ ააშენებს, განადგურდება. წარმავალს არაფერს აქვს ფასი. ფასი აქვს მხოლოდ მარადიულს. თუ მარადიულში არ ხარ წარმატებული, წარმავალში რამდენიც გინდა წარმატებული იყო, ის მაშინვე დამთავრდება. წმინდა მამები ყველაზე დიდ მისიად ამ ქვეყანაზე მიიჩნევენ უფლის სისხლის და ხორცის მიღებას - ზიარებას. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს ჰკითხეს, - რა არის სიხარული და რამდენად სწორი განცდა და გრძნობააო. ერთადერთი ჭეშმარიტი სიხარული არსებობს ადამიანისთვის, დანარჩენი ყველა ფუჭიაო. როცა რაღაც ცოდვას მოერევი და გიხარია, ეს არის ჭეშმარიტი სიხარული, რომელიც არ გაგიმტყუნდება, დანარჩენ ყველა სიხარულს ფასი არ აქვს. ცოდვას რომ სძლიე, ეს სიხარული არის ჭეშმარიტი, ის, რომელიც მარადისობაში გაგყვება. ღმერთმა მისცეს ყველას ჭეშმარიტი სიხარულის, წმინდა სიხარულის განცდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat