ფრონეს ხეობა
ფრონეს ხეობა
დირბი
ფრონეს ხეობა შუა ქართლში, მტკვრის მარცხენა მხარეზე მდებარეობს. ხეობის მდინარეები - ალის წყალი, დვანის წყალი და ფცის წყალი გამოდის სურამის ქედიდან და ერთვის მტკვარს.

დვანის წყალი მას შეერთვის ქარელთან, ალის წყალი უერთდება ფცას, ფცა კი მტკვარს შეერთვის ქვენა ტკოცასთან (ქარელთან).

ამ სამივე მდინარეს ხალხი ფრონეს უწოდებს და იტყვიან: დვანის ფრონე, ალის ფრონე და ფცის ფრონე.

ვახუშტი ბატონიშვილი ამ ხეობის აღწერისას მას უწოდებს ფრონეს ხეობას და ამბობს: "ქვიშხეთ ზეით, ლიახვის მდინარეს იქით, ტაშისკარამდე, რომელნიცა მდინარე-ხევნი აღვწერეთ, უწოდებენ, თვინიერ შოლისა, ფრონეთა".

ვახუშტის გეოგრაფიულ რუკაზეც დატანილია დვანის ფრონე, ალის ფრონე და ფცის ფრონე.

საყურადღებოა, რომ ფრონეს სახელწოდებით ორი პატარა მდინარე არსებობს სურამის ქედის მიღმა, ზემო იმერეთში, ზედა ფრონე და ქვედა ფრონე, რომლებიც მოედინებიან სურამის ქედის დასავლეთ კალთებიდან. ზედა ფრონე ჯერ შეერთვის დუმალას, შემდეგ კი მდინარე ძირულას, ქვედა ფრონე ერთვის ყვირილას.

სერგი მაკალათიას ცნობით, ფრონეს ხეობის ისტორიული წარსულის შესახებ მცირე მასალები მოგვეპოვება.

ხეობის ისტორიული მნიშვნელობა განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აკავშირებდა საქართველოს ორ ნაწილს - იმერეთ-ამერეთს (ქართლს). გზა, შუა ქართლიდან სურამის ქედის კალთებით, გადადიოდა იმერეთში. ქუთაისიდან მიემართებოდა ჯერ სიონის ხეობით - გეგუთამდე, შემდეგ გადადიოდა ყვირილის ხეობაში შორაპნამდე, აქედან ძირულას ხეობით გადადიოდა ჭერათხევზე და ჩადიოდა ლოპინის წყალზე, სადაც მდებარეობდა ნაღვი, საიდანაც ფცის ფრონის ხეობით გზა ჩადიოდა მტკვრის შესართავთან - თბილისისკენ. ლიხის მთის კალთაზე გარდამავალ ამ ისტორიულ ქართლ-იმერეთის გზას ეწოდებოდა "გზა დასავლეთისაი".

ფრონეს ხეობა მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. აქ მრავლადაა ნასოფლარი ადგილები, ციხე-გალავნისა და კოშკების ნანგრევები. ფრონეს ხეობა შედიოდა XVI საუკუნიდან ზემო ქართლის სადროშოში, რომლის მედროშე ამილახვარი იყო. ამ ხეობის მფლობელები იყვნენ ფალავანდიშვილები და ამირეჯიბები. როდესაც ახალციხე თურქებს დაუპყრიათ, ფალავანდიშვილების ნაწილი გათათრებულა და იქ დარჩენილა, ნაწილი კი გადმოსულა ქართლში და მეფე ლუარსაბს მათთვის უბოძებია მამული ძაღინას.

ამირეჯიბი ფალავანდიშვილების განაყოფი ყოფილა. ერთ-ერთ ფალავანდიშვილს მეფის კარზე მიუღია ამირეჯიბის თანამდებობა (სასახლის მსახურთუფროსობა) და ამირეჯიბობაც მათ გვარად გადაქცეულა. ვახუშტის ცნობით: "აბაშიძეს, ფალავანდიშვილს და ამირეჯიბს ერთობა შინა აქუნდათ მამული იმერეთსა და ქართლსა შინა, და შემდგომად განყოფისა სამეფოსა, ერთი ძმა იქით და ერთი აქეთ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამული და სიგელნი მათნი".

აქედან ირკვევა, რომ ფორნეს ხეობის სათავის მიღმა მხარე (იმერეთი) დაუსაკუთრებია აბაშიძეს, გამოღმა ნაწილი კი - ფალავანდიშვილსა და ამირეჯიბს. ფრონეს ხეობის ზეგან ნაწილს ფლობდნენ ფალავანდიშვილები, დაბლობს - ამირეჯიბები.

ამ ხეობას მტრის მრავალი შემოსევა ახსოვს. მის დაცვაში კი მეფე ერეკლესთან და თეიმურაზთან ერთად მონაწილეობდა იმერეთის მეფე სოლომონ I, რომელიც ცდილობდა, ფორნეს ხეობით იმერეთში არ გადმოეშვა ლეკების მოთარეშე რაზმები. როცა ლეკთა ბელადმა კოხტამ თავისი რაზმებით დაიწყო ხეობის სოფლების - ატოლის, ავნევის, დვანისა და სხვათა აოხრება, მეფე ერეკლესა და თეიმურაზს შეეშველა სოლომონ I და ლეკები ერთობით დაამარცხეს.

ლეკიანობის გამო ხეობის მოსახლეობა გარბოდა, დარბეული სოფლები ნადგურდებოდა და უკაცრიელდებოდა. XIX საუკუნის I ნახევრიდან ხეობაში ჩნდება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, კერძოდ, ზემო იმერეთიდან, საჩხერის რაიონიდან გადმოსული ახალი მოსახლეობა.

***
აქაურ სოფლებს თითქმის ყველას შემოუნახავს ძველი სახელწოდება. ერთ-ერთი მათგანია სოფელი დირბი.

დირბი საკმაოდ დიდი სოფელია. ხალხური გადმოცემით, აქაურ არქიმანდრიტს ხალხი უწოდებდა დიდ ბერს. სოფელმაც სახელწოდება აქედან მიიღო: "დიდი ბერი", შემოკლებით - დირბი.

სოფელი დირბი მონასტრითურთ საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან გვხვდება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "დვანის წყლის დასავლეთ კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვარის მონასტრისა, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმს". აქედან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე, საქართველოში იყიდებოდა, ფული კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღვთისმშობლის მონასტერს შორის XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. წერილობით წყაროებში დირბის მონასტერი XVI საუკუნეს განეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისთვის სვიმონ I-ს შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის, ნესტან-დარეჯანის გაცემული საბუთი. ჩანს, მეფე სვიმონი დირბის პირველშემწირველია და არა ძველი შეწირულების განმაახლებელი.

XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ეკლესიის მახლობლად მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისგან მარანიღაა შემორჩენილი. მწერალ სოფრომ მგალობლიშვილის ცნობით (დირბელი გახლდათ), ქრისტეს საფლავის წინამძღვართა ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს, ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა. მისი გვარი ამოწყვეტილა, მამული კი ქართლის მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. როგორც ჩანს, ამ გვართანაა დაკავშირებული ტოპონიმი დოღლაურიც, რომელიც მტკვრისა და ფცის შესართავთანაა.

KARIBCHEდირბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, როგორც ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას, 957-967 წლებში აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება, დირბის ეკლესია აუგიათ აბრაჰამ დეკანოზის თაოსნობით, რომელიც სასულიეროსთან ერთად საერო ხელისუფლების ფუნქციასაც ითავსებდა და შეიძლება იოანე ერისთავის ხელქვეითიც იყო. ეკლესიის მშენებლობა დაუფინანსებია ვინმე ოთინისძეს.

საკურთხეველში ერთ პატარა ქვაზე ამოკვეთილია ქართულ-ბერძნული წარწერა: "იერუსალიმის არქიმანდრიტი ბენედიქტი".

დირბის ეკლესიის ზემოთ დირბის ციხეა, რომელიც, გადმოცემით, თამარ მეფეს აუშენებია. ციხეს მაღალი გალავანი აკრავს. ლეკიანობის დროს მოსახლეობა აქ აფარებდა თავს, წყალიც მილებით ყოფილა შეყვანილი. ამ ციხეში იმალებოდა ხვედურეთიდან ელისაბედ ციციშვილთან ერთად ლეკებს გამოქცეული ალექსანდრე ბატონიშვილი. დღეს შემორჩენილია გალავანი და ოთხსართულიანი კოშკის კედლები. სართულებში გამართულია სათოფურები, ბუხრები, დირბის ციხე ბევრჯერ დაურბევიათ. ერთხანს აქ ლეკების ჯარი მდგარა.

დირბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX საუკუნის 30-იან წლებამდე ბერძენი ბერები მოღვაწეობდნენ. მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, გაილესა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ტაძარი კი დანგრევის პირას მივიდა.

მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩნდა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს აქ მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას.

KARIBCHEტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა "იოსების ვედრება", სადაც გამოსახულია "მიდგომილი" ღვთისმშობელი. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2003 წელს მონასტერში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. მეცენატ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით განახლდა ტაძარი და სამრეკლო. აშენდა საცხოვრებელი სახლი.

ამჟამად დედათა მონასტრის წინამძღვარია მონაზონი ნატალია (ხახუტაიშვილი).

ვიდრე დედა ნატალიასთან საუბარს შემოგთავაზებდეთ, გაგაცნობთ 1884 წლის გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ მასალას: "დირბი დიდს ამბავშია. თუმცა ამ სოფელს არც ინტელიგენტი ხალხი სხია, არა თუ ასხია, წამლათაც კი არა ჰყავს, მაინც დირბელები დიდს საქმეს ეჭიდებიან მარტო თავიანთის ძალღონითა. უკვე შეიკრენ პირობით ბერძნებს და უნდათ გააკეთონ დიდი აუზი. მათ უნდათ, რომ ჩამოიყვანონ ძვილეთის გზიდამ წყაროს წყალი სამის ვერსის მანძილზედ და ორგან ადინონ სოფელში - ზემო უბანში და შუა უბანში, ეკლესიის ახლოს. ეს უფრო დიდი საქმეა პირველზედ და ბერძნებს უთხოვიათ 5000 მან. სოფელს უძლევია 3000 მან, მაგრამ ვერ მორიგებულან. ბერძნები ამბობენ, რომ თუჯის მილები უნდა დაიწყოს მიწაში, მერე გზაზე ხევია, ესრედ წოდებული ძაღლის-ხევი და ის ძლიერ დააბრკოლებს წყლის გამოყვანის საქმესო. ასეა თუ ისე, რაკი ერთხელ დაებადათ გლეხკაცებს ასეთი სასარგებლო აზრი, თავს აღარ დაანებებენ და ისეთს ღონიერ სოფელს, როგორიც არის დირბი, თითქმის 300 კომლი მცხოვრებითურთ, არ გაუჭირდება თავის სურვილის შესრულება".

KARIBCHEსაგულისხმო ცნობას მივაკვლიე ასევე გაზეთ "ივერიაში", რომელიც დირბის ეკლესიის მღვდელმსახურზე გვამცნობს: "განსვენებული მღვდელი პეტრე სამადაშვილი 48 წელს და 6 თვეს იყო ამ სოფელში მღვდლად და ამ ხანგრძლივის სამსახურის განმავლობაში აქაურის მკვიდრთა შორის დიდი ნდობა, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ეს საკვირველიც არ არის, რადგან განსვენებული ყველასთან თავმდაბალი და ლმობიერი იყო. მთელს სოფელში ძვირად მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომელსაც პეტრე მღვდლისგან რაიმე წყენა ახსოვდეს; ყველა გაჭირვებულისთვის იგი იყო არა მარტო სულიერი მამა, არა მარტო ქრისტიანობისთვის დარიგებით მანუგეშებელი, არამედ ქონებრივს დახმარებასაც უწევდა, თუმცა მამა პეტრე არც იმდენად შეძლებული კაცი იყო. მართლაც რომ ძვირად შევხვდებოდით ისეთს სოფელს, სადაც მღვდელსა და მრევლს შორის ისეთი ჭეშმარიტი ქრისტიანული და ნამდვილი მამაშვილური განწყობილება არსებობდეს, როგორიც მამა პეტრესა და დირბელებს შორის იყო. და სწორედ ამით აიხსნება, რომ მისმა გარდაცვალებამ მთელი სამწყსო, განურჩევლად სქესისა, შემძლეობისა და წლოვანებისა, ერთობ დააღონა.

მამა პეტრეს დაკრძალვის დროს ბლაღოჩინმა გიორგი ედილაშვილმა გრძნობით სავსე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მსმენელთ დაესურათხატა, განსვენებულს თავისს მრევლზედ რა დიდი ზნეობრივი ზეგავლენა ჰქონდა და როგორი სიყვარული და პატივი მოიპოვა. სიტყვამ დამსწრე საზოგადოებაზედ დიდად იმოქმედა".

***
თბილისიდან დირბი არც ისე შორია. უზარმაზარი გალავნით შემოზღუდულ დიდებულ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში ბინდისას მივედი. ჩამიჩუმი არ ისმოდა. მონასტრული ტიბიკონით, იმ დროს ლოცვა აღევლინებოდა. გალავნის იმ მხარეს შევჩერდი, საიდანაც თურმე მონასტრის ჭიშკარი იშვიათად იღება. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფეხისწვერებზე შემდგარმა დავიწყე ეზოში ყურება... თვალი რომ ვერავის მოვკარი, კარგა ხმამაღლა შევძახე, დედა ნატალია-მეთქი. ბედად, ლოცვიდან შემთხვევით გამოსულმა მორჩილმა მიგდო ყური. კარი გაიღო და სამოთხისეულ ნეტარებაში ამოვყავი თავი... მეგონა, გასულ საუკუნეში მოვხვდი. აქაურობა სიმშვიდეს გგვრის, სიყვარულს და რწმენას გმატებს, სიხარული გავსებს. ამ ყველაფერს კი უფალი გიგზავნის, რათა ერში დაბრუნებულმა უკეთ გაარჩიო კეთილი და ბოროტი. ცხოვრებას გასწავლის.

დედა ნატალია
ტრაპეზის შემდეგ საუბარზე დამთანხმდა.

- დირბის მონასტერში სამნი ვცხოვრობთ. მონასტრული ტიბიკონის მიხედვით მიდის ჩვენი ყოველდღიური ყოფა. დილით ოთხის ნახევარზე ვიწყებთ ლოცვას, ვკითხულობთ შუაღამიანს, ცისკარს, ჟამნებს, სახარებას, სამოციქულოს. 12 საათზე პარაკლისი მოდის, 3-ზე ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხება. 6 საათზე მწუხრი გვაქვს, 9 საათზე - სერობა. მორჩილებასაც ვასრულებთ. ხელსაქმესთან ერთად მცირე ნაკვეთს ვამუშავებთ. მრევლიც შეძლებისდაგვარად გვიდგას გვერდით. სოფლის მკვიდრნი გამოირჩევიან ეკლესიური ცხოვრებით, მაგრამ უფრო მეტია საჭიროა, რომ მოვიდნენ ტაძარში და უფალი ადიდონ.

სოფლისთვის მონასტერს დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტი მადლი სუფევს. ჩვენი ტაძარი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ უნიკალური ფრესკა - მიდგომილი (ფეხმძიმე) ღვთისმშობელია შემონახული. მეუფე იობი ამბობს მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის შესახებ: ამ ხატს ვინც შესთხოვს, ყველა უშვილოს ღვთისმშობელი შეეწევაო. მართლაც, ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც ხუთი წლის უშვილო იყო, დაფეხმძიდა. რწმენით ვინც შესთხოვს დედა ღვთისმშობელს, შეეწევა და მადლს და წყალობას მიანიჭებს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ნუგეში მივცეთ სტუმრებს და ლოცვებში მოვიხსენიოთ.

ჩვენი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. შიგნით არის კიდევ წმინდა ბარბარეს სახელობის ტრაპეზი. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ის მალე წმინდა ბარბარეს სახელზე იკურთხება. გასაკვირი ის არის, რომ თურმე წინათ მართლაც ყოფილა აქ ბარბარეს ტაძარი. ეს არც ჩვენ და არც მეუფემ არ ვიცოდით. წმინდა ბარბარემ ინება ამ ტაძრის განახლება.

KARIBCHEღმერთმა ყველას მისცეს ნუგეში. დედა ღვთისმშობლის მადლი გწყალობდეთ. ვინც შესთხოვს დედა ღვთისმშობელს, შვილები მისცეს.

***
დირბელი გიორგი გელუტაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. თავის სოფელზე უსაზღვროდ შეყვარებულია და ცდილობს დასვენების პერიოდი დირბში გაატაროს. "ჩვენს ოჯახს თავიდანვე ახლო ურთიერობა ჰქონდა ეკლესიასთან, სამღვდელოებასთან, - ამბობს იგი, - დეიდაჩემი, ეთერ უროტაძე სასულიერო სემინარიაში ქარგვას ასწავლის. ბიძაშვილიც ბერი მყავს - მამა ნეოფიტე. სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი აკადემიაში ღვთის სიყვარულმა ჩამაბარებინა.

2000 წლიდან მამა იოანეს (ოხანაშვილი) კურთხევით დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სტიქაროსნად ვმსახურობდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. ბავშვობაში მეგობრებთან ერთად შემოვივლიდი ხოლმე დირბის ყველა სალოცავს. ვასუფთავებდით კიდეც. მახარებს, რომ სოფელში დედათა მონასტერია. მალე მამა იოანეს თაოსნობით წმინდა გიორგის მამათა მონასტერიც ამოქმედდება. ამით უფრო მეტად გაძლიერდება ხალხში რწმენა, მრევლიც იმატებს. აქაურებს დიდი კრძალვა აქვთ მოძღვრისა.

- გიორგი, დირბის ეკლესია-მონასტრების წარსულის შესახებ რა იცი?

- 2000 წელს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით სოფელში ღვთისმსახურად აკურთხეს მღვდელმონაზონი იოანე (ოხანაშვილი). მისი თაოსნობითა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დაიწყო დანგრევის პირას მისული X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაცია. ჟამთა სიავისა და მოუვლელობის გამო მას პირვანდელი სახე დაკარგული ჰქონდა. ღვთის შეწევნით, 2000 წლის ზაფხულში შეძლებისდაგვარად მოხერხდა ტაძრის გასუფთავება-გამაგრება. გადაიხურა, მოიხსნა ახალი ნალესობა და გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები.

KARIBCHE
მამა იოანე, მეუფე იობი და მამა ნიფონტი მრევლთან ერთად

2000 წლის 31 აგვისტოს მეუფე იობმა აკურთხა აღდგენილი ტაძარი. მრავალი წლის შემდეგ პირველად აღესრულა საღმრთო ლიტურგია. იმ დღეს აკურთხეს მამა იოანე ტაძრის წინამძღვრად. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყო დედათა მონასტრის მშენებლობა და წინამძღვრად დაინიშნა სამონაზვნე ბარბარე (ივანიშვილი), ტაძრის მოძღვრად კი მღვდელი შალვა გიორგობიანი. ერთი წლის შემდეგ ტაძრის მოძღვრად დაინიშნა სქემმღვდელმონაზონი ბასილი (კაკიაშვილი).

2006 წლის გაზაფხულზე მონასტრის წინამძღვრად მონაზონი სესილია (შავდათუაშვილი) აკურთხეს, ტაძრის მოძღვრად კი იღუმენის ხარისხში მყოფი მამა იოანე (ოხანაშვილი).

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარდა სოფელში კიდევ ხუთი ეკლესიაა. ორი მათგანი წმინდა გიორგის სახელობისაა. ერთს, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ზედა ჯვარს უწოდებენ. ტაძრის დღესასწაულს სოფელში აღდგომის მესამე ორშაბათს აღნიშნავენ. ეს ტაძარიც დროთა განმავლობაში დანგრეულა. შემდეგ აღუდგენიათ კიდეც. 2007 წელს მეუფე იობმა ტაძარი აკურთხა და მამათა მონასტერი დააარსა. მონასტრის წინამძღვრად იღუმენი იოანე დაინიშნა. ამჟამად მიმდინარეობს მონასტრის მშენებლობა.

სოფლის განაპირას შემორჩენილია წმინდა გიორგის მეორე ტაძრის, ეგრეთ წოდებული ქვედა ჯვრის ნანგრევები. სოფლის ცენტრში დგას დაახლოებით XVII-XVIII საუკუნის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ტაძარი. ამჟამად მიმდინარეობს მისი რესტავრაცია.

ღვთისმშობლის მონასტრის დასავლეთით ციხის უბანში დგას ყოველთა წმინდათა სახელობის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ტაძარი. ჟამთა სიავისგან ისიც ნახევრად დანგრეულია. საბჭოთა პერიოდში შიფერით გადაუხურავთ და შიგ წისქვილი მოუწყვიათ. ამ გადახურვას ტაძარი ბოლომდე დანგრევისგან გადაურჩენია. ტაძარს ეტყობა გვიანდელი გადაკეთების კვალი. კარის ორივე მხარეს, სარკმლის ქვეშ ჩაუდგამთ ყვითელი ქვიშაქვის უსწორმასწოროდ ნაკვეთი სომხური ჰაჩქარები, რომელიც წვიმას წარუხოცია.

ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის ჩრდილოეთით, მოპირდაპირე გორაკზე სასაფლაოს ეზოში ყოფილა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მცირე საყდარი, რომელიც ახლა დანგრეულია. მიმდინარეობს მისი აღდგენა.

სოფელში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარდა ყველა ერთნავიანი დარბაზული ტიპის ტაძარია. მათი აღდგენა-რესტავრაცია ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ხდება.

დღეისთვის დირბში ორი მონასტერი მოქმედებს, სადაც ღვთისმსახურებას იღუმენი იოანე აღასრულებს.

***
მამა იოანეს (ოხანაშვილი) წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში შევხვდი. მამათა მონასტრის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი მოსახლეობა გვერდით ედგა. ტაძრამდე სამანქანო გზაც გაჰყავდათ. მამა იოანე გამოცდილი მოძღვარია. აქაურები სიყვარულით მოიხსენიებენ, მადლიერების სიტყვებს არ იშურებენ.

- როცა მეუფე იობმა აქ გამოგვიშვა, ხალხი შინაგანად გახისტებული დაგვხვდა. სულიერება ცხვრის დაკვლაზე იყო დაყვანილი, პირჯვარს არასწორად იწერდნენ. ეგონათ, ასეთი მოქმედებით ღმერთს ემსახურებოდნენ.

სულიერების აკვანი ფრონის ხეობაში მეუფე იობის მოსვლის შემდეგ დაირწა. პირველად ამ ხეობაში სოფელ ბრეთის ეკლესიაში გამოგზავნა ახლა უკვე არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი). წმინდა მამის, პიროს ბრეთელისა და ქველმოქმედი ხალხის შეწევნით იქ უკვე დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

KARIBCHE1999 წელს, როცა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დავიწყე მსახური დირბის, დვანის და ტახტისძირის სოფლებში, ხელი მივყავი ეკლესიების აღდგენას. ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ ეკლესია-მონასტრები. დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიწადქცეულ სახურავზე ათასგვარი მცენარე იზრდებოდა. ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ტაძარი კეთილმოეწყო. ამ ტაძრის რესტავრაციას საოცარი ნიშანი უძღოდა წინ. პარაკლისებს ვიხდიდი ხოლმე და დედა ღვთისმშობელს ვთხოვდი, გამოეჩინა დამხმარე. ტაძრის კანკელზე წმინდა სამების ხატია დაბრძანებული. სწორედ ამ ხატიდან გადმოდინდა ზეთოვანი სისველე. სტიქაროსნებს ვსაყვედურობდი კიდეც, - ხატზე ზეთს როგორ ასხამთ-მეთქი. სტიქაროსან გიორგი გელუტაშვილს უკვირდა ეს საყვედური. ერთხელ დავაკვირდი და სასწაული ვიხილე. ხატს ახლაც ეტყობა გამონაჟონი ადგილი. ცოტა ხანში მეუფის ლოცვა-კურთხევით მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა სამონაზვნე ბარბარე (ივანიშვილი). მას შემდეგ დაიწყო მონასტრის კეთილმოწყობა და დიდებულადაც მოეწყო.

ძალიან დიდი ისტორიული წარსული აქვს სოფელ დირბს. ქართლის მეფეებმა, რამდენიმე სოფელთან ერთად, დირბიც შესწირეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. მნიშვნელოვანია ის, რომ დირბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მსახურობდნენ ჯვრის მონასტრის მამები. მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი წერს: "შვიდი წლით გზავნიდნენ დირბში არქიმანდრიტს, მედავითნეს და ტრაპეზარს და ისინი ხელმძღვანელობდნენ ღალა-კულუხის ხორბლის და ღვინის აკრეფას. დღესაც შემორჩენილია მონასტრის ეზოში დიდი ზომის ქვევრები. თითო ქვევრი ტონიანია. შეგროვილ ღვინოს და ხორბალს ყიდდნენ და იქიდან მიღებული თანხიდან - 600 ვერცხლს ყოველწლიურად გზავნიდნენ ჯვრის მონასტერში".

თეოდორე ტირონის ეკლესიაში მღვდელი ერასტი ნასარიძე მსახურობდა. ბერძენი ბერები ღვთისმშობლის ტაძარში იყვნენ და გასაბჭოების შემდეგ იერუსალიმში დაბრუნებულან...

სოფელ ტახტისძირსა და დვანში სქემმღვდელმონაზონი ნიფონტია (ქევხიშვილი). მთავარია, მრევლი მოვიდეს ტაძარში და ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს.

ტაძარი თავის მრევლს ელოდება. დირბის წმინდა გიორგის ტაძარი აღადგინა იმ ხალხმა, რომლებმაც არც აღსარება იცოდა, არც ზიარება. დღეს უკვე აქ მრევლი იკრიბება. დადგება დრო და ყოველთა წმინდათა ტაძარიც აღდგება. წმინდა თეოდორე ტირონის ტაძრის რესტავრაცია დაწყებულია. ალბათ დადგება ის დროც, როცა აქ ერთი მოძღვარი საკმარისი არ იქნება. აქ მდგარა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. ხალხმა თავისი ინიციატივით დაიწყო ტაძრის აშენება. დირბში ყოფილა ასევე კვირაცხოვლის ხის ეკლესია. ღმერთმა ინებოს, აღდგეს ეს ტაძრები და მრევლით გაივსოს.

KARIBCHEსოფელში პირველად მოსულს შეურაცხმყოფელი სიტყვით შემხვდა ერთი ადამიანი. კომუნისტური შეხედულება ჰქონდა. გამახსენდა სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები: "მაგინებელთა თქვენთა აკურთხევდით, მაწყევართა ულოცევდით". ამის შემდეგ ყველაფერი ღვთის ნებად მივიღე. განსაცდელები უფლისგან რომ მოდის, ზოგი დრტვინავს - ეს უფლის წყალობაა.

ტაძრის აღდგენაზე მოდიოდნენ აქაურები, მხედავდნენ, ფიზიკურად როგორ ვშრომობდი. თანდათან შეხედულებები შეეცვალათ და გვერდით დამიდგნენ. ეკლესიურად შეიძლება არ ცხოვრობს მთელი სოფელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კეთილგანწყობილნი არიან ეკლესიის, ღვთისმსახურის მიმართ. პირველად რომ მოვედი ხეობაში, მინდოდა მთელი სოფელი გაქრისტიანებულიყო. ვნერვიულობდი, რომ რასაც ვთესავდი ამ ადამიანებთან, იმას ვერ ვიმკიდი. მერე ერთმა მითხრა: - მამაო, ნუ განიცდით, თუ არ გისმენენ, შენ მთესვარი ხარ, თესე და კეთილ ნიადაგში თესლი რომ ჩავარდება, ნაყოფს უსათუოდ გამოიღებსო. ამის შემდეგ დავმშვიდდი.

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat