სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. "კარიბჭე" #22
ამ მადლიანი მიწა-წყლის მოლოცვისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გარდასულ დროში გადავინაცვლე და ჩვენს ფესვებს ფაქიზად მოვეფერე. აქედან სულ ახლოსაა ტაო-კლარჯეთი - მხოლოდ რუკაზე შემორჩენილი საქართველო... საზღვარს იქით, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჩვენი სიწმინდეები უცხოსაც იზიდავს და ახლობელსაც. თუ ერთხელ დადგი ფეხი ამ კურთხეულ მიწაზე, კვლავ და კვლავ დაბრუნების სურვილი სულ უფრო გიმძაფრდება.

სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას გულდასაწყვეტი რამ გავიგე - ქართველი მოძღვრისთვის საზღვრის გადაკვეთა საკმაოდ გართულებულა. თურქები თითქმის თავისად მიიჩნევენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და აქ ქართული წირვა-ლოცვის ჩატარება მათთვის არასასურველი გამხდარა. შემოსილი მოძღვრის ამ მხარეში გამოჩენას კი ერთგვარ ქადაგებად მიიჩნევენ.

საზღვრის გადალახვა ამჯერად ვერ შევძელი, თუმცა სამომავლოდ იმედის ნაპერწკალი დავიტოვე.

ზემო ვარძიის დედათა მონასტერში სტუმრობისას მცირე ხნით ტიპიკონის მიხედვით ვიცხოვრე. მონასტრული ცხოვრება, წინამძღვრის კურთხევით, თავად გიჩვენებს იმ გზას, რომელიც სულიერად გაგზრდის და ცხონებისკენ წაგიყვანს.

ცისკრის ლოცვის მოახლოებას პატარა ზარის წკრიალი გვამცნობს. რამდენიმე წუთში მონასტრის წევრი ტაძრის ზარს რეკავს. ეს უკვე ლოცვის დაწყებას ნიშნავს. მონასტრის წევრი თუ სტუმარი ტაძრისკენ მიუყვებიან გზას. ვარძიაში მართლაც ულამაზესია ცისკარი. აქ თითქოს უფრო ადრე თენდება და მწუხრიც მალევე დგება. შრომასა და ლოცვაში დრო სწრაფად გადის.

მონასტრის გემრიელი ტრაპეზის შემდეგ მორჩილების დრო დგება. ზოგი ქარგავს, ზოგი სანთელს ქნის, ზოგიც ფიზიკურად შრომობს. ათონის მონასტრის მამების თხოვნით და მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანტონის (მაჭარაშვილი) ლოცვა-კურთხევით, მორჩილი ნონა ქართულ გარდამოხსნას ქარგავს. დედები ტრადიციული ორნამენტებით ასრულებენ ნაქარგობებს.

ჰო, მართლა, მონასტერს ფხიზლად დარაჯობს კეთილი ბასკი. ყველაზე ადრე ის იგებს სტუმრის მოახლოებას და ყეფა-ყეფით იკლებს იქაურობას.

ზემო ვარძიაში ირგვლივ მიმოფანტული გამოქვაბულები იმაზე მეტყველებენ, რომ ამ ადგილებში ერთ დროს ღვთისთვის თავშეწირული ადამიანები იღვწოდნენ. ყველა მათგანის მოლოცვა შეუძლებელია, მაგრამ რაც მოვახერხე, იმისთვისაც ვმადლობ უფალს.

წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, ცისკრის ლოცვის შემდეგ გეზი ბერსაყუდლებისკენ ავიღეთ. საოცარია აქაურობა - ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა მამების ნაღვაწი. კლდეში ბუნებრივად გამოკვეთილ კიბეებს ტაძრისკენ მივყავართ. აქაურობის შემყურეს თვალზე ცრემლი მადგება. ღვთისმშობლის დაუჯდომლის წაკითხვის შემდეგ სენაკებისკენ გავწიეთ. საძვალეებიც მოვინახულეთ. შემაღლებულ სენაკებში ასვლა მომცრო გვირაბით შევძელით.

ყველაზე საფრთხილო შედარებით მოზრდილი სენაკის ნახვა აღმოჩნდა. სიმაღლის შიში დავძლიე და სენაკში გადასასვლელად საგანგებოდ გადებულ ფიცარზე მუხლდაყრდნობილმა გადავიარე.

უკან გამობრუნებულებმა სულის მოსათქმელად ბერების ლოცვით მოვლენილი წყაროს წყალი დავლიეთ.

აქედან ერთი კაცის სალოცავისკენ გავემართეთ. ლოცვას მოწყურებულ ბერს ამ უდაბურ ადგილას განცალკევებით გამოუკვეთავს პატარა სალოცავი. ღვთის სიყვარულს ყველასგან მოშორებით გაუყვანია...

გოგაშენი
მოგეხსენებათ, ვარძიის მონასტერი ერუშეთის მთის კალთაზე მდებარეობს. მის მოპირდაპირე მხარეს, ჯავახეთის ზეგანზე კი სოფლები აფნია, კოთელია და გოგაშენია გაშენებული. ამ უკანასკნელის შესახებ ვერაფერს გავიგებდი, ვარძიაში მოწყალების მისაღებად ჩამოსულ ერთ ქალბატონს რომ არ შევხვედროდი. მონასტრის ხშირი სტუმარი ელიკო ბებო და მისი ქალიშვილი შინ ყოველთვის ხელსავსენი ბრუნდებიან. წინამძღვრისა და დედების მისამართით სამადლობელ სიტყვებს არ იშურებს ელიკო ბებო, არც ჩემთან საუბარზე ამბობს უარს:

- მე გოგაშენიდან კი არა ვარ, შვილო, საროდან ვარ გამოთხოვილი. იმისთანა ბაღი დავაგდე და წამოვედი გოგაშენში, აბა...

გოგაშენში ბევრი ხალხი ცხოვრობდა. ახლა ერთ მხარეს ახალჩამოსახლებული აჭარლები სახლობენ. კარგი გულის ხალხია, პურმარილიანი.

- ერთმანეთთან როგორ ხართ?

- კარგად, ჩხუბი-მუბი არ ვიცით. რამდენი ხანია გამოთხოვილი ვარ და ჩხუბი არ დამინახავს. აბა, გენაცვალოს ბებო.

გოგაშენში ბერიძეები ცხოვრობენ, ნათენაძეები, გურგენიძეები. მე ივანიძე ვარ, ჩემი ქმარი ბერიძეა.

- გოგაშენში ტაძარი თუ გაქვთ?

- გვაქვს, მაგრამ დანგრეულია და სანთლებს გარეთ ვანთებთ. ახლა უნდა შეაკეთონ.

მოძღვარი მოვიდა ჩვენთან და ვინც კი მოსანათლი იყო, ყველა მონათლა. მოდიან ხოლმე მღვდლები, ხატებს, წიგნებს გვირიგებენ...

გოგაშენში ყველაზე მეტად გიორგობას ვდღესასწაულობთ ხოლმე.

მომხედავი არავინ გვყავს. ვარძიაში თუ ჩამოვალთ და ესენი თუ დაგვეხმარებიან, თორემ რა გვეშველებოდა, არ ვიცი. პენსია 18 ლარი გვაქვს და იმასაც სინათლეში გვიკავებენ. ქალაქში რომ გვინდოდეს წასვლა, კუმურდოზე უნდა გადავიდეთ და სომხური სოფლები გავიაროთ...

გაიხარეთ და კარგად იყავით!

KARIBCHEვანის ქვაბები
ეს ულამაზესი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძიის მახლობლადაა. მამა ანტონის დახმარებით ამ ადგილების მოლოცვა სამორჩილე თეამ იკისრა. საერო ცხოვრება რომ დატოვა, სახლი გაყიდა და ამ თანხით მამაოს მონასტრისთვის მანქანა შეუძინა. თავადაც ჩინებული მძღოლია.

ვანის ქვაბები IX საუკუნისაა. მისი ტიპიკონი ხელნაწერთა ინსტიტუტში დღესაც ინახება. მონასტერში ცხოვრება საკმაოდ მკაცრი ყოფილა. მხოლოდ ორ დღეს შეეძლოთ ბერ-მონაზვნებს მზის სინათლეზე გამოსვლა, დანარჩენ ხუთ დღეს საკუთარ სენაკებში განმარტოებულნი ატარებდნენ.

მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. ზედ კლდეზეა დაშენებული წმინდა გიორგის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. მისმა კედლებმა მაშენებელთა სახელებიც შემოგვინახა - ვინმე მარიამი ქრისტეს შენდობას შესთხოვს. საკურთხეველი კლდეშია ნაკვეთი. ქვედა სართულის ეკლესიაც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. აქვეა საფლავებიც. ეკლესია კომპლექსის ძირშიც დგას. როგორც, ჩანს, ამ უზარმაზარ კომპლექსში ერთ დროს გაცხოველებული სულიერი ცხოვრება მიმდინარეობდა.

ვანის ქვაბებიდან გეზი ასპინძისკენ ავიღეთ.

***
დღეს ასპინძელებსაც ისევე უჭირთ და ულხინთ, როგორც ყველას ჩვენს ქვეყანაში. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, აქ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხთა სიმრავლე თვალშისაცემია. ლალი თევდორაძესთან საუბრისას შევიტყვე, რომ ასპინძაში სომხებს, კათოლიკეებს ერთმანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. ქალბატონი ლალი სიხარულით აღნიშნავს ასპინძაში მართლმადიდებლური ტაძრის ამოქმედებასაც. ხვილიშას წმინდა გიორგის ტაძარში მამა ზოსიმეს მობრძანების შემდეგ სულიერი ცხოვრება მეტად გააქტიურდა.

- მსახურების დროს ტაძარი მრევლით ივსება, - ამბობს ლალი, - სოფელ აგარაში დაფუძნებულ დედათა მონასტერშიც მიბრძანდება ხოლმე მამა ზოსიმე და დედებისთვის წირვა-ლოცვას აღავლენს.

ჩვენს პრობლემებს თუ იკითხავთ, ყველაზე მეტად უწყლობა გვაწუხებს. უმუშევრობაზე აღარაფერს ვამბობ. პირადად მე ასპინძის საშუალო სკოლაში ქართულსა და რელიგიას ვასწავლი. ჩვენი სკოლა საკმაოდ კეთილმოწყობილია. ამჟამად ასპინძაში 600-მდე მოსწავლეა. ბავშვებს როგორც შეგვიძლია ვუნერგავთ ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს.

აქაურებს ღვთის იმედი და წყალობა გვასულდგმულებს. ეს რომ არ იყოს, ცხოვრება გაგვიჭირდებოდა.

იდუმალა
ეს სოფელი ასპინძის რაიონს ეკუთვნის. ერეკლე მეორის დროს აქ ბრძოლები მიმდინარეობდა. 1945 წელს აქედან თათრები გაასახლეს და დუშეთიდან მთიულები ჩამოასახლეს. მას შემდეგ იდუმალაში მთიულები ცხოვრობენ. ოთხი ოჯახიღაა სომხების. დღეს სოფელში 105-მდე კომლი სახლობს.

- იდუმალა ძალიან კარგი და ძლიერი სოფელია. მას გარშემო ოთის და ოშორის ტყეები აკრავს, - მიამბობს მაია ჯიქური, - აქ ვცხოვრობთ აფციაურები, წიკლაურები, მჭედლიშვილები, ქავთარაძეები, კობაიძეები...

KARIBCHE KARIBCHE

სოფლის შუაგულში წმინდა მარინეს სახელობის საკმაოდ ძველი ტაძარი დგას. ნანგრევებად ქცეული დედა ღვთისმშობლის ტაძარი თათრებს მეჩეთად გადაუკეთებიათ. მერე კომუნისტებს საწყობად უქცევიათ. ტაძრის აღდგენას აქაურები რამდენჯერმე შეეცადნენ, მაგრამ მათი განზრახვა რატომღაც ისევ განზრახვად რჩება.

აქაურების ერთადერთი ნუგეში ქალთა ცენტრია. აქ მანდილისნები ხელსაქმით არიან დაკავებულნი. ნატურალური შალით ქსოვენ წინდებს, ქუდებს... თავიანთი ნამუშევარი თბილისში მოაქვთ და უცხოეთშიც ყიდიან.

KARIBCHEზარზმის მონასტერი
პატარა სოფელი ზარზმა ქვაბლიანის ხეობაში მდებარეობს, ადიგენის დასავლეთით ექვსიოდე კილომეტრზე. სოფელი მდინარის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზეა შეფენილი. მის ზემოთ, მთაზე, ხშირი წიწვოვანი ტყეა. ფერდობის ძირას კი ქვაბლიანს მდინარე ძინძე ერთვის, რომელიც ჯერ კიდევ "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" იხსენიება.

ზარზმის პირველი ტაძარი წმინდა სერაპიონ ზარზმელმა დააარსა. მეორე ეკლესია კი მიქაელის წინამძღვრობით დაიწყეს და მისი მომდევნო წინამძღვრის პავლეს დროს დაასრულეს. ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს მიდგმული სამლოცველო, ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, სერაპიონ ზარზმელის ეკვდერ-სასაფლაო იყოს. ზარზმის სავანეში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვანი. მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ფერისცვალების ჭედური ხატი ინახებოდა. დღეს იგი ხელოვნების მუზეუმშია დაცული, მანამდე კი შემოქმედის მონასტერში ბრძანდებოდა. ხატზე გამოსახულია ფეხზე დგომი მაცხოვარი მაკურთხეველი მარჯვენით. წინასწარმეტყველები ვედრების პოზაში დგანან.

ზარზმის ულამაზესი კომპლექსი მთელ სოფელს გადმოჰყურებს და მადლით ავსებს.

ჭულევი
ჭულევის წმინდა გიორგის ტაძარი ადიგენის მახლობლად მდებარეობს. ძველად ის მნიშვნელოვან კულტურულ, სამწიგნობრო ცენტრს წარმოადგენდა. აქ უნდა ემოღვაწა თავდაპირველად სტეფანე ჭულეველს.

KARIBCHEჩანს, მონასტერი მესხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მონაწილეობდა. სჯულმდებელმა აღბუღამ თავის საკანონმდებლო კრების ადგილად სწორედ ჭულევი მიიჩნია. წმინდა გიორგის ეკლესია ათაბაგ-ამირსპასალარ აღბუღას (1374-1391) მიერაა აგებული.

დროთა განმავლობაში მტერთა შემოსევების შედეგად აქ სასულიერო მოღვაწეობა წყდება და სამცხის სხვა ეკლესია-მონასტრებთან ერთად ჭულევიც უკაცრიელდება.

რამდენიმე წლის წინ, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე თეოდორეს ძალისხმევით, ჭულევში სამონასტრო ცხოვრება განახლდა. მონასტერს სათავეში ჩაუდგა იღუმენი სტეფანე, ახლა უკვე ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი. დღეს მისი წინამძღვარია იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე).

სტუმრად რეზიდენციაში
მეუფის რეზიდენციაში, ახალციხეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერია დაფუძნებული. მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, მას დედა ნატალია (ქაფიანიძე) უძღვება. დედაოსთან ცოტა ხნით შევჩერდით და გავესაუბრეთ.

- ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი მეუფე ამბროსი (ქათამაძე) გახლდათ, შემდეგ - მეუფე ანანია (ჯაფარიძე). ამ ეპარქიაში შედიოდა ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა და ახალქალაქი. მაშინ ჩვენი ეპარქია ერთ-ერთი უდიდესი იყო, - მიყვება დედა ნატალია, - მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) მოსვლის შემდეგ დაარსდა რეზიდენციასთან არსებული დედათა და მამათა მონასტრები. ამ დროს გაიყო ახალციხის ეპარქია: ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონები ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში გადავიდა, ახალციხის ეპარქიაში კი დარჩა ასპინძა, ადიგენი და ახალციხე. როცა მეუფე სერგი ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსად დაადგინეს, აქ მეუფე ნიკოლოზი განაწესეს, 1998 წლიდან კი ბოდბის ეპარქიიდან გადმოიყვანეს მეუფე თეოდორე (ჭუაძე). ეპარქიას შემოუერთდა ისტორიული ტაო-კლარჯეთი და ახალციხელმა ეპისკოპოსმა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის ტიტული მიიღო.

KARIBCHEდღეს რეზიდენციის დედათა მონასტერში ათი წევრი ცხოვრობს. მათგან ოთხი მონაზონია, დანარჩენი კი მორჩილები. აქვეა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის მთავარი სიწმინდე წმინდა ექვსი ათასი გარეჯელი ბერის წმინდა ნაწილები და წმინდა ევსტატეს ოთხი თითი გახლავთ. როცა ეპარქიაში მოვედით, სახატე წმინდა ნაწილებითურთ აქ დაგვხვდა. ახლა სახატეში ძველი ხატის მაგივრად ტიხვინის ღვთისმშობლის ხატია ჩაბრძანებული.

დედაო სახელოსნოსკენ მიმიძღვის. აქ დედები საეკლესიო შესამოსლებს კერავენ და ოსტატურად ქარგავენ.

- დედაო, ამ მხარეში მრავალი ეროვნების ხალხი ცხოვრობს. რთული ხომ არ არის ყველასთან საერთო ენის გამონახვა?

- რეგიონი საკმაოდ მრავალფეროვანია ეროვნულადაც და რელიგიის მხრივაც. ჩვენი უმთავრესი მოვალეობა კი ის არის, რომ ყველას მიმართ თანაბარი სიყვარული გვქონდეს. სასიხარულოა, რომ დღეს ბევრი არამართლმადიდებელი, არაქართველი ინათლება. ეს კი ჩვენი სასულიერო პირების უდიდესი დამსახურებაა. შეუძლებელია, არ აღინიშნოს მათი ღვაწლი მეუფე თეოდორეს თაოსნობით.

დამშვიდობებისას დედაომ გზა დამილოცა. წინ დიდებული საფარის მონასტრის მონახულება გველოდა.

საფარის მამათა მონასტერი
საფარა ტყეშია ჩაფლული. მისი თვალწარმტაცი სანახაობა მხოლოდ მასთან მიახლოებისას, მოულოდნელად გეშლება თვალწინ. იქვეა სოფელი ღრელი.

მონასტერში ცხრა დიდი თუ პატარა ეკლესიაა: წმინდა საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და მცირე სამლოცველოები. აქვეა სამრეკლო, ჯაყელების სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და სხვა ნაგებობები. ამათგან ყველაზე ძველი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.

KARIBCHE

მონასტრის ხელმეორე აღორძინება XII საუკუნიდან იწყება, როცა მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი საბას სახელით აქ ბერად შემდგარა. ჟამთააღმწერლის ცნობით, ვიდრე ბექა ჯაყელი (სარგისის ვაჟი) და დემეტრე თავდადებული მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში გაილაშქრებდნენ, სწორედ მაშინ უნდა აღკვეცილიყო ბერად სარგისი და ბექასაც ამ პერიოდში უნდა აეგო წმინდა საბა განწმენდილის ტაძარი. მას შემდეგ საფარა ჯაყელების რეზიდენციად გადაიქცა. ქტიტორები ტაძრის კედელზე წმინდა საბას წინაშე არიან გამოსახულნი: საბა ათაბაგი (სარგის ჯაყელი), ბექა მანდატურთუხუცესი (სარგისის ვაჟი), სარგის სამცხის ათაბაგი და ყვარყვარე (ბექას ვაჟები). აქვეა ათი სავედრებელი ლოცვა წმინდა საბას მიმართ.

საფარა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან იხსენიება. აქ მოღვაწეობდნენ ივანე საფარელი, ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი, იოანე მტბევარ-საფარელი, მცხეთელი კათალიკოსი არსენი...

მას შემდეგ, რაც სამცხეს თურქები დაეპატრონნენ და საფარა დაცარიელდა, მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა. მათ თან წაუღიათ მთავარი ხატი წმინდა საბასი. ნაწილმა კი მონასტრის განძთან ერთად ქართლის სოფელ არადენს შეაფარა თავი.

მე-18 საუკუნეში საფარის მონასტერში ერთადერთი მღვდელი, გიორგი ყოფილა. 1891-1892 წლებში აქ ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული ქართველი მღვდელმონაზონი, მამა ათანასე მკვიდრობდა სამ მორჩილთან ერთად. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და აქ რუსი არქიმანდრიტი პაისი განაწესეს რუსი მღვდელმონაზვნებითა და მორჩილებით. მათ მონასტრის შესასვლელში ორსართულიანი შენობა და სენაკები ააგეს, სამლოცველოები შეათეთრეს, წმინდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული გუმბათები დაადგეს.

მონასტერმა კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა. ტაძარი კი ძირითადად დაკეტილი გახლდათ. როცა მეუფე სერგი ჩამობრძანდა (1988 წელს), საფარაში ერთი ბერიკაცი - ვაჟა ძია და მისი მეუღლე თამარა დეიდა დახვედრიან. ისინი იქვე, ხის პატარა კოტეჯში ცხოვრობდნენ და ტაძარს ყარაულობდნენ. თურმე, მათი პაპაც დარაჯობდა მონასტერს და მას შემდეგ ამ გვარის ხალხი - სუდაძეები - დღემდე უვლის საფარას. მეუფე თეოდორეს კუთხევით, თამარა დეიდა ახლა საფარის სასულიერო სემინარიის მზარეულია.

სამონასტრო ცხოვრება საფარაში 1988 წლიდან განახლდა. 1996 წლიდან მეუფე სერგის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარიაც მოქმედებს. სემინარია იმითაც არის გამორჩეული, რომ ის მონასტრის წიაღში ფუნქციონირებს.Aაქ ისეთი ადამიანები მოდიან, ვისაც ბერობა სურს. ამ სემინარიაში სწავლობდნენ ახლა უკვე ეპისკოპოსები - მეუფე თეოდორე, მეუფე საბა, მეუფე სტეფანე. ერთხანს აქ მოღვაწეობდა მეუფე იოსებიც. საფარის სემინარიადამთავრებულები დღეს სხვადასხვა ეპარქიაში იღვწიან.

საღვთისმეტყველო საგნებს ბერები ასწავლიან - ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ნიკოლოზი, საფარის მონასტრის წინამძღვარი მამა არსენი, აბასთუმნისა და ჭულევის მამათა მონასტრების წინამძღვრები, სხვა საგნებს კი - ახალციხის უნივერსიტეტის ლექტორები. აქ პანსიონური წყობაა. მათი ტიპიკონი მონასტრულს ემსგავსება. დილის რვის ნახევარზე ცისკრის ლოცვას თავად სტუდენტები კითხულობენ, ტრაპეზის შემდეგ კი ლექციებისთვის ემზადებიან. საღამოს მწუხრს ასრულებენ. რადგან სემინარია გრიგოლ ხანძთელის სახელობისაა, მწუხრის ლოცვის შემდეგ ამ წმინდანის პარაკლისი იკითხება. შაბათ-კვირას კი სტუდენტები მონასტრის ძმებთან ერთად მსახურებას ესწრებიან.

სასულიერო სემინარიაში მსურველთა მიღება გასაუბრებით ხდება. ამჟამად აქ 25 სტუდენტი სწავლობს.

კურსდამთავრებულთაგან ორი საფარის მონასტერში დარჩა. მათგან კიდევ ერთი მეუფე თეოდორესთან საკათედრო ტაძარში დიაკვნად მსახურობს. სემინარიის პრორექტორის იღუმენ დავითის (გვრიტიშვილი) თქმით, მონასტრული გარემო განსაკუთრებით მოქმედებს სტუდენტზე. ბერების ცხოვრების შემხედვარენი, თავადაც ცდილობენ, მათ მიბაძონ. სწავლა, ლოცვა, ფიზიკური შრომა და სულიერი ღვაწლი აუცილებელია ყმაწვილებისთვის.

საფარაში დღეს 14 მონასტრის წევრი ცხოვრობს. წინამძღვარია მამა არსენი. მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ტაძარია. მათგან ორში აღესრულება წირვა-ლოცვა. ოდნავ მოშორებით კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები ჩანს. აქაც მონასტრის ძმობა ცხოვრობს. მამები ლოცვას ფიზიკურ შრომასაც უთავსებენ და ასე ემსახურებიან ქვეყნიერების შემოქმედს.

ვარძიის მამათა მონასტერი
ამ ვეებერთელა კომპლექსის შემყურეს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს თამარ მეფის ეპოქაში გადაინაცვლე. სიხარულს სინანულის სევდაც ერევა. ერთ დროს მამებით სავსე მონასტერში დღეს წინამძღვართან ერთად შვიდად შვიდი ადამიანი მოღვაწეობს.

წინამძღვრის, მამა ანტონის კურთხევით, მღვდელმონაზონმა მათემ (ვაშაყმაძე) ვარძიაში მეგზურობა გაგვიწია. მამაოს წყალობით, გამოქვაბულში სასწაულებრივად გადმომდინარე თამარის წყარო დავლიე. ამბობენ, თუ რწმენით შესვამ, კურნებას მიიღებო. წყალი ერთ დიდ ღრმულში გუბდება და მონასტერსაც სასმელი წყალი, ღვთის წყალობით, არ აკლია.

KARIBCHEთავად ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აუშენებიათ გიორგი III-სა და თამარ მეფეს. მათი ფრესკები ხომ გამორჩეულად ამშვენებს აქაურობას. მონასტერში ბრძანდებოდა ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. მემატიანეს ცნობით, ამ ხატს გამარჯვებულს უწოდებდნენ. აქ ერთხანს მოღვაწეობდა იოანე შავთელიც, რომელმაც შექმნა "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". იგი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

როცა მტერმა ვარძია დაარბია, ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარიც გაიტაცა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, სამცხეში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები ჩამოანგრია. ვარძიამ სწორედ ამის შემდეგ იცვალა სახე. გავიდა ხანი და ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდოპულომ ტაძრის გაწმენდა დაიწყო. ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.

კომუნისტების დროს მონასტერში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა, 1989 წლიდან კი, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ისევ გაისმის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი".

- ვარძია ადრე 13 სართულად იყოფოდა. მიწისძვრის შემდეგ 10-იღა შემორჩა, - მიამბობს მამა მათე, - აქ დღესაც ნახავთ ძველი ქვევრების ნაშთებს. მოგეხსენებათ, ვარძიას უხვად ჰქონდა შემოწირული მიწები და მის მარნებში მონასტრისთვის ღვინო იწურებოდა. მაშინდელი კლდეში ნაკვეთი საწნახლებიც კი შემორჩა. კლდეში გამოკვეთილი მოზრდილი გვირაბის მეშვეობით თიხის მილებით წყალი ზედა ვარძიიდან თვითდინებით მოეწოდებოდა ვარძიას. არსებობდა საკანალიზაციო სისტემაც. თამარის წყარო XII საუკუნეში აღმოაჩინეს.

რაც მონასტრული ცხოვრება განახლდა, ვარძიას არქიმანდრიტი ანტონი უძღვება. დღეს მონასტერში შვიდნი ვართ. ვლოცულობთ, ვშრომობთ. ტიპიკონის მიხედვით, დილის 6 საათზე ვიწყებთ ცისკრის ლოცვას. შემდეგ პარაკლისი მოდის, ტრაპეზი და დგება მორჩილების დროც. გვაქვს მცირე საკალმახე მეურნეობა, მიწას ვამუშავებთ. გვყავს საქონელი, ფუტკარი. საღამოს ლოცვა 6 საათზე იწყება, მერე კი ყველანი პირად კანონებს ვასრულებთ - ოთხ დაუჯდომელს ვკითხულობთ, აგრეთვე სახარებას, სამოციქულოს, ფსალმუნებს...

ბერობა რთულია. მონასტერში მოსულმა თავის უარყოფა უნდა შეძლოს. ბერს მთელი ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლა უწევს. განსაცდელიც ბევრია და ისინი დიდი სულიერი შრომითა და გამოცდილებით დაიძლევა.

KARIBCHE
მარცხნიდან სხედან: არქიმანდრიტი ანტონი, მღვდელმონაზონი მათე, ბერი გიორგი
დგანან: ბერი შალვა, იღუმენი დავითი


აღკვეცის წესის აღსრულებისას საბეროს ეკითხებიან, თავისი ნებით მიდის თუ არა მონასტერში. აქ ძალდატანებით არავინ მოდის. თუ ადამიანს ღვთის დიდი სიყვარული არ აქვს, მონასტერში ვერ გაძლებს. მერე ღვთის შეწევნით, ღვთის მადლით ძლიერდები და მონასტრულ ცხოვრებას სწავლობ.

უმთავრესი მორჩილების პერიოდია. ძალზე გვიჭირს ქართველებს მისი დაძლევა. ქართულ ხასიათს, ალბათ, ახასიათებს საკუთარ ნებაზე სიარული. მონასტრული ცხოვრება კი შენი თავის წინააღმდეგ წასვლას მოითხოვს. მორჩილების პერიოდი ადამიანს იმისთვის ეძლევა, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, ნამდვილად სურს კი ამ გზაზე სიარული. ზოგს ამისთვის დიდი დრო სჭირდება, ზოგს - მცირე. წინამძღვარი აკვირდება მორჩილის სულიერ მდგომარეობას და წყვეტს, აღკვეცოს თუ არა ბერად.

უმნიშვნელოვანესი მოძღვრის მორჩილებაა. პატერიკს გავიხსენებ: მოძღვარმა მორჩილს კომბოსტოს ჩითილის უკუღმა დარგვა უბრძანა. მორჩილს გაუკვირდა წინამძღვრის ნათქვამი და კურთხევა არ შეასრულა. ნარგავმა ვერ გაიხარა და გახმა. ეს შენი ურჩობის ნაყოფია, უკუღმა რომ დაგერგო, წაღმა ამოვიდოდაო, - უთხრა მოძღვარმა.

- მამაო, მონასტრის ძმობა როგორ შეიკრიბეთ?

- ფაქტობრივად, ყველანი ერთად მოვედით. ძალიან ტკბილად მახსენდება ის პერიოდი. ვარძია მანამდე არ მენახა.

თავიდან ყველანი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. აქ იყო საძინებელიც, სატრაპეზოც... მერე გავფართოვდით.

პირველად რომ შევედი ვარძიის ტაძარში, იმდენად დიდი ზემოქმედება მოახდინა, რომ მაცხოვრის ხატის წინ დავიჩოქე და უფალს ვარძიაში დამკვიდრება შევთხოვე. მას შემდეგ შვიდი წელია აქ ვარ და წამითაც არ მიფიქრია აქაურობის დატოვება.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეუფე თეოდორეს ღვაწლი. მისმა მობრძანებამ ეპარქიაში სულიერი ცხოვრება გამოაცოცხლა. გაიხსნა უამრავი ეკლესია-მონასტერი. ბერმონაზვნური ცხოვრების გაძლიერებამ ერიც გააძლიერა.

საერო მღვდლის ფუნქციაც ბერებმა ვიტვირთეთ. აქაურები სარწმუნოების მიმართ მგრძნობიარობით გამოირჩევიან, მიუხედავად უამრავი გასაჭირისა, რწმენისა და წინაპრების უდიდესი სიყვარული შეინარჩუნეს. ყოფითი პრობლემა საკმაოდ აქვთ, მაგრამ მაინც ცდილობენ, ეკლესიაში იარონ და თავიანთ ფესვებს დაუბრუნდნენ.

დღესაც არსებობს საფრთხე იმისა, რომ ადამიანებმა მატერიალური უზრუნველყოფის სანაცვლოდ ჭეშმარიტებაზე უარი თქვან და კათოლიკური სარწმუნოება მიიღონ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ მათ.

- მამაო, ცოტა რამ თქვენ შესახებაც მიამბეთ?

- ეკლესიაში სიარული მაშინ დავიწყე, როცა კაცი ახალგაზრდული ჟინით ცხოვრობს და გართობისკენ ისწრაფვის. თბილისის მეტეხის ტაძარში დავდიოდი. მამა აკაკი მელიქიძეს ჩავაბარე პირველი აღსარება.

ბერობის სურვილი გამიჩნდა. ჩემს თავს რომ ვუკვირდებოდი, ვამჩნევდი, საერო ცხოვრებაზე ნაკლებად ვფიქრობდი. სტომატოლოგიურზე ვსწავლობდი. მესამე კურსიდან მივატოვე და ვარძიის მონასტერში წამოვედი. ოჯახიდან მოშორებით მინდოდა ვყოფილიყავი და ამიტომ თბილისიდან ყველაზე შორს მდებარე ვარძიის მონასტერი ვარჩიე. აქ გავიარე მორჩილება. ბერად აღკვეცის შემდეგ მათე მახარებლის სახელი მეწოდა.

ჩვენი მონასტრის წინამძღვარი მამა ანტონი პირადი მაგალითით გვასწავლის ბერმონაზვნურ ცხოვრებას. მონასტრის წევრებიც ვცდილობთ, წინამძღვრის ტვირთი შევუმსუბუქოთ, დიდი სიყვარულით ვმორჩილებდეთ და ვემსახურებოდეთ უფალს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გახარებული გამყოფოთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat