თიანეთი
თიანეთი
თიანეთი საისტორიო წყაროებში გეოგრაფიული მხარის სახელწოდებად ჯერ კიდევ IV საუკუნეში იხსენიება, მაგრამ როგორც დასახლებულ პუნქტს, ბოდოჯი რქმევია. იგი დაბა თიანეთის ახლოს, ცხრაკარის გორზე მდებარეობდა. ნიკო ბერძენიშვილის აზრით, "თიანეთი ეწოდებოდა "ქვეყანას", რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გარკვეულ დროს, ჩანს, ბოდოჯი იყო. შემდგომში ეს სახელი გაქრა, ყოფილმა ცენტრმა კი მთელი სანახების - თიანეთის სახელი დაიმკვიდრა".

დაბა თიანეთი წარმოიშვა დაახლოებით XVI საუკუნეში, როდესაც კახეთის სამეფოში შემოღებულ სამოურაოთა შორის დაწესდა თიანეთის სამოურაოც.

თიანეთი თავიდან კახელებით იყო დასახლებული. ისინი XVIII საუკუნის I ნახევრისთვის მთლიანად გადასახლდნენ კახეთის ბარში, მათ ადგილზე კი თანდათანობით ჩამოსახლდნენ ფშავ-ხევსურები და მთიულები. როგორც ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში ჩანს, XVIII საუკუნის I მეოთხედში სოფელ თიანეთში ცხოვრობდნენ "ტოტიკაშვილი შერმაზან, ახალკაციშვილი პაატა, ბელიაშვილი ნაობ, ძებნიაური ბერი, ვაჟიკაშვილი იორდანე, ქასრაული პაპუა, შუშანა ხევსური, აბულეთური მამუკა, გედეშური გიორგი და სხვები თავიანთი ოჯახებით". მათ შორის არიან როგორც კახელები, ისე ფშავ-ხევსურნი. ეს, ჩანს, მიგრაციის პერიოდია.

თიანეთს სამხრეთიდან ესაზღვრება ერწო, ჩრდილოეთიდან - ლიშო და მისი გასწვრივი ადგილები, აღმოსავლეთიდან - კახეთის ქედი, დასავლეთიდან - ქართლის ქედი.

ერწო-თიანეთი ჯერ ისტორიული კახეთის ცენტრი, ხოლო შემდეგ კი კახეთის სამეფოს პროვინციული მხარე იყო.

"ჩვენში იშვიათად თუ იქნება პიროვნება, რომელსაც არ შეეძლოს დაგვისახელოს ის ძირძველი საგვარეულო, რომლისგანაც მისი სადღეისო გვარია წამომდგარი, - ვკითხულობთ თენგიზ პატურაშვილის წიგნში "ერწო-თიანეთის ისტორიიდან", - ასე მაგალითად: გონჯილაშვილები, სულხანიშვილები და მგელაშვილების ერთი შტო სალოცავის - ხმალას ყმებად ითვლებოდნენ. XVIII საუკუნეში ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში ჩამოსახლებულან: გონჯილაშვილ-მოსიაშვილები, სულხანიშვილები, პატურაშვილები, უშიკაშვილები, თურქიაშვილები, სისაურები. ყველა დასახელებულ გვარს ლიქოკიდან გადმოსახლებულად მიაჩნია თავი. ადრინდელი გვარების სალოცავი იყო "ხმალა".

რაკი დაბას თიანეთი ჰქვია და იგი მდებარეობს მთიან მხარეში, ეს სახელწოდება თითქოს წარმომდგარია მთებიდან და ეწოდა მთიანეთი, დროთა განმავლობაში ჩამოსცილებია "მ" და მიღებულია "თიანეთი".

ჟალეთის სანათლავი
საისტორიო წყაროებიდან ჟალეთი ცნობილია IV საუკუნიდან. მას თავდაპირველად "ბერი" ერქვა. ბერი წარმართული სარწმუნოების მახასიათებელი ტერმინია, ხოლო ჟალეთი - ქრისტიანული რელიგიის საკულტო ადგილების სახელწოდებად გვხვდება. გამოდის, რომ ის ამ მხარის ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტიცაა. ჟალეთი ერწო-თიანეთის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთისა და ხევსურეთის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო.

XX ს-ის 60-იან წლებში ჟალეთის ძეგლის გაწმენდისას აღმოაჩინეს VIII-IX საუკუნეების სანათლავი. დიდი ოთხკუთხა ყუთი, რომელიც გამოთლილია ერთი მთლიანი მაგარი ჯიშის ქვიშაქვისაგან. გარედან სამი მხრით მორთულია რელიეფებით, ხოლო მეოთხე გლუვია, როგორც ჩანს, სანათლავი ამ მხრიდან მიდგმული ყოფილა კედელზე.

არჩილი და მონასტერი მისი
სოფელ სიონითგორის ახლოს, მაღლობზე, სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მისი აღმშენებლის, არჩილის სახელს ატარებს. მას ნადოკრადაც მოიხსენიებენ. აქ განისვენებს სამშობლოსთვის წამებული და ნათელცხებული VIII საუკუნის ქართლის ერისმთავარი არჩილი.

KARIBCHE KARIBCHE

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, "არჩილი დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაუკასტისასა აღაშენა ციხე". მას გაუჩაღებია მშენებლობა ჰერეთში, გაუქრისტიანებია სხვადასხვა ტომი. არჩილს მიეკუთვნება კახეთ-კუხეთ-წანარეთში უჯარმა, ბოჭორმა, კვეტერა, ვერონის ციხე, ჟალეთი, სიონი (ივრის ხეობა), სიონი (ყაზბეგის რაიონი), გარბანის ეკლესია, ახალციხე (ხევში)...

არჩილმა ააშენა მონასტერი ისტორიულ კახეთში: "ვითარცა აღესრულა წმინდა მოწამე არჩილი, მოვიდეს ღამეს გოდერძიანნი, ტბელნი და მათთანა სხუანიცა აზნაურნი მამიანნი და მოიპარეს გუამი წმინდისა მოწამის არჩილის, წამოიღეს და შემურვეს პატივითა დიდითა, დამარხეს ნოტკორას, მის მიერვე აღშენებულსა ეკლესიას".

ლეგენდა და სინამდვილე
ლეგენდა გვიამბობს: თურმე თიანეთის დაბლობი ტბით ყოფილა დაფარული. ხალხს ტბის გარშემო გორებსა და ფერდობებზე უცხოვრია. იხინჭელ (ახლა ნასოფლარია) მცხოვრებ მკითხავს ჯავრი სჭირვებია მღვდლისა და სოფლელებისთვის ურჩევია, მღვდლის ქალ-ვაჟი, თინათინი და იორამი ტბაში დაახრჩვეთ, ტბის ბოლო გაიხსნება, ადგილი განთავისუფლდება, გორებიდან ვაკეზე ჩამოსახლდებით, სახნავ-სათესი ბლომად გექნებათ და უკეთ იცხოვრებთო. ასეც მოქცეულან. მეორე დღეს ხალხს დამშრალი ტბა უნახავს და, მღვდლის შვილების სახელების მიხედვით, დაბლობისთვის თიანეთი დაურქმევია, ხოლო მდინარისთვის - იორი.

ლაშარის წმინდა გიორგი
ლაშარის სალოცავი ივრის ხეობის ზემო წელზე, ლაშარის გორზე მდებარეობს. დღესასწაული ივლისში აღინიშნება. ეს სამლოცველო არის ნიში მთავარი სალოცავისა, რომელიც ფშავში, ხმელგორზეა. ლაშარის ჯვრის ანუ ლაშარის წმინდა გიორგის დღესასწაული იყო მთელი ფშავის დღესასწაული. ამ სალოცავს ევედრებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მთიელები, ბარელი ქართველები და არაქართველი ტომებიც. შუაფხოდან ივრის ხეობაში ლაშარის ნიშის გადმოტანა მოწმობს ერწო-თიანეთში ფშავიდან ნამატი მოსახლეობის მიგრაციას. ეს მომხდარა XX საუკუნის დასაწყისში, რადგან ფშავიდან ერწო-თიანეთში და კახეთში გადასახლებულებს უძნელდებოდათ "თავ ლაშარში" სალოცავად სიარული.

***
თბილისიდან თიანეთამდე გზა არც ისე შორია. მიხარია, რომ ასეთი მშვენიერი კუთხის მოლოცვა-მონახულება მომიწევს. მგზავრები უცხოს მამჩნევენ და კითხვას კითხვაზე მისვამენ. გზა ისეთია, რომ გაწვიმდეს, სიარული გაჭირდება. როგორც ყველგან, უჭირს აქაურ გლეხკაცსაც. უფალი ამბობს: "ხელი გაანძრიე და გეშველებაო". შრომით კი შრომობენ, ხოლო ლოცვასა და ეკლესიაში სიარულზე რა მოგახსენოთ. წელს მოუსავლიანობაა თიანეთშიც. უსახსრობამ აქაური მანდილოსნები საბერძნეთში გადახვეწა. მათი ფუნქცია ახლა მამაკაცებმა იტვირთეს და პირიქით...

გასაკვირია, მაგრამ ამ მხარეს პატრონის ხელი ვერ შევამჩნიე. იქაურებსაც ვუთხარი - თიანეთი დიდ სოფელს ჰგავს-მეთქი. კომუნისტების შემდეგ, ჩანს, ხელი არავის შეუვლია. ცენტრში მცირე ზომის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. აქაური მრევლის დახმარებითაა აგებული. ზარის ხმა წირვა-ლოცვაზე უხმობს მორწმუნეებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ღვთის სახლში ლოცვასა და ტკბილი გალობის მოსმენას ბირჟაზე დგომა ურჩევნია...

თიანეთში მოძღვართა მცირე დასი მსახურობს. ღვთისმსახურებაც ამას ჰქვია, სოფლიდან სოფელში, ერთი მთიდან მეორე მთის იქით სიარულს რომ დაუღალავად ახერხებენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელი (ფილაური) დაბა თიანეთის სამ ტაძარში მსახურობს. ძველისძველი, 26 წლის წინანდელი მანქანით ხან ერთ ტაძარშია, ხან მეორეში, ხანაც ხალხის სამსახურში. მამა მიქაელი აქაურია, სოფელ ტუშურებიდან. მშობლიური მიწის მიტოვება, მიუხედავად ათასგვარი პრობლემისა, გულშიც არ გაუვლია. მეუღლე, ნინო თაყნიაშვილი და სამი შვილი წინამძღვარს გვერდში უდგანან.

მართალია, საეკლესიო ღვთისმსახურება აღევლინება ტაძრებში და მრევლიც თითქოს მოექცა ჭეშმარიტებისკენ, მაგრამ აქა-იქ წარმართული ნაშთებიც შეინიშნება. ეს კი არა, რაიონში იეღოველთა მომრავლებაზეც ლაპარაკობენ. მოძღვრები მათ მოსაქცევად ყოველ ღონეს ხმარობენ...

თიანეთში მამა მიქაელის სტუმარი ვიყავი. რა თქმა უნდა, კარგი მასპინძლობა და გულთბილი შეხვედრა მხოლოდ მასპინძელზე როდია დამოკიდებული, სტუმარმაც ფხა უნდა გამოიჩინოს. ისე, რამხელა სიყვარულია საჭირო, ყველასთან სითბო და კეთილი სიტყვა თქვა...

ღვთისმშობლის ტაძარში წირვა დასრულებული დამხვდა. მაზიარებლებიც იყვნენ. ერთ საკმაოდ ხნიერ მამაკაცს მოვკარი თვალი. მისი მამა, მათე მამადაშვილი ადრე ხევისბერი ყოფილა და თავადაც ურწმუნოებაში ცხოვრობდა. 7 წელია, რაც ტაძარში დადის და მაზიარებელია. ერთ-ერთი ვაჟი სტიქაროსანი ჰყავს. "უფალს ვთხოვ, რომ ყოველი ქართველი და საქართველოს ყველა მცხოვრები ქრისტიანი იყოს და მორჩილი ვიყოთ უწმინდესისა და უნეტარესისა, - ამბობს იგი, - აქ, მთაში, წარმართული ცხოვრებაა. ღმერთმა მაპატიოს, არ განვიკითხავ არავის, მაგრამ ვერ ვართ ეკლესიურები. ჰოდა, ჩემი დიდი სიყვარულით შევთხოვ უფალსა და ყველა წმინდანს, რომ ყველა მოექცეს უფლის მიმართ, რათა გადავრჩეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლითა და ლოცვით. ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ და გვმართებს უფლის მიმართ ლოცვა. ჩვენი ყოველივე - ცხოვრება, სხეული, გონება, სული, გული, უფლისგან მომდინარეობს, უფლის წყალობით ვართ ამქვეყნად მოვლინებული. შევთხოვ უფალსა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა (თან პირჯვარს ისახავს), რომ მორჩილი ვიყოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მართლმადიდებლური ეკლესიისა.

ჩემი შეჭირვებული ცხოვრების გამო მოვედი ტაძარში. ორი ვაჟი მყავს გარდაცვლილი. როცა მეუღლე დაუძლურდა, ტაძარში სიარულს მთხოვდა და ვერ ვახერხებდი ურწმუნოების გამო, თანაც წარმართულ ცხოვრებაში ვიყავი ჩართული. მამაჩემი ხევისბერი იყო, მაგრამ ეზიარებოდა და ნაწილობრივ ეკლესიურიც იყო.

პირველმა მოძღვარმა, მამა თავმასმა (ჩოხელი), ვიდრე ეკლესია აშენდებოდა, სამლოცველო გახსნა, იქ ტარდებოდა წირვა-ლოცვა. მაშინ დავიწყე ეკლესიაში სიარული. მერე ეკლესია აშენდა და დღემდის მეცა და ჩემი პატარა ბიჭი, ვასო აქ დავდივართ. სტიქაროსანია უფლის წყალობით, მეუფე იეგუდიელმა აკურთხა სტიქაროსნად. მადლობელი ვარ უფლისა ყველაფრისთვის. თუ ღვთის რწმენა გვექნება, ეკლესიურები, ღვთის მონები და მორჩილები ვიქნებით, ცხოვრება უკეთესი მოგვივა...

პირველად აქ მამა თავმასმა დაიწყო მსახურება. გვითხრა, - ეკლესიის ასაშენებლად ჩამოვედიო, ახლა ჩემი გაჭირვების გამო ვტოვებ აქაურობასო. დღეს თბილისში მსახურობს. სამაგიეროდ, უფალმა გამოგვიგზავნა მამა მიქაელი, რომელსაც უყვარს თიანეთი და აქაურობის დატოვება არცა სურს. ჩვენი სულებისთვის იღვწის. მადლობა უფალს და მადლობა მამა მიქაელს".

მამა მიქაელმა მონასტერში მიმიწვია. ეს მონასტერი წმინდა ნინოს სახელზე მეუფე ზოსიმეს უკურთხებია - ადრე თიანეთი წილკნის ეპარქიას ეკუთვნოდა. ამ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში მოღვაწეობდნენ დედა მართა, დედა ქრისტინე და დედა ევა... შემდეგ დედები მეუფე ზოსიმეს თან წაჰყვნენ. ახლა ამ მონასტერს ერის ქალი, ელისაბედ ფიცხელაური უვლის. ელისაბედი დედების დროს იქ ცხოვრობდა. ახლა ასაკოვანია, მაგრამ ამ საქმეზე უარის თქმა არც უფიქრია. ტაძრისთვის სეფისკვერს მოძღვრის კურთხევით ელისაბედი აცხობს. მანვე გაგვიღო კარი... იქაურ განთქმულ ხინკალს გემო ისე გავუსინჯე, თან მამა მიქაელი თიანეთისა და თავისი მოღვაწეობის შესახებ მიყვებოდა. "ერისკაცობაში მინდია მერქვა, ეკლესიური ცხოვრება დედის ძმის, ვანო ჯანგირაშვილის დამსახურებით დავიწყე - თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ხალიჩას უფენდა მის უწმინდესობას. სულ მეუბნებოდა, ადამიანისთვის მთავარი ეკლესიური ცხოვრებაა და სულიერი მოძღვარი გაიჩინეო. 1991 წლის დიდი მარხვა შევინახე და პირველი აღსარება ვთქვი მამა თეიმურაზთან (ჩაჩიბაია). შემდეგ, მოძღვრის რჩევით, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, რომლის დასრულების შემდეგ დავოჯახდი. ტაძრების აღდგენაზე ფიზიკურმა მუშაობამ კიდევ უფრო დამაახლოვა ეკლესიას. 2000 წელი ახლოვდებოდა. თიანეთში მოქმედი ტაძარი არ იყო. მამა იაკობის (ერისკაცობაში ბექა უშიკაშვილი) და ამავე სოფლის გამგებლის, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით სამი წელი ვმუშაობდი სოფელ ზარიძეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აღდგენაზე. იმ დროს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია წილკნის ეპისკოპოსს, მეუფე ზოსიმეს ეკუთვნოდა. 2000 წლის 13 დეკემბერს, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, მეუფემ დიაკვნად მაკურთხა ნატაძრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში. მაშინ 30 წლის ვიყავი. ერთი წლის შემდეგ, ხარება დღეს მღვდლად დამასხა ხელი. პირველი წირვა აღდგომას ჩავატარე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად უკვე რამდენიმე წელია, ვმსახურობ. პარალელურად შეძლებისდაგვარად ვწირავ წმინდა გიორგის და მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრებში. პირველი სულიერების ყამირი, რომ იტყვიან, ამ მხარეს მამა თავმასმა გაკვალა. მას შემდეგ, უფლის შეწევნით, ღვთისმსახურება შაბათ-კვირას და ყველა დიდ დღესასწაულზე მიმდინარეობს დაბაში მოქმედ ტაძრებში. მთაში ყოველთვის იყო შინაგანი რწმენა. მომავალი თაობა, უფლის შეწევნით, უნდა აღიზარდოს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად.

- მამაო, ერთი მოძღვარი როგორ უმკლავდებით ამდენ საქმეს ან არ გიჭირთ აქაურ პირობებთან შეგუება?

- ვწირავ თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, საზდელის წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც პირველი მოქმედი ეკლესიაა რაიონში. ახალსოფელში არის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი. სოფელ ჟებოტაში საკურთხებლად გამზადებულია მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი. ჟებოტა დიდი სოფელია და ესაჭიროება ტაძარი და ღვთისმსახურიც. მადლობა ღმერთს, დიდ დღესასწაულებზე ტაძარში მრევლი აღარ ეტევა.

KARIBCHE

მეუფე თადეოზი სამწყსოსთან ერთად

აქაურებმა ისწავლეს მიცვალებულის წესის აგება, პანაშვიდების გადახდა, ასევე სახლის კურთხევა და ხშირად მიხდება ჩემი ძველი ავტომობილით გადაადგილება. უანგაროდ ვემსახურები, რათა მოექცნენ ღვთისაკენ. რაიონის დეპუტატი მცირედი საწვავით გვეხმარება. მთაში მაინც რთული ხასიათის ხალხი ცხოვრობს და როგორც შემიძლია, ისე ვუძღვები მრევლს. იმდენად მიყვარს აქაურობა, სადაც გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, რომ სამოსახლოდ ჩემი სოფელი, ტუშურები ამოვირჩიე.

თბილისში მამიდამ დამიტოვა ბინა, ის ბინა გავყიდე და ჩემს სოფელში შევიძინე სახლი. თბილისში რომ ჩავდივარ პირად თუ ეკლესიის საქმეზე, ორი დღითაც ვეღარ ვძლებ. ვიცი, რომ თიანეთში ჩემი მრევლი მელოდება, რომელსაც ვჭირდები.

დროებით გადმოგვეცა ერთი პატარა ოთახი, სადაც საეკლესიო ბიბლიოთეკა მინდა გავხსნა. ბევრი ლიტერატურა დამიგროვდა და ყველაფერს აქ მოვათავსებ, აქაურებისთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს. მადლობა ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას. გვჩუქნიან ხოლმე ჟურნალებს და ამით კმაყოფილია ჩვენი მრევლი. ოთხშაბათობით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისს ვატარებ და მრევლს ვჩუქნი თქვენს ჟურნალებს.

- მამაო, უმეტესობა მატერიალურ გაჭირვებაზე ზრუნავს და ეკლესიურ ცხოვრებას მეორეხარისხოვნად თვლის. ეს, ალბათ, სოფლად უფრო შეიმჩნევა...

- მართლაც ასეა. ეკლესიურ ცხოვრებას ნაკლებ დროს უთმობენ. დაბაში და ჩვენს რაიონში ხალხი მიჯაჭვულია მატერიალურს. ცხადია, ბევრს კიდევ ვერ წარმოუდგენია, რომ სული მეტია მატერიაზე. უნდა იცოდნენ, რომ ზარის რეკვის ხმა წირვა-ლოცვაზე დასასწრებად მოუხმობთ. ხშირად უქმე დღეებიც არ იციან. იკარგება ის ტრადიციები, როცა ჩვენი წინაპრები ტაძარში დადიოდნენ. ადრე, ხანდაშვების ჟამს, როცა მზე გადაიწვერებოდა და კვირაძალი შემოვიდოდა, უქმობა იწყებოდა. არავითარი ხვნა-თესვა არ შეიძლებოდა. ვიდრე მიცვალებულს არ დაკრძალავდნენ, არ შეიძლებოდა რამე ესაქმათ. იკარგება დროთა განმავლობაში ეს წესები.

რატომღაც მამაკაცებს (უფრო - ხნიერ ხალხს) დღეს ესირცხვილებათ ტაძარში შემოსვლა, თუნდაც მარტო სანთლის დანთება - როგორ შეხედავენ ამასო.

მრევლში მანდილოსნები ჭარბობენ.

- მამა მიქაელ, ხევსურეთში რა მდგომარეობაა, წირვა-ლოცვა თუ ტარდება?

- მეუფე იეგუდიელის დროს ჩავატარე წირვა სოფელ არდოტში. იქ საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა წირვა. ხევსურეთში შეჭირვებული ადამიანები ცხოვრობენ. ხშირია მათში თავის მოკვლა. მეუფე იეგუდიელის დროს იქ მოძრავი ტრაპეზით ვწირეთ, ღვთისმშობლის ტაძარში - კედლები კარგად არის შემონახული. ნათლობა ჩავატარეთ, ასევე ჯვარი დავწერეთ ორ წყვილს. შემდეგ სახლი ვაკურთხეთ იმ ოჯახში, სადაც ვიმყოფებოდით. მსგავსი ტაძარია ივრის ხეობაში, ყვარას ეკლესია, სადაც ვაჟა-ფშაველას მშობლებმა დაიწერეს ჯვარი. მსგავსი შირიმით ნაგები ტაძარი სამურზაყანოშიცაა.

- მამაო, როგორც ყველაფერში, სულიერ ცხოვრებაშიც აუციებელია გამოცდილების მიღება. მოძღვარს თუ გამოცდილება აქვს, სულიერი შვილების და მასზე დაკისრებული ჯვრის ტვირთვა უადვილდება. თქვენ სად შეიძინეთ გამოცდილება?

- ჩემი ხელდამსხმელია უსაყვარლესი მეუფე ზოსიმე (შიოშვილი). მისგან ბევრი რამ ვისწავლე - სულიერება, უბრალოება, ის მამაშვილური დამოკიდებულება, რაც მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის უნდა არსებობდეს. სამი თვე დიაკვნად ვიმსახურე. ახლა ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს ვიქნებოდი დიაკვანი, მეტ რამეს ვისწავლიდი. მასწავლებელი მეუფე ზოსიმეა. მოძღვარი მაგალითია სხვებისთვის ქცევით, უბრალოებით, თავმდაბლობით.

- დიდი მადლობა, მამაო, მასპინძლობისთვის. დაგვლოცეთ, მამაო მიქაელ.

- დავლოცავ თიანეთს თავისი ივრის ჭალა-წყლით და სამოსახლოთი, ერწო-თიანეთით. ღმერთმა შემოაბრუნოს ჭეშმარიტებისკენ და უფლის გზაზე დააყენოს ჩვენი ხალხი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, გაამთლიანოს რწმენაში. დალოცოს ღმერთმა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. ღვთის დიდება არ მოშლილიყოს ქართველ კაცში. ეკლესიური ცხოვრების დაწყებას და შემობრუნებას მოძღვრები სჭირდება. ასეა თუ ისე, ჩვენს ეპარქიაში გვყავს მოძღვრები, სულ ხუთი მოძღვარია.

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

***
მიხეილ მგელიაშვილი მამა მიქაელის მრევლის წევრია. ის თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელია და კარგად იცის აქაური ცხოვრება, მისი აწმყო და წარსული.

- ჩვენთან ძირითადად ფშავლები და ხევსურები ცხოვრობენ, მთიულები ნაკლებად არიან. ადრე კერპთაყვანისმცემლობას მისდევდნენ. ახლა თანდათან შემოდის ქრისტიანული რწმენა.

- მაინც რისი შიში აქვთ?

- ჩვენთან ხატის ტყიდან ჯოხსაც არ წამოიღებენ, ხესაც არავინ მოჭრის, შიგ მტერსაც არ შეჰყვებიან. რაღაცის შიში აქვთ...

- ბატონო მიხეილ, ასეთ მკაცრ პირობებში შემორჩა ხალხი თიანეთში, როგორ ცხოვრობს თქვენში უბრალო გლეხი?

- ძალიან ბევრი მოსახლე საზღვარგარეთაა გასული. დაიცალა აქაურობა. ვინც აქ ვცხოვრობთ, ზოგს სამსახური აქვს, ზოგიც უმუშევარია. ძირითადად მიწაზე ვართ დამოკიდებული. ზოგს საზღვარგარეთიდან უგზავნიან ფულს და ასე გააქვს თვიდან თვემდე თავი. ზამთარი მკაცრია ჩვენთან. ისე, დიდი მოთხოვნილების ხალხი არ ვართ. პრობლემები ალბათ ჩვენი ცოდვებისაგან გვაქვს. დალხინებული ცხოვრება რომ გვქონდეს, ალბათ უფრო გადავყვებოდით დროსტარებას და ღმერთს დავივიწყებდით, ღმერთთან გაჭირვებით მოვდივართ. ჩაცმის პრობლემა რომ არ გვქონდეს, თვიდან თვემდე საშუალო ოჯახს 150 ლარი მაინც გვეყოფა.

- მაინც როგორია თიანელი კაცი?..

- ძალიან გულახდილი, გულღია. სტუმრის პატივისმცემელი. წყენას აშკარად არ გამოხატავენ...

- მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა რა შემოუნახა თანამედროვეობას?

- მნიშვნელოვანია ჟალეთის სანათლავი, რომელიც თარიღდება ერთი ვერსიით VII საუკუნით, მეორე ვერსიით - IX-X საუკუნეებით. საეკლესიო ხელნაწერებიდან შემონახულია სოფელ ტუშურების, ნაქალაქარის, საყდრიონის, სიმონიანთხევის მოძღვრების მიერ გაცემული ჯვრისწერისა და ნათლობის მოწმობები.

- ძველი ისტორიული ძეგლები თუ შემორჩა აქაურობას?

- სოფელი ჟებოტა მოიხსენიება მათურლიანთკარის სახელით. სოფლის თავზე მონასტერია. ახალსოფელს ადრე სახასო ერქვა. ივრის ხეობის ზევით ოჩანის ციხესიმაგრეა, სადაც აღიზარდა კახეთის მეფე ლევანი. სოფელ აღაჯანის თავზე დიდი სამონასტრო კომპლექსია - ორი ტაძარი თავისი სამრეკლოთი და დიდი გალავნით. დღეს, სამწუხაროდ, იქ კერპთაყვანისმცემლები იკრიბებიან. კლავენ საკლავს, ლოცულობენ სამრეკლოს დაბლა, სადაც სასანთლე აქვთ მოწყობილი. არის ძველი სოფელი ჯიჯეთი, ფიქრობენ, რომ ის ნაქალაქარია. იქ მდგარა სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც კახთა მეფე ალექსანდრე II-ს განძთამცველი დაუდგენია. ერწოს მხარეს, სოფელ საყდრიონში მოქმედი ტაძარია. იქ მღვდელმონაზონი სვიმონი წირავს. სოფელ სიონში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. მას ათარიღებენ V-VII საუკუნეებით.

დღევანდელი ბანკის შენობის ადგილას თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იდგა. მიწის სამუშაოების დროს აქ მღვდლის, სისაურის საფლავს მიაკვლიეს. საფლავის ქვა ახლა ერთ-ერთ ეკლესიაშია შენახული.

ტაძრის ახლოს არის თიანეთის მღვდლის, ნიკოლოზ კახიშვილის საფლავი. ის დაახლოებით XX საუკუნის 20-იან წლებში გარდაიცვალა. მისი ქალიშვილის ნათლია იყო ვაჟა-ფშაველა. პოეტს მისთვის ლექსიც მიუძღვნია. ვაჟა-ფშაველა ხშირად დადიოდა ამ ოჯახში. გადმოცემით ვიცი, რომ ვაჟას მამა, თიანეთში მუშაობის დროს, ამ ოჯახში ცხოვრობდა.

***
...მას შემდეგ, რაც დედები თიანეთის დედათა მონასტერში აღარ ცხოვრობენ, ელისაბედ ფიცხელაური ამ წმინდა ადგილს არ შორდება. მამა მიქაელის ხელშეწყობით ცდილობს, ყველაფერი წესისამებრ გააკეთოს - ანთებს კანდელს, სანთელს, კითხულობს ლოცვებს. მონაზონი არა ვარ, მაგრამ თითქოს მათ მოვალეობასაც ვასრულებო, - მითხრა, - იქნებ აღდგეს მონასტერი. მანამდე კი აქ ვიქნები. მოძღვრის კურთხევით, სეფისკვერს ვაცხობ ტაძრისთვის. დედებისგან ვისწავლე სეფისკვერის ცხობა.

- როგორ დაიწყო აქ სამონასტრო ცხოვრება?

- მონასტრის დაარსების შემდეგ პირველად დედა ქრისტინე მოვიდა, შემდეგ - დედა მართა, დედა ირმა და დედა ევა. ვიყავით ერთი ოჯახი. მე მეზობლად ვცხოვრობ და მათთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენი მოძღვარი მამა იაკობი იყო (ძალიან კარგია, ღმერთო, როგორ ძალიან მიყვარს). მეუფე ზოსიმეს წასვლის შემდეგ დედებიც მეუფეს გაჰყვნენ. დარჩა მონასტერი მარტო. მამა მიქაელს ვთხოვე, ყურადღებას მივაქცევ-მეთქი და მას შემდეგ აქ ვარ. დედები რომ წავიდნენ, მე და მონასტერი მარტო დავრჩით და ჩვენი მამაო.

ვიდრე თიანეთში ეკლესია დაარსდებოდა, ბაპტისტების მიმდევარი ვიყავი. სამლოცველო ოთახში ვიკრიბებოდით. შინ ხატების კუთხე გვქონდა. მამიდაჩემი სამთავროში მონაზონი იყო, დედა ეფემია. დედა ქრისტინე რომ მოვიდა აქ, მივედი და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მან მომაქცია ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ. როცა რაიმე მიჭირდა, მეუბნებოდა, - ელისაბედ, დაიჩოქე და ისე ილოცე, რათა ბოროტი მოგშორდეს. ბოროტი შენშია დაბუდებულიო. მეც ვასრულებდი მის რჩევას. მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დედებთან მომიწია ცხოვრება. მადლობა მამა მიქაელს, რომ ზრუნავს ამ მონასტრის შენარჩუნებისთვის. 70 წელს გადაშორებული ქალი ვარ და ვცდილობ, დარჩენილი ცხოვრება ეკლესიის წიაღში გავატარო. ზოგჯერ ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს და მამაო გამომიგზავნის მანქანას და ტაძარში მივდივარ. მეტყვის ხოლმე, - ელისაბედ, ზიარების დროა, მოემზადე და წამოდიო. აი, ასეთია ჩემი წუთისოფელი...

***
ელისაბედი დიდი სითბოთი დამემშვიდობა. ჟურნალისთვის ფოტოსურათის გადაღებაზეც დამთანხმდა - საგანგებოდაც მოიწესრიგა თავი. თბილისისკენ მომავალი ვფიქრობდი, - რამხელა სიყვარული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ გაუძლო მკაცრ პირობებს, მთის ყოფა-ცხოვრებას, ზოგჯერ სასოწარკვეთასაც კი... მართლაც მეიმედება, რომ ასეთი ადამიანები დღესაც ცხოვრობენ ამ მხარეში და ღვთისა და მიწის სიყვარულით ადგილის დედის დარაჯებად არიან...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat