ქვიშხეთი
ქვიშხეთი
ქვიშხეთი, ეს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზასაყარზეა, უფრო ზუსტად, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. "შოლის პირის დასავლეთით, შოლისავ კიდეზედ არს ქვიშხეთი, ზაფხულის ჰავითა ამო, შუენიერი, ზამთარ ცივი ქარიანი, საჭირო", - გვამცნობს ვახუშტი ბატონიშვილი.

სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ნიადაგის აღმნიშვნელი სიტყვიდან ქვიშიანი, ქვიშა - ქვიშეთი, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო ახლანდელი ფორმა. მართლაც, იმ დიდ ვაკეს, რომელიც შოლის შესართავთან მტკვრის მარცხენა ნაპირს მისდევს და ქვიშიანია (დღევანდელი ნახვეტრები, "ნახვეტა"), ადრე ქვიშხეთის მინდორს უწოდებდნენ.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: "ქვიშიანი მიწა ნიადაგის აღმნიშვნელ სახელად რაჭაშიც და, რა თქმა უნდა, სხვაგანაც საქართველოში იხმარება... ეს სიტყვა არაერთ გეოგრაფიულ სახელშიც არის აღბეჭდილი. მაგალითად, ცნობილია ტაშისკარის მახლობლად მდებარე ადგილი, რომელსაც ქვიშხეთის მინდორი ეწოდება. ჟამთააღმწერელს ნათქვამი აქვს, "დადგეს ტაშისკარს" ქვიშხეთის მინდორსო. დღესაც არსებობს სოფელი და აგარაკი, რომელსაც ქვიშხეთი ეწოდება".

სოფელი სამი მხრიდან მთებით არის შემოსაზღვრული. აღმოსავლეთით კი შიდა ქართლის ბარი იწყება.

დასავლეთით ქვიშხეთს კავკასიონისა და თრიალეთის მთათა სისტემების დამაკავშირებელი ლიხის ქედი ესაზღვრება. იგი საქართველოს ორ ნაწილად - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ ყოფს, ძველი წყაროებით, "ლიხთიმერად" და "ლიხთამერად". "ფრიად მაღალი შამბნარი" - ასე განმარტავს ლიხს სულხან-საბა ორბელიანი. როგორც კლიმენტი სუთიაშვილის წიგნში "ქვიშხეთი, ჩემი ქვიშხეთი" ვკითხულობთ: "ლიხის ქედში ქვიშხეთიდან გადის წიფის გვირაბი. ლიხის ქედის უმაღლესი მწვერვალები ქვიშხეთის ტერიტორიაზე არის "ბებერასერი", "ბაირაღი", აქვე მთის შეფენებზე ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მდებარეობს მთაწმინდა - სოფლის მთავარი სალოცავი.

ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის და წყალგამყოფის როლს. აქედან გამოედინება და ქვიშხეთის მინდორთან მტკვარს უერთდება მდინარე შოლა. "შოლის მდინარე გამოდის ლიხის მთას, მიდის აღმოსავლეთად, მიერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდამ".

მდინარე შოლიდან ვახტანგ VI-მ ტეზრის და მისი მიმდებარე სოფლების სავარგულების მოსარწყავად გამოიყვანა არხი - "შოლისპირიდან გადაიტანა მეფემან ვახტანგ რუი, რამეთუ იყო მინდორი ესე უწყლო და ჰყო წისქვილნი, სმენ პირუტყვნი", - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

შოლა, როგორც ჩანს, პატარა მდინარის ზოგადი სახელია. ის შეიძლება წარმოდგებოდეს შოლარისგან. "შოლარი" - "ხორგის ხორგზე შეყრა" - განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი "სიტყვის კონაში".

ლიხის ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი. არის წიწვოვანი მცენარეებიც. უმეტესად ნაძვის და ხელოვნურად გაშენებული ფიჭვების კორომებია, გვხვდება იშვიათი ხის ჯიშები.

სოფლის ჩრდილოეთით, ლიხის ქედში გადის დასავლეთ საქართველოში მიმავალი სარკინიგზო ხაზი. აქვეა სარკინიგზო სადგური "ლიხი". სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მოემართება ბორჯომისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი და გზატკეცილი.

"ქვიშხეთიდან იწყებოდა აგრეთვე ფეოდალური ეპოქის ე.წ. "აბაშიძეების გზა", რომელიც ქვიშხეთიდან ბორჯომის თავზე გავლით მიდიოდა ახალციხისკენ. ამ გზით ოსმალეთში გაჰყავდათ ახალგაზრდა ქალ-ვაჟები, რომლებსაც ბაზარზე ჰყიდდნენ. ქვიშხეთისთვის დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკული ჰავა, რომელზეც გავლენას ახდენს მთები. ზამთარი აქ საკმაოდ მკაცრია. ხშირად ქრის თბილი ქარი, რომელსაც ქვიშხეთელები "თერხვს" უწოდებენ. "თერხვის" მნიშვნელობა სოფლისთვის განუზომელია. შემთხვევით არ უწოდებს ვახუშტი ბატონიშვილი მას "საჭიროს". მისი მეშვეობით ქვიშხეთში ვენახი არ იყინება და სოფელი ტრადიციულად მევენახეობითაა ცნობილი.
სოფლის სამხრეთით, თრიალეთის მთის ძირში, მიედინება მტკვარი და ტაშისკრის სარწყავი არხი.

სოფელში მრავლადაა წყაროს წყლები, მათ შორისაა "გიგიტაშვილების წყარო", "მარიამიძის წყარო" (ცუცქირიძეების), "ცივწყაროები". მთაწმინდის მახლობლად გამოედინება მთის ანკარა წყარო "მიხეილის", იგივე დალაბრას წყარო.

სააბაშიო
XV-XVI საუკუნეებიდან ქვიშხეთი თანდათან გადაიქცა ქართლის სააბაშიოს ცენტრად.

XV საუკუნეში ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძების სათავადო, რომელიც განსაკუთრებით XVII საუკუნეში გაძლიერდა. როგორც ჩანს, იმერელ აბაშიძეებს ზემო ქართლშიც ჰქონდათ მიწები და ერთი შტო აბაშიძეებისა აქ სახლობდა. ასე მიაჩნია ვახუშტი ბატონიშვილს: "აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი ამათ ერთობას შინა აქუნდათ მამული იმერეთს და ქართლს შინა და შემდგომად განყოფისა სამეფოსა, ერთი ძმა იქით და ერთ აქეთ დაშთნენ ვითარცა აჩენს მამულნი და სოფელნი მათნი". ესე იგი, სამეფოს დაშლის შემდეგ ერთი შტო ქვიშხეთში სახლობდა და ქართლის მეფეთა ვასალი იყო. XVI საუკუნეში ისინი ქვიშხეთში შემაღლებულ ადგილზე, გალანძირას გორაკზე აგებენ ციხესიმაგრეს, რომლის ნაშთიც შემორჩენილა.

ეს იყო ოთხგოდოლიანი, საკმაოდ გამაგრებული სიმაგრე დედოციხით. ორი გოდოლის ნაშთი ახლაც არის სამხრეთით, რომლებსაც ერთი მთლიანი კედელი აერთიანებს. შიგნით მდებარეობდა ციხე-კოშკი, კარის პატარა ეკლესია და სხვა დამხმარე ნაგებობები. შიგა ციხის ნანგრევებთან 30-40-იან წლებში ჭიდაობა იმართებოდა ხოლმე.

ქვიშხეთელ აბაშიძეთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. მათ სამეფო კართან აკავშირებდა ახლობლობა და ნათესაობა.

აბაშიძეთა მძლავრი წარმომადგენელი, ღონენა აბაშიძე მონაწილეობდა ნახვეტრებზე გამართულ ომში 1609 წლს. 1627 წელს ბაზალეთის ომში გიორგი სააკაძის გვერდით იბრძოდა, პირისპირ შეხვდა თეიმურაზ პირველს, შეებრძოლა და დაჭრა კიდევაც. ამ ამბავს პოეტი არჩილი გადმოგვცემს პოემაში "გაბაასება რუსთაველისა და თეიმურაზისა":

"მერმე შემხვდა აბაშიძე,
იგ ღონენა ქვიშხეთელი,
თავი ფარში ჩამოეყო,
მოეხარა ვითა თელი,
კარის კუბოს შუბი მიკრა,
მაგრა ვერ მყო მიწის მთელი,
სამკლავეცა გამიტეხა
და დამკოდა მე ნათელი".


ღონენას შვილიშვილი პაატა აბაშიძე უძეოდ გარდაიცვალა და მისი მამული ვახტანგ VI-მ ვახუშტი აბაშიძეს მისცა, რომელიც ვახტანგ VI-ის პოლიტიკის მიმდევარი იყო. ვახუშტი ლევან აბაშიძის შვილი იყო. 1711 წელს "ეზრახა ვახტანგ გამგებელი ქართლისა, რათა მისცეს სააბაშიო ქართლისა და ასული თვისი და იყო სიმტკიცე მათ შორის". ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი, ტეზერი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ხაშურის ჭის ჩათვლით, ვახუშტის გადაეცა. ამასთან, მისი მამულიც (ვახანის ციხით და მიმდებარე ადგილებით) ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლეკ მოთარეშეთაგან თავდასაცავად. ვახანზე გადიოდა ახალციხიდან ქართლისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა. 1712 წელს ვახუშტიმ ვახტანგ VI-ის ასული ანუკა შეირთო ცოლად.

ვახუშტი აბაშიძე მალე გახდა ზემო ქართლის გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ფეოდალი. მემატიანის ცნობით, თეიმურაზ II-ს გივი ამილახვრის შემოსარიგებლად ქართლის ძლიერი თავადები - ვახუშტი აბაშიძე და ლუარსაბ თარხნიშვილი მიუგზავნია. ჰპირდებოდა "დიდს წყალობას და ხელმწიფისგან დანაშაულის მიტევებას", მაგრამ უშედეგოდ.

ვახუშტი აბაშიძე, სხვა თავადებთან ერთად, ხელმძღვანელობდა ქართლის აჯანყებას ნადირ-შაჰის წინააღმდეგ. 1720 წელს მის მამულს შეაფარეს თავი დევნილმა ძმებმა სულხან-საბა და ზოსიმე ორბელიანებმა.

ვახანის ციხის გამო განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდათ ქვიშხეთელ აბაშიძეებსა და მათ ბიძაშვილებს - იმერეთის აბაშიძეებს. ერთ-ერთი ასეთი შეტაკება 1740 წელს მოხდა. "შემდგომ ამისა წარავლინა ალექსანდრემ ძმა თვისი გიორგი და აბაშიძე ლევან ქართლს, ვახუშტი აბაშიძესა ზედა; უცნობელად დაესხნენ ტეზერს მყოფს და იგი განმაგრდა სახლსა შინა, და იწყო ცემა თოფითა. მაშინ ამათ შეუდგეს ცეცხლი სახლსა მას. იხილა ვახუშტიმ და მიენდო ბიძის ძესა თვისსა ლევანს. მან მოგუარა მეფესა და პატიმარყვეს ნავარძეთს. მეფე სთხოვდა ფულს და ვახანის ციხეს და ესენი არ ინება ვახუშტიმ მისაცემად", - მოგვითხრობს მემატიანე.

1744 წელს ვახუშტი აბაშიძის ციხესიმაგრეში იქორწინა ერეკლე II-მ ანა აბაშიძეზე, ვახუშტის ძმის, ზაალ აბაშიძის ასულზე.

ვახუშტის და ანუკას სამი ვაჟი ჰყავდათ: პაატა, ლევანი და ნიკოლოზი. ქვიშხეთელ აბაშიძეთა შემდგომი ბედი გაურკვეველია. ისინი, როგორც ჩანს, საქართველოს გასაბჭოებამდე ცხოვრობდნენ ზემო ქართლში, მათი უკანასკნელი შთამომავალი მიტუშა დროსტარებაზე იყო გადასული. ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

ვახუშტი აბაშიძის და მისი ოჯახის წევრების მოღვაწეობის შესახებ საინტერესო მასალას გვაწვდის ბატონი თამაზ ლაცაბიძე. საკითხი ეხება X საუკუნის მნიშვნელოვან ძეგლს, "პარხლის სახარებას". ის დიდი ხნის განმავლობაში პარხლის ეკლესიაში ინახებოდა. ტაო-კლარჯეთის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ კი ხელნაწერი მათ ჩაუგდიათ ხელში.

გთავაზობთ ბატონი თამაზ ლაცაბიძის გამოკვლევას მცირე შემოკლებით:

"მხოლოდ 1739 წელს გახდა შესაძლებელი, ოსმალთა ხელიდან ვახტანგ VI-ის სიძეს, ანუკა ბატონიშვილის მეუღლეს, ვახუშტი აბაშიძეს გამოეხსნა დატყვევებული ძვირფასი ხელნაწერი. მას თავისი უმცროსი შვილისათვის - მთავარდიაკვან ნიკოლოზისათვის დაუვალებია ხელნაწერის აღდგენა-განახლება. ნიკოლოზი დიდი გულისხმიერებით მოჰკიდებია საქმეს, შეუვსია ოთხთავის დაკლებული ადგილები, თავებად და მუხლებად დაუყვია მთელი ტექსტი და დაურთავს საკითხავთა საძიებელი. აღდგენილ ფურცლებზე მისივე ხელით მინაწერ ანდერძში ნათქვამია: "ქ. მას ჟამთა ოდეს საათაბაგონი წმინდისა სარწმუნოებისაგან განსრულ იყვნენ და სარკინოზნი შექმნილიყვნენ, ეს წმინდა სახარება აქაური ყოფილიყო და უსჯულოთაგან დატყვევებულიყო. და დიდათ სახელოვნებით გამოჩენილს მეფეთ სიძობით მყოფს და თვით მეფის ვახტანგის სიძეს აბაშიძეს ვახუშტის ეს წმინდა სახარება თათრის ხელით დიდის სურვილით და სასოებიანის გულით დაეხსნა. კვალად ჭირნახული და ხელმეორედ განახლება მნახავთა იუწყეთ, ჩვენ, სურვილითა და სიყვარულით შეტკბობილმა ბატონის მამის ჩვენის უმცროსმა შვილმა და მეფეთ მეფის ვახტაგის ასულის ბატონიშვილის ანუკას ძემან, თვით აბაშიძე ნიკოლოზ, ვიგულის მოდგინე და შენ დედასა ღვთისასა, წმინდასა მღვთისმშობელს ხახულისასა, ციხესა შინა წმინდასა შენსა სადგურსა ეკლესიასა, ბულბულისციხის პატარას საყდარში დავდევით და შემოგწირეთ წმინდა ესე ოთხთავი. თვესა სექტემბერსა ქორონიკონს უკზ" (1739წ.).

1744 წელს ნიკოლოზს დაუმთავრებია ხელნაწერის განახლება, რაზეც საძიებლის ბოლოს დართული ანდერძი მიგვანიშნებს: "უფალმან განაძლიეროს და ადიდოს ორთავე ცხოვრებას ბატონი აბაშიძე ვახუშტი, რომლისა კვალად გავმუხლე სათვალავით და საძიებლითურთ..."

ხელნაწერში ხშირად მეორდება ერთი და იგივე ფრაზა: "შეიწყალე აბაშიძე ვახუშტი, ამინ".

სახარების მე-17 გვერდის ქვემო აშიაზე ვკითხულობთ: "ქ. ღმერთო, ცოდვილს ანუკას მოხედე მოწყალებითა შენითა".

ხელნაწერს ახლავს ანუკა ბატონიშვილის რამდენიმე მინაწერი:

"ფრიად ცოდვილმა ანუკამ
დავწერე ესე ლექსია.
ჩემთვის შენდობას ბრძანებდეთ,
ვისაც გწამთ ქრისტე მესია.
მცოდნენო, თავსა რა გისწრობთ,
ხართ ჩემგან უკეთესია,
და დავწერე შენდობით თხოვნა,
მოცემაც დანაწესია".

როგორც ჩანს, ვახუშტი აბაშიძეს პარხლის ოთხთავი ხახულის ღვთისმშობლის სახელზე დაუდევს ბულბულის ციხის პატარა საყდარში.

ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: "ბულბულის ციხე მდებარეობს სოფელ ქვიშხეთის მახლობლად. ციხე და პატარა ეკლესიის ნანგრევები აქამომდე დაცულნი არიან და ამ ადგილს ახლაც ბულბულის ციხეს ეძახიან".

დღეს ეკლესიის ნანგრევები აღარ არის, ციხე კი ისევ დგას.

შემდგომში ეს ხელნაწერი, როგორც ირკვევა, ისევ აბაშიძეების ოჯახში ინახებოდა. ცნობილია, რომ XVIII საუკუნის განმავლობაში ბულბულის ციხეს, საერთოდ ქვიშხეთის მხარეს, არაერთხელ შემოესივნენ ლეკები, ბულბულის ციხეც აიკლეს. ხელნაწერი, ალბათ დაცვის მიზნით, კვლავ აბაშიძეების ხელშია. XIX საუკუნის 50-იანი წლებისთვის უკვე გორში, ივანე აბაშიძის ოჯახში ინახებოდა. 1871 წელს მღვდელმა მათე სუხიევმა ხელნაწერი წამოიღო სოფელ ზემო ჭალაში და იქ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ინახებოდა".

რუისის სამწყსოს დავთარი
1715 წელს რუის-ურბნისის ეპისკოპოსმა მეუფე ნიკოლოზ პირველმა (ორბელიშვილი) აღწერა თავისი სამწყსო. ის პირველხარისხოვან ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს ხაშურის რაიონის სოფლების ისტორიის შესასწავლად.

დავთარი შედგენილია ძირითადად საეკლესიო გადასახადის ამოღების მიზნით. აღწერილია შიდა ქართლის 84 სოფელი, მათ შორის ისეთი სოფლებიც, რომლებიც დღეისთვის აღარ არსებობენ, მაგალითად, შოლისპირი.

დავთარი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, XVIII საუკუნის 10-იანი წლებისთვის თითოეულ სოფელში რამდენი კომლი ცხოვრობდა, რა გვარ-სახელები იყო გავრცელებული და სხვა.

როგორც დავთრიდან ჩანს, შედარებით დიდი სოფლებია ქვიშხეთი, ტაშისკარი, ბეღლეთი. შემდეგ მოდის შოლისპირი, ციხისძირი და მონასტერი.

ქვიშხეთში ცხოვრობდნენ: ივანა გულაბრიელი, სვიმონ ავალიშვილი, გიორგი სამადაშვილი, ოთია მუსტაფაშვილი, ბეჟუა მასტოფაშვილი, თამაზ, თევდორა, ზაქარია, შოშიტა მჭადაშვილები, ზურაბ, ბერუკა, ბეჟუა მაღლაფერიძეები, თამაზა ჩიტაძე, გელა, მჭედელა, პაპუნა ლაცადიძეები, ზაქარია, თამაზა ქლიბაძეები, ზაქარია, ივანა, დათუნა მცხვედაძეები, პაპუნა არსენაძე.

დღევანდელი გვარებიდან ქვიშხეთში ცხოვრობდნენ ლაცაბიძეები (ლაცადიძე ან გადამწერლის შეცდომაა, ან დროთა განმავლობაში გვარი ლაცაბიძედ იქცა), ბლუაშვილები და ჩიტაძეები.

KARIBCHEXVIII საუკუნის შუა ხანებში ლეკიანობით შეწუხებული მოსახლეობა გარბის ქვიშხეთდან იმერეთში ან სხვა, უფრო უსაფრთხო ადგილას, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ლაცაბიძეები და ბლუაშვილები უკან ბრუნდებიან, ჩიტაძეები კი უფრო გვიან, XIX საუკუნის ბოლოს.

საინტერესოა ამაჟამად ქვიშხეთში მცხოვრები ზოგიერთი გვარის შესახებ საეკლესიო დავთრის ცნობები: ქიმერიძეები ცხოვრობენ ავლევში, ფცაში, შუბითიძეები - სატივეში, ციმანკურიძეები - აძვისში, ავლევში, კნოლეში. ციმანკურიძეები - ციმაკურიძეები არიან.

ციხისძირში ცხოვრობდა მამისთვალ ყიფიანი. ცნობილი ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი ყიფიანების წინაპრების შესახებ მოგვითხრობს: "კოტეს პაპა - ქოჩო ყიფიანი და მისი ბიძაშვილი მამისთვალი გადმოსულან სვანეთიდან ქართლს და დამდგარან დიდ ივანე აბაშიძესთან მოურავად.

ქოჩო დასახლებულა ქვიშხეთს, მამისთვალი - ბეკამს, რომელსაც ყიფიანთუბანს ეძახიან". მამისთვალ ყიფიანის შთამომავლები უნდა იყვნენ ქოჩო ყიფიანი (დიმიტრი ყიფიანის მამა) და მამისთვალ ყიფიანი, რომელიც ბეკამში დასახლდა და სოფელ ყიფიანთუბანს ჩაუყარა საფუძველი.

ქორწილი ზარბაზნების გრიალში
1745 წლის გაზაფხულის ერთ დღეს ქვიშხეთის მაღლობზე მდგარ ციხესიმაგრეს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი მიადგა. მათ შორის ზურაბ აბაშიძის სიმამრი, სამეფო მდივან-ბეგი, იოანე ორბელიანიც იყო. მოსულებს ვახუშტი აბაშიძე და მისი მეუღლე ანუკა შეეგებნენ, დიდ დარბაზში მიიწვიეს. იოანემ ანუკას მეფე თეიმურაზის ბარათი გადასცა. ქართლის მეფე და მისი მეუღლე, დედოფალი თამარი ვახუშტის ძმის - ზაალ აბაშიძის ასულის ანუკას ხელს სთხოვდნენ შვილის, პატარა კახის, კახეთის მეფის ერეკლესათვის, რომელიც ამ დროს უკვე გაცილებული იყო პირველ ცოლს - ყაფლანიშვილის ასულს.

მეორე დღესვე გადავიდა ერეკლეს დეიდა, ანუკა ბატონიშვილი მაზლთან და სასიხარულო ამბავი აცნობა. ქორწილის დღეც დათქვეს. იოანე ორბელიანმა თანხმობის წერილი წაუღო მეფე თეიმურაზს.

ქორწილის წინა დღეს დიდი სამზადისი იყო. 60 წელს მიტანებული თავადი ვახუშტი თვითონ ხელმძღვანელობდა საქორწილო სუფრის გაშლას. ბატონმა "ქვიშხურა" არ იკმარა და კახეთიდან ტიკებით მოატანინა ღვინო.

- ქვიშხეთში ღვინო არ გაქვთო? - შეწუხებულა ერეკლე.

- როგორ არა, ბატონო, მაგრამ აქაურ ღვინოს სიმჟავე დაჰკრავს, მწკლარტეა, კახურს რას შეედრებაო, - მიუგიათ ქვიშხეთელებს და ქვიშხურა მიურთმევიათ გასასინჯად.

ერეკლემ თურმე ერთი ჯამი შესვა, მომდევნო სადღეგრძელოც ქვიშხურათი დალია - ეს რა სასიამოვნო სასმელიაო, და ქორწილის დასრულებამდე სხვა ღვინოს არც გაჰკარებია.

იმერლებმაც ქვიშხურა ამჯობინეს კახურს. მეტიც, ზაალ აბაშიძის ბრძანებით, იმავე შემოდგომაზე ქვიშხურაც დარგეს.

ქორწილის დროს სურამის ციხესთან ატყდა ზარბაზნებისა და თოფების გრიალი.

მას შემდეგ ყოველ შემოდგომაზე აბაშიძეების მარანში ერეკლე მეფის სახელზე ერთი დიდი ქვევრი ივსებოდა და თბილისში ეგზავნებოდა მეფეს, რომელიც ხშირად მოიკითხავდა ხოლმე ქვიშხეთის მომჟავო-მწკლარტე ღვინოს.

***
XIX საუკუნის დამდეგს დაიწყო ქვიშხეთის ხელახალი დასახლება. სოფელში ბრუნდებიან XVIII საუკუნეში ლეკიანობის დროს გაქცეული გლეხები: იმერეთიდან - ლაცაბიძეები, ღონღაძეები, ბლუაძეები, ქართლიდან - გიგიტაშვილები, სუთიაშვილები, გომარლები, მესხეთიდან - გურგენიძეები, ზვარედან გადმოვიდნენ რობაქიძეები.

1865 წელს ქვიშხეთში 45 კომლი ცხოვრობდა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო სოფელი სწრაფად იზრდებოდა და 20 წელიწადში 145 კომლს მიაღწია.

ქვიშხეთში ცხოვრობენ აგრეთვე XX საუკუნეში დასახლებული გვარები: ამბოკაძე - მოხისიდან, ბერაძე - იმერეთიდან, მამლოშვილი, გაჩეჩილაძეები, გელბახიანი, გოგოლაძეები, გოგიჩაიშვილი, ელისაშვილი, თავართქილაძე, ივანიძე - მესხეთიდან, ზანგალაძე, ივაშჩენკო, ლურსმანაშვილი, მარჯანაძე - მიწობიდან, მესხი, მეტრეველი, მირუაშვილი - ქვახვრელიდან, მჭედლიძე, სადუნაშვილი, სვანიძე, სხილაძე, ქველაძე - იმერეთიდან, შველიძე, შუკაკიძე, ჩხეიძე, ჭანკვეტაძე, ხაჩიძე, გოლუბიანი.

ამჟამად სოფელში 700-მდე კომლი ცხოვრობს. მიმდებარე სოფლების ჩათვლით - 1200-მდე.

ქვიშხეთელთა უმეტესობა ან იმერეთიდან არის გადმოსული, ან იმერელი ცოლები ჰყავთ. აქედან გამომდინარეობს მათი ხასიათის თავისებურებაც: იმერული სტუმართმოყვარეობა, ქართლური სიდარბაისლე.

იმერეთის გავლენა აშკარად შეიმჩნევა სასაუბრო ენაშიც. ქვიშხეთელების საუბარი განსხვავდება როგორც იმერულისგან, ისე ქართლურისგან. ის თავანკარა ქართულია, ოღონდ "ი"-ს აყოლებენ ზოგიერთ მისანიშნებელ სიტყვას, მაგალითად, დედაი, მამაი და სხვა.

ქვიშხეთელთა ძირითადი სამეურნეო დარგები მემინდვრეობა, მევენახეობა და მესაქონლეობაა. მარცვლეულის შესანახად, იმერეთის გავლენით, ბეღლებს ხმარობენ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქვიშხეთელთა დიდი სიყვარული ვენახისადმი. ამ სიყვარულის შედეგია ის, რომ მათ გამოიყვანეს ვაზის ჯიში "ქვიშხურა".

KARIBCHEქვიშხეთელები კარგი ქვითხუროები იყვნენ და უკეთესი - დურგლები. წყლის წისქვილები მდინარე შოლაზე და მონასტრიდან ჩამომავალ ღელეზე იყო გამართული. დღესაც არის შემორჩენილი რამდენიმე მათგანი.

ქვიშხეთის კოშკი
რიყის ქვით ნაგები კოშკი XVII საუკუნეს მიეკუთვნება. ზედა ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია სამი სართული. ერთ ნაწილში შემორჩენილია ნახმარი წყლის გამტარი კერამიკული მილი. იატაკში ჩაფლული ყოფილა ქვევრები. მეორე და მესამე სართულებზე საცხოვრებელი და სათავდაცვო სათავსები ყოფილა. მეორე სართულზევეა ბუხარი და სათოფურები. როგორც ჩანს, აქედან გაყვანილი გვირაბი აბაშიძეების ციხე-სიმაგრემდე მიდიოდა.

ტოპონიმები
მთაწმინდა - სოფლის მთავარი სალოცავია, ის მთაზე დგას. როგორც ჩანს, ეს მთა ღრუბელგამყოფია და ქვიშხეთს სეტყვისგან იფარავს. უძველესი დროიდან აქ მთაწმინდობა დღეს, აღდგომის მე-7 ხუთშაბათს, უამრავი მლოცველი იყრიდა თავს. ასეა დღესაც.

ჩაკეცილა - მთაწმინდიდან ბებერასერის მიმართულებით ჩაკეცილ ადგილს ჰქვია. აქედან გადის გზა მიხეილის წყაროსკენ. ბებერასერი კი ერთ-ერთი მაღალი მთაა. წარმოდგება სიტყვა ბებერადან.

საჯვარე - ქვიშხეთიდან მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე აღმართული იყო ჯვარი, სადაც სალოცავად წასული მგზავრები შეისვენებდნენ და სანთელს ანთებდნენ.

თავკოკოლა - მდებარეობს გიგიტაშვილების უბანში. სამი უზარმაზარი ქვა დევს ერთმანეთზე. ამ ადგილებში ტყე ყოფილა, მოსახლეობას გაუჩეხავს, წვიმას ჩამოურეცხავს და ერთმანეთზე დადებული უზარმაზარი ლოდებიღა დარჩენილა. ადგილს სამქვასაც ეძახიან.

ლევანიყორე - ლევან ყიფიანს მტკვრის ადიდებისაგან დასაცავად ყორე აუგია.

შოლა-მდინარე - გამოდის ლიხის მთიდან.

ლეკის ბილიკი - ამ ბილიკით ლიხის მთიდან სოფელში ლეკები შემოდიოდნენ და იტაცებდნენ მოსახლეობას.

ფერისცვალა - ადგილის სახელწოდება წარმომდგარია აქ აშენებული ფერისცვალების ეკლესიის მიხედვით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
26.06. 2019
გიო
არნაუტს თურქები ალბანელებს ეძახდნენ:)
24.02. 2017
სოფიო
ეს ტაშისკარში მდებარე,მარიამობის სახელობის ტაძარია!!!
22.02. 2017
მედეა
ეს არ არის ბეღლითის ეკლესია.
02.11. 2016
სამცხე-ჯავახეთელ ღონღაძეებს, ანუ ჩვენს წინაპრებს მეტსახელი არნაუტი, თურქებთან შეურიგებელი, შეუპოვარი ბრძოლით მოუპოვებიათ. იქიდან გამოხიზნულებს, შემდეგ ქვიშხეთშიც შერჩენიათ ეს ზედწოდება.
28.10. 2016
ლამარა ღონღაძე
ქვიშხეთში იმერეთიდან გადმოსული ღონღაძეებიც არიან და სამცხე-ჯავახეთიდან გამოქცეული ღონღაძეების ერთი შტოც, რომლებსაც არნაუტებად მოიხსენიებენ. მათი შთამომავლები დღესაც ჭალის უბანში, ლიხის ძირში გიო ღონღაძე-ა რ ნ ა უ ტ ი ს მიერ დატოვებულ დიდ ბაღებში სახლობენ. ლამარა ღჴნღაძე.28. 10. 2016.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat