ალგეთის ხეობა
ალგეთის ხეობა
ვიდრე თეთრიწყაროს რაიონს მიუახლოვდები, მანამდე ალგეთის ხეობის რამდენიმე სოფელი უნდა გაიარო: კოდა, მუხათი, ასურეთი... მათ შესახებ გზადაგზა გესაუბრებით. თითოეული მათგანი საოცრად ლამაზია. ოდნავ მოშორებითაა სოფელი ჭივჭავი. ის უკვე გაგაცანით და ახლა ამ სოფლის სულიერი კერა, მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი უნდა მოგატაროთ. ტაძრის წინამძღვარი, მამა ლაზარე (გელაშვილი), ორ ბერთან, მამა ნიკოლოზსა და მამა პავლესთან ერთად აქაურებს სულიერად ძალიან ანუგეშებს. ვიდრე მათთან საუბარს შემოგთავაზებთ, ერთი ძიაკაცი მინდა გაგაცნოთ. მითხრეს, სოფლის თუ ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ რაც უნდა ჰკითხო, პასუხს არ დაგიხანებსო.

ბატონი ზაქრო გიგაური ჟურნალ "კარიბჭეს" თურმე კარგად იცნობს. ჩემი სტუმრობა ესიამოვნა. ენაწყლიანი მოსაუბრეც გამოდგა:

KARIBCHE- პაპაჩემის პაპა მთიდან ჩამოვიდა კასპის რაიონის სოფელ ბუბათში. მერე ორბეთში იყიდეს მიწა. მე იქ დავიბადე. მერვე კლასამდე ორბეთში ვსწავლობდი, მანგლისში კი საშუალო სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. პროფესიით რადიოინჟინერი გახლავართ. ექვსი თვე რიგის რადიოქარხანაში ვიმუშავე. დავბრუნდი და თეთრიწყაროს რაიონში პედაგოგობა შემომთავაზეს.

წინათ ამ რაიონში სამოცამდე ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ჩინელიც კი! რუსულ სკოლაში 1800 მოსწავლე იყო. ქართული სკოლა არ გვქონდა. 65 ქართველი ბავშვი ინტერნატში იყო შეყუჟული. თანდათან მომრავლდა ქართველობა და სკოლაც გაიხსნა. ფიზიკას ვასწავლიდი ამ სკოლაში... ჩვენს მხარეს მრავალი ბრძოლა გადაუტანია, ამიტომაც დაიცალა ქართველებისგან. 186 სოფლიდან 83 სოფელიღა გადარჩა. როგორც ჩანს, მოსახლეობა მტრის შემოსევებმა აყარა და წინაპართა საფლავები და მამაპაპეული კერა დაატოვებინა. აქ არის დიდგორი, მარაბდა, ფარცხისი, სამშვილდე, სამღერეთი. აქვეა სოფელი ჭივჭავი. ამ გაუდაბურებულ ნასოფლარში სვანები ჩამოასახლეს. უნდა ჩამოსახლებულიყო 840 ოჯახი, 3000-მდე სული. მათთვის შენდებოდა 7 სოფელი. მესტიის რაიონის მოსახლეობისთვის - ხაიში, დიდგორი, დასახლებები შავსაყდართან და ჩხიკვთასთან. ლენტეხის მოსახლეობისთვის - გოლთეთი, ჭივჭავი. დღეს თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს სვანეთიდან გადმოსახლებული დაახლოებით 457 ოჯახი 1700-მდე სულით.

სოფელ დიდგორში ცხოვრობენ ბეჩოდან, ცხუმარიდან, ეცერიდან, ლენჯერიდან, მესტიიდან ჩამოსახლებული კვიციანები, არღვლიანები, საღლიანები, გერლიანები, აფრასიძეები, ფარჯიანები, გულედანები, ჯაფარიძეები, სუბელიანები... სოფელ ხაიშში ცხოვრობენ - ლახამულის, ხაიშის, მესტიის, ბეჩოს, ეცერის, წვირმის, მულახის, ლატალის სოფლებიდან ჩამოსახლებული ჭკადუები, კვანჭიანები, კვიციანები, ჟორჟოლიანები, გირგვლიანები, წერედიანები, ნიგურიანები და სხვა. სოფელ ჩხიკვთაში ცხოვრობენ: გაბულდანი, შუკვანი, ხორგუანი, ჩხვიმიანი, ფილფანი, კვიციანი და სხვა. სოფელ შავსაყდარში: ცინდელიანი, ჩხვიმიანი, კვიციანი, ხორგუანი, აფრასიძე.

სოფელ ჭივჭავში ლენტეხის სოფლების: ლეუშერის, მუნდის, ჩუკულის, ტვიბის, მჭველერის, მელედის მკვიდრი ავალიანი, ბაბლუანი, გარდაფხაძე, გასვიანი, გველესიანი, გულბანი, ზურებიანი, კვასტიანი, ონიანი, ლიპარტელიანი, ჩარკვიანი, მუკბანიანი, ჩეგიანი, ხაბულიანი, შავრეშიანი, ჩარკვიანი, ხაჭვანი, ხვისტანი სახლობენ. ჭივჭავში ერთ-ერთი პირველი ჩამოსახლდა ვიქტორ გარდაფხაძის ხუთსულიანი ოჯახი.

ჭივჭავი ფრინველია და ალბათ აქედან მოდის სოფლის სახელიც, - განაგრძობს საუბარს ბატონი ზაქრო, - ძალიან ბევრი სახელოვანი ადამიანი გვყავს. ჩვენი მხარე ისტორიული ძეგლებითაც მდიდარია. 400-მდე ტაძარია, მაგრამ აღრიცხული მხოლოდ 275-ია. ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი და მომავალ თაობას ელის.

ძალიან გვიჭირს, უმუშევრობამ მოგვიღო ბოლო. სოფლის მეურნეობა მოიშალა. კაცი თბილისში რომ წავა სურსათის ჩამოსატანად, ამაზე დიდი უბედურება რაღა გინდათ... იმედითღა ვცხოვრობთ...

სოფელ ჭივჭავის მოძღვარნი
თეთრიწყაროში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდით წმინდა გიორგის ტაძარიც დგას. მოძღვარი, მამა გაბრიელი (მურვანიძე), ფიტარეთის მონასტერში ბრძანდებოდა.

KARIBCHEჭივჭავისკენ გავწიე. შევხვდი და ვესაუბრე მამა ლაზარეს, მამა ნიკოლოზს და მამა პავლეს.

მამა ლაზარე: - ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, მოძღვარი გავმხდარიყავი. მამა ამბროსის, თელეთის მონასტრის არქიმანდრიტის, კურთხევით მეუფე ანანიას ეპარქიაში გადმოვედი. მეუფის მორჩილებაში ვიყავი და 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, ჭივჭავის ტაძრის კურთხევის დღეს, მღვდლად დამასხეს ხელი. მას შემდეგ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ვწირავ.

ღმერთი ყველა ადამიანს ანახებს სწორ გზას - როგორ იცხოვროს ღვთისთვის სათნოდ. ყოველ კაცს აქვს თავისუფალი ნება და თავად ირჩევს - რომელ გზაზე წავიდეს. უფალი ამბობს, - სწორია ჩემი გზა, ვინც უფლის გზით ივლის, ის გადარჩება. მრუდე გზით მავალი ყოველთვის ხრამში იჩეხება. ვინც ქრისტიანულ, უფლის გზაზე მიდის, სიმშვიდესა და ცხონებას მიიღებს. ამქვეყნიური ცხოვრების მიზანი ხომ ცხონებისკენ სწრაფვაა. ვინც ეკლესიის გარეთაა და არ ცხოვრობს ღვთიურად, ვურჩევ, იაროს ტაძარში, დაუბრუნდეს უფლის გზას. მაცხოვარი იესო ქრისტე ყველა ადამიანს მოუწოდებს და გულის კარზე უკაკუნებს, რათა თითოეული ჩვენგანის გულებში დაისადგუროს.

ქართველი კაცი გონიერია და მწამს, ყველა ერთად მივალთ დედაეკლესიაში და საქართველო ასე გაბრწყინდება.

როცა მოძღვრად მაკურთხეს, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. გარკვეული შიშიც გამიჩნდა ამ პასუხისმგებლობისა. სულიერი შვილების დამოძღვრა ძალიან რთულია. ყოველი ადამიანის სული გაბარია და უნდა ცდილობდე, რამე არ აწყენინო შენს მრევლს, არ დააბრკოლო თუნდაც ქცევით და ცხოვრების გზაზე უწინამძღვრო. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა ჩაგვაბარა სამწყსო. ბერი პაისი ამბობს: მღვდელი იმიტომ არ გავხდი, რომ ხალხს კარს ვერასოდეს დავუკეტავდიო. მოძღვარმა ხელი უნდა გაუწოდოს, ვისაც სულიერი და ხორციელი დახმარება სჭირდება.

მადლობა ღმერთს, ჩვენს ეპარქიაში შენდება ტაძრები და სულიერი ცხოვრება ვითარდება. მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით, აშენდა ჭივჭავის მთავარანგელოზთა ტაძარი. ძალიან მიხარია, რომ ამ სოფელში მიწევს ღვთისმსახურება. ჭივჭავში უსაყვარლესი, ვაჟკაცობითა და ღვთის სიყვარულით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს.

უწმინდესისა და მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით, მანგლისის ღვთისმშობლის ხატი შემოვატარეთ ჩვენს ეპარქიაში და ბევრი სასწაულიც გვანახა. ჭივჭავის მეზობელ სოფელ ალექსეევკის ძველ ტაძარში რომ შევაბრძანეთ, იქაურ ხატებს მირონი ჩამოუვიდათ. ტაძარში მყოფი ერთი ბავშვი ცუდად გახდა. როგორც გავარკვიეთ, მოუნათლავი ყოფილა. იმ ღამეს მოვნათლეთ და გამოკეთდა კიდეც. მანგლისის ღვთისმშობლის ხატს მირონი წამოუვიდა გზაში, მოლოცვის დროს. მრევლი სიხარულით ეგებებოდა დედა ღვთისმშობელს. ხატმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი სოფლები.

ღვთისმშობლის ხატის მოლოცვის დროს ჩვენს ეპარქიაში ბრძანდებოდა მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა). დიდგორში მეუფეებმა გადაწყვიტეს, თევდორე მღვდლის წამების ადგილას თევდორე კველთელის სახელზე ტაძარი აიგოს. ჩემი ხელის ჯვარი დავასვით იმ ადგილას. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლითა და თევდორე მღვდლის ლოცვით იქ ტაძარი აშენდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.

ბერი ნიკოლოზი (კუპრაშვილი): - მეუფე ანანიას და თელეთის ტაძრის წინამძღვრის, მამა ამბროსის ლოცვა-კურთხევით ამ ეპარქიაში გადმოვედი. ეკლესიური ცხოვრება ქუთაისში დავიწყე. მამა ილიამ გვაზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. ჯერ ჩემი ძმა, ახლა უკვე მამა პავლე, წამოვიდა თელეთის მონასტერში სულიერი მოძღვრის კურთხევით, რამდენიმე თვის მერე მე ჩამოვედი. შობის მარხვა მონასტერში დავყავი, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა მონასტერში დარჩენა. ჩემი ადგილი აქ ვიპოვე. აღვიკვეცე ბერად. თელეთში დაახლოებით 7 წელი ვიცხოვრე.

ვცდილობთ, დავიცვათ მონასტრული ტიპიკონი. ბერობა რთულია და ტკბილიც. ბერობა ცხოვრების წესია. დედაეკლესიის და მოძღვრის მორჩილი უნდა იყო. მორჩილება უდიდესი სათნოებაა. მორჩილება გვმართებს სასულიერო პირებსაც და ერისკაცთაც. შვილი მშობელს უნდა დაემორჩილოს, მორჩილი - მოძღვარს და ასე შემდეგ.

KARIBCHE

მამა ნიკოლოზი, მამა ლაზარე და მამა პავლე მრევლთან ერთად

ჭივჭავში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი მოსახლეობის პატივისცემა. აქაურები ღვთის სიყვარულით ცხოვრობენ. სვანები ხომ მძიმე პერიოდში სათუთად უვლიდნენ სიწმინდეებს. ტრადიციას არც ამჟამად ღალატობენ და სითბოსა და სიყვარულს ყოველ წუთს ამჟღავნებენ ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

ბერი პავლე (კუპრაშვილი): - როდესაც ადამიანი მონასტერში მიდის, თავიდან იბადება. მისთვის ყველაფერზე მაღლა უფალი დგას. თუკი მოგვენატრება ხორციელი მშობლები, უნდა ვილოცოთ და ღვთის მადლით კარგად იქნებიან. თუ მოყვასი არ გიყვარს, ბერი ისე ვერ გახდები. ღვთის სიყვარულის შემდეგ უპირველესი მოყვასის სიყვარულია. უფალი თავად ირჩევს ადამიანს - ვინ რა გზას გაჰყვეს. მადლობა ღმერთს, რომ უფალმა ბერული ცხოვრება მარგუნა - ბერობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

ბერის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. უფრო მეტად იწირავს უფალი სქემაში მყოფი ბერმონაზვნის ლოცვას. როგორც შემიძლია, ვლოცულობ ყოველი კაცისთვის.

ღვთის სიყვარული დედამ დაგვანახა. მე და ჩემი ძმა, მამა ნიკოლოზი, ხშირად დავყავდით მოწამეთის მონასტერში. იქ ერთი ბერი, მამა გაგი წირავდა. კომუნისტების პერიოდში, მოგეხსენებათ, სასულიერო პირების ნაკლებობა იყო. ვუყურებდი მამა გაგის და გამიჩნდა სურვილი ბერული ცხოვრებისა. ზამთარ-ზაფხულ მონასტერში ხშირად ფეხით დავდიოდი. ძალიან მიყვარდა იქაურობა და უფალიც ძალას მაძლევდა, მივახლებოდი სიწმინდეებს.

KARIBCHEჩემი მოძღვრის, მამა ილიას ლოცვა-კურთხევით, თელეთში მამა ამბროსისთან მივედი. სამი წელი მორჩილებაში ვიყავი, მესამე წელია, ბერი ვარ. ბერად აღკვეცის შემდეგ უხილავი მადლი შემოვიდა ჩემში. დღეს ჭივჭავში ვმსახურობთ მამა ლაზარესთან. ღვთის შეწევნით, მონასტრის დაარსებაც გვინდა. ვკითხულობთ ცისკრის, მწუხრის ლოცვებს. პარაკლისებს ვიხდით. ყოველდღიურ ლოცვებს მრევლიც ესწრება და ასე, ლოცვით ძლიერდება სოფელი.

მუხათი
ეს პატარა სოფელი ასურეთსა და კოდას შუა მდებარეობს. გულიანი ხალხითაა დასახლებული. სოფელში ჭკვიან კაცს რა გამოლევს. კოდის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი ბაღიაურის ლოცვა-კურთხევით და მისი სტიქაროსნების დახმარებით ერთ ტკბილ და თბილ ოჯახს ვესტუმრე. წლების განმავლობაში ბატონი გიორგი მურადაშვილი კოდის სკოლის დირექტორი იყო, ახლა მხცოვანი ოჯახში ტრიალებს. ბევრი რამ გავიგეთ ამ ადამიანისგან. მან გვიამბო თბილისიდან მუხათში გამოთხოვილ გმირ ანა ბაჯიზე (ბაჯიაშვილი).

დღეობის ჭიდაობაზე თელეთელ ფალავანს, გიორგის, მუხათელი სიმონა წაუქცევია. ამის შემდეგ მუხათელებს ვეღარ გაუბედავთ საჭიდაოდ გასვლა. ახლობლების დაუკითხავად წრეში ანა ბაჯი შესულა და ზედიზედ დაუმარცხებია ის თელეთელი გიორგა, ვაშლოვნელი ივანე, დურნუკელი ბერუა, ბორბალოელი სოსია, ქიზიყელი შაქრუა, კუმელი ყასაბი თედო...

"დაიშალა ჭიდაობა,
ხალხი ჰკვირობს ყოველია,
იმ დღეს ოცდაორი დასცა,
არვის არ ჰქონდა ფერია..."


წერს იეთიმ გურჯი პოემაში "ანაბაჯია". იეთიმ გურჯი თურმე ხშირად დადიოდა დედულეთში, მუხათში, და ანა ბაჯის ლექსიც აქ დაუწერია. ამ ქალის სახელი პირველმა მისმა თანამედროვემ, საიათნოვამ ახსენა. ანა ერეკლეს თანამედროვე იყო. მამაცობისთვის მისთვის წარწერიანი ვერცხლის ხმალი უჩუქებია მეფეს.

ყეენობა დღეს თბილისში, თათრის მოედანზე, ვინმე სოლოღას თურმე კამეჩები დაუფრთხა, პირუტყვს ხალხი უმოწყალოდ გადაუჯეგავს. ამ დროს გამოჩენილა ანა ბაჯი და დაუკივლია შეშინებული ბიჭებისთვის: "მხდალი, ლაჩარი, მშიშარა არ იყოს ქართველ ერშიაო". სახრე მოუმარჯვებია და გაგიჟებული კამეჩები გაურეკავს მინდვრიდან. ვაშლოვნელი თამარის გამტაცებელ თათრებს აბჯარასხმული ანა ბაჯი მარაბდის ბოლოს დასწევია, გამტაცებლები ამოუხოცავს და ქალი მშობლებისთვის დაუბრუნებია...

ანას სამი შვილი ჰყოლია - ერთი ქალი და ორი ვაჟი. მის ქმარს, გიორგის, და ნათესავებს ანას გმირობის გამო ბაჯიაშვილების გვარი მიუღიათ. სავარაუდოდ, ანა ბაჯი 42 წლისა მუხანათურად მოუკლავთ. მისი ნეშტი მუხათის წმინდა გიორგის ეკლესიის ახლოს განისვენებს.

"ამ სოფელში მუხნარი ყოფილა და სახელიც ამიტომ დარქმევია, - გვეუბნება ბატონი გიორგი, - მუხა დღესაც ხარობს ჩვენში. ზოგიერთ სოფელს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვითაც აქვს მიღებული სახელები. მაგალითად, ერთ-ერთს ნეაზალიას წილი ჰქვია - თათრული სახელი. მარნეულის ცენტრალურ გზას სათათროს ეძახიან.

მუხათში, გადმოცემით, მოსახლეობა სოფელ ღოუბნიდან გადმოსულა.

KARIBCHEაქ იდგა წმინდა გიორგისა და დედა ღვთისმშობლის ტაძრები. მახსოვს, დიდი ქვის გალავანი ერტყათ. ტაძრის ახლოს სენაკებიც იყო მლოცველთათვის. კომუნისტებმა ყველაფერი დაანგრიეს. გალავნის ნაშალით საქონლის ფერმა ააშენეს. კოდის წმინდა ნინოს ეკლესიაში კი ხან ავტოსკოლა იყო, ხანაც - კლუბი. მუხათში გრიგოლ ორბელიანის გამოყვანილი წყარო მოედინება. გრიგოლი თავის დას, ეფემიას, წერდა, - კოდის წყარო უკვე დავამთავრე, მუხათის წყაროსთვის შეიძლება ფული დაგაკლდეს, პროცენტით აიღე და ჩამოსვლის შემდეგ გაგისწორდებიო (იმხანად გრიგოლ ორბელიანი შამილს ებრძოდა დაღესტანში). ჩვენმა ხალხმა გამომყვანის უკვდავსაყოფად წყაროსთან პატარა ფირნიში დაამაგრა. წინათ ამ წყაროს ბრინჯაოს მილები ჰქონდა. ერთი მოტეხილი ყოფილა. რუსის ჯარი შემოსულა მუხათში და ცხენს ტორით ჩამოუტეხია.

შარშანდლამდე, 30 წლის განმავლობაში, კოდის საშუალო სკოლის დირექტორი გახლდით. ჩემი დაკვირვებით, ახლანდელი თაობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ეკლესიისკენ შემობრუნდა. ოდესღაც პარტიის წევრი ვიყავი და მოსწავლეებს ტაძარში სიარულს ვუშლიდი... ტაძრის გალავნის ნანგრევებით აშენებულ ფერმებს დიდი დღე არ ჰქონია, მთლიანად დაინგრა. დამანგრევლებს კი ცხოვრება უკუღმა წაუვიდათ - გაპარტახდნენ. დღეს შეიცვალა მდგომარეობა, მეც შევიცვალე. შეიძლება აქტიურად ვერ დავდივარ ტაძარში, მაგრამ რწმენა არ დამიკარგავს. ჩემი მეუღლე ეკლესიურად ცხოვრობს და წირვა-ლოცვაზე მუხათიდან კოდაში ფეხით დადის ხოლმე.

ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებამ სიცოცხლე შემოიტანა ჩვენს სოფლებში და უფრო გაგვიძლიერა რწმენა, ღვთის სიყვარული.

მუხათში სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს: მურადაშვილები, ბაჯიაშვილები (ამ გვარისანი ცნობილი მკურნალები იყვნენ. მათმა შთამომავლობამ მიივიწყა ტრადიცია, ერთადერთი ცნობილი ექიმი - გულიკო ბაჯიაშვილია), ახუაშვილები, მიქოლაშვილები, მათიაშვილები... ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული გვაქვს, მტრობა და შუღლი ჩვენგან შორსაა. მუხათში 160-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელი არც მუხათელებს და არც კოდელებს არ მიუტოვებიათ. ძირითადად მესაქონლეობით ვირჩენთ თავს. გვიჭირს, მაგრამ მომავლის იმედი არ დაგვიკარგავს".

საუბარში ბატონი გიორგის მეუღლე ჩაგვერთო: - ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო. პაპაჩემი და ბებიაჩემი დილით ისე არ გამოვიდოდნენ გარეთ, რომ პირჯვარი არ გამოესახათ. სადილს პირჯვრის გადაწერის გარეშე პირს არ დააკარებდნენ. მარხვას ინახავდნენ, ჭიქა ღვინით, მჭადით და მწვანილით გაჰქონდათ თავი. ღამესაც ათენებდნენ. პატარა ბავშვი უკან მივდევდი ხოლმე პაპაჩემს. 73 წელს მივუახლოვდი, მარხვას ვიცავ, კოდაში ფეხით დავდივარ წირვაზე. ამ აწეწილ წუთისოფელს მხოლოდ ღვთის რწმენა და ეკლესია გადაარჩენს.

დღესასწაულების მოახლოება განსაკუთრებით მახარებს. მოსალოცად დავყავართ ხოლმე მამა გიორგის. ამით მრევლი უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ხშირად მსმენია, სოფელში მეტი საქმეა და უდროობის გამო ტაძარში ვერ დავდივართო. ჩემზე დატვირთული ვიღა უნდა იყოს - საქონელიც ბლომად მყავს. ოჯახის საქმეს, ღვთის მადლით, წირვა-ლოცვას მშვენივრად ვუთავსებ. თუკი გწამს, ძალაც გეძლევა.

KARIBCHEკოდა
1893 წლის გაზეთი "ივერია" წერს: "მთელს საქართველოში არც ერთის მხარის ქართველობა არ არის ისე უპატრონოდ დატოვებული, როგორც ალგეთის ხეობა. ამ ხეობაში მრავალი სოფელია ქართველთა მიერ დასახლებული. მღვდელი არა ჰყავთ, თავის დროზე ქრისტიანულ წესს ვერ ასრულებენ და ძველი ქართული ეკლესიები სხვა ტომმა დაისაკუთრა. სკოლები ხომ მთელს ამ მხარეში არსად მოიპოვება". როგორც ჩანს, ამ მხარის მკვიდრნი მართლმადიდებელი მოძღვრებისა და ქართული ეკლესიის არსებობის საჭიროებას ხედავდნენ, იცოდნენ, რომ ტაძრების ამოქმედებით და მოძღვრის ქადაგებით ქართული სული, ჯიში გადარჩებოდა. მადლობა ღმერთს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მრავალი ეკლესია-მონასტერი ამოქმედდა. მეუფე ანანიას ძალისხმევით ალგეთის ხეობის მკვიდრნი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებიან. ღვთის სიტყვა გაისმის ხეობაში.

სოფელ კოდაშიც კარგა ხნის შემდეგ ამოქმედდა წმინდა ნინოს ტაძარი და ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო ღვთისმსახურებაზე სიარული.

წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი ბაღიაური, აქ ყველას უყვარს. წირვაზე თავად ვნახე კოდელების ერთგულება. კოდის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ ბატონმა ზაალ ლევანიძემ მიამბო:

- აქ ჩამოსახლებამდე ცოტა მოშორებით, ნუკრიაანთ წყაროსთან ვცხოვრობდით თურმე. მერე აქ წყალი გაჩენილა და გადმოვსულვართ კიდეც. ეს საყდარი კოდელ თავად საგინაშვილებს აუშენებიათ. 1878 წელს საგინაშვილებთან ერთად აქ ცხოვრობენ: ირემაშვილები, ჯავახიშვილები, ფოჩიკაშვილები, ლევანიძეები. პაპაჩემის მამა თავად საგინაშვილების მოურავი ყოფილა. მათ აქვე ჰქონდათ ბაღები, თავიანთი წყარო, ორსართულიანი სახლი. ვაშლოვანშიც ჰქონიათ მიწა. დღეს აღარაფერია შემორჩენილი. კომუნისტების "წყალობით" ეს ტაძარი გაპარტახებული იყო. კოდისა და ვაშლოვნის მიჯნაზე კვირაცხოვლის სალოცავი ყოფილა.

KARIBCHEჩვენ დღევანდელ ყოფას თუ იკითხავთ, ისე გვიჭირს, როგორც ყველას. სარწყავი წყლის გამოყვანასაც აღარ დაადგა საშველი. კოდაში დაახლოებით 500 კომლი ცხოვრობს. აქაურებს იმდენად უყვართ თავიანთი კუთხე, რომ გული სხვაგან ნაკლებად მიუწევთ.

მამა გიორგის სტიქაროსანმა, დავით ბლიაძემ მითხრა:

- მამა გიორგის ერისკაცობიდან ვიცნობ. მოძღვრად კურთხევის შემდეგ უფრო დავუახლოვდი. დავნათესავდით კიდეც - შვილი მომინათლა. იმდენად შემიყვარდა აქაურობა, რომ თბილისიდან დავდივარ ხოლმე. ჩვენი მეგობარი ზურა ღონღაძე ოჯახთან ერთად თბილისიდან დადის. თანდათან გამრავლდა მრევლიც. მამა გიორგის კურთხევით, სტიქაროსანი გავხდი. ვგრძნობ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა უფალმა. ვცდილობ, ერთგულად ვემსახურო უფალს. მე რომ ეკლესიაში არ დავდიოდე, ალბათ დავიღუპებოდი როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.

ზურა ღონღაძე მართლაც მოძღვრის მარჯვენა ხელია. მითხრა: - მუდამ მაინტერესებდა ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. დავით ბლიაძესთან სიახლოვემ გამიხსნა გზა ეკლესიური ცხოვრებისაკენ. ასე მოვედი კოდაში და გავხდი აღმსარებელი. ეკლესიის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია არსებობა. კვირა დღეს უფლის დიდებაში ვატარებ. ღვთის ნებით ხდება ყველაფერი.

ზურაბ მანველიძე კოდელია, საპატრიარქოს სამეურნეო საქმიანობას უძღვება:

- კოდის ტაძარში სოფელ მუხათიდანაც დადის ხალხი. იმედია, დროთა განმავლობაში უფრო მომრავლდება მრევლი. ადამიანის ბოლო გზა ეკლესიური ცხოვრებაა. პირველმა მღვდელმა, მამა აბელმა ძალიან დიდი შრომა გასწია ტაძრის ასამოქმედებლად. ეზოში მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იყო. ღვთის სახლი სხვა ფუნქციას ასრულებდა. მადლობა ღმერთს, რომ მამა აბელი მოგვივლინა კოდელებს, თორემ წარმოდგენა არ გვექნებოდა ეკლესიურ ცხოვრებაზე. მოძღვარმა მაღაზია აიღო და ტაძრის აშენება დაიწყო. ძალიან ეხმარებოდნენ ქართველი ჯარისკაცები. ეკლესიური ცხოვრების ანაბანა მამა აბელმა შეგვასწავლა.

მამა გიორგის მოსვლამ კიდევ უფრო გაგვაძლიერა რწმენაში. მას გვერდით უდგანან ახალგაზრდები. ისეთი ახალგაზრდები მოაქცია ღვთისკენ, რომ სოფლისთვის სამაგალითო გახდნენ. ჩვენი მეგობრის, სოსოს შემყურეს ყველას მოესურვა ეკლესიის კარის შეღება.

მოძღვარი
- ჩემი მამა-პაპა წარმოშობით ფშავიდანაა, - მიამბობს მამა გიორგი ბაღიაური, - ღვთის სიყვარული და კრძალვა ყოველთვის ჰქონდათ. ათეისტურმა რეჟიმმა მთაში, საბედნიეროდ, ვერ შეაღწია.

ბავშვობაში, მახსოვს, დედა როგორ აღნიშნავდა ხოლმე რელიგიურ დღესასწაულებს. ალბათ ამან გარკვეული კვალი დატოვა ჩემში. რაც დრო გადიოდა, მინდოდა, უფრო მეტი გამეგო სარწმუნოებაზე, დავახლოებოდი ეკლესიას.

მანქანათმშენებლობის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯარში გამიწვიეს. შემდეგ სასულიერო სემინარიისკენ გამიწია გულმა. მე და მამა მიქაელი, ახლა სოფელ ასურეთის ტაძრის წინამძღვარი, მეგობრები ვართ. მას მანგლისში აქვს სოფელი და ერისკაცობაში იქ შემთხვევით მეუფე ანანიას რეზიდენციაში მისულა. მეუფეს სასულიერო სემინარიაში ჩაბარება შეუთავაზებია. მაშინ მამა მიქაელმა უარი უთხრა. მამა მიქაელს ვთხოვე, მეუფე დამხმარებოდა ოცნების ასრულებაში. პირველად მეუფეს 1993 წელს შევხვდი და მისი მორჩილი გავხდი. 1994 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო პედაგოგიურ ინსტიტუტში ანთროპოლოგიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდი მეუფის გვერდით გავატარე.

1998 წელს დავოჯახდი. 2004 წლის აგვისტოში მეუფეს სასულიერო პირად კურთხევა ვთხოვე. 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას, გავხდი დიაკვანი. 2005 წლის 21 სექტემბერს კი, ღვთისმშობლის შობას, მეუფემ მღვდლად დამასხა ხელი.

KARIBCHE

მამა გიორგი მრევლთან ერთად

მესამე წელია, რაც კოდის წმინდა ნინოს ტაძარში ვმსახურობ. ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან დავიწყე. ჩემამდე აქ მამა აბელ ბუცხრიკიძე მსახურობდა. მისი ხელით გაკეთდა ყველაფერი, რასაც ხედავთ. მე რომ მოვედი, მრევლი გაფანტული დამხვდა. დაახლოებით ორი წელი შეჩერებული იყო ღვთისმსახურება. ტაძარში თითო-ოროლა ადამიანი დადიოდა. მადლობა ღმერთს, თანდათან ყველაფერი შეიცვალა და მრევლიც გვიმრავლდება. უმეტესად ახალგაზრდები დადიან და აქტიურობენ.

მოძღვარი დიდ როლს ასრულებს ადამიანის მოქცევაში. თუ გულს გადაუშლი და სიყვარულს დაანახებ, აუცილებლად მოგენდობა და სიყვარულზე სიყვარულით მოგიგებს. ძალიან მიხარია, რომ მრევლი ერთმანეთს თანდათან უახლოვდება.

უწმინდესისა და მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეპარქიაში მანგლისის ღვთისმშობლის ხატი დაბრძანდებოდა. უნდა გენახათ, როგორი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებოდა მოსახლეობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სვანეთიდან ჩამოსახლებულები. მათ სოფლებში გამორჩეული სიყვარული აქვთ ეკლესიისა. დიდი სურვილი აქვთ, მათ სოფელში მოქმედი ეკლესია იყოს და მოძღვარი აღავლენდეს მსახურებას.

ღვთისმშობლის ტაძრის მოლოცვამ ბევრი სასწაული დაგვანახა. ბერძნების სოფელ წინწყაროში დღეს სვანები და აჭარლები ცხოვრობენ. როგორც კი შევაბრძანეთ ხატი იქაურ ტაძარში, მირონი წამოუვიდა. ალექსეევკის ძველ ტაძარში შევაბრძანეთ თუ არა მანგლისის ღვთისმშობელი, იქაურ ხატებს დაედინათ მირონი. და ეს ჩვენს თვალწინ მოხდა. ბუნებრივია, ხალხზეც მოქმედებს ამგვარი სასწაულები. რწმენაში უფრო ძლიერდებიან. ყველანაირი სიხარულისა და სიკეთის წყარო ხომ სულიწმინდის მადლია. ვისაც მადლი ექნება, სიხარულს მიიღებს. თუკი გული ღია გაქვს ამ მადლისთვის, დიდ სიხარულს იგრძნობ.

მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ამ სოფელში მიწევს მსახურება. მართლაც გამორჩეული ადამიანები ცხოვრობენ. ღვთისმსახურებას კოდელებთან ერთად სხვა სოფლებიდან მოსული მრევლიც ესწრება - კუმისის, მუხათის, ვაშლოვნის, ღოუბნის, ბორბალოს... მარხვაში განსაკუთრებით იგრძნობა მრევლის სიმრავლე.

ვცდილობ, სულიერად დავეხმარო მათ. ღვიძლი ხორციელი შვილებივით უნდა ზრუნავდე თითოეულ მათგანზე. ჩემი პირველი საზრუნავიც ჩემი სულიერი შვილები არიან. მუდამ ვლოცულობ მათზე. უფლის შეწევნით, კიდევ მეტს შევძლებ.

ვლოცავ ამ სოფლის მოსახლეობას. ვთხოვ, დაუბრუნდნენ დედაეკლესიას და აუცილებლად მიიღებენ სულიერ ნუგეშს. მხოლოდ ეკლესიის დახმარებითაა შესაძლებელი სასუფევლის დამკვიდრება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
29.01. 2018
გამარჯობათ
შეკითხვა მაქვს ასეთი:მდინარე ალგეთის სახელი არაქართული წარმოშობისაა.თუ არის ისტორიულად ცნობილი მისი ადრინდელი ქართული სახელი.
18.06. 2015
ალგეთხეობელი
აწეწილი სოფელიო, უთქვამს სკოლის დირექტორის ცოლს ისე, ვითომ ძალიან დიდი სურვილი აქვს სოფლის დალაგების . ასე რომ იყოს, აუცილებლად გაიხსენებდნენ სოფლის მოამაგეს - საშა ძიას, მაგრამ სიტყვაც არ უთქვამთ მასზე არც ცოლსა და არც ქმარს . არადა სწორედ მისი დამსახურებაა სოფლის ტაძრების ქართულად დარჩენაცა და გადარჩენაც! სირცხვილია, როცა სოფლის "ინტელიგენტი " მუჭაში გაცრილი მიწით საფლავამოვსებულ კაცზე არაფერს ამბობს, თითქოს ყოველ მეორეს ასე ასაფლავებდნენ . ასე დასაფლავების პატივს დიდი დამსახურება უნდა, მაგრამ ბევრმა არ იცის რაა დამსახურება . ყველაფერი აკი მოსაჩვენებლად კეთდება და ვიღას ახსოვს ხოლმე მერე ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ღირსეულად ცხოვრობენ, ღირსეულად და ჩუმად იღწვიან და არა მოსაჩვენებლად . ისიც ცოდვაა, როცა ქვეყანა მადლიან ადამიანებს საკადრის პატივს არ მიაგებს . საშა ძია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ცენტრალური გზიდან სოფლის მოკვეთაზე ქუდზე კაცს გამოიყვანდა, იმდენს მაინც მოახერხებდა უასფალტოდ არ დაატოვებინებდა სოფელს. ბევრი აქვს სათქმელი სოფელს, რომელსაც ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია, მაგრამ სიტყვა არაა ნათქვამი ამ წერილში . გვარების მკვლევარი, პროფესორი იაკობ ახუაშვილიც მუხათელი ბრძანდებოდა და ბულბულად წოდებული, ბრწყინვალე ხმის პატრონი-მომღერალი ანა ბაჯიაშვილიც . სკოლის დირექტორს უკიდურუს შემთხვევაში კოდელების რძალი -სვანი ქალბატონი მაინც უნდა გაეხსენებინა კოლეგიალობის ხათრით, რომელმაც ვირეშმაკი ტერტერა ანა-ბაჯივით მიბეგვა და სოფლიდან გააძევა, რომელიც სოფლელებს სომხობაში არწმუნებდა . ყველაფერი ფობიობა არაა, მაგრამ როცა ქვეყნის შიგნით ძირს გითხრიან "ძმები", მერე მათი ბოროტი ნამოქმედარით შექმნილი წარმოდგენებით "პროფესორები" სოფლის მოსახლეობას ჰაიჰარად სომხობას აბრალებს და გულს სტკენს -ტრაგედიაა! მართალი სომეხი ვინცაა იმას არაფერი სჭირს საიმისო ქართველობა დაიბრალოს . ან რატომ უნდა დაიბრალოს, როცა ეპრესტიჟება? ამ ზერელე სტატიის ავტორს მაინც მადლობას გადავუხდი, ერთ ადამიანს მაინც მოსვლია თავში აზრად ალგეთხეობაზე რამის დაწერისა და იმიტომ . ალგეთელი ლეკვების დატირების გუნებაზე რომ დგება ხოლმე საქართველო, უნდა გაიხსენოს სადაა ალგეთი და ხელი შეუწყოს ამ მხარეს გამრავლებაში, ვინ იცის, ეგება და კიდევაც დაებადოს . არადა როგორ უნდა დალაგდეს ქვეყანა, რომელსაც ისეთი ამაგდარი მხარე, როგორიც ალგეთხეობაა, ფეხებზე დაკიდებული ჰყავს . სხვა თუ არაფერი, მასპინძლისა-მარილი მაინც არ წავიდა მეტი ?!
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat