სურამი
სურამი
სურამი საუკუნეთა განმავლობაში შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ამ ტერიტორიაზე ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. XII საუკუნეში სურამი ფეოდალური ქალაქი იყო. XII-XIII საუკუნეებში აქ ჰქონდათ რეზიდენცია შიდა ქართლის ერისთავებს - სურამელებს.

დღევანდელი დაბა სურამი ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე სურამულას ნაპირებზეა გაშენებული. მას ექვემდებარება სოფლები ბიჯნისი, ბუღაურა, გვერდისუბანი, პატარა და დიდი ბეკამი, ზეკოტა, იტრია, ურთხვა, ჩუმათელეთი.

KARIBCHE"სურამისა ციხეო"
შუა საუკუნეების ციხესიმაგრის - სურამის ციხის აგების თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ხალხური გადმოცემა, რომლის თანახმად ქართლელები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ ციხის აშენებას. ბოლოს ერთი მკითხავის რჩევით ციხესიმაგრის კედელში ცოცხლად ჩააყოლეს ობოლი, დედისერთა ზურაბი. ციხე აშენდა. ზურაბის დედა ყოველ ღამე ჩუმად დასტიროდა ცოცხლად დამარხულ შვილს:

"სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო..."

ციხის დასავლეთი კედელი მუდამ სველია. ლეგენდის თანახმად, ეს ზურაბის დედის ცრემლებია...

XVII საუკუნის I მეოთხედში, სპარსეთთან ომისას, გიორგი სააკაძემ ქართლის სხვა ციხეებთან ერთად სურამის ციხეც გაამაგრა. შემდგომში ციხე ერთხანს ოსმალთა ხელში იყო. XVIII საუკუნის 40-იან წლებში ციხესიმაგრე ირანის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვრის ძირითადი საყრდენი გახლდათ. 1743 წელს ამილახვარი თეიმურაზ II-ს დანებდა, ხოლო სურამის ციხე დაანგრიეს, თუმცა მალევე აღადგინეს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ციხეში ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები და რუსები იყვნენ გამაგრებულები. XIX საუკუნის დასაწყისში, დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების დროს, ციხესიმაგრეს ადგილობრივი მოსახლეობა აფარებდა თავს.

ოცდაექვსი საუკუნე ერთად
ვახუშტის მიხედვით, XVIII საუკუნეში სურამის მოსახლეობას ქართველები, სომხები და ებრაელები შეადგენდნენ.

ებრაელები სურამში უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ. ისინი ძირითადად სურამის ციხის გარშემო სახლობდნენ (ციხის შემოგარენი ყველაზე ძველი და საინტერესო ადგილია სურამში; ეჭვგარეშეა, პირველი დასახლებაც სწორედ ამ მიდამოებში აღმოცენდა). სურამელი ებრაელობა ვაჭრობა-ხელოსნობას მისდევდა. 1900 წელს გაზეთი "დროება" წერდა: "სურამში ორი ბაზარია - გაღმა და გამოღმა - და სამასზე მეტი დუქანი, რომლებიც ორიოდეს გარდა სომხებსა და ურიებს ეკუთვნის".

KARIBCHEსურამში ქართველებისა და სომხების საუკუნო განსასვენებელთა გვერდით ებრაული სასაფლაოც არის. ყველა საფლავის ქვაზე ექვსქიმიანი ვარსკვლავია ამოკვეთილი. ფიჩხაძე, ჯანაშვილი, იაკობაშვილი, პაპისმედოვი, მანაშეროვი, ჯინჯიხაშვილი, - იუწყებიან ქვები... გარდაცვლილთა შთამომავლების უმრავლესობა ახლა ისრაელშია - დიდი ხნის შემდეგ ხელახლა ნაპოვნ სამშობლოში, მათმა წინაპრებმა კი საქართველოს მიწაში პოვეს სამარადისო განსასვენებელი...

დღეს
სურამში არის ოთხი საჯარო და ერთი სამუსიკო სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი. ორი საავადმყოფო (ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური, ფსიქონევროლოგიური), პოლიკლინიკა, კავშირგაბმულობის განყოფილება. ამჟამად სურამში მხოლოდ დედათა და ბავშვთა სანატორიუმი "საპოვნელა" ფუნქციონირებს.

სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატური კურორტია. აქაურ ჰავას სამკურნალო თვისებები აქვს. ის ზომიერად ნოტიოა და სასარგებლოა პერიფერიული ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ. სურამელები თავს იწონებენ ე.წ. "რკინის წყლით" - დაბალი მინერალიზაციის მინერალური წყლით. აქ ზაფხულობით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი დამსვენებელი ჩამოდის.

KARIBCHEსურამსა და მის შემოგარენში უამრავი ეკლესია-მონასტერია, რომელთა უმრავლესობა წლების განმავლობაში უმოქმედო იყო, მაგრამ, ღვთის წყალობით, დღეს ვითარება შეიცვალა. 1996 წლის 21 ოქტომბრის წმინდა სინოდის დადგენილებით, ურბნისისა და რუისის ეპარქია აღდგა. მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი იობი. მეუფე იობის მუხლჩაუხრელი შრომით რუის-ურბნისის ეპარქიაში და, რაღა თქმა უნდა, სურამშიც მრავალი ეკლესია-მონასტერი ამოქმედდა. სურამი ეპარქიის ერთგვარ სულიერ ცენტრად იქცა. მღვდელმთავრის რეზიდენციამაც აქ დაიდო ბინა.

კვართისა
სურამის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია XI-XII საუკუნეებში. დარბაზული ტიპის ნაგებობა თლილი ქვით არის ნაშენი. 1991 წლის 29 აპრილს ეკლესია მიწისძვრამ დააზიანა - ჩამოიქცა სახურავი, დაინგრა კედლები, განადგურდა მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები. ბოლო წლებში მორწმუნეთა შემწეობით ნატაძრალზე რკინის ჯვარი აღიმართა.

სურამის ციხიდან გადიოდა საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი, რომლითაც ციხესიმაგრე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიას უკავშირდებოდა. გვირაბში ცხენოსანი კაცი თავისუფლად გაივლიდა. როგორც ჩანს, შემოსევისას ციხეს ამ გზით ტყვია-წამლითა და საკვებით ამარაგებდნენ, ხოლო ქალები და ბავშვები ტაძარში გადაჰყავდათ.

ამაღლების ტაძარი სურამის ერთ-ერთი უძველესი დასახლების, გვერდისუბნის, სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას დგას. 1999 წელს ის მეუფე იობმა აკურთხა. აქვე დაარსდა დედათა მონასტერი. 2003 წელს მონასტრის გარშემო მოიჭრა მიწა, ეს ფაქტი იქცა ახალი აღმოჩენის საფუძვლად: დღევანდელი ტაძრის სამხრეთით გამოჩნდა მიწის სიღრმეში ჩაფლული ეკლესიის საძირკველი, ხოლო აღმოსავლეთით - სამრეკლოსი. ამ ადგილს კვართისას უწოდებენ, გადმოცემის თანახმად, ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს მცხეთისკენ მიმავალ გზაზე სწორედ აქ შეუსვენიათ და მაცხოვრის უკერველი კვართი, რომელსაც იერუსალიმიდან მოაბრძანებდნენ, აქ დაუბრძანებიათ.

სოფლის მცხოვრებნი მას დღემდე კვართისის წმინდა გიორგის ამაღლების ეკლესიად იხსენიებენ. სავარაუდოდ, აღმოჩენილი ტაძრის საძირკველი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთია.

მაცხოვრის ამაღლების ეკლესიასთან დედათა მონასტრის დაარსებას გვერდისუბნის მოსახლეობა ერთგვარი გაღიზიანებით შეხვდა, მაგრამ დედების სიყვარულითა და მოთმინებით და ღვთის შეწევნით ურთიერთობა დათბა...

დედა ზოია:
- აქ რომ მოვედით, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოუწესრიგებელი იყო. სამწელიწადნახევარი წყალს ქვემოდან ვეზიდებოდით მთაზე. არ გვქონდა ელექტროენერგია. ადგილობრივი მოსახლეობაც ცუდად შეგვხვდა. შუაღამისას გვაკითხავდნენ, ტაძრის გაღებას გვთხოვდნენ, გვაშინებდნენ, ცუდი ზამთარი იცის და თავქვეც დაეშვებითო... პირდაპირ არასოდეს უთქვამთ, წადითო, მაგრამ ასე გამოდიოდა... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ არის ცუდი ხალხი. უკვე შეეჩვივნენ ჩვენს აქ ყოფნას, ხანდახან კიდეც გვეხმარებიან.

- დედაო, თქვენი აქ ყოფნის განმავლობაში რაიმე სასწაულებრივი მოვლენა ხომ არ მომხდარა?

KARIBCHE- ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში ხდება სასწაულები, მთავარია, მათი დანახვა შეგვეძლოს. ერთხელ, დილაადრიან, გოგონა მოგვადგა კარს, ძალზე შეწუხებული ჩანდა. როცა წუხილის მიზეზი ვკითხე, მიამბო, რომ მის სტუდენტ ძმას მეგობრისაგან უთხოვია ოქროს სამაჯური, რომელიც წაურთმევიათ. მეგობარმა არ დაუჯერა - ალბათ მოგეწონა და მითვისება გინდაო, და დაემუქრა, თუ არ დამიბრუნებ, არ გაცოცხლებო. გოგონა ღელავდა და რჩევას მთხოვდა. ვურჩიე, შეწევნა უფალს სთხოვე და აღუთქვი, რომ თუ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებ-მეთქი. ერთი კვირის თავზე დედასთან ერთად გვესტუმრა და გახარებულმა მიამბო, რომ სამაჯურის პატრონი სანაცვლოს ყიდვაზე დაუყოლიებიათ, საყიდლად წასულებს კი ოქროულობის ბაზარში შემთხვევით უპოვიათ დაკარგული სამკაული. მცირე ხნის შემდეგ გოგონამ ისიც მახარა, ჩემი ძმა ქოზიფის მამათა მონასტრის მშენებლობაზე წავიდაო. ის ბიჭი ერთხანს მეუფის მძღოლიც იყო. ასე შეცვალა ერთმა შემთხვევამ მათი ცხოვრება. განა ეს სასწაული არ არის?!

- დედაო, დიდხანს ეძებდით ღმერთისკენ მიმავალ ბილიკს?

- ჩემზე უამრავი განსაცდელი იქნა დაშვებული, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ. ავადმყოფობის გამო მუდმივად წამლებს ვსვამდი. დისშვილი შემეძინა და მის სანახავად წავედი ქარელში. გზად, მატარებელში, აღმოვაჩინე, რომ წამლები შინ დამრჩენოდა, შევწუხდი. ჩემი დის დედამთილი მორწმუნეა. მირჩია, მასთან ერთად ტაძარში წირვა-ლოცვას დავსწრებოდი - შვებას იგრძნობო. დავუჯერე. მოხდა სასწაული: სანამ ქარელში ვიყავი, წამალი არ დამჭირვებია. მივხვდი, რომ მივაგენი ჩემს ჭეშმარიტ მკურნალს... თავდაპირველად მეშინოდა, მეგონა, ავადმყოფობის გამო ვერ შევძლებდი მონასტერში ცხოვრებას, მაგრამ უფალმა შემაძლებინა. რისი გაკეთებაც სახლში არ შემეძლო, მონასტერში ვაკეთებდი.

***
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას მდებარეობს. ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. 1997 წლის 5 იანვარს დუმილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, დაირღვა: ტაძრის წმინდა ტრაპეზი აკურთხა და ლოცვები აღავლინა მეუფე იობმა, 16 იანვარს კი ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მას შემდეგ ეკლესია მოქმედია.

KARIBCHEწმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გვერდით, საავტომობილო გზის პირას, დგას ღვთისმშობლის შობის სახელობის გვიანფეოდალური ხანის მცირე ეკლესია. თავდაპირველად ტაძარი დიდი ყოფილა, მაგრამ უღმერთობის პერიოდში დაუნგრევიათ და საავტომობილო გზა გაუყვანიათ. ამის გამო ტაძარმა პირვანდელი სახე დაკარგა. 90-იან წლებში ძველი ტაძრის ნანგრევებზე პატარა ეკლესია აშენდა.

სულიერი დარაჯი
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, ბორცვზე, დგას პატარძალივით თეთრი კვირაცხოვლობის ეკლესია. ამ ადგილას წინათაც ტაძარი ყოფილა. მერე კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ დარჩენილ ნიშს მლოცველი არასოდეს მოჰკლებია. უხუცესებს ახსოვთ, რომ როცა ძველი კვირაცხოვლობის ტაძარი დაანგრიეს, მასთან არსებული ხიდიბეგიშვილების საგვარეულო სასაფლაოც მოუსწორებიათ. იხსენებენ, როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ დამცხრალა: თითქმის ყოველდღე მოქეიფეთა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და გინება იყო, რაც ხშირად სისხლისღვრაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. ბოლოს რესტორანი დაიწვა და ორი ქველმოქმედის, ბატონების ვ. გელაშვილისა და ბ. ნოზაძის ხელშეწყობით ახალი ტაძარი აიგო, რომელიც სულიერ დარაჯად უდგას სურამს.

კვირაცხოვლობის ეკლესია ერთ-ერთი იმ ტაძართაგანია, რომლებთანაც უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. ახლაც სულმოუთქმელად ავირბინე აღმართი და სუნთქვაგახშირებულმა ძლივძლივობით გამოვთხოვე დალოცვა ტაძრის წინამძღვარს, იღუმენ გიორგი ედილაშვილს. მამა გიორგი ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემხვდა, საინტერესოდ მესაუბრა და ვერც კი გავიგე, როგორ გაიპარა დრო...

KARIBCHE- მამაო, როგორია დაბის ქრისტიანული ცხოვრება?

- მაცხოვრის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ ნათქვამი სიტყვების - "არა გავწირო ერი ესე საზეპურო" - ძალით, ჩვენი წინაპრების სისხლითა და მოღვაწეობით დღემდე მოაღწია საქართველომ. სარწმუნოების ეს გადამრჩენელი ძალა და მადლი განსაკუთრებით იგრძნობა დღევანდელ სურამში. ამჟამად დაბაში ათამდე მოქმედი ტაძარია, ორი დედათა და ერთი მამათა მონასტერი, მოღვაწეობს შვიდი სასულიერო პირი. გავმრავლდით არა ჩვენი დამსახურებით, არამედ ღვთის წყალობით და მეუფე იობის დიდი შრომით. მას შემდეგ, რაც მეუფე სურამში ჩამობრძანდა, აქ ქრისტიანული ცხოვრების აღორძინება დაიწყო.

- როგორია ადგილობრივი საერო ხელისუფლების დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი?

- ხელს არ გვიშლიან მოღვაწეობაში, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, მეტი მხარდაჭერა გამოეჩინათ. ასე, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ სულზე ზრუნვის გამო უნდა მოიქცნენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეკლესია-მონასტრები საერო ხელისუფლების დახმარებით გახსნილა. როგორც უწმინდესი ბრძანებს, ადამიანი არ შეიძლება სულიერად ერთ ადგილას იყოს გაჩერებული, ის ან მაღლა უნდა მიდიოდეს, ან დაბლა... ვისურვებდით, ეკლესიისადმი საერო ხელისუფლების უფრო მტკიცე თანადგომა გვეგრძნო.

- ზაფხულობით დაბას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს და ეს საეკლესიო ცხოვრებაზეც აისახება. ტაძრები ივსება ხალხით, რომელთაგან ზოგი უკვე მოქცეულია, ზოგიც აქ დგამს სულიერი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს. თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა ამგვარი შემთხვევა?

- შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება, ყველაფერს უფალი განაგებს. ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა. განსაკუთრებით ერთი მახსენდება: წელს ერთ-ერთი ახლობლის სახლში სამი 19-20 წლის გოგონა ისვენებდა. სახლში მარტო დარჩენილებს უცნაური ხმები ესმოდათ. შეშინებულმა ბავშვებმა ეს ტელეფონით შეატყობინეს სახლის პატრონს, მოხუცებულ ქალბატონს, მაგრამ მან არ დაიჯერა. გოგონები ტაძარში მოვიდნენ, მიამბეს თავიანთი გასაჭირი, მე ავუხსენი, რისი ბრალიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. სახლი აკურთხეს, აღსარებებიც ჩამაბარეს... მას შემდეგ ხშირად მიკავშირდებიან, უმთავრესად ტელეფონით მესაუბრებიან, ვინაიდან თბილისში ცხოვრობენ. მეც, რაც შემიძლია, ვმოძღვრავ.

- დაახლოებით ერთი წლის წინ ტაძარს განსაცდელი დაატყდა თავს. ეს ამბავი ტელევიზიითაც გადაიცა...

- შარშან, 11 სექტემბერს, დილით, მესანთლემ შემატყობინა, რომ ტაძრის კარი გატეხილი იყო. მოპარული დაგვხვდა 110 წლის სასწაულმოქმედი ხატი - მსწრაფლშემსმენელი. ადამიანებმა, რომლებმაც ხატის კეთილისმყოფელი ძალა იგრძნეს, ოქროს ნივთების შეწირვით გამოხატეს მადლიერება... მასთან ერთად წაეღოთ ასევე სიძველით გამორჩეული სხვა ხატი. იმხანად ჩვენს ეპარქიაში თორმეტი ტაძარი გაიძარცვა... სამართალდამცველებს მივმართეთ, მაგრამ ხატები უკვალოდ გაქრა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში მაშინაც და ახლაც უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია, რომელსაც ვევედრებით ხატის დაბრუნებას. მრევლი ყოველ კვირას კითხულობს მის დაუჯდომელს. ნეტავ ინებოს ღვთისმშობელმა, შეისმინოს ლოცვა, ჩვენი ცოდვების მიუხედავად, დაგვიბრუნდეს და კვლავ გვანუგეშოს თავისი სასწაულმოქმედი ხატით.

ტაძარი ამჟამადაც განსაცდელშია: ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მთლიანად დაასველა ორი კედელი. ეს არასწორი გადახურვის ბრალია. სახურავს სასწრაფოდ სჭირდება შეკეთება. მრევლს საკუთარი სახსრებით ამის გაკეთება არ შეუძლია. მათ ტაძარს რკინის კარი შეაბეს (მორიგი ძარცვის თავიდან ასაცილებლად), შეიძინეს ხატები. იქნებ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი დაგვეხმაროს ამ კეთილ საქმეში.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ურთხვა
ურთხვა დაბა სურამის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. ურთხვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია X-XI სს-შია აგებული. საბჭოთა პერიოდში ტაძარი მოუვლელი და მიტოვებული იყო. მისი კედლები უგუნურ მჩხაპნელებს შეებილწათ. 2002 წლის 26 ოქტომბერს ტაძარი იკურთხა. აქვე დაარსდა მამათა მონასტერი, აშენდა სენაკები, ეკლესიას დაუბრუნდა პირვანდელი სახე.

***
სურამის წმინდა სამების სახელობის ტაძარი (ღვთაება) საუკუნოვანი უღმერთობის ჟამსაც კი თითქმის ყოველთვის მოქმედი იყო. ამ ეკლესიის ზარი მაშინაც კი რეკდა და უხმობდა ხალხს, როცა სარწმუნოება იდევნებოდა, როცა ანაფორა ურწმუნოთათვის დაცინვის საგანი იყო.

ეკლესია დარბაზულია. შემორჩენილია სპილენძის ფირფიტა ძველი მხედრული წარწერით, საიდანაც ირკვევა, რომ ტაძარი 1831 წელს მღვდელ ძმებს ნებიერიძეებს აღუდგენიათ ძველ ნანგრევებზე. 1942 წელს ეკლესიის დასავლეთით გაუყვანიათ გვირაბი, სადაც შეშას წვავდნენ, ხოლო ტაძარში თევზს ბოლავდნენ. ეს სისაძაგლე 1946-47 წლებამდე გაგრძელებულა. შემდეგ ტაძარი კვლავ აღდგა. 2002-2004 წლებში საზღვარგარეთ მოღვაწე სურამელი ბიზნესმენის ჯემალ ხაჩიძის ფინანსური ხელშეწყობით ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა. აშენდა ქვის გალავანი, ჩამოიფხიკა ნალესი ტაძრის გარეთა მხარეს, რის შედეგადაც გამოჩნდა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ეს ყველაფერი აშკარა დასტურია იმისა, რომ ტაძარი ადრეულ საუკუნეებშია აგებული. ეკლესიის სამხრეთ კედელზე აღმოჩნდა ასომთავრული წარწერა, რომელიც უკუღმა ძევს ქვების წყობაში, მაგრამ დაზიანებულია.

KARIBCHEგვესაუბრება ტაძრის მოძღვარი მამა ზურაბ კიკაძე.

- რამდენი ხანია, რაც აქ მსახურობთ?

- მეოთხე წელიწადია, სურამში ვარ. აქ მაკურთხა მეუფე იობმა. მანამდე ხაშურის საკათედრო ტაძარში, კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიაში, ამაღლების დედათა მონასტერში ვმსახურობდი. პარალელურად სოფელ ბეკმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც ვმსახურობ. თავიდან ღვთაების ეკლესიაში ათიოდე მოხუცებული ქალი იდგა წირვა-ლოცვაზე. შემდეგ დღე არ გავიდოდა, ვინმე რომ არ მოსულიყო, არ გამსაუბრებოდა, აღსარება არ ეთქვა... მე ისეთ დროს ჩამოვედი სურამში, როდესაც ეპარქიაში ყველაფერი უკვე მოწესრიგებული გახლდათ, ისე რომ, დაბრკოლებები თითქმის არ შემხვედრია. მართალია, რუსთავში დავიბადე დ გავიზარდე, მაგრამ წარმოშობით ბეკმელი ვარ. ბავშვობაში სურამში ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი და ასე თუ ისე ვიცნობდი აქაურობას.

- ათი წლის წინ რასელისტთა (იეღოვას მოწმეთა - რედ.) სექტა სურამში აქტიურად იკიდებდა ფეხს, ღვთის წყალობით, დღეს საქმე სხვაგვარად არის, ეს კი თქვენი, აქ მოღვაწე ღვთისმსახურების დამსახურებაა.

- რასელისტები იმდენი აღარ, მაგრამ მაინც არიან. ისე გათავხედდნენ, ერთხელ მეც კი დამიწყეს ქადაგება. ბეკამში მივდიოდი ფეხით ლოცვის ჩასატარებლად და დამემგზავრნენ. თურმე ისინიც იმავე სოფელში მოდიოდნენ საქადაგებლად. როცა მიხვდნენ, რომ ხელს შევუშლიდი, უკან გაბრუნდნენ.

- როგორი მრევლი გყავთ სურამში?

- სურამელებს სასულიერო პირების მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ, მათგანაც კი საოცარ მოწიწებას ვგრძნობ, ვინც ეკლესიურად არ ცხოვრობს. როცა დახმარება გვჭირდება, უთქმელად გვიმართავენ ხელს. ზოგი არც კი მიცნობს, მაგრამ თუ რამ შეუძლია, მეხმარება. საოცრად შევეჩვიე აქაურობას... ალბათ, გამიჭირდება სურამიდან წასვლა. იქნებ იმიტომაც, რომ ჩემი ფესვები აქ არის...

- რა არ მოგწონთ დღევანდელ ახალგაზრდებში?

- ახალგაზრდებში ყველაზე მეტად უხამსი ჩაცმულობა მაღიზიანებს. თუ ახალგაზრდა ქალს თავის თავში იმდენი ძალა ვერ უპოვია, რომ შარვალი არ ანაცვალოს სარწმუნოებას, მაშინ ხვალ წინ პურის ნაჭერს და ჯვარს რომ დაუდებენ, ის უეჭველად პურს ამოირჩევს. მხოლოდ გოგონები როდი იცვამენ უხამსად, - ბიჭებიც; შემოდიან ტაძარში შორტებით, მოღეღილი მაისურებით...

- მამაო, რას გვეტყოდით საუბრის დასასრულს?

- მართლმადიდებლურ ჟურნალს დიდი დანიშნულება აქვს. მისი მეოხებით ადამიანი შეიძლება ღვთისკენ მოექცეს. "კარიბჭე" ადრე თვეში ერთხელ გამოდიოდა და მოუთმენლად ველოდი - არ მყოფნიდა... ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

იტრია
იტრია სურამის დასავლეთით მდებარეობს. სოფელს შუაში პატარა მდინარე ორხეულა ჩამოუდის. იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XVI საუკუნისაა. იტრიის მონასტრის მშენებლობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი სიგელი, რომელსაც ქართლის კათოლიკოსი დოროთეოზი აწერს ხელს. სიგელიდან ირკვევა, რომ სანამ იტრიის მონასტრის მშენებლობა დაიწყებოდა, ამ ადგილას ყოვლადწმინდის ეკლესია იდგა, რომელიც დაახლოებით XII-XIII საუკუნეებში აიგო, მაგრამ XVI საუკუნისთვის თითქმის დაქცეული გახლდათ.

იტრიის მონასტერს არაერთხელ დაესხნენ თავს და ააოხრეს. 1997 წელს ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, ტაძრის საკურთხეველში ნაპოვნი იქნა ტრაპეზის ქვა. იმავე წელს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა. ამოქმედდა იტრიის სიონი. აქვე დაფუძნდა დედათა მონასტერი.

გარდა ზემოთ მოხსენიებული ტაძრებისა, სურამსა და მის შემოგარენში მოქმედებს წმინდა ბარბარეს, წმინდა მარინეს, წმინდა იობ მრავალვნებულის და ბეკმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.

დაბის საერო ცხოვრებაზე სურამის III საჯარო სკოლის პედაგოგს, მიხეილ გიორგაძეს გავესაუბრე:

- საკმაო რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ საერო ცხოვრება არცთუ ურიგო გვქონდეს. სურამი საკურორტო დაბაა და ეს ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ყოველ ზაფხულს უამრავ სტუმარს ვმასპინძლობთ. ამან სხვადასხვა ხალხის ცხოვრების სტილის თანაზიარი გაგვხადა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამყოფი ხაზი სწორედ სურამზე გადის. ჩვენი ქვეყნის ამ ორ მხარეს აკავშირებს ასევე სურამზე გამავალი სატრანზიტო გზა. ამის გამო სურამში იმთავითვე ხდებოდა დასავლური და აღმოსავლური კულტურისა და ტრადიციების შეჯერება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, სურამის საერო ცხოვრება, მიუხედავად საერთო პრობლემებისა, მაინც საინტერესოა.

სურამში სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა უკრაინელმა პოეტმა ქალმა ლესია უკრაინკამ. აქ არის მისი სახელობის ბიბლიოთეკა და მუზეუმი. ყოველწლიურად, ლესიაობას, ჩამოდის უკრაინული დელეგაცია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით მასპინძლობს სურამის III საჯარო სკოლა. მისი დირექტორისთვის, ქალბატონ თამარ ჯობაძისთვის უკრაინელი სტუმრების მიღება და საზეიმო ღონისძიებათა ორგანიზება უკვე მრავალი წელია ტრადიციად იქცა. ამ დღეებში სურამი განსაკუთრებით ხმაურიანი და საზეიმოდ მორთულია.

KARIBCHEროცა ირგვლივ ამდენი ტაძარი და მონასტერია, როცა სულიერი ცხოვრებისთვის ყველა პირობა არსებობს, როცა აქვეა საეპისკოპოსო რეზიდენცია და შენს გვერდით ეპარქიის მმართველი მოქალაქეობს, ძნელია ერთმანეთისგან გამიჯნო საერო და სასულიერო ცხოვრება. სურამში ცხოვრების ეს ორი მხარე ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა.

ბოლო დროს კულტურულ ცხოვრებაშიც შეინიშნება გარკვეული ძვრები. სურამის კულტურის სახლს ახალი დირექტორი ჰყავს. ქალბატონ ნონა ფხიკიძის ძალისხმევით ჩამოყალიბდა არაერთი წრე, რომლებიც ქართული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ამ წრეებმა მრავალი მოზარდი მიიზიდა. მათი წყალობით სურამი უფრო გამოცოცხლდა.

ახალარჩეულ თვითმმართველობას სურამელები იმედის თვალით შევყურებთ. მიუხედავად მრავალი საინტერესო მხარისა, სურამში პრობლემაც ბევრია, რომლებიც ღვთის შემწეობით კაცმა უნდა მოაგვაროს, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს.

- აქაურთა შემოსავლის მთავარი წყარო რა არის?

- ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, სურამელებმაც მცირე ბიზნესით დააღწიეს თავი სიღარიბეს და პატარა მაღაზიებიდან შემოსული თანხით ირჩენენ თავს. საკურორტო სეზონზე ბევრი დამსვენებლებზე აქირავებს ბინას და საარსებოდ გარკვეული მარაგის დაგროვებას ახერხებს. ვაჭრობაც განსაკუთრებით ამ პერიოდში ცხოველდება. მოკლედ, ჩვენში ზაფხული ძალზე ნაყოფიერი და ამავე დროს მეტად ხმაურიანია.

ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთან მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მაინცდამაინც მოეკიდოს ფეხი. ირგვლივ უამრავი აუთვისებელი მიწაა. ისე რომ, ვფიქრობ, მეურნეობის დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ. ჩვენ, ფაქტობრივად, კარგა ხანია დავშორდით მიწას, სურამი უფრო ქალაქური ტიპის დაბაა.

- სურამის პრობლემებზე რას გვეტყოდით?

- მთელ საქართველოს ერთი ცა ახურავს და ბუნებრივია, ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანას აწუხებს, ჩვენი წუხილიცაა. ხალხი დაუსაქმებელია, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის მტკივნეული. უსაქმოდ მყოფი ახალგაზრდობა სხვადასხვა სულისთვის საზიანო საქმიანობით იქცევს თავს. ამოქმედებული ტაძრების სიმრავლემ, თავისთავად, მოსახლეობის და მათ შორის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სულიერი ცხოვრებისკენ მოაქცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენს ტაძრებში მაინც ბევრი ცარიელი ადგილია.

სურამში ეკოლოგიური პრობლემებიც მწვავედ დგას. ჩვენ შერეული ტყით ვიწონებთ თავს, რაც სურამის ჰაერს სამკურნალო თვისებებს სძენს. გულსატკენია, როდესაც ეს ტყე იჩეხება. გულსატკენია, როდესაც ადამიანი თვითონვე ხდება საკუთარი პრობლემების მიზეზი, მით უმეტეს, მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ ჩანს.

არ შემიძლია, არ ვახსენო სულ ახლახან თავსდატეხილი წყალდიდობა. მდინარე სურამულა, რომელიც სურამს შუაში ჩამოუდის, დაბინძურებულია, ჯებირები - მოძველებული და მრავალი წლის მანძილზე შეუკეთებელი. მდინარე ჩვენივე წყალობით გადაიქცა სანაგვე ყუთად. ალბათ, ამ ცოდვის შედეგი თუ იყო ეს წყალდიდობაც. ღვთის სამართალი არ აყოვნებს... ნეტავ მდინარე ძველებურად ანკარა მანახვა!

ჩამოთვლილი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის მგონია, რომ რეგიონებს აკლია მთავრობის ყურადღება. იქნებ ოდესმე ამ პრობლემებზე ზრუნვა გახდეს "მოდური" და აქტუალური!

დღეს სურამელებს ყველაზე მეტად ღვთის იმედი გვასულდგმულებს. მარტო ის რად ღირს, როცა მწუხრისა და ცისკრის მსახურების დაწყებას ოთხივე მხრიდან იუწყებიან ტაძრის ზარები. ამ დროს თითქოს გასაჭირიც გიმსუბუქდება და მომავალსაც იმედით შეჰყურებ.
ბეჭდვაელფოსტა
19.09. 2014
kargi statiaa madlob
didi madloba sofo dzalian momewona
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat