ლიახვის ხეობა
ლიახვის ხეობა
აწრისხევი
ლიახვის ხეობის სოფელია აწრისხევი. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, "აწერის ხევი" ძველთაგანვე ლიახვის ზედა წელის ცენტრს და მთავარ სიმაგრეს წარმოადგენდა. სოფლის სახელწოდება სიტყვა "აღწერა-აწერა"-დან უნდა მოდიოდეს. საუკუნეების წინ მოსახლეობის აღწერის დროს, როგორც ხეობის ზედა სოფლების მთავარი საკვანძო ადგილი, აქ თავს იყრიდა ყველა მონაცემი, ანუ იგი აწერის ადგილი, აწერის ხევი იყო.

ასწლეულების წინ აწრისხევში სამასამდე მოსახლესა და ათეულობით გვარს უცხოვრია. იგი ბელოთის შემდეგ ხეობის ზედაწელის ერთადერთი ქართული სოფელი იყო. მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და ოსური ეთნოსის ექსპანსიის გამო სოფელი თანდათან იცლებოდა ქართველებისგან. რუსეთთან ომამდე აქ 14-15 ოჯახიღა ცხოვრობდა. ძირითადად - ასკილაშვილები, მარიამიძეები და ინაურები. ინაურები სოფ. ინაურიდან არიან ჩამოსულნი. აწრისხევი, ისევე როგორც მთლიანად ხეობა, XVIII საუკუნის 80-იან წლებამდე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. 1777 წელს ერისთავთა ურჩობის გამო ხეობა იულონ ბატონიშვილის გამგებლობაში გადავიდა.

ქართლის დაცვის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აწრისხევის ციხე - XVII-XVIII ს.ს.

KARIBCHE KARIBCHE

ასეთი დიდი და ნაგებობით საყურადღებო ციხე-გალავანი ამ ხეობაში არ შემონახულა. ვახუშტი ბატონიშვილს ეს ციხე რუკაზე აღნიშნული არ აქვს. აღწერაში ამბობს: "ფოტრისას ხევს ზევით არს აწერის ხევი, აქ აღაშენა შამშემ ციხე სიმაგრედ თვისად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედა წული მისი გუნიდამ". ნანგრევების სახითაა შემორჩენილი ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია (IX-X ს.ს.). იქვეა წმინდა მარიამის ეკლესია, რომელიც აუშენებიათ 1839 წელს. იქ მარიამიძეები ლოცულობდნენ; ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები). სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხ კილომეტრში მდებარეობს ჭრიის ციხე ეკლესიით და სამრეკლოს ნაშთით. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ნამოსახლარია.

1744 წელს შანშე ერისთავი, თეიმურაზისა და ერეკლეს თხოვნით, ნადირ-შაჰმა გაათავისუფლა და მას კვლავ უბოძეს ქსნის ერისთავობა. მემატიანის ამ ცნობიდან არ ჩანს შანშეს მიერ აწერის ციხის აშენება, მან თავდაცვის მიზნით შეაკეთა ამ დიდი ციხის ერთი მონაკვეთი, საიდანაც წაიყვანეს მისი ცოლ-შვილი.

კეხვი
მოზრდილი სოფელია კეხვი. მას პატარა მდინარე კეხურა ჩამოუდის (იგი კეხურა ვაშლის სამშობლოა). აქ ცხოვრობენ კახნიაშვილები, ბლიაძეები, ნებიერიძეები, ზანგალაძეები, მელანაშვილები. უფრო ახლები არიან: ბასიშვილი, რუსიშვილი და სხვები.

სოფელ კეხვის ახლოს მდებარეობს კეხვის ციხე. პირველად წერილობით წყაროებში იხსენიება 1578 წელს, როდესაც მეფე სიმონ I-მა დაამწყვდია თურქთა მომხრე ვახტანგ მუხრან-ბატონი. ვახუშტის ცნობით, 1625 წელს გიორგი სააკაძემ სხვა ციხეებთან ერთად გაამაგრა კეხვის ციხეც. 1736 წელს აქ გივი ამილახვარმა სამჯერ დაამარცხა ირანელები. 1801 წელს ეს ციხე ერეკლე მეორის ქვრივს, დარეჯან დედოფალს ეკუთვნის. მოგვიანებით ამ ციხეში იყვნენ გამაგრებულნი ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყებულები, რომლებსაც მაჩაბელი და ხერხეულიძე უჭერდნენ მხარს. ციხის გარდა, აქ არის მრგვალი ორსართულიანი კოშკი, რომელსაც კარი მეორე სართულზე ჰქონდა და პირველ სართულში კედლის შიგა კიბე ჩადიოდა. იგი ნებიერიძეების ეზოში მდებარეობდა.

KARIBCHEწმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული იყო ერთი მოვერცხლილი გამოსატანი ჯვარი (დაკარგულია ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს) და ღვთისმშობლის წითელპერანგიანი ხის ხატი ჯვრის ფორმით. აღდგომას წმინდა გიორგის ეკლესიაში (IX-X) მიაბრძანებდნენ, სოფლის რელიგიური დღესასწაულის (ჯვარის აღმართვის დღე - ოცი მაისი) წინა ღამეს კი წინადედაღვთისაში. მეორე დღეს წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩამოატარებდნენ, ბოლოს, სოფლის წმინდა გიორგის (XVII-XVIII ს.ს.) ეკლესიაში დააბრძანებდნენ.

ჯვრის ზედა ნაწილზე მრგლოვანი ასოებით აწერია: "ქ. წმინდა გიორგი" და ამოტვიფრულია წმინდა გიორგი, რომელიც შუბით ურჩხულს კლავს.

კეხვის ჯვრის მხედრულ წარწერას ექვთიმე თაყაიშვილი XIV-XV საუკუნეებით ათარიღებს.

ფიჭვნარის გორაკზე ქვედა დედაღვთისას ეკლესიის ნანგრევია. კეხვში ტრადიციულად დიდი სააღდგომო ზეიმი ეწყობოდა, იშლებოდა სუფრა, ადიდებდნენ უფალს, სამშობლოს.

საინტერესოა აქაური ტოპონიმიკაც. მაგალითად, კეხვის ციხიდან სამხრეთით ჩამომდინარე რუს დედოფალას ხევა ეწოდება. მისგან სამხრეთით - ასმათას ხევაა. ხალხური გადმოცემით, ეს ტოპონიმი თამარ მეფის დროინდელია. გვირგვინოსან მეფეს ძალიან მოსწონებია ამ ხევის წყალი და უთქვამს: ას მათ მსგავს ნაკადულში გამოვარჩევო. ასმათას ხევა გრძელია, სათავეს იღებს სამციხის ტყიდან.

კეხვის ციხესთან შუახევის რუს ციხისხევა ერთვის; მას სათავისკენ უწოდებენ დედოფალას წყალს.

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოდის რუ - ბრმახევა. გადმოცემით, ლეკს ხატი (ჯვარი) გაუტაცებია და ხევით გაქცეულა, შესულა ხევში, დაბრმავებულა და ხატი დაუგდია. იგი წყალს სოფელში ჩამოუტანია, უპოვია ადგილობრივ მკვიდრს და ამ ადგილზე კეხვის შიდა ეკლესია აუგიათ. სოფლის განაპირას დგას შერუჯული ბებერი მუხა. მისი ღრუდან თაფლის გამოღებისას ვიღაცას მისთვის ცეცხლი შეუნთია. ამ დროს დამწვარა ეკლესია.

წინათ სოფელი კეხვის ციხისა და საყდრის ირგვლივ ყოფილა გაშენებული და შემდეგ ჩასულა ბარში - შიდა კეხვში.

კეხვი მდინარე კეხურას მარჯვენა ნაპირზეა გაშლილი. აგვისტოს ომის შედეგად იგი განადგურებულია.

KARIBCHEსვერი
სოფელი სვერი ორია საქართველოში: ერთი - ჭიათურის რაიონში, მეორე - ლიახვის ხეობაში. ამ სოფლის მკვიდრთა გვარებია: ხეთერელი, პაპელიშვილი, ხეთაგაშვილი და სხვა. სვერი უკანასკნელი ქართული სოფელია დიდი ლიახვის ხეობის მარცხენა ნაპირის ზეგანზე.

ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "კეხვის აღმოსავლეთიდან ლიახვს ერთვის ხევი სვერსა და ქემერტს შუა ჩამოვარდების ჩრდილოეთიდამ. გამოსდის აგასა და გერის შორის მთას. ამ მთის თხემზედ არს ეკლესია სპარსის წმინდის გიორგისა და არს ხატი დიდი ოქროსი".

სვერის ხევი სათავეს ზალდის მთიდან იღებს. მას გზადაგზა შეერთვის წყაროები და პატარ-პატარა ხევები, მათ შორის კრიალას მთის ხევები.

KARIBCHEკრიალას დასავლეთით ოსთა სოფელი გუფთაა. სვერის ჩრდილო-დასავლეთით ოსების სოფელი ქირწინა მდებარეობს; სახნავ-სათეს ზეგანს გვერდისთავს უწოდებენ. სოფლის დასაწყისში კოშკის (XVII-XVIII ს.ს.) ნანგრევი დგას. მის წინ გაქვავებული დუღაბი ძევს, გადმოცემით იგი კოშკის დროინდელია. სოფელში საცხოვრებელი სახლის მაგვარი პატარა წმინდა გიორგის ეკლესიაა. ამბობენ, აქ მუხა მოჭრეს და მისი ფიცრებით, კავებითა და ყავრით აიგო და დაიხურა ეს საყდარიო. ქვის ძველი საყდარი კი წმინდა ზაქარიას სახელობისა ყოფილა.

მართლმადიდებლური და, კერძოდ, ქართული ეკლესიის ისტორიაში რამდენიმე ზაქარია არის ცნობილი - სინას მთის ქართულ ხელნაწერებშიც იხსენიება რამდენიმე ზაქარია. ქართული ეკლესია მოიხსენიებს ზაქარია წინასწარმეტყველს, ცნობილია სოლომონთან მობაასე ზაქარია, ზაქარია ბერი - გიორგი მთაწმინდელის სახარებიდან, ზაქარია - პეტრე ქართველის "ცხოვრების" ავტორი, ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი და რამდენიმე საერო და სამხედრო მოღვაწე ზაქარია, მაგრამ არც ერთი მათგანი სვერის ზაქარია არ უნდა იყოს. უფრო სარწმუნოა, რომ იგია ის მარტვილი ზაქარია, რომელიც მოქმედი პირია ნაწარმეობისა "წამებაი ზაქარიასი".

სვერის კოშკი ლეკიანობის დროს მთელი სოფლის თავშესაფარი ყოფილა. შიგნით წყალიც შედიოდა მიხეილას წყაროდან.

ქურთა
ქურთა ცხინვალიდან ჯავისკენ მიმავალ გზაზე მესამე ქართული სოფელია, რუსეთთან ომამდე აქ ოთხასზე მეტი ოჯახი და რამდენიმე გვარი ცხოვრობდა, ძირითადად ბასიშვილები, ხაჭაპურიძეები, ელბაქიძეები, კაჟაშვილები, მაისურაძეები, ჯოხაძეები და სხვა.

KARIBCHEქურთა იყო თავად ზაზა იასეს ძე მაჩაბლის სამფლობელო. სოფლის დასავლეთ ნაწილში ქვის უგუმბათო ეკლესიაა. იქვეა ე.წ. დიდგვერდას გორაკი (იქ ორი ბებერი მუხა დგას), რომელსაც ლეკისჯვარს უწოდებენ. ხაჭაპურიძეების უბანში დგას გერის წმინდა გიორგის ნიში. მაჩაბლების რეზიდენციასთან, დიდ ცაცხვთან, მთავარანგელოზის საყდარი დგას.

ეკლესიაში დიდი საფალვის ქვაა, რომლის ცენტრზე დაცემენტებულია თეთრი მარმარილო, მასზე გვირგვინია დახატული, სურათიც ყოფილა ჩადგმული. ირგვლივ ამავე მარმარილოზე გამოსახულია ანგელოზები, ვაზის მტევნები და ფოთლები, მხედრული ასოებით ჩაწერილია "ვეფხისტყაოსნის" სტროფი და ეპიტაფია: "აქა მდებარე თავადი ზაალ ქაიხოსროს ძე მაჩაბელი დაიბადა 1826 წელს. გარდაიცვალა 1888 წელს 23 დეკემბერს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი".

საფლავის ქვათა სხვა წარწერები უფრო ახალია. ჩვენამდე მოაღწია საეკლესიო დავთრის ნაწილმა. დავთარში 84 კომლია აღრიცხული მრევლზე მიწერილი კეხვისა და ზემო და ქვემო აჩაბეთის მცხოვრებთა ნაწილითურთ. სია იწყება სასულიერო წოდებით; დასახელებულია მღვდელი გიორგი გაბრიელის ძე ბასიშვილი, მისი შვილები: მიხეილი, სიდონია, ევსტათი, ძმა მანასე, მისი მეუღლე მელანია, ქვრივი რძალი თამარი. შემდეგ არიან "პრიჩეტნიკი" (დიაკვანი) ეფრემ გაბრიელის ძე ბასიშვილი, მეუღლე მისი გაიანე, შვილი დარია, "პოდპორუჩიკი თავადი დიმიტრი დავითის ძე მაჩაბელოვი, მეუღლე მისი ნინო არონის ასული და შვილი მათი დავით"; პრაპორშჩიკები: მიხეილ თეიმურაზის ძე და ზაალ ქაიხოსროს ძე მაჩაბლები.

დავთარში ჩამოთვლილი არიან მათი შინამოსამსახურენი.

სიას ხელს აწერს "ქურთის წმინდის გიორგის ეკლესიის მღუდელი გიორგი გაბრიელის ძე ბასიშვილი".

KARIBCHEბელოთი
თავისი ისტორიული მნიშვნელობითაა გამორჩეული სოფ. ბელოთი. იგი პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რვა საყდარ-ეკლესია და ორი მნიშვნელოვანი ციხე-გალავანია აგებული. აქ არის ცნობილი სამონასტრო კომპლექსი - ციხესიმაგრე (XVIIIს.), მაცხოვრის X ს-ის ეკლესია, სამრეკლო (XIXს). ციხე-გალავნის კუთხეებში სათვალთვალო კოშკებია. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ასევე სასახლე და საცხოვრებელი სახლი. ციხის კედლები დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ფოხალას მთაზე დგას ფოხალას ციხე (XVIIს). იგი მოხსენებულია იასე ბარათაშვილის "ცხოვრება-ანდერძში" 1777 წლის ქსნის ერისთავთა აჯანყებასთან დაკავშირებით. ციხის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. მის გალავანშია მოქცეული წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია და სამი სათვალთვალო კოშკი (ამჟამად დანგრეული). სოფლიდან ორ კილომეტრში, მთაზე ღვთისმშობლის დაუდგენელი თარიღის ეკლესიაა. აქვეა ლომისის წმინდა გიორგის, ქაშუეთის (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის ეკლესიები. ბელოთის ჩრდილოეთით, სოფლიდან ოთხ კილომეტრში მოზრდილი ეკლესიის ნანგრევებია. მისი სახელწოდება უცნობია.

1865 წლის მონაცემებით, ამ სოფლის მოსახლეობა 63 კომლს ითვლიდა. აგვისტოს ომამდე აქ ცხოვრობდნენ დემეტრაშვილები, ჩიფჩიურები, ტერაშვილები, არჩუაძეები, ფისაძეები, წიქარიძეები...

ბელოთი ჯერ ქსნის ერისთავის, ხოლო შემდეგ საუფლისწულო რეზიდენცია ყოფილა. იულონ ბატონიშვილს აქ აუგია სასახლე და მის ირგვლივ ბაღიც გაუშენებია. ამ ბაღის მსხვილი ჯიშის კაკალი დღემდეა ცნობილი ხეობაში. მეცხრამეტე საუკუნეში რუსებს აქ საარტილერიო დანადგარებიც კი განულაგებიათ. სოფლის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასზე გადიოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. ცნობილი მოგზაური გიულდენშტენდტი, როცა კახეთიდან გამომგზავრებულა, ბელოთისა და ვანათის გავლით გადასულა სამაჩაბლოში, იქიდან კი იმერეთში. პატარა ლიახვის ხეობა არაერთხელ აწიოკებულა მონღოლ-სპარს-ლეკთაგან. მეფე ერეკლე და მისი ძენი აქტიურად იცავდნენ ხეობის სოფლებს. ერთ-ერთ წერილში დარეჯან დედოფალი ურჩევდა იულონ ბატონიშვილს, ბელოთიდან აყრილიყო ცოლ-შვილით და გორში გადმოსულიყო. მე-17 საუკუნის ბოლოს აქ ყიზილბაშების ერთ-ერთი ლაშქრობისას ქართველებს მტერი ხეობის სიღრმეში შეუტყუებიათ. მათი სარდალი სეფე-ხანი ნაადრევად ზეიმობდა გამარჯვებას. შანშე ერისთავი თავისი ჯარით ფოტნისას თავზე ყოფილა გამაგრებული. სპარსელები სულ გაუწყვეტიათ, გადარჩენილნი მდინარის ნაპირებს დაჰყოლიან. ამ დროს ბელოთელ ვაჟკაცებს უმარჯვიათ, გამოსჭრიან ყიზილბაშებს, ვანათამდე უდევნიათ და ერთიანად გაუჟლეტიათ. ხალხის გადმოცემით, ყიზილბაშების გვამებს ვანათთან პატარა ლიახვი დაუგუბებია.

ბელოთის მთის ქვემოთ არის ნასოფლარი ბოლოთანი, სადაც ბოლოთაშვილებს უცხოვრიათ. აქედან უნდა მოდიოდეს სოფლის დღევანდელი სახელწოდებაც. ადგილობრივების თქმით, არის სხვა მოსაზრებაც: ტოპონიმი სიტყვა ბელი-დან წარმოიშვაო (ბელ-ეთ-ი - ბელ-ოთ-ი მიუთითებს ბელების, დათვების სიმრავლეზე). ეს მოსაზრებაც არაა უსაფუძვლო, სოფელს გარსშემოჯარულ ტყეებში მართლაც უამრავი გარეული ნადირია. სოფლის თავზე ნასოფლარი ხადურიაანთ კარია. აქ ხადურები ცხოვრობდნენ, რომელნიც ხანდოსხევიდან ჩამოსახლებულან. ლიახვის პირას, შემაღლებულ ადგილზე დგას მაღალი, მრგვალი კოშკი, მას ხადურიაანთ კოშკს უწოდებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat