მთის რაჭა
მთის რაჭა
ღები
ბევრი რამ მსმენოდა მთის რაჭის მშვენიერ სოფლებზე - ღებზე, ჭიორაზე, გლოლაზე, უწერაზე, შოვზე, მაგრამ თვალით ნანახმა მართლაც გამაოგნა... რაჭის ეპისკოპოსის, მეუფე ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხევით და მამა ნოეს (კერესელიძე) შემწეობით, მთის რაჭაში, ჯერ ონში, შემდეგ სოფელ ღებში გავემგზავრე. მამა ნოე ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, სხვა ტაძრებშიც წირავს. რაჭის ეპარქიაში სულ ოთხი მოძღვარი მსახურობს, ღვთის მადლით, ოთხივენი ერთმანეთზე უკეთესი მოღვაწე მამები არიან - თავმდაბლობით, მრევლისადმი მზრუნველობით და საღვთო საქმეების კეთებით გამორჩეულნი. რადგან მოძღვრების ნაკლებობაა, თითოეულ მათგანს რამდენიმე ტაძარში უწევს მსახურება. იმდენად რთულია რაჭაში ერთი სოფლიდან მეორეში წასვლა, რომ თუ ვერ მიუსწარი ტრანსპორტს, შესაძლოა ღამის გათევა ქუჩაში ან კიდევ ვიღაც მადლიანის ოჯახში მოგიწიოს. ონში მრევლის წევრი სერაფიმე ბიჭაშვილი და ტაძრის მესანთლე მარიამ ჩიკვილაძე დამხვდნენ და ონის სასულიერო ცხოვრებაც გამაცნეს.

- სადაც ახლა წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძარი დგას, ადრე სოფელ მოედნის სახელით იცნობდნენ. ონში წინათ კინოთეატრის ადგილას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც იყო. რადგან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ტაძრის აშენება, მეუფემ კინოთეატრის გვერდით ჯვარი დააბრძანა. გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძარი გაიხსნა 1996 წელს და პირველი წირვა, მეუფის კურთხევით, მამა ილია ხომასურიძემ ჩაატარა, - მითხრა მარიამმა, - მერე აქ მსახურობდა მამა ტარიელ კერესელიძე. უკვე რამდენიმე წელია, ტაძარს დეკანოზი ნოე კერესელიძე წინამძღვრობს. მამა ნოე ყველანაირად ცდილობს გააძლიეროს ხალხი რწმენაში. ძალიან მზრუნველი მოძღვარია და მრევლისთვის სულიერ და ფიზიკურ დახმარებას არ იშურებს.

ტაძრის გვერდით ორსართულიანი ლამაზი ძველებური რაჭული ოდა დგას. აქ წინათ მმაჩის ბიურო ყოფილა, დღეს დაკეტილია. აქაური მრევლის და მოძღვრის დიდი სურვილია, ეს შენობა ტაძარს გადაეცეს.

- ერთ დროს სამი მღვდელი წირავდა ონის ტაძარში, - საუბარში ჩაერთო სერაფიმე, - მიუხედავად ავადმყოფობისა, მამა ნოე ყველანაირად ცდილობს, მრევლს ემსახუროს. ძალიან გვიყვარს მამა ნოე, მისი ოჯახი. მომავალში შეიძლება ღვთის წყალობით მედავითნეობა ვიტვირთო. ჩვენს ყოფა-ცხოვრებას თუ იკითხავთ, ისე ვსულდგმულობთ, როგორც ყველა. დაცარიელებულია აქაურობა. ზამთრის მობინადრენი რამდენიმეღა შემოვრჩით რაჭას.

...ღების ყვითელი ავტობუსი ისე თვალის დახამხამებაში შეავსეს "ყველაზე სწრაფებმა", რომ უადგილოდ დარჩენილ მე და ჩემს ბიძაშვილს, ივანე ცაგურიშვილს, ძრავაზე მოგვიხდა დასკუპება.

თვალებგაფართოებულები შევცქეროდით ავტობუსში ამომსვლელთ. სრულიად განსხვავებული საუბარი, კილო, ქცევა... გზადაგზა ხუმრობა არ მოგვკლებია. წინ ისეთი გზები გველოდა, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი. მძღოლის ოდნავი არასწორი მოძრაობა და რიონში ამოყოფდი თავს.

ყოველ სოფელში წმინდა სალოცავები გვხვდება.

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყალს შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 3800 მეტრს აღემატება. მთის რაჭა შემოსაზღვრულია მაღალი მთებით: ფასის მთა, ლაბო, წითელი, წიხვარგა, ბურჯულა, შოდა და სხვა. ტყიანს ალპური ზოლი მოსდევს, შემდეგ იწყება ტიტველი კლდეები და თოვლყინულოვანი წვეტიანი მწვერვალები. ეს მყინვარები ასაზრდოებენ რიონის სათავის ტოტებს: ჩვეშურას, ნოწარულას, ჭანჭახს და სხვა. აქ ზამთარი თოვლიან-ყინვებიანია, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა - ადრე, ზაფხული გრილია და მოკლე.

KARIBCHEმთის რაჭა მოიცავს ღებისა და გლოლის თემებს და შედგება სამი სოფლისგან. ესენია ღები, ჭიორა და გლოლა. დასავლეთით მას ესაზღვრება რაჭა-სვანეთის ქედი, რომლის უმაღლესი მწვერვალებია - ჭუთხარო და ლაფიწყარი. ერთი ბილიკით აქედან ფასის მთით მარუალში გადადიხარ, ვაცის წვერით - სვანეთში. ჩრდილო-აღმოსავლეთით მთის რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ყარაჩაეთი და ბალყარეთი. ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. ამას მოწმობს სოფელ ღების მახლობლად, ბრილში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის აკლდამები. დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და ეს კუთხეც XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ეკუთვნოდა. სვანური ყოფის დამახასიათებელი ნიშნები დღეს უკვე აღარ ჩანს.

ღების ეტიმოლოგია ასეთია: სვანურად "ღვებ" - ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს. სოფელ ღების დაარსებას თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ მღებავს, რომელსაც კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქაც გაუგრძელებია ხელობა და სოფელსაც ღები დარქმევიაო. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჟანიძის წინაპარი - ხოშიტა ლობჟანიძე, რომელიც დაფუძნებულა რიონის მარჯვენა ნაპირზე და კოშკიც აუშენებია. შემდეგ ხიდურიდან გადმოსულან გოგრიჭიანები (ესენი უნდა იყვნენ გარაჭველებული სვანები). მათ შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: სვანეთის მთავარს დადეშქელიანს და რაჭის ფეოდალს ჯაფარიძეს ერთმანეთში მტრობა ჰქონიათ. ჯაფარიძეები თავიანთი ლაშქრით დაბანაკებულან სვანეთის საზღვარზე "გორის ბოლოს". დადეშქელიანს შეშინებია და მათთვის დაზავება შეუთავაზებია. ჯაფარიძეს დადეშქელიანისთვის მოუთხოვია ერთი სავსე ჩექმა ჭიანჭველას ტვინი. ვინაიდან ამის შესრულება შეუძლებელი იყო, დადეშქელიანს ჯაფარიძისთვის მიუცია ხიდურში მცხოვრები შვიდი კომლი გლეხი გოგრიჭიანი. გამობრუნებისას ჯაფარიძეს ერთი კომლი - გოგრიჭა გოგრიჭიანი უჩუქებია აზნაურ არეშიძისთვის, რომელსაც ის ღებში დაუსახლებია. დანარჩენები კი რაჭის სხვადასხვა კუთხეში დაუგზავნია. შოდის მთიდან ღებში გადმოსახლებულან ბოხაშვილები, საგურამოდან კი - გავაშელიშვილები.

გობეჯიშვილებს დიგორიდან გამოქცეულად თვლიან. ძმებს - გობეჯას, ხამიჯას და იას დიგორში კაცი შემოკვდომიათ და თემისგან განდევნილები მისულან რაჭის მთავარ წერეთელთან და დასახლების ნებართვა უთხოვიათ. გზად ღები გაუვლიათ და ძლიერ მოსწონებიათ. სოფელ სადმელთან მელა მოუკლავთ და შემდეგ წერეთელს ხლებიან. გობეჯა და ხამიჯა ცხენზე მსხდარან, ია კი ჯორზე. წერეთელმა მგზავრები მიიღო, მაგრამ მათ შორის უმეტესი პატივი იას სცა, როგორც ჯორით მოსულს. მეორე დღეს ჰკითხა სტუმრებს, სად ისურვებთ დასახლებასო. იას მოუხსენებია, - იქ დამასახლე, სადაც მელა მოვკალიო. ხამიჯას უთხოვია, - დიგორელებთან შემარიგე და უკან გამაბრუნეო. გობეჯას კი ღები მოსწონებია. წერეთელს შეუსრულებია მათი თხოვნა. იასთვის აზნაურობა უბოძებია და სადმელში დაუსახლებია. აქედან მოდის იაშვილების გვარი. გობეჯა ღებში დასახლებულა და გობეჯიშვილების გვარისთვის მიუცია დასაბამი. ხამიჯა დიგორში გაბრუნებულა, სადაც მისი შთამომავალი ხამიჯავები დღესაც ცხოვრობენ.

სოფელ ღებში თითოეულ საგვარეულოს თავისი უბანი აქვს. გვარი შედგება რამდენიმე კომლისგან. ყველა მათგანს განმასხვავებელი სახელი აქვს, რომელიც დაკავშირებულია წინაპრისა და ოჯახის უხუცესის სახელთან, ზოგჯერ წარმოშობის ადგილთანაც. მაგალითად, ლობჟანიძეები არიან: ხოშირიანი, ნანუკიანი, ლაშხუანი, ზვიადეენი, ჯოტეენი, სვანეენი, ჯოჯოენი და სხვა.

გობეჯიშვილები - შალიკიანი, ერმოლეენი, გოგეენი, ნინეენი, გოტოიანი, გივიტიანი, ქუტუნეენი, ჯამოეენი, ოთუკეენი და სხვა. გოგრიჭიანები - ჩხუტეენი, ლეჩხუმეელნი, საგეენი, მამუჩიანი...

დიდსა და პატარა ღებს მდინარე რიონი ყოფს. გზები ქვიანია. სახლების უმეტესობა ძველია და ქვითაა ნაგები. აქა-იქ ხის ოდა-სახლებსაც შეხვდებით. აქაურებს განსაკუთრებით ახასიათებთ რწმენა და ღვთის სიყვარული, სალოცავებს პატრონობენ და ყოველ დღესასწაულს სათანადოდ ხვდებიან. შემაღლებულ ადგილას ღებელების მფარველი დიდი რკინის ჯვარი ღამით განათებულია. შუა სოფელში მაცხოვრის სახელზე დიდი ტაძარი შენდება. დიდ-პატარა მის მშენებლობაში მონაწილეობს. თვალშისაცემია ქალაქიდან ჩასული ახალგაზრდა ღებელების სიმრავლე. ზაფხულობით ივსება აქაურობა. მოაგარაკეთა წასვლის შემდეგ მოხუცებიღა რჩებიან სოფლის დარაჯებად.

KARIBCHEრამდენიმე დღე ვსტუმრობდით ვახტანგ გობეჯიშვილის ოჯახს.

- ჩვენ კამეჩიანთები გვქვია, - მიყვება ბატონი ვახტანგი, - პატარა და დიდ ღებს ადრე ხიდი აკავშირებდა, ნაქალაქარის ხიდს ვეძახდით. ხიდის ასაგებად მძიმე მორები მოუთრევიათ ღებელებს. მისი მორევა ვერავინ შეძლო. ჩემი გვარის წინაპარ სამ ძმას აუწევია და ხიდად გაუდვია. ხალხს უთქვამს მათთვის - რა კამეჩებივით ღონივრები ყოფილხართო. მას შემდეგ ჩვენს გვარს კამეჩიანთებს ეძახიან. ღებში არიან ასევე მჭედლიანები. მათი ყველა წინაპარი მჭედელი იყო. არიან კიდევ ალუკეენი, ჩოდეენი, ღვთისუკეენი... ღვთისუკეენთა წინაპარს შვილი არ ჰყოლია. ლოცვით გასჩენიათ და უთქვამთ, - ამას ღვთის უკეთესი ვინ მოგვცემდაო.

უბნები
სოფელი ოთხ უბნად იყოფა - ჭალეევი, სალაშქრო, ციხისკარი (ადრე აქ ათი საუკუნის განმავლობაში მაცხოვრის ტაძარი იდგა) და საროკავა. სალაშქროზე წინათ ლაშქარი იყრიდა თავს... ჭალეევი იმიტომ ჰქვია, რომ აქაურობა ჭალაა, ციხისკარი - მაშინდელი ქალაქის ახლობელი უბანი ყოფილა, საროკავა (საცეკვაო) ვაკეა, აქ გასართობი იყო, აქ დადიოდნენ ღებელები და ფერხულს ცეკვავდნენ. მეხუთე, ცალკე უბანია პატარა ღები. აქ ძირითადად გოგრიჭიანები, ბოხაშვილები, ალიძეები, გავაშელიშვილები ცხოვრობდნენ. ბერიშვილის გვარი გლოლიდანაა გადმოსული. ადრე ზედსიძედ მოსულა სოფელში და გამრავლებულა.

ტრადიციები
- ღები ღარიბი სოფელი ყოფილა, - განაგრძობს ჩემი მასპინძელი, - მესაქონლეობას კი მისდევდნენ, მაგრამ მაინც უჭირდათ. ამიტომ მეგზურებად დადიოდნენ. თითქმის ყველამ იცოდა რუსული, ყარაჩაული და ოსური.

სტუმარმასპინძლობა კარგი იცოდნენ. სტუმრებს აუცილებლად ბატკანს დაუკლავდნენ, ხშირად ხბოსაც. მასპინძელი სტუმარს მიაწოდებდა პურს და ნიშნად სიყვარულისა, ერთად გატეხდნენ.

პირველ სიტყვას სუფრაზე ოჯახის უფროსი იტყოდა. მასპინძელი სტუმარს თუ ღამით ფარდაგულას გადააფარებდა და თან თბილ ბუხართან მოასვენებდა, ეს დიდი პატივი იყო. ოჯახის უფროსი ქალიშვილი სტუმარს ფეხებს დაბანდა და ისე დააწვენდა. სტუმარს თან საგზალს გაატანდნენ და გზასაც დაულოცავდნენ.

სტუმრის პატივისცემა განსაკუთრებით ნადირობის დროს მჟღავნდებოდა. მარხვის დროს ღებელი არ ნადირობდა. უფრო მეტად მარიამობის მარხვის შემდეგ იწყებოდა სოფელში ნადირობა. პირველად ნანადირევს წვეულს არგუნებდნენ - სიმბოლურად ჯიხვის რქებს მიართმევდნენ. თუ გზაში ვინმე შემოხვდებოდა, ნანადირევი მისთვის უნდა გაენაწილებინა. დანარჩენს შინ მიიტანდნენ. მას პირველად ოჯახის უხუცესი წევრი მიირთმევდა, თან დაილოცებოდა - ეს ერთი და სხვა მრავალიო.

ღებში კიდევ ასეთი ტრადიცია გვაქვს, რომელსაც "დიდება ბრძანეს" ვეძახით, - ამბობს ბატონი ვახტანგი, - ეს არის ჯვრის გამოხსნის დღესასწაული. ჩვენში ერთი წყალობა ბათხაძე ყოფილა. შემთხვევით სიბნელეში მსხლის ხის ქვეშ წამომჯდარი კაცი დათვი ჰგონებია. თოფი უსვრია. დათვის ნაცვლად შვილი შერჩენია ხელში. ამ დროს ღების სალოცავიდან სვანებს ძვირფასი ჯვარი წაუღიათ. წყალობას უფლისთვის აღთქმა მიუცია, - ჩემი შვილის სისხლს მაშინ მოვიხსნი, როცა ამ ჯვარს ღების მაცხოვრის ეკლესიას დავუბრუნებო. წასულა და მოჯამაგირედ დასდგომია სვანებს. ერთხელ, წირვის შემდეგ, დაკეტილ საყდარში დარჩენილა და ჯვრის გამოტანა სარკმლიდან მოუნდომებია. თავად გამოსულა, მაგრამ ჯვრის გადმოტანა გასჭირვებია. შესთხოვა თურმე უფალს, - დალოცვილო მაცხოვარო, იდრიკე თავი, თუ არა შენც რჩები და მეცო. ისმინა უფალმა - ჯვარი დაიდრიკა. ეს მომხდარა ყველიერის დიდ ხუთშაბათს. მას მერე დააწესეს ღებელებმა "დიდება ბრძანეს" დღესასწაული. წინა დღეს გათენებამდე დადიან მოხუცები სიმღერით:

"დიდება ბრძანე მაცხოვრისა,
წმინდა გიორგისა, ზედ ქალაქშია
ჯვარცმისა. შეგეწიოთ მისი მადლი".


მერე დააყოლებენ: "დიდება ბრძანე, მაცხოვრის ჯვარი მოვაბრძანე". მთელი სოფელი სუფრას მიუსხდება და "დიდება ბრძანეს" დღესასწაულს აღნიშნავს.

სადღეგრძელოები
ყველაზე მეტად გამორჩეულია მონაგრის და გარსაგისის სადღეგრძელოები. გარსაგისი, იცით, რა არის? - მიხსნის ბატონი ვახტანგი, - ქე რომ შენი მონაგარი გყავს - ოჯახი, შვილები, გარსაგისს ვეძახით იმას, რომელიც გვარს, გენს და სისხლით ნათესაობას გვაძლევს.

წყარო
ახლანდელი მაცხოვრის ეკლესიასთან თურმე ცივი წყარო მოდიოდა. მერე სოფლის ცენტრში გადმოიყვანა ხალხმა. იქვეა კიდევ რამდენიმე წყარო - ბინულა, საროკავა, ქვაბთათანა.

დუროიანი ციხესახლი
სვანური მურყვამის ტიპის სამ-ოთხსართულიანი ღებური დუროიანი სახლი ერთდროულად იყო საცხოვრებელი და საბრძოლო თავდაცვითი ნაგებობა.

KARIBCHE KARIBCHE

პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების იყო, მეორე და მესამე - საცხოვრებელი, მეოთხე - შენობის დამაგვირგვინებელი სართული - დუროიანი ქორედი კი საბრძოლო ბაქანს წარმოადგენდა.

დუროიანმა სახლმა გაუძლო დრო-ჟამს. XX საუკუნის დასაწყისში ასზე მეტი ასეთი ნაგებობა არსებობდა. დღეს ერთიღაა პირვანდელი სახით შემორჩენილი, რომელიც გადაუდებელ შეკეთებას და დაცვას საჭიროებს.

ღებური კოშკი ანუ "დედაღვთისა"
ეს კოშკი პატარა ღებშია. ულამაზესი სანახავია აქაურობა. მართალია, ამ კოშკს წინათ საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ დღეს აქ ღებელებს სალოცავი აქვთ მოწყობილი. მას განსაკუთრებით უშვილო ოჯახები ევედრებიან. "დედაღვთისადან" ხელისგულივით მოჩანს მთელი ღები, თითქოს თავის კალთას აფარებს აქაურობასო.

თევრეშოს მთავარანგელოზი
თევრეშოში, კლდის ქიმის თავზე, მთავარანგელოზის სახელობის თეთრი ქვის ეკლესია მდგარა. ამჟამად იქ მხოლოდ ტაძრის, ციხესიმაგრისა და გალავნის ნანგრევებია. თევრეშოს ძველი ტაძრის მახლობლად, ტყის პირას, არის სალოცავი, რომელსაც ხალხი "ქრისტე მეუფეს" უწოდებს.

ბრილის წმინდა გიორგი
"სხუა მთიულეთის ციხე და სოფელი ბრილი, ოცდაოთხი კუამლი კაცი, ერთი ეკლესია თხუთმეტი პატიოსნით ხატითა და მისით წიგნებითა სრულობით შემკობილი", - წერია ისტორიულ წყაროში. ახლა იქ ნანგრევებიღაა. ბოლო ხანს წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები ნაწილობრივ გაიწმინდა, შეკეთდა, გადაიხურა და სალოცვადაც დადიან ღებელები.

ცოტა მოშორებით, რიონის ხეობაშიც ყოფილა ეკლესიის ნანგრევები. ვაჟა გობეჯიშვილს ეს ადგილი პატარა სოფელ ფიცრიხულად მიაჩნია.

სათხეურას ჯვარი წყლისა
თევრეშოს და ბრილს შორის, ხოფითოს მოპირდაპირედ, ლამაზად გადმოჰყურებს რიონს მაღალი კლდე, რომლის წვერზეც შუა საუკუნეების სათვალთვალო კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. როცა კოშკმა თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა, სალოცავად უქცევიათ ღებელებს და "ჯვარი წყლისას" სახელი დაურქმევიათ. მართლაც, ზუსტად იმ ადგილას რიონი, ჯიჯიშორი და დიდღელის რუ ჯვარს ქმნის, რაც მიესადაგება დასახელებას - "ჯვარი წყლისა". კოშკის ნანგრევი თლილი ქვებით აუგიათ სალოცავი, რომელმაც XX საუკუნის შუა ხანამდე მოაღწია.

შოდის წმინდა გიორგი
ეს სალოცავი კარგა შემაღლებულ ადგილზე აუგიათ ჩვენს წინაპრებს. მისი საძირკველი კარგადაა შემონახული. მის ახლოს შეიმჩნევა შოდის ციხესიმაგრის ნაშთებიც.

როგორც გავიგე, ღების მაცხოვრის ეკლესიის ჯვარ-ხატების უმრავლესობა შოდაში ყოფილა დამზადებული. აქაურია შოდის ეკლესიის კუთვნილი ჯვარ-ხატიც. წმინდა გიორგის ტაძრის გაუქმების შემდეგ ეს სიწმინდეები მაცხოვრის ეკლესიაში დააბრძანეს. ერთ-ერთ მოოქრულ წმინდა გიორგის ვერცხლის ხატს ამშვენებდა წარწერა: "წმინდაო გიორგი, შეიწყალე შოდელი კვირიკე ბერი წინაშე ქრისტესა".

შოდელი ბერების ნახელავი ჯვარ-ხატები მართლაც მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდა.

მას შემდეგ, რაც შოდამ არსებობა შეწყვიტა, მისი მოსახლეობის ნაწილი ღებს შეუერთდა. ეკლესიის კუთვნილი განძეული კი ღების მაცხოვრის (ციხიკარის) ეკლესიაში გადაიტანეს.

KARIBCHE***
ღების მაცხოვრის ტაძრის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ თავად ღებელებმა იტვირთეს. მის დამთავრებას აღარაფერი აკლია. ტაძარი იმითაც არის მადლიანი, რომ მისი საძირკველი მისმა უწმინდესობამ აკურთხა.

"მისი უწმინდესობის ჩამობრძანებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, - დიდი სიყვარულით მიამბობს ბატონი ვახტანგ გობეჯიშვილი, - ყველას გვკოცნიდა და გვლოცავდა. ჩემი მოსწავლეები ვაგალობე - "ქრისტე აღსდგა". ასეთი გალობა არსად არ იციანო, - მითხრა გახარებულმა. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევა შეეწიოს მთლიანად საქართველოს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
31.10. 2019
თამარ ჭელიძე
რაჭა არის ძალიან ლამაზი და თვალწარმტაცი კუთხე. მიყვარს რაჭა და ყველა რაჭველი!
27.09. 2018
გაგიკ ბოლო
იაშვილები მესხები არიან და შემდეგ გავრცელდნენ სხვა კუთხეებში.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat