დმანისი
დმანისი
დმანისი ისტორიულად ძველი სატახტო ქალაქი რომ იყო, ამას თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციის არსებობაც მეტყველებს. პირველი ქართული ფული, ქართული თეთრიც დმანისში მოიჭრა. დმანისი ტერიტორიულად მუსლიმანური სამყაროს გარემოცვაში იყო და ქართული მართლმადიდებლური მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენდა. რელიგიური და სარწმუნოებრივი გამოღვიძება აქ XX საუკუნის დასასრულს და XXI დასაწყისში დაიწყო, - მიამბობს დმანისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ლაურა მუსხელიშვილი. ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით და შეწევნით აღსდგა დმანისის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც დმანისის სიონის ტაძარშია დაბრძანებული. დმანისის ღვთისმშობლის ხატის სასწაულებიც შემოგვინახა ისტორიამ. ერთ-ერთი ასეთია: ვახტანგ მეფეს შვილი ჰყოლია ძალიან დაუძლურებული. შეევედრა თუ არა დმანისის ღვთისმშობლის ხატს შვილის გადარჩენას, ღვთისმშობელმა მისი ვედრება შეისმინა და შვილი მალევე გამოუჯანმრთელდა. დმანისის ღვთისმშობელი დღესაც მრავლად ეხმარება გულმხურვალედ მლოცველებს.

დმანისის სოფლებში ბევრი ნატაძრალია, ბევრიც ნანგრევებადაა შემორჩენილი. კომუნისტურმა იდეოლოგიამ თავისი კვალი დატოვა და ტაძრებში წირვა-ლოცვა დროებით შეჩერებული იყო.

70-იანი წლების შემდეგ დმანისში სხვადასხვა დროს რამდენიმე სასულიერო პირი მსახურობდა, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო ვერავინ გაჩერდა. უთუოდ აღსანიშნავია მამა ზურაბ გრიგალაშვილის ღვაწლი. მამა ზურაბის გამოჩენამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი სულიერი ცხოვრება. მისი წყალობით გაგვიღვივდა რელიგიური ნაპერწკალი. მთელი ოჯახით ჩართული იყო ღვთისმსახურებაში. მამა ზურაბი ძალიან კარგი ადამიანი იყო. უკანასკნელ გროშს ურიგებდა ობლებს, ბავშვებს... თავისი ცხოვრების წესით და ქადაგებით შემოიკრიბა მრევლი დმანისის სიონის ტაძარში. მამა ზურაბის შემდეგ დმანისში მოვიდა მამა არჩილი გვიმრაძე, მამა დიონისეს ძმა. მამა არჩილს უდიდესი წვლილი მიუძღვის დმანისში სულიერი ცხოვრების აღორძინებაში.

დმანისში წმინდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ტაძარია. მამა არჩილი რომ ატარებდა მსახურებას, ხალხი გარეთ იდგა, ოცი კაცი ვერ ეტეოდა ხოლმე. მერე მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით, მამა დიონისეს ძალისხმევით, მრევლმაც მოინდომა და ერთად დავიწყეთ ადგილის მოძიება ახალი ტაძრის ასაგებად. ყოფილმა გამგებელმა დმანისის სკოლის შენობა გადმოგვცა და ტაძრად გადაკეთდა. მამა დიონისესა და კეთილი ადამიანების დახმარებით დღეს უკვე მოქმედი ტაძარი გვაქვს, ამითUუზომოდ ბედნიერები ვართ. დმანისში უკვე რამდენიმე მოქმედი ტაძარია. ღვთის შეწევნით, მრევლიც მომრავლდა, სასულიერო პირებიც. იმედია, კიდევ მოგვემატებიან და ჩვენც თანდათან რწმენაში გავძლიერდებით. ღვთის შეწევნით, მეუფე ზენონისა და ჩვენი მოძღვრების იმედად ვართ.

ქალბატონი ელისაბედ კაკაშვილი:

- ოჯახთან ერთად თბილისიდან აქ გადმოვსახლდი. თბილისში ქვემო ბეთლემში, მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან დავდიოდი. მერე საცხოვრებლად ვაზისუბანში გადავედით და იქვე ცხრა ყრმა კოლაელთას სახელობის ტაძარში დავიწყე სიარული. მოძღვარი მყავდა მამა გურამ გურამიშვილი. როცა დმანისში გადასახლება დავაპირე, მამა გურამმა მითხრა, - იქ მეუფე ზენონი დაგხვდებაო.

მამა დიონისე თითოეული ჩვენგანის სულის მოძღვარია. ვუთხარი, - მამაო, დმანისში ტაძარი რომ აშენდება, მუხლზე დავდგები-მეთქი. მართლაც, ახალაშენებულ ტაძარში რომ შემოვედი, დავიჩოქე და მადლობა შევწირე უფალს. ჩვენი სულების გადარჩენა ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. მამა ღმერთი, დმანისის ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს.

ლალი გულბიანი:
- 90-იან წლებში, დმანისში მესტიიდან ჩამოგვასახლეს და დღემდე აქ ვცხოვრობთ. იმ პერიოდში ძალიან რთული დემოგრაფიული მდგომარეობა გახლდათ. ქართული მოსახლეობა რაიონში ძალიან ცოტა ცხოვრობდა. ქართული სკოლა, საბავშვო ბაღი არ გვქონდა. მხოლოდ ორი სკოლა ფუნქციონირებდა - რუსული და აზერბაიჯანული. დროთა განმავლობაში მომრავლდა ქართველობა და, შესაბამისად, დაიწყო ფუნქციონირება ქართულმა სკოლებმა და საბავშვო ბაღებმაც. ტაძრის აშენების სურვილიც გაგვიმძაფრდა. მოსახლეობამ ააშენა წმინდა გიორგის მცირე ზომის ტაძარი. ნელ-ნელა აღორძინდა სულიერი ცხოვრება, გამოიღვიძა ქართულმა სულმა. უფალი შეეწიოს მამა დიონისეს. მისი დახმარებით ვცდილობთ, სულიერად განვვითარდეთ. ვცდილობთ, მოძღვრის გვერდით ვიდგეთ და გავიზიაროთ ჭირიც და ლხინიც. ძალიან გვიყვარს თქვენი ჟურნალი. უმრავლესობა "კარიბჭის" მკითხველები ვართ. დიდი მადლობა თქვენ.


მამა დიონისე, მამა გურამი და მამა გიორგი მრევლთან ერთად

დმანისის სიონის მღვდელმსახური მამა გუარამ ჯავახიშვილი: - მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით, ორი წლის წინ მეუფე ეფრემმა მღვდლად მაკურთხა. მას შემდეგ დმანისის ხუთ სოფელს ვემსახურები - მაშავერას, ვარდისუბანს, ბოსლევს, ჯავახს და განთიადს. ასევე ვმსახურობ დმანისის სიონში და შუაგულ დმანისში ახალაგებულ სულთმოფენობის ტაძარში. ეპარქიაში სულ შვიდი ტაძარი გვაქვს. მათგან ექვსი - მოქმედი. სოფელ ბოსლევში მრევლმა ააშენა ტაძარი. სკოლებში დავდივართ ხოლმე და ზამთარში სკოლებში ბავშვებისა და იქაური პედაგოგებისთვის პარაკლისებს ვატარებთ. სულიერი საკითხები ყველას აინტერესებს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, თითოეული ადამიანი ღვთისკენ მოვაქციო და ეკლესიის წიაღში ვამყოფო. კომუნისტურმა ეპოქამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა აქაურ მოსახლეობაზეც, ეკლესიური ცხოვრებისგან შორს იყვნენ. დღეს უკვე აინტერესებთ და ცდილობენ, მისდიონ ღვთის გზას. ასაკოვანი ადამიანები რომ დაგვინახავენ სასულიერო პირებს, დიდი სიხარულით გვხვდებიან და გვლოცავენ. თითოეულ ადამიანს სჭირდება დრო იმისათვის, რომ სრულად დააკმაყოფილო მათი კითხვები. ვცდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი და უნუგეშოდ არავინ დავტოვოთ. ღმერთი ნელ-ნელა გვასწავლის ხალხთან ურთიერთობას, სიყვარულს. ეკლესიური ცხოვრება მარტო აღსარების გაუაზრებლად, მექანიკურად თქმით არ შემოიფარგლება. ადამიანებს სჭირდებათ საუბარი. მთელი გულით რომ დაიცალონ თავისი განსაცდელებისა და მწუხარებისგან. ამ საქმეში ღმერთიც გვეხმარება და ჩვენც ვცდილობთ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ და ტაძარში მოვიყვანოთ.

დმანისში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ვცდილობთ, ერთსულოვანნი ვიყოთ და ერთმანეთს გვერდით ამოვუდგეთ გაჭირვებაშიც, ლხინშიც. როცა ერთად ვართ, მარტო არ ვგრძნობთ თავს და სულიერად უფრო ვძლიერდებით. სულიერებაში ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვიზრდებით, მოთმინებას ვსწავლობთ. ყველაფრისთვის ვმადლობთ უფალს. უფალი ყველას ყველაფერს გვაძლევს, ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა. რაც მაქვს, ყველაფერი ღვთისგან არის. თუ არა მაქვს, ისიც ღმერთისგან არის, მე ეს ვიცი და ხალხიც ამ შეგნებამდეა მისული და მადლობენ უფალს.

***
დმანისის ეპარქიის დიაკვანი გიორგი (ანდიაშვილი): - წარმოშობით დმანისელი ვარ. ეკლესიური ცხოვრება ღვთის შეწევნით და ჩემი ძმის დახმარებით დავიწყე. ჩემი ძმა სიონის საკათედრო ტაძარში სტიქაროსანი იყო. როცა მეუფე ზენონი მღვდელმთავრად გამოარჩიეს, ჩემი ძმაც მეუფის გვერდით აღმოჩნდა. მეც მომიწოდებდა, ეკლესიის წიაღში ვყოფილიყავი. ღმერთმა, ღვთის ძალამ მიმიყვანა ტაძარში. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უფლის ნებით ხდება. თავიდანვე უბრალოება მიზიდავდა, ალბათ უფალმა ეს დაინახა და თავის წიაღში მიმიყვანა. მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით, 2012 წელს დიაკვნად დამასხეს ხელი. ამჟამად დმანისში მამა დიონისესთან ერთად ვმსახურობ.

ღვთის ნება მიუწვდომელია. კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელ არსო. უფალი ამბობს: "თქვენ კი არ გამომირჩიეთ, მე გამოგირჩიეთო". ასე მოვხვდი ეკლესიის წიაღში. რასაც ვეძებდი, ის ეკლესიაში ვიპოვე. სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი. უფრო სიმშვიდეს ვეძებდი, მაგრამ სად მეპოვა, არ ვიცოდი. უფალი ხედავს ადამიანის გულს, ადამიანის სურვილებს, მონდომებას...

დმანისში 58 სოფელია, 13 - ქართულია. აზერბაიჯანული მოსახლეობა ჭარბობს. ქართული მოსახლეობა უმცირესობაშია. ამიტომაც სულიერი კუთხითაც ნაკლებად გამოირჩეოდა დმანისის ქართველობა. მადლობა უფალს, მადლობა ჩვენს მღვდელმთავარს, ჩვენს მამებს, რომ სულიერი, ეკლესიური ცხოვრება ღვთის წყალობით ნელ-ნელა ვითარდება. დღითიდღე იზრდება მრევლის რაოდენობა. ჩვენი ეპარქია გამორჩეულია იმით, რომ აქ მოსახლეობა სხვა რელიგიებით, ცრუ სწავლებებით არ იყო დაინტერესებული. დმანისის ქართულმა მოსახლეობამ სხვა სარწმუნოება არ მიიღო.

ყველა ადამიანის მიზანია განღმრთობა. ადამიანმა ღვთის მადლი უნდა მიიღოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ თავმდაბლობა თუ თვითონ არ გამოსცადე და არ განიცადე, სხვას ვერ გადასცემ. ღვთის მადლსაც სრულყოფილად ვერ გადასცემ სხვას, მაგრამ იმას მაინც გადავცემთ, რაც ჭეშმარიტებაა. სულიერმა შვილმა უნდა დაუჯეროს მოძღვრის რჩევას, გაითვალისწინოს მისი აზრი, იყოს მორჩილი და მიჰყვეს მოძღვრის ნებას. მე მართლა ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. რაც ჩემს გულსაც ახარებს და სიმშვიდესაც მანიჭებს. მადლობელი ვარ ჩემი მოძღვრებისა. ჩემი მოწოდებაა, ბოლომდე ვემსახურო ღმერთს. ადამიანმა შეუძლებელია ღვთის მადლი და ჭეშმარიტება ეკლესიის გარეთ მოიპოვოს და სრულყოფილად იგრძნოს თავი. ვინც ეკლესიის გარეთ არის, მოვუწოდებ, მობრძანდნენ ღვთის სახლში და თავიანთი თავი აქ იპოვონ. სასუფეველი იიძულების და უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ მოვიპოვოთ სანატრელი სიმშვიდე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat