ქვემო რაჭა
ქვემო რაჭა
ჭრებალო
რაჭაში რა გამოლევს ლამაზ-ლამაზ სოფლებს, ადგილებს, სადაც წარსულის კვალი დღემდე შემორჩენილა. აქ იმდენად დიდი მადლი იგრძნობა, რომ ფეხდაფეხ დიდხანს სიარულითაც არ დაიღლები.

სოფელი ჭრებალო ვაკეზეა გაშენებული და ახალაგებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მადლი იფარავს. ჭრებალოში შემთხვევით შევხვდი ცნობილ მეცნიერს ლევან ფრუიძეს. მას მრავალი წიგნი აქვს გამოცემული რაჭის შესახებ. ბატონი ლევანი ყოველ ზაფხულს მშობლიურ სოფელში ისვენებს. შვილიშვილებს ბავშვობიდანვე აჩვევს საკუთარი კუთხის სიყვარულს. ბატონმა ლევანმა თავისი ხელით მოვლილი ვენახიც მაჩვენა. სტუმართმოყვრულად მიმასპინძლა და თავის კუთხეზეც ბევრი მესაუბრა.

- სოფელი არის მთელი სამყარო. ერთი სოფლის შესწავლას გერმანელი მეცნიერები მთელ სიცოცხლეს ანდომებენ. ჩვენს ქვეყანაში კი ბოლომდე შესწავლილი თითქმის არაფერია. 50 წელია რაჭაზე ვმუშაობ, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ. ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია.

ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი თავიანთ ნაშრომებში რაჭველ კაცს ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარეს. შრომისმოყვარეობა არ არის რაჭველების უპირატესობა - ცხოვრების აუცილებლობიდან მომდინარეობს. მიწის სიმცირის გამო რაჭველი იძულებული იყო, უმაღლესი შესაძლებლობებით მიეღო საარსებო საშუალება. აქედან გამომდინარე, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა შთამომავლობით გადადიოდა თაობიდან თაობაში. ქართული სოფელი ისტორიულ-ეკონომიკური ფენომენია. თუ სოფელს არა აქვს საარსებო საშუალებათა მთელი კომპლექსი ბუნებრივი რესურსებისა, ვერ იარსებებს. საქართველოს ნებისმიერი კუთხის სოფლები კი წარმოშობილა უძველეს ეპოქაში. საარსებო საშუალებები და ბუნებრივი რესურსები ამ დასახლებაში ხალხს არსებობის შესაძლებლობას აძლევდა. საქართველოს უმეტესი ნაწილი მთიანია. მთის პირობებში კულტურათა განლაგება და შრომის ორგანიზაცია იმ დონეზეა დახვეწილი, რომ უმაღლესი შემოსავალი მიიღონ.

რაჭველები ოდითგანვე ყველანაირ ხელობას მისდევდნენ - დაწყებული მზარეულობით, მჭედლობით დამთავრებული.

- ბატონო ლევან, ფეხით გაქვთ შემოვლილი რაჭის თითქმის ყოველი კუთხე-კუნჭული...

- მართლაც. ყველა სოფელი და ხეობა შესწავლილი მაქვს. მოძიებული მასალების წიგნად გამოცემას ვფიქრობ. პირველ ტომზე უკვე ვმუშაობ. თითოეული სოფლის შესახებ 150-200-გვერდიანი ამომწურავი მასალაა. აქაურობა ძალიან დიდი ისტორიის მქონეა. თითქმის ყველა სოფელშია ტაძარი ან ნატაძრალი. უამრავი უცნობი ძეგლია. სოფელ ლაბეჭინასა და მის მონასტერზე გამოვეცი 200-გვერდიანი ნაშრომი. ლაბეჭინის ტაძარი XI საუკუნეშია აგებული. მერე მიწისძვრის გამო დანგრეულა და გაბრიელ ლაბეჭინელს XIII საუკუნეში ზედ ახალი დაუშენებია. მის ანდერძში აღწერილია ამ ეკლესიის აღდგენა.

KARIBCHE- ბატონო ლევან, როგორია თავად თქვენი სოფელი ჭრებალო?

- ჭრებალოში XIX საუკუნის ბოლოს გაიყვანეს გზატკეცილი. 1896 წელს უკვე საეტლო მგზავრობა დაიწყო. ყოველ
35-ე კილომეტრზე ცხენების სადგური გახლდათ. ერთ-ერთი სადგური იყო რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე, სადაც ახლა ჭრებალოს ბაზარია. ცხენების სადგურთან გაჩნდა დუქნები, დასახლებები და ნელ-ნელა ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსახლდა მოსახლეობა. პირველნი ლეკიშვილები და ფრუიძეები ჩამოსახლებულან. დღეს აქ 45-ზე მეტი გვარისანი ცხოვრობენ.

ჩვენი გვარი ძველ წყაროებში არ იხსენიება. XVIII საუკუნის იქით საბუთს, ფრუიძე რომ იხსენიებოდეს, ვერსად მივაკვლიე.

საქართველოში ყველა გვარს თავისი საგვარეულო სოფელი, ადგილის დედა და სალოცავი აქვს. თუ ის გვარი ნამდვილად ქართული და ტრადიციულია, აუცილებლად ექნება თავისი სოფელი. ფრუიძეების საგვარეულო სოფლებია ალპანა და აჭარა, სალოცავი - მათ თავზე მდებარე შკუდალის წმინდა გიორგი. შარშან შევკრიბე ფრუიძეები და ავიყვანე შკუდალის სალოცავზე.

ზაფხულობით შვილიშვილები ჭრებალოში ჩამომყავს. მინდა აქაურ გარემოში გაიზარდონ. ეზო-კარმიდამოსაც ვუვლი და როცა დროს გამოვნახავ, სამეცნიერო მუშაობასაც ვასწრებ. ამჯერად გელოვანების ისტორიაზე ვმუშაობ.

- ბატონო ლევან, ბავშვობა ჭრებალოში გაატარეთ?

- ადრე სოფელ ქვედა ჟოშხაში ვცხოვრობდით და ბავშვობაც იქ გავატარე. მამა ჭრებალოს სკოლის დირექტორი იყო და მერე აქ ჩამოვსახლდით. მაშინ დაახლოებით ოცი წლის ვიყავი.

- როგორ გახსოვთ მაშინდელი თქვენი სოფელი?

- წინათ აქ კრამიტის ქარხანაც იყო, ოტია იოსელიანს აქვს ნახსენები ერთ-ერთ ნაწარმოებში: "შენც რა სახლს დახურავ ჭრებალოური კრამიტითო?" აქ იყო ღვინის ქარხანაც, სამკერვალოები, ავეჯის საამქროები. ზაფხულობით ჭრებალოს საავადმყოფოში ჩამოდიოდნენ პროფესორები. ერთი სიტყვით, ცხოვრება ჩქეფდა. ჭრებალოს სკოლა, ნიკორწმინდის სკოლის შემდეგ, ყველაზე დიდი იყო მოცულობითაც და მოსწავლეთა რაოდენობითაც.

არცთუ დიდი ხნის წინ ჭრებალოს სკოლაში მხოლოდ ორი ბავშვი მიუღიათ. რაჭის სოფლების 99% სკოლის გარეშეა დარჩენილი - ბავშვები აღარ არიან. ეს ყველაზე დიდი ეროვნული უბედურებაა.

თუ მიწის გემო და ფერი არ იცის ქართველმა კაცმა, ძნელია უყვარდეს თავისი კუთხე. მინდა ჩემს შთამომავლებს შევაყვარო საკუთარი ფესვები.

***
ჯემალ გორდეზიანი ძალიან ზრუნავს ჭრებალოს კეთილდღეობისთვის. ის სიამოვნებით მიყვება აქაურობაზე:

KARIBCHE- ჭრებალოს ეკუთვნის სოფელი ქვედა ჟოშხა. აქ არის XIII საუკუნის ჯვარცმის ეკლესია. გაღმა სოფელი ზედა ჟოშხაა. იქაურები თურმე ადრე სალოცავად ქვედა ჟოშხაში დადიოდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვედა ჟოშხა უფრო ძველია.

- ჟოშხა რატომღა დაერქვა სოფელს?

- ამბობენ, ჭრებალოში ჭრელი ბალი მოდიოდა, ჟოშხაში კი ჟიშხა (მწარე) ბალიო...

- თუ იცით, როგორ დაარსდა სოფელი ჭრებალო?

- ჭრებალოს დაარსება საქარავნო გზის დამსახურებაა, რომელიც XIX საუკუნეში გაიყვანეს და ალპანიდან მამისონის უღელტეხილამდე მიდიოდა. აქ ჯერ ჭყვიშელი ლეკიშვილები და ფრუიძეები ჩამოსახლდნენ, მათ მოჰყვა სოფელ გენდუშიდან ორმოცამდე კომლი.

წინათ მდინარე ასკის ხეობის სოფლები: ქვიშარი, ლაბეჭინა, ჭყვიში, პირველი ჟოშხა, მეორე ჟოშხა და გენდუში ლეჩხუმს ეკუთვნოდა. კომუნისტებმა რაჭას, ამბროლაურის რაიონს მიაკუთვნეს. ამას წინათ მამაჩემის სამხედრო მიწერის მოწმობა ვნახე - ცაგერის რაიონი წერია.

- მას შემდეგ გარაჭულდა ეს სოფლები?

- რა თქმა უნდა, თუმცა მთლიანად ვერა. დედაჩემი სამარგულიანის ქალი გახლდათ, რიონს გაღმელი. მახსოვს, ბავშვობაში დედულეთში რომ მივდიოდი, სულ სხვა ლექსიკით საუბრობდნენ ხოლმე ჩემი თანატოლები. ლეჩხუმში იციან მჭადიანი პური - ჭადპურა. რადგან პურის ფქვილი ცოტა ჰქონდათ, მოცომილ მჭადს გარშემო შემოაკრავდნენ ცოტა პურის ცომს - პურის სურნელიც ჰქონდა და მჭადისაც. დედულეთში მჭადპურა არ იცოდნენ. საუბარში რაჭველები "ქვეს" ამატებენ, ლეჩხუმელები - "გულოს".

რაჭველები შედარებით დინჯი ხალხია, სანდო, წყნარი, წრფელი. სახეზე გვეტყობა, რანი ვართ.

ძალიან ჭირს დღეს სოფელში ცხოვრება. საკარმიდამო ცოტა გვაქვს. საძოვარიც ნაკლებია. პირუტყვის გარეშე ყოფნა სოფელში ძნელი გახდა. ზამთარში აქ მხოლოდ მოზამთრე რაჭველები ვრჩებით.

ბებიაჩემის მამა სიმონ ქურციკიძე მოძღვარი იყო, ჟოშხის ჯვარცმის ეკლესიაში წირავდა, - განაგრძობს ბატონი ჯემალი, - ბაბუაჩემი ანტონიც მღვდელი გახლდათ, მისი ძმა თომაც. მახსოვს, ბებია როგორ მოილოცავდა ხოლმე დღესასწაულებზე რაჭის ეკლესიებს. ბაბუა, მამა ანტონი არ მახსოვს, რადგან ბებიაზე ასაკით უფროსი იყო. მამაჩემის დედულეთია სოფელი ჭყვიში. ქურციკიძეების სამ თაობას მამა სიმონის, მამა ანტონის და მამა თომას მადლი დღემდე მოგვყვება.

ლაბეჭინის მონასტერი
სოფელ ლაბეჭინის (დღეს უკვე ნასოფლარი) ზემოთ დგას XIII საუკუნის ბაზილიკური მთავარანგელოზთა ეკლესია. უწინ აქ დიდი მონასტერი ყოფილა. ეკლესია აუგია მონასტრის წინამძღვარს გაბრიელ ლაბეჭინელს მიწისძვრით დანგრეული ძველი ტაძრის ადგილას. მისი ანდერძი მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს იმდროინდელი საეკლესიო-სამონასტრო მოწყობის შესახებ.

ლევან ფრუიძის წიგნში, "სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი", ვკითხულობთ: "ლაბეჭინა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი უძველესია, მდებარეობს მდინარეების - ასკისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ლაბეჭინის სერის კალთაზე. ეს სერი, გველთავთან ერთად, რაჭისა და ლეჩხუმის ბუნებრივი საზღვარია. გაბრიელ ლაბეჭინელის ანდერძით ცნობილია, რომ ლაბეჭინის ეკლესია XIII საუკუნეშია აგებული, ხოლო მის კედლებში ჩატანებული ჩუქურთმიანი და წარწერებიანი ქვები ძველი, დანგრეული ეკლესიისა დათარიღებულია X-XII საუკუნეებით.

საგულისხმოა, რომ "ლაბეჭინელობა" ტრადიციადაა ქცეული და ლაბეჭინის მონასტრის წინამძღვარი თავის შემცვლელ ლაბეჭინელს თვითონვე ზრდიდა.

მონასტერს დიდი მეურნეობა ჰქონია - "ურიცხვი" ადგილ-მამული, როგორც ძველი, ისე გაბრიელ ლაბეჭინელისგან ახალშეძენილი. მეურნეობა და ნაგებობები ჰქონია აგრეთვე რაჭის სოფლებში - კვირიკეწმინდასა და ზემო აგარაში, ხოლო ქვემო აგარაში - "საპირუტყვო" სახლი.

გაბრიელ ლაბეჭინელის ანდერძი მიგვანიშნებს, რომ ლაბეჭინის მონასტერი და სოფელი ლაბეჭინა განვითარებულ საშუალო საუკუნეებში რაჭა-ლეჩხუმის ერთ-ერთი სასულიერო და კულტურულ-სამეურნეო ცენტრი იყო - სამონასტრო მეურნეობა-მემინდვრეობის, მევენახეობა-მებაღეობის, ხელოსნობის, კალიგრაფია-მწიგნობრობის, მწერლობის, ხელოვნების, მხატვრობის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, ჭედურობის. საერთოდ ამ მთიან მხარეში კულტურული ცხოვრება ჩქეფდა.

ლაბეჭინის მონასტერს უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომელიც XIII საუკუნეში მიწისძვრის გამო დაზიანებულა. ტაძრის ხელახლა ამშენებელი გაბრიელ ლაბეჭინელი შთამომავლობას ამცნობს: "მოვასხენ მწერალნი და დავწერნე ერთი დიდი ნეტაფრასი და ერთი სვინაქსარი, ერთი მარხვანი, ერთი საწინასწარმეტყველოი, ერთი პირველი ხმაი პარაკლიტონი, ცხრაი თუე, ერთი სტოდიელი, ერთი ნიკოლოზის ცხოვრებაი და დიმიტრის წამებაი შესხმად და კონდაკ-სამსგეფსოდ. ამის ყოვლისა ფასი ჩემი გამიცემია".

KARIBCHEმონასტერი სამეფო იყო, ისევე როგორც მახლობლად მდებარე ჭყვიშის გრანდიოზული ციხე, რომელიც ლაბეჭინის საუნჯესაც დარაჯობდა და ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვასთან დამაკავშირებელ უმოკლეს მაგისტრალსაც კეტავდა. მონასტერში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, სწავლულები ღმერთის სახელით ხალხს ასწავლიდნენ ზომიერებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სწავლა-აღზრდისა და სასკოლო საქმიანობაში მონასტრების მნიშვნელობა. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ლაბეჭინელ მოხუცთაგან ბევრს ახსოვდა, რომ ჭყვიშის, ღებისა და ასკის ხეობის ახალგაზრდობა სწავლა-განათლებას ლაბეჭინის ეკლესიის სკოლაში იღებდა.

როცა სამეფო ხელისუფლება დასუსტდა და საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება გარდაუვალი გახდა, ლაბეჭინის მონასტერი ინასარიძეებმა საძვალედ გაიხადეს და სოფელ ლაბეჭინასაც დაეუფლნენ. ადრე ლაბეჭინა სამონასტრო სოფელი უნდა ყოფილიყო, ხოლო ამ სოფლის მკვიდრი ჯინჭარაძეები - სასულიერო გლეხები.

გიორგი (თვალია) ინასარიძის გარდაცვალების შემდეგ (XVIIIს.) მონასტერი თანდათან დაკნინდა. სამეგრელოს მთავართა ახალმა დინასტიამ მას საირმის უდაბნოს განახლებული მონასტერი დაუპირისპირა. საბოლოოდ, დადიანებმა 1766 წელს ლაბეჭინის საწინამძღვრო ეკლესია, თავისი მრევლითა და ადგილ-მამულით, ამ განახლებულ ლავრას შესწირეს. რადგანაც ლაბეჭინის მონასტერი ოდესღაც სამეფო იყო, დადიანებს კი თავიანთ სამფლობელოში მეფის საკუთრებისა და სახელის აღმოფხვრა სურდათ, მიაღწიეს კიდეც.

როგორც ირკვევა, ინასარიძეთა სოფლები და მამულები თანდათან დადიანებმა დაიკავეს, ჭყვიშის სამეფო ციხესაც დაეუფლნენ და ლაბეჭინის მონასტერიც გააუქმეს".

პატარა ონი
სოფელში ნიკორწმინდის გავლით მოხვდებით. სოფელში ორი ეკლესიაა - რაკვეთის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგისა. პატარა ონში ტკბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. როგორც ყველგან, აქაც მოზამთრეთა იმედადაა დარჩენილი სოფელი.

KARIBCHE- პატარა ონი ძალიან მადლიანი და კარგი სოფელია. ჩვენთან ორი მოქმედი ეკლესიაა. ორივეგან მამა ლაზარე წირავს ხოლმე, - მიამბობს ქეთევან ისელიძე, - მოსახლეობაც საუკეთესოა. ძალიან გვინდა, აქ მუდმივი წირვა-ლოცვა აღესრულებოდეს. ყველას გვწყურია ღვთის სიტყვის მოსმენა.

ამ მთიან სოფელში ცხოვრობენ ჭელიძეები, გაგოშიძეები, დვალები, თვალჭრელიძეები, ინასარიძეები. რაჭაში ყველაზე მეტი მოსახლე ლუხუნის ხეობასა და მერე პატარა ონშია. თანაც მორწმუნენი არიან. წმინდა გიორგის უძველესი ტაძარი რამდენიმე წლის წინ განაახლა ჩვენი სოფლის შვილმა გია ხმელიძემ, ტაძრის შემოგარენიც მოაწესრიგა. მთელი გულით რომ გააკეთა, ალბათ იმიტომაც არის ასე ლამაზად შემკული. ჩემი სახლის ქვეშ მიედინებოდა წყალი. მას იორდანეს ეძახდნენ. ბებიისგან მახსოვს, რომ ეს წყალი კურნავდა ადამიანებს, ცხოველებს. დროთა განმავლობაში გაქრა... ჩვენს სოფელში პატარა ტაძრის ნანგრევია, რომელსაც დედა ღვთისას ვეძახით. პატარა ონის მოსახლეობა სასმელად ბინულ (მიწიდან გამომავალ) წყალს იყენებს. ჭირს ცხოვრება, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველანაირ დაბრკოლებას ვძლევთ. პირადად მე მამა დავით გეგეშიძის სულიერი შვილი ვარ, ბარაკონის ტაძრის მრევლი. ეკლესიასთან სიახლოვე ძალიან მეხმარება პრობლემების გამკლავებაში. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, ახლა ამბროლაურის მირქმის სახელობის ტაძარში მესანთლე და მგალობელი ვარ. ადრე ბარაკონის ტაძარში მედავითნე და მგალობელი ვიყავი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

- ქეთევან, როგორ დაიწყე ეკლესიური ცხოვრება?

- ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარე. დედის გარდაცვალების დროს მოუნათლავი ვიყავი. სამწუხაროდ, დედაც მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან. ბავშვობაში დედას კი დავყავდით ეკლესია-მონასტრების მოსალოცად, მაგრამ... მისი გარდაცვალება ჩემმა ოჯახურმა ტრაგედიამ გამოიწვია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ჩემს შვილთან ერთად თვითმკვლელობასაც ვფიქრობდი. მაშინ წლის და ხუთი თვის იყო ჩემი გოგონა. ერთხელ, დამწუხრებულმა გზაში წმინდა გიორგის მედალიონი ვიპოვე. მას ხუცურად ეწერა: "უფალო, შემიწყალე". ვიფიქრე, რომ უფალი ჩემთან იყო. იმ დღიდან სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. 9 აგვისტოს, წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს, შვილთან ერთად მოვინათლე. პატარა ონში, ჩემი სახლის წინაც წმინდა გიორგის ტაძარია. ვმადლობ წმინდა გიორგის, რომ ტაძარში მომიყვანა. ჩემთვის არ არსებობდა ავდარი. სუსხიან ზამთარში შვილთან ერთად დავადგებოდი ბარაკონის გზას. ოჯახში დიდ წინააღმდეგობასაც წავაწყდი. სახლის კარებსაც კი მიკეტავდნენ. მამა დავითის ლოცვა-კურთხევით, ბინა ვიქირავე. ღვთის წყალობით, მე და ჩემი შვილი ასე ვცხოვრობდით. ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი ტაძარში, ვიყავი მესანთლე, სანთლებს ვქნიდი, ვგალობდი. 2000 წელს გაიხსნა ამბროლაურის მირქმის სახელობის ტაძარი და მეუფე ელისესა და მამა დავითის ლოცვა-კურთხევით, აქ ვარ. მესანთლეობასთან ერთად გალობასაც ვითავსებ. როცა აქ არ ვარ მორიგე, ბარაკონში მივდივარ. ბარაკონი ჩემი და ჩემი შვილის აკვანია, დედა ღვთისმშობელი კი ჩემი დედაა. ვმადლობ უფალს, რომ მრავალი განსაცდელი დამათმენინა.
KARIBCHE
ორი წლის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე. ერთი თირკმლის ოპერაციაც გავიკეთე, მეორე თირკმელში სასწაულებრივად გამიქრა კენჭები. საოპერაციოდ რომ გავდიოდი, მოძღვარი გადამსახავდა პირჯვარს და ყველაფერი კეთილად მთავრდებოდა. უფალი მეწევა ყველა საქმეში. მიხარია ისიც, რომ ჩემი შვილიც ღვთის გზას ადგას. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, როცა ეკლესიაში მოვდივარ. ყოველი დილა იწყება იმით, რომ თვალის გახელისთანავე ვხედავ უფალს, დედა ღვთისმშობელს, წმინდა ნიკოლოზს, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს. მამა დავითის ლოცვა-კურთხევით, სეფისკვერს ვაცხობ.

- ამბროლაურშიც შენდება ხომ ტაძარი?

- მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, შენდება ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, თუ არ ვცდები, ჩვენი დეპუტატის გოჩა ენუქიძის შემწეობით. მოძღვარი, მამა მირიან მესხაძე რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო. მამა მირიანს დარჩა მეუღლე. ლელა ჭრებალოს სკოლის დირექტორია. მთელ ეპარქიას სწვდება მისი მადლიანი ხელი. ეს ადამიანი არსებობს იმისათვის, რომ ხალხს დაეხმაროს.

მეჭვრეთის მონასტერი
იყო დრო, მეჭვრეთის დიდ მონასტერში მრავალრიცხოვანი ქართველი ბერი რუდუნებით აღასრულებდა უფლისა და ქვეყნის სამსახურს. ნამონასტრალი ცხადყოფს, რომ ოდესღაც სასულიერო ცხოვრების მნიშვნელოვანი კერა ყოფილა.

სოფელ ლიხეთში აღმოჩნდა ანტიკური ხანის სამარხი, სადაც სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა კოლხური თეთრის მონეტა. მიკვლეულია ფეოდალური ხანის მადნის სადნობი ღუმელი.

მეჭვრეთის მონასტრის წმინდა გიორგის ძველი ტაძარი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება და ერთ-ერთი უძველესია რაჭაში. ამჟამად ეკლესიის კედლების ნაწილია შემორჩენილი. XX საუკუნის 20-იან წლებში გიორგი ბოჭორიძე წერს: "მეჭვრეთის ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს მდინარე ლუხუნის ხეობაში, სოფელ ლიხეთის ჩრდილოეთით 1 ვერსზე, ხევების - სერულისა და ხეორის შესართავთან, გორის დაბალ კალთაზე ბუნებით მშვენიერ ადგილას!

ეკლესია ერთნავიანია. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს გალერიები. დღეს შენახულია მხოლოდ ეკლესიის კედლები და ჩრდილოეთი გალერია, დაზიანებული თაღით, დანარჩენი ნაწილისა კი ნაგრევებიღა მოჩანს.

ეკლესია დაუზიანებიათ 1929 წელს. იგი უნგრევიათ და მისი მასალა უზიდიათ ლიხეთის სკოლის ასაშენებლად.

ეკლესიასთან ახლოს არის დიდი შენობის ნანგრევები, სადაც ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. ჩანს, ძველად აქ მონასტერი ყოფილა.

ეკლესიასა და სხვა შენობებს გარშემო გალავანი ჰქონდა. აქვე არის დიდი ხნის ტყე, რომელსაც ურევია ბზის ხეებიც".

შემორჩენილი ნაშთების მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა, აქ გვიანფეოდალურ ხანაშიც ემოღვაწათ ბერებს.

მეჭვრეთის მონასტერი რაჭაში ერთ-ერთი ძველი სავანე უნდა ყოფილიყო. იმედია, მასაც გამოუჩნდება მზრუნველი ხელი და მეჭვრეთი კვლავ დაიბრუნებს სიდიადეს.
ბეჭდვაელფოსტა
17.11. 2015
Tea
მიყვარს რაჭა და რაჭველები!!! თეა ჭელიძე ხონჭიორიდან
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat