ატენის ხეობა
ატენის ხეობა
გაგრძელება. დასაწყისი იხ. #13
სოფელი ატენი დედაქალაქიდან შორს არ არის, მაგრამ გლეხის მზრუნველი ხელი აქაურობას მართლაც აკლია. მეტიც - ზოგიერთ მკვიდრ ატენელს ისე აუყრია გუდა-ნაბადი და გამოქცეულა ქალაქში, რომ წინაპართა ნაფუძრისკენ აღარც მოუხედავს. დიდი ურდულით ჩაურაზავს სახლის კარი და მამა-პაპათა ალაგი სევდიანად მიუტოვებია.

ზამთარი მკაცრია ხეობაში, ზაფხული - გრილი და საამო. ხეობა მთაგორიანია და აქაურებს საფიქრალ-საზრუნავს ესეც მატებს.

მთელ ხეობას ერთი ვიწრო გზა მიუყვება, გზა ტაძრამდე მისასვლელი და მადლიანი, რომელსაც დარაჯად მდინარე ტანა მისდევს ფეხდაფეხ. ხეობას ტაძრების მადლი ეფინება - ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა და სალოცავად განგაწყობს.

სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, ატენის დედათა მონასტერში რამდენიმე დღე მონასტრულად ვიცხოვრე. ჟურნალისთვის მასალების მოძიებაში მეუფისა და დედების ლოცვა-კურთხევა შემეწეოდა. უფალი ჩემთვის მოულოდნელად ისეთ ადამიანებს შემახვედრებდა, გაოცებული ვრჩებოდი.

KARIBCHEასე გავიცანი 85 წელს მიღწეული დიმიტრი ვანიშვილიც. სოფლის შუაგულში, ვანიშვილების კარ-მიდამოსთან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად მივედით. დიმიტრი პაპა ღობესთან იჯდა და ხელებს გრძელ ხის ჯოხზე ასვენებდა. შორიდან გვიცქერდა. მივესალმეთ ერთმანეთს და მასთან საუბრის სურვილიც გამიჩნდა. როცა სტუმრობის მიზეზი ვუთხარი, სიამოვნებით დამთანხმდა.

რამდენ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ ასეთი საუცხოო ქართულით მოსაუბრე ჯერ არ მინახავს. მეხსიერებაც შესაშური შემორჩენია. როცა მითხრა, ატენის სკოლის დირექტორი გახლდითო, არც გამკვირვებია. ის კი მართლაც გამიკვირდა, ეს ღვაწლმოსილი ადამიანი დროს ჩრდილში როგორ მიუყენებია...

- ეს ხეობა წინათ უკაცრიელი ყოფილა, - გვიამბო, - პაპაჩემისგან მსმენია, პირველად აქ ჩვენი წინაპრები ჩამოსახლებულან. ტანა რომ თევზით იყო სავსე, ეს მეც კარგად მახსოვს. მდინარეზე რომ გადავდიოდით, დახოცილი თევზები ურმის თვლებს მოჰყვებოდა.

აი, ეს გაშიშვლებული კლდეები (ხელით მიჩვენებს) მარადმწვანე ფიჭვის ხეებით ყოფილა დაბურული. მერე ვიღაც უცხოელი მოსულა, რკინიგზა გაუყვანია და ტყე სულ გაუჩეხავს. ჯერ - ახლომახლოებში, მერე კი მთაშიც ასულა. პატარა წყაროები დაუგუბებია და დამუშავებული მასალა ტანამდე დაუცურებია.

ატენის სიონთან, ხეობის უმაღლეს მწვერვალზე, სათვალთვალო კოშკი ყოფილა - დანახვისი. აქედან სოფლები კარგად ჩანს. დაანთებდნენ ხოლმე ცეცხლს და მტრის მოახლოებას ამცნობდნენ. მაშინდელი ტელეფონი ეს იყო (იღიმება).

ჩემს წინაპრებს, ჩემი გვარის ხალხს, მტრის შემოსევის გამო დანახვისის მთაზე ასვლა და იქაური წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვა რომ გასჭირვებიათ, აქ აუშენებიათ წმინდა გიორგის სალოცავი.

- ტაძრის გვერდით ცხოვრობთ და მისი მადლის თანაზიარი ხართ. ღვთის შეწევნას თუ გრძნობთ?

KARIBCHE- ზოგჯერ ისეთი რამ შემსრულებია, გამკვირვებია კიდეც.

ჩემი მშობლები დიდი მორწმუნეები იყვნენ. რწმენა და ღვთის სიყვარული წინაპრებისგან მოგვდგამს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და სხვებს ვუკრძალავდი ტაძარში სიარულს, მალულად თავად ავდიოდი ტაძარში და სანთლებს ვანთებდი. განგება რომ არსებობს, შვილო, ცხოვრებამაც მაგრძნობინა.

პატარა სოფლებში 30-40 კომლი ცხოვრობდა, ზოგან - მხოლოდ 16. მთის სოფლების სკოლები ჩემს სკოლაზე იყო მომაგრებული და ყურადღებას ვაქცევდი. ატენიდან მიმყავდა მასწავლებლები და ვამოწმებდით, როგორ ტარდებოდა გაკვეთილები. მთის ხალხი დიდ სარგებელს გვაძლევდა. ბევრ გლეხს იქ 20-22 ძროხა ჰყავდა, ცხვარი კი - ასობით.

დედაჩემიც მთის ქალი იყო. მახსოვს, პატარაობისას პაპასთან მივედით. ასი ღორი ჰყავდა, ცხვარს ხომ ვერ დათვლიდი. მთის სოფლები რომ არ დაცლილიყო, ჩვენებური კაცი არც ცხვარს იყიდიდა ბაზარში, არც ყველს და არც ქათამს... ხეობაში ბევრი ეკლესია და ნასოფლარია. მარტო ამ ხეობაში 78 ეკლესია მოქმედებდა. რამდენიმე ასეული წლის წინათ სოფელი რომ ყოფილა, იმ ადგილზე ხუთასწლოვანი ვეებერთელა ხეებია ამოსული...

- კიდევ რომელი სოფლები იცით ამ ხეობაში?

- დანახვისის იქით ღვედრეთია, იმის იქით - ურიული, ველები... იქიდან რომ გადმოვალთ, სოფელი დრეა, შემდეგ - ხანდისი და იფნევი. სადაც მე გამაგზავნეს სკოლაში, იმ სოფელს მღებრიანს ეძახიან. მის გვერდით ტანია. თითქმის ყველა სოფელში დგას სალოცავი და მათი მადლი იცავს აქაურობას.

- ორბელიანების შესახებ რა გსმენიათ?

- პაპაჩემისგან გამიგონია, რომ ორბელიანები სოფელში ძალიან კარგი სახელით სარგებლობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ექიმი მეუღლე ჰყოლია, თავად კი ინჟინერ-მშენებელი ყოფილა. ვისაც გაუჭირდებოდა, ყველას ეხმარებოდნენო. ქალი ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობდა. ორბელიანის წყალთან მარანია, რომელსაც ყეენის მარანს ეძახდნენ. გადმოცემით, სოფლის მკვიდრნი ღვინოს აგროვებდნენ და ამ მარანში ინახავდნენ.

- დრომ ხომ არ შეცვალა აქაურები?

- დროსთან ერთად ხალხიც შეიცვალა. ადრე გაუჭირდებოდა თუ არა ვინმეს, ყველა თანადგომას უცხადებდა. ახლა ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ძალიან გაუჭირდა გლეხობას. რაც მოსავალი მოჰყავთ, იმასაც ვერ ყიდიან და ლუკმაპურის შოვნასაც ვერ ახერხებენ.

ბესტავაშვილები - ატენის სიონის მცველები
ბესტავაშვილებს ატენის სიონის მოვლა-პატრონობა ღმერთმა მემკვიდრეობით არგუნა. ოჯახის უფროსი, ბატონი გიორგი, 60-იან წლებში ოფიციალურად იცავდა ტაძარს. მისი მთელი ოჯახიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკლესიას დაუკავშირდა.

ბატონი გიორგის მერე ეს კეთილშობილური მისია მისმა ვაჟმა პაატამ იკისრა. იგი 1974 წლიდან ატენის სიონის ოფიციალური მცველია. 1989 წელს, მეუფე ვახტანგის ეპისკოპოსობისას, ტაძარი ამოქმედდა და მას შემდეგ ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა უწყვეტად სრულდება. პაატა მედავითნე გახდა.

- ამ ტაძარში 1989 წლიდან ვმედავითნეობ. რამდენიმე წელია სოფელში დედათა მონასტერი დაფუძნდა და მსახურებაში უკვე დედები მონაწილეობენ.

- ამ ხნის განმავლობაში მრავალ ცნობილ ადამიანს შეხვდებოდით...

- მისი უწმინდესობა რომ მობრძანდა ხეობაში, ტაძარი ახალი ამოქმედებული იყო. მაშინ არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მივსალმებოდი პატრიარქს. ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

მეცნიერთაგან კი კარგად მახსოვს ბატონი შალვა ამირანაშვილი.

- მთელი თქვენი ცხოვრება ატენის სიონთან არის დაკავშირებული...

- გათენდება თუ არა, ეკლესიაში მოვდივარ. 50 წელია აქ ვმსახურობ და სხვა სამუშაო არც მქონია. მეუფე ანდრიას კურთხევით, აქაურობას ყურადღებას ვაქცევ: კანდელებს ვანთებ, ვლოცულობ და მომსვლელებს ისტორიას ვუამბობ.

ატენის სიონი ერთ-ერთი უდიდესი გუმბათიანი ტაძარია მცხეთის ჯვრის შემდეგ. თავისი არქიტექტურითა და მხატვრობით ამ დონის ეკლესია იშვიათია საქართველოში. რამდენიმე ათასი ძველი ქართული წარწერაა კედლებზე შემონახული. უძველესი მხედრული დამწერლობის პირველი ნიმუშიც ატენის სიონშია. საკურთხეველში ეპიტაფიებია გაკეთებული. ხეობაში შემორჩენილი სხვა ეკლესიები შედარებით მცირე ზომისაა.

ატენში რამდენიმე უბანია. ზოგიერთი გვარების მიხედვითაცაა დაყოფილი: ჭეჭელაანთ უბანი, ვანიაანთ უბანი, ფუხაანთ უბანი. დეგეულა სამეფო ზვარი ყოფილა, დედოფალ იზდუხტს ეკლესიისთვის შეუწირავს და საეკლესიო მამული გამხდარა. ატენის სიონს იზდუხტ დედოფლის წარწერაც შემოუნახავს: "იზდუხტ დედოფალი შემომწირველი სამეფო ზვარისა დეგეულისა".

შუა საუკუნეებში ატენი ძლიერი ქალაქი რომ იყო, დავით აღმაშენებლის ანდერძიდანაც ჩანს: "მე ოთხი საჭურჭლე ქალაქი მაქვს საქართველოში - თბილისი, ქუთაისი, უჯარმა და ატენი". საქართველოს სახელმწიფოებრივ დაკნინებასთან ერთად ატენიც გაუკაცრიელდა. საუკუნეების მერე კი გიორგი ერისთავმა ქსნის ხეობიდან ლოთიშვილები, შატაკიშვილები, ვანიშვილები... ჩამოასახლა. XVIII საუკუნის ბოლოს მოსახლეობა მომრავლდა და სოფელმა ხელახლა დაიწყო ცხოვრება.

KARIBCHEსვეტიცხოველი
ამ საოცარი ტაძრის ნანგრევს გზიდან ძნელად თუ შეამჩნევ. მასთან მისვლა იოლი გეჩვენება, მაგრამ თუ გზის კარგი მცოდნე არ გახლავს, ნამდვილად გაგიჭირდება. გზის პირას დიდი ლოდია - სვეტიცხოვლის გადასახვევს აქაურები ამით იმახსოვრებენ. მდინარეზე ვიწრო და გრძელი ხიდით უნდა გადავიდეთ, თან დაკვირვებით უნდა ვიყოთ, რომ ფეხი არ აგვიცდეს და მდინარეში არ აღმოვჩნდეთ. მეორე ნაპირზე მშვიდობით გადასულებს თავის ნაკვეთში მიმავალი გლეხი შეგვხვდა. ჩვენი მისვლის მიზეზი რომ გაიგო, მეგზურობა შემოგვთავაზა. ისეთ ადგილებში გვატარა, გავიფიქრე, უკან როგორღა დავბრუნდებით-მეთქი. ბალახი წელამდე გვწვდებოდა, ეკლიანი ბუჩქები ხელ-ფეხს გვიკაწრავდა. გზადაგზა ბატონ ვალოდია ბზიშვილს ტაძრის შესახებ ვესაუბრე.

- რატომ დაერქვა სვეტიცხოველი, არავინ იცის. მცხეთაში სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს იციან, აქ 27 ოქტომბერს აღნიშნავენ. აქ ხალხი ახლო სოფლებიდან მოდის. მოჰყავთ შესაწირი და ლოცულობენ.

აქვეა ნათლისმცემლის ტაძარიც. გადმოცემით ვიცი: ტაძრის მიწაზე ვიღაცას ხეები მოუჭრია. მერე ის კაცი ცუდად გამხდარა. მას შემდეგ ამ ადგილას ხეების მოჭრა აუკრძალავთ. როგორც ჩანს, დიდი ძალა აქვს ამ სალოცავს.

ჩვენი გვარის ხალხს თავისი ნიში ჰქონდა. ბზიშვილები მეჯვრისხევის მხარეს, გორაზე, ტყეში აგებულ ნიშთან ადიდებდნენ უფალს.

მივაღწიეთ სვეტიცხოვლამდე. ნანგრევებად ქცეულ, მაგრამ მაინც საოცრად მყუდრო ტაძარში შესვლისთანავე ლოცვისა და გალობის სურვილი მოგვეძალა. თითქოს ჩიტებიც გვეხმარებოდნენ ხმატკბილი ჭიკჭიკით.

ტაძრის გარშემო შემოვლა შეუძლებელია, სურათის გადაღება კი როგორღაც შევძელი.

KARIBCHEწეროს ხევი
ეს სოფელი ატენიდან 5-6 კილომეტრითაა მოშორებული. მატერიალური სიდუხჭირის გამო სოფელი ერთი ოჯახის ამარა დარჩენილა. აქაურობას ბზიშვილები იცავენ, იცავენ იმ უძველეს ტაძრებს, წეროს ხევს ციცაბო კლდიდან რომ გადმოჰყურებენ და მადლით ავსებენ. ამ ღვთისნიერ ოჯახს მონასტრისთვის სახლი შეუწირავს. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, ატენიდან ამოსული დედები აქ ცხოვრობენ. წეროს ხევის მონახულება ოცნებად მექცა. მონასტრის იღუმენიას დედა ნინოს წყალობით ეს ოცნებაც ამისრულდა. ატენის მკვიდრის, კახა უნიაშვილის დახმარებით, წეროს ხევში დედა ნინოსთან და მონასტრის ორ წევრთან ერთად წავედი.

ვერც კი აღვწერ, ისეთი სილამაზის ნახვის ღირსი გავხდი! ვიწრო და მაღალ გზას სოფლამდე მივყავართ. მანქანის გამოჩენას ერთადერთი ოჯახი იგებს. ქალბატონი ეთერ ეგნატაშვილი ბზიშვილების რძალია - მონასტრისთვის საყვარელი ადამიანი და სოფლის იმედი. ამ უკაცრიელი ადგილის დატოვება გულმა მას შემდეგ დაუშალა, რაც აქ მონასტრის დაფუძნება გადაწყდა. მისი დედამთილ-მამამთილი წეროს ხევში 1939 წელს დასახლებულა. სანდრო ბზიშვილი ოთხ შვილთან ერთად მონადირეთა კავშირის სახლში ცხოვრობდა. მანამდე კი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისთვის შეუფარებია თავი. ოთხი თვე ვიცხოვრეთ ტაძარშიო, - მითხრა ქალბატონმა ეთერმა. რომ ნახა, გაკვირვებას ვერ ვმალავდი, ამიხსნა:

- ატენში მიწა არ ჰყოფნიდათ და ხორბალს აქ თესავდნენ. იფიქრეს, რაღა ატენიდან ვიაროთო და წეროს ხევში დასახლდნენ. ოქტომბრიდან იანვრამდე ოჯახს ტაძარში უცხოვრია. ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ იყვნენ, აწვიმდათ და ათოვდათ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთი ავად არ გამხდარა. მერე, მონადირეთა კავშირის შენობა რომ აშენდა, იქ გადავიდნენ - მეორე სართულზე მონადირეთა კავშირი იყო, პირველზე კი ჩემი დედამთილ-მამამთილი ცხოვრობდა. თან ტაძარს უვლიდნენ და ღმერთს ლოცვითა და შრომით ადიდებდნენ. მათი რძალი 1968 წელს გავხდი.

- გულწრფელად გეტყვით, ძალიან მიკვირს, როგორ ცხოვრობთ აქ მარტოდმარტო...

- ვიდრე დედები მოვიდოდნენ, მე და ჩემი მეუღლე წასვლას ვაპირებდით. საქონელიც კი გავყიდეთ. დედების მოსვლამ სულ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ქალაქში წასვლას აქ დარჩენა ვამჯობინეთ. ღვთის ანაბარა ვართ ამ ტყეში. ხშირად - უფრო ზამთარში, გზები რომ ჩაიკეტება - პურის გარეშეც დავრჩენილვართ. მაგრამ როცა რამე გაგვიჭირდება, საშველიც მაშინვე გამოჩნდება ხოლმე. მადლობა უფალს და მადლობა დედებს ყველაფრისთვის.

სოფელ წეროს ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს. ეს სოფელი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, რასაც ნასახლარებიც მოწმობს.

მიწაში ჩაფლული ქვევრები და ძველი საფლავებიც მრავლადაა.

წეროს ხევში თლილი ქვით ნაგები მაღალგუმბათიანი ტაძარი დგას. მის სამხრეთ კედელზე შემონახული ხუცური წარწერა გვამცნობს: "წეროსა ღვთისმშობელო, ადიდე ორსავე შინა ცხოვრებასა მადიდებელი სახელისა შენისა როსტევან". ღვთისმშობლის ნანგრევებად ქცეული ტაძარი კლდეზეა აღმართული. გვერდით საძირკვლამდე დანგრეული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უდგას. ამ შემაღლებული ადგილიდან ატენის ხეობა ხელისგულივით მოჩანს. წვიმიან ამინდშიც თავისი ხიბლი აქვს აქაურობას...

ეს ულამაზესი ადგილი დანანებით დავტოვე. დედა ნინოს სიტყვები მაიმედებდა: მალე აქ სამონასტრო ცხოვრება გაძლიერდება და სოფელიც არ გადაშენდებაო.

ატენის დედათა მონასტერი
მონასტერი სოფელშია დგას. შენობა, რომელშიც დედები ცხოვრობენ, ორბელიანების სასახლე ყოფილა. ის ორი საუკუნის წინათ აუგიათ. იქვე ღვთისმშობლის სახელობის პატარა ეკლესიაა, რომლიც ორბელიანთა კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო. სასახლე კლდეზეა დაშენებული, კლდე კი ულამაზეს ხეობას გადაჰყურებს. შენობის აღდგენისას, მეუფის სურვილით, კლდის ფრაგმენტები შეუნარჩუნებიათ და კედლებში ჩაუყოლებიათ. ტაძრის კარის თავზე მოცისფრო ქვაზე ამოტვიფრული ასომთავრული წარწერაა: "ქრისტე, ადიდე ორსავე ცხოვრებასა - აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულებრ - რატი ერისთავი, ძე ლიპარიტ ერისთავთ ერისთავისა. აღაშენა ესე სახლი ღვთისაი და ბჭეი ცათაი წმიდის ეკლესიის სალოცავად სულისა მათისა".

მონასტერში ყველაფერს დედების მზრუნველი ხელი ატყვია. მონასტრულ ცხოვრებას იღუმენია ნინო უძღვება. წინამძღვრის კურთხევის გარეშე აქ არაფერი კეთდება. მონასტრის წევრთა სენაკები ერთ მწკრივზეა გაყოლებული, სასტუმრო სახლი კი ეზოს გარეთაა. ეს სახლი პაატა ბესტავაშვილმა შესწირა მონასტერს.

ჩემს მონასტერს ჩემ გარდა კიდევ ოთხი სტუმარი ჰყავდა. ზოგს საყვარელი ადამიანი გარდაცვლოდა და მის სულს ავედრებდა უფალს, ზოგიც სამონასტრო ცხოვრების უკეთ გაცნობას ცდილობდა. დრომ სწრაფად გაირბინა, მაგრამ გულისგულში ეს დღეები ყოველთვის დამრჩება.

მყუდრო სატრაპეზოში საერთო ტრაპეზი იშლება. დრო შეზღუდულია. მონასტრის რომელიმე წევრი წმინდა მამათა სწავლებებს გვიკითხავს.

KARIBCHE

დედა ნინოსთან საუბარი "კარიბჭის" მკითხველისთვის ძალზე საგულისხმო იქნება.

- მონაზვნობა ერისგან განდგომაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, ყველა ახლობელი მოიძულო და დაივიწყო. პირიქით, რამდენადაც შორს ვართ ფიზიკურად, იმდენად ახლოს ვართ სულიერად, რადგან განუწყვეტლივ ვლოცულობთ და ვიხსენიებთ მათ.

დრომ და ცხოვრების არასწორმა წესმა ხალხი უფალს დააცილა, მაგრამ, ღვთის წყალობით, დადგა დრო, ყველამ დაინახოს ჭეშმარიტი გზა, რომელსაც უფალთან მივყავართ. მონაზვნური ცხოვრება უფალთან მისასვლელი ერთ-ერთი ბილიკია. განმარტოებით ვცხოვრობთ - ერის ხალხთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მათთან კავშირს მაინც არ ვწყვეტთ. აი, ახლაც უამრავი სტუმარი გვყავს. აქ მათ საშუალება ეძლევათ, მიუახლოვდნენ უფალს, ილოცონ, სულიერად გაძლიერდნენ, მადლი ერშიც წაიღონ... მონაზვნობა ერისა და უფლის დამაკავშირებელი ხიდია. ბერმონაზვნური ცხოვრება ჩვენში ახლაღა იკრებს ძალას. ამიტომ ბევრად ვართ დამოკიდებული ერზე, განსაკუთრებით - მატერიალურად. შესაძლოა, ჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც წინათ, ძველი დროის მამებისა და დედების ცხოვრებებში რომ წაგვიკითხავს, მაგრამ რაც მთავარია, დიდი სურვილი გვაქვს და ვცდილობთ, უფალთან მივიდეთ.

- რამდენი მოქმედი ტაძარია ხეობაში?

- უპირველესად, ატენის სიონი. მონასტრის პატარა ეკლესიაშიც ტარდებოდა წირვები, მაგრამ მრევლი ატენის სიონში უფრო მიდის, ამიტომ მსახურება იქ აღესრულება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მალე ატენის სიონის ტაძართან დედათა მონასტერი დაიდებს ბინას.

სოფელში მრავალი ტაძარია და მეუფის კურთხევით, მამა დავით კუჭავა სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ამ ტაძრებშიც ასრულებს, რადგან დღესასწაულებზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის. მეუფე ანდრიაც სტუმრობს ხეობას. მისი კურთხევით, როგორც იცით, სოფელ წეროს ხევში მონასტერი ფუძნდება. ჩვენი დედების ნაწილი იქ ცხოვრობს. შაბათ-კვირას წირვაზე ატენის სიონში ჩამოდიან.

ჩვენი მონასტრის დაფუძნებიდან რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ცოტა ადამიანი თუ მოვიდა ეკლესიაში. ახალგაზრდები ქალაქში წავიდნენ, ზოგი საზღვარგარეთ ცხოვრობს. მოხუცებიღა დარჩნენ - სახლს დარაჯობენ. ღმერთი კი სწამთ, მაგრამ უდროობის გამო ტაძარში ვერ მოდიან.

ტაძრებში აღვლენილი ღვთისმსახურებით სოფელს ლოცვის მადლი ეფინება და ეს ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. მხოლოდ დრო და მოთმინებაა საჭირო. სოფელშია მრევლი მცირე, თორემ გორის ტაძრები მლოცველებს ვეღარ იტევს.

- დედაო, როგორ უნდა იქადაგოს მონასტერმა სოფელში?

- უპირველესად, სწორი ცხოვრების წესით - მონასტრის ტიპიკონის ზედმიწევნით შესრულებით, კიდევ - მრევლთან კეთილი და თბილი დამოკიდებულებით. როცა გავიგებთ, ვინმეს უჭირსო, მივდივართ მასთან და მოძღვარიც მიგვყავს. აღსარებას ამბობენ და ზიარებას იღებენ.

მონაზვნისთვის სანუგეშო უფალთან ყოფნაა, ღმერთთან მიახლება და გულის გაწმენდა. ვცდილობთ, ღვთის სიყვარული და მომავლის რწმენა სხვებსაც გავუღვივოთ.

- დედაო, თქვენ როგორ მოხვედით მონასტერში?

- ადამიანი გამუდმებით ძიებაშია. მეც ბავშვობიდან ვეძიებდი რაღაც ამაღლებულს, წმინდას, მაგრამ ვერსად ვიპოვე. სიცარიელის გრძნობა მტანჯავდა. იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მუშაობაც დავიწყე. ერთი შეხედვით, ყველაფერი მქონდა, მაგრამ მთავარი მაკლდა...

რამდენიმე წელი ეკლესიურად კი ვცხოვრობდი, მაგრამ ბერ-მონაზვნები ახლოს არ მენახა. ერთხელაც წმინდა ნინოს საფლავი, დავითგარეჯის მონასტერი მოვილოცეთ. სულ სხვა სამყარო გადამეშალა თვალწინ, რაღაც უხილავი შემოვიდა ჩემში... მაშინვე გამიჩნდა მონასტერში წასვლის სურვილი. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ. უფალს შევთხოვე: მე უსუსურს გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია-მეთქი... ბავშვივით ხელჩაკიდებული მომიყვანა მონასტერში. მონასტერმა შემივსო სიცარიელე.

მაშინ მეუფე ანდრია საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის მღვდელმთავარი გახლდათ და მონასტერში მეც იქ ვცხოვრობდი. მერე სამთავისისა და გორის ეპარქიაში გადმოიყვანეს. მეც გამოვყევი. ვცდილობთ, როგორც ჩვენი მეუფე გვაკურთხებს, ისე ვიცხოვროთ.

- ტიპიკონი როგორი გაქვთ?

- ლოცვას დილის 5 საათზე ვიწყებთ და რვის ნახევრისთვის ვასრულებთ. 10 საათზე ჟამნებსა და პარაკლისს ვკითხულობთ. პირველ საათზე ტრაპეზი გვაქვს. მორჩილებები კი სეზონურად იცვლება: ზამთარში უფრო ხელსაქმით ვართ დაკავებული, ზაფხულში - მეურნეობით. 4 საათზე მწუხრის ლოცვას ვკითხულობთ. 6 საათზე ვტრაპეზობთ. საღამოს 8 საათზე კი სერობა სრულდება.

თავიდან მონასტერში რამდენიმე ადამიანი ვცხოვრობდით. დღეს, ოთხი წლის შემდეგ, ორი იმდენი გავხდით. ახალგაზრდებში მონასტრული ცხოვრების დაწყების სურვილი იგრძნობა...

- მართლაც, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტნი მოდიან მონასტერში...

- ადამიანები ადრე თუ გვიან იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ყოველივე ამქვეყნიური წარმავალია, მარადიული კი მხოლოდ უფალია; რომ სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება... ჩვენი მოძღვრების ქადაგებამ, მსახურებამ კეთილი ნაყოფი გამოიღო.

სტუმრებიც მოგვიმრავლდნენ. მონასტერში ცხოვრება ადამიანს ცვლის - აქედან წასვლის შემდეგ უფრო მეტად უჩნდება ეკლესიურად ცხოვრების სურვილი. მათზე უხილავად გადმოდის ღვთის მადლი, რომელიც ეკლესია-მონასტრებშია დავანებული.

- დაგვლოცეთ, დედა ნინო...

- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთებინოთ! ძალიან დიდი მისია გაკისრიათ და უფალი აუცილებლად შეგეწევათ. ღმერთმა დალოცოს თქვენი რედაქცია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კეთილშობილურ საქმეს ემსახურება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat