ლიახვის ხეობა
ლიახვის ხეობა
ნიქოზი
ფხვენისიდან ხვითის გავლით ცხინვალამდე, სიძველეების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია სოფელი ზემო ნიქოზი. ამ სოფლის არქეოლოგიური მონაცემები გვარწმუნებს, რომ აქ ვახტანგ გორგასლამდეც სახლობდნენ. აქაური ეკლესიისა და შემდეგ ტაძრის მოცულობა კი იმას მოწმობს, რომ მათ ირგლივ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოფილა, რადგან მცირე მოსახლეთათვის დიდ სამრევლო ეკლესიას არ ააგებდნენ. ზემო ნიქოზის ეპარქია 1801-1811 წლებში რვა სოფელს ფლობდა. ამ დროისათვის აქაური მოსახლეობა თითქმის აღარ ჩანს. ძველისძველი სოფლების დაცარიელებისა და ეკლესია-მონასტრის ირგვლივ მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზი გახშირებული ლეკიანობა უნდა ყოფილიყო. ანალოგიური ფაქტი შეგვიძლია აღვნიშნოთ ქალაქ გორიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ყოფილ საციციანოში მდებარე წრომის მონასტრის მიმართაც.

ნიქოზის ეპარქიის შექმნა წრომთანაა დაკავშირებული. ძველად წრომშიც  მრავალი კომლი ყოფილა, მაგრამ XIX საუკუნის ორმოციან წლებში მასში სულ შვიდი კომლი იმყოფებოდა. ამ დროს მდინარე ქსნის ხეობის სოფელ მონასტერშიც (ახლანდელი სოფელი ლარგვისი) მხოლოდ ექვსი კომლი სახლებულა.

ლეკიანობის დაცემის შემდეგ ლარგვისის, წრომისა და ზემო ნიქოზის მოსახლეობა კვლავ გამრავლებულა. სოფლის უძველესი ისტორიის შესახებ ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისაში" ვკითხულობთ: სხვა მრავალთა შორის, გორგასალმა "აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამ წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობისა ვახტანგისისა. ესე რაჟდენ იყო მამამძუძუ ვახტანგის ცოლისა, რომელი იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული, და მოიქცა იგი ქრისტიანედ და იქმნა იგი დიდად მორწმუნე: და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდნენ, რათამცა უარეყო ქრისტე, ხოლო მან წმიდამან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთვის". იმავე წყაროებში წერია: ნიქოზში ეკლესია ააგებინა და იქ ეპისკოპოსი დასვა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნის მეორე ნახევარი).

906 წელს ნიქოზის ეპისკოპოსად სტეფანე ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი მემატიანეებზე დაყრდნობით წერს: "ლიახვის გაღმა არს ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი, გუმბათიანი, აღაშენა გორგასალ და დადვა მას შინა გვამი წმიდისა რაჟდენისა. მანვე, გორგასალ ჰყო საეპისკოპოზოდ  და დასვა ეპისკოპოზი; ზის დღესაც. მწყემსი კავკასიანთა, დვალთა და აწ ოსეთად წოდებულისა, გლოლა-ღებითურთ. და არს ეკლესია დიდშენი, კეთილს ადგილს, მშვენიერი".

***
მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთ ნაწილში გორაკზე, საიდანაც იშლება ლამაზი ხედი. X საუკუნის ჯვრის ფორმის საყდარი აგებულია მუქი ფერის თლილი დიდი ქვებით. საყდრის ჩრდილოეთ კედელზე, გარედან ცხენზე მჯდომარე წმინდა გიორგის რელიეფური  გამოსახულებაა. ზევით, გუმბათის ფანჯრის მარჯვნივ და მარცხნივ ცალ-ცალკე სამი მცირე ლომია გამოსახული.

ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარი, ეპისკოპოსის პალატა, სამრეკლო და ტაძრის ეზოს ქვის გალავანი ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი და დღემდე სათანადოდ შეუსწავლელი კომპლექსია. ეს ტაძარი მთავარანგელოზის ეკლესიიდან ცოტა მოშორებით, მცირე მშრალ ხევს გაღმა, შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს.

გადმოცემით, ზემო ნიქოზის ღვთაებაში მეფე ერეკლე თავისი ამალით მოვიდა, ტაძარში მოთავსებული წმინდა რაჟდენის ხატს სანთელი დაუნთო და მის წინ მუხლებზე დაეშვაო.

ერეკლე II-ის ცხინვალში, ზემო აჩაბეთსა და ნიქოზში ნამყოფობას საისტორიო წყაროები ადასტურებენ და გადმოცემებიც აღნიშნავენ. ზემო ნიქოზში გადმოგვცემენ, რომ მათი სოფლის მიწის ერთ ნაკვეთს ვაშაურას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მეფე ერეკლე ცხინვალს რომ სარდლობდა, აუწყეს: ზემო ნიქოზში ლეკები არიანო. ერეკლე და მისი მხლებლები მათკენ გაეშურნენ. მტერს "ვაშა, ურა" დაჰკივლეს და დაამარცხესო. ვაშაურას მახლობლად ცხვარი დაკლეს, გამარჯვების ნადიმი გადაიხადეს და ამიტომ იმ ადგილს ნამცხვარები ჰქვიაო.

უძველეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული.

არსებობს ცნობა, რომ ნიქოზის ღვთაების ტაძარში ყოფილა ცხოველმყოფელის ხის (ძელიცხოველის) ანუ ძელიჭეშმარიტის ჯვარი, რომელიც თითქოს ვახტანგ გორგასალს გამოუგზავნა პატრიარქმა ძღვნად იერუსალიმიდან. ჯვარს წარწერაც ჰქონია, რომ ის იერუსალიმიდანაა მოტანილი. თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა განვაახლეო - ვერცხლის ბუდე გაუკეთა. ჯვარი აქ 1791 წელს კიდევ ინახებოდაო. ეს ჯვარი ათნასე ეპისკოპოსის დროს დაიკარგა 1799 წელს. ამისათვის ათანასე მეფე გიორგი XII-მ კათედრას მოაშორა და ნათლისმცემლის უდაბნოში მონასტერში გადაასახლა. გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი მეფისწულმა დავითმა დაიჭირა; ამან მოიხმო ათანასე და ისევ ნიქოზის ეპისკოპოსად დასვა. ათანასე 1810 წელს გარდაიცვალა და 1811 წელს ნიქოზის ეპარქია გაუქმდა.

ეპარქიის სახელწოდების - "ნიქოზის" წარმომავლობის შესახებ ამგვარი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთი ვერსიით, სოფელს სახელი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით ან მიბაძვით დარქმევია. "არიან მრვალნი სახელნი ადგილთანი საბერძნეთიდან შემოღებული საქართველოსა შინა, ვითა ნიქოზი".

VI საუკუნის შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმინდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმინდა მეფე თამარის მიერ აშენებული არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმინდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით "ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუმბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი".

ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძლავრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო ყანჩავეთის მონასტერი. ყანჩავეთის კაბენის მონასტრიდან აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეების ოთხთავი.

XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მრავალი გაჭირვების მიუხედავად, ნიქოზის ეპარქია ბოლო დრომდე არსებოდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. მის დაქვემდებარებაში იყო წინწყაროსა და წილკნის გაუქმებული კათედრა სამწყსო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილით. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსოც გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავროს ტაძარს მიაწერეს.

1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიანი ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წლის 5 აპრილს გახდა შესაძლებელი. ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია).

***
ბატონი ზურაბ ოქროპირიძე, ამ ხეობის მკვიდრი და გულმხურვალე მამულიშვილი, ამჯერად მოგვითხრობს პატარა ლიახვის ხეობის იმ სოფლების შესახებ, რომელნიც აგვისტოს ომამდე ოსებით იყო დასახლებული:

- დღეს ოსი და რუსი ე.წ. ისტორიკოსები არარსებულ ისტორიას თხზავენ: აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდაო ალან-ოსთა წინაპარი. მათი უტიფრობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება. როგორც დიდი, ისე პატარა ლიახვის (ფრონეს, ქსნის, მეჯუდის) ხეობაში ვერ მიაკვლევთ ოსური კულტურის თუნდაც ერთ ძეგლს. ტოპონიმიკა, არქიტექტურა ამ მხარეში მთლიანად ქართულია. ხუროთმოძღვარ-მშენებელნი ქართველები არიან. წარწერები ტაძრებზე, საფლავის ქვებზე მხოლოდ ქართულია. შესაძლებელია ძეგლების მშენებლობის დროს, გვიანდელ საუკუნეებში ოსებს მუშებად იყენებდნენ. ამავე დროს ორივე ლიახვის ხეობაში საფლავის ქვებზე აქა-იქ გვხვდება ქართული ასოებით დაწერილი ოსური ეპიტაფიები (რადგან დამწერლობა არ ჰქონდათ). ხეობებში განხორციელებული არც ერთი არქეოლოგიური გათხრა არ ადასტურებს ოსურ კვალს. უცხო ეთნოსს არათუ რამე შეუქმნია აქ, პირიქით, მოსვლის დღიდან სხვადასხვა ხერხებით ისაკუთრებდა ქართულ მიწა-წყალს და შლიდა ქართულ ნაკვალევს. ამასთან, ცხადია, ქართველი ხალხი არ ივიწყებს ოსთა იმ ნაწილს, რომელმაც თავის სამშობლოდ აღიარა საქართველო და ქართველებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. სეპარატისტულმა რეჟიმმა ზემოაღნიშნულ ხეობათა ისტორიული ძეგლები ე.წ. სამხრეთ-ოსეთის კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. საინტერესოა, რომ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა მდგომარეობით დღემდე არ დაინტერესებულა არც ერთი ოსი ჩინოვნიკი, მეტიც, აგვისტოს ომში ხეობის არაერთი ეკლესია-მონასტერი გადაწვეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ასე საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას (და არც სხვისას) არ ექცევიან. ამას მტერი, მოძალადე აკეთებს. არც ქართულ, არც უცხოურ ისტორიულ წყაროებს (მათ შორის არც რუსულს) არ მოუხსენიებიათ ქართლის ეს ნაწილი ოსეთად. ეს მახინჯი ტერმინი XIX საუკუნეში რუსმა დამპყრობლებმა ახსენეს პირველად. სამწუხაროა, რომ მტრისგან შემოგდებული ტოპონიმის დამკვიდრებას ჩვენც შევუწყვეთ ხელი. ჩვენი პოლიტიკოს-ჟურნალისტები და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიDდღესაც გაუაზრებლად ხმარობს ამ ტერმინს. მაშ, რას ვედავებით გადამთიელებს, თუ მართლაც არსებულა შუაგულ ქართლში "სამხრეთ ოსეთი"? ჩვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ათეული წლების მანძილზე ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე გატარებული მახინჯი საკადრო პოლიტიკა იყო. სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პირველ პირებად ყველგან ოსები და თბილისიდან მოვლენილი რეგიონის სპეციფიკაში ჩაუხედავი პირები ინიშნებოდნენ. სრულიად იგნორირებული იყო ადგილობრივი ქართული კადრები, რამაც ქართველთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია.

KARIBCHEპატარა ლიახვის ხეობაში ერთ-ერთი უძველესია ამჟამად ოსებით დასახლებული სოფელი სათიხარი. იგი ლიახვის მარცხენა მხარეს, სოფელ ჭარების დასავლეთით მდებარეობს. სათიხარი ნელ-ნელა დაიცალა ქართველებისგან. ისტორიულმა ქარტეხილებმა ზოგი გვარი გადააშენა, ზოგიც, მოჰყვა რა ენობრივ და ეთნიკურ უმცირესობაში, გაოსდა. ნაწილი ქართლის სხვადასხვა სოფლებში გადასახლდა. ტოპონიმი ქართულია. სოფელს თიხნარი მიწების, ასევე კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი თიხის არსებობის გამო ეწოდა სათიხარი. ომამდე აქ 160-მდე ოსური ოჯახი ცხოვრობდა.

სათიხარის ქვემოთ ქართული სოფელი ქსუისია, ახლა უკვე განადგურებული. აქაური მოსახლეობა აქტიურად ურთიერთობდა ერთმანეთთან. იყო სიძემოყვარეობა, ნათელ-მირონი. სკოლაში რამდენიმე სოფლის ქართველი და ოსი ბავშვები ერთად სწავლობდნენ. სამწუხაროდ, 80-იანი წლების ბოლოდან ოსთა უმეტესობა აჰყვა რუსების წაქეზებულ ე.წ. ოს ლიდერებს და ქართველებთან სიახლოვის მიუხედავად ექსტრემისტული პოზიცია დაიკავა.

აქ მცხოვრები ძველი ქართველები ძირითადად მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ.

სოფელში X საუკუნის ძლიერ დაზიანებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა. როგორც ამ პერიოდის ძეგლებს, სავარაუდოდ, მასაც უნდა ჰქონოდა სამშენებლო წარწერა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტები. სოფლის მაღალი მთის ფერდობზე დგას XVIII საუკუნის დასაწყისის საკმაოდ მოზრდილი ციხე, რომლის ძირითადი ნაწილი დანგრეულია. ციხეს გალავანიც ჰქონია. სათიხარის სამხრეთ უბანს ნანიაური ჰქვია. ტოპონიმი ძველად აქ მცხოვრები ნანიაშვილების გვარიდან მოდის.

დმენისი
პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე სოფელი დმენისი ოსებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელია. აქ თითქმის ცხრაასამდე ოჯახი ცხოვრობდა. იგი მდინარის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული. სოფლის უმეტესი ნაწილი ვაკეა. აღმოსავლეთით თითქმის ესაზღვრება ქართულ სოფელ ვანათს. დმენისს ლიახვის მარცხენა მაღლობიდან ვანათის ციხე დაჰყურებს. ძველად მტრის შემოსევის დროს დმენისელებიც ამ ციხეს აფარებდნენ თავს. ამიტომ მას დმენისის ციხესაც ეძახიან. დმენისის სიახლოვეს დგას ვანათის მაცხოვრის (Xს.) ეკლესიაც, სადაც ოსებიც ლოცულობდნენ. მნიშვნელოვანია ასევე დმენისის X საუკუნის მთავარანგელოზისა და VIII-IX სუკუნეებით დათარიღებული წმინდა მარინეს ეკლესია. სამწუხაროდ, ეს ტაძრები ძლიერ არის დაზიანებული, - გვიამბობს ბატონი ზურაბ ოქროპირიძე, - ვწუხვარ, რომ ოსურ სოფლებში ქართული ტაძრების მდგომარეობა ბოლო ათეულ წლებში კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან იქ ქართველ სპეციალისტ-რესტავრატორების შესვლა შეუძლებელი გახლდათ. სოფელი უძველესი დროიდან ქართველებით იყო დასახლებული. ისინი განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ მაცხოვრის და გერის წმინდა გიორგის ტაძრების დღესასწაულს, რომლის დღეობაც თითქმის სამი კვირა (სექტემბრის დასაწყისიდან) გრძელდებოდა. დღეისათვის დმენისის მოსახლეობა მთლიანად ოსურია. ისინი აქ XVIII საუკუნის ბოლოდან თანდათან სახლდებიან კავკასიონის სამხრეთ კალთებიდან. ამაში მათ ხელს უწყობდა ჩვენი თავადაზნაურობაც, რომელსაც მეტი მუშახელი სჭირდებოდა. ოსებს ასწავლიდნენ მოსავლის მოყვანას, ხელსაქმეს, სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობას. XX საუკუნის 20-იან წლებში დმენისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე ოსები შეადგენდნენ. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველობა აშკარა თუ ჩუმი აგრესიის შედეგად დროდადრო ტოვებდა ისტორიულ საცხოვრისს. იქ დარჩენილმა ქართველებმა (დმენისში დღესაც შეხვდებით შევარდენიძეებს, სიდამონიძეებს, ბათიაშვილებს, მარიამიძეებს) გვარი კი შეინარჩუნეს, მაგრამ გაოსდნენ.

დმენისის გაღმა, ლიახვის მარჯვენა მხარეს ოსებით დასახლებული ორი პატარა სოფელია - კოხათი და სარაბუკი. ორივე ტოპონიმი ქართულია. საფიქრებელია, რომ პირველის ძირი კოხ-იდან (მსხვილი სეტყვა) მოდიოდეს. ეთ-ათ სუფიქსი ბუნების სტიქიის სიხშირეზე მიუთითებს. კოხი ასევე ნიშნავს საკევრე ქვას, რომელიც კევრის ძირის მოსაჭედად გამოიყენებოდა. რაც შეეხება სარაბუკს, იგი სავარაუდოდ ბუკთან, დიდ საყვირთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელსაც მებუკე ლხინის, უფრო მეტად კი ომიანობის, განგაშის დროს ჩაბერავდა ხალხის შესაყრელად. მისი მსგავსი ტოპონიმია გორის რაიონის სოფელი ბერბუკი. ეს სოფლები უაღრესად სტრატეგიულ ადგილზეა განლაგებული. ომის და ომის წინა წლებში აქედან სხვადასხვა იარაღით სისტემატურად იცხრილებოდა ქართული სოფლები. თითოეულ სოფელში 60-80-მდე ოჯახი ცხოვროდა. აქ ძველი ნაგებობების ნაშთებია.

KARIBCHEპატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადია მდინარე წყალწმინდა, სადაც ამავე სახელწოდების პატარა, ულამაზესი ბუნებით შემკული სოფელია გაშენებული. დღეს აქაც ოსები ცხოვრობენ. მთაში, სოფლიდან ორ კილომეტრში დაუდგენელი თარიღისა და სახელობის ნაეკლესიარია. ამავე  ხეობაშია მცირედ დასახლებული ოსური სოფელი ორტევი. აქ არის შუა საუკუნეების დარბაზული სტილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. კედლები ჩამოშლილია და ტაძრის გარშემოა მიმოფანტული. ამავე გაყოლებაზეა ძველი ქართული დასახლება დიდხევი. ოსებმა მას შტირქომი უწოდეს, რაც მათ ენაზე ღრმა ხევს ნიშნავს. მრავალი ათეული წელია, რაც ამ სოფლებში ქართული სიტყვა აღარ ისმის, სალოცავებში სანთელი არ დანთებულა და საქართველოს კეთილდღეობა არავის შეუვედრებია უფლისთვის...

ხელჩუა (ხელთშუა)
ეს სოფელი მდებარეობს ორ ქართულ დასახლებას - ქსუისსა და დისევს შორის. ეს ადგილი ძველად დასახლებული არ ყოფილა. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი - დისევს, ნაწილი კი ქსუისს ეკუთვნოდა. აქ ბაღები, სახნავ-სათესი მიწები იყო. ორ სოფელ შორის მოქცეულ ერთ ადგილს ხელთშუა ერქვა. აქვე ჩამოდიოდა პატარა მდინარე ხელთშუის წყალი. გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან ლიახვის ხეობის მთის სოფლებიდან აქ ჩამოასახლეს ოსები და ქართული სოფლების ტერიტორიების ხარჯზე ხელოვნურად შექმნეს ოსური დასახლება. ხელთშუა ხელჩუად აქციეს. ახალშექმნილი სოფლის ტერიტორიაზე მოჰყვა ქართველთა სამარხები, დისეველთა აგებული ქართული კულტურის ძეგლები: კვირაცხოვლის და ქაშუეთის ეკლესიები, ადრე შუა საუკუნეების მაცხოვრის ეკლესიის ფრაგმენტები, მთავარანგელოზის ნაეკლესიარი.

მსგავსი მდგომარეობაა სოფელ კორკულასა და ზემო ქერეშიც. პირველი ტოპონიმი ჰიდრონიმულია. მთიდან წამოსულ პატარა მდინარეს კორკულის წყალს, კორკულის ხევს უწოდებენ. ეს მიდამოები ქართული სოფლების - დისევ-კულბითის სამხრეთი გაგრძელება და მათი საკუთრება იყო. აქაც მთიდან ჩამოსახლებული ოსებისთვის კორკულის ხევის თავზე სამი სოფელი - ზემო და ქვემო კორკულა, ასევე ზემო ქერე გააშენეს. დროთა განმავლობაში ოსები ზემო კორკულიდან ქვემოში ჩამოსახლდნენ.

საინტერესოა ტოპონიმის ისტორია. იგი მუხის ნაყოფის, რკოს თავდაპირველი ფორმიდან - კორკო-დან მოდის, ჩანს ამ ადგილებში დიდი მუხნარი ყოფილა. აქ დღესაც მრავლადაა შემორჩენილი მუხის კორომები. კორკულაში შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებია, რომელსაც ოსებმა გიგოლაანთ სალოცავი შეარქვეს. ზემო ქერე ქვემო და ზემო კურკულას შორის, დისევიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს. აქ ძირითადად ტეხოვები ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დასახლებათა მთავარი ცენტრი დისევი იყო, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სკოლა ზემო ქერეში ოსებს გაუხსნა. ოსები აქ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ცხოვრობდნენ. ამჟამად იგი ნასოფლარია. ზემო ქერეში რამდენიმე ნაეკლესიარია. ერთ-ერთი მათგანი ბაჩილას სალოცავის სახელითაა ცნობილი. გადმოცემით, ეკლესია ვინმე ბაჩილას (ბაჩის) აუგია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat