ქვიშხეთი
ქვიშხეთი
წმინდა დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობაზე გასულ ნომერში გიამბეთ. ამჟამად შევეცდები, გაგაცნოთ მისი შთამომავლებისა და გვარისშვილების ცხოვრება. დიმიტრი ყიფიანის უფროსი შვილის, ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ ყიფიანის მეცადინეობით გაიხსნა ქვიშხეთში პირველი დაწყებითი სკოლა, მან გამოაქვეყნა საინტერესო წერილები გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი წერეთლის ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ, "ქართული პოეზიის ნიმუშები" და მათი გარჩევა, აგრეთვე წერილი ფერეიდნელი ქართველების მდგომარეობის შესახებ.

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1890 წელს, ნიკოლოზ ყიფიანი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ბელგიაში დასახლდა. იყო ბრიუსელისა და მონსოს უნივერსიტეტების პროფესორი. მიუხედავად უცხოობაში ყოფნისა, საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ხშირად გზავნიდა კორესპონდენციებს. გარდაიცვალა ბრიუსელში 1905 წელს. დაკრძალულია იქვე.

ნიკო ყიფიანის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე ევროპის სამეცნიერო წრეებში ცნობილი ფსიქოფიზიოლოგი გახლდათ. ევროპაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. 1910-იან წლებში მისი თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა ქართული განყოფილება. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ბოლშევიზაციის პერიოდში ახალი ხელისუფლებისაგან დევნილი გადავიდა ბრიუსელში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ნინო (ნუცა) ყიფიანი, ნიკო ყიფიანის უფროსი ქალიშვილი, დაიბადა ქვიშხეთში. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, საიდანაც გარიცხეს რევოლუციური შეხედულებებისთვის. იგი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება 900-იანი წლების განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც რამდენჯერმე მეტეხის ციხეში იჯდა. ნინო ყიფიანს აეკრძალა რუსეთის იმპერიაში ცხოვრება და იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1920 წელს დაბრუნდა და ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანისეულ სახლში გარდაიცვალა. დასაფლავებულია იქვე.

დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი შვილი ელენე ქვიშხეთში დაიბადა. მამა მას ეძახდა ლოკას, ლოკოკინას, ლოლიას. იყო მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღრებისა და სასულიერო საგალობლების შეკრება-ნოტებზე გადატანაში. იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. მონაწილეობდა ქვიშხეთში საზაფხულო სკოლების გახსნაში. ელენეს მეუღლე იყო ქუთაისელი ვექილი ანტონ ლორთქიფანიძე. დიმიტრი ყიფიანმა თავისი მამული სამივე შვილს თანაბრად გაუყო. ელენეს შეხვდა ჩუმათელეთი და ტაშისკარი.

ნინო ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი რძალი და ცნობილი მსახიობის, კოტე ყიფიანის მეუღლე გახლდათ. ნინო გორის მაზრის სოფელ ძვილეთში დაიბადა. მამამისი, ბეჟან ტატიშვილი, ადრე გარდაიცვალა და დარჩა ობლად 7 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისა იყო. ნინოს დედამ შემწეობა სთხოვა დიმიტრი ყიფიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ობლების ბედი. პატარა ნინო ხშირად დადიოდა დეიდასთან (ის ცოლად ჰყავდა დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილს ვასილ ყიფიანს), რომელიც ქვიშხეთში იყო გათხოვილი. მას მუსიკასა და წერა-კითხვას ასწავლიდა დიმიტრის ქალიშვილი ელენე. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე ყიფიანი.

ნინო შეუდგა სწავლას და თვითგანათლებას, თავად დიმიტრი ასწავლიდა ფრანგულ ენას უსაყვარლეს რძალს. მამამთილი მის სურათს ჯიბით ატარებდა და ასე აცნობდა ნათესავებს. ნინოს ხელმძღვანელობით ზაფხულობით იხსნებოდა საზაფხულო სკოლები, სადაც უღარიბესი ბავშვები უფასოდ სწავლობდნენ წერა-კითხვას და ანგარიშს.

1893 წელს ქვიშხეთს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა ქართველ მოღვაწეებთან ერთად. მას ლუარსაბ ყიფიანმა უმასპინძლა. მეორე დღეს ილია დიმიტრი ყიფიანის ოჯახს ესტუმრა, მას ნინო ღირსეულად დახვდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნინო საბოლოოდ დასახლდა ქვიშხეთში და მარტო უვლიდა სახლსა და მამულს. დიმიტრისეული კარმიდამო სიცოცხლეშივე გადასცა მწერალთა კავშირს. თავისთვის ორი ოთახი დაიტოვა და სიკვდილამდე ცხოვრობდა თავის ნათლულთან, ანეტა ყაზიშვილთან ერთად.

ანეტა იყო მისი მფარველი და პატრონი, ნინომ ხელში დალია სული 1937 წელს, დაკრძალულია ყიფიანების აღდგომის სახელობის საგვარეულო ეკლესიაში.

***
30-50-იან წლებში ქვიშხეთსა და მის ახლომახლო სოფლებში მხოლოდ ყავრით გადახურული ფიცრული ან ძელური სახლები იდგა, ზოგის პირველი სართული ქვით იყო ნაშენები. ზამთარ-ზაფხულ თუნუქის ღუმლები ედგათ, ზოგს ბუხარი ჰქონდა, საწვავად შეშას ხმარობდნენ. ზაფხულობით ღუმელს დერეფანში გამოიტანდნენ საჭმლის დასამზადებლად.

გლეხების უმეტესობას ქალამანი ეცვა. ტანთ შინ შეკერილ ტილოს შარვლებს და ბამბაზიის ხალათებს იცვამდნენ, რომელსაც ზოგიერთი წლის განმავლობაში ვერ იცვლიდა და საკერებლებად გადაიქცეოდა ხოლმე. ქვიშხეთში პირველი მსუბუქი ავტომობილი მხატვარ ალექსანდრე ციმაკურიძეს ჰყავდა. საღამოობით უბნის ცენტრში იყრიდნენ თავს გოგო-ბიჭები, ათასგვარი თამაშობა იცოდნენ: ბილა-კეტი, ორდროშობანა, ნიშხა-ნიშხა, ლახტი და სხვა.

ცნობილი ადამიანები ქვიშხეთში
გალაკტიონ ტაბიძე ქვიშხეთში 1953 წლის აგვისტოში იყო: ჯალიაშვილების დაღმართზე დიდი გალაკტიონი დინჯად მიაბიჯებს, შეჩერდება, მერე ისევ განაგრძობს გზას. ყაზიშვილების წყაროსთან დიდხანს დგას ჭადრის ძირში, შემდეგ სუმბათაშვილების სასახლისკენ გააგრძელებს გზას. აქ ჩაუწერია ბლოკნოტში "ქვიშხეთი, 1953 წლის ზაფხული". აქვე შეუდგენია შემოქმედებითი მუშაობის გეგმა.

20-30-იან წლებში მიხეილ ჯავახიშვილი თითქმის დამკვიდრდა ქვიშხეთში. არსენა მარაბდელზე ჯერ მასალებს აგროვებდა, შემდეგ კი რომანზე მუშაობდა.

გურამ პატარაიას გოდერძი რობაქიძის გვერდით ედგა ოროთახიანი სახლი. ქვიშხეთში ხშირად ჩამოდიოდა და სტუმრებიც არ აკლდა. თითქმის ყოველ ზაფხულს აკითხავდნენ მწერალი რეზო თაბუკაშვილი და კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. ბატონ რეზოს თევზაობა ჰყვარებია. შაბათ-კვირას გურამ პატარაია და რეზო თაბუკაშვილი ჭიდაობას ესწრებოდნენ, თავისუფალ დროს ეკლესია-მონასტრებში დადიოდნენ.

60-იან წლებში გურამ პატარაია, მუხრან მაჭავარიანის მეუღლე ლამარა და ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი ირანში მიიწვია კულტურის მინისტრმა. მინისტრის ოჯახში სუფრას თურმე გურამ პატარაია თამადობდა. მშობლების სადღეგრძელო რომ შეუსვამს, მინისტრს მეორე ოთახიდან დედ-მამის სურათი გამოუტანია, ცრემლები წამოსვლია და უთქვამს, - რაც გარდაიცვალნენ, არ გამხსენებია, ეს რა მიყავიო...

გურამ პატარაიას ფერეიდნის მონახულება და ფილმის გადაღება უნდოდა. ფერეიდანში მაშინ არავის უშვებდნენ. კულტურის მინისტრს შაჰისთვის უთხოვია ნება...

ეს ფილმი ბატონმა გურამმა მთელ საქართველოს და მათ შორის ქვიშხეთელებსაც აჩვენა.

ქართველ პოეტებს არაერთი ლექსი მიუძღვნიათ ქვიშხეთის უმშვენიერესი ბუნებისთვის. ქართველ მწერალთა დიდი ნაწილი ხომ ქვიშხეთში ისვენებდა ზაფხულობით. ზოგიერთი მათგანი იქ ზამთრამდე რჩებოდა და მუშაობდა. მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი წლების განმავლობაში სერგო კლდიაშვილთან ცხოვრობდა და აქვე დააპატიმრეს 1937 წელს, პოლიკარპე კაკაბაძეს ომის შემდგომ რამდენიმე წელი ქვიშხეთიდან ფეხი არ მოუცვლია, დაწყებით სკოლაში აქვე სწავლობდნენ მისი შვილები. ქვიშხეთში 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა პოეტი ბონდო კეშელავა.

მთაწმინდობა
ქვიშხეთში ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული - მთაწმინდობა.

დღესასწაულის წინა დღეს მიდიან მთაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

წინათ ეკლესიის გვერდით იდგა ხის პატარა სახლი საქალებო, სადაც ქალები ათევდნენ ღამეს, მამაკაცები - ცალკე.

ამ დღეს ყველა ოჯახში დღემდე იშლება სადღესასწაულო სუფრა. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებამდე დიმიტრი ყიფიანის ეზოშიც იშლებოდა რამდენიმე რიგად სუფრა და დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე მასპინძლობდა და თამადობდა სტუმრებს.

ბულბულას ციხე
ბულბულას ციხე მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში ქვიშხეთიდან 1 კმ-ის დაშორებით. XIX საუკუნის შუა ხანებამდე სოფელს ციხისძირი ერქვა. ამ სახელით მოიხსენიებენ მას ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები.

ქართულ საისტორიო მწერლობაში ციხისძირი XVIII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ დასახლება ადრე არ ყოფილა.

1711 წელს ქართლის მეფემ ვახუშტი აბაშიძეს, უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის სხვა მამულებთან ერთად, მისცა ციხისძირიც.

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით აქ ექვსი კომლი ცხოვრობდა - ჩხეიძე, ყიფიანი, კიკნაძე, ჩაჩანიძე, გომარელი. ლეკთა შემოსევების გამო მოსახლეობამ დატოვა ციხისძირი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

XIX საუკუნიდან ციხისძირის ახლოს ახალი დასახლება ჩნდება და მას ბულბულას ციხე ეწოდება. სოფელში გვარების მიხედვით ცხოვრობდნენ: გოლობიანები - ციხის ზემოთ, კიკნაძეები - ციხის ჩრდილოეთით, გრიგალაშვილები - მონასტერს ეკუთვნოდნენ.

დღეს ბულბულას ციხეში ცხოვრობენ გელაშვილები, გვარამაძეები, გოგალაძეები, გრიგალაშვილები, კაკიაშვილები, კიკნაძეები, მაღლაკელიძეები, სადუნიშვილები, სხილაძეები, გოლობიანები, ტაბატაძეები, ჩხაიძეები, ჩინჩილაძეები.

ბულბულას ციხე დგას სურამის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე შოლასა და წიქარიშვილების წყალს შუა აღმართულ კლდოვან გორაზე. რიყის ქვით და კირით ნაგებ ციხეს სამი მხრიდან გარს ერტყმის შერეული ტყით შემოსილი მთები.

გადმოცემით, ბულბულას ციხეს ეს სახელი ეწოდა ლეკების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი ქალის ბულბულას პატივსაცემად.

ლეკთა ერთ-ერთი შემოსევის დროს ქართველთა რაზმს ბულბულა მეთაურობდა. ხალხი ციხეში გამაგრებულა. მტერმა ციხე ვერ აიღო. ლეკებმა სახედარი მოაწყურეს და წყლის საძებნელად მიუშვეს. მიაგნეს წყალსადენს, რომლითაც ციხე მარაგდებოდა და სათავე მოშალეს. ბულბულა საიდუმლო გზით გავიდა ციხიდან მილების შესაკეთებლად. ამ დროს ლეკებმა შეიპყრეს და ციხეში შესასვლელი გზის ჩვენება მოსთხოვეს. ბულბულამ მცდარი და შორი გზა აჩვენა. ამასობაში შეაკეთა მილები და ციხისკენ გაიქცა. მოთვალთვალე ლეკები მიჰყვნენ. ხელჩართულ ბრძოლაში მრავალრიცხოვანმა მტერმა სძლია ქართველებს. ბულბულა ნაკუწებად აქციეს. ამ დროიდან ციხეს და სოფელს ბულბულას ციხე უწოდეს.

სარმანიშვილისკარი
ბორჯომის ხეობის დასაწყისში, თრიალეთის მთის ძირში მდებარეობს. სახელწოდება წარმოდგება სარმანიშვილის გვარიდან, რომლებიც აქ სახლობდნენ. ამავე გვარს უკავშირდება ხევის სახელწოდებაც. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, "ტაშისკარის პირისპირ სამხრიდან ერთვის მტკვარს სარმანიშვილის ხევი, გამოსდის ყერძენს და ამის შუას მთასა". 1886 წლის აღწერით, სარმანიშვილისკარში ცხოვრობს იმერეთიდან გადმოსული 26 კომლი: ტაბატაძეები, გლუნჩაძეები, ლომიძეები, ტალახაძეები, შუბითიძეები, მჭედლიშვილები, სილაძეები, კახნიაშვილები.

სათივე
ამ სოფელში პირველნი გელაშვილები დამკვიდრებულან XIX საუკუნის 30-იან წლებში. შემდეგ შემატებიან გლუნჩაძეები, ჩადუნელები, გრიგოლაშვილები. აქვე, სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის სახელობის ხის სამლოცველო.

სათივის მიწები ჭალელ აბაშიძეებს ეკუთვნოდათ და სათიველებიც მათი ყმები იყვნენ. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მათი ბატონი დიმიტრი აბაშიძე ყოფილა.

მონასტერი
სააბაშიოს ერთ-ერთი ცნობილი სოფელია. მონასტერი ქართლელი აბაშიძეების საძვალეც ყოფილა. აქ, წმინდა გიორგის ეკლესიასთან, აღმოჩენილია ამ გვარის წარმომადგენელთა რამდენიმე წარწერიანი საფლავის ქვა. 1711 წელს ქართლის მეფემ ქაიხოსრომ ვახუშტი აბაშიძეს უბოძა "უძეოდ ამოვარდნილის აბაშიძის პაატას მამული". მათ შორის იყო მონასტერიც. ამის შესახებ წყალობის წიგნში ნათქვამია: "დაგიმკვიდრეთ სამამულედ ყოვლის კაცის უცილებლად მისი (პაატა აბაშიძის) ნაქონი მონასტერი სასაფლაოდ, წინამძღვარი ხატი და ჯვარი და ყოველი მისი რიგი და წესი".

KARIBCHEსოფლის დასახლება იწყება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან.

ბეღლეთი
ეს სოფელი ვახუშტი ბატონიშვილს დატანილი აქვს რუკაზე. სააბაშიოს აღწერისას მას იოანე ბატონიშვილიც ახსენებს, მაგრამ ამ დროს, XVIII საუკუნის 90-იანი წლებიდან, აქ მოსახლეობა არ ჩანს.

რუისის სამწყსოს აღწერის დავთარში 26 კომლი მოსახლეა. ბეღლეთში ცხოვრობენ: ლალაშვილი, ქალიაშვილი, ონიაშვილი, ქიტიაშვილი, ილარიონიშვილი, ჩიტიშვილი, გომარელი და სხვა.

ქალიაშვილები ბეღლეთის უძველესი მოსახლეები არიან. მათი ერთი ნაწილი ქვიშხეთში გადასახლდა, თუმცა მიწებს ინარჩუნებდნენ ბეღლეთში. ამის დადასტურებაა ტოპონიმი "სოღოს მიწა". სოღოს შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ქვიშხეთში.

ბეღლეთში ამჟამად სახლობენ გელაშვილები, გუგბერიძეები, ლომიძეები, ქალიაშვილები.

სახელწოდება "ბეღლეთი" გამჭვირვალე ჩანს, ნაწარმოები უნდა იყოს "ბეღლებისგან".

ბეღლეთში არის წმინდა გიორგის ეკლესია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat