ტაო-კლარჯეთი
ტაო-კლარჯეთი
ღმერთმა გისმინოს, ზაზა, და ღმერთმა ამრავლოს შენნაირი გურჯები!
არტანუჯი
აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: "არცა ტანის, არცა უჯისო..."

"არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს", - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.

არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, კლარჯეთიდან ქართლში მომავალ მეფეს გამოუვლია სოფელი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "არტანუჯს" უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხის აგება უბრძანებია. არტავაზმაც "აღაშენა ციხე არტანუჯისა", რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.

V საუკუნის II ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.

VIII საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წელი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.

მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება.

IX საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბატ დავითის ძე გვიამბობს: "პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ... და აღაშენა ციხეს ამას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად".

სწორედ თავის მიერ აშენებულ არტანუჯის ციხეზე მდებარე პეტრე და პავლე მოციქულების ტაძრის საკურთხეველში გამოასალმა მტერმა აშოტ კურაპალატი სიცოცხლეს. ამონარიდი მისი ცხოვრებიდან: ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ "მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი".

წმინდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, "დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი". ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიმართა და "იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თვისი". საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე "მახვილითა საკურთხეველსა ზედა". "დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს", - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა".

ასე მოწამებრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, "კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაი მისი და შვილთა მისთაი".

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ "მოიკლა მათი უფალი აშოტი", დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმინდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.

IX საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი - აქვს რაბათი, ანუ გარეუბანი, დაბა-ქალაქი. XI საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის II ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. XII საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. XVI საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.

1878 წელს, სან-სტეფანოს ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.

1918-21 წლებში ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მა თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი - ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.

არტანუჯი ახლა ართვინის ოლქში შედის, აერთიანებს 50 სოფელს 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.

ოპიზა
ოპიზა მდებარეობს ართვინის ვილაიეთში, ისტორიულ კლარჯეთში. სოფელს ახლა Bაცილარ-ი ჰქვია. სამონასტრო კომპლექსი შედგება წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე აშენებული ეკლესიისაგან, სამრეკლოს, სატრაპეზოსა და სხვა სამონასტრო ნაგებობებისაგან. ტაძარი ჯვრულ ტაო-კლარჯულ ეკლესიას წარმოადგენს. აგებულია IX საუკუნეში და განახლებული - 945-954 წლებში, აშოტ IV კურაპალატის მეფობის დროს.

მშენებლობას უკავშირდება ოპიზის ერთადერთი სკულპტურული რელიეფი, რომელიც ტაძრის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული და რომელიც დღეს თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. რელიეფი ორი ნაწილისაგან შედგება. მარცხნივ წარმოდგენილია ტაძრის მაშენებელი, ქტიტორი მეფე აშოტ კურაპალატი, როგორც ამას წარწერა მიუთითებს, მეორე ფილაზე გამოსახულია ქრისტე საყდარზე და იგი კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს. მარცხენა ხელში მას გაშლილი წიგნი უჭირავს, ხოლო აღმართული მარჯვენა - ეკლესიის ზევითაა მოთავსებული. ქრისტეს მარცხენა მხარეს მოთავსებულია ფეხზე მდგომი მეორე ფიგურა წარწერით "დავითი". ითვლებოდა, რომ ქტიტორი იყო აშოტ I კურაპალატი, ამ მხარის მმართველი 826 წლამდე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მონასტრის აღმშენებლობაში; ხოლო დავითი - ბიბლიური დავით წინასწარმეტყველია, რომლის შთამომავლებადაც არიან მიჩნეული ქართველი ბაგრატიონები. ვ. ჯობაძის მტკიცებით, ქტიტორი უნდა იყოს აშოტ IV კურაპალატი, ხოლო დავითი - მისი ძმა, ქართველთა მეფე 923-937 წ.წ-ში, რომლებმაც გაამდიდრეს მონასტერი და ბაზილიკური ეკლესია გუმბათოვნად გადააკეთეს.

ოპიზას - "უპირველესს" კლარჯეთის სავანეთა შორის - მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ქართული განათლების, მწიგნობრობისა და, განსაკუთრებით, ხელოვნების განვითარებაში. საკმარისია ითქვას, რომ მის სახელს უკავშირდება ბექა და ბეშქენ ოპიზრების (XII ს.) შემოქმედება. XX საუკუნის შუა ხანებში, გზის გაყვანისას, მშენებლებს მიუღიათ იოლი და საბედისწერო გადაწყვეტილება - გზის ტაძარზე გატარება და ოპიზის აფეთქება. ოპიზის ტაძარი დღესაც ასე გამოიყურება: შუაში გადის გზა, მის აქეთ-იქით კი კედლების ნანგრევებია. 1874 წელს გაუკაცრიელებულ და მივიწყებულ მონასტერს გ. ყაზბეგმა მიაკვლია, ხოლო 1879 წელს მოინახულა დ. ბაქრაძემ. ოპიზის პირველი ანაზომები (1888 წ.) ეკუთვნის არქიტექტორ ა. პავლინოვს. ოპიზა აღწერა აგრეთვე ნ. მარმა. 1959 წელს ის შეისწავლეს
მ. და ნ. ტიერებმა. ძეგლი მაშინ ჯერ კიდევ გუმბათიანად მდგარა, ხოლო სულ რამდენიმე წლის შემდეგ მისულ ვ. ჯობაძეს უკვე აფეთქებული დახვდა.

ოთხთა
ოთხთა ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან, მაგალითად, ბოლნისის სიონისგან, ურბნისისგან.

KARIBCHE


ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრამ თან გული ტკივილით გევსება - ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. იგი მცენარეებს დაუფარავს.

ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი იმიტომ დაურქმევიათ.

ტაძარი X საუკუნის II ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ.

"ოთხთა, ისევე როგორც ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი, ქართული მონუმენტური მხატვრული ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მხატვრობა გამოირჩევა საზეიმო ხასიათით, გამოკვეთილი ოსტატობით, ხაზისა და ფერის მეტყველებით", - ამბობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, თუმცა დღეს ოთხთას ფრესკები ძალიან დაზიანებულია და ბევრი რამ აღარც ჩანს.

ტაძართან შემორჩენილია მცირე სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხები ყოფილა, აქვეა სემინარია-საოსტიგნე.

საკურთხეველი საკმაოდ ღრმად არის მიწაში ჩაფლული. წლების განმავლობაში წყალს დიდი რაოდენობით მიწა შეუტანია ბაზილიკაში.

საკურთხეველთან მიწა გადათხრილია. თურქეთში არსებობს გადმოცემები, რომ ქართულ ტაძრებში დიდი სიმდიდრეა ჩამარხული, ამიტომ აქაურები დღესაც ცდილობენ განძის მიგნებას.

შატბერდი
შატბერდის ტაძარი ბერთას ხეობაშია. როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა, "შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა".

"და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი", - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.

აშოტის შემდეგ კურაპალატობა მისმა ძემ, ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და "მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად", ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.

გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ვაჟებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.

შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).

აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი; აქ გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები.

დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები - დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის "სტუმრობისგან" მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს.

KARIBCHEპარხალი
სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის, პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე.



პარხალი ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაი (X-XI ს.ს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა "შუშანიკის წამება", უძველესი ნუსხა X ს-ისა.

ოშკი
ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, ოთხ დიდ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი) პირველი, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია) მდებარეობს. მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და მცირე ეკლესიები.

ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები - ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხრეთ გალერეის ერთ-ერთ სვეტზე.

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი - მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.

ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ხახული
შუა საუკუნეების მონასტერი და ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდინარე თორთუმის წყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდინარე ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკომონიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხნის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI ს.ს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმინდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე, ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.

შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.

ტბეთი
ტბეთი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, ქალაქ შავშეთიდან დაახლოებით 15 კმ-ზე (სოფელი ჩევიზლი).

ტბეთის კათედრალი საკმაოდ კარგად იყო შემონახული, როდესაც ის გ. ყაზბეგმა, დ. ბაქრაძემ, ა. პავლინოვმა და ნ. მარმა ნახეს. 1961 წელს აფეთქების შედეგად დანგრეულ იქნა ეკლესიის გუმბათი და დასავლეთი ნაწილი, დაიკარგა და გაიბნა ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი. უკვე დანგრეული ტბეთის კათედრალი შეისწავლეს ნ. და მ. ტიერებმა და ვ. ჯობაძემ. გიორგი მერჩულისა და "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის კათედრალი ააგო გურგენ კურაპალატის ვაჟმა, ერისთავთ-ერისთავმა აშოტ კუხმა და "იგი ყოველი საჭირო ნივთით შეამკო". "მატიანე ქართლისაი" გვამცნობს, რომ აშოტ კუხი, მაშენებელი ტბეთის კათედრალისა, გარდაიცვალა 918 წელს. ტბეთის კათედრალის შესახებ ცნობებს გვაწვდის აგრეთვე გიორგი მერჩულე, ხოლო მოგვიანებით - ვახუშტი ბატონიშვილი.

თავდაპირველი ეკლესიის არქიტექტურის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ის მალევე დანგრეულა. 960-970 წ.წ-ში აშენდა მეორე ტაძარი, რომლის ფრაგმენტები ჩრდილოეთ მკლავშია ჩაყოლილი. როგორც ჩანს, ეს იყო გუმბათიანი რვამკლავა ეკლესია. გარედან მკლავებს ყოფდა კონუსური კონქებით დაგვირგვინებული სამკუთხა ნიშები და, ამდენად, გარე მოცულობა 16-წახნაგა იყო. წახნაგთა წიბოებზე აყოლებულ თხელ შეწყვილებულ პილასტრებზე თაღების რიგი გადადიოდა. აფეთქების შემდეგ გამოჩნდა ამ შენობის ცალკეული ფრაგმენტები. იგი მალევე შეცვალა ახალმა, ჯვარ-გუმბათოვანმა ნაგებობამ, რომელიც X-XI ს.ს-თა მიჯნაზე აუგიათ. ტბეთის მესამე ტაძარი კიდევ მრავალჯერ გადაკეთდა, თუმცა ჯვარ-გუმბათოვანი კომპოზიცია შეინარჩუნა. XI საუკუნის დასაწყისში ნაწილობრივ განახლდა ტაძრის აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები; XIII ს-ის II ნახევარში აღადგინეს სამხრეთი მკლავი, XIV საუკუნეში კი - გუმბათი. ფრესკები XII საუკუნეს მიეკუთვნება. საკურთხევლის ცენტრში გამოისახებოდა ვედრება ანგელოზთა დასებითურთ, მის ქვემოთ - თორმეტი მოციქული, ხოლო სულ ქვედა რეგისტრში - ეკლესიის მამები. გარე მასებში მკვეთრად გამოვლენილი ჯვრული მასები მაღალი გუმბათით იყო დაგვირგვინებული. აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავის ფრონტონიანი ფასადები სამ-სამი თაღით ერთნაირად იყო გაფორმებული.

ყველა, ვინც კი მოასწრო ტბეთის პირვანდელი სახით ნახვა, აღნიშნავს მის დიდებულებას, დეკორატიული სამკაულის მრავალფეროვნებასა და გარემომცველი ბუნების მშვენიერებას. აი, რას წერს ცნობილი თურქი მწერალი ფაქირ ბაიყურთი 1974 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში "ჯევიზლის ეკლესია". "არავინ იცის, თუ რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა, იქნებ ათასის, იქნებ უფრო მეტისაც. ზოგი რას ამბობს, ზოგი - რას. ჯევიზლი კი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, კაკლიანი სოფელია. კაკლები მაისის თვეში ყალყზე დგებიან... ამდენ სიმწვანეში შორიდან ძნელად თუ შენიშნავ ამ შენობას, მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები, შიგნით შეხვალ და მაღლა აიხედავ. ძველი ეპოქის, აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მისი ცივილიზაციის ნაშთია იგი".

ტბეთის გზაზე გურჯებით დასახლებული სოფელი უნდა გაიარო, რომელიც ხისაივნიანი სახლებით გამოირჩევა. ამ სოფელს წესისამებრ მეჩეთიც აქვს, რომელიც 9 კილომეტრითაა დაშორებული ტბეთის კათედრალს და რომლის კედლებზეც ქართული ორნამენტები შევნიშნეთ. როგორც აღმოჩნდა, მეჩეთი შეამკეს ტბეთიდან მოტანილი ორნამენტული ქვებით. მათ შორის არის სარკმლის თავსართის მონაჭერი ასომთავრული წარწერით: "ქ[რისტ]ე ადიდე ... მ[ა]მ[ა]დმთ[ა]ვ[ა]რი".

ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი (ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი) გახდა.

XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც - შავშეთის ერისთავობაც ებოძა.

ტბეთში გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება "წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი" (914-918), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X ს.). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI ს.), აბუსერისძე ტბელი და სხვა.

ტბეთის ხელნაწერებიდან უმნიშვნელოვანესია ტბეთის სახარება (995), რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. შემორჩენილია აგრეთვე "ტბეთის სულთა მატიანის" ტექსტი (XII-XVII ს.ს.).

ოლთისი
ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, იმიერტაოს ცენტრი. ოლთისი (თურქ. ოლთუ) მდებარეობს მდინარე ოლთისწყლის (თურქ. ოლთუჩაი) შუა წელზე. X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო; მისი სიკვდილის შემდეგ (1001) მეფეთა მეფე გურგენი ეცადა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ ოლთისი იმიერტაოსთან ერთად ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ დაიკავა. XI საუკუნეში, საქართველო-ბიზანტიის ომის დროს, 1021 წელს უკან დახევისას, ოლთისი გიორგი I-მა გადაწვა. შემდგომში (XI საუკუნის 70-იან წლებში) ოლთისს კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზურუმი) და კართან (ახლანდელი ყარსი) ერთად მიმდებარე ტეროტორიებით განაგებდა ბიზანტიის დიდმოხელე ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე. საქართველოში "დიდი თურქობის" დროს (XI-XII ს.ს.) თურქ-სელჩუკები ფლობდნენ; ამ პერიოდში, თურქ-სელჩუქებთან ბრძოლის დროს, ოლთისი გადაწვა დავით IV აღმაშენებელმა. შემდგომ ოლთისი საქართველოს შემადგენლობაში იყო, XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან, მონღოლთა ბატონობის ხანაში (უმეფობის პერიოდში), მცირეაზიელმა თურქმანებმა დაიკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლა სამცხის ლაშქარმა. XV-XVI საუკუნეებში, თურქ-ოსმალთა ექსპანსიის დროს, ოლთისი არაერთხელ იყო ბრძოლის ობიექტი; XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, თურქეთის ფარგლებში მოექცა.

***
როცა შატბერდის მოსალოცად ავიღეთ გეზი, გზად ერთი ჩვენებური შემოგვხვდა. ეს გულმხურვალე ქართველი, ნებსით თუ უნებლიეთ, რამდენიმე თაობიდან მოყოლებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. როცა ქართველი ტურისტებით სავსე ავტომობილი დაინახა, გაგვაჩერა, ლამაზი ქართულით მოგვიკითხა და მოგვესიყვარულა. ჩვენ თან წამოყოლა ვთხოვეთ. დაუფიქრებლად დაგვემგზავრა. ეს ახალგაზრდა ზაზა კავლიაშვილი აღმოჩნდა. ზაზას ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ბუაძემ ჰკითხა, - მეორედ რომ ჩამოვალ, რა ჩამოგიტანოო, უპასუხა, - ქართული "კნიგები" და ჯვარიო. ამის გაგონებაზე ყველას გული აგვიჩუყდა. თავმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ და, საკუთარი ხის ჯვარი მოვიხსენი და ვაჩუქე. მისი გაბრწყინებული თვალები უნდა გენახათ. ჯვარი მაშინვე გულზე ჩამოიკიდა. ამას წინათ შემეხმიანა ზაზა ერთ-ერთი ცნობილი სოციალური ქსელიდან და მითხრა, - შენი ჯვარი გულზე მიკიდიაო. ჯვარი გფარავდეს, ზაზა!

KARIBCHE

შუაში - ჩვენებური ზაზა კავლიაშვილი

- ქართველები ვართ, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი ვარო, - გვითხრა მან, - ქართულად საუბარი ტურისტად ჩამოსული ქართველებისგან ვისწავლე.

- ზაზა, ქართული კითხვა თუ იცი?

- ახლა ვსწავლობ. ქართული "კნიგები" მომიტანეს და ახლა ვიწყებ სწავლას.

- ქართულ სამზარეულოს თუ იცნობთ?

- ვიცი, ხაჭაპური, კაკლიქადა, ჩისაყრელი - ლობიოთი კეთდება, დოსფაფა, ტყემალი, მჭადს ვაცხობთ ხოლმე ლაზური ფქვილით.

- ზამთარი აქ ძალიან მკაცრია?

- ძველად ძალიან მძიმე ზამთრობა იცოდა. ორი-სამი წელიწადია, ცოტას თოვს.

მე მინდა გკითხოთ ახლა, - გვეკითხება ზაზა, -Eეს ჩვენი ხალხი რატომ მოდინებულან ამ მხარეში? მაინტერესებს ჩვენი წარსული. ისტამბულში, ანკარაში სულ ქართველები ვართ.Aაქაურობის დატოვება არ მინდა, ჩემი სახლ-კარის, ოჯახის მიტოვება არ მინდა. ჩემს გარშემო ბევრი გურჯია და ყველა ასე ფიქრობს. დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე უწმინდესს და მისგან ლოცვა-კურთხევა, დალოცვა მივიღო. მე ქართველი ვარ და ეს ძალიან მახარებს.

თითქმის მთელი დღე გვერდიდან არ მოგვშორებია, თავადაც აღნიშნა, - ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ქართული სული მაქვს და საქართველოში მინდა ჩამოვიდე. საკუთარი თვალით ვნახო ჩემი და ჩემი წინაპრების სამშობლოო. ღმერთმა გისმინოს, ზაზა, და ღმერთმა ამრავლოს შენნაირი გურჯები!

ტაო-კლარჯეთი დიდი სინანულით და მადლით აღვსილებმა დავტოვეთ. იმედი მაქვს, კვლავ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი წინაპრების და წმინდა მამების ნატერფალია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat