ქვემო ჭალა
ქვემო ჭალა
ქვემო ჭალა სამთავისის მეზობელი სოფელია. წარსულით გამორჩეული და აწმყოთი სევდიანი. მატერიალურმა სიდუხჭირემ მასაც დაატყო ხელი, ლუკმაპურის საშოვნელად მოსახლეობა მიმოიფანტა - სოფელიც გამრჯე მარჯვენის გარეშე დარჩა. მომხედავი და პატრონი აღარ ჰყავს ჩვენს სოფელსო, - წუხან აქაურები, - გზა არ გვაქვს, პურის ფული ხომ გვიჭირს, მაგრამ უწამლობას როგორღა შევურიგდეთო. საფიხვნოზე გამოსული ჭალელები ერთიმეორის ჭირის გაზიარებას ცდილობენ... თუმცა იციან, იმედიანი სიტყვა გულის სალბუნია მხოლოდ...

ახალგაზრდობა მიწას გულს ვერ უდებს და ესეც ძალიან ადარდებთ მამებს. ოფლს ჩაღვრი და მოსავალი ნაკლები მოდის. მოუსავლიანობა დაგვჩემდა ამ ბოლოსო, - მითხრეს. ასე უიმედოს თითო-ოროლას თუ შეხვდებით ქვემო ჭალაში, უმეტესობა განთიადიდან მიწას ებრძვის. უფალს ევედრებიან, ჯაფამ ფუჭად არ ჩაუაროთ და ოჯახიც მთელი წელი წელმაგრად ჰყავდეთ.

სოფლის ცენტრში თავად ამილახვრების მიერ აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დგას, კოშკით დამშვენებული, დიდი გალავნით გარშემორტყმული. მის პირდაპირ წმინდა მარინეს ტაძარი ყოფილა, მაგრამ ბოლშევიკებს მიწასთან გაუსწორებიათ. აქაურები აპირებენ ნაფუძრის მოძებნას და ღვთის შემწეობით, მის აღდგენას. იქვეა სოფლის სკოლა, 126 წლის წინანდელი. ამ ისტორიული შენობის შუაგულში მომცრო საყდარია - ჯვარპატიოსნის სახელობისა. ჟამთა სიავე ტაძარსაც დასტყობია და ხელის შევლებაც უნდა. მთის კალთიდან სხვილოს ციხე იყურება, აქედან ხელისგულივით მოჩანს ქვემო ჭალის წარსული და დღევანდელობა.

სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, მრავალა სვიმონიშვილის დახმარებით მოსახლეობასთან საუბარი უპრობლემოდ შევძელი - ქალბატონ მრავალას სოფელი დიდი პატივისცემით ეპყრობა. ძალიან დამეხმარა სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევა - ჩემს მიმოსვლას მისი მადლი ახლდა.

KARIBCHEსოფლის წარსულზე სასაუბროდ ირმა ზაქარიაშვილთან გავწიეთ, თან სოფლის დათვალიერებაც მოვახერხე. გზაში ადგილობრივი ლიმონათის ჩამოსასხმელი პატარა საამქრო შეგვხვდა. გამიხარდა, აქაურები დასაქმებულები რომ დავინახე.

ირმა სამთავისის ტაძრის მედავითნეა, ღვთისმეტყველებასთან ერთად საკუთარი სოფლის ისტორიითაც დაინტერესებულა, სხვადასხვა ავტორის გადმოცემები შეუკრებია და "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით სთავაზობს:

"ლეხურის ხეობას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქსნის ხეობა, დასავლეთით - ტირიფონის ველი, ჩრდილოეთით - კავკასიონის კალთები, ხოლო სამხრეთით - მტკვარი. ლეხურის სახელწოდებას ვახუშტი ბატონიშვილი უკავშირებს დაბა რეხს. "ჭალის ზევით არის დაბა რეხი, რომლის გამო იწოდება მდინარე ესე". რეხი უნდა ყოფილიყო დღევანდელი სოფლის - საკორინთლოს ტერიტორიაზე. იგი იხსენიება IX საუკუნეში. რეხის ტერიტორიაზე აწამეს ცამეტ ასურელ მამათაგანი - წმინდა აბიბოს ნეკრესელი. მოგეხსენებათ, VI საუკუნეში საქართველოში სპარსელები და მათი რელიგია მაზდეანობა ბატონობდა. წმინდა მამამ დაიწყო ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობასთან ქართველთა სულების გადასარჩენად. სპარსელებმა შეიპყრეს ნეტარი აბიბოსი. ის მიჰგვარეს მარზპანს, რომელიც იმ დროს რეხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და წმინდა აბიბოსს სასტიკი სასჯელი გამოუტანეს. წმინდა მამებმა წმინდა აბიბოს ნეკრესელის სხეული გადმოაბრძანეს სამთავისის უფლის ამაღლების სახელობის ტაძარში და ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. VII საუკუნეში გადააბრძანეს სამთავროს დედათა მონასტრის ტრაპეზის ქვეშ და ამჟამადაც იქ არის.

ლეხურის ხეობაში მოღვაწეობდა ისიდორე სამთავნელიც, რომლის წმინდა სხეული სამთავისის ამაღლების ტაძარშია დაბრძანებული.

სულხან-საბას მიხედვით, ჭალა ნიშნავს მდინარის პირას ნაყოფიერ ადგილს. სოფელი ქვემო ჭალა გაშენებულია მდინარე ლეხურის ორივე ნაპირზე. ქვემო ჭალის ისტორია იწყება სხვილოს ნასოფლარიდან. ამ ძველისძველი სოფლიდან ხალხი ქვემოთ, ჭალა ადგილას გადმოსახლებულა. ამიტომაც ეწოდა ქვემო ჭალა. ქვემო ჭალიდან სხვილოს მთა 3-4 კილომეტრით არის დაშორებული. მის ქედზეა აშენებული ამავე სახელწოდების ციხე-დარბაზი. ის პირველად წყაროებში X საუკუნეში იხსენიება. მისი პატრონები იყვნენ დაჩი და იოანე მსხვალოსელნი, რომელნიც 992 წელს მიემხრნენ კვირიკე კახეთის ერისთავს, აფხაზთა მეფის, გიორგის წინააღმდეგ. XVI საუკუნეში გიორგი VIII-ს მთელი ლეხურის ხეობა, სხვილოს ციხე-დარბაზითურთ, იოთამ ზედგინიძის შთამომავლებისთვის უბოძებია. იოთამმა გიორგი VIII სიკვდილს გადაარჩინა. ფარავნის ტბასთან დაბანაკებული მეფის მოკვლა განიზრახეს განდგომილმა მოღალატეებმა. ეს შეიტყო მეფის მხლებელმა იოთამ ზედგინიძემ და გააფრთხილა იგი. მეფემ არ ირწმუნა. "ქართლის ცხოვრებიდან" ვგებულობთ, რომ იოთამ ზედგინიძემ მეფეს შესთავაზა, "აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე საგებელსა შინა შენსა. უკუეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა". მეფე დათანხმდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ზედგინიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო.

დილით, როცა გიორგი მეფე კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრო. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო იოთამ ზედგინიძის შთამომავლობა. მის ძეს უბოძა ქართლის სპასპეტობა, გორის მოურავობა და ამილახვრობა. იოთამ ზედგინიძე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ზედგინიძე-ამილახვრის საჩივრის წიგნში აღნიშნულია: "მაშინ მოიყვანა ძე იოთამისა მეფემან, უბოძა მას ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურავობა გორისა და სასაფლაო - სამთავისი და კარსა თვისსა ამილახვრობა მსახურებისთვის მამისა მისისა, ვითარცა აჩენენ გუჯარნი მათნი".

KARIBCHEსხვილოს ციხის გალავანში წყალი ჯანაურას წყაროდან შედიოდა. ამ ადგილს დღესაც გალავანს უწოდებენ. გალავნის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. თურმე სოფელს ლეკები შესევიან და გალავანში დაბანაკებულან. სხვილოელებს მტერი ვერ გაურეკავთ. მაშინ ერთ ქართველ ქალს, რომელიც ლეკის ცოლი ყოფილა, ლეკებისთვის ტყვია-წამალი მოუპარავს და ქართველებისთვის გადაუცია. სხვილოელნი გამხნევებულან და გალავანს შესევიან. ხალხს დაუძახია: - "ჯაანურა" და წყაროსაც ჯანაურა დარქმევია.

ციხის ქვემოთ, გალავანში, ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიაა. ეკლესიის გვერდით დგას სამრეკლო, რომელიც აუშენებია ამირინდო ამილახვარს XVI საუკუნეში. კოშკის მახლობლად რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესიაა. პირველი სართული წმინდა გიორგის სახელობისაა, მეორე - წმინდა თევდორესი. პირველი სართულის დასავლეთ კარის თავზე ჩაშენებულია ქვაფიქალი ხუცური წარწერით, რომელიც XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიის მახლობლადაა წყალსაცავი - ჭა. შუა ეზოში გივი ამილახვრის მიერ აგებული ოთხივ მხრივ ბუხრებიანი აგურის სვეტია, იქვეა ნასოფლარი. ჩანს, სხვილო დიდი სოფელი იყო.

KARIBCHEგადმოცემით, სოფელს მტერი შესევია, ციხეს შეფარებული სხვილოელებისთვის ვერაფერი დაუკლია. ალყა დიდხანს გაგრძელებულა. ბოლოს მეციხოვნეებს ციხის კედლიდან ცოცხალი თევზები გადმოუყრიათ. მტერს უფიქრია, წყალიც აქვთ და საჭმელიც, ამათ რას დავაკლებთო და უკან გაბრუნებულა.

სხვილოს ციხე-დარბაზში ამილახვრები XVII საუკუნის დამდეგამდე ცხოვრობდნენ. შემდეგ ქვემო ჭალაში გადავიდნენ. პირველად ჩამოსახლებულა შაჰის კარზე გაზრდილი და გამაჰმადიანებული ანდუყაფარ ბარძიმის ძე ამილახვარი, რომელიც შაჰს ერთგულობდა. შაჰმა მას ცოლად შერთო თავისი შვილიშვილი ისა-ხან ყორჩიბაშის ასული, ხოლო მეორე ქალი ჯამბაუმი შერთო ბაგრატ ბატონიშვილის ძეს სვიმონს. შაჰმა ანდუყაფარს ამილახვრობა უბოძა, სვიმონ II-ს კი ქართლის მეფობა. სვიმონმა ქორწილი თბილისში გადაიხადა, ხოლო ანდუყაფარმა - სხვილოს გალავანში. ის ყველას ეზიზღებოდა, როგორც გათათრებული. ამიტომ იძულებული გახდა, ქვემო ჭალაში ჩამოსულიყო. აქვე ააშენა სპარსული ტიპის ციხე-დარბაზი. ცოტა მოშორებით აუგია მოზრდილი აგურის აბანო. სამწუხაროდ, ეს უნიკალური ძეგლი დანგრევის პირასაა".

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ქართველი თავადები თავიანთ საცხოვრისში აშენებდნენ კარის ეკლესიებს და ჰყავდათ კარის მოძღვარი. თავადები უხვ შესაწირს სწირავდნენ ტაძრებს. ანდუყაფარ ამილახვარს არ ჰქონდა კარის ეკლესია, მისი სიკვდილის შემდეგ, 1625 წელს, გივი ამილახვრის მეუღლემ, თამარმა, რომელიც ვახტანგ V შაჰნავაზის ასული იყო, კოშკს მიაშენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

KARIBCHEსაკმაოდ დიდი მოცულობის დარბაზული ტიპის ტაძრის საკურთხევლის სარკმელთან ჩასმულია ქვაფიქალი მხედრული წარწერით. იმდენად დაზიანებულია, რომ ძნელად იკითხება: "ეჰა, სიმაღლე საიდუმლოთა შენთა, ღვთისმშობელო, კაცთა ენითა ქება შენი შეუძლებელ არს. მშვიდობა და მშვენიერება პატრონისა ჩვენისა ამილახვრისა გივის. განუღე კარი მოწყალებისა შენისა და მიანიჭე დღეთა სიგრძე და მკურნალ ექმენ, სახიერო, ორსავე შინა ცხოვრებაში, რომლისა მიერ დამკვიდრდა სარქობა ტაძრისა მის შენობა. ჰოი, წმინდაო ღვთისმშობელო, მფარველ მეყავ სახლთუხუცესშვილს, ქარუმიძე პაპუა სარქარს". ტაძარი შიგნით მთლიანად ყოფილა მოხატული. ფრესკები დაკერჭნილია, დაზიანებულია წმინდანთა სახეები. საბჭოთა პერიოდში ღვთის სახლი საწყობად გადააქციეს. ტაძარში დაკრძალულნი არიან: თავადი დავით ბარძიმის ძე ამილახვარი, თავად როსტომ წერეთლის ასული, ალექსანდრე ამილახვრის მეუღლე კნეინა ევფროსინა, დეკანოზი იონათამ ეპიფანეს ძე პარკაძე, რომელთა საფლავებზე წარწერებიანი ქვებია. ეკლესიის გვერდით ყოფილა სამრეკლო, რომელიც შემდეგ მოუხსნიათ. ამჟამად ტაძრის აღმოსავლეთით ქვითკირის გალავნით შემოზღუდული კოშკია.

ქვემო ჭალის ეს ციხე-დარბაზი გაამაგრა და მტერმოურევლად აქცია გივი II ამილახვარმა, როდესაც იგი ნადირ შაჰს ებრძოდა. იგი იყო ქართლის ვექილი და მას ევალებოდა შაჰისთვის ყოველწლიურად ხარკის ჩაბარება. აოხრებულ ქართლის მოსახლეობას ამის საშუალება არ ჰქონდა და ამილახვარმა ხარკი არ გაგზავნა, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი ბრძოლა გივისა და შაჰს შორის. გივი ამილახვარმა განაახლა და გაამაგრა სხვილოს ციხე, თბილისის სიონის ტაძარი თათრების წაბილწვისგან იხსნა. მის ოჯახში 40 წელი ინახებოდა ხელთუქმნელი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ანჩის ხატად წოდებულ ხატზე შემორჩენილია წარწერა - "ღვთისმოყვარე გივი ამილახორისა".

1686 წელს ხატი გადმოუსვენებია თბილისში და დაუსვენებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში. მას შემდეგ ამ ეკლესიას ანჩისხატი ეწოდა.

გივი ამილახვარმა 1678 წელს აღადგინა შაჰ-აბასის შემოსევებით განადგურებული შიომღვიმის მონასტერი.

1996 წელს სოფელ ქვემო ჭალას ესტუმრა ფრიდრიხ გენშერი. მან სოფელს აჩუქა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - ოდიგიტრია, რომლის ორიგინალი ხელოვნების მუზეუმში ინახება. ეს ხატი დღეს ირმა ზაქარიაშვილის ოჯახშია დაბრძანებული.

***
- სოფელში ჰყვებიან, ტაძრების დანგრევაში ვისაც ხელი ერია, დაისაჯაო. წმინდა მარინეს ეკლესიის დამანგრეველთა ოჯახებში ზოგი სულიერად, ზოგი კი ფიზიკურად დაავადდა. სოფელი შთამომავლობას გადასცემს ამ ამბებს, რათა სიწმინდეებს პატივისცემით მოეპყრონ, - საუბარში ქალბატონი მრავალა ჩაგვერთო, - მოსახლეობა მთლიანად რელიგიური არ არის, მაგრამ ღვთის ძალით მორწმუნე ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ჭალიდან სამთავისამდე კარგა დიდი მანძილია, მორწმუნეები სიამოვნებით მიდიან ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. განსაკუთრებული კრძალვა აქვთ აქაურებს გიორგობის დღესასწაულისა. ქვემო ჭალაში შედარებით გვიან დაწესდა ღვთისმშობლის დღესასწაულის აღნიშვნა.

KARIBCHEმოძღვრის, მამა იოანეს გამოჩენას სოფელში ყველა პატივისცემით ხვდება.

ბავშვები სკოლაში ღვთისადმი კრძალვით და მოწიწებით იზრდებიან. გაკვეთილზე ისე არ შევლენ, ჯვარპატიოსნის ტაძრის წინ პირჯვარი რომ არ გადაიწერონ.

ჩვენი სკოლა ამილახვართა ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიაში (მის სახელზე ორი ეკლესია არსებობს: ერთი - სხვილოს მიდამოებში, რომელიც ახლა დანგრეულია და მეორე - სკოლის ეზოში) ფაქტობრივად მრევლი ჩვენ ვართ, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ტაძარში ლოცვებს ვკითხულობთ, სანთლებს ვანთებთ. ძალიან ვწუხვართ, რომ დაზიანებული აქვს სახურავი. ჩვენი სახსრებით ვერ ვაკეთებთ. მის შესაკეთებლად ვეძებთ გზებს. სულიერი გარემო მფარველობს ქვემო ჭალელებს. სოფელში წმინდა გიორგის რამდენიმე სალოცავია, აგრეთვე სხვილოს ჯვარპატიოსანი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ჯვარი პატიოსანი სკოლის ეზოში, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია, ჯვარი ტყეში, სოფლის სასაფლაოზე, წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ნიში, წმინდა თევდორეს, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა შიოს საყდრები.

ჩვენი სკოლა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ არის დაარსებული. აქ მოღვაწეობდა ნიკო ლეონიძე, გიორგი ლეონიძის მამა, პოეტი რაფიელ ერისთავი... ძირძველი სოფელია და თავის დროზე საკმაოდ ღონიერი იყო, მაგრამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა თითოეულ ოჯახს შეეხო. თავისებურად ბავშვებზეც აისახა. ყველაფერთან ერთად სასკოლო წიგნების შეძენაც უჭირთ. სოფელი დაცლილია და ეს მოსწავლეთა რაოდენობაზეც აისახა. ვინ იცის, როდის გვექნება ის ბედნიერება, რომ სკოლაში პარალელური კლასები გავხსნათ. თუმცა სოფელში ფუნქციონირებს კულტურის სახლი, ქორეოგრაფიული წრეებიცაა, ბავშვები სპორტსაც მისდევენ... სკოლის სარდაფში უზარმაზარი ქვევრია, თურმე 26 ტონამდე ღვინოს იტევს. სკოლის ისტორიული შენობის ნაწილი დანგრევის პირასაა...

***
ქვემო ჭალაში თითქმის რვა ოჯახია კარბელაშვილების გვარისა. ცნობილი მღვდლები კარბელაშვილები ამ სოფლიდან იყვნენ. მათ შესახებ მცირე ცნობების მოპოვებას შევეცადე და კარბელაშვილების რძალს, 80 წელს გადაცილებულ მათიკო ბებოს მივაკითხეთ. სოფელში კარგი სახელი ჰქონდათ, ძალიან მშრომელი ხალხი იყო და ამიტომაც არაფერი აკლდათო, მითხრა და კარბელაშვილის გვარის ქალბატონთან, სოფო ბებოსთან წაგვიყვანა. ძალიან განათლებულები იყვნენ, მათ გარეშე ჭირი და ლხინი არ იქნებოდა, ყველას ეწეოდნენო, - დაუმატა სოფო ბებომ. მართალია, კარბელაანთზე ბევრი ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ სოფლის სადარდელზე კი ვილაპარაკეთ. სადღაა პატიოსნება და ერთმანეთის მიყოლ-მოყოლა, რაც წინათ იყო, - წუხს სოფო ბებო და კოლექტივის დროს აქებს, მაშინ ხალხის პატივისცემა ვიცოდით და ჭირიც და ლხინიც ერთად გადაგვქონდაო.

KARIBCHE- ადრე როგორი მოლხენა იცოდით?

- კარგი, შვილო, კარგი. დასხდებოდნენ ჩვენი სახლის კარების წინ და ისეთ სიმღერას იტყოდნენ...

- საქორწილოდ როგორი სუფრა იშლებოდა?

- ძვირფასი, ბარაქიანი... უხის გამოცხობა იცოდნენ. ზეთით და კვერცხით მოზელილ ცომს გაათხელებდნენ და როგორც ლავაშს, ისე ჩააკრავდნენ თონეში. მერე სუფრაზე ჩამოატარებდნენ. განა მიართმევდნენ უხასა, ყიდდნენ. ეგეთი ადათი იყო.

- პატარძალს თუ ყიდდით?

- მეჯვარედ ვინც იქნებოდა, ქალის ოჯახში იმას უნდა ეყიდა პატარძალი და წამოეყვანა ნეფისთვის. ნეფის ოჯახში ნეფე-პატარძლის ტახტზე ბალიშზე წამოწოლილი დახვდებოდათ ვიღაც. მისთვის ფული უნდა ეჩუქებინათ, ადგილი რომ დაეთმო... ღმერთს ვთხოვ, მშვიდობა იყოს ქვეყანაზე. ხალხი დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ერთი პირი ჰქონდეთ. ჩვენ რა, დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ. მინდა მომავალმა თაობამ მშვიდ ქვეყანაში იცხოვროს.

***
ქვემო ჭალაში სტუმრობა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა. მეუფე ანდრიამ ღამისთევის ლოცვა სამთავისის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში აღავლინა. შემდეგ მრევლს უქადაგა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ქადაგება ჩავიწერე:

KARIBCHE



"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. ყოველი დღესასწაული არის განსაკუთრებული მადლის გარდამოსვლა დედამიწაზე. დღესასწაული ჰგავს წვიმას, რომელმაც უნდა ასაზრდოოს მიწა; მადლი, როგორც წვიმა, მასაზრდოებელი მიწისა, აღმომაცენებელი თესლისა, ისე მოქმედებს ადამიანის გულზე. ყოველი დღესასწაული არის ჟამი განსაკუთრებული მიმართვისა ღვთისადმი. ძალიან ბუნებრივია, რომ ადამიანმა რომელიმე მოვლენისას გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება და შემართება. ჩვენ თითქოს მეტად მივმართავთ უფალს და რადგანაც ცალ-ცალკე ჩვენ ყველანი უფრო მობილიზებულები ვართ, ვემზადებით საზიარებლად, აღსარებისთვის და ჩვენი სათხოვარი მიგვაქვს უფალთან, ღვთისადმი მიმართვა, მოლოდინი და სიხარული მოქმედებს შესაბამისად ანუ უფალიც შესაბამისად მოქმედებს ჩვენს მიმართ და პასუხად გარდმოგვივლენს მადლს. რამეთუ თავად ბრძანებს: "სადაც ორნი და სამნი სახელითა ჩემითა შეიკრიბებიან, მეც მათ შორის ვარ". ყოველი დღესასწაული - ეს არის მორწმუნეთა ანუ საღვთო ოჯახის შეკრება ღვთის სადიდებლად და გასახსენებლად იმისა, თუ რაოდენი წყალობა გვიბოძა უფალმა.

ზეიმი ამაღლების დღესასწაულისა უნდა იწყებოდეს გონების ამაღლებით. გონებით უნდა ავმაღლდეთ ღვთისკენ, გონებით უნდა მოვწყდეთ ყოველივე მიწიერს. როდესაც ჩვენი გონება ამაღლდება მიწიერზე, თუნდაც მცირე დროით, მაშინ უფალი აღამაღლებს ჩვენს გულს, ანუ იმ ადგილს, სადაც ცხოვრობს ჩვენი სურვილები, საიდანაც გამომდინარეობს ჩვენი მისწრაფებები. აი, ეს მისწრაფებები განაპირობებენ ღვთის ჩვენდამი დამოკიდებულებას. ძალზე ბუნებრივია, ქრისტეს მიერ საყვარელნო, რომ რაც ადამიანს არ უნდა, მას ის არც ჰქონდეს. შეიძლება გვინდა, ვიღაცას, ვთქვათ, თაფლი გავასინჯოთ, მაგრამ მას არ უნდა ამ სიტკბოს დაგემოვნება, მაშინ ერთადერთი საშუალებაა პირში ძალით ჩადება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც და მერეც ამ ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს - არ მინდა ეს სიტკბოო. მამებიც ბრძანებენ, რომ თუ ადამიანს არ უნდა ცხოვნება, მას ღმერთი ვერ აცხოვნებს და არც აცხოვნებს. ჩვენი გონება უნდა ამაღლდეს, რომ მან შვას ჩვენს გულში სურვილი და ზეცისკენ მისწრაფება, სურვილი ღმერთთან ერთად ცხოვრებისა, სურვილი უკვდავებაში ყოფნისა. აი, ეს სურვილი უნდა გაგვიჩნდეს და როდესაც ჩვენი გონება ამაზე დაიწყებს ფიქრს, მაშინ ღვთის მადლი დაიწყებს მოქმედებას ჩვენს გულზე და დაფარულად, ხშირად გაუგებრადაც კი, გული იწყებს ამაღლებას ღვთისკენ. როგორც წმინდა წერილი ამბობს, მერმე ადამიანი იმ მდგომარეობასაც აღწევს, რომელზეც მაცხოვარი ამბობს, "სადაცა იყოს საუნჯე შენი, მუნმცა იყოს გული შენი", ანუ რაც არის შენი სიმდიდრე, შენი გულიც იმაზე იქნება მიჯაჭვული. და ეს საუნჯე და სიმდიდრე ჩვენი იყოს თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო, და ამ დღესასწაულის მადლმა ყველა ჩვენგანის გული მიაჯაჭვოს ქრისტეს. ჩვენთან არს ღმერთი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat