მეუფეო ზეცათაო, მეუფეო, გვაკურთხენ!
მეუფეო ზეცათაო, მეუფეო, გვაკურთხენ!
"ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი შენს შორის აღმოცენდა დღეს"
"მაცხოვარი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას.

ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ.

საერთოდ, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, - რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის პოვნას, გულისხმობს. თუმცა არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ამას მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ეკითხებიან საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ. საზოგადოების ნაწილი კი თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე, ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს. მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა.

განვაგდოთ ჩვენგან "ძველი კაცი", გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება, დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ. საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს:

"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!"
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი

"უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები; როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის. ო, როგორ ეშინოდა ბოროტს ამ ჟამის დადგომის! მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა, არ დაეშვა დედამიწაზე ღვთის ამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რიცხვმაც თოთხმეტიათასს მიაღწია; მწარედ ტიროდა რაქელი შვილთა თვისთა. მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად, განგებულება ღვთისა მაინც განცხადდა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განიხვნა...

ყველამ, ვისაც უნდა, ღვთის შვილად იწოდებოდეს, ზრუნვა, უპირველესად, მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოვიპოვოთ (ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი; გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწისა აღგვილი სოდომ-გომორი), ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა, სინამდვილეში, ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებებიდან მოდის. მე მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან, ვიმეორებ, ქვეყანაში მიდის სულიერი გამოღვიძების რთული და განმწმენდელი პროცესი; უფალი თავისი იდუმალი, მტკივნეული, მაგრამ გადამრჩენელი გზებით გვატარებს, რათა თითოეული ჩვენგანი, ვითარცა მამასთან დაბრუნებული დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი, გულში ჩაიკრას და სიხარულით აღვსილმა, საზეპურო სუფრა გაშალოს. საყვარელნო დანო და ძმანო, არჩევანი თქვენზეა, საქართველოს ბედიც თქვენზეა დამოკიდებული. ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენც გავყვეთ ბეთლემისკენ მიმავალ დიდებულ ვარსკვლავს და სიხარულით აღვივსოთ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ემმანუელი, ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი!"
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი თბილისი, 2011 წელი

"ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი შენს შორის აღმოცენდა დღეს" (საშობაო საგალობელი)

ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა. ეს აღთქმა მან სხვადასხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: "არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49,10). რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში, მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც: "შენ კი, ეფრათის ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან" (მიქ. 5,1). როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი - მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა.

სახარება გვამცნობს, რომ შემდეგ ახალშობილი იესოს თაყვანისაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც "გამოუჩნდა", რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო "რჩეული ერისთვის", არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
(შიოშვილი)

"ქრისტეშობა"
დადგა ბრწყინვალე დღე ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევე საზეიმოდ აუწყებენ ცასა და ქვეყანას ქვეყნიერების მხსნელის განხორციელებას ნაცნობი საგალობლით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2, 14). ჰოი, საიდუმლო საკვირველი და დიდებული: მწყემსნი გაკვირვებულნი შესცქერიან მოზეიმე ზეცას. ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი უგალობენ, ქერუბინნი აქებენ, სერაბიმნი ადიდებენ. დღესასწაულობს ყოველი დაბადებული, რამეთუ ღმერთს ხედავენ ქვეყნად და კაცს - ზეცას. დღეს ბეთლემი ემსგავსება ზეციურ სამყოფელს. ვარსკვლავთა ნაცვლად ურიცხვნი ანგელოსნი ასევია თავს, მზისა წილ კი თავად მზე სიმართლისა, უფალი ღმერთი დანათის.

გიხაროდეთ, საყვარელნო ძმანო, დღეს იშვა ყველაფრის მშობელი და დამბადებელი. დღევანდელ დღეს, ახალი სიცოცხლის დაბადების დღეს, რომელმაც განდევნა შიში სიკვდილისა და მოგვიტანა სიხარული უკვდავებისა, არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს სევდასა და წუხილს. არავის აქვს უფლება განდგომისა ამ საერთო საკაცობრიო სიხარულიდან, რამეთუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შემმუსვრელი ცოდვისა და სიკვდილისა, მოვიდა ყველას გამოსახსნელად, რადგან ცოდვას ემონებოდა ყოველი დაბადებული.

რა ვთქვათ, ძმანო, როგორ გამოვხატოთ საიდუმლო დიდი? დღეს ღვთის სიტყვა უვნებლად განკაცდება, ისე რომ ღვთაებრივ ბუნებას ინარჩუნებს უცვალებლივ. გვაკრთობს და გვაოცებს საკვირველება იგი. დაუსაბამო დღეს იშვება ყრმად, უმაღლესი და უაღმატებულესი ბაგასა შინა მიიწვინება; ხელშეუხებელი და არსება უსხეულო ადამიანის ხელით შეიგრაგნება; რომელმაც ჯოჯოხეთის საკრველნი განხეთქა - ადამიანური სახვევებით იკვრება.

ღვთის სიტყვამ მიიღო კაცური ბუნება, რათა შეერიგებინა ადამიანი მამასთან და ქვეყნად ცოდვით შემოსული სიკვდილი დაეთრგუნა. და რა საკვირველი სიმართლით მოხდა ადამიანთა გამოხსნის საქმე: იშვა მაცხოვარი ბეთლემს, ურიასტანს და ურიებმა უარყვეს კაცთათვის უცხო შობა. ფარისევლებმა სხვანაირად თარგმნეს საღმრთო წიგნები მხსნელზე. მწიგნობრები სჯულის საწინააღმდეგოს ამბობდნენ. მეფე ჰეროდე კი ეძიებდა მას არა თაყვანის საცემად, არამედ რათა მოეკლა. "სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა" (ინ. 1, 10). ჰოი, სიგლახაკე კაცთათვის წარმოუდგენელი, ჰოი, კაცთმოყვარება ღვთისა!

დღეს განკვირდებიან ქვეყნიერების მკვიდრნი, თუ რანაირად გადმოვიდა მიწას მეუფე ცისა და ქვეყნისა? არც ანგელოზნი, არც მთავარანგელოზნი, არც საყდარნი და არც უფლებანი არ მოჰყვნენ მას. არამედ უცხო და უვალი გზით მოვიდა ქვეყნად და უთესველი გამოჩნდა ქალწული მარიამისაგან. იხილეთ და გაიაზრეთ, ძმანო, თუ ყოველივეს მფლობელმა როგორ დაიგლახაკა თავი ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. ბეთლემში იშვა ის, ვისთანაც "ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1, 4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, გამოქვაბულში ნაშობმა მხსნელმა მოუტანა კაცობრიობას გადარჩენა.

მოვედით და სიხარულით აღვასრულოთ, ძმანო, დღესასწაული ესე დიდებული. დღეს წყევა პირველი ადამიანისა იხსნება, საკრველნი ჯოჯოხეთისანი იმუსრება, ბოროტნი ძალნი ილტვიან, სიკვდილი ითრგუნება, სამოთხის კარი იღება, ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება და მადლი ღვთისა ყოველ ადგილს მოეფინება, ზეციური ცხოვრება მიწაზე მკვიდრდება.

ქრისტეს შობის ამ ბრწყინვალე დღეს ჩვენ ყველანი - ქვეყანის მკვიდრნი თანაზიარნი ვხდებით ზეცისა. ჩვენი გულები ივსება ენით აუწერელი სიხარულით - იმ სიხარულით, რომელსაც ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ვერ იტევს ადამიანი და ცდილობს გაუზიაროს სხვას, ჩვენც გვინდა გაგიზიაროთ, ძმანო, ჩვენი უსაზღვრო სიხარული მაცხოვრის დაბადებით გამოწვეული და გვინდა ყველას გახაროთ: გიხაროდეთ, ძმანო, უფალი ჩვენთან არს!

შევთხოვოთ ქრისტეს შობის ცხოველმყოფელ მადლს, რომ არ მოჰკლებოდეს მშვიდობა ქვეყნიერებას.

შევთხოვოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს ჩვენი ერი და ეკლესია.
1984 წ. სვეტიცხოველი
მთავარეპისკოპოსი სერგი
(ჩეკურიშვილი)

ქრისტეშობა
დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად, თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს, აღმოსავლეთში კი, მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფუკ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩნდებაო იგი. ასე ასწავლიდა: მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო, ერთი უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

და იშვა იესო ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

"ქალწული შობს დღეს მაცხოვარს", - გალობს წმინდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:
- როგორ - დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!

საერთოდ, საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

ახლა ალბათ ბევრი იმასაც იტყვის, ამ გასაჭირის ჟამს რა დროს დღესასწაულია, როგორღა შეუძლია ამ მძიმე და დუხჭირ დროს ადამიანს, სიხარული განიცადოსო. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე! ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ სასოწარკვეთაა. როცა ადამიანს სასო წარეკვეთება, ღმერთი ავიწყდება. ასე დაემართა პეტრეს, როცა უფლისაკენ მიმავალი ისე დააფრთხო ტალღებმა, დაავიწყდა ღმერთი და იწყო კიდეც ჩაძირვა. მაგრამ როგორც კი გაახსენდა იგი და ხელი გაიწოდა მისკენ, ღმერთმაც არ დააყოვნა ხელის შეშველება. სამაგიეროდ სასოწარკვეთილმა იუდამ თვითმკვლელობით დაამთავრა ცხოვრება და არ ითხოვა ღვთისაგან შენდობა.

განვაგდოთ ჩვენგან სასოწარკვეთა. მოვიცილოთ იგი. განვიწმინდოთ ამ ცოდვისაგან გული და შევეგებოთ ქრისტეს, იმას, ვისი პირველი თაყვანისმცემლებიც უბრალო მწყემსები იყვნენ, მწყემსები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი სუფთა და წრფელი გულით.

წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა, რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!

ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!
ახალციხე, 1995 წელი, იანვარი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat