სორი, უწერა
სორი, უწერა
სორი
სოფელი სორი ონიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადის ნაპირზეა გაშენებული. მახლობლად მდებარე მინდაციხეს ვახუშტი ბატონიშვილი რაჭის ერისთავებს უკავშირებს, ხეობას სორისხევად მოიხსენიებს და იქაურ დიდსა და კეთილნაშენ უგუმბათო მონასტერსაც ახსენებს: მდინარე "ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორას ზედა და რიონის ჩრდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავს ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათვის. ამ მინდას ზეით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდამ სორისხევი. ამაზედ არს მონასტერი უგუმბათო, დიდი, კეთილშენი, აწ ხუცის ამარად".

"ჯვრის", იმავე "ჯვარცმის" მონასტრის სახელით ცნობილი ეკლესიის გარდა, მის შემოგარენში სამი ეკლესია ყოფილა, - ვკითხულობთ ზაზა სხირტლაძის წიგნში "სორის ეკლესია", - ერთ-ერთი მათგანია წმინდაGგაბრიელ მთავარანგელოზის მოზრდილი საყდარი. გადმოცემით, ის აუშენებია სორის მონასტრის დამფუძნებელ ერისთავის გამზრდელს. მეორე, სკადორის ეკლესია სოფლიდან 3 კილომეტრში ყოფილა, მესამე - გადამშის ნასაყდრალი - ტყეშია. სოფელში ასევე მდგარა ოთხი კოშკი. სორის დასავლეთით, მდინარე რიონის ნაპირზე, მაგალთის კლდეზე, ჩიტის ბუდესავით მოჩანს ქვის ნაშენი, საიდანაც გამავალი მცირე ქვაბი იმდენად ვიწროა, რომ ტანმორჩილი კაცი მხოლოდ მჯდომარე მოთავსდება.

მაგალთის კლდის, იმავე კაისის კლდის ბოლოს, სორისა და წესის საზღვარზე, მაღალ მთაზე დგას დიდი მინდაციხე, მინდლისციხე.

სორის ჯვრის სახელობის მონასტერს უკავშირდება გადმოცემა, რომლის თანახმადაც ტაძარზე აღმართული სპილენძის ჯვარი ადრე ტყეში მდგარ გადამშის მონასტერს ეკუთვნოდა. გადმოცემით, წყალდიდობისას სონტარულას გადამშის ეკლესიიდან ჯვარი მოუგლეჯია და სორის ეკლესიამდე მიუცურებია.

საუკუნეების განმავლობაში სორის ჯვრის ("ჯვარცმის") ეკლესია რაჭის ერისთავთა საგვარეულო მონასტერსა და მათ სამარხს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთით, ნაციხურის გორაკზე მდგარა სამრეკლო. ადგილობრივთა ცნობით, აქ განძი უნდა ყოფილიყო დამალული. დღესასწაულებზე ამ ადგილას თემის ანუ "თემად" დასხდომა სცოდნიათ.

წერილობითი წყაროებით, სორი ჯვარცმის სახელობისა ჩანს, თუმცა მას წმინდა გიორგისაც უკავშირებენ. სორის XII საუკუნის ოთხთავზე შესრულებულ, რაჭის ერისთავ ბედანის XVI საუკუნით დათარიღებულ სააღაპე წარწერაში ნათქვამია: "ქ. სახელითა ღმრთისა, შენ, მხსნელო და მეოხო და მფარველო სულისა ჩუენისო იესო ქრისტეო და მაცხოვარო, ჯვარცმაო ქრისტესო, რომელმან ჩუენისა ხსნისათვის ჯვარცმაი ითმინე". XV საუკუნისათვის მონასტრის ჯვარცმის სახელობაზე ასევე მეტყველებს ერისთავ მირიან ჭარელიძის განგებით შექმნილი ჯვარცმის კარედი ხატი, რომელიც სორში ინახებოდა.

მონასტერს სორში XIX საუკუნის შუა ხანებამდე უარსებია. ვახუშტის ცნობით, XVIII საუკუნის I ნახევარში მონასტერი მხოლოდ ერთი ხუცის ამარა იყო დარჩენილი. 1825 წლისათვის მონასტერში მხოლოდ წინამძღვარი და მთავარდიაკონი იყვნენ. ამ პერიოდში უმოღვაწიათ სორში მღვდელმონაზვნებს - დავით შიოს ძე მინდელსა და იოანე ქაიხოსროს ძეს. სორის ეკლესიის აგებას, ისევე როგორც მხატვრობით შემკობას, გადმოცემები ერისთავ ქველი ჭარელისძის სახელს უკავშირებენ.

ეკლესიის დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე მუხლმოდრეკილი საერო პირის ფიგურა წმინდა მეომართა რიგს ქვემოთ არის წარმოდგენილი. ქტიტორის გამოსახულება საკურთხევლისაკენ ვედრებითაა მიმართული, მის თავთან XIV-XV საუკუნეების კალიგრაფიული ლამაზი მხედრულით შესრულებული წარწერაა: "წმიდაო გიორგი მრავალძლისაო, მეოხ და მფარველ ექმენ წინაშე ღმრთისა ჭარელისძესა ქველსა".

ჭარელისძეებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მხედრული წარწერა შესრულებული ყოფილა იმავე კედელზე, ჭარელისძის გამოსახულების მაღლა. საღებავებით შესრულებული, ასევე მხედრული, ცამეტსტრიქონიანი წარწერა დროთა განმავლობაში საგრძნობლად დაზიანებულა და დღეისათვის მისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი: "ქ. შევამკეთ ესე ეკლესია. მრავალძლის. წმიდა გიორგის შეწევნითა მღვდელმსახურთა და ჭარელისძე გიორგისითა, ხელითა ფრიად ცოდვილისა დავითისითა და მნათეს შვილისა ივანესითა და ვინცა შენდობა ბრძანოთ, თქვენცა შეგინდვნეს ღმერთმან".

ჭარელისძეების რაჭის ერისთავობის შესახებ ცნობა XV საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება, იგი სორთან ჩანს დაკავშირებული და მათ დიდ ქონებრივ შესაძლებლობებსა და ძლიერებაზე მეტყველებს. მეფე ვახტანგის 1434 წლის სასისხლო სიგელში კოტრიძეებისადმი იხსენიებიან ერისთავი ციცი და მირიან ჭარელისძეები, რომელთაც მეფის სახასო ყმა აბესალომ კოტრიძე მოუკლავთ. საპასუხოდ კოტრიძეებს ჭარელისძეებისათვის სამი სოფელი - ონჭევი, სოღრითო და ჭურისთავი დაურბევიათ. ჭარელიძენი, ბაქრიძენი და კოტრიძენი ქუთაისში მეფესთან მისულან, სადაც დაზარალებულ კოტრიძეთა სისხლი შეუფასებიათ 120 000, ხოლო სანახშიროდ - 2000 ძველ თეთრად. რაჭის ერისთავ ციცი ჭარელისძეს კოტრიძეებისათვის სანახშიროდ გადაუხდია 2000 თეთრად დაფასებული ერთი აბაყი ცხენი და ხმალი; ამას გარდა, სოფელი ჭურისთავი და ყმა-გლეხები - კვისავიძენი და ტაბირისძენი, წყისეში - ფუტურიძეები მამულით, ღუნდას ეკლესია სასაფლაოთი და წყლით; ამას გარდა, სორში აყვანილი კოტრისძისათვის ჭარელისძეებს გადაუხდიათ სასისხლო გადასახადი - ერთი ჯაჭვი, რკინის ქალამანი, ერთი საძროხე ქვაბი, ერთი ჭორღათო, ერთი ოთხთავი, ჯორი, ხუთი ცხენი, თორმეტი ხარი, სამი ნაქსოვი ორხუა, ორი სინჯაფი ტყავი და სხვა.

ციცი ჭარელისძის შემდგომ რაჭის ერისთავობა მისი შვილის, მირიანის ხელში გადასულა. მისი ერისთავობის დროს რაჭის ადრინდელ ერისთავ კახაბერიძეებთან (სავარაუდოდ, იმავე ჩხეტიძეებთან) ბრძოლა ერისთავობისათვის კვლავ გრძელდებოდა, რაც XV საუკუნის 80-იანი წლების დამლევს ჩხეტიძეთა გამარჯვებით დასრულდა. იმ პერიოდის წერილობითი წყაროებით, შაორში მყოფი მირიან ჭარელისძისათვის უღალატია კახაბერ კახაბერიძეს და მისთვის ორი ისარი უსვრია. მირიან ჭარელისძის აზნაურებს გიორგი და ახსართან შერაზანაშვილებს მოწინააღმდეგეთაგან მოუკლავთ ივანე თულიაშვილი და ნასყიდა წულუკიძე, ხოლო გაქცეული გიორგი კახაბერიძე, რომელსაც ნიკორწმინდის საყდრისთვის შეუფარებია თავი, დაუჭერიათ. ერთგულების სანაცვლოდ ერისთავ მირიანს ათი კომლი ყმა უწყალობებია შერაზანიშვილებისათვის. ერისთავ ჭარელისძეთა შესახებ ცნობები შემოუნახავს იმ სიძველეებსაც, რომლებიც ერთ დროს სორის ეკლესიაში ინახებოდა. რაჭის ერისთავ მირიანს სორის ეკლესიისათვის შეუწირავს ჯვარცმის კარედი ხატი, რომლისგან მხოლოდ ფრაგმენტებიღაა მოღწეული და დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ხატის წარწერებში მირიან ჭარელისძე თანამეცხედრესთან, ნათელასთან ერთად არის მოხსენიებული.

***
რაჭის ეკლესია-მონასტერთა შორის სორის ეკლესია ძვირფასი საეკლესიო ნივთებისა და ჯვარ-ხატების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა, რაც XIX-XX საუკუნეებში ეკლესიის ძარცვის მიზეზი გამხდარა. გასული საუკუნის 20-იან წლებში რაჭის ეკლესია-მონასტრებში დაცული ჭედური ნივთების თვალსაზრისით: "ყველაზე მეტად დაზიანებულია სორის ბაზილიკა. მის შესანიშნავ ხატებიდან, რომელნიც თავის დროზე უნახავთ მ. ბროსესა და პ. უვაროვას, მხოლოდ ერთი ყუთი ნატეხებიღა ვიპოვე. დაზიანებულია აგრეთვე მისი დიდი ჯვარი, რამდენიმე ჭედური ფურცელი (ვერცხლისა) აგლეჯილი და დაკარგული აქვს".

ეკლესიაში დაცული სიძველეებიდან დღეისათვის სულ რამდენიმე შემორჩა (ყველა მათგანი დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში): მაცხოვრის ვერცხლით მოჭედილი ფერწერული ხატი. ხატის ზურგზე დაკრულ ვერცხლის ფირფიტაზე შესრულებულია ერისთავის შვილის, ქაიხოსროს ვრცელი მხედრული წარწერა. ეს ქაიხოსრო იხსენიება იმ პირთა შორის, რომლებიც ამოწმებენ კათოლიკოს ბესარიონის (შოშიტა III-ის ძე) 1740-იანი წლებით დათარიღებულ საბუთს ქაიხოსრო წერეთლისადმი, აგრეთვე იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის საბუთს წერეთლებისადმი. შესაბამისად, ქაიხოსროს XVIII საუკუნის შუა ხანებში უნდა განეახლებინა მაცხოვრის ხატი. ამ ხატის გულში მჯდარა ჯვარცმა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისისათვის უკვე დაკარგული იყო; ძველი აღწერებიდან ცნობილია, რომ ხატის ნუსხურ წარწერაში იხსენიებოდა ხატის მომჭედავი ოსტატი-ოქრომჭედელი იაკუბი. იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ასულის, დარეჯანის დაკვეთით დამზადებული და შეწირული ვერცხლის ფეშხუმი და ლანგარი, წარწერებით. ჯვარცმის მომცრო კარედი ხატის ნაწილი - ცენტრალური ფრთა შიდა ხატით, აგრეთვე მარცხენა კარი. როგორც თავი ხატის, ისე მისი ბუდის ზურგზე შემორჩენილ ვერცხლის ფურცელზე ასომთავრულით შესრულებული იყო წარწერები; მასში იხსენიებოდა რაჭის ერისთავი შვილებითურთ. მთავარანგელოზთა ვერცხლის ოქროცურვილი ხატი, XIII საუკუნისა, მის საქტიტორო წარწერაში იხსენიება ნიანია თავდიდასძე. წმინდა გიორგის ვერცხლის ნაჭედი ხატი, სავარაუდოდ, XIII-XIV ს.ს-ა. ღვთისმშობლის ფერწერული ხატი, მოჭედილი არშიით, XVIII საუკუნისა. ვერცხლის ბარძიმი, სოლომონ II-ის მეუღლის, ოტია დადიანის ასულის, დედოფალ მარიამისეული მხედრული წარწერით. ვერცხლის ლანგარი, XVIII საუკუნისა, დარეჯან დედოფლის წარწერით. ოქრომკედით ნაქარგი მომცრო ზომის გარდამოხსნა, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარშია შექმნილი. მას კათოლიკოს ზაქარია ქვარიანისეული გარდამოხსნის პირად მიიჩნევენ, ამასთან ხაზს უსვამენ მის დიდ სიახლოვეს გიორგი აბაშიძისეულ გარდამოხსნასთან. სორის ეკლესიის გარდამოხსნას საქტიტორო წარწერა არ შერჩენია, რადგან გარეთა ნაწილი მოგვიანებით წითელი ნაჭრით შეუცვლიათ.

დაღუპულ-დაკარგულ სიძველეთა შორის აღსანიშნავია: დიდი ზომის ვერცხლით მოჭედილი საკურთხევლისწინა ჯვარი, სავარაუდოდ XI-XII ს.ს-ა და მოგვიანებით განახლებული. ჯვარს ჰქონია საქტიტორო წარწერა, რომლის თანახმადაც იგი მარკოზის დეკანოზობისას მოუჭედავს ოქრომქანდაკებელ სულას. 1920-იან წლებში ჯვარი უკვე დაზიანებული ყოფილა.

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს XII საუკუნის მოხატული ოთხთავი, რომელიც 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭიდან ჩამოიტანა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა (ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). უყდო, თავბოლონაკლული, ფრაგმენტული და დაშლილი ხელნაწერი შეიცავს 214 ფურცელს; ეტრატი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, თხელია და თავის დროზე, როგორც ჩანს, თეთრი იყო. ნაწერია ნუსხურით, სათაურები - ასომთავრულით. ხელნაწერი გაფორმებულია მაღალმხატვრული მინიატურებით და დეკორით. ხელნაწერი გადაუნუსხავს არსენს, ვარდან ავლეველის - კონსტანტინეს ძის მომგებლობით წმინდა თეოდორეს საგვარეულო მონასტრისთვის...

***
დაზიანებული სორის ტაძრის აღდგენა 2006 წელს დაიწყო. რესტავრატორი გახლავთ მურად ანდრიაძე. აღდგა ეკლესიის დაზიანებული კედლები, საგანგებოდ გამაგრდა დარბაზული კამარა. მოიხსნა კამარის საბჯენად XIX საუკუნეში გამართული ხის კონსტრუქცია, რომელიც ეკლესიის მთელ ინტერიერს ფარავდა. კეთილმოეწყო ტაძრის შემოგარენი. ტაძრის ახლოს აიგო სამრეკლო. 2007 წელს რესტავრატორთა ჯგუფმა, ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით, ზურაბ კერვალიშვილის, ირაკლი კერვალიშვილის და მინდია მინდელის შემწეობით განახორციელა ფრესკების სრული კონსერვაცია. საკურთხეველში ქვის ახალი კანკელი დაიდგა. დაიწერა ხატები. 2009 წლიდან, ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხევით, სორის ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა.

უწერა
მამა ნოე კერესელიძის ლოცვა-კურთხევით, სოფელ უწერაში ბატონი ვიტალი მეტრეველის ოჯახმა მიმასპინძლა. ამ კეთილი ადამიანის წყალობით სოფელში მალე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აღდგება და ღვთის შეწევნით, გიორგობის დღესასწაულისთვის დასრულდება კიდეც.

KARIBCHEუწერაში ყველაზე დიდი გვარი მეტრეველია. ამ გვარისა და სოფლის ისტორია ლელა მეტრეველმა მიამბო: - XVII საუკუნეში თურქეთისგან შევიწროებული სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის შიდა კუთხეებში ეძებდა თავშესაფარს. მაშინ უწერის თემის სოფლები მოსახლეობის სიმცირეს განიცდიდა, იყო გამუდმებული თავდასხმები ბრილი-ონის სტრატეგიული მაგისტრალის უწერის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობდა საბაჟო-საკონტროლო პუნქტი. უწერის ეს ფუნქცია ერისთავისათვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო, თემისთვის კი მეტად სახიფათო, რადგან გამშვებ პუნქტზე შეგროვილი სიმდიდრე იზიდავდა მოთარეშეებს. სწორედ ამიტომ უწერის თემისთვის მეტად ხელსაყრელი იყო მებრძოლი მესხებისა და ჯავახების ჩასახლება. რაჭის ერისთავის მოთხოვნით, ლტოლვილები მეციხოვნეებად უნდა დამდგარიყვნენ, შეექმნათ რეგულარული, მობილური რაზმები. ამიტომ სავარაუდოა, რომ თეთრაძეები, შავიშვილები, ბუაძეები, ცეცხლაძეები, გუნთოშვილები სწორედ ამ პერიოდიდან მკვიდრობდნენ უწერის თემის სოფლებში. აქ დღემდე ზოგიერთი ადგილი იხსენიება, როგორც ცეცხლაური, შავიშვილის ვაკე, თეთრაწყალი, თეთრატყე, გუნთო და სხვა.

XVII საუკუნის ბოლოდან უწერის თემში გაჩნდა ახალი გვარი - მეტრეველი. ამ გვარის წარმოშობის რამდენიმე მოსაზრება არსებობს, მათგან ყველაზე დამაჯერებელია ის, რომ მეტრეველი წარმოდგება სიტყვიდან მეტ-მრეველი ანუ მცირეთაგან მეტის მომრევს (მცირერიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი რაზმების მიერ ბევრად მეტი მომხდურის მომრევ ხალხს). ეს ტერმინი მეტ-მრეველი, XVI-XVII საუკუნეებში უწერის გადარჩენის და ძლიერი თემის შექმნის ეფექტიანი და ერთადერთი საშუალება იყო. ამ სახელმა გააერთიანა ახლანდელი უწერის მიდამოში იმჟამად მცხოვრები აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და შავშეთ-კლარჯეთიდან გადმოხვეწილი სხვადასხვა გვარის ხალხი. მეტ-მრეველად იწოდებოდა ყველა, ვინც მეციხოვნედ იდგა და სოფელს იცავდა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი მოთარეშეებისაგან.

XVII საუკუნეში ტრადიციული იყო გვარების შეცვლა-გადაკეთება. უწერის მეციხოვნეებმა მეტრეველი გვარად მიიღეს და ამგვარად, სხვადასხვა გვარის ხალხმა შექმნა ძლიერი, მებრძოლი და მონათესავე ბირთვი. მათი წევრები მუდამ მზად იყვნენ დაეცვათ გვარის ნებისმიერი წევრის ინტერესები. ამიტომ სხვა გვარისანი ცდილობდნენ გამეტრეველებას, რათა ამით ძლიერი თანამდგომი და მფარველი ეპოვათ. მეტრეველების ძლიერი გვარის მფარველობა უდავოდ იძლეოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სერიოზულ გარანტიას იმდროინდელ, მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში. მეტრეველის გვარის მატარებელს უფლება ჰქონდა, ესარგებლა საგვარეულო საძოვრებით, ტყითა და სათიბით.

უწერის თემის მეტრეველები თავისუფალ, მოგვიანებით კი სახელმწიფო გლეხებად ითვლებოდნენ. მათი აზატობა 1814-1815 წლებამდე გრძელდებოდა. ამის შემდეგ მათ ბატონად ლაგვანთელი (სოფელი ონის რაიონში) წერეთელი ითვლებოდა, რომელსაც მეტრეველები არ ცნობდნენ. ამიტომ მან ეს თემი გადასცა რუსეთის I სამამულო ომის გმირ ლეიტენანტს, ლევან იაშვილს. მეტრეველებმა არც ის მიიღეს ბატონად და მასთან სისხლიანი დაპირისპირებაც კი ჰქონდათ.

ასე რომ, უწერის მეტრეველები აზატებად დარჩნენ.

ეგზარქოსობის დროს რაჭაში 80-მდე ახალი ეკლესია აიგო, მრავალი კი გადაკეთებულ-გაფართოებულ იქნა. ამ მხრივ განსაკუთრებით წარმატებული იყო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის (ქიქოძე) მღვდელმთავრობა, რომლის დროსაც რაჭაში 46 ახალი ეკლესია ეკურთხა. მათ შორის იყო უწერის წმინდა სამების ქვის ტაძარი (1873 წ.). უწერის ერთ-ერთ უძველეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ამ პერიოდში მსახურობდნენ: მამა ზაქარია მეტრეველი, მამა იოვანე კერესელიძე, მამა გრიგოლ კერესელიძე, მამა კირილე მეტრეველი, მამა თადეოზ გობეჯიშვილი.

***
უწერაში რამდენიმე ტაძარი გვაქვს, - განგრძობს საუბარს ლელა, - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც სიონის სახელითაც ვიხსენიებთ. კომუნისტების დროს ვერც ჩვენი ტაძრები გადაურჩა ნგრევას. ერთი პერიოდი საქეიფო ადგილადაც კი აქციეს ეს წმინდა ტაძრები. გადმოცემით ვიცით, რომ უწერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინახებოდა წმინდა თამარ მეფის კულული, რომელიც უღმერთობის დროს, როცა ტაძარი დაანგრიეს, მდინარე რიონში გადაუგდიათ. ტაძრის ეზოში საუკუნოვანი ცაცხვებია. ტაძრის ბოლო მოძღვარი გახლდათ დეკანოზი მელიტონ მეტრეველი. ეკლესიაზე აღმართული ჯვარი, ჭაღები და ზარები ლევან მეტრეველის მიერ არის გაკეთებული. ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში თითქმის მთელი სოფელი მონაწილეობდა. ტაძარი მოიხატა კიდეც. ტაძრის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით ტერიტორია არა აქვს დაკანონებული. დოკუმენტების მიხედვით ის სანატორიუმის კუთვნილებაა. გვახარებს ის, რომ ჩვენს ტაძარში მამა ნოე კერესელიძე აღავლენს ღვთისმსახურებას. სამწუხაროდ, ტაძარს ცოტა მრევლი ჰყავს... მამა ნოე ძალიან დიდი მოღვაწეა. დღის უმეტეს ნაწილს ტაძარში ატარებს. ამ ზაფხულს უამრავი ნათლობა და ჯვრისწერა შეასრულა. მას მსახურებაში ეხმარებოდა ბათუმის ხარების ტაძრის მღვდელი, წარმოშობით აქაური, მამა ნიკოლოზ მეტრეველი. მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები, ზამთარ-ზაფხულ ონშიც დადიან მამა ნოესთან ღვთისმსახურებაზე.

KARIBCHEამ ტაძართან დღესასწაულობენ ხოლმე თომას კვირას. მამაჩემისგან ვიცი, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძრის ძირში წყალი ამოდიოდა და მთელი ერთი კვირა ხალხის ნაკადი არ წყდებოდა - მტკივნეულ ადგილებს იბანდნენ თურმე. წყალი თომას კვირას იკარგებოდა.

***
ლაშა მეტრეველი: - უწერაში ბევრი სალოცავი გვაქვს. მათ შორისაა ნანგრევებად ქცეული ძველი სამების ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა გიორგის მშენებარე ტაძარი და მის ზემოთ, ტყეში ძველი, პატარა ტაძარია, რომელსაც მარიამს ვეძახით. მის პირდაპირ საჯვარეა. აქ დიდი ჯვარი დგას და აღდგომის მეხუთე კვირას სოფელი საჯვარეს დღესასწაულობს. მარიამის ტაძართან ადრე ბერებს უცხოვრიათ. მეუფე ელისემ ლოცვა-კურთხევა მოგვცა, რომ აღდგეს ეს ტაძარი და კვლავ განახლდეს ბერმონაზვნური ცხოვრება. ღვთის წყალობით, იმედია, შევძლებთ ამ ტაძრის აღდგენასაც. უწერაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოქმედი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი გვაქვს.

წმინდა გიორგის ტაძარი ძველი, XII საუკუნის ტაძრის საძირკველზე შენდება. ზაზა და ვიტალი მეტრეველების ხელმძღვანელობით, დავიწყეთ ტაძრის აღდგენა. შემოდგომაზე მიწისძვრა მოხდა და, სამწუხაროდ, ნახევრად დაანგრია სალოცავი. მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, შევხვდით არქიტექტორ ზურაბ გეწაძეს და დავიწყეთ ტაძრის დაპროექტება. გიორგობას მამა ნოემ პარაკლისი გადაიხადა. ტაძარი გავასუფთავეთ ნანგრევებისგან. რაც ტაძრის მშენებლობა დაიწყო, იმ დღიდან უწერაში ვარ და ვცდილობ, ვუხელმძღვანელო ტაძრის მშენებლობას. ღვთის შეწევნით, ტაძარის მშენებლობა მალე დასრულდება. ერთ დღეს ონიდან ტაძრისთვის აგური უნდა მოგვეტანა. შევისვენეთ მდინარის პირას. წამოსვლისას გზაში ისეთი ავარია შეგვემთხვა, რომ არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდით. მანქანას ნაკაწრიც კი არ ამჩნევია. მეუფე ელისემ გვითხრა, - წმინდა გიორგიმ გადაგარჩინათო.

მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით ტაძარი გიორგობის დღესასწაულისთვის გაიხსნება. ეკლესიის თავზე ჯვარი დაიდგმება.

თორნიკე მეტრეველი: - მდინარე რიონს გამოღმა გადიოდა სახელმწიფო გზა. წმინდა გიორგის და უწერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები თამარ მეფის დროს აშენებულა. სიამოვნებით ვმონაწილეობ ტაძრის მშენებლობაში. გამიგია, რომ მამამ ინვალიდი შვილის გამოსაჯანმრთელებლად წმინდა გიორგის ტაძარს ცხვარი შესწირა. შინ დაბრუნებულს შვილი ფეხზე დახვდა. ასეთი სასწაულებრივი ძალა აქვს ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარს.

KARIBCHEუწერის სკოლის პედაგოგი ქეთევან ჯოხაძე: - ჩვენი სოფლის სკოლაში 50 ბავშვი სწავლობს. თაობები მართლაც საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ადრე მეტი ხათრი და პატივისცემა ჰქონდათ უფროსისა. ახლა სიგარეტის მოწევას მასწავლებელთან აღარ ერიდებიან...

ჟორა მეტრეველი: - მე რომ დავოჯახდი, მაშინ 27 სული ერთ სახლში ერთად ვცხოვრობდით. ერთობა იყო. შენ-ჩემობა არავინ იცოდა. დიდი და პატარა ყველა თავდაუზოგავად ვმუშაობდით. დღეს სოფელში ფიზიკური შრომა აღარავის სურს. უწერა ოდითგანვე შემოსავლიანი სოფელი იყო. სააგარაკო სოფელია და წინათ აქედან ყველა გლეხს შემოსავალი ჰქონდა. სანატორიუმები ფუნქციონირებდა. ჩემს სახლში 40 კაცს ვასვენებდი.

უწერა განთქმულია მჟავე წყლებით. საუკეთესოა: გველითა, ნაპერწკალა, შავი წყალი.

KARIBCHEახლობლობა გვქონდა ზედა ოსებთან. ნათლია მყავდა ოსი, უძვირფასესი ადამიანი. უწერიდან ღვინო გადამქონდა და იქიდან სასმელ-საჭმელი მომქონდა. ახლა ცოტა მეტი რომ გვქონდეს პენსია, ცხოვრება არ გაგვიჭირდებოდა. 80 მანეთით რა უნდა გააკეთო? მთავრობამ ცოტა ხალხს უნდა მოგვხედოს და სოფლები გააძლიეროს. ხალხი დაასაქმოს სოფლად. შვილები თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ იქ წასვლა არ შემიძლია. ვერ ვჩერდები ოთხ კედელშუა გამოკეტილი. ძალიან კარგი იქნება, თუ უწერაში კვლავ განახლდება უწერის წყლის ჩამოსხმა. ხალხიც დასაქმდება და შემოსავალიც გაუჩნდება გლეხკაცს.

ჩვენს სოფელში ადრე ხიდეშლები, ჩალაძეები, მაისურაძეები და გაგნიძეები ცხოვრობდნენ. უწერაში ძირითადი გვარი მეტრეველია. მეტრეველის გვარში ბაბუიშვილობა იყო. ჩვენ დაგვერქვა კაციანთები. არიან ასევე დათიკიანთები, ხელოსნიანთები და სხვა.

რაჭველი კაცი ძალიან დინჯი და მშრომელია. დილიდან დაღამებამდე შრომით არჩენს ოჯახს. გადამეტებული სიყვარული გვაქვს ერთმანეთისა. სტუმარმასპინძლობითაც ვერავინ შეგვედრება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat